გამოდის 1998 წლიდან
2013-10-23
განხორციელებული ცვლილებები და მიმდინარე ტენდენციები

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე დოქ­ტო­რან­ტუ­რის და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ექ­ტია. 
სა­ხელ­მ­წი­ფო ასი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დოქ­ტო­რან­ტის სწავ­ლას და­ა­ფი­ნან­სებს. ამის­თ­ვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა
გა­მო­ყო­ფი­ლი, ერ­თი დოქ­ტო­რან­ტის და­ფი­ნან­სე­ბა 21 ათა­სი ლა­რი ჯდე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ, პრო­ექ­ტის „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა ღია მმარ­თ­ვე­ლო­ბის­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა შე­ა­ჯა­მა. მას­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ის პრო­ექ­ტე­ბი გა­აც­ნო, რო­მელ­თაც სა­ფუძ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ე­ყა­რა — უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სას­კო­ლო ტრან­ს­პორ­ტი, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი, უფა­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა,  სკო­ლის პე­და­გოგ­თა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის გაზ­რ­დი­ლი ხელ­ფა­სე­ბი და სხვ. ეს გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის კი­დევ უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ხა­და.
თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ის ცვლი­ლე­ბე­ბიც გა­აც­ნო, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მი­სი მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შავ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც 2013-2016 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას მო­ი­ცავს. მის ფარ­გ­ლებ­ში, თბი­ლი­სის ორ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის — სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სე­ბი გა­იხ­ს­ნა. „ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მათ სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მივ­ცეთ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა“ — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.
წელს, სწო­რედ ამ მიზ­ნით, 50 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, სა­მი­ნის­ტ­რომ უსი­ნათ­ლო და სუს­ტად­მ­ხედ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სრუ­ლი კომ­პ­ლექ­ტი ბრა­ი­ლის შრიფ­ტით და­ბეჭ­და; გარ­და ამი­სა, ოქ­ტომ­ბ­რი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლით ან ფსი­ქო­ლო­გით. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მამ აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ი­ღო და, 2014 წლი­დან, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იწყებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას.
მზად­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ორი გზამ­კ­ვ­ლე­ვი; მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბის“ სა­ხელ­მ­წი­ფო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მო­დე­ლის შექ­მ­ნა­ზე. პროგ­რა­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს (სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი თუ მო­მუ­შა­ვე) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.
პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­შიც და­იწყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა. წელს, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, 51 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა, მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.
დას­რულ­და სკო­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა. „დღე­ი­სათ­ვის, ყვე­ლა სკო­ლა­ში გვაქვს ინ­ტერ­ნე­ტი, რაც ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას ნიშ­ნავს. ეს პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ოკუ­პი­რე­ბულ ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­სა და იქ არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­სათ­ვის, რად­გა­ნაც ოკუ­პი­რე­ბულ ხაზს იქით ან­ტე­ნებს, ინ­ტერ­ნეტ­სა და სხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სიხ­ში­რეს ახ­შო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ექ­ტი კონ­კ­რე­ტულ სოფ­ლებ­ში კი­დევ უფ­რო გა­ვაძ­ლი­ე­რეთ — და­ვა­მონ­ტა­ჟეთ გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მო­დე­მე­ბი და ში­და ქსე­ლის ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რაც სკო­ლებს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­თან და უშუ­ა­ლოდ სა­მი­ნის­ტ­როს­თან სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.“ — აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტ­რ­მა.
შე­იქ­მ­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რის სტან­დარ­ტი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბი ახა­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით გა­დამ­ზად­დე­ბი­ან, ხო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის სტან­დარ­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ 2014 წლი­დან, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში გა­და­ი­ხე­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი. აღ­დ­გე­ნი­ლი და უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სი და გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი სკო­ლებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბის ერ­თ­გ­ვარ გა­რან­ტად იქ­ცე­ვა.
გა­ი­ზარ­და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით.
პე­და­გო­გე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვა­ლა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და­ნა­მა­ტის გა­ცე­მის წე­სი, რაც გუ­ლის­ხ­მობს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და­ნა­მა­ტის გა­ცე­მას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად; გან­ხორ­ცი­ელ­და 600-ზე მე­ტი სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, 80- ზე მე­ტი სკო­ლის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა და გათ­ბო­ბის საქ­ვა­ბე­ე­ბის მოწყო­ბა. პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში, ცხრა ახა­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყე­ბა; 2013 წლის აპ­რი­ლი­დან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნა; IX და XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის შე­მუ­შავ­და „პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის კურ­სი“.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა. კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სკო­ლებს მო­ე­მა­ტათ და­ფი­ნან­სე­ბა, რაც მათ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის გარ­და (ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბის­თ­ვის), ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის გა­და­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.“
რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, იმ რე­ფორ­მებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტარ­და, მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბით, და­დე­ბი­თი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო. სწო­რედ ამი­ტომ, სა­მი­ნის­ტ­რომ და­იწყო მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ლე­ბურ მიდ­გო­მებ­სა და კომ­პ­ლექ­სურ სქე­მა­ზე. „მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი არც წი­ნა წლებ­ში იყო გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხარ­ბი­ე­ლო. ეს ინ­დი­კა­ტო­რი უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად დრო­უ­ლად გა­და­ედ­გათ ნა­ბი­ჯე­ბი. თუმ­ცა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არც ახ­ლაა. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2015 წელს ყვე­ლა პე­და­გო­გი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რაც გა­მო­რიცხუ­ლია, რად­გან დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით პე­და­გოგ­თა მხო­ლოდ 20%-ია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ეს პე­და­გოგ­თა კად­რე­ბის სე­რი­ო­ზულ დე­ფი­ციტს შექ­მ­ნი­და.
პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბარს, ალ­ბათ, სჯობს იმა­ზე ვი­სა­უბ­რო, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა პე­და­გო­გი უნ­და ჩა­ერ­თოს სქე­მა­ში, რო­მელ­საც მათ ვთა­ვა­ზობთ და არა მხო­ლოდ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­გორც აქამ­დე იყო. რე­ა­ლუ­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი კონ­ტინ­გენ­ტი უყუ­რადღე­ბოდ იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი და მთე­ლი აქ­ცენ­ტი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გო­გებ­ზე და მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იყო გა­და­ტა­ნი­ლი. სქე­მა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა — კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და წინ­ს­ვ­ლა, გა­ი­მიჯ­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­ე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად უნ­და გა­ნი­მარ­ტოს პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ნა­წი­ლი. შემ­დეგ მო­დის კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და წინ­ს­ვ­ლა, რაც ერ­თი კა­ტე­გო­რი­ი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვ­ლა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით ოთხი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რია გა­ნი­ხი­ლე­ბა. უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იმ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა, რომ მენ­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ას შე­ი­თავ­სებს და დამ­წყებ პე­და­გოგს მო­ამ­ზა­დებს.
რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს, მხო­ლოდ ტეს­ტით შე­ფა­სე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, რაც მთა­ვა­რია, არაფ­რის მომ­ცე­მი. დღეს ტეს­ტი რე­ა­ლუ­რად ამოწ­მებს გარ­კ­ვე­ულ კომ­პე­ტენ­ცი­ას, მაგ­რამ ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი — პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც გა­დამ­წყ­ვე­ტია პე­და­გო­გის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი რჩე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ დავ­გეგ­მეთ კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მა. შე­მუ­შავ­და მო­დე­ლის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს სთა­ვა­ზობს მას­წავ­ლებ­ლებს, მათ არა მხო­ლოდ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ტეს­ტით შე­მოწ­მე­ბის, არა­მედ შე­ფა­სე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ (ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა­ზე, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს შე­ეძ­ლოს ახალ სქე­მა­ში შეს­ვ­ლი­სას შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი კრე­დი­ტე­ბი და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გე­ბი).
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა, თა­ვი­თა­ვად, სა­ხელ­ფა­სო ზრდას­თან იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი და მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მი­ი­ღონ დახ­მა­რე­ბა იმის­თ­ვის, რომ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და არა­ვის კე­თილ ნე­ბა­ზე არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­თი ხელ­ფა­სე­ბის ზრდა.“
ბრი­ფინ­გ­ზე დი­დი დრო და­ეთ­მო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებს. „რო­დე­საც 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დაგ­ვ­ხ­ვ­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტს მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტი და­აკ­ლ­დე­ბო­და. მო­ვითხო­ვეთ და­მა­ტე­ბი­თი პე­რი­ო­დი და მი­სი სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა მოთხოვ­ნა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც შე­ვას­რუ­ლეთ. წელს ამ თან­ხის მი­ღე­ბას საფ­რ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შრო­მის ბა­ზარ­თან და­ახ­ლო­ე­ბი­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა ზრდის მიზ­ნით, ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად, შე­მუ­შავ­და ახა­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი 27 მი­ლი­ონ ევ­როს მი­ი­ღებს.
ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა (2013-2020 წლე­ბი) და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბის სტრა­ტე­გია შე­მუ­შავდ, დო­კუ­მენ­ტი და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად მთავ­რო­ბას წა­რედ­გი­ნე­ბა.
გა­უქ­მ­და სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლი ბა­რი­ე­რი და შე­მუ­შავ­და პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცი­ის, ჩა­რიცხ­ვი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი წე­სი; და­იწყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა. წელს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თ­ვის — 350 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გა­დამ­ზად­დე­ბა და მი­ი­ღებს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას. და­გეგ­მი­ლი გვაქვს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა და მათ­თ­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის და­გეგ­მი­ლია სას­წავ­ლო შე­ნო­ბე­ბი­სა და სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე 4 კო­ლეჯ­ში.“
თა­მარ სა­ნი­კი­ძემ იმ მე­მო­რან­დუმ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ის „სო­კარ“-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის გა­ფორ­მ­და. „მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან ერ­თად, კერ­ძო სექ­ტო­რიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. ჩვენ შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ახალ­გაზ­რ­დებს კი­დევ უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა და გახ­დ­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.“ პრო­ექ­ტი, აშშ-ს ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი-სა­ქარ­თ­ვე­ლო“ ახორ­ცი­ე­ლებს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და სა­ინ­ჟინ­რო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მე­ბის შერ­ჩე­ვის­თ­ვის.
უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ნის­ტ­რ­მა ასე შე­ა­ფა­სა: „წელს სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია, გა­ორ­მაგ­და არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი — ორ­ჯერ მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­დენ­ტი ისარ­გებ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით. ასე­ვე, წელს პირ­ვე­ლად, გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ სო­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი და 2011-12 წლებ­ში ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტებს ამ ფონ­დით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით. სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი მა­გის­ტ­რე­ბის­თ­ვი­საც გვაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე დოქ­ტო­რან­ტუ­რის და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ექ­ტია. სა­ხელ­მ­წი­ფო ასი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დოქ­ტო­რან­ტის სწავ­ლას და­ა­ფი­ნან­სებს. ამის­თ­ვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა გა­მო­ყო­ფი­ლი, ერ­თი დოქ­ტო­რან­ტის და­ფი­ნან­სე­ბა 21 ათა­სი ლა­რი ჯდე­ბა. დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სი რუს­თა­ვე­ლის ფონ­დ­მა უკ­ვე გა­მო­აცხა­და, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია.“
მი­ნის­ტ­რ­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დი­ე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა­ზე, ზაფხუ­ლი­სა და ზამ­თ­რის სკო­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბა­ზე, პროგ­რა­მა „ცოდ­ნის კა­რის“ გაზ­რ­დილ ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი მი­ლე­ნი­უ­მის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს: ზუს­ტი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და სა­ინ­ჟინ­რო პროგ­რა­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას; სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უცხო­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ახა­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. „ეს იქ­ნე­ბა სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ სხვა და­ნარ­ჩე­ნი პროგ­რა­მე­ბიც იმ სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს“ — აღ­ნიშ­ნა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

25-28(942)N