გამოდის 1998 წლიდან
2013-06-05
წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს ელოდა მკითხველს

„შე­საძ­ლოა სა­ქარ­თ­ვე­ლომ არ მი­ი­ღოს რო­ბა­ქი­ძე, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია უთუ­ოდ აღ­ნიშ­ნავს, რომ იგი უღელ­ტე­ხი­ლი იყო (ლექ­ს­ში, პრო­ზა­ში, პრობ­ლე­მის წა­მო­ყე­ნე­ბა­ში). ეს ფაქ­ტია, ვწერ ჩემს თავ­ზე რო­გორც მე­სა­მე პი­რი“ — ეს ფრა­ზა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის მი­ერ 1922 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს კო­ტე მა­ყაშ­ვილ­თან გაგ­ზავ­ნი­ლი ბა­რა­თი­და­ნაა. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე მარ­თ­ლაც იტევს XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა პრობ­ლე­მა­სა და წახ­ნაგს. თუ არა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი, სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია. ამ­გ­ვა­რი კვლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლის გა­რე­შე. ცო­ტა ხნის წინ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში დას­რულ­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პი­რად არ­ქივ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც 378 ერ­თე­ულს მო­ი­ცავს. მა­სა­ლა და­ლა­გე­ბუ­ლია თე­მა­ტუ­რად და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით — ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა, შე­მოქ­მე­დე­ბა და მი­მო­წე­რა. მწერ­ლის არ­ქი­ვი ხე­ლ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის საარქივო დე­პარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ფი­ლოლოგიის დოქტორმა ეთერ ქავ­თა­რა­ძემ და­ა­მუ­შა­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც წე­რი­ლე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლი „უც­ნო­ბი რო­ბა­ქი­ძის“ შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­ლი­ე­ბის ფას­და­უ­დე­ბე­ლი
სა­ჩუ­ქა­რი

გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძემ ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა, რაც არ­თუ­ლებს მი­სი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის ერ­თად თავ­მოყ­რას. ამი­ტომ მწერ­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ყო­ვე­ლი ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­მოვ­ლე­ნა გა­ნუ­ზო­მელ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს.
ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის არ­ქი­ვი არ არ­სე­ბობს. ის მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჟან­დარ­მე­რი­ამ გარ­დაც­ვ­ლი­ლი მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს იპო­ვა — რო­ბა­ქი­ძეს­თან მი­სულ ფოს­ტა­ლი­ონს კა­რი არა­ვინ გა­უ­ღო, მან ჟან­დარ­მე­რია გა­მო­ი­ძა­ხა, ოთა­ხის კა­რი შე­ამ­ტ­ვ­რი­ეს და იქ რო­ბა­ქი­ძის გვა­მი დახ­ვ­დათ. კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ამ პა­რი­ზი­დან ჩას­ვ­ლა მო­ას­წ­რო და არ­ქი­ვი ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა. მწერ­ლის არ­ქი­ვი სა­არ­ქი­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლოს გა­და­ე­ცა, მაგ­რამ დღეს ჟე­ნე­ვის არ­ქი­ვი აცხა­დებს, რომ ასე­თი მა­სა­ლა იქ არ ინა­ხე­ბა. ალ­ბათ, ყვე­ლას­თ­ვის იოლი წარ­მო­სად­გე­ნია, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ყო­ველ მცი­რე ჩა­ნა­წერ­სა თუ დე­ტალს. არ­ქი­ვის გა­რე­შე ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მწერ­ლის შეს­წავ­ლა. თუ გინ­და მწე­რა­ლი ბო­ლომ­დე გა­ი­აზ­რო და ჩას­წ­ვ­დე, მის არ­ქივ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას უნ­და იც­ნობ­დე, ეს ერ­თი მთლი­ა­ნო­ბაა. დღეს ჩვენ რაც გვაქვს მწერ­ლის არ­ქი­ვი­დან — 378 ერ­თე­უ­ლი — ძი­რი­თა­დად, კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ას მო­წო­დე­ბუ­ლია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ისიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ მოხ­ვ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ას­თან. 200-მდე წე­რი­ლი, რომ­ლებ­საც რო­ბა­ქი­ძე კა­ლის­ტ­რა­ტე­სა და ნი­ნოს უგ­ზავ­ნი­და, ცალ-ცალ­კე და ერ­თობ­ლი­ვად, კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ას­თან ინა­ხე­ბო­და. მი­ხა­კო წე­რე­თელ­მა (მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობ­და), გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ან­დერ­ძის აღ­მას­რუ­ლებ­ლად კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლია და­ამ­ტ­კი­ცა. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­უნ­ხენ­ში ჩა­სულ­მა კა­ლის­ტ­რა­ტემ მი­ხა­კო წე­რეთ­ლის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა თან წა­ი­ღო პა­რიზ­ში. ამ მა­სა­ლებ­ში კი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის მი­ხა­კო­სად­მი მი­წე­რი­ლი 11 წე­რი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მი­ხა­კო წე­რე­თელს ან­დერ­ძ­ში ერთ-ერთ თხოვ­ნად ჩა­უ­წე­რია, რომ მი­სი პი­რა­დი მი­მო­წე­რა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. კა­ლის­ტ­რა­ტემ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ გა­ა­კე­თა და ასე გა­დარ­ჩა მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის წე­რი­ლე­ბი, მათ შო­რის რო­ბა­ქი­ძის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უდ­რის მის ნა­წარ­მო­ე­ბებს. ეს რომ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო, ქარ­თუ­ლი ეპის­ტო­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა მარ­თ­ლაც გა­ღა­რიბ­დე­ბო­და.
კა­ლის­ტ­რა­ტეს მი­ერ გა­მო­ცე­მულ ჟურ­ნალ­ში „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“ აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობ­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე, თით­ქ­მის ყვე­ლა ნო­მერ­ში იბეჭ­დე­ბო­და მი­სი წე­რი­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჟურ­ნა­ლის არ­ქივ­ში აღ­მოჩ­ნ­და რო­ბა­ქი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, სწო­რედ ამ ჟურ­ნალ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ცნო­ბი­ლი ეს­სეს ავ­ტოგ­რა­ფ­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი — „ქარ­თუ­ლი გე­ნია როკ­ვად გან­ფე­ნი­ლი“. ასე­ვე, „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა­ში“ გან­მე­ო­რე­ბით და­ი­ბეჭ­და, შეს­წო­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი ორი ლექ­სი­სა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1920 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და და წმინ­და ნი­ნოს მი­ეძღ­ვ­ნა, ესეც ავ­ტოგ­რა­ფუ­ლი ნუს­ხაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ამ შე­აგ­რო­ვა და გად­მოს­ცა ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტს. გარ­და ამი­სა, ჩვენ­თან და­ცუ­ლია ნი­ნო და კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ე­ბის მი­ერ მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი რო­ბა­ქი­ძი­სად­მი, რომ­ლე­ბიც მის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბო­და.
წლე­ბის წინ ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი, ის ხში­რად და­დი­ო­და პა­რიზ­ში, ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის შე­სას­წავ­ლად და სტუმ­რობ­და სა­ლი­ე­ბის ოჯახს. მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და სწო­რედ ქალ­ბა­ტონ ელე­ნეს ხშირ­მა ვი­ზი­ტებ­მა და მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ არ­ქი­ვის ჩვენს ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­მო­ტა­ნა. სა­ლი­ებ­მა არა მარ­ტო ეს არ­ქი­ვი, არა­მედ მთე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა გად­მოს­ცეს ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტს სა­ჩუქ­რად. 90-იან წლებ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის­თ­ვის არა­ვის ეცა­ლა. შემ­დეგ ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი იუბი­ლე ახ­ლოვ­დე­ბო­და და მე და­მე­ვა­ლა და­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა მი­სი არ­ქი­ვი. სწო­რედ ამ არ­ქივ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ვნა­ხე ეს მა­­სა­ლე­ბი, რომლის საფუძველზე შეიქმნა სა­ლი­ების, გრიგოლ რობაქიძის და მიხაკო წერეთლის ცალ­კე ფონ­დე­ბი. რად­გან დად­გა გრი­­გოლ რო­ბა­ქი­ძის არ­ქი­ვის ცალ­კე ფონ­დად გა­მო­ყო­ფის სა­კითხი, შე­ვე­ცა­დე მა­სა­ლე­ბი ჩვენს ფონ­დებ­შიც მომე­ძი­ე­ბი­ნა. ჩვენ­თან აღ­მოჩ­ნ­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი აკა­კი წე­რე­თელ­თან, არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძეს­თან, და­ვით წე­რე­თელ­თან, მე­უ­ფე გი­ორ­გის­თან (და­ვით ალა­დაშ­ვი­ლი) და დი­მიტ­რი ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თან მი­წე­რი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა ინა­ხე­ბო­და ფონდ „სხვა­დას­ხ­ვა­ში“ — გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის 44 წე­რი­ლი ქე­თე­ვან ამი­რე­ჯიბ­თან. ყვე­ლა წე­რი­ლი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბის სუ­რა­თე­ბის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბულ ღია სა­ფოს­ტო ბა­რა­თებ­ზეა, რო­მელ­თაც მწე­რა­ლი სა­გან­გე­ბოდ არ­ჩევ­და ად­რე­სა­ტის­თ­ვის. წე­რი­ლე­ბის ბო­ლოს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ხელ­მო­წე­რა სა­გულ­და­გუ­ლო­დაა ამოფხე­კი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქე­თე­ვან ამი­რე­ჯი­ბის მი­ერ, რი­თაც მან წე­რი­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა. ეს მა­სა­ლა ინა­ხე­ბო­და ად­რე­სატ­თან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე (1967 წ.), შემ­დეგ ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტს გა­დას­ცა ქალ­ბა­ტონ­მა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძემ, რომ­ლის მე­უღ­ლე რი­ჩარდ ამი­რე­ჯი­ბი ქე­თე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. ეს წე­რი­ლე­ბი თა­ვად მეტყ­ვე­ლებს, თუ რა­ო­დენ სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და მწე­რალს ამ დარ­ბა­ი­სელ, ღირ­სე­ულ მან­დი­ლო­სან­თან. ქე­თე­ვა­ნი იყო მე­უღ­ლე კონ­ს­ტან­ტი­ნე ამი­რე­ჯი­ბი­სა, რო­მელ­საც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის და­ნერ­გ­ვა­ში. ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პო­ლი­ტი­კურ­სა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში, გარ­და­იც­ვა­ლა 1948 წელს. მი­სი სა­ხე­ლო­ბის იყო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. ამი­რე­ჯი­ბე­ბის ოჯა­ხი დრო­ის დიდ ნა­წილს სო­ფელ ავ­ლევ­ში, სა­კუ­თარ მა­მულ­ში ატა­რებ­და. ისი­ნი ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ — კონ­ს­ტან­ტი­ნე ამი­რე­ჯი­ბის დე­დას, სო­ფიო არ­ღუ­თინ­ს­კა­ი­ას (ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლი რუ­სულ ენა­ზე) ახ­ლო მე­გობ­რო­ბა ჰქონ­და ქარ­თ­ველ მწერ­ლებ­თან და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ხში­რად სტუმ­რობ­და მათ თბი­ლის­შიც (კრი­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე) და ავ­ლევ­შიც. წე­რი­ლე­ბი­დან კარ­გად ჩანს, რომ ეს ვი­ზი­ტე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ით მუხ­ტავ­და მწე­რალს. ბა­რა­თე­ბი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1910-1913 წლე­ბით, და­წე­რი­ლია რუ­სულ ენა­ზე.
ჩვენს არ­ქივ­ში და­ცუ­ლია, ასე­ვე, ბო­ლო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც  გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერ­თი დღით ად­რეა და­წე­რი­ლი. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კ­ვ­ნა 19 ნო­ემ­ბერ­საა და­წე­რი­ლი, ხო­ლო წე­რი­ლი 18 ნო­ემ­ბერ­საა კა­ლის­ტ­რა­ტე­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი. უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლი საქ­მი­ა­ნია და არა­ფე­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ის მე­ო­რე დღეს გარ­და­იც­ვ­ლე­ბო­და. ანუ ხელთ გვაქვს მთე­ლი მი­სი სი­ცოცხ­ლის ამ­სახ­ვე­ლი წე­რი­ლე­ბი —1910 წლი­დან 1962 წლის 18 ნო­ემ­ბ­რამ­დე. ამ წე­რი­ლებ­ში ჩა­ტე­უ­ლია მთე­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბა — შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ პი­რა­დი.
ღმერ­თ­მა ნუ ქნას, რომ მი­სი არ­ქი­ვი და­კარ­გუ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ, ალ­ბათ, ეს არც ჩემს თა­ო­ბას და, შე­საძ­ლოა, არც თქვენს თა­ო­ბას არ მო­ეს­წ­როს, მაგ­რამ დად­გე­ბა დრო და ის აუცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა. დღეს კი ყოველი ფურ­ცე­ლი და დე­ტა­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის არ­ქივ­ში, რო­მე­ლიც დღეს ჩვენს ხელ­თაა.

წიგ­ნად აკინ­ძუ­ლი
„პი­რა­დი მი­მო­წე­რა“


რაც შე­ე­ხე­ბა წიგნს, „გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე — „პი­რა­დი მი­მო­წე­რა“ — შე­მომ­თა­ვა­ზეს გა­მოგ­ვე­ცა, ზვი­ად კვა­რაცხე­ლი­ას პრო­ექ­ტის „უც­ნო­ბი რო­ბა­ქი­ძის“ სე­რი­ის ფარ­გ­ლებ­ში.
წე­რი­ლე­ბი ად­რე­სა­ტე­ბის შემ­დეგ მე წა­ვი­კითხე. ერთ-ერთ წე­რილ­ში რო­ბა­ქი­ძე მი­ხა­კო წე­რე­თელს წერს: „...ამას გწერ იმი­ტომ, რომ ოდეს­მე ჩვენს წე­რი­ლებს მო­ქე­ქა­ვენ არ­ქი­ვებ­ში“. ვერ აღ­ვ­წერ რა გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა, რო­ცა მე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ამ ხელ­ნა­წე­რე­ბის „მომქექავი“. ეს გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი გან­ც­დაა.
კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ამ ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტს წე­რი­ლე­ბი 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს გად­მოს­ცა. მე არ­ქივ­ზე მუ­შა­ო­ბა 2000 წელს და­ვიწყე. გარ­და ამ წე­რი­ლე­ბი­სა, წიგ­ნ­ში შე­ვი­ტა­ნეთ მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს არ­ქივ­ში და­ცუ­ლი არ არის. მა­გა­ლი­თად, ნი­კოს კა­ზან­ძა­კი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი 5 წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც თა­მარ მეს­ხ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა (თარ­გ­მ­ნა მა­რი­ამ ქსოვ­რელ­მა).
ასე­ვე შე­ვი­ტა­ნეთ კარ­ლო ინა­სა­რი­ძის მი­ერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბი, რომ­ლის ად­რე­სა­ტი გახ­ლ­დათ ემიგ­რან­ტი პო­ე­ტი გი­ორ­გი გამ­ყ­რე­ლი­ძე. კარ­ლო ინა­სა­რი­ძემ ეს წე­რი­ლე­ბი ქსე­რო­ას­ლე­ბის სახით ხელ­ნა­წე­რე­ბის უფ­ლე­ბით გა­მოს­ცა  რამ­დე­ნი­მე ცა­ლად აკინ­ძუ­ლი. ბა­ტო­ნი კარ­ლო შე­სა­ვალ­ში წერს, რომ ყვე­ლა ეს წე­რი­ლი და­კარ­გუ­ლია, შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ქსე­რო­ას­ლე­ბი. მთელ ევ­რო­პა­ში ვე­ძებთ მის დედ­ნებს, გამ­ყ­რე­ლი­ძე ჯერ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში და სად და­ი­კარ­გა, ვერ მი­ვაკ­ვ­ლი­ეთ. ქსე­რო­ას­ლე­ბით კი, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა წე­რი­ლე­ბი.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლი­ას არ­ქივს მოჰ­ყ­ვა ერთ-ერ­თი წე­რი­ლის დე­და­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ინა­ხე­ბა. ეს გა­ნუ­ზო­მე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა.
წიგ­ნ­ში შე­ვი­და აგ­რეთ­ვე რუ­სი ემიგ­რან­ტი მწერ­ლის ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნო­ვი­სად­მი (რუ­სუ­ლი სიმ­ბო­ლიზ­მის მა­მად ით­ვ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში 20-იან წლებ­ში წა­ვი­და) მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი. მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ემიგ­რა­ცი­ამ­დე დაწყე­ბუ­ლა. რო­ცა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ტარ­ტუ­ში სწავ­ლობ­და ყო­ველ თვე ჩა­დი­ო­და პე­ტერ­ბურ­გ­ში და კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ნიც­შე­ზე. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნო­ვი. წე­რი­ლებ­ში შე­იტყობთ, თუ რა სა­ო­ცა­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ივა­ნოვ­მა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე­ზე. ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნო­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იქ მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი შე­იქ­მ­ნა. სწო­რედ ამ ინ­ს­ტი­ტუტ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის მი­ერ მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, წე­რი­ლე­ბი რუ­სულ ენა­ზეა და­წე­რი­ლი, ინ­ს­ტი­ტუ­ტის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა, ვთარ­გ­მ­ნე და წიგ­ნ­ში შე­ვი­ტა­ნე.
„ძვირ­ფა­სო ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნეს ძევ!
იენი­დან გწერთ, სა­დაც ჩემს გა­მომ­ცე­მელ Diederichs-თან ვსტუმ­რობ. ჩე­მი მე­უღ­ლე უკან დაბ­რუნ­და იტა­ლი­ი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ცუდ­მა ამინ­დებ­მა ხე­ლი შე­უ­შა­ლა ბო­ლომ­დე დამ­ტ­კ­ბა­რი­ყო ამ კურ­თხე­უ­ლი მხა­რით. თქვენ­თან ორ­ჯერ შეხ­ვედ­რა მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში წა­რუშ­ლე­ლი დარ­ჩე­ბა. მო­ხიბ­ლუ­ლია თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბით, რო­გორც რუ­სი და რო­გორც ადა­მი­ა­ნი. Paeschke კი მხო­ლოდ თქვენ­ზე ლა­პა­რა­კობს. ჩემ­მა მე­უღ­ლემ თქვე­ნი სიტყ­ვე­ბი გად­მომ­ცა: დაე, გრი­გოლ ტი­ტეს ძეს მუ­დამ ვუყ­ვარ­დეო. ამან ცრემ­ლე­ბამ­დე შემ­ძ­რა. ეჭ­ვი არ შე­გე­პა­როთ თქვენ­და­მი ჩემს სიყ­ვა­რულ­ში, ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნეს ძევ! მე ბო­ლომ­დე ერ­თ­გუ­ლი ვრჩე­ბი მა­თი, ვის­თან შეხ­ვედ­რაც ჩემ­ში ამ გრძნო­ბას აღ­ძ­რავს: გან­შო­რე­ბა არ არის, მა­შა­სა­და­მე, არც სიკ­ვ­დი­ლია. ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი თქვენ გი­ჭი­რავთ იმ მცი­რე­რიცხო­ვან ადა­მი­ან­თა შო­რის, რო­მელ­თაც სამ­ყა­როს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს მა­ზი­ა­რეს. ამა­ზე ჩე­მი წიგ­ნე­ბი მეტყ­ვე­ლე­ბენ. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი არ­სე­ბაა, რო­მე­ლიც „გატყორ­ც­ნი­ლია“ სამ­ყა­რო­ში, რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტი. რა­ღაც პუნ­ქ­ტ­ში მან ორი საწყი­სი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. თქვე­ნი გან­მარ­ტე­ბით, ეს ნა­ზა­ვია ღვთი­უ­რი­სა და არაღ­ვ­თი­უ­რის. ადა­მი­ა­ნი ზე­პი­როვ­ნუ­ლის პი­როვ­ნულ მა­გა­ლი­თად უნ­და იქ­ცეს. ესაა აზ­რი ღმერ­თის მო­წა­მებ­რი­ვი გზი­სა ადა­მი­ა­ნამ­დე, რო­გორც პი­რუ­კუ, ადა­მი­ა­ნის ასე­ვე მო­წა­მებ­რი­ვი გზი­სა ღმერ­თამ­დე. ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად ვერ არ­თ­მევს თავს ამ ამო­ცა­ნას. და ამი­ტო­მაც ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად უკ­ვ­და­ვი ვერ იქ­ნე­ბა კოს­მი­უ­რად და არა მე­ტა­ფი­ზი­კუ­რად. ამა­ში ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა სი­ხა­რუ­ლი უნ­და ელო­დეს ადა­მი­ანს, რო­დე­საც ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეხ­ვ­დე­ბა პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­შიც ეს ორი საწყი­სი თა­ვის ძა­ლი­თა და ყვე­ლა მო­ცე­მუ­ლო­ბით სრულ­ქ­მ­ნი­ლო­ბამ­დეა დაძ­ლე­უ­ლი. უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით ამის შე­სა­ხებ პი­რის­პირ ვი­სა­უბ­რებთ, რო­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­ვის­ტო­ში, რომ­ში ვიქ­ნე­ბი. წი­ნას­წარ ვტკბე­ბი თქვენ­თან „პი­თა­გო­რუ­ლად“ სა­უბ­რის მო­ლო­დინ­ში.
ნა­თელ დღე­ებს გი­სურ­ვებთ!“
წე­რი­ლის P.S. ასე მთავ­რ­დე­ბა: „ოღონდ ერ­თ­სა გთხოვთ: ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ჭვრე­ტის წუ­თებ­ში ზოგ­ჯერ მეც გა­მიხ­სე­ნეთ“.

მი­მო­წე­რით აღ­მო­ჩე­ნი­ლი
 „უც­ნო­ბი რო­ბა­ქი­ძე“


ამ წე­რი­ლებმა ახალი შტრიხები შემატა  გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პი­როვ­ნე­ბას. თა­ვის თავს რო­ბა­ქი­ძე მუდ­მივ ოპო­ნი­რე­ბას უწევ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი სტან­დარ­ტი შე­უქ­მ­ნა სა­კუ­თარ თავს — რა არის ღი­რე­ბუ­ლი — და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ქვეშ ცხოვ­რობ­და. ეს ვე­რა­ფერ­მა ვერ შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა. მას ხომ ყვე­ლა­ფე­რი აკ­ლ­და ქვე­ყა­ნა­ზე. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სამ­შობ­ლო აკ­ლ­და, რა­საც სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ წუ­თამ­დე ვერ ინე­ლებ­და. მთე­ლი სი­ცოცხ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი ცხოვ­რობ­და. სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ ათ­წ­ლე­ულ­ში და­წე­რა — სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვის მსოფ­ლ­ხატ­ში, შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლა მი­თი­ვით შექ­მ­ნა წარ­მოდ­გე­ნა ერ­ზე და იმა­ზე მე­ტი მი­ა­წე­რა ქარ­თ­ველ ერს, რაც არის. ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სწო­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო კარ­გ­ზე! სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვაგ­ვა­რად არც შე­იქ­მ­ნე­ბა, თუ რა­მე­ზე არ არის სწო­რე­ბა. მწე­რალ­მა ეს მი­თი სწო­რედ იმის­თ­ვის შექ­მ­ნა, რომ ქვე­ყა­ნას ჰქო­ნო­და მას­ზე სწო­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­ჭირ­შიც არ და­ვიწყე­ბია. რო­ცა გი­ორ­გი გამ­ყ­რე­ლი­ძის წე­რი­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მინ­და ისიც გითხ­რათ, რომ ყო­ველ წე­რილ­ში გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს 5 დო­ლარს უდებ­და, რად­გან იცო­და, თუ რო­გორ გა­სა­ჭირ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის ჟე­ნე­ვა­ში ლტოლ­ვი­ლის შემ­წე­ო­ბით ცხოვ­რობ­და, ლტოლ­ვი­ლი იყო ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, არც ერ­თი ქვეყ­ნის ქვე­შევ­რ­დო­მო­ბა არ მი­ი­ღო. მი­ხა­კო წე­რეთ­ლი­სად­მი მი­წე­რილ ერთ-ერთ წე­რილ­ში რო­ბა­ქი­ძე წერს: „ხში­რად ვერ გეხ­მა­უ­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ. ჯერ ერ­თი: დრო არა მაქვს — მე, რო­მელ­საც დრო ყო­ველ­თ­ვის ჰქონ­და. ალ­ბათ კოს­მი­ურ­მა წო­ნას­წო­რო­ბამ მო­ითხო­ვა: თავს დამ­ტეხ­ვო­და სი­ცოცხ­ლის ბო­ლო­ში მთე­ლი სიმ­ძი­მით „წყე­ვა ადა­მი­სა“! შემ­დ­გომ: ხე­ლით წე­რა თან­და­თან მიძ­ნელ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი სა­წე­რი მან­ქა­ნა კი არ გა­მაჩ­ნია. რამ­დენს მო­ვი­გებ­დი მე რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი, რამ­დენს მო­ი­გებ­და ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი, ასე­თი მან­ქა­ნა რომ მქონ­დეს! იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ხე­ლით ვწე­რო. ამას თან ემა­ტე­ბა კი­დევ ერ­თი ­რამ. „გას­მით“ წე­რას უარობს ჩე­მი ხე­ლი: იგი ცდი­ლობს: ასო­ე­ბი „ამოჭ­რას“. ხან­და­ხან ვფიქ­რობ: ჩემს გვარ­ში ძვე­ლად ლურ­ს­მულ-მწე­რელ­ნი თუ იყ­ვ­ნენ-მეთ­ქი“. სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე ქარ­თულ სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე ოც­ნე­ბობ­და მწე­რა­ლი.
რა­ღაც ამაღ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და თა­ვი­სი თა­ვი თვი­თონ­ვე შექ­მ­ნა. ერთ წე­რილ­ში წერს: „ქართველთ უნდა ახსოვდეთ ეს — ბუნებით კეთილშობილნი არიან, მაგრამ აკლიათ წვართი. მე თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ და მხოლოდ „წვართის“ წყა­ლო­ბით“. ის გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე არა მარ­ტო გო­ნებ­რი­ვი და ინ­ტე­ლექ­ტის გაღ­რ­მა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, მის მიერ აღი­არე­ბულ ღირებულებებზე არა­სო­დეს, არაფ­რის გა­მო უარს არ ამ­ბობ­და.
სავ­სე ვარ მისი პი­როვ­ნე­ბით. რო­გორც გითხა­რით, არ­ქივ­ში შე­სუ­ლია ორი ლექ­სი და ეს­სე „ქარ­თუ­ლი გე­ნია როკ­ვით გან­ფე­ნი­ლი“, ასე­ვე, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ხა­სი­ა­თის ჩა­ნა­წე­რე­ბი გერ­მა­ნულ ენა­ზე, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან დი­დი დაკ­ვირ­ვე­ბი­თაა სა­ჭი­რო მუ­შა­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ადა­მი და ევას ცოდ­ვად და­ცე­მის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ახ­ს­ნა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამო­კითხუ­ლი აქვს თე­ო­ლო­გი­ურ თუ ფი­ლო­სო­ფი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მაგ­რამ გა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს თა­ვის აზ­როვ­ნე­ბა­ში.
გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის წე­რი­ლებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა მი­სი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კა­ზე, ემიგ­რა­ცი­ის მო­ვა­ლე­ო­ბა­სა და მრწამ­ს­ზე, სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე, ჟურ­ნალ­ში გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბელ სტა­ტი­ებ­ზე და ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც მის წი­ნა­შე იდ­გა სუ­ლი­ერ და შე­მოქ­მე­დე­ბით ჭრილ­ში. ამ წე­რი­ლე­ბით, ერ­თ­გ­ვა­რად, გა­ცოცხ­ლ­და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე.
წე­რი­ლე­ბი მკითხ­ველს და­ეხ­მა­რე­ბა, ბო­ლომ­დე შე­იგ­რ­ძ­ნოს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ემ­პი­რი­უ­ლი და ინ­ტუ­ი­ტუ­რი სა­ფუძ­ვ­ლი­დან არ იღებს სა­თა­ვეს. მწე­რა­ლი ღრმა ჭვრე­ტით „მა­რა­დი­ულ მიბ­რუ­ნე­ბა­შია“ დრო­სა და სივ­რ­ცე­ში. ესაა მიბ­რუ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნი არ­სის მი­თი­ურ შრე­ებ­თან. მი­სი აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ქვე­შეც­ნე­უ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი­დაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა მო­ნა­პოვ­რით — მი­თი­უ­რი ატ­ლან­ტე­ბი­დან მო­აქ­ჟა­მამ­დე. იგი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ „წვარ­თის“ წყა­ლო­ბით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მა­რა­დი­ულ მღვი­ძა­რე­ბა­ში ამ­ყო­ფოს ეს შრე­ე­ბი, რა­თა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია ერთ მთლი­ა­ნო­ბა­ში აღიქ­მე­ბო­დეს. ამის ერთ-ერთ ძლი­ერ სა­შუ­ა­ლე­ბად, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც მწე­რა­ლი, იგი სიტყ­ვას მი­იჩ­ნევს.
ამ წე­რი­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი მკითხ­ვე­ლი თა­ვის გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს აღ­მო­ა­ჩენს და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, ახ­ლე­ბუ­რად გა­ი­აზ­როს მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა.

ესაუბრა
ლალი ჯელაძე

P.S. ინ­ტერ­ვი­უს ერთ-ერ­თი უთა­რი­ღო, ბო­ლო­ნაკ­ლუ­ლი წე­რი­ლით და­ვას­რუ­ლებ. რომ­ლის ად­რე­სა­ტი უც­ნო­ბია, ის ნა­თელს ფენს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას ემიგ­რა­ცი­ა­ში, იმ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც სა­მა­რე­ში წა­ი­ღო: „ეს არის შე­ნი მშვე­ნი­ე­რი ბა­რა­თი მი­ვი­ღე. წა­ვი­კითხე, ცრემ­ლე­ბი მო­მაწ­ვა, სი­ხარუ­ლის თუ მწუ­ხა­რე­ბის — სი­ხა­რუ­ლის, რად­გან გუ­ლით გა­გე­ბა ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­სა ევ­რო­პა­ში ჩემ­თ­ვის ღვთი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რია. მწუხ­რის — რად­გან სწო­რედ ასე­თი გა­გე­ბის დროს წინ მიდ­გე­ბა — მე­რამ­დე­ნე­ჯერ? — შა­ვი ბე­დი ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი... მე უარ­ვ­ყა­ვი სა­კუ­თა­რი თა­ვი, ვარ გახ­ს­ნი­ლი გუ­ლი მარ­ტო და გუ­ლი სხე­ულ­ქ­მ­ნი­ლი ნა­წი­ლია მის­ტი­ურ დაგ­ლე­ჯი­ლი დი­ო­ნი­სი­სა. თუ რამ კარ­გი ნა­ყო­ფი გა­მო­დის ჩემ­გან, ეს მად­ლი არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ლოც­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­წი­სა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ იც­ნო­ბენ არც აქ და არც იქ. იგი უნი­ვერ­სა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. პა­ტა­რა ერი, რო­მელ­ში­აც ცოცხ­ლობს ტო­მუ­რად, ერ­თ­ს­ხე­უ­ლად სუ­ლი, აღ­მო­სავ­ლუ­რი სა­შო, სა­ცა მი­წა „დე­დაა“ წმინ­და, ის­ტო­რია უძ­ვე­ლე­სი, რო­მე­ლიც თა­ვის ათას­წ­ლე­ბი­ან სიგ­რ­ძე­ზე აგ­რო­ვებს ქმე­დით ცოცხალ ხსოვ­ნას (ანამ­ნე­ზისს), აქაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­სი. ეს ცხად­დე­ბა ქარ­თულ ხა­სი­ათ­ში, ქარ­თულ სიტყ­ვა­ში, ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ში (რო­მე­ლიც ღმერ­თ­კა­ცე­ბი­საა)... და აი ამ „დე­დის“, „ამ მი­წის“ ტრა­გი­კუ­ლი ხილ­ვა ძნე­ლია... ამ წამს ისიც არ ვი­ცი ცოცხა­ლია თუ არა ჩე­მი წმინ­და დე­და, რომ­ლის რძემ მე პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს მად­ლი მა­გე­მა, ვაი თუ ვე­ღარ ვნა­ხო იგი, ჩე­მი წმინ­და დე­და. ცრემ­ლებ­მა მიხ­შივ­რეს ბო­ლო დროს. დე­დის გუ­ლი მა­პა­ტი­ებს ალ­ბათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოვ­ცილ­დი — არა რო­გორც ემიგ­რან­ტი (ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად)... ვე­ღარ ვაგ­რ­ძე­ლებ. მო­კითხ­ვა.“

25-28(942)N