გამოდის 1998 წლიდან
2013-10-24
მა­თე­მა­ტი­კა — მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი

ია კუტალაძე
შეფასებისა და გა­მოცდების ერ­ოვ­ნული ცენ­ტ­რ­ი­ს
კვლევისა და საგნობრივი დე­პარტამენტის ხელმძღვანელი

2007 და 2011 წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში (TIMSS). ეს არის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი შე­და­რე­ბი­თი კვლე­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. კვლე­ვას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია  (IEA)  უძღ­ვე­ბა.
დღეს­დღე­ო­ბით, ხა­რის­ხი­ა­ნი და თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ნათ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მა­თე­მა­ტი­კა­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს. მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო მი­იჩ­ნევს, რომ მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნა მოს­წავ­ლე­ებს კო­ლეჯ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის, უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნი­სა და უფ­რო მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს (NCTM, 2000). მა­თე­მა­ტი­კა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოს­წავ­ლე­თა „კრი­ტი­კუ­ლი ფილ­ტ­რი“ გახ­და, რად­გან მა­თე­მა­ტი­კა­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მომ­ზა­დე­ბა ზღუ­დავს მათ კა­რი­ე­რულ არ­ჩე­ვანს. მა­თე­მა­ტი­კა­ში გა­წა­ფუ­ლო­ბის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას (Dundas, 2009).
მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის  სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში შე­ფას­და მე-4  და მე-8 კლა­სე­ლ მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­ში.  სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იყო თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის — აჭა­რის, გუ­რი­ის, იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, რა­ჭა-ლეჩხუ­მის, ქვე­მო სვა­ნე­თის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, ში­და ქარ­თ­ლის, ქვე­მო ქარ­თ­ლის, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის, კა­ხე­თის სკო­ლე­ბი, სულ კვლე­ვა­ში 10 000-მდე  მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 
TIMSS-ის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით,  რო­გორც მე­ოთხე, ისე მერ­ვე კლა­სის დო­ნე­ზე, კვლე­ვა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ლი­დე­რო­ბენ აზი­უ­რი ქვეყ­ნე­ბი: სინ­გა­პუ­რი, კო­რეა, ჰონ­კონ­გი, ტა­ი­ვა­ნი და იაპო­ნია.
TIMSS-ი შე­და­რე­ბი­თი, კროს­კულ­ტუ­რუ­ლი კვლე­ვაა. იმი­სათ­ვის, რომ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა­დი იყოს, მო­ნა­ცე­მე­ბი ერთ, სა­ერ­თო სკა­ლა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მო­ცე­მუ­ლია TIMSS-ის სკა­ლა­ზე, რომ­ლის დი­ა­პა­ზო­ნიც 0-1000 წარ­მო­ად­გენს (მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად 300-დან 700 ქუ­ლამ­დე ვა­რი­რებს). TIMSS-ის სტან­დარ­ტუ­ლი სკა­ლის ცენ­ტ­რა­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბად აღე­ბუ­ლია 500, სტან­დარ­ტუ­ლი გა­დახ­რა კი 100-ის ტო­ლია. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქონ­დეთ, სტან­დარ­ტუ­ლი სკა­ლის ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა შე­ფა­სე­ბის ყვე­ლა ციკ­ლ­ში.
ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს TIMSS-ის სტან­დარ­ტუ­ლი სკა­ლის ცენ­ტ­რა­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და­ბა­ლი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ რო­გორც მე-4, ისე­ვე მე-8 კლას­ში. მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 450-ია (სტან­დარ­ტუ­ლი შეც­დო­მა (SE ) = 3.7), მერ­ვეკ­ლა­სელ­თა სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლი კი 431-ია (SE = 3.8). ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მიღ­წე­ვე­ბი ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს.
მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ მე-40 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე 50 ქვე­ყა­ნას შო­რის (მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის 80%-ს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი აქვს). მერ­ვეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით — 27-ე ად­გი­ლი 42 მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნას შო­რის (მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის 64%-ს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი აქვს).
სა­ქარ­თ­ვე­ლო იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი შე­დე­გი 2007 წლის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს, რო­გორც მე­ოთხე, ისე­ვე მერ­ვე კლას­ში, თუმ­ცა 2011 წელ­საც ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მიღ­წე­ვე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს.
მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ნა­წი­ლე 50 ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო მოხ­ვ­და იმ 12 ქვე­ყა­ნას (10 ქვე­ყა­ნა, 2 რე­გი­ო­ნი) შო­რის, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი შე­დე­გი 2007 წლის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით არ­სე­ბი­თად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს. 2007 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე არც ერთ ქვე­ყა­ნას არ­სე­ბი­თად თა­ვი­სი შე­დე­გი არ გა­უ­უ­ა­რე­სე­ბია. მერ­ვეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო მოხ­ვ­და იმ 10 ქვე­ყა­ნას შო­რის (ერთ-ერ­თი რე­გი­ო­ნუ­ლი ერ­თე­უ­ლია), რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი შე­დე­გი 2007 წლის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს. მა­შინ, რო­დე­საც 6-მა ქვე­ყა­ნამ, 2007 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, თა­ვი­სი შე­დე­გი გა­ა­უ­ა­რე­სა.
მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­თაც, 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, შე­დე­გე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­ს­ვ­ლა აქვთ ტუ­ნის­სა (32 ერ­თე­უ­ლი) და ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კას (28 ერ­თე­უ­ლი), თუმ­ცა ორი­ვე ქვე­ყა­ნა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი რე­ი­ტინ­გუ­ლი სი­ის ბო­ლო მე­ოთხედ­შია და მათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე და­ბა­ლი შე­დე­გი აქვთ. სა­ქარ­თ­ვე­ლომ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა 12 ქუ­ლით, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცია გა­მოკ­ვე­თი­ლია, რაც თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის „ტემ­პი“ და­ბა­ლია. მერ­ვეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად თა­ვი­სი შე­დე­გი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა პა­ლეს­ტი­ნამ (37 ერ­თე­უ­ლი) და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ (27 ერ­თე­უ­ლი), რო­მელ­საც წი­ნა კვლე­ვა­შიც მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცია მერ­ვე კლას­ში უფ­რო გა­მოკ­ვე­თი­ლია, ვიდ­რე მე­ოთხეკ­ლა­სე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და შე­ად­გენს 22 ერ­თე­ულს (ქუ­ლას), თუმ­ცა, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს შე­ვა­და­რებთ, მე­ოთხეკ­ლა­სე­ლე­ბის შე­დე­გი უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბის.
ქარ­თ­ველ  მე­ოთხეკ­ლა­სე­ლებს უფ­რო კარ­გი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ რიცხ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ში, ვიდ­რე გე­ო­მეტ­რი­ა­სა და მო­ნა­ცემ­თა გა­მო­სახ­ვა­ში; თუმ­ცა, სა­მი­ვე სფე­რო­ში მე­ოთხეკ­ლა­სელ­თა მიღ­წე­ვე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2011 წელს ქარ­თ­ვე­ლი მე­ოთხეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა სა­მი­ვე სფე­რო­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა ძველ და ახალ შე­დე­გებს შო­რის მხო­ლოდ ორ სფე­რო­ში, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი­სა და გა­ზომ­ვე­ბის და მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­სახ­ვის სფე­რო­ებ­ში და­ფიქ­სირ­და.
მერ­ვეკ­ლა­სე­ლებს უფ­რო კარ­გი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ ალ­გებ­რუ­ლი და რიცხ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ში, ვიდ­რე — გე­ო­მეტ­რი­ა­ში და მო­ნა­ცე­მებ­სა და ალ­ბა­თო­ბა­ში. მერ­ვეკ­ლა­სელ­თა მიღ­წე­ვე­ბი მა­თე­მა­ტი­კის ყვე­ლა სფე­რო­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს.
 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2011 წელს მერ­ვეკ­ლა­სელ­თა სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა სამ სფე­რო­ში (რიცხ­ვე­ბი, ალ­გებ­რა, მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­სახ­ვა და ალ­ბა­თო­ბა) სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თად გა­უმ­ჯო­ბეს­და. თი­თო­ე­უ­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სფე­როს სა­შუ­ა­ლო შე­დე­გის შე­და­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ერ­თო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან. მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დეგს მა­თე­მა­ტი­კა­ში თა­ნაბ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ბა­ლი მიღ­წე­ვე­ბი გე­ო­მეტ­რი­ა­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ალ­ბა­თო­ბის სა­კითხებ­ში.
TIMSS-ში მა­თე­მა­ტი­კის მიღ­წე­ვე­ბი სა­მი კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როს (ცოდ­ნა, გა­მო­ყე­ნე­ბა და მსჯე­ლო­ბა) მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა. 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2011 წელს მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა 17 ერ­თე­უ­ლით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს სა­კუ­თა­რი შე­დე­გი გა­მო­ყე­ნე­ბის კოგ­ნი­ტურ სფე­რო­ში, 18 ერ­თე­უ­ლით კი — მსჯე­ლო­ბა­ში. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თია. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩ­ნე­ვა ცოდ­ნის სფე­რო­შიც (4 ერ­თე­უ­ლი). 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2011 წელს შე­დე­გე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მაც. ამას­თან, მე­ოთხეკ­ლა­სე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, მერ­ვეკ­ლა­სელ­თა მიღ­წე­ვა სა­მი­ვე სფე­რო­ში უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და (ცოდ­ნა — 19 ერ­თე­უ­ლით, გა­მო­ყე­ნე­ბა — 26, მსჯე­ლო­ბა — 30).
 მიღ­წე­ე­ვის სა­ფე­ხუ­რე­ბი. TIMSS-ის კვლე­ვა­ში გა­მო­ყო­ფი­ლია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვის 4 სა­ფე­ხუ­რი: უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი, მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი, და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი.
ქარ­თ­ვე­ლი მე­ოთხეკ­ლა­სე­ლე­ბის მხო­ლოდ 2%-მა დაძ­ლია TIMSS-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი, მოს­წავ­ლე­თა 28% კი აღ­მოჩ­ნ­და მიღ­წე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლის და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის ქვე­მოთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლე­თა 28%-ს და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი მარ­ტი­ვი  და­ვა­ლე­ბე­ბის გა­დაწყ­ვე­ტაც კი გა­უ­ჭირ­დათ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ 2011 წელს 2007-თან შე­და­რე­ბით 5%-ით შემ­ცირ­და იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ვერ ძლევ­დ­ნენ და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ და­ვა­ლე­ბებ­საც კი.
კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვე­ნი შე­დე­გი ასე­თია: რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ლიტ­ვას აქვს არ­სე­ბი­თად უკე­თე­სი შე­დე­გი — რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მოს­წავ­ლე­თა 13%-მა დაძ­ლია მიღ­წე­ვის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი და მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 3% ვერ ძლევს და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ და­ვა­ლე­ბებს; ლიტ­ვა­ში უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი დაძ­ლია მოს­წავ­ლე­თა 10%-მა, 4%-ს გა­უ­ჭირ­და და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის დაძ­ლე­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს ყა­ზა­ხეთ­მა (უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი — 7%, და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის მიღ­მა — 12%) და აზერ­ბა­ი­ჯან­მა (უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი — 5%, და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის მიღ­მა — 28%).
მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი მიღ­წე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ასე­თია: უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი  დაძ­ლია მოს­წავ­ლე­თა  3%-მა; მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი — 13%-მა; სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი — 36%-მა; და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი კი 62%-მა.
მოს­წავ­ლე­თა 38% აღ­მოჩ­ნ­და მიღ­წე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლის და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის ქვე­მოთ, ანუ მათ და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი მარ­ტი­ვი  და­ვა­ლე­ბე­ბის გა­დაწყ­ვე­ტაც კი გა­უ­ჭირ­დათ.
2011 წელს 2007-თან შე­და­რე­ბით მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვა ყვე­ლა დო­ნე­ზე გა­უმ­ჯო­ბეს­და და ეს სხვა­ო­ბა ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თია.
კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვე­ნი შე­დე­გი ასე­თია: რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აქვს არ­სე­ბი­თად უკე­თე­სი შე­დე­გი — მოს­წავ­ლე­თა 14%-მა დაძ­ლია მიღ­წე­ვის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი, და მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 5% ვერ ძლევს და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ და­ვა­ლე­ბებს; ლიტ­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი დაძ­ლია მოს­წავ­ლე­თა 5%-მა, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში უფ­რო დი­დია იმ მოს­წავ­ლე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც გა­უ­ჭირ­და და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის დაძ­ლე­ვა (უკ­რა­ი­ნა — 19%, ლიტ­ვა — 10%). უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი ყა­ზა­ხეთ­ში, სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 3%-მა დაძ­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის დაძ­ლე­ვა არ­სე­ბი­თად მეტ მოს­წავ­ლეს გა­უ­ჭირ­და, ვიდ­რე ყა­ზა­ხეთ­სა და სომ­ხეთ­ში  (ყა­ზა­ხე­თი — 15%, სომ­ხე­თი — 24%, სა­ქარ­თ­ვე­ლო — 38%). ამ თვალ­საზ­რი­სით, ყა­ზა­ხეთ­მა და სომ­ხეთ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს.
გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი. TIMSS 2011-ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნა­თა დიდ ნა­წილ­ში მე­ოთხეკ­ლა­სელ ბი­ჭებს გო­გო­ნებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გი აქვთ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით  მე-4 კლას­ში მა­თე­მა­ტი­კა­ში გო­გო­ნე­ბის მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბა, მე-8 კლას­ში კი პი­რი­ქით, ბი­ჭე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა იკ­ვე­თე­ბა, თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად არ არის არ­სე­ბი­თი და ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შერ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა აიხ­ს­ნას.
სკო­ლე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბი­თად ჭარ­ბობს იმ სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკა­ლი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლია. სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტი სკო­ლა არის თბი­ლის­ში, იმე­რეთ­ში, ქვე­მო ქარ­თ­ლ­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნეთ­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 173 სკო­ლი­დან 93 სკო­ლას ჰყავს 25% ან მე­ტი მე­ოთხეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე სა­ერ­თა­შო­რი­სო მიღ­წე­ვის სკა­ლის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე ქვე­მოთ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 172 სკო­ლი­დან 117 სკო­ლას ჰყავს 25% ან მე­ტი მერ­ვეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო მიღ­წე­ვის სკა­ლის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე ქვე­მოთ.
ქა­ლა­ქი, სო­ფე­ლი. ისე­ვე რო­გორც TIMSS 2007 წლის კვლე­ვა­ში, TIMSS 2011-შიც მა­თე­მა­ტი­კა­ში მიღ­წე­ვე­ბით სოფ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­ტო­ლებს; ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორც მე-4, ასე­ვე მე-8 კლას­ში, აქვთ უკე­თე­სი შე­დე­გი სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით.
2007 წელ­თან შე­და­რე­ბით 2011 წელს, რო­გორც მე-4, ასე­ვე მე-8 კლას­ში გა­ი­ზარ­და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის. მა­თე­მა­ტი­კის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და კოგ­ნი­ტუ­რი სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­დე­გე­ბის  ანა­ლი­ზი გა­მოკ­ვეთს  ერთ ტენ­დენ­ცი­ას: 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2011 წელს უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და, სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბი კი პი­რი­ქით,  გა­უ­ა­რეს­და.
ეს შე­დე­გი გა­მოკ­ვეთს  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის პრობ­ლე­მას და ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა და­ფიქ­რე­ბის სა­ბაბს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ამ ეტაპ­ზე, ისე სა­მო­მავ­ლოდ.
კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. მა­თე­მა­ტი­კა­ში მიღ­წე­ვე­ბით სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან მათ თა­ნა­ტო­ლებს, რომ­ლე­ბიც კერ­ძო სკო­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ; სხვა­ო­ბა მე­ოთხე კლას­ში 64 ქუ­ლას, ხო­ლო მერ­ვე კლას­ში 98 ქუ­ლას შე­ად­გენს. ეს სხვა­ო­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად უფ­რო არ­სე­ბი­თია, ვიდ­რე სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ ცოდ­ნის, გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მსჯე­ლო­ბის კომ­პო­ნენ­ტებ­შიც. სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის ანა­ლი­ზი უფ­რო მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვეთს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის პრობ­ლე­მას.
მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის ანა­ლი­ზი TIMSS სა­ერ­თა­შო­რი­სო მიღ­წე­ვის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ცხად­ყოფს, რომ კერ­ძო სკო­ლებ­ში არ­სე­ბი­თად მე­ტია იმ მე-4 და მე-8 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც დაძ­ლი­ეს მიღ­წე­ვის მა­ღა­ლი და უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რე­ბი. ამას­თან, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არ­სე­ბი­თად მე­ტია იმ მოს­წავ­ლე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც ვერ დაძ­ლი­ეს მიღ­წე­ვის და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბიც კი.
ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც კვლე­ვამ გა­მოკ­ვე­თა ასე­თია:  დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან (მე-4 კლა­სი) სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რამ­დე (მე-8 კლა­სი) შე­იმ­ჩ­ნე­ვა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის  გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცია.
***
ჩვენ მოკ­ლედ  წარ­მო­გიდ­გი­ნეთ ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ მა­თე­მა­ტი­კა­ში. მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში მო­გაწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ  ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე.

25-28(942)N