გამოდის 1998 წლიდან
2013-06-06
ამერიკაში პრიორიტეტული კარიერის გაკეთებაა

— ქე­თი, შენც იმ იღ­ბ­ლი­ან სტუ­დენ­ტ­თა შო­რის ხარ, რომ­ლებ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გა­საღ­რ­მა­ვებ­ლად წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. მი­ამ­ბე შენ შე­სა­ხებ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა საზღ­ვარ­გა­რეთ გა­გევ­ლო?
და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის 126-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და ჩა­ვა­ბა­რე ამე­რი­კულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ვსწავ­ლობ­დი ყვე­ლა სა­განს. მე­ო­რე კურ­სი­დან ვმუ­შა­ობ­დი  არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. პირ­ვე­ლი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა ნო­ტერ და­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გი­ის გან­ხ­რით, გა­ვი­ა­რე. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 6 თვე ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის გან­ხ­რით, მთლი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბით. მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლიაTOEFL-ის და GRE-ის ტეს­ტე­ბი, ასე­ვე დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ას, რა­ტომ გინ­და საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში.
— და­მე­თან­ხ­მე­ბი, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია. ალ­ბათ, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც რთუ­ლია. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ გა­მო­ი­ყო­ფა. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და, რა ღირს სწავ­ლა და რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი?
ერ­თი წლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ 30,000 დან 50, 000 დო­ლა­რამ­დეა. მე მქონ­და სწავ­ლის სტი­პენ­დია და საცხოვ­რებ­ლის და­სა­ფა­რა­ვად მიხ­დე­ბო­და პრო­ფე­სო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორც კვლე­ვე­ბის ასის­ტენტს. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე გან­სა­კუთ­რე­ბით ძნე­ლია, სა­ნამ იქა­ურ სწავ­ლის და მუ­შა­ო­ბის გი­ჟურ რიტმს შე­ეჩ­ვე­ვი.
სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ატეს­ტა­ტი უნ­და გქონ­დეს და სა­სურ­ვე­ლია მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი TOEFL-ის და GRE-ის ტეს­ტებ­ში, ასე­ვე წა­გად­გე­ბა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა. სტი­პენ­დი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად,  სწავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნო კარ­გი ნიშ­ნე­ბი, ანუ სა­შუ­ა­ლოდ B (from A to C scale).
— მი­ამ­ბე, ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, საზღ­ვარ­გა­რეთ, ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?
ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ წამ­ყ­ვან კვლე­ვით და აკა­დე­მი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და რან­გით ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თა რიგ­შია. ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლიდ­ნენ ფრან­სის ფუ­კუ­ი­ა­მა და პოლ ვოლ­ფო­ვი­ცი, მსოფ­ლიო ბან­კის ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.
— ალ­ბათ, თა­ვის დრო­ზე, აქ ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და...
ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამე­რი­კის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სკო­ლაა დიპ­ლო­მა­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხეა მად­ლენ ოლ­ბ­რა­ი­ტი.
— ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სას­წავ­ლე­ბელ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­აც მა­ღა­ლია, რას ენიჭება გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა?
სწავ­ლის დო­ნე მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ამი­ტომ გი­წევს ჯგუ­ფე­ლებ­თან კონ­კუ­რენ­ცია, რა­თა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბი. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რამ­დე­ნად კარ­გად წერ.
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა? კერ­ძოდ სად და რას აკე­თებ­დი იქ?
დი­ახ, კვლე­ვი­თი გრან­ტე­ბი და სა­ზაფხუ­ლო სტი­პენ­დი­ე­ბი მქონ­და მა­რო­კო­ში, ეს­პა­ნეთ­ში და მექ­სი­კა­ში, ეს დი­დი ბე­დნი­ე­რე­ბა იყო.
— რო­გორც ცნო­ბი­ლია, უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, გქონ­და მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
დი­ახ, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლა სტუ­დენტს აქვს. პი­რა­დად მე, სწო­რედ ასე ვფა­რავ­დი საცხოვ­რებ­ლის გა­და­სა­ხადს.
— რო­გო­რია შე­ნი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
ამე­რი­კა­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბაა. ამას­თან ერ­თად, ყვე­ლა რო­გორ­ღაც ას­წ­რებს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზებ­ში სი­ა­რულს, რომ კარგ ფორ­მა­ში იყ­ვ­ნენ. მე ამ­ჟა­მად ვა­შინ­გ­ტონ­ში ვარ, სა­დაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ალ­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბაა — International Development.
თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან ვა­ტა­რებ — გა­მორ­ჩე­უ­ლად მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან, ჩვენ­სა­ვით თბი­ლი ხალ­ხია. აქ ეს­პა­ნუ­რი მე­ო­რე ენა­დაა, ასე რომ, თუ ის­წავ­ლი გა­მო­გად­გე­ბა.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
ამ­ჟა­მად მსოფ­ლიო ბან­კ­ში ვმუ­შა­ობ. ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი ისევ აქ ვეც­დე­ბი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნას და შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დე­ბი სამ­შობ­ლოს.
—  რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
დიპ­ლო­მიც და ალ­ბათ უფ­რო სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N