გამოდის 1998 წლიდან
2013-10-31
ორი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ...

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჳCჴმ-ის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თა­ნად­გო­მით, გი­ორ­გი ერის­თა­ვის 200 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა — გა­მო­ფე­ნა მარ­თ­ლაც გრან­დი­ო­ზუ­ლია რო­გორც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, ისე მას­შ­ტა­ბი­თაც.  სა­სახ­ლეს მი­ახ­ლო­ე­ბულ სტუმ­რებს სპექ­ტაკლ „გაყ­რი­დან“  აჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა უკ­ვე ამ­ც­ნობ­და, რომ წინ დი­დი სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დათ. ეზო­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ სცე­ნა­ზე კი გა­ა­ცოცხ­ლეს მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მა  „გაყ­რი­დან“ სცე­ნე­ბი. სიმ­ბო­ლუ­რი იყო პირ­ვე­ლი რე­ა­ლის­ტუ­რი სპექ­ტაკ­ლის სცე­ნე­ბით იუბი­ლეს დაწყე­ბა,  სწო­რედ ამ ფრაგ­მენ­ტე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ იოლი მი­სახ­ვედ­რი გახ­და, თუ რამ მო­ხიბ­ლა ასე იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რამ გა­მო­იწ­ვია, თა­ვის დრო­ზე, დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. სპექ­ტაკ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით აღ­დ­გა.
გი­ორ­გი ერის­თა­ვის იუბი­ლე სა­სახ­ლის ეზო­დან და­იწყო. თე­ატ­რა­ლე­ბი და არა მხო­ლოდ თე­ატ­რა­ლე­ბი „ზამ­ბა­ხე­ბის“,  „ოქ­როს­ფერ“ და არ­სე­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­ში მი­ი­პა­ტი­ჟა  და  „ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის“ სამ­ყა­რო­ში  ამოგ­ზა­უ­რა, და­არ­სე­ბი­დან 1921 წლამ­დე.  სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­ში გა­და­ნაც­ვ­ლე­ბუ­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო ის­ტო­რი­ას, რო­მელ­საც ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია აქვს.
მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­მო­ფე­ნა­ზე კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ალ­ბო­მის — „გი­ორ­გი ერის­თა­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი“ — პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. 200-გვერ­დი­ან წიგ­ნ­ში 400-ზე მე­ტი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტია შე­სუ­ლი. კა­ტა­ლო­გი მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს თბი­ლი­სის ყვე­ლა სა­თე­ატ­რო ნა­გე­ბო­ბის გეგ­მა­სა და ფო­ტო­ებს, ასე­ვე შე­სუ­ლია 1850-1921 წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი ყვე­ლა თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, აქ­ვეა და­ბეჭ­დი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი აფი­შე­ბი და პროგ­რა­მე­ბი. წიგ­ნი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ: „შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს პირ­ვე­ლი დი­დი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი კა­ტა­ლო­გია ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის შე­სა­ხებ — გი­ორ­გი ერის­თა­ვის და­ბა­დე­ბი­დან  1921 წლამ­დე, სა­დაც შე­სუ­ლია ბევ­რის­მომ­ც­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და მი­სი და­მა­არ­სებ­ლის შე­სა­ხებ. მთე­ლი წე­ლი ვფიქ­რობ­დით ამ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­ზე, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გი­ორ­გი და და­ვით ერის­თა­ვე­ბის სა­ხე­ლის გა­რე­შე.  ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გი­ორ­გი ერის­თა­ვი 22 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და,  მეტ­სა­ხე­ლად „გლუ­ხა­რიჩს“ ეძახ­დ­ნენ, ის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ქარ­თ­ველ ხალხს. მის­მა დად­გ­მებ­მა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ითა­მა­შა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის და თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­შიც, ეს იყო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მა, რო­მელ­საც შე­უ­ერ­თ­და და გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა უნი­კა­ლუ­რი  გი­ორ­გი და და­ვით ერის­თა­ვე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გა­მო­ფე­ნა.
აქ ბევ­რი ისე­თი ექ­ს­პო­ნა­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბი იყო. 200-ზე მეტ ექ­ს­პო­ნატს შო­რის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი აფი­შაა, რო­მე­ლიც ჩვენს მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბის ფო­ტო­ე­ბი და ა.შ. თე­ატ­რა­ლებს და მთლი­ა­ნად  ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თე­ატ­რი რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს, ეს სა­და­ვო არ არის და ის, რაც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, გი­ორ­გი და და­ვით ერის­თა­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა იხი­ლონ ჩვე­ნი გა­მო­ფე­ნა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე  ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და მო­ვი­და, ამის­თ­ვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს.“
იქ მი­სულ­მა დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან ბევრ კითხ­ვა­ზე მი­ი­ღო პა­სუ­ხი. და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, ჩვენ­გან ძა­ლი­ან ცო­ტამ იცო­და,  რა­ტომ მი­ი­ღო ოპე­რის შე­ნო­ბის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა პრო­ექ­ტ­მა ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი და რა და­ა­წე­რა მი­ხე­ილ ვო­რონ­ცოვ­მა თა­მამ­შე­ვის თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მას. პრო­ექ­ტი ვერ­ცხ­ლის მე­დალს იმი­ტომ  დას­ჯერ­და, რომ შე­ნო­ბა ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი იყო, შემ­დეგ გა­და­კეთ­და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნად და დღე­ვან­დე­ლი ოპე­რის შე­ნო­ბას ძა­ლი­ან ჰგავს. გა­მო­ფე­ნა­ზე ორი­ვე პრო­ექ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა თა­მამ­შე­ვის  თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე ვო­რონ­ცო­ვის ჩი­ნოვ­ნი­კი­სე­ულ  ერ­თ­სიტყ­ვი­ან წარ­წე­რას — „მი­ღე­ბუ­ლია“, მან მწვა­ნე შუ­ქი აუნ­თო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში „ქვის თე­ატ­რად“ , „თა­მამ­შე­ვის“ ან „ქარ­ვას­ლის“ თე­ატ­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.
კრი­ტი­კო­სე­ბი  გი­ორ­გი ერის­თა­ვი­სად­მი კრი­ტი­კას არ იშუ­რებ­დ­ნენ, მათ შო­რის   ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც — და­რე­ჯან ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი და პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნი.  მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გი­ორ­გი ერის­თა­ვი დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ცდი­ლობ­და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას, შეძ­ლო კი­დეც, თუმ­ცა  ბევ­რი გუ­ლის­ტ­კე­ნაც მი­ი­ღო.  კრი­ტი­კო­სე­ბის გვერ­დით იყო ის სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, რო­მე­ლიც ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ აფი­შებს აბ­რე­შუმ­ზე ბეჭ­დავ­და, რაც დი­დი ეს­თე­ტი­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. მათ კარ­გად ეს­მო­დათ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა იაფ­ფა­სი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამა­ში მარ­თ­ლაც დარ­წ­მუნ­დე­ბით, რო­ცა   პირ­ველ  ქარ­თულ აფი­შებს ნა­ხავთ.  დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, თუ რა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი პირ­ველ ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ ფარ­და­ზე. „ჩვენ­თან ინა­ხე­ბა ყვე­ლა თე­ატ­რა­ლუ­რი ფარ­და, მათ შო­რის გა­გა­რი­ნის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი, ასე­ვე ალექ­სან­დ­რე ბე­რი­ძის, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სა და სხვა­თა ფარ­დე­ბის ეს­კი­ზე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ ფარ­დას, ეს გახ­ლ­დათ გა­გა­რი­ნის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, რო­მელ­ზეც  გა­მო­სა­ხუ­ლია რუ­სე­თი და სა­ქარ­თ­ვე­ლო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხა­რეს კავ­კა­სი­ო­ნი და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბი ჩანს, ხო­ლო რუ­სე­თის მხა­რეს — კრემ­ლი და ა.შ. ეს ჩვე­ნი ის­ტო­რიაა...“ — ამ­ბობს გი­ორ­გი კა­ლან­დია.
გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ის უც­ნო­ბი  დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გი­ორ­გი და და­ვით ერის­თა­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. ალ­ბათ, ცო­ტამ თუ იცის იმის შე­სა­ხებ, რომ გი­ორ­გი ერის­თავ­მა პი­ე­სად აქ­ცია და პო­ლო­ნურ ენა­ზე თარ­გ­მ­ნა ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სა­ა­მა­ყო „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, შემ­დეგ პი­ე­სა გად­მო­ა­ქარ­თუ­ლა და ხუთ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი დრა­მის სცე­ნა­ზე დად­გ­მაც  ჩა­ი­ფიქ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით არ გან­ხორ­ცი­ელ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლი ქარ­თულ სცე­ნა­ზე და­იდ­გა;  ან თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ რო­ცა და­ვით ერის­თავ­მა სპექ­ტაკ­ლი „სამ­შობ­ლო“ წარ­მო­ად­გი­ნა, ხალ­ხ­მა ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი დრა­მა­ტურ­გი ქა­ლა­ქის მო­ედ­ნებ­ზე შე­მო­ა­ტა­რა და სა­ჩუქ­რად აბ­რე­შუმ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დაფ­ნის გვირ­გ­ვინ­ში ჩას­მუ­ლი აფი­შა — „სამ­შობ­ლო“ აჩუ­ქა, რომ­ლის ნახ­ვაც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ამ გა­მო­ფე­ნა­ზე შე­უძ­ლია.
თუ და­ინ­ტერ­ს­დე­ბით იმა­საც ნა­ხავთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და დამ­წ­ვა­რი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის 900-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ჭა­ღი, რო­მე­ლიც, ვო­რონ­ცო­ვის ბრძა­ნე­ბით, თა­მამ­შე­ვის თე­ატ­რის­თ­ვის მარ­სე­ლი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ჭა­ღი თურ­მე გზა­ში და­იფ­შ­ვ­ნა და ხელ­მე­ო­რედ შე­ი­ძი­ნეს. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო (რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა)  — ვო­რონ­ცო­ვის მი­ერ ხელ­მო­წე­რი­ლი პრო­ექ­ტი, სა­დაც ჭა­ღი ჩანს.
გა­მო­ფე­ნა­ზე არა მარ­ტო თე­ატ­რის ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ნივ­თე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა, არა­მედ  ერის­თა­ვე­ბის პი­რა­დი, მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნივ­თე­ბიც. გა­მო­ფე­ნამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე გი­ორ­გი და და­ვით ერის­თა­ვე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა, მა­ნა­ნა ერის­თავ­მა მუ­ზე­უმს უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი გა­დას­ცა. კო­ლექ­ცია ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის­თ­ვის უძ­ვირ­ფა­სეს ნივ­თებს შე­ი­ცავს — ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გის, პო­ე­ტის და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის გი­ორ­გი ერის­თა­ვის სა­წე­რი მა­გი­დის გარ­ნი­ტუ­რი, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლია ვარ­შა­ვა­ში, მე­ფის რუ­სე­თის შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში მხი­ლე­ბის­თ­ვის პო­ლო­ნეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყო­ფი პო­ე­ტის მი­ერ, და­ახ­ლო­ე­ბით, 1834 წელს. ეს ნივ­თე­ბი, შე­ძე­ნის დღი­დან, მას­თან გა­ნუყ­რე­ლი ყო­ფი­ლა. ქარ­თ­ველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გი­ორ­გი ერის­თა­ვის სა­წე­რი მა­გი­დის მოწყო­ბი­ლო­ბა სწო­რედ ამ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე იხი­ლა.  კო­ლექ­ცია მო­ი­ცავს, აგ­რეთ­ვე ქსნის ერის­თავ­თა სა­ბეჭდ ძველ საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბ­საც და ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლი­სა და დრა­მა­ტურ­გის და­ვით ერის­თა­ვის ნივ­თებ­საც. გა­მო­ფე­ნა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი სწო­რედ ამ კო­ლექ­ცი­ას ეჭი­რა — ფრან­გუ­ლი პა­ლიტ­რა და­ვით ერის­თა­ვის მე­უღ­ლის მა­რი­ამ სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბაც მე­უღ­ლემ პა­რიზ­ში შე­უკ­ვე­თა; ასე­ვე, უნი­კა­ლუ­რია ლორდ ბა­ი­რო­ნის, ვიქ­ტორ ჰი­უ­გო­სა და ალექ­სან­დ­რე დი­უ­მას ძვირ­ფა­სი გა­მო­ცე­მე­ბი და­ვით ერის­თა­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან; სა­იმ­პე­რა­ტო­რო ქარ­ხა­ნა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლე­ბის ჭურ­ჭე­ლი, ალ­ბო­მის მო­მი­ნან­ქ­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­მო­რი­ა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ხელ­ნა­წე­რებს, მათ შო­რის და­ვით ერის­თა­ვის სა­ტი­ტუ­ლო ფურ­ცელს, მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს, ელე­ნე ერის­თა­ვის მო­გო­ნე­ბე­ბის დღი­ურს და ა.შ.
კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ინ­გა ქა­რა­ი­ამ გა­მო­ფე­ნას კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქ­ცი­აც მი­ა­ნი­ჭა: „გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც აქამ­დე დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს არ უნა­ხავს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მა­სა­ლა  დიდ სამ­სა­ხურს გა­უ­წევს არა მხო­ლოდ თე­ატ­რა­ლებს, არა­მედ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თ­ვი­საც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, კერ­ძოდ, თე­ატ­რა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ის­ტო­რია და მო­მა­ვა­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლია. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას და მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებს იმის­თ­ვის, რომ ძა­ლის­ხ­მე­ვას არ იშუ­რე­ბენ, რა­თა მუ­ზე­უ­მის საქ­მი­ა­ნო­ბა ქმე­დი­თი გა­ხა­დონ და მუდ­მი­ვად ახალ-ახა­ლი ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზონ.“
გი­ორ­გი ერის­თა­ვის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ ქარ­თ­ველ რე­ჟი­სო­რებს შეს­თა­ვა­ზა პრო­ექ­ტი, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ჩა­ნა­წე­რე­ბი: რას ეტყოდ­ნენ ისი­ნი გი­ორ­გი ერის­თავს, ცოცხა­ლი რომ იყოს. გა­მო­ფე­ნა­ზე ერ­თი კუთხე სწო­რედ ამ ჩა­ნა­წე­რებს და­ეთ­მო. ლე­ვან წუ­ლა­ძე თა­ვის წე­რილ­ში დიდ მად­ლო­ბას უხ­დის გი­ორ­გი ერის­თავს და მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კე­თილ­გან­წყო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა: „ბედ­ნი­ე­რი ვარ და სევ­დი­ა­ნი, ღი­მი­ლი მიპყ­რობს. ძნე­ლია ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი და თუნ­დაც ქა­ღალ­დის სუფ­თა ფურ­ცელ­ზე იმ შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის გა­და­ტა­ნა და გახ­მა­უ­რე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბად გა­და­მექ­ცა...
ალ­ბათ, მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი და აკა­დე­მი­უ­რია გა­მოთ­ქ­მა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კო­მე­დი­ოგ­რა­ფი გი­ორ­გი ერის­თა­ვი. ვის­თ­ვის რო­გორ. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ერის­თა­ვი... გი­ორ­გი ერის­თა­ვი... ერის­თა­ვი...  მარ­თ­ლაც და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ერის თა­ვად წო­დე­ბუ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის და­არ­სე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ. ყო­ვე­ლი­ვე თა­ნამ­დე­ვი მოვ­ლე­ნა ამ პრო­ცე­სი­სა ცო­ტა ის­ტო­რი­ულ წარ­სუ­ლად და ფაქ­ტად გვეჩ­ვე­ნე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მე გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა მინ­და მი­ვუძღ­ვ­ნა იმ პი­როვ­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ მოქ­მე­დებ­დ­ნენ, შექ­მ­ნეს და გაკ­ვა­ლეს ახა­ლი გზა, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ახა­ლი, ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­გე­ბი და რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი ენა კო­მე­დი­ი­სა. კო­მე­დია, რო­მე­ლიც გამ­ხელს; კო­მე­დია, რო­მე­ლიც გარ­თობს; კო­მე­დია, რო­მე­ლიც გა­ფიქ­რებს; კო­მე­დია, რო­მე­ლიც სევ­დას გგვრის; კო­მე­დია, რო­მე­ლიც სი­ლას გაწ­ნავს და სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის სურ­ვილს გი­კარ­გავს — მომ­ღი­მარს გტო­ვებს.
ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, დი­დი მად­ლო­ბა!“
რე­ჟი­სო­რი გო­ჩა კა­პა­ნა­ძე კი გი­ორ­გი ერის­თავს ერ­თი „ჟა­ლო­ბით“ მი­მარ­თავს: „კნი­აზ, უკაც­რა­ვად გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ერ­თი პა­ტა­რა ჟა­ლო­ბით უნ­და მოგ­მარ­თოთ და არ გა­მიბ­რაზ­დეთ. აბა, ყუ­რი მა­ი­ტათ. თქვენ თუ გგო­ნი­ათ, რომ აის მა­ზა­ლო ტი­პე­ბი სამ­ზე­ო­ზე რომ გა­მო­იყ­ვა­ნეთ და გა­ა­მათ­რა­ხეთ გაქ­რ­ნენ უჩინ­მა­ჩი­ნის ქუ­დი­ვი­თა და თა­ვის ცოდ­ვე­ბი­თა, ცოცხ­ლე­ბი არი­ან ჩემ­მა მზე­მან. იმათ ხომ მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი შე­იც­ვა­ლეს. რა ვრა­ცუ­ე­ბიც, ბე­დოვ­ლა­თე­ბიც და ქა­რა­ქუ­ცე­ბიც იყ­ვ­ნენ, ისე­თე­ბი დარ­ჩ­ნენ, ოღონდ ფუ­ლის მი­მარ­თა უკ­ვე სხვა ყა­ი­რა­თი და მიხ­ვედ­რი­ლო­ბა გა­უჩ­ნ­დათ, შენ­ზე მე­ტა­და...“ — სამ­წუ­ხა­როა, რომ ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ და­წე­რი­ლი „გაყ­რის“ ეპი­ლო­გი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა და რად­გა­ნაც „ვერ გავ­ნ­დევ­ნეთ ჩვენ­ში ცუ­დი!!!“, კი­დევ ერ­თხელ გა­ვიხ­სე­ნებ გი­ორ­გი ერის­თა­ვის ფრა­ზას: „მე და­ვწე­რე იმა­ზე­და, ვინც ზნე­ო­ბით არის მრუ­დი. ჩვენც ვე­ცად­ნეთ და გან­ვ­დევ­ნეთ, რა­ცა არის ჩვენ­ში ცუ­დი“. გა­ცოცხ­ლე­ბულ ორ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.
 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი კი დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან ის გახ­ლავთ, რომ  ქარ­თ­ვე­ლებს გი­ორ­გი ერის­თა­ვის საფ­ლავ­ზე მის­ვ­ლა არ შეგ­ვიძ­ლია, რად­გან მი­სი გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი სო­ფელ იკორ­თა­ში, 2008 წლის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის  ზო­ნა­ში მო­ექ­ცა. გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ იქ მი­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე გა­ამ­ხ­ნე­ვა: „ეს გამ­თ­ბა­რი გუ­ლე­ბი და ხმა აუცი­ლებ­ლად მის­წ­ვ­დე­ბო­და იკორ­თის ტა­ძარს, სა­დაც გი­ორ­გი ერის­თა­ვი გა­ნის­ვე­ნებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს მის საფ­ლავ­თან ვერ მივ­დი­ვართ, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად დად­გე­ბა დრო, რო­ცა იკორ­თა­ში მი­ვალთ და ღირ­სე­უ­ლად სან­თელს ავან­თებთ, აუცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ის დროც, რო­ცა აფხა­ზე­თის ქარ­თულ თე­ატ­რ­ში გი­ორ­გი ერის­თა­ვის პი­ე­სებს ითა­მა­შე­ბენ. მა­ნამ კი, კი­დევ ერ­თხელ გი­ლო­ცავთ დი­დი თა­ნა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­დის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის — გი­ორ­გი ერის­თა­ვის 200 წლის იუბი­ლეს,  რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო ქარ­თულ თე­ატრს, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის გე­ნი­ის ერთ-ერთ გან­სა­ხი­ე­რე­ბას“.
ამ მარ­თ­ლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა და უნი­კა­ლურ­მა გა­მო­ფე­ნამ   სა­ო­ცა­რი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია, ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან მი­ღე­ბუ­ლი, ხო­ლო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თი ფორ­მის — სპექ­ტაკლ-გა­მო­ფე­ნამ ყო­ველ­გ­ვარ თე­ატ­რა­ლურ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.
ექ­ს­პო­ზი­ცია დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ელის. 

25-28(942)N