გამოდის 1998 წლიდან
2013-11-14
მთა­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა და არა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“
სტუმარია დავით კახაბერი 

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

— სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ვიწყოთ... სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ე­ბი­დან, სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს, ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე აკე­თებ, შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში  მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი... რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა?
— ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბი­სას და­ვინ­ტე­რეს­დი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­ო­ლო­გი­ით, მაგ­რამ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე. პირ­ველ კურ­ს­ზე ფი­ლო­სო­ფი­ის შე­სა­ვალს გავ­დი­ო­დი და სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ეს სფე­რო ჩემს პრო­ფე­სი­ად მექ­ცია. თა­ვი­დან და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი­თა და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სას­წავ­ლებ­ლის შეც­ვ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვე­დი. იქ კი, სა­ხელ­დობრ ფი­ლო­სო­ფია ავირ­ჩიე პრო­ფე­სი­ად. ოთხ­წ­ლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მით — „ფრო­ი­დის „შემ­ზა­რა­ვის“ ას­პექ­ტე­ბი რე­ნე ჟი­რა­რის „გან­ტე­ვე­ბის ვა­ცის“ თე­ო­რიაში“ — და­ვას­რუ­ლე. ამის შემ­დეგ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ვა­პი­რებ­დი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და სა­ბუ­თე­ბი ერაზ­მუს მუნ­დუ­სის პროგ­რა­მა­ზე — „ევ­რო­ფი­ლო­სო­ფია — გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ე­ბი ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში“ — გავ­გ­ზავ­ნე. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ვე­დი.
— რა სტან­დარტს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კან­დი­და­ტი, ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ჩა­ი­რიცხოს, რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა?  სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია?
— ევ­რო­ფი­ლო­სო­ფია ერაზ­მუს მუნ­დუ­სის პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის პროგ­რა­მაა, რაც ოთხი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ბი­ლო­ბა­სა და გა­მუდ­მე­ბულ მოძ­რა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ჩე­მი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ფრან­გულ ფი­ლო­სო­ფი­ას უკავ­შირ­დე­ბა, მხო­ლოდ ფრან­კო­ფო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე შევ­ჩერ­დი და ტუ­ლუ­ზა­სა და პრა­ღა­ში ვის­წავ­ლე ფრან­გულ ენა­ზე. ამ პროგ­რა­მის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პე­ბი მარ­ტი­ვია, თუმ­ცა მრა­ვალ დო­კუ­მენტს მო­ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლი­თაც კან­დი­და­ტი ფას­დე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ით­ხოვს — იქ­ნე­ბა ეს ნიშ­ნე­ბის ფურ­ცე­ლი, სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი თუ კვლე­ვითი პრო­ექ­ტი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სტუ­დენ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სწო­რედ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ წყვეტს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო მი­ა­ნი­ჭოს თუ არა სტუ­დენტს სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ფა­რავს რო­გორც ცხოვ­რე­ბის, ასე­ვე სწავ­ლის სა­ფა­სურს. ფი­ლო­სო­ფი­ას ტუ­ლუ­ზი­სა და პრა­ღის კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვსწავ­ლობ­დი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სწავ­ლა ორ­წ­ლი­ა­ნია და თი­თო სე­მეს­ტ­რი, თუ არ ვცდე­ბი, ოთხი ათას ევ­რომ­დე ღირს, რა­საც სტი­პენ­დი­ან­ტი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის პროგ­რა­მა ფა­რავს. სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კრე­დი­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
— რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სიაა „ფი­ლო­სო­ფია“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და საზღ­ვარ­გა­რეთ?  რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფი­ის ძი­რით­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი?
— ფი­ლო­სო­ფია ან­ტი­კურ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში წარ­მო­იშ­ვა და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ­დე­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და ეარ­სე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც მხო­ლოდ ფიქ­რი და გან­ს­ჯა იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, იმი­სათ­ვის, რომ იყო ფი­ლო­სო­ფო­სი მთე­ლი შე­ნი პრო­ფე­სია აზ­როვ­ნე­ბა­სა და გან­ს­ჯას უნ­და და­უთ­მო ან პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო უნ­და გქონ­დეს.
თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სა­დაც სა­მეც­ნი­ე­რო დის­ციპ­ლი­ნე­ბი იმ­დე­ნად და­ვიწ­როვ­და, რომ ისე­თი დის­ციპ­ლი­ნაც არ­სე­ბობს, რო­გო­რი­ცაა კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გია, ფი­ლო­სო­ფია დღი­თი დღე ნაკ­ლე­ბად მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აკა­დე­მი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ფი­ლო­სო­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ერ­თ­გ­ვარ ფუ­ფუ­ნე­ბად იქ­ცა.
დიდ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის სწავ­ლე­ბა უკ­ვე ტრა­დი­ციაა და აკა­დე­მი­უ­რი სივ­რ­ცის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სტუ­დენ­ტებს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ და­ე­უფ­ლონ ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­გორც პრო­ფე­სი­ას. დღეს­დღე­ო­ბით, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა უფ­რო მოთხოვ­ნა­დი სფე­რო­ე­ბია, ვი­ნა­ი­დან ამ პრო­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფ­რო ხილ­ვად და სწრაფ პრო­დუქტს ქმნი­ან, ვიდ­რე ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც, გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც კი იყოს.
ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფია თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლო­ბით ცდი­­ლობს. მა­გა­ლი­თად, შე­მეც­ნე­ბის თე­ო­რი­ის მკვლე­ვა­რი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­მეც­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ წარ­მო­იქ­მ­ნა ისე­თი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა ნე­ი­რო­ფე­ნო­მე­ნო­ლო­გია. ამის ფონ­ზე ფრან­გუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფია პო­ლი­ტი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებს იყე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა გან­ს­ჯე­ბი­სათ­ვის და ა.შ.  პი­რო­ბი­თად, ორ­გ­ვარ ფი­ლო­სო­ფი­ას გა­მოვ­ყოფ­დი — ხალ­ხურს და აკა­დე­მი­ურს. ხალ­ხუ­რი ფი­ლო­სო­ფია პირ­ვე­ლი მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის წარ­მოქ­მ­ნის დღი­დან არ­სე­ბობს და სა­ნამ ადა­მი­ა­ნებს აზ­როვ­ნე­ბა შეგ­ვეძ­ლე­ბა, ისიც იარ­სე­ბებს. ხალ­ხუ­რი ფი­ლო­სო­ფიაა, რო­გორც აბო­რი­გე­ნუ­ლი ტო­მე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი მი­თე­ბი მზის ჩას­ვ­ლა-ამოს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე ქარ­თულ სუფ­რა­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სადღეგ­რ­ძე­ლოებიც.
აკა­დე­მი­უ­რი ფი­ლო­სო­ფია ზედ­მი­წევ­ნი­თი და კრი­ტი­კუ­ლია. მას­ში არ არ­სე­ბობს დოგ­მა­ტი­კა და ყო­ველ­თ­ვის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კრი­ტი­კას. თუ ფი­ლო­სო­ფოს­მა არ იცის კა­ცობ­რი­ო­ბის აზ­როვ­ნე­ბი­სა და იდე­ე­ბის ის­ტო­რია, შე­იძ­ლე­ბა იმის მტკი­ცე­ბა და­იწყოს, რაც უკ­ვე ბევ­რ­ჯერ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა. გარ­და ამი­სა, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი აზ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბას ითხოვს, ამის მო­ხერ­ხე­ბა კი აკა­დე­მი­უ­რი ტრა­დი­ცი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ერთ-ერთ ქა­და­გე­ბა­ში ამ­ბობს: „კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ის­წავ­ლე­ბო­დეს ზნე­ობ­რი­ვი ფი­ლო­სო­ფი­ის კურ­სი. არ არ­სე­ბობს ისე­თი ღვთის­მეტყ­ვე­ლი ან ფი­ლო­სო­ფო­სი, რო­მე­ლიც არ ეხე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის ზნე­ო­ბის სა­კითხებს. ამ ფი­ლო­სო­ფოს­თა გან­ს­ჯის გაც­ნო­ბა მე­ტად გა­ამ­დიდ­რებს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს“.
 შე­ნი აზ­რით, სად ხე­დავ შე­ნი პრო­ფე­სი­ის როლს სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, რა სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მას ქვეყ­ნის­თ­ვის?
— ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლით სა­განს, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა „შესა­ვა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა­ში“. ამ საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი ეც­ნო­ბი­ან ისეთ ავ­ტო­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: პლა­ტო­ნი, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, მა­კი­ა­ვე­ლი, კან­ტი და სხვე­ბი. ეს კურ­სი, ჩემ­თ­ვის, ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი სივ­რ­ცის ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვაა, ვი­ნა­ი­დან ამ ავ­ტორ­თა იდე­ე­ბი და, ზო­გა­დად, ეს ტექ­ს­ტე­ბი სტუ­დენ­ტებს ანა­ხებს გზას სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე.
დღეს, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ღ­ვე­უ­ლია ყვე­ლა ის პრინ­ცი­პი, რომ­ლებ­საც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეფუძ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, ეთი­კის ფი­ლო­სო­ფი­ის წარ­მო­ე­ბა და სწავ­ლე­ბა ვი­ტა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს.
გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა პი­როვ­ნე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­გე­ბა. ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნეთს ცხო­ვე­ლუ­რი აგ­რე­სი­ით ეპყ­რო­ბი­ან. ამ აგ­რე­სი­ას ვაწყ­დე­ბით რო­გორც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე უზარ­მა­ზა­რი მას­შ­ტა­ბით, რო­დე­საც ერიც და ბე­რიც, ხუ­თი­ა­თა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი, მო­საკ­ლა­ვად მის­დევს ოც­და­ათ ადა­მი­ანს.
ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის მა­გა­ლი­თია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს აღიქ­ვა­მენ სა­შუ­ა­ლე­ბად და არა მიზ­ნად. ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და ზრუ­ნავ­დ­ნენ ერის ზნე­ობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, დღეს, სა­კუ­თარ ფუნ­ქ­ცი­ას ვერ ას­რუ­ლე­ბენ. ამი­ტომ ფი­ლო­სო­ფი­ას ბევ­რი საქ­მე აქვს. დღეს, ჩე­მი აზ­რით, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფია სწო­რედ ეთი­კუ­რი ნორ­მა­ტი­ვე­ბის კულ­ტი­ვი­რე­ბის პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტად ჯან­სა­ღი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც სი­ძულ­ვი­ლი­სა და სტე­რეო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა­გან იქ­ნე­ბა დაც­ლი­ლი.
— ამ­ბო­ბენ: ბევ­რის­თ­ვის ფი­ლო­სო­ფია ფუ­ჭად დრო­ის ხარ­ჯ­ვაა, რად­გან ფი­ლო­სო­ფი­ურ კითხ­ვებს პა­სუ­ხი მა­ნამ არ გა­ე­ცე­მა, სა­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბა იარ­სე­ბებს — ეთან­ხ­მე­ბი, და­ვით, ამ მო­საზ­რე­ბას?
— წი­ნა შე­კითხ­ვის პა­სუ­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიტყ­ვი, რომ ფი­ლო­სო­ფია ხში­რად ისეთ იდე­ებს ქმნის, რომ­ლე­ბიც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა ხოლ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა და საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცია. ფი­ლო­სო­ფი­ურ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამას უკ­ვე ვხე­დავთ, თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სა­ხით.   ვფიქ­რობ, ფი­ლო­სო­ფია მას შემ­დეგ ხდე­ბა დრო­ის ფუ­ჭი ხარ­ჯ­ვა, რო­ცა აკა­დე­მი­ურ სივ­რ­ცეს სცილ­დე­ბა და, ბევრ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეზო­თე­რი­კას ემ­ს­გავ­სე­ბა.
— პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან მო­გი­წია შეხ­ვედ­რა. მი­ამ­ბე, ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ,  სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ...
— ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და შევ­ხ­ვედ­რო­დი სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო მო­აზ­როვ­ნეს. პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მსგავ­სი სა­ინ­ტეგ­რა­ციო სე­მი­ნა­რე­ბი გვქონ­და. ამ სე­მი­ნა­რე­ბი­სა და ატე­ლი­ე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ერთ სა­ინ­ტე­რე­სო და საკ­მა­ოდ ცნო­ბილ თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფოს­თან მო­მი­წია შეხ­ვედ­რა — ლუ­ის გორ­დო­ნი ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გვეწ­ვია. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო, გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ეტი­კე­ტის ყვე­ლა წესს იცა­ვენ, ფეხ­შიშ­ვე­ლი იყო და გულ­ზე პა­ტა­რა საქ­სო­ფო­ნი ეკი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ფი­ლო­სო­ფი­ის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს ჯაზს უკ­რავ­და. ეს პი­როვ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფი­ა­ში ე.წ. შა­ვი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლიზ­მის კვლე­ვე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­ის­წავ­ლის რა­სობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბებს ეგ­ზი­ტენ­ცი­ა­ლურ და ფე­ნო­მე­ნო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­ლუ­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კას, საკ­მა­ოდ დი­დია. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ლა­ქის მე­დი­ა­თე­კა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ფარ­თო არ­ჩე­ვანს იძ­ლე­ვა და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი შე­ნო­ბა იყო, უთ­ვა­ლა­ვი წიგ­ნი­თა და სხვა აუდიო და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლით. ყო­ვე­ლი­ვე ეს, სტუ­დენ­ტებს, ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის დროს, სა­სი­ცოცხ­ლო დახ­მა­რე­ბას გვი­წევ­და.
— ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო ფრან­გუ­ლი საუნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბაზე 
— ფრან­გულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა აქვთ არ­ჩე­უ­ლი, რაც იმა­საც გუ­ლის­ხ­მობს, რომ სტუ­დენ­ტი უფ­რო მეტ დროს უთ­მობს კვლე­ვას, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლის და­ზე­პი­რე­ბას. ეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნო შე­ნი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, რა­საც, რო­გორც წე­სი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მხარს უჭე­რენ და ახა­ლი იდე­ე­ბის­თ­ვის ბო­ლომ­დე ღია რჩე­ბი­ან.
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან რო­მე­ლი­მე  ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბა? კერ­ძოდ სად და რა მიზ­ნით?
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ორ-ორი კვი­რით, ორ­ჯერ ვი­ყა­ვით სა­მუ­შაო სე­მი­ნა­რებ­ზე. ერ­თხელ — ბარ­სე­ლო­ნას ავ­ტო­ნო­მი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მე­ო­რედ — პა­რიზ­ში, ეკოლ ნორ­მალ სუ­პე­რი­ორ­ში. სე­მი­ნა­რებ­ზე სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონდა, ჩვენ თვი­თონ დაგ­ვე­ორ­გა­ნი­ზე­ბი­ნა ატე­ლი­ე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა თე­მებ­ზე, იქ­ნე­ბო­და ეს სპი­ნო­ზას ფი­ლო­სო­ფია, ჰუ­სერ­ლის ფე­ნო­მე­ნო­ლო­გია თუ ფე­მი­ნიზ­მის უახ­ლე­სი დის­კურ­სი.
— მი­ამ­ბე, რო­გო­რია ფრან­გი ხალ­ხის,  ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა, რა არის მათ­თ­ვის   პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
— საფ­რან­გე­თი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საცხოვ­რებ­ლად უძ­ვი­რე­სი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად არც ისე „იუზერ­ფ­რენ­დ­ლი“ ქვე­ყა­ნაა, მა­ინც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დი — ტუ­ლუ­ზა, და­ახ­ლო­ე­ბით თბი­ლი­სის ზო­მი­საა, მაგ­რამ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბით. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქა­ლა­ქია და მის გულ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი მოღ­ვა­წე — თო­მა აქ­ვი­ნე­ლი გა­ნის­ვე­ნებს. მსგავ­სი მე­დი­ა­ვის­ტი­კუ­რი მის­ტი­კუ­რი ეს­თე­ტი­კის ფონ­ზე, ტუ­ლუ­ზა სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია და ყო­ველ­თ­ვის მოძ­რა­ო­ბა­შია. ყო­ველ სა­ღა­მოს კა­ფე-ბა­რე­ბის მა­გი­დე­ბი იშ­ლე­ბა ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში და გვი­ა­ნო­ბამ­დე ხმა­უ­რია.
სტუ­დენ­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბებს ეუფ­ლე­ბი­ან, მაგ­რამ, რო­გორც პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი­დან ვი­ცი, საფ­რან­გეთ­შიც ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა პო­პუ­ლა­რო­ბით. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი მა­ინც არ უჩი­ვი­ან სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ინ­ტე­რესს. 
— სტუ­დენ­ტუ­რი არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში, გქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში გე­მოგ­ზა­უ­რა?
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ხში­რად გვქონ­და  ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და მე­მოგ­ზა­უ­რა. საფ­რან­გეთ­სა და ჩე­ხეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სხვა ბევრ ევ­რო­პულ ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნას ვეს­ტუმ­რე. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს და ამი­ტომ, ჩე­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა ხში­რად გა­ლე­რე­ე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის კა­ლენ­დ­რე­ბი­თაც გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბო­და ხოლ­მე.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
— ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ჩემს მე­ო­რე სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რამას — პო­ლი­ტი­კის ან­თ­რო­პო­ლო­გი­ას და­ვუბ­რუნ­დი. მი­მაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კის ან­თ­რო­პო­ლო­გია გა­ცი­ლე­ბით მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლია, ვიდ­რე ფი­ლო­სო­ფია. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნა ჩემს წარ­სულ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას და­ვუ­კავ­ში­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლას მივ­ყო ხე­ლი. გარ­და ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს სფე­რო სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა და მინ­და ჩე­მი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ პრო­ცეს­ში. არ მინ­და გა­ვუშ­ვა შან­სი, ვი­ყო ის­ტო­რი­ის ნა­თელ მხა­რეს. 
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში  გა­დამ­წყ­ვეტ როლს ითა­მა­შებს?
— ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა ევ­რო­პუ­ლი და და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. თუმ­ცა, მე იმ ადა­მი­ან­თა რიცხვს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, ვის­თ­ვი­საც სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა უფ­რო ფა­სობს, ვიდ­რე კარ­გი ნიშ­ნე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და ზო­გა­დად და­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მთა­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა და არა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის რა­ო­დე­ნობ­ა.

25-28(942)N