გამოდის 1998 წლიდან
2013-10-17
აფხაზ მთავართა სათავეებიდან ომის შემდგომ თაობამდე

 

ფხაზ­თა უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რი ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო აფხა­ზუ­რი ოჯა­ხის ისტო­რია მა­მა­ჩე­მის ბა­ბუა ტა­რას ან­ჩა­ბა­ძე, თა­ვის მა­მის მსგავ­სად, ოფი­ცე­რი იყო, რუ­სეთ-თურ­ქე­თი­სა და რუ­სეთ-იაპო­ნი­ის ომე­ბის მო­ნა­წი­ლე. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ იყო სო­ხუ­მის სა­ქა­ლა­ქო მმარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რი. ჰქონ­და აგ­რეთ­ვე დი­დი გა­ტა­ცე­ბა — ნა­დი­რო­ბა; მის სა­მო­ნა­დი­რეო თავ­გა­და­სავ­ლებს რუს­მა მწე­რალ­მა ევ­გე­ნი მარ­კოვ­მა მოთხ­რო­ბა მი­უძღ­ვ­ნა — „ერ­თი წე­ლი­წა­დი მთებ­ში“. პოდ­პოლ­კოვ­ნიკ ტა­რას ან­ჩა­ბა­ძეს, რო­გორც მა­მაც­სა და სა­ხელ­მოხ­ვე­ჭილ მო­ნა­დი­რეს, მო­იხ­სე­ნი­ებს კონ­ს­ტან­ტი­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნიც თა­ვის ცნო­ბილ წიგ­ნ­ში: „სო­ხუ­მი­სა და სო­ხუ­მის ოლ­ქის გზამ­კ­ვ­ლე­ვი“ (1913 წ.). ტა­რა­სი წერ­და აგ­რეთ­ვე სა­სიმ­ღე­რო კუპ­ლე­ტებ­სა და სა­ხუ­მა­რო ლექ­სებს რუ­სულ და მეგ­რულ ენებ­ზე.

ტა­რას­სა და მა­შოს ექ­ვ­სი ვა­ჟი და ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ. უფ­რო­სი შვი­ლი ვა­ლე­რი­ა­ნი, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში შე­ვი­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში, შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოფი­ცე­რი იყო. და­ი­ღუ­პა რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომ­ში 1921 წელს. ბა­ბუ­ა­ჩემ­მა ვი­ა­ნორ­მა და­ამ­თავ­რა ჯერ თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზია, ხო­ლო შემ­დეგ — სა­იმ­პე­რა­ტო­რო სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მია პე­ტერ­ბურ­გ­ში. რო­გორც სამ­ხედ­რო ექი­მი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში. ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ე­ბა, აირ­ჩი­ეს აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო საბ­ჭო­ში. 1919 წელს ვი­ა­ნო­რი და­ქორ­წინ­და ვე­რა შენ­გე­ლა­ი­ა­ზე; ქორ­წილ­ში ვი­ა­ნო­რის მეჯ­ვა­რე მი­სი ყრმო­ბის მე­გო­ბა­რი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი იყო. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში (1937 წლამ­დე) ვი­ა­ნორ ან­ჩა­ბა­ძე აფხა­ზე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობ­და, დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის სა­კუ­რორ­ტო მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. იყო ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რი, ანუ, რო­გორც მა­შინ ამ­ბობ­დ­ნენ, სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი ერ­თა­დერ­თი უპარ­ტიო კო­მი­სა­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
ტა­რა­სის უმ­ც­რო­სი ვა­ჟე­ბი, 1918-21 წლებ­ში, ქარ­თუ­ლი ჯა­რის ოფიც­რე­ბი იყ­ვ­ნენ.
ტა­რას ან­ჩა­ბა­ძე 1935 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და ვერ მო­ეს­წ­რო 1937-38 წლე­ბის სას­ტიკ რეპ­რე­სი­ებს, რომ­ლებ­მაც იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლეს მი­სი ვა­ჟე­ბი: ვი­ა­ნო­რი, ვარ­ლა­მი და გი­ორ­გი. ჩე­კის­ტებს გა­და­ურ­ჩ­ნენ მხო­ლოდ ლა­დი და ნი­კო­ლო­ზი, რომ­ლე­ბიც შეც­ვ­ლი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით ცხოვ­რობ­დ­ნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნებ­ში. 1937 წელს დახ­ვ­რი­ტეს, აგ­რეთ­ვე, ქა­ლიშ­ვი­ლის — ტა­ტი­ა­ნას მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ აქირ­თა­ვა, ხო­ლო ვი­ა­ნო­რის მე­უღ­ლე ვე­რა და­აპა­ტიმ­რე­ს და შვი­დი წე­ლი გა­ა­ტა­რა ყა­ზა­ხე­თის სტე­პებ­ში, აკ­მო­ლინ­ს­კის ბა­ნაკ­ში, სა­დაც „ხალ­ხის მტრე­ბის“ ცო­ლე­ბი და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ის­ხ­დ­ნენ.
ვი­ა­ნორ­სა და ვე­რას ჰყავ­დათ ორი შვი­ლი — ზუ­რა­ბი და ირი­ნა. მა­მა­ჩემს, ზუ­რაბს, ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­თა ფარ­თო წრე ჰყავ­და. ესე­ნი იყ­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მომ­ლ­ხე­ნი სო­ხუ­მე­ლი (და არა მარ­ტო სო­ხუ­მე­ლი) ბი­ჭე­ბი. ბევ­რი მათ­გა­ნი ფეხ­ბურ­თით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მათ შო­რის ზუ­რა­ბიც, რო­მე­ლიც სკო­ლის წლებ­ში ბავ­შ­ვ­თა სა­ქა­ლა­ქო გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იყო. მა­შინ ამ გუნ­დ­ში თა­მა­შობ­და არა ერ­თი შემ­დ­გომ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი, მა­გა­ლი­თად, ავ­თან­დილ ღო­ღო­ბე­რი­ძე. ზუ­რაბს ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­დახ­დე­ნია თავს, რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ნი­თაც იყო დაჭ­რი­ლი. მე­გობ­რებს უყ­ვარ­დათ მი­სი თა­მა­დო­ბით ქე­ი­ფი, ცეკ­ვა, რომ­ლის დრო­საც გაწყო­ბი­ლი მა­გი­და კბი­ლე­ბით ეკა­ვა.
ამა­ვე დროს, ზუ­რა­ბი ბევრს კითხუ­ლობ­და, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით. სო­ხუ­მის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ა­ბა­რა თბი­ლის­ში. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ აკა­დე­მი­კო­სე­ბი სი­მონ ჯა­ნა­შია და ნი­კო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. შემ­დეგ ზუ­რაბ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ის­ტო­რი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში. აქ­ვე გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, თბი­ლი­სე­ლი თი­ნა­თინ ხა­ხიშ­ვი­ლი.
მეც თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, აქ­ვე და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1973 წელს ჩე­მი მშობ­ლე­ბი სო­ხუმ­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც ზუ­რაბ ან­ჩა­ბა­ძე იმ პე­დინ­ს­ტი­ტუ­ტის რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა, რომ­ლის სტუ­დენ­ტი ოდეს­ღაც თვი­თონ იყო. 1979 წელს ინ­ს­ტი­ტუ­ტი გა­და­კეთ­და აფხა­ზე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტად. ზუ­რაბ ან­ჩა­ბა­ძე აფხა­ზე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი იყო. გარ­და­იც­ვა­ლა 1984 წელს და დაკ­რ­ძა­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი კორ­პუ­სის ეზო­ში. დაკ­რ­ძალ­ვას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წ­რო არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა კუთხი­დან, არა­მედ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­და­ნაც.
მე და ჩემს მე­უღ­ლეს, ნო­ნა ქო­მე­თი­ანს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს, ელი­სო და ნი­ნო (ორი­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი) და სა­მი შვი­ლიშ­ვი­ლი —  ელე­ნე, სა­ბა და გი­ორ­გი.

„ენა თვი­სი აქუსთ,
არა­მედ უწყი­ან
წარ­ჩი­ნე­ბულ­თა
ქარ­თუ­ლი“
ად­რინ­დე­ლი მა­სა­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ არ შე­მო­ნა­ხუ­ლა, მაგ­რამ შე­და­რე­ბით გვი­ან­დე­ლი ხა­ნის წყა­რო­ე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ აფხაზ­თა მთავ­რე­ბის მშობ­ლი­უ­რი ენა იყო აფხა­ზუ­რი. მა­გა­ლი­თად, ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი და მოგ­ზა­უ­რი გი­ორ­გი ავა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად შეხ­ვედ­რია აფხა­ზე­თის მთა­ვარ სა­ფარ­ბეგ (გი­ორ­გი) შერ­ვა­ში­ძეს (გარდ. 1821 წ.), წერს, რომ მთა­ვარ­მა აფხა­ზუ­რის გარ­და სხვა ენა არ იცო­და და მხო­ლოდ ცო­ტა­თი ეს­მო­და ქარ­თუ­ლიო. თუმ­ცა ამ მხრივ სა­ფარ­ბე­გი, რო­გორც ჩანს, მა­ინც გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენ­და. აფხა­ზე­თის მთავ­რე­ბი­სათ­ვის დამ­წერ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ენა ქარ­თუ­ლი იყო, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოა, სა­გან­გე­ბოდ ას­წავ­ლიდ­ნენ ბავ­შ­ვებს დიდ­გ­ვა­რო­ვან­თა ოჯა­ხებ­ში. ამი­ტომ წერს ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ვა­ხუშ­ტი აფხა­ზებ­ზე: „ენა თვი­სი აქუსთ, არა­მედ უწყი­ან წარ­ჩი­ნე­ბულ­თა ქარ­თუ­ლი“. სა­ფარ­ბე­გის ვა­ჟიც, აფხა­ზე­თის უკა­ნას­კ­ნე­ლი მთა­ვა­რი მი­ხე­ილ შერ­ვა­ში­ძე შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რობ­და და წერ­და ქარ­თუ­ლად. ამას­თან ერ­თად მან იცო­და აფხა­ზუ­რი, ჩერ­ქე­ზუ­ლი, უბი­ხუ­რი და თურ­ქუ­ლი ენე­ბი. მი­ხე­ი­ლის ვა­ჟი კი, პო­ე­ტი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის არის ცნო­ბი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ქარ­თუ­ლე იყო, თუმ­ცა შე­და­რე­ბით ცო­ტამ იცის, რომ იგი ბრწყინ­ვა­ლედ ფლობ­და აფხა­ზურ ენა­საც. აკად. სი­მონ ჯა­ნა­შია აღ­ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძის დროს აფხა­ზეთ­ში ისე­თი აფხა­ზუ­რით უკ­ვე აღა­რა­ვინ ლა­პა­რა­კობ­დაო (იხ. ს. ჯა­ნა­ში­ას შე­სა­ვა­ლი წე­რი­ლი (კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ნარ­კ­ვე­ვი) წიგ­ნ­ში: „გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, ლი­რი­კა, დრა­მა, ეპო­სი“. ჳ გა­მო­ცე­მა — სო­ხუ­მი, 1946; ჳჳ გა­მო­ცე­მა — თბ., 1986).

„აფ­სუა“ და „აფხა­ზი“ — ავ­ტო­ეთ­ნო­ნი­მი
და ალო­ეთ­ნო­ნი­მი
ტერ­მინ „აფ­სუ­ა­სა“ და „აფხაზს“ შო­რის იგი­ვე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, რაც ტერ­მი­ნებს „ქარ­თ­ველ­სა“ და „გურჯს“ ან „გრუ­ზინს“ შო­რის. პირ­ვე­ლი ავ­ტო­ეთ­ნო­ნი­მია, ანუ თვით­სა­ხელ­წო­დე­ბა, ხო­ლო მე­ო­რე — ალო­ეთ­ნო­ნი­მი, ანუ სა­ხე­ლი, რო­მელ­საც სხვა ხალ­ხე­ბი უწო­დე­ბენ.
რაც შე­ე­ხე­ბა აფხაზ­თა წარ­მო­მავ­ლო­ბას, ისი­ნი აღ­მო­სავ­ლეთ შა­ვიზღ­ვის­პი­რე­თის უძ­ვე­ლე­სი მკვიდ­რე­ბი არი­ან. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ალ­ბათ, აღარ იცის, რომ 1989 წლამ­დე (ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის ღია ფა­ზის და­საწყი­სი) ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში არ­სე­ბობ­და აზ­რი, რომ შო­რე­ულ წარ­სულ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო აფხა­ზურ-ადი­ღე­უ­რი მოდ­გ­მის ტო­მე­ბით. ამ აზრს ემ­ხ­რო­ბოდ­ნენ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, სი­მონ ჯა­ნა­შია და არა ერ­თი სხვა წამ­ყ­ვა­ნი მეც­ნი­ე­რი.
აფხა­ზუ­რი ენის
სა­თა­ვე­ე­ბი
ზო­გი მეც­ნი­ე­რი ვა­რა­უ­დობს, რომ ად­რე არ­სე­ბობ­და აფხა­ზუ­რი დამ­წერ­ლო­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა. მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი ფაქ­ტე­ბი ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ აფხა­ზურ ენას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მე ამ მო­საზ­რე­ბას ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი, ვი­ნა­ი­დან ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ეყ­რ­დ­ნო­ბი­ან, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად არ მი­მაჩ­ნია. ამი­ტომ გა­ვი­მე­ო­რებ ტრა­დი­ცი­ულ აზრს, რომ აფხა­ზურ ენას დამ­წერ­ლო­ბა არ ჰქო­ნია 1862 წლამ­დე, რო­დე­საც რუს­მა ენათ­მეც­ნი­ერ­მა უს­ლარ­მა მას გრა­მა­ტი­კა და ან­ბა­ნი შე­უქ­მ­ნა რუ­სუ­ლი ან­ბა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. კავ­კა­სი­ა­ში ათე­უ­ლო­ბით ენა არ­სე­ბობს, ძვე­ლი დამ­წერ­ლო­ბა კი მხო­ლოდ ქარ­თულ და სომ­ხურ ენებს აქვთ. რუ­სე­ბი კავ­კა­სი­ის იმ ენებს, რომ­ლებ­საც დამ­წერ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნ­დათ, რუ­სუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე უქ­მ­ნიდ­ნენ დამ­წერ­ლო­ბას, რა­თა ხე­ლი შე­ეწყოთ მა­თი შემ­დ­გო­მი რუ­სი­ფი­კა­ცი­ი­სათ­ვის. მარ­ტო უს­ლარ­მა, მა­გა­ლი­თად, გარ­და აფხა­ზუ­რი­სა, დამ­წერ­ლო­ბა შე­უდ­გი­ნა ჩერ­ქე­ზულ, ჩეჩ­ნურ, ლა­კურ და ზო­გი­ერთ სხვა ენას. ამა­ვე მო­საზ­რე­ბით მოხ­და შემ­დეგ მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი ან­ბა­ნე­ბის შექ­მ­ნა.
ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­კუ­ნეს, თუ რო­დი­დან ფიქ­სირ­დე­ბა პირ­ვე­ლად აფხა­ზუ­რი ენა. ასე­თად შე­იძ­ლე­ბა ხჳჳ სა­უ­კუ­ნე ჩავ­თ­ვა­ლოთ, რო­დე­საც თა­მარ მე­ფემ თა­ვის ვაჟ­სა და მემ­კ­ვიდ­რეს სა­ხე­ლი „ლა­შა“ უწო­და. მე­მა­ტი­ა­ნე გან­მარ­ტავს: „...ლა­შა­სა, რო­მე­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლად სოფ­ლი­სა ითარ­გ­მ­ნა აფ­სარ­თა ენი­თა“. სოფ­ლის, ანუ ქვეყ­ნის, გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი — სი­ნათ­ლის სხი­ვია. აფხა­ზურ ენა­ზე მას დღე­საც ლა­შა ეწო­დე­ბა.
მომ­დევ­ნო ხა­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზებს თა­ვი­სი ცალ­კე ენა აქ­ვ­თო. ბო­ლოს კი, 1641 წელს, თურ­ქი მოგ­ზა­უ­რი ევ­ლია ჩე­ლე­ბი აღ­წერს აფხა­ზურ ენას და მოჰ­ყავს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი აფხა­ზუ­რი სიტყ­ვა და წი­ნა­და­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი თურ­ქუ­ლი თარ­გ­მა­ნით.

ენ­გურ­ს­გაღ­მა
დარ­ჩე­ნი­ლი აფხა­ზუ­რი ცხოვ­რე­ბა...
აფხა­ზეთ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად დავ­დი­ვარ, წე­ლი­წად­ში ერ­თი-ორ­ჯერ. კო­ლე­გებ­თან კავ­ში­რი, ცხა­დია, მაქვს. სხვა რომ არა­ფე­რი, 2001 წლი­დან ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ აფხა­ზე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.
ცხოვ­რე­ბა­ზე რა მო­გახ­სე­ნოთ, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვეა, რო­გორც ჩვენ­თან. ზო­გი კარ­გად ცხოვ­რობს, ზოგს — უჭირს.

პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ომის შემ­დ­გომ აფხა­ზეთ­ში...
ომის შემ­დეგ პირ­ვე­ლად აფხა­ზეთ­ში 1998 წელს ჩა­ვე­დი. მა­შინ ად­ლერ­ში ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­საც ვეს­წ­რე­ბო­დი. იქი­დან ფსო­უს საზღ­ვა­რი გა­დავ­კ­ვე­თე, ერ­თი დღით ჩა­ვე­დი სო­ხუმ­ში და შემ­დეგ უკან ისევ ფსო­უ­თი გად­მო­ვე­დი. შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ვინც ფსო­უს საზღ­ვა­რი გა­დაკ­ვე­თა ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტით. რუ­სი მე­საზღ­ვ­რე­ე­ბი არც იქით არ მა­ტა­რებ­დ­ნენ, არც უკან არ უნ­დო­დათ ჩე­მი გა­მოშ­ვე­ბა, ორი­ვე­ჯერ აფხა­ზე­ბი და­მეხ­მარ­ნენ.

დაბ­რუ­ნე­ბა აფხაზ
სტუ­დენ­ტებ­თან
„აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ით“
აფხა­ზეთ­ში მე­ო­რედ 1999 წელს ჩა­ვე­დი. ეს იყო ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პირ­ვე­ლი ჩას­ვ­ლა სო­ხუმ­ში. ვი­ყა­ვით მე, გია ნო­დია და მა­რი­ნა ელ­ბა­ქი­ძე. ჩვე­ნი ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი, კა­ლი­ფორ­ნი­ის ირ­ვა­ი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ქ-ნი პო­ლა გარ­ბი, რო­მელ­საც დი­დი ამა­გი მი­უძღ­ვის პირ­ვე­ლი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის მოწყო­ბა­ში. ჩვენ ღია შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ვა­ტე­რეთ აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სო­ხუმ­ში. დაგ­ვის­ვეს ბევ­რი კითხ­ვა, რა­ზეც პა­სუ­ხე­ბი გა­ვე­ცით. ეს ტექ­ს­ტე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ირ­ვა­ი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეგი­დით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ა­ში „აcпекты грузино-абхазского кон­фликта“. მსგავ­სი ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა სო­ხუმ­ში აღარ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა. სწო­რედ მა­შინ, ერთ-ერ­თი შეხ­ვედ­რის დროს აფხა­ზე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თუ სურ­ვი­ლი მქონ­და, შე­მეძ­ლო გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა მათ­თან ლექ­ცი­ე­ბის კითხ­ვა (აფხა­ზე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს ომის წი­ნა წლებ­ში ვკითხუ­ლობ­დი).
1984 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე იქ შე­ვი­ტა­ნე ორი ახა­ლი სა­გა­ნი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არ­სად არ ის­წავ­ლე­ბო­და: 1) სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო ის­ტო­რია და 2) აფ­ხა­ზე­თის ის­ტო­რი­უ­ლი გე­ოგ­რა­ფია. ამ საგ­ნებს ვკითხუ­ლობ­დი ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე, იმ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ სა­მი­ვე — აფხა­ზურ, ქარ­თულ და რუ­სულ — სექ­ტორ­ზე.
2001 წელს გან­ვა­ახ­ლე სო­ხუმ­ში აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ის კითხ­ვა, (ის­ტო­რი­უ­ლი გე­ოგ­რა­ფია სპე­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნაა ის­ტო­რი­ი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის მიჯ­ნა­ზე. შე­ის­წავ­ლის ამა თუ იმ ქვეყ­ნის ან რე­გი­ო­ნის გე­ოგ­რა­ფი­ას წარ­სულ ის­ტო­რი­ულ ეპო­ქებ­ში), გარ­და ამი­სა, ზოგ­ჯერ ვკითხუ­ლობ სხვა კურ­სებ­საც. წა­მი­კითხავს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ის­ტო­რია, კავ­კა­სი­ის ომი...
ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტებს აინ­ტე­რე­სებთ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თე­მე­ბი, ვი­ნა­ი­დან ბევრ კითხ­ვას მაძ­ლე­ვენ, შემ­დეგ ზოგ სტუ­დენ­ტ­თან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მი­მო­წე­რაც მაქვს ხოლ­მე. ჩე­მი ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ და­დე­ბი­თად აღი­ნიშ­ნა აფხა­ზურ პრე­სა­ში.

ომის შემ­დ­გო­მი
თა­ო­ბის გან­წყო­ბა
დღე­ვან­დე­ლი აფხა­ზი სტუ­დენ­ტე­ბი ომის შემ­დ­გო­მი თა­ო­ბაა. მათ არა აქვთ ქარ­თ­ვე­ლებ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ცხოვ­რო­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში. ზოგ­ჯერ ­მე­კითხე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამა თუ იმ სა­კითხ­ზე. ა.წ. მა­ის­ში, რო­დე­საც ლექ­ცი­ე­ბით ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი სო­ხუმ­ში, ერ­თ­მა სტუ­დენ­ტ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ეც­ნო­ბო­და „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბას“, თუ არ­სე­ბობ­სო მი­სი რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნი. ასე­თი წიგ­ნი მარ­თ­ლაც გა­მო­ი­ცა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ. მინ­და შე­ვი­ძი­ნო, თუ ვი­შო­ვე, და გა­დავ­ცე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის კა­ბი­ნეტს, რა­თა სტუ­დენ­ტებს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ.

არა­ე­ფექ­ტუ­რი
პო­ლი­ტი­კით
შემ­ცი­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლო
კომ­პ­რო­მი­სე­ბის სივ­რ­ცე
„გან­ვ­ლილ­მა ოც­მა წელ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს ჰქონ­და, არას­წო­რია და პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ არის. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სხვაგ­ვა­რად მი­ვუდ­გეთ სა­კითხს“ (გ. ან­ჩა­ბა­ძე).
ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა აფხა­ზე­თის მი­მარ­თე­ბა­ში უკა­ნას­კ­ნე­ლი 20-25 წლის მან­ძილ­ზე, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­ე­ფექ­ტუ­რი იყო. გა­იხ­სე­ნეთ გა­სუ­ლი ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის ის ქარ­თ­ვე­ლი დიდ­მო­ხე­ლე­ე­ბი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბას არ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ, რომ დრო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობ­სო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამოქ­მედ­დე­ბა რა­ღაც მე­ქა­ნიზ­მე­ბი და მყის­ვე აღ­დ­გე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაო. ეს მოღ­ვა­წე­ე­ბი დი­დი ხა­ნია გაქ­რ­ნენ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა არ შეც­ვ­ლი­ლა. იგი­ვე და­პი­რე­ბე­ბი გვეს­მო­და ბო­ლო დრომ­დე — ქარ­თუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა ჯერ რუ­სე­თის მეშ­ვე­ო­ბით, შემ­დეგ და­სავ­ლე­თი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით ან სა­კუ­თა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით. აფხა­ზებ­თან დი­ა­ლო­გი შე­დე­გის მომ­ტა­ნად წარ­მო­ედ­გი­ნათ მხო­ლოდ ძა­ლის­მი­ე­რი შან­ტა­ჟის ფონ­ზე. სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვის უფიქ­რია აფხაზ­თა რე­ა­ლურ ინ­ტე­რე­სებ­ზე, რა­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პო­ზი­ტი­ურ სიბ­რ­ტყე­ში გა­და­ტა­ნა შე­ეძ­ლო. ამ ფონ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ ცალ­კე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც აფხა­ზებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის უნა­რი ჰქონ­დათ და მა­თი მხრი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი აღი­ა­რე­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ.
და­კარ­გულ­მა წლებ­მა, ცხა­დია, შე­ამ­ცი­რეს შე­საძ­ლო კომ­პ­რო­მი­სე­ბის სივ­რ­ცე, ამი­ტომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს ამ სა­კითხ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ვიდ­რე მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი იყ­ვ­ნენ მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­საწყი­ში. მაგ­რამ დრო­ის მე­ტი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა ქვეყ­ნის­თ­ვის მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია. ამი­ტომ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­ღ­ვე­ვად სა­ჭი­როა არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სვლე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახა­ლი ფორ­მა­ტი­სა და მო­დე­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა. ორი სიტყ­ვით ამის და­კონ­კ­რე­ტე­ბა, მით უმე­ტეს ასე­თი ფარ­თო ხა­სი­ა­თის ინ­ტერ­ვი­უ­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია და, ვფიქ­რობ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლიც არ არის.

20 წლის გა­და­სა­ხე­დი­დან — მი­ნი­მუ­მამ­დე და­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი
რა უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა და­სუ­ლი. თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ენ­გუ­რის­პი­რა მო­სახ­ლე­ო­ბას, წე­ლი­წად­ში ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი და აფხა­ზი თუ ხვდე­ბა ერ­თ­მა­ნეთს, ისიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად ერ­თი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი. ამი­ტომ აფხა­ზუ­რი და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი თან­და­თან შორ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ად­რეც მით­ქ­ვამს, რომ 1992-93 წლე­ბის ომის შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში იყო მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ა­ფა­სებ­და შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას და აფხა­ზებს შეს­თა­ვა­ზებ­და რა­ი­მე მათ­თ­ვის მი­სა­ღებ პო­ლი­ტი­კურ მო­დელს — სა­ერ­თო სა­ხელ­მ­წი­ფოს კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ან ფარ­თო ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხით. 1998 წლის გა­ლის „მოვ­ლე­ნე­ბი­სა“ და 2001 წელს აფხა­ზეთ­ში გე­ლა­ე­ვის რაზ­მის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, რომ აფხა­ზებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აცხა­დეს მხო­ლოდ 1999 წელს. გე­ლა­ე­ვის რე­ი­დის შემ­დეგ მე ვი­ყა­ვი სო­ხუმ­ში და ვიგ­რ­ძე­ნი, რომ უკ­ვე რა­ღაც­ნა­ი­რად „გა­ცი­ვე­ბუ­ლი“ იყო ქარ­თულ მხა­რეს­თან შე­თან­ხ­მე­ბის ინ­ტე­რე­სი. ამ პე­რი­ოდს ემ­თხ­ვე­ვა აფხა­ზე­თი­სათ­ვის რუ­სუ­ლი ბლო­კა­დის მოხ­ს­ნა, პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მა და სხვ. ანუ რუ­სეთ­მა გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სი მხრი­დან რომ შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, მომ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და. აფხა­ზებ­ში რჩე­ბო­და კი­დევ იმის გან­ც­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლო წა­მო­ეწყო ახა­ლი ომი მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ, მაგ­რამ 2008 წელ­მა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ვა­დით ეს ფაქ­ტო­რიც მოხ­ს­ნა. ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­ნელ­და, თუმ­ცა, ცხა­დია, ეს ისე არ უნ­და გა­ვი­გოთ, რომ დი­ა­ლო­გის თე­მა აღარ არ­სე­ბობს და რე­ა­ლუ­რი კომ­პ­რო­მი­სის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

აფხა­ზეთ­თან 
და­კავ­ში­რე­ბუ­ლი
ყვე­ლა­ზე მძაფ­რი
მო­გო­ნე­ბა
მძაფ­რი მო­გო­ნე­ბა, ალ­ბათ მძი­მე მო­გო­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, არა? პირ­ვე­ლი იყო მა­მა­ჩე­მის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა სო­ხუმ­ში. მე­ო­რე, რა თქმა უნ­და, 1992-93 წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომია, თუმც მე იმ დროს ფი­ზი­კუ­რად აფხა­ზეთ­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯერ კი­დევ არ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბია, თუ რა მას­შ­ტა­ბის ტრა­გე­დია დაგ­ვატყ­და თავს. ვინც ვერ ხვდე­ბა რას ვგუ­ლის­ხ­მობ, კი­დევ გა­და­ი­კითხოს ყუ­რადღე­ბით აკა­კის „გამ­ზ­რ­დე­ლი“, ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „რა­ინ­დე­ბი“, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“, ლეო ქი­ა­ჩე­ლის „ჰა­კი აძ­ბა“... მე­სა­მე მძი­მე მო­გო­ნე­ბა, რაც აფხა­ზეთ­თან მა­კავ­ში­რებს, ეს არის ზუ­რაბ აჩ­ბას ვე­რა­გუ­ლი მკვლე­ლო­ბა 2000 წელს. ზუ­რა­ბი იყო უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა და მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც სურ­და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა პო­ზი­ტი­უ­რი და ორი­ვე მხა­რი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან. მე და­ვეს­წა­რი მის დაკ­რ­ძალ­ვას. ჩვენ ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებ­და.

ესაუბრა
ლალი ჯელაძე

25-28(942)N