გამოდის 1998 წლიდან
2013-11-07
ზღვარზე გასული სოციალური სამართლიანობა თუ განათლების ხელმისაწვდომობა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

2013-2014 სას­წავ­ლო წელს, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 650 000 მოს­წავ­ლე წიგ­ნებს უფა­სოდ მი­ი­ღებს — ამის შე­სა­ხებ, 2013 წლის 8 აპ­რილს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის 145-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გ­ზე გა­ნაცხა­და. ასეც მოხ­და!
უფა­სო სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­რი­გე­ბამ, რაც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლი უდა­ვოდ მო­ი­გო, რად­გან მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­თ­ვის წიგ­ნე­ბის ყიდ­ვა აღარ მო­უხ­დათ. ძა­ლი­ან ხში­რად ის­მის მათ­გან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თა­ვის დრო­ზე, ამ სი­ახ­ლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა — სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ბლო­გებ­სა თუ ბეჭ­დ­ვით მე­დი­ა­ში არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი იბეჭ­დე­ბო­და: „ყო­ველ წელს ახა­ლი წიგ­ნი და ახა­ლი თა­ვის­ტეხ­ვა მშობ­ლე­ბის­თ­ვის, თუ რო­გორ და რა­ნა­ი­რად შე­უ­ძი­ნონ წიგ­ნე­ბი შვი­ლებს, თან რა ფა­სე­ბი ედო, ამა თუ იმ წიგნს. ბო­ლოს და ბო­ლოს მოგ­ვარ­დე­ბა ეგ პრობ­ლე­მა...“; „რა­ღაც 5 გა­მომ­ცემ­ლო­ბის და 50 ავ­ტო­რის გა­მო არ უნ­და მო­აკ­ლ­დეს ამ­ხე­ლა შე­ღა­ვა­თი ამ­დენ ოჯახს“ — ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი ის­მო­და და იწე­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის­გან, ვი­საც უჭირ­და შვი­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა. სა­კა­მა­თოც მა­თი მხრი­დან ბევ­რი არა­ფე­რია, რად­გან სა­ჩუ­ქა­რი უდა­ვოდ მსუ­ყე და დღე­ვან­დელ სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე სა­ჭი­როც კი იყო, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ „მსუ­ყე სა­ჩუ­ქარ­მა“ მი­სი უშუ­ა­ლო შემ­ქ­მნე­ლე­ბის — გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­დ­გან ისი­ნი და­ბეჭ­დ­ვის ეტა­პამ­დე მი­სუ­ლი წიგ­ნის გა­რე­შე დარ­ჩ­ნენ. უმე­ტე­სო­ბას კი, შემ­დ­გო­მი წლე­ბის მა­რა­გიც და­ბეჭ­დი­ლი დარ­ჩა და დღე­საც საწყო­ბებ­ში მა­კუ­ლა­ტუ­რად აწყ­ვია.
ძა­ლი­ან რთულ თე­მას რომ შე­ვე­ჭი­დე, ეს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი. ჩე­მი მი­ზა­ნი არა ვინ­მეს გან­ს­ჯაა, არა­მედ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის და­ნახ­ვა — რა შე­დე­გი მო­უ­ტა­ნა წელს გა­მომ­ცემ­ლებს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­რი­გე­ბამ, რა რა­ო­დე­ნო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­ყიდ­ვა შეძ­ლეს მათ კერ­ძო სექ­ტო­რის — კერ­ძო სკო­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე. კო­მენ­ტა­რის­თ­ვის მივ­მარ­თე გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის დი­რექ­ტო­რებს. ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა იმ აზ­რ­ზე, რომ უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­რი­გე­ბის იდე­ას არა­ვინ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი კა­ხა კუ­და­ვა გან­მარ­ტავს: „არც ერთ გა­მომ­ცე­მელს არ­სად არ უთ­ქ­ვამს, რომ უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ და­ა­რი­გონ, მაგ­რამ ვინც მოს­წავ­ლეს ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს უფა­სოდ აძ­ლევს, მან ჩვენ აუცი­ლებ­ლად თან­ხა უნ­და გა­დაგ­ვი­ხა­დოს.“
ზო­გა­დად კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­დად­გ­მუ­ლი ეს ნა­ბი­ჯი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მხრი­დან სა­ავ­ტო­რო და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვად შე­ფას­და, რის გა­მოც ისი­ნი დღე­საც ცდი­ლო­ბენ სა­სა­მარ­თ­ლო­ში „სა­კუთ­რე­ბის“ სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გზით დაბ­რუ­ნე­ბას.
ცო­ტა უკან მინ­და გა­ვი­ხე­დოთ და გა­ვიხ­სე­ნოთ წლე­ბი, რო­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „გა­ნათ­ლე­ბა “ (1957 წელს და­არ­ს­და), ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 300 ათა­სი და­სა­ხე­ლე­ბის 7 მი­ლი­ონ ეგ­ზემ­პ­ლარ წიგნს გა­მოს­ცემ­და სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი სკო­ლე­ბი­სათ­ვის. ხხ სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, ცენ­ზუ­რის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვ­ლის ფონ­ზე, სა­გა­მომ­ც­მე­ლო საქ­მე­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მო შე­იქ­მ­ნა, რა­მაც გა­მო­ცე­მის ში­ნა­არ­სი­სა და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. სკო­ლებ­ში გაჩ­ნ­და ქარ­თ­ველ ავ­ტორ­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, პე­და­გოგს მი­ე­ცა უფ­ლე­ბა აერ­ჩია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან ერთ-ერ­თი. ახალ­და­არ­სე­ბულ­მა კერ­ძო გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა იპო­ვეს თა­ვი­ან­თი სა­ხე, რა­მაც ზო­გა­დად შექ­მ­ნა წიგ­ნის „აღ­ზე­ვე­ბის“ ეპო­ქა.
განათლების სა­მი­ნის­ტ­როს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექტს ევ­რო­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მომ­ცე­მელ­თა ჯგუ­ფის — ჶჶჵგ — დი­რექ­ტორ­მა წე­რი­ლით უპა­სუ­ხა, რო­მელ­შიც ის გა­მომ­ცე­მელ­თა ინ­ტე­რე­სებს იცავს და ხაზს უს­ვამს, რომ „თუ­კი სი­ტუ­ა­ცია სას­წ­რა­ფოდ არ გა­მოს­წორ­და, ეს და­მან­გ­რე­ველ შე­დე­გებს მო­ი­ტანს არა მხო­ლოდ სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნე­სის­თ­ვის, არა­მედ სა­ბო­ლო­ოდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ახა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კვლავ აგ­რ­ძე­ლებს ბრძო­ლას თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, რა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი გახ­დეს“. წე­რილს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ველ რა­დი­ო­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „მო­ვუ­წო­დებთ წე­რი­ლის ავ­ტორს, კარ­გად ჩა­ი­ხე­დოს ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ნამ წე­რილს მოგ­ვ­წერს, მოგ­ვ­მარ­თოს კითხ­ვე­ბით. მე სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნა და და­მი­ქი­რა­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და თა­ვის ჯი­ბი­დან ისი­ნი ყო­ველ თვე მიხ­დი­ან ხელ­ფასს. მე მა­თი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ვარ და მათ ინ­ტე­რე­სებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ და არა რო­მე­ლი­მე, თუნ­დაც ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, რა რე­აქ­ცია აქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ამ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რე­აქ­ცია სა­ჩუ­ქარ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ცალ­სა­ხად და­დე­ბი­თია, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით აღ­შ­ფო­თე­ბულ გა­მომ­ცემ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ ნა­ბი­ჯით წიგნს „და­სა­მა­რე­ბას“ უქა­დი­ან.  გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან — მეც­ნი­ე­რებ­თან, მწერ­ლებ­თან, უბ­რა­ლოდ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­თან ერ­თად, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­თაც კი გა­მო­ხა­ტეს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტის მი­მართ სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. 2013 წლის 23 აპ­რი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­მა ერ­თობ­ლივ აქ­ცი­ად გა­მო­აცხა­დეს — წიგ­ნის დღე წიგ­ნის გა­რე­შე!!! „რაც არ უნ­და კე­თი­ლი გან­ზ­რახ­ვა ამოძ­რა­ვებ­დეს ვინ­მეს, ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია თუნ­დაც ერ­თი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ხარ­ჯ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“ — ეს ამო­ნა­რი­დი მწერ­ლე­ბის მი­ერ გა­მო­ხა­ტუ­ლი სო­ლი­და­რო­ბის წე­რი­ლი­და­ნაა. ისი­ნი ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნას მო­ითხოვ­დ­ნენ. ოქ­როს შუ­ა­ლე­დი მა­ინც ვერ მო­ი­ძებ­ნა, არა­და, რა სა­შუ­რი საქ­მეა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ხელ­შეწყო­ბას­თან ერ­თად სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაც რომ შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თოს.
ქარ­თ­ვე­ლი პუბ­ლი­ცის­ტი და „წიგ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ქო­მა­გი“ ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი თა­ვის წე­რილ­ში „ხი­ფა­თის ზღვარ­თან“ წერს: „პურს მე­პუ­რე აცხობს, წიგნს გა­მომ­ცემ­ლო­ბა ქმნის...
თა­ვი­სი პრინ­ცი­პი აქვს სა­მი­ნის­ტ­როს; პრინ­ცი­პი აქვთ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს. პირ­და­პირ უნ­და ით­ქ­ვას, მა­თი და­ახ­ლო­ე­ბა და შე­თან­ხ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია...“, თუმ­ცა პრინ­ცი­პე­ბი ვერც ერ­თ­მა და ვერც მე­ო­რე მხა­რემ ვერ დათ­მო და შე­თან­ხ­მე­ბაც არ შედ­გა. იმა­ვე წე­რილ­ში ავ­ტო­რი ამ პრო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბით საფ­რ­თხეს ხე­დავს, რომ თა­მაშ­გა­რეთ დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი წიგ­ნი — ბო­ლო წლე­ბის მო­ნა­პო­ვა­რი. „თა­ვის­თა­ვად ძალ­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რია სურ­ვი­ლი, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლებ­ში უფა­სოდ და­რიგ­დეს, მაგ­რამ ეს ხომ უტო­პიაა. ერთ-ორ წე­ლი­წადს შე­იძ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხო, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა თა­ვი­სას მო­ითხოვს. ამ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც ლა­მის ჰა­ე­რიც კი ფა­სი­ა­ნია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ვერ იქ­ნე­ბა უფა­სო. სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის საზღ­ვ­რე­ბი­დან ვერ გახ­ვალ იმი­ტომ, რომ მას გა­სას­ვ­ლე­ლი არ აქვს. ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე ფა­სის გა­უქ­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კლას­გა­რე­შე წიგ­ნი ისე გაძ­ვირ­დე­ბა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლი გახ­დე­ბა...
...შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ვი­ღაც შეთ­ქ­მუ­ლე­ბას აწყობს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. პი­რი­ქით, გრი­ფი­რე­ბის ყბა­და­ღე­ბუ­ლი მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა კე­თილ მიზ­ნებს ისა­ხავ­და, მაგ­რამ ისიც ნა­თე­ლია, რომ ეს არ არის პა­ნა­ცეა. მე­ტიც, თუ ამ პრაქ­ტი­კას გავ­ყ­ვე­ბით, სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის საქ­მე ჩიხ­ში შე­ვა, და­ე­ცე­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ხა­რის­ხი, გარ­და ამი­სა, და­ი­კარ­გე­ბა სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­ცე­სის სის­ტე­მუ­რო­ბა, ჩა­ვარ­დე­ბა პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და სა­ერ­თოდ კულ­ტუ­რის პრეს­ტიჟს, და­ვუბ­რუნ­დე­ბით იმ დროს, რო­ცა წიგ­ნის ბე­დი შემ­თხ­ვე­ვა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
კულ­ტუ­რა სა­თუ­თი მოვ­ლე­ნაა. თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას მო­ითხოვს. გა­დამ­ჭ­რე­ლი, მკვეთ­რი ქმე­დე­ბე­ბის რე­ჟიმს ვერ უძ­ლებს. ამი­ტომ, თუ ერ­თხელ გაჭ­რას ვა­პი­რებთ, ას­ჯერ გავ­ზო­მოთ. ნუ ავ­ჩ­ქარ­დე­ბით. მო­ვუს­მი­ნოთ ერ­თ­მა­ნეთს. გა­ვარ­კ­ვი­ოთ, სად არის სი­მარ­თ­ლე — ჩვენ­ში თუ ჩვენ გა­რეთ. შე­ვა­თან­ხ­მოთ ჩვენ-ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი. რო­ცა ჩქა­რობ, გგო­ნია, არ ცდე­ბი. ეს სა­ხი­ფა­თოა. სა­ერ­თოდ, სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­ცა გგო­ნია, რომ მარ­თა­ლი ხარ.
ხი­ფა­თის ზღვარ­თან ვართ. შეც­დო­მის და­შ­ვე­­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. უთუ­ოდ უნ­და მოვ­ძებ­ნოთ არი­ად­ნეს ძა­ფი, რო­მე­ლიც მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოგ­ვიყ­ვანს“.
ეს წე­რი­ლი ურ­თი­ერ­თ­შე­თან­ხ­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო მცდე­ლო­ბა იყო, რე­ა­ლუ­რად კი ასე მოხ­და: „გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სტამ­ბა ფა­ვო­რი­ტი პრინ­ტი და მვპ“-მ (ოთხი ქარ­თუ­ლი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო­ს — შპს ფა­ვო­რი­ტი პრინ­ტი, შპს ფორ­მა, შპს სე­ზა­ნი და შპს მვპ (24 სა­ა­თის სტამ­ბა) და მას­თან არ­სე­ბუ­ლი მცი­რე პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­იქ­მ­ნა) და­ახ­ლო­ე­ბით 4 მლნ წიგ­ნი და­ბეჭ­და. სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 14 მი­ლი­ო­ნამ­დე დაჯ­და (აქამ­დე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო 10 მლნ ლარს ხარ­ჯავ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი­სა და მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ზე). მოს­წავ­ლე­ებ­მა უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მი­ი­ღეს.
თა­მაშ­გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ბაზ­რის მცი­რე ნა­წი­ლი კი კერ­ძო სექ­ტორ­მა — კერ­ძო სკო­ლებ­მა აით­ვი­სა, მათ, ვინც სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ვერ მოხ­ვ­და. კერ­ძო სკო­ლებ­ზე ეს შე­ღა­ვა­თი იმი­ტომ არ გავ­რ­ცელ­და, რომ კერ­ძო სკო­ლა ერთგვარი ბიზ­ნე­სია და სა­ხელ­მ­წი­ფო კერ­ძო ბიზ­ნეს­ში არ ერე­ვა. კერ­ძო სკო­ლა თვი­თონ წყ­ვეტს, რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­მო­ი­ყე­ნოს. ამას­თა­ნა­ვე,  თა­ვად შე­მო­აქვთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ამი­ტომ მათ­თ­ვის ესეც ბიზ­ნე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო ამა­ში მათ ხელს ვერ შე­უშ­ლის.
რა რა­ო­დე­ნო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­ის­ყი­და კერ­ძო სექ­ტორ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან და რა რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნე­ბი დარ­ჩა მათ საწყო­ბებ­ში? — ამ კითხ­ვას გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი კა­ხა კუ­და­ვა ასე პა­სუ­ხობს: „სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან არა­ხელ­საყ­რე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღეთ — წიგ­ნი, რომ­ლის და­ბეჭ­დ­ვა­შიც 3.50-4 ლა­რი გა­და­ვი­ხა­დეთ, 1.80 თეთ­რად უნ­და მიგ­ვე­ყი­და, ამას სა­გა­და­სა­ხა­დოს 20 პრო­ცენ­ტიც ემა­ტე­ბო­და და რე­ა­ლუ­რად, თი­თო წიგ­ნის ფა­სი 1.30 თეთ­რი გა­მო­დი­ო­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია, უარი ვთქვით ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, ხო­ლო გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, გა­მომ­ცე­მელ­თა მცი­რე ნა­წი­ლი ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხ­მ­და. მათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­კუ­ლა­ტუ­რის ფას­ზე ოდ­ნავ მე­ტად გა­ყი­დეს წიგ­ნე­ბი. მე სულ 530 ათა­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მქონ­და და­ბეჭ­დი­ლი — ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი. აქე­დან, წელს, და­ახ­ლო­ე­ბით 80 ათა­სი წიგ­ნი გა­ი­ყი­და, ისიც 20-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით. ჩვე­ნი მყიდ­ვე­ლი, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო სკო­ლე­ბი და ის მშობ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, ვინც შვი­ლებს და­მა­ტე­ბით შე­უ­ძი­ნეს მე­ო­რე ეგ­ზემ­პ­ლა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა, რა­თა მათ თა­ვი­სუფ­ლად იხ­მა­რონ წიგ­ნე­ბი და შემ­დეგ ჩვენ­თან შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი ჩა­ა­ბა­რონ სა­მი­ნის­ტ­როს. ანუ წელს გა­ცე­მულ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­მა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 7% შე­ად­გი­ნა, 450 ათა­სი ეგ­ზემ­პ­ლა­რი მოქ­მე­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კი საწყობ­ში დაგ­ვ­რ­ჩა დაწყო­ბი­ლი. ალ­ბათ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის და­ერ­ქ­მი­ათ „სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­ჩუ­ქა­რი“.
„ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის“ გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის თი­ნა­თინ კუ­ხი­ა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ზე უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გი ასე აისა­ხა: „რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი ასე­თია: ჩვე­ნი ფა­ი­ლე­ბი შე­უკ­ვე­თეს სხვა სტამ­ბებს და და­ბეჭ­დეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სა­ნაც­ვ­ლოდ კი ბეჭ­დ­ვის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი თან­ხის 10 პრო­ცენ­ტი გად­მოგ­ვი­რიცხეს. ჩვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბას, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჰქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მომ­ცემ­ლო­ბა, მა­რა­გის სა­ხით (მით უმე­ტეს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უახ­ლო­ეს 5 წე­ლი­წად­ში არ უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი) წი­ნას­წარ ბეჭ­დავს გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას. ამას ისიც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ დიდ­ტი­რა­ჟი­ა­ნი წიგ­ნის ბეჭ­დ­ვა გა­ცი­ლე­ბით იაფი ჯდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­მაც და­ბეჭ­და სხვა­დას­ხ­ვა და­სა­ხე­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ერ­თი ან ორი წლის მა­რა­გი, რო­მე­ლიც დღე­საც საწყობ­ში აწყ­ვია. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე კლა­სის ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო 8-დან 10 ათას ეგ­ზემ­პ­ლა­რამ­დეა. სა­ერ­თო ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზა­რა­ლი მი­ვი­ღეთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ი­ყი­და წელს კერ­ძო სკო­ლებ­ზე, ეს ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლია — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ყიდ­ვის 7-8 პრო­ცენტს შე­ად­გენს, ეს  პრო­ცენ­ტი კი ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ზე გა­და­ნა­წილ­და.“
გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მე­რი­დი­ა­ნის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ კა­ხა­ბერ რუ­სი­ძემ გა­ნაცხა­და, რომ წელს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მათ მი­ერ გა­სულ წლებ­ში და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ნა­წი­ლი შე­ის­ყი­და. „რე­ა­ლუ­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მყიდ­ვე­ლი წელს კერ­ძო სკო­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს ძა­ლი­ან მცი­რე სეგ­მენ­ტია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ გა­ი­ყი­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც ჩვენ­მა გა­მომ­ც­მე­ლო­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ფას­ში გა­ე­ყი­და. რე­ა­ლუ­რად ჩვენ მი­ვი­ღეთ სტამ­ბის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის ათი პრო­ცენ­ტი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭ­დ­ვა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დაგ­ვიჯ­და, მაგ­რამ სრულ ზა­რალს მა­ინც ეს ვამ­ჯო­ბი­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა მოთხოვ­ნას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ისე­თი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის მოთხოვ­ნა იყო, რო­გორც გა­სულ წლებ­ში, ოღონდ ამ რა­ო­დე­ნო­ბას გა­მო­აკ­ლ­და შარ­შან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც.“ 
გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ დი­რექ­ტორ­მა თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ გვითხ­რა, რომ უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ „დი­ო­გე­ნე“ უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო: „გა­მომ­ც­ემ­ლო­ბა ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და, დი­დი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი გვაქვს, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ნა­წილ­მა სა­ერ­თოდ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, ნა­წილს ხელ­ფა­სე­ბი შე­ვუმ­ცი­რეთ, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლას ძა­ლი­ან დი­დი იმე­დე­ბით ვე­ლო­დე­ბო­დით, რად­გა­ნაც გვე­გო­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა უფ­რო გო­ნივ­რუ­ლად წა­რი­მარ­თე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, არის ასე­თი პრაქ­ტი­კა, თუმ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი, პი­რი­ქით, იქ ხელ­შეწყო­ბაა ამ პრო­ცე­სე­ბი­სად­მი.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ყიდ­ვას, ჩვენ სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის არც ერ­თი წიგ­ნი არ მიგ­ვი­ყი­დია, რად­გა­ნაც ეს იქ­ნე­ბო­და უკი­დუ­რე­სად ზა­რა­ლის მომ­ტა­ნი ჩვენ­თ­ვის. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არც ყო­ფი­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არც სა­მი­ნის­ტ­როს და არც კერ­ძო სტამ­ბე­ბის მხრი­დან. მათ ჩე­მი აზ­რი იცოდ­ნენ, რომ წიგ­ნებს ასეთ მი­ზე­რულ ფას­ში ვერ გავ­ყიდ­დით. დე­ტა­ლურ ანა­ლიზს ნო­ემ­ბერ­ში ვა­პი­რებთ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ი­ყი­და წელს ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან კერ­ძო სკო­ლებ­ზე. მაგ­რამ კერ­ძო სკო­ლე­ბი ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლია სა­ერ­თო ბაზ­რის და იქაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ნო­პო­ლია არ არის და კონ­კურ­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გა­დად, გეტყ­ვით, რომ ამან გა­მომ­ცემ­ლო­ბას ვერ მის­ცა მა­ინ­ც­და­მა­ინც დი­დი შე­ღა­ვა­თი.“
ბუ­ნებ­რი­ვია, აქ მხა­რე არ არ­სე­ბობს. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მომ­ცემ­ლე­ბი რომ აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ქმნიდ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წიგ­ნებს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბით წა­რი­მარ­თე­ბო­და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს უდა­ვოა. გა­მომ­ცე­მ­ლო­ბებს, რო­მელ­თა პრო­დუქ­ციის  რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დი­დი წი­ლი სწო­რედ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მო­დი­ო­და, მხო­ლოდ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე გათ­ვ­ლი­ლი გა­ყიდ­ვე­ბით არ­სე­ბო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­და­ნაც ნა­თე­ლია. თუმ­ცა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბით: „მე იმე­დი მაქვს, რომ „გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­ზე“ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ იმოქ­მე­დებს უარ­ყო­ფი­თად“. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით: „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ცნე­ბა არ არის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტულ კონ­ტ­რაქტს“...

25-28(942)N