გამოდის 1998 წლიდან
2013-10-23
ქმედითი ნაბიჯები მომავალშიც გაგრძელდება

გვესაუბრება ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვი­ლი,  სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე

— რა სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და კა­ნონ­ში „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“  და შე­მუ­შავ­და თუ არა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რა­მაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა (პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შრო­მის ბა­ზარ­თან და­კავ­ში­რე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის ზრდა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო „ჩი­ხე­ბის“  აღ­მოფხ­ვ­რა და ა.შ.)?
— მიმ­დი­ნა­რე წე­ლი ერ­თ­გ­ვა­რი გარ­და­მა­ვა­ლი წე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თ­ვის. მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, რაც  კო­ლე­ჯე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბას და პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას მო­ითხოვს. სწო­რედ ამი­ტომ, იმ კო­ლე­ჯებს, რომ­ლებ­საც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ავ­ტო­რი­ზა­ცია წელს გა­ევ­ლოთ, მა­თი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით ერ­თი წლით გა­და­უ­ვად­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ,  კარ­გად გა­ერ­კ­ვ­ნენ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ში და  მო­მა­ვა­ლი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ემ­ზა­დონ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი­სათ­ვის.
მიმ­დი­ნა­რე წლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბა იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი­დან  მე­ოთხე სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად და­წე­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რის (ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი) გა­უქ­მე­ბა. ამ ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნა აუცი­ლე­ბე­ლი  იყო სის­ტე­მის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. შე­დე­გად,  შე­მუ­შავ­და პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტ­თა ჩა­რიცხ­ვის ახა­ლი წე­სი, რომ­ლის მი­ზა­ნია კო­ლე­ჯებ­ში სტუ­დენ­ტ­თა მი­ღე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე მე­ქა­ნიზ­მის ფორ­მი­რე­ბა.  ბუ­ნებ­რი­ვია, სა­მი­ნის­ტ­რო აგ­რ­ძე­ლებს „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის დახ­ვე­წა­ზე მუ­შა­ო­ბას და გეგ­მავს უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­მაც სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და შექ­მ­ნას მას­შ­ტა­ბუ­რი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.
რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სტან­დარ­ტებს, ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი და­ხმა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, დამ­საქ­მებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­ნახ­ლ­და აგ­რა­რუ­ლი, სამ­შე­ნებ­ლო, ტრან­ს­პორ­ტის, დი­ზა­ი­ნის და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დარ­გე­ბის 17 პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი. სტან­დარ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ევ­რო­პა­ში კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ე.წ. DACUM-ის მე­თო­დო­ლო­გი­ით, რაც ხელს უწყობს შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის სრუ­ლად ჰარ­მო­ნი­ზე­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­თან. ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, სწო­რედ ამ მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით აპი­რებს ყვე­ლა მოქ­მე­დი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის გა­და­მუ­შა­ვე­ბას.
— რას გუ­ლის­ხ­მობს და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა, მი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა ვა­უ­ჩე­რულ­თან შე­და­რე­ბით. ორი­ო­დე სიტყ­ვა უფა­სო სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბითაც გვითხარით.
— 2012 წლის გა­ზაფხულ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სა­მი სა­ფე­ხუ­რის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად მო­ნო­ვა­უ­ჩე­რუ­ლი (1000-ლა­რი­ა­ნი) და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის ამოქ­მე­დე­ბამ სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­უქ­მ­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო კო­ლე­ჯებს.  1000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი არ იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მის რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ ერ­თი ან ორი სა­ფე­ხუ­რის და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად თან­ხა თა­ვად  გა­და­ე­ხა­და. 2012 წელს ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი პი­რე­ბის მხო­ლოდ, და­ახ­ლო­ე­ბით, ექ­ვ­ს­მა პრო­ცენ­ტ­მა შეძ­ლო სწავ­ლის თვით­და­ფი­ნან­სე­ბით გაგ­რ­ძე­ლე­ბა. 
ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ შე­ი­მუ­შა­ვა  პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წე­სი, რო­მელ­შიც დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი — პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რი მო­ი­ცავს სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გის ანაზღა­უ­რე­ბის ხარ­ჯებს, ხო­ლო პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მით და­ი­ფა­რე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მა გვიჩ­ვე­ნებს, რა და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა,  ხელს უწყობს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის არ­სე­ბო­ბას, ერ­თ­მა­ნე­თის­გან მიჯ­ნავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ და­ნა­ხარ­ჯებს და უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სურ რე­სურსს, მე­ტად მოქ­ნი­ლია და  პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მა­თი შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, ისე­ვე რო­გორც წი­ნა წლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა გავ­რ­ცელ­დე­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე. სა­მო­მავ­ლოდ, მო­დუ­ლურ მიდ­გო­მა­ზე გა­დას­ვ­ლას­თან ერ­თად, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი წე­სი­სა და გან­ფა­სე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის შემ­დ­გომ და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის ცვლი­ლე­ბა გა­მო­რიცხუ­ლი არ არის.
— რო­მელ სას­წავ­ლებ­ლებ­ში და რა მე­თო­დო­ლო­გი­ით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლე­ბა და ვინ ას­წავ­ლის მათ?
— პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.  პირ­ველ ეტაპ­ზე შერ­ჩე­ულ იქ­ნა 6 პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც, პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­ვე ჩა­ი­რიცხა 51 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ინ­დი­ვი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის­თ­ვის მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბა შე­ექ­მ­ნე­ბათ, რა­თა სა­მო­მავ­ლოდ შეძ­ლონ და­საქ­მე­ბა. სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა 2 სპე­ცი­ა­ლის­ტი, მა­გა­ლი­თად სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ­თათ­ვის იმუ­შა­ვებს ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნი, ხო­ლო ფი­ზი­კუ­რი შეზღუდ­ვის მქო­ნე პი­რის­თ­ვის — ასის­ტენ­ტი, რო­მე­ლიც მას გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
— და­იწყო თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა?
— ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის კუთხით, ახა­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ვი­თარ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღებს, და­ახ­ლო­ე­ბით, 27 მლნ ევ­რომ­დე, სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბის სა­ხით. და­გეგ­მი­ლია ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა და ე.წ. თვი­ნინ­გის კომ­პო­ნენ­ტე­ბიც. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­იწყე­ბა. ამ­ჟა­მად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტიც, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­იწყო და უკ­ვე დას­რუ­ლე­ბის ფა­ზა­შია. პროგ­რა­მა მო­ი­ცავს ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას: 1. პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბა და 2. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუ­შავ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია (2013-2020) და  სა­მოქ­მე­დო გეგ­მა 2013-2017 წლე­ბის­თ­ვის; კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შე­მუ­შავ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­დე­ლი. დამ­საქ­მებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ნახ­ლ­და 17 პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი. ასე­ვე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მო­დუ­ლურ სის­ტე­მა­ზე გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით, მომ­ზად­და პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, შე­მუ­შავ­და მო­დუ­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ნი­მუ­ში; ამა­ვე პროგ­რა­მი­სათ­ვის მომ­ზად­და შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის ნი­მუ­შე­ბი; პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან შე­სატყ­ვი­სო­ბის დო­ნის დად­გე­ნი­სა და მა­თი შემ­დ­გო­მი ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა გა­მო­კითხ­ვის მე­თო­დო­ლო­გია.  აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის კო­ლე­ჯებ­ში და­ნერ­გ­ვა ხელს შე­უწყობს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა პრო­ფე­სი­ის შე­სა­ბა­მი­სად და­საქ­მე­ბას და სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას; ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და გა­რე შე­ფა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. თი­თო­ე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის ფორ­მატ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რაც შე­საძ­ლე­ბელს ხდი­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის ად­გი­ლობ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­თან ისე მორ­გე­ბას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მოთხოვ­ნე­ბი. ასე­ვე, თი­თო­ე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში შე­მუ­შავ­და ტრე­ნინგ მო­დუ­ლე­ბი და გა­დამ­ზად­და  1000-ზე მე­ტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი რო­გორც სა­ჯა­რო და კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბი­დან, ისე სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან და დამ­საქ­მე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან.
— ხომ არ შექ­მ­ნი­ლა ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლოა დად­გინ­დეს რა რა­ო­დე­ნო­ბის და პრო­ფე­სი­ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო ახ­ლო ან შო­რე­ულ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში?
— ბაზ­რის კვლე­ვის სის­ტე­მუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ შე­მუ­შავ­და „შრო­მის ბაზ­რის ფორ­მი­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გია და 2013-2014 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა“, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში,  აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ვი­ნა­ი­დან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­ზე მოთხოვ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­იხ­ვე­წა და ამუ­შავ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ბა­ზაც, რო­მე­ლიც ღი­რე­ბულ სტა­ტის­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვა­წო­დებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის, პროგ­რა­მე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, რი­სი ანა­ლი­ზიც სა­ჭი­როა სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
— 2010 წელს გა­უქ­მე­ბუ­ლი 13 პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ბა­ზა­ზე იგეგ­მე­ბო­და ახა­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­არ­სე­ბა. ხომ არ არის მი­ღე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რო­მე­ლი­მე სას­წავ­ლე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?
— აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ  დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩვენ ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფუძ­ნე­ბის სა­კითხებ­ზე ვმუ­შა­ობთ. სა­მი­ნის­ტ­რო­ში შექ­მ­ნილ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ყო­ფი­ე­რად იმუ­შა­ვა. უკ­ვე არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და მსოფ­ლიო ბან­კის დახ­მა­რე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბი. სა­უ­ბა­რია ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მო­ამ­ზა­დებს. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათ შო­რის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა, სა­მი­ნის­ტ­როს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით   ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­იდ­გ­მე­ბა.

ესა­უბ­რა
ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N