გამოდის 1998 წლიდან
2013-05-29
მე, თოვ­ლი და ორ­ჰან ფა­მუ­ქი

ვუძღ­ვ­ნი დე­დის —
ზა­ი­რა ჩხენ­კე­ლი-ბაგ­რა­ტი­ო­ნის ხსოვ­ნას

მო­გე­სალ­მე­ბი,
ჩე­მო ერ­თ­გუ­ლო მკითხ­ვე­ლო!
სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლოა ასე­თი აუდი­ტო­რი­ის სამ­ს­ჯავ­რო­ზე სა­კუ­თა­რი ნა­ფიქ­რა­ლის გა­მო­ტა­ნა, თუმ­ცა ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი ხედ­ვის მე­გობ­რე­ბის­თ­ვის, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა. თქვენ კი, უპი­რო­ბოდ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ და ის, რომ თქვე­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა პე­და­გო­გია, გვა­ახ­ლო­ებს კი­დეც ერ­თ­მა­ნეთ­თან.
წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლი არ არის და­წე­რი­ლი, რო­გორც სა­გა­ზე­თო სტა­ტია. ეს არის რო­მა­ნის კითხ­ვის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც შემ­დეგ ფე­ის­ბუ­კის სტა­ტუ­სე­ბად გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს, ახ­ლა კი, სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ად გა­ერ­თი­ან­დ­ნენ.
მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­საც წა­კითხუ­ლი გაქვთ რო­მა­ნი, თქვენს აზრს და ხედ­ვას გაგ­ვი­ზი­ა­რებთ, ისი­ნი კი, ვი­საც ჯერ არ წა­უ­კითხავს ეს წიგ­ნი, აუცი­ლებ­ლად წა­ი­კითხა­ვენ.
პა­ტი­ვის­ცე­მით, ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნი

***
თბი­ლის­ში, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში „სან­ტა ეს­პე­რან­სა“, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და უზ­ნა­ძის შე­მა­ერ­თე­ბელ პა­ტა­რა ქუ­ჩა­ზეა და სა­დაც ვი­ყი­დე ორ­ჰან ფა­მუ­ქის „თოვ­ლი“, თა­რო­ებ­ზე ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით დაწყო­ბი­ლი წიგ­ნე­ბის მე­სა­მე რი­გის პირ­ველ თა­რო­ზე და­ვი­ნა­ხე წიგ­ნი, რო­მელ­საც ყდა­ზე ყვი­თე­ლი, უფ­რო სწო­რად სტა­ფი­ლოს­ფე­რი ფურ­ცე­ლი ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი ე.წ. „სკრე­პით“ და ზედ ხელ­ნა­წე­რი შრიფ­ტით რა­ღაც ეწე­რა. სა­თა­უ­რად კი... „წიგ­ნის ნეკ­რო­ლო­გი“ ჰქონ­და.
მე­ო­რე წიგ­ნ­ზეც იყო უფ­რო ღია ფე­რის ფურ­ცე­ლი მი­მაგ­რე­ბუ­ლი ე.წ. „სკრე­პით“, რა­ღაც ტექ­ს­ტით, მაგ­რამ მას არ ეწე­რა „წიგ­ნის ნეკ­რო­ლო­გი“.
და­მა­ინ­ტე­რე­სა, მაგ­რამ იმ სტა­ფი­ლოს­ფერ­ფურ­ც­ლი­ან წიგნს ხე­ლი არ (ვერ) მოვ­კი­დე და არ (ვერ) წა­ვი­კითხე... სიტყ­ვამ — ნეკ­რო­ლო­გი — ჩემ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და.
რა იყო ეს — მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვ­ლა, თუ ავ­ტო­რის პო­ზი­ცია წიგ­ნი­სად­მი, თუ ახა­ლი თბი­ლი­სუ­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­და, თუ წიგ­ნის სა­თა­უ­რი?
 არ ვი­ცი....
თუ პირ­ვე­ლი, მა­შინ ჩემ­თ­ვის არ გა­ა­მარ­თ­ლა, რად­გან ნეკ­რო­ლოგს გა­ზეთ­ში არ ვკითხუ­ლობ და ტე­ლე­ვი­ზორ­ში არ ვუ­ყუ­რებ (ვუს­მენ) და იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც სი­ცოცხ­ლე უამ­რა­ვი წიგ­ნი­დან ჩქეფს, რა საქ­მე აქვს ნეკ­რო­ლოგს? თუ მე­ო­რეა, მკვდარ წიგნს რა უნ­და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში? თუ წიგ­ნი წა­კითხ­ვის­თა­ნა­ვე მოკ­ვ­და, ასე­თი წიგ­ნის ყიდ­ვას და წა­კითხ­ვას რა აზ­რი აქვს? თით­ქოს ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვ­დი­ლი გვაკ­ლია, წიგ­ნის სიკ­ვ­დი­ლის მოწ­მე­ე­ბი რომ არ გავ­ხ­დეთ! თუ მე­სა­მეა, ანუ მო­დაა ასეთ სა­თა­ურ­ზე, მა­შინ ბო­დი­ში, ჩემ­თ­ვის, ერ­თი სოფ­ლე­ლი, პრო­ვინ­ცი­ე­ლი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის, თბი­ლი­სუ­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­დაა და მის არსს ასე და­უ­ახ­ლო­ებ­ლად, ალ­ბათ, ვერ ჩავ­წ­ვ­დე­ბი. ამი­ტომ, რო­ცა კი­დევ მოვ­ხ­ვ­დე­ბი ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მდი­დარ წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში, აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა და უზ­ნა­ძეს შო­რის, აუცი­ლებ­ლად წა­ვი­კითხავ იმ „წიგ­ნის ნეკ­რო­ლოგს“ და, იქ­ნებ, მა­შინ მი­ვი­ღო პა­სუ­ხი ჩემს კითხ­ვებ­ზე.
მაგ­რამ ეს სა­თა­უ­რი „წიგ­ნის ნეკ­რო­ლო­გი“ არ მას­ვე­ნებს... იქ­ნებ, რო­ცა წიგ­ნ­ზე იწყებ წე­რას, ეს კლავს თა­ვად წიგნს?
არის ამა­ში რა­ღაც... ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ყვე­ლას სა­კუ­თა­რი ხედ­ვა აქვს წიგ­ნი­სა და სხვამ შე­იძ­ლე­ბა არ და­ი­ნა­ხოს ის, რაც მე და­ვი­ნა­ხე, ან ჩე­მი გან­ც­დი­ლი და ნა­ნა­ხი სხვას არ მო­ე­წო­ნოს და მის­თ­ვის ეს წიგ­ნი მოკ­ვ­დეს და აღარ წა­ი­კითხოს; ან პი­რი­ქით, ჩე­მი ნა­ფიქ­რა­ლი და გან­ც­დი­ლი იმ­დე­ნად სრუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ით­ქ­ვას წიგ­ნის შე­სა­ხებ და ჩე­მი ნა­ფიქ­რა­ლის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ვინ­მემ თა­ვად წიგ­ნი აღარ წა­ი­კითხოს, ანუ მის­თ­ვი­საც მოკ­ვ­დეს ეს წიგ­ნი! არა? (სტუ­დენ­ტო­ბი­დან, ალ­ბათ, ყვე­ლას ახ­სოვს ასე­თი მკვდა­რი წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ კრი­ტი­კი­დან ვგე­ბუ­ლობ­დით ყვე­ლა­ფერს, წიგნს კი არ ვკითხუ­ლობ­დით. თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით წიგ­ნ­ზე, მაგ­რამ თა­ვად წიგ­ნი არ წაგ­ვი­კითხავს, ანუ ის წიგ­ნი მკვდა­რია ჩვენ­თ­ვის.
ახ­ლა, რო­ცა ვკითხუ­ლობ „თოვლს“, ბევ­რი რა­მის თქმა, და­წე­რა, გა­ზი­ა­რე­ბა მინ­და, მაგ­რამ თვალ­წინ ის ყვი­თე­ლი, უფ­რო სწო­რად, სტა­ფი­ლოს­ფე­რი ფურ­ცე­ლი წარ­წე­რით „წიგ­ნის ნეკ­რო­ლო­გი“ მიდ­გას...
...კი­დევ, ალ­ბათ, ესეც უნ­და დავ­წე­რო... იმ მრა­ვალ წიგნს შო­რის,  რომ­ლებ­საც ნეკ­რო­ლო­გე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი, ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, იყო „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში მო­მიკ­ვ­და... მარ­თა­ლია, მა­შინ­დე­ლი გარ­ჩე­ვი­სა და ფილ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ წა­კითხუ­ლი არ მქონ­და (ასეც ხდე­ბა).
„დი­დოს­ტა­ტი“ მხო­ლოდ ჩემ­მა გო­გომ გა­მი­ცოცხ­ლა, რო­ცა, პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში, წიგ­ნის კითხ­ვა­ში და­ა­თენ­და და დი­ლით დი­დი ხნის დუ­მი­ლის შემ­დეგ თქვა — „უძა­ან­მაგ­რე­სი წიგ­ნია“!!! და გა­მო­მიტყ­და გი­ორ­გის სიკ­ვ­დილ­ზე ვი­ტი­რეო (სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ნამ­დ­ვი­ლად არ არის და სა­ერ­თოდ, ისე გა­ი­ზარ­და, არ უტი­რია)... შემ­რ­ცხ­ვა და „დი­დოს­ტა­ტი“ გა­მი­ცოცხ­ლ­და... და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ!
ეს ამ­ბა­ვი იმი­ტომ გა­ვიხ­სე­ნე, რომ სხვი­სი აზ­რი ყო­ველ­თ­ვის არ კლავს წიგნს! სხვი­სი აზ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ნეკ­რო­ლო­გი მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ეს მშრა­ლი ანა­ლი­ზი კი არ არის, არა­მედ — წა­კითხუ­ლი­სად­მი პი­რა­დი ემო­ცი­ე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვაა.
ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შენს მკითხ­ველ­ში იწ­ვევ სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ას და მას, შე­იძ­ლე­ბა, შენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, შენ­თან პო­ლე­მი­კა ან შე­ნი აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მო­უნ­დეს, მა­შინ ის აუცი­ლებ­ლად წა­ი­კითხავს იმ წიგნს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გულ­წ­რ­ფელ ემო­ცი­ებს უზი­ა­რებ, რომ თა­ვა­დაც გახ­დეს ან არ გახ­დეს ამ ემო­ცი­ე­ბის თა­ნა­მო­აზ­რე ან მო­ზი­ა­რე.
თუ­კი გა­დავ­წყ­ვეტ წა­კითხულ წიგ­ნ­ზე რა­მის და­წე­რას, ვეც­დე­ბი, ასე დავ­წე­რო — გულ­წ­რ­ფე­ლი ემო­ცი­ე­ბით!
მაშ ასე, და­ვიწყოთ... და­ვიწყოთ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან!
მე მიყ­ვარს თოვ­ლი და, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, ისეთ ად­გი­ლას ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ, სა­დაც შარ­შან, მა­გა­ლი­თად, 6 თვე თოვ­ლი იყო და მხო­ლოდ სა­აღ­დ­გო­მოდ დად­ნა.
მე მიყ­ვარს კითხ­ვა და ამ ბო­ლო დროს უფ­რო აღ­მო­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა მწა­დია, ამი­ტომ, რო­ცა წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ფა­მუ­ქის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ვნა­ხე, რა თქმა უნ­და, ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი „თოვ­ლ­ზე“ შე­ვა­ჩე­რე.
მე არ და­ვიწყებ ორ­ჰან ფა­მუ­ქის რე­გა­ლი­ებ­სა და ავ­ტო­რი­ტეტ­ზე წე­რას, ნე­ბის­მი­ე­რი „და­გუგ­ლავს“ და ნა­ხავს, მეც ფა­მუქ­ზე მხო­ლოდ ვი­კი­პე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე, სხვა არა­ფე­რი წა­მი­კითხავს, რად­გან მე­ში­ნია, სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ვექ­ცე და მინ­და, შევ­ძ­ლო ჩე­მი ემო­ცი­ე­ბი­სა და გან­ც­დე­ბის შე­უ­ფე­რა­დებ­ლად ჩვე­ნე­ბა.
თუ ამ ადა­მი­ანს თურ­ქეთ­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ექ­მ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რაც ამ რო­მან­ში უწე­რია, მა­შინ არც მთლად ისე­თი ქვე­ყა­ნა ყო­ფი­ლა თურ­ქე­თი, რო­გო­რა­დაც ის ამ ნა­წარ­მო­ებ­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი. ამ სიტყ­ვე­ბის წე­რი­სას „თოვ­ლის“ ერ­თი გმი­რის სიტყ­ვე­ბი გა­მახ­სენ­და, რო­მელ­საც არ სურ­და, ფა­მუ­ქის მი­ერ და­წე­რილ რო­მან­ში, თურ­ქე­თი არას­წო­რად და­ე­ნა­ხა მკითხ­ველს. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ სწო­რად დაგ­ვა­ნა­ხა ავ­ტორ­მა თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, რად­გან, რამ­დე­ნა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, ფა­მუქს ჰქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო. თა­ვი­სი ქვეყ­ნის ან კუთხის კრი­ტი­კას ხომ ძნე­ლად პა­ტი­ო­ბენ.
სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად, რო­ცა წიგნს ვკითხუ­ლობთ, არ ვაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას ეპიგ­რა­ფებს, მა­შინ რო­ცა ისი­ნი ძა­ლი­ან ბევრს გვე­უბ­ნე­ბი­ან იმის შე­სა­ხებ რა­საც ვკითხუ­ლობთ. ალ­ბათ, ავ­ტო­რიც ეპიგ­რა­ფებს ბო­ლოს წერს და ამით რე­ზი­უ­მი­რე­ბას ახ­დენს იმი­სა, რაც უკ­ვე და­წე­რა. „თოვ­ლის“ ეპიგ­რა­ფებ­შიც თავ­მოყ­რი­ლია ყვა­ლა­ფე­რი, რაც გაშ­ლი­ლია რო­მან­ში: მიძღ­ვ­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი­სად­მი, საგ­ნე­ბის სა­ში­ში ზღვა­რი, პო­ლი­ტი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ში და შუა კონ­ცერ­ტ­ზე გას­რო­ლი­ლი ტყვია, ევ­რო­პა და ევ­რო­პე­ლო­ბა და ხალ­ხის უფა­სუ­რო­ბა! ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქ­ვა­მია, მაგ­რამ ეს არ კლავს წიგნს, ეს არ არის წიგ­ნის ნეკ­რო­ლო­გი, რა­მე­თუ მე, რო­გორც მკითხ­ველ­მა, უნ­და გა­ვი­გო, რა კავ­ში­რია ამ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის და რაც მთა­ვა­რია — რა შუ­ა­შია აქ თოვ­ლი!
რო­მა­ნი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, პო­ე­ტუ­რად და პრო­ზა­უ­ლა­დაც იწყე­ბა.
ეპი­თეტ­ში „უხ­მოა თოვ­ლი“ უკ­ვე ჟღერს იდუ­მა­ლი და ამო­უც­ნო­ბი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბით გა­ტან­ჯუ­ლი გლე­ხი ქა­ლის სულ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს.
მე­ო­რე წი­ნა­და­დე­ბა კი უკ­ვე პრო­ზა­უ­ლი დამ­ღ­ლე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაა ყარ­სის­კენ. თუ­კი ვინ­მეს გი­მოგ­ზა­უ­რი­ათ თურ­ქეთ­ში, ჩემ­ზე კარ­გად გე­ცო­დი­ნე­ბათ ეს გზა. ვინც არ ყო­ფილ­ხართ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ან კი­დევ უკე­თე­სი, იმ­გ­ზავ­რეთ ახალ­ცი­ხე-ახალ­ქა­ლა­ქის გზით ახალ­ქა­ლა­ქამ­დე და იგ­რ­ძ­ნობთ, რა დამ­ღ­ლე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და სტამ­ბო­ლი­დან არ­ზ­რუ­მამ­დე და არ­ზ­რუ­მი­დან ყარ­სამ­დე გზა.
ის, რომ რო­მა­ნის პირ­ვე­ლი­ვე თა­ვებ­ში სა­უ­ბა­რია რუ­სებ­ზე, სომ­ხებ­ზე, ქარ­თ­ვე­ლებ­ზე, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე, და­ბო­ლოს ის, რომ მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა ყარ­ს­ში და არა ან­კა­რა­ში ან ან­ტა­ლი­ა­ში, არა­მედ აქ­ვე მე­ზობ­ლად, იმ­თა­ვით­ვე ახ­ლო­ბელს ხდის ამ წიგნს ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის. ნაც­ნო­ბი პე­ი­ზა­ჟე­ბი, ნაც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, არც ისე შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი აიოლებს რო­მა­ნის კითხ­ვას, მი­სი პრობ­ლე­მა­ტი­კის გა­თა­ვი­სე­ბას და, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­რა­ლე­ლის და­ნახ­ვა­საც!
რა­ტომ სამ­წუ­ხა­როდ? ...იმი­ტომ, რომ რო­მან­ში ისე­თი გა­ნუ­კითხა­ო­ბაა აღ­წე­რი­ლი, ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბა, ისეა გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და სი­ცოცხ­ლე, რა­ღაც იდე­ე­ბის გა­მო, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რ­გან ჩე­მი სამ­შო­ბ­ლოს უახ­ლ­ეს წარ­სულს მა­გო­ნებს.
თა­ვი­დან, რო­ცა ფა­მუ­ქის „თოვ­ლი“ შე­ვი­ძი­ნე, ანო­ტა­ცია წა­ვი­კითხე, სა­დაც ეწე­რა, რომ მთა­ვა­რი გმი­რი, შემ­თხ­ვე­ვით, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა, წიგნს გა­დავ­ხე­დე და ფიფ­ქ­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვნა­ხე, ამ ყვე­ლა­ფერ­მა: თოვ­ლ­მა, ლექ­სებ­მა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბამ, რა­ტომ­ღაც პას­ტერ­ნა­კის „ექი­მი ჟი­ვა­გო“ გა­მახ­სე­ნა.
თოვ­ლი, მე­გო­ნა, ყველ­გან და ყვე­ლას­თან ერ­თ­ნა­ირ ემო­ცი­ებს იწ­ვევ­და, მაგ­რამ სხვაა პას­ტერ­ნა­კის თოვ­ლი, რე­მარ­კის თოვ­ლი და ფა­მუ­ქის თოვ­ლი. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ჩემ­თან სწო­რედ ფა­მუ­ქის თოვ­ლია, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლა­დაც ახ­ლო­საა.
„უხ­მოა თოვ­ლი... ეს რომ ლექ­სის და­საწყი­სი ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვის გრძნო­ბას თოვ­ლის სი­ჩუ­მეს და­არ­ქ­მევ­და.“
„გამ­ს­ხ­ვი­ლე­ბულ ფიფ­ქებს მიშ­ტე­რე­ბო­და, ქა­რი ჰა­ერ­ში რომ ატ­რი­ა­ლებ­და. ისი­ნი ბავ­შ­ვო­ბი­სა­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­სუფ­თ­ვის, და არა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბის ნიშ­ნად ეჩ­ვე­ნე­ბო­და.“
„ისე­თი გრძნო­ბა ჰქონ­და, რომ ეს არ­ნა­ხუ­ლად ლა­მა­ზი თოვ­ლი გა­ცი­ლე­ბით დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას მი­ა­ნი­ჭებ­და.“
„თოვ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც ყვე­ლას გვე­სიზ­მ­რე­ბაო.“
„ახ­ლა თოვ­ლის სა­ფარ­ქ­ვეშ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი­ყო და და­კარ­გუ­ლი­ყო.“
„რო­ცა თოვ­ლი ქა­ლა­ქის ჭუჭყს, ტა­ლახ­სა და სიბ­ნე­ლეს თა­ვის სა­ფარ­ქ­ვეშ მა­ლავ­და, კას არ­სე­ბა­ში უმან­კო­ე­ბის მი­ვიწყე­ბუ­ლი გრძნო­ბა იღ­ვი­ძებ­და ხოლ­მე.“
„აქ თოვ­ლი დამ­ღ­ლე­ლი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო. მთელ ღა­მეს თოვ­და. თო­ვა ერ­თი წუ­თი­თაც არ შემ­წყ­და­რა.“
„ეს თოვ­ლიც უხ­მოდ მო­ას­წა­ვებ­და სამ­ყა­როს და­სას­რულს.“
ამ პო­ე­ტუ­რი და თან ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი თოვ­ლის სა­ფა­რი­დან ნელ-ნე­ლა გა­მოძ­ვ­რე­ბა ის­ტო­რია თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი ის­ლა­მის­ტი გო­გო­ნე­ბის და თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის. თოვ­ლის ზვა­ვი­ვით იზ­რ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა: პრინ­ცი­პე­ბი თუ პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა; ევ­რო­პა თუ აღ­მო­სავ­ლე­თი; რწმე­ნა თუ ურ­წ­მუ­ნო­ე­ბა; სამ­შობ­ლო თუ უცხო­ე­თი! და ამ და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მო ჰა­ერ­ში ჰკი­დია კითხ­ვა — სად არის ფა­რი­სევ­ლო­ბა და სად არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა? ასეთ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ფა­მუ­ქი, თა­ვის გმი­რებ­თან და მკითხ­ველ­თან ერ­თად, ფიქ­რობს, ბჭობს და ცდი­ლობს, სა­მი­ვე­ნი — ავ­ტო­რიც, გმი­რე­ბიც და მკითხ­ვე­ლიც სწორ ან, თუნ­დაც, ლო­გი­კუ­რად გა­მარ­თ­ლე­ბულ გზა­ზე დად­გ­ნენ.
მახ­სოვს, სულ პირ­ვე­ლად რო­დის მო­ვი­ხიბ­ლე ავ­ტო­რის ყოფ­ნით ნა­წარ­მო­ებ­ში — ეს იყო პუშ­კი­ნის „ევ­გე­ნი ონე­გი­ნი“. პუშ­კი­ნი ისე ლა­ღად, თა­ვი­სუფ­ლად, უზა­დო იუმო­რით, წრფე­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და თა­ვის გმი­რებ­ზე, მოვ­ლე­ნებ­ზე, თა­ვის რო­მან­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ მოვ­ხიბ­ლუ­ლი­ყა­ვი (მით უმე­ტეს, მე არც პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, ვინც პუშ­კინ­მა მო­ხიბ­ლა). პუშ­კი­ნის ხიბ­ლი იმა­შიც იყო, რომ ის ზო­გა­დად კი არ ამ­ბობ­და სათ­ქ­მელს, პი­რა­დად მე მე­უბ­ნე­ბო­და, გვერ­დით მეჯ­და, მე­ხუმ­რე­ბო­და, თვალს მიკ­რავ­და, მუჯ­ლუ­გუნ­საც კი გამ­კ­რავ­და, მა­ცი­ნებ­და და სა­ერ­თო­დაც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში მოვ­ყავ­დი (მარ­თა­ლია, ეს ფრა­ზა რუ­სუ­ლის კალ­კია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად „აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნებ­და“ ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლია).
მოკ­ლედ, ფა­მუქ­მა პუშ­კი­ნი გა­მახ­სე­ნა... არ ვა­და­რებ, ისე... უბ­რა­ლოდ, გა­მახ­სე­ნა!
მე არ ვა­პი­რებ „თოვ­ლის“ სი­უ­ჟე­ტის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას, უბ­რა­ლოდ, კითხ­ვის დროს გა­კე­თე­ბულ ჩა­ნიშ­ვ­ნებს მინ­და მივ­ს­დიო და კი­დევ ერ­თხელ დავ­ფიქ­რ­დე, რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ ფრა­ზას გა­ვუს­ვი ხა­ზი, რა წა­მო­ე­დო ჩემს გულს და გო­ნე­ბას. ფაქ­ტია, ამ ჩა­ნიშ­ვ­ნე­ბი­დან რა­ღაც გულს შე­ე­ხო, რა­ღაც კი — გო­ნე­ბას, რა­ღაც უბ­რა­ლოდ მო­მე­წო­ნა, რა­ღა­ცამ კი და­მა­ფიქ­რა, რა­ღა­ცას და­ვე­თან­ხ­მე, რა­ღაც გა­ვაპ­რო­ტეს­ტე.
„რო­ცა პო­ე­ზია ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის, პო­ლი­ტი­კის ჩრდი­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა“ — ამ­ბობს რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი და მე მიჩ­ნ­დე­ბა ეჭ­ვი: ჩვენ­თან, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ალ­ბათ, რამ­ხე­ლა ნაკ­ლე­ბო­ბაა პო­ე­ზი­ის, რომ მთე­ლი ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კის ჩრდილ­ქ­ვეშ მო­ექ­ცა, პო­ლი­ტი­კა კი ნამ­დ­ვი­ლად ვერ გაგ­ვა­ბედ­ნი­ე­რებს, რო­ცა ის მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის კას­კადს ბა­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. იქ­ნებ მი­ვუბ­რუნ­დეთ პო­ე­ზი­ას — ძველს, ახალს. ახ­ლაც არი­ა­ნო ახალ­გაზ­რ­და სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ტე­ბიო, ჩე­მი სტუ­დენ­ტი შვი­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან. რა იქ­ნე­ბა, ერ­თი დღით, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა და ზო­გა­დად პრე­სამ და­ი­ვიწყოს პო­ლი­ტი­კა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, პო­ლი­ტი­კა­ნე­ბი და და­ვუთ­მოთ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გვერ­დე­ბი და ტე­ლე-რა­დიო ეთე­რი პო­ე­ზი­ას. ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტე­ბი გა­ვიც­ნოთ და ძვე­ლე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ, იქ­ნებ ამან ერ­თი დღით მა­ინც გაგ­ვა­ბედ­ნი­ე­როს. თო­რემ პო­ლი­ტი­კის ჩრდი­ლის გა­მო მზეს ვე­ღარ და­ვი­ნა­ხავთ, ბნე­ლი ღა­მე კი ბნე­ლი ხალ­ხის არე­ნაა. პო­ე­ზი­ი­სა და სი­კე­თის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი პო­ლი­ტი­კის ჩრდილ­ქ­ვეშ ექ­ცე­ვა, შე­დე­გად კი ბევ­რი გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი მსხვერ­პ­ლია.
„წლე­ბი გა­ვი­და, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი მოხ­და, ყვე­ლა და­ი­ჭი­რეს და მე­რე გა­მო­უშ­ვეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მა­გა­ლი­თოდ მი­მაჩ­ნ­დ­ნენ, გა­მო­იც­ვალ­ნენ“ — ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ამ რო­მან­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლ­ეს წარ­სულს მა­გო­ნებს-მეთ­ქი უკ­ვე ვთქვი — სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, ყვე­ლას და­ჭე­რე­ბი და მე­რე ყვე­ლას გა­მოშ­ვე­ბე­ბი... და ასე­თი ბევ­რი მსგავ­სე­ბა არა­ერ­თხელ შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა კი­დევ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი მა­ინც ის არის, რომ ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის (სამ­ხედ­რო თუ სხვა ტი­პის) შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ვ­ლე­ბი­ან და არა უკე­თე­სო­ბის­კენ, ისი­ნი ოდეს­ღაც იყ­ვ­ნენ სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი, შემ­დეგ კი, უბ­რა­ლოდ, გა­მო­იც­ვალ­ნენ. პა­რა­ლე­ლე­ბი, პა­რა­ლე­ლე­ბი, პა­რა­ლე­ლე­ბი. ისე­თი გრძნო­ბა მრჩე­ბო­და რო­მა­ნის კითხ­ვი­სას, თით­ქოს ფა­მუ­ქის რე­ა­ლო­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­დი­ო­და ან ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა ფა­მუ­ქის „თოვ­ლ­ში“ გა­და­სუ­ლა.
ეს სიტყ­ვე­ბი კი იმ­დე­ნად ჩე­მია, ცო­ტა არ იყოს იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლიც კი დავ­რ­ჩი, რომ ვი­ღაც კი­დევ ზუს­ტად ასე ფიქ­რობს და ასე ახა­სი­ა­თებს ჩემს ყო­ფას ყარ­სის სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ ქა­ლაქ­ში. „ყარ­ს­ში თით­ქოს არც ქა­ლა­ქი და არც ადა­მი­ა­ნე­ბი ნამ­დ­ვი­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ. აქ ყვე­ლას ან სიკ­ვ­დი­ლი, ან აქა­უ­რო­ბის­გან გაც­ლა უნ­დო­და. მაგ­რამ მე წა­სას­ვ­ლე­ლიც აღარ დამ­რ­ჩე­ნო­და. ის­ტო­რი­ი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­მა დავ­რ­ჩი. ცი­ვი­ლი­ზა­ცია იმ­დე­ნად შორს იყო, რომ მი­სი იმი­ტა­ცი­აც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და“ — ეს გრძნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რია ზამ­თარ­ში, რო­ცა თოვ­ლი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­მა გტო­ვებს! მარ­თ­ლაც და, გარ­დაცვ­ლი­ლე­ბი ან მო­მაკ­ვ­და­ვე­ბი ჩა­მოჰ­ყავთ რუ­სე­თი­დან და სომ­ხე­თი­დან, რომ აქ დაკ­რ­ძა­ლონ! ნო­დარ დუმ­ბა­ძის ტიგ­რა­ნა­სი არ იყოს, „გა­მო­დის ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო ამა­თი სა­საფ­ლაო გამ­ხ­და­რაო“, ახალ­გაზ­რ­დე­ბი კი გარ­ბი­ან, გარ­ბი­ან რუ­სეთ­ში და სომ­ხეთ­ში და უფ­რო შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­შიც კი. სწო­რედ ამი­ტომ, აქ „კა­ცის ჭა­ჭა­ნე­ბა არაა და აქა­უ­რო­ბა მი­ტო­ვე­ბულ ქა­ლაქს ჰგავს“, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თუ პი­რი­ქით, ამის გა­მო, „უეც­რად მივ­ხ­ვ­დი, რომ ქა­ლაქ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი მარ­ტო­ო­ბი­სა და უთ­ვის­ტო­მო­ბის ეს გან­ც­და მხიბ­ლავ­და“.
გარ­და იმი­სა, რომ თოვ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი მარ­ტო­ო­ბი­სა და უთ­ვის­ტო­მო­ბის გან­ც­დაა მსგავ­სი და ახ­ლო­ბე­ლი, სუ­ლი­ერ-რე­ლი­გი­უ­რი და პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ძი­ე­ბე­ბიც ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლია ჩვენ­თ­ვის.
რო­ცა რო­მა­ნის ერ­თ­მა გმირ­მა — გა­ნათ­ლე­ბულ­მა, ევ­რო­პულ კულ­ტუ­რას­თან ნა­ზი­ა­რებ­მა პო­ეტ­მა მუჰ­თარ ბე­იმ მო­ინ­დო­მა რე­ლი­გი­ა­ში ეპო­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვი, და­უ­ახ­ლოვ­და ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ შე­იჰს, მაგ­რამ რო­ცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ამ ადა­მი­ან­მა (შე­იჰ­მა) არა­ფე­რი იცო­და მო­დერ­ნის­ტულ პო­ე­ზი­ა­ზე და ვერ გა­ი­ზი­ა­რა პო­ე­ტის დარ­დი, „ამან შე­ი­ჰი­სად­მი მი­სი რწმე­ნა შე­არ­ყია“. პო­ეტ­მა იცო­და, რომ შე­ი­ჰი „მარ­ტი­ვი ადა­მი­ა­ნი არ იყო, უბ­რა­ლოდ, ბევ­რი რამ არ იცო­და“ და რო­ცა კითხ­ვებ­ზე, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს უნ­და აწუ­ხებ­დეს, მუჰ­თარ ბე­იმ ვერ იპო­ვა პა­სუ­ხე­ბი რე­ლი­გი­ა­ში, მა­შინ მას­ში „ათე­ის­ტო­ბის დრო­ი­დან შე­მორ­ჩე­ნილ­მა, ნა­ხევ­რად რა­ცი­ო­ნა­ლის­ტ­მა, ნა­ხევ­რად უტი­ლი­ტა­რის­ტ­მა ეშ­მაკ­მა ისევ წა­მო­ყო თა­ვი“ და მა­შინ მიხ­ვ­და, რომ სუ­ლი­ერ სიმ­შ­ვი­დეს პარ­ტი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში მი­აღ­წევ­და, მიხ­ვ­და, რომ იქ (პარ­ტი­ა­ში) გა­ცი­ლე­ბით ღრმა და აზ­რი­ან სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბას შე­იქ­მ­ნი­და. ჰო­და, შექ­მ­ნა პარ­ტია, „სა­დაც რე­ლი­გი­ი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის დამ­ფა­სე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ“ და თან „მარ­ქ­სის­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი პარ­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­მო­ად­გა“. რო­გორ ჰგავს ეს ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად იმა­ვე პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ძი­ე­ბებს: კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, რე­ლი­გია, პო­ლი­ტი­კა; კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, რე­ლი­გია, პო­ლი­ტი­კა და ა.შ. და ა.შ. და, რაც მთა­ვა­რია, ეს ხალ­ხი დღემ­დე ამ ძი­ე­ბებ­შია და კი­დევ, არა ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი: მარ­ქ­სის­ტულ-კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ბევრს ძა­ლი­ან გა­მო­ად­გა.
ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ პარ­ტი­ის არც სა­ხელ­წო­დე­ბას, არც მი­მარ­თუ­ლე­ბას არა აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა! შე­საძ­ლე­ბე­ლია შექ­მ­ნა რე­ლი­გი­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბის ან მი­მარ­თუ­ლე­ბის პარ­ტია მა­შინ, რო­ცა შენ­ში ათე­ის­ტო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი ეშ­მა­კი და ეს პარ­ტია მარ­თო მარ­ქ­სის­ტულ-კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. და სამ­წუ­ხა­როა ის, რომ ასეთ ხალხს არც დრო, არც გა­რე­მო­ე­ბა, არც ასა­კი არ ზღუ­დავს! ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბის ყო­ველ ახალ ეტაპ­ზე ახალ პარ­ტი­ას შექ­მ­ნი­ან და სულ იქ­ნე­ბი­ან თა­ვი­ან­თი „სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის“ ძი­ე­ბა­ში.
„დინ­ჯად და რა­ღაც­ნა­ი­რად, მსუ­ყედ ბარ­დ­ნი­და. გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მხრი­დან მო­მა­ვალ მო­ლურ­ჯო სი­ნათ­ლე­ზე თოვ­ლი უფ­რო ქათ­ქა­თა ჩან­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ანს სა­ო­ცარ სიმ­შ­ვი­დეს, იმედს, ძა­ლა­სა და სი­ნა­ტი­ფეს ანი­ჭებ­და.“
„ისე ნე­ლა თოვ­და, თით­ქოს ფიფ­ქე­ბი ჰა­ერ­ში ეკი­და, დრო კი გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო ან შე­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო.“
„თოვ­ლ­მა ალა­ჰი მო­მა­გო­ნა, რა­ო­დენ იდუ­მა­ლი და მშვე­ნი­ე­რია ეს ქვე­ყა­ნა, ცხოვ­რე­ბა რა დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა... ეს მო­მა­გო­ნა თოვ­ლ­მა.“
„თურ­ქეთ­ში ალა­ჰის რწმე­ნა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გარ­კ­ვე­ულ წრე­ში შეს­ვ­ლას ნიშ­ნავ­და და არა უზე­ნა­ეს აზ­რ­თან და შე­მოქ­მედ­თან ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბას“ — ფა­მუ­ქის ამ სიტყ­ვებს მხო­ლოდ სი­ნა­ნუ­ლით შე­მიძ­ლია შე­ვეხ­მი­ა­ნო: ეეეჰ! მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში? მხო­ლოდ ალა­ჰის?
რო­მან­ში ძა­ლი­ან ბევრს მსჯე­ლო­ბენ რე­ლი­გი­ა­ზე, რწმე­ნა­ზე. მხო­ლოდ ამ ქვეყ­ნის (თურ­ქე­თის) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ით­ვ­ლე­ბი­ან ნამ­დ­ვილ მორ­წ­მუ­ნე­ე­ბად, ევ­რო­პე­ლე­ბი კი ათე­ის­ტე­ბად, ურ­წ­მუ­ნო­ე­ბად და ღმერ­თის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბად მი­აჩ­ნი­ათ. მარ­თა­ლია, მოქ­მე­დე­ბა ღმერ­თის­გან და ხალ­ხის­გან და­ვიწყე­ბულ პა­ტა­რა ყარ­ს­ში ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აზ­რე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აქაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, მთლი­ა­ნად თურ­ქე­თის, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი­ცაა! რა­მე­თუ ჩვენ­თა­ნაც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლებს თვლი­ან ჭეშ­მა­რიტ მორ­წ­მუ­ნე­ე­ბად და მხო­ლოდ ჩვენ ვართ მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ღირ­სი, არ გა­გი­გო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა? სხვა ყვე­ლა კი... სხვა ყვე­ლა თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბის­თ­ვის და­ის­ჯე­ბა... მხო­ლოდ ჩვენ ვართ უცოდ­ვე­ლე­ბი... თუმ­ცა, ღმერ­თ­მა დაგ­ვი­ფა­როს ამ აზ­რე­ბის იმ მას­შ­ტა­ბე­ბამ­დე გაზ­რ­და და ისეთ რე­აქ­ცი­ულ ფა­ზა­ში გა­დაყ­ვა­ნა, რო­გორც ეს „თოვ­ლ­შია“.
მაგ­რამ რო­ცა კითხუ­ლობ და ხე­დავ, ერთ დროს სე­კუ­ლა­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო რო­გორ უბ­რუნ­დე­ბა რე­ლი­გი­ურ აგ­რე­სი­ას, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ნა­ხე­ვა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ევ­რო­პაა, ში­ში გიპყ­რობს. მით უმე­ტეს, რო­ცა ხე­დავ შენს ქვე­ყა­ნა­ში რა აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა დო­ნის რე­ლი­გი­უ­რი პი­რი პო­ლი­ტი­კა­ში. რე­ლი­გი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის აღ­რე­ვას რა შე­დე­გი მოს­დევს, ამას ყო­ველდღე ვხე­დავთ არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას, აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­ლი­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ლი­გია. ეს და­სას­რუ­ლის და­საწყი­სი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში.

ფა­მუ­ქი გვე­უბ­ნე­ბა: „ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნი მშვი­დად ვერ შე­ას­რუ­ლებს ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბას, თუ სა­ე­რო საქ­მე­ე­ბის გამ­კე­თე­ბე­ლი, ვა­ჭა­რი და პო­ლი­ტი­კო­სი შრო­მის­მოყ­ვა­რე ურ­წ­მუ­ნო­ე­ბის იმე­დი არ ექ­ნე­ბა.“ დი­ა­ხაც, თუ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­და­ვა, ვინ შე­ას­რუ­ლებს სა­ე­რო საქ­მეს? ვინ ივაჭ­რებს, ვინ მარ­თავს სა­ხელ­მ­წი­ფოს, ვინ იმუ­შა­ვებს ბო­ლოს და ბო­ლოს?
მარ­ქ­სის­ტუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით რომ ვი­სარ­გებ­ლოთ (რაც შე­მომ­რ­ჩა სტუ­დენ­ტუ­რი დი­ა­მა­ტი­დან), ურ­წ­მუ­ნო­ე­ბი აშე­ნე­ბენ ცხოვ­რე­ბის ბა­ზისს, მორ­წ­მუ­ნე­ე­ბის (და არა მხო­ლოდ მა­თი) ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ამ ბა­ზის­ზე იდე­ო­ლო­გი­უ­რი ზედ­ნა­შე­ნი სწო­რად და­ა­დუ­ღა­ბონ! მაგ­რამ რა არის სა­ინ­ტე­რე­სო, იცით, ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ბა­ზი­სი ძა­ლი­ან დიდ რყე­ვებს და კა­ტაკ­ლიზ­მებს უძ­ლებს, არა, ზო­გან და ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ბზა­რი მის­ცეს, მაგ­რამ ეს ბზა­რი იოლად შე­კეთ­დე­ბა. აი, იდე­ო­ლო­გი­ურ ზედ­ნა­შენ­ზე კი რა მო­გახ­სე­ნოთ... ის, რომ ქრი­ას­ტი­ა­ნო­ბა ერ­თი რე­ლი­გია არაა და ერ­თ­მა­ნე­თი შე­აჩ­ვე­ნეს მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი ვერ გა­და­ი­ნა­წი­ლეს, თა­ვის დრო­ზე, ამა­ზე უფ­რო ხა­ტო­ვან მა­გა­ლი­თად რა მო­ვიყ­ვა­ნო?
„თუ ადა­მი­ა­ნებს არ ენ­დო­ბი, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ.“
„ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად იმას იც­ნობს, ვინც უყ­ვარს.“
„პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით სულ ის მინ­დო­და, ჩე­მი ქვე­ყა­ნა აყ­ვა­ვე­ბუ­ლი­ყო, ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო თა­ვი­სუფ­ლე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ჩვე­ნი რე­ლი­გია ამას ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და.“
ამ სიტყ­ვე­ბით ავ­ტორ­მა ჩე­მი სუ­ლის ტკი­ვი­ლი და ბორ­გ­ვა გად­მოს­ცა, სიტყ­ვა ალა­ჰის ნაც­ვ­ლად უფა­ლი წა­ი­კითხეთ, არ მინ­და ცი­ტა­ტა შევ­ც­ვა­ლო, მით უმე­ტეს, რომ ამით არ­სი არ იც­ვ­ლე­ბა — „მე ისე­თი ალა­ჰი მინ­და, რო­მე­ლიც არ მომ­თხოვს, რომ მის წი­ნა­შე წარ­სად­გო­მად ფეხ­ზე გა­ვი­ხა­დო, ვინ­მეს ხელ­ზე ვემ­თხ­ვიო და მუხ­ლი მო­ვიდ­რი­კო. ჩემს მარ­ტო­ო­ბას რომ გა­ი­გებს, ისე­თი ალა­ჰი მინ­და!“ ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის (და ვფიქ­რობ, არა მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის), სწო­რედ ეს არის. მე არა­ვის არ მინ­და ვემ­თხ­ვიო ხელ­ზე, მუხ­ლი მო­ვიდ­რი­კო და ათა­სი სხვა, რა­ცი­ო­ნა­ლურ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი, დოგ­მა­ტი შე­ვას­რუ­ლო და, უმე­ტეს წი­ლად, უამ­რა­ვი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ რიგს ელო­დე­ბი­ან ამ­ბო­რის­თ­ვის!... ჩემს მარ­ტო­ო­ბას რომ გა­ი­გებს, ისე­თი უფა­ლი მინ­და! მხო­ლოდ მე და ის! და არა­ნა­ი­რი მოწ­მე­ე­ბი! და მე არ მჭირ­დე­ბა უფ­ლის რწმე­ნის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გარ­კ­ვე­ულ წრე­ებ­ში შეს­ვ­ლა, მე მინ­და უფალ­თან ადა­მი­ა­ნუ­რი, პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მქონ­დეს.
სამ­წუ­ხა­როდ, იმათ, ვინც ასე ფიქ­რობს და ეს რე­ლი­გი­უ­რი პო­ზი­ცია აქვთ, ზე­მო­დან და აგ­რე­სი­უ­ლა­დაც კი უყუ­რე­ბენ ისი­ნი,  ვინც თა­ვის თავს ჭეშ­მა­რიტ მორ­წ­მუ­ნე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და იზი­ა­რე­ბენ „თოვ­ლის“ ახალ­გაზ­რ­და გმი­რის სიტყ­ვებს — „შენ ათე­ის­ტად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბი, რად­გან შენ კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ“.
„თოვ­ლი ჩემ­ში სი­ცოცხ­ლის სი­ლა­მა­ზი­სა და წარ­მავ­ლო­ბის გან­ც­დას იწ­ვევ­სო. მტრო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თ­მა­ნეთს ჰგვა­ნა­ნო... სამ­ყა­რო და დრო უკი­დე­გა­ნოა, ადა­მი­ა­ნის სამ­ყა­რო კი ვიწ­როო. ამის გა­მო, რო­ცა თოვს, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ეკედ­ლე­ბი­ა­ნო. თოვ­ლი თით­ქოს მტრო­ბას, სი­ხარ­ბეს, ბრაზს ფა­რავს და ადა­მი­ა­ნებს აახ­ლო­ებ­სო...“
„ამ მო­ჯა­დო­ე­ბულ, თით­ქ­მის წმინ­და სი­ჩუ­მე­ში უსაშ­ვე­ლოდ ბარ­დ­ნი­და და კას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ფე­ხის ხმა და სუნ­თ­ქ­ვა ეს­მო­და. ძაღ­ლე­ბიც არ ყეფ­დ­ნენ. თით­ქოს სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი დამ­დ­გა­რი­ყო, ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის ყუ­რადღე­ბა თოვლს მი­ეპყ­რო. ლამ­პი­ო­ნის მკრთალ შუქ­ზე კამ ისიც შე­ამ­ჩ­ნია, ზო­გი ფან­ტე­ლი დაბ­ლა კი არ ეშ­ვე­ბო­და, პი­რი­ქით, სიბ­ნე­ლე­ში მაღ­ლა მი­ი­წევ­და.“
„ეს ნაც­რის­ფე­რი პალ­ტო, რო­მელ­საც არას­დ­როს იხ­დი­და.“
ეს ნაც­რის­ფე­რი პალ­ტო... ნაც­რის­ფე­რი პალ­ტო... პალ­ტო...
ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად გო­გო­ლიც გა­მახ­სენ­და, რომ­ლის გმი­რი­სათ­ვის ახა­ლი ში­ნე­ლი ყვე­ლა­ფე­რი იყო... ყვე­ლაფ­რის სიმ­ბო­ლო იყო... და ჩე­ხო­ვიც მა­გონ­დე­ბა და მი­სი ადა­მი­ა­ნი ფუტ­ლი­ა­რი.
რა­ღა­ცით კა ამ ორ გმირს ჰგავს.
გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ნაც­რის­ფე­რი პალ­ტო­სად­მი. ეს პალ­ტო მის­თ­ვის იყო მცვე­ლიც, მზრუნ­ვე­ლიც, სტა­ტუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი იყო...
და, რაც მთა­ვა­რია, ის სულ მუ­დამ ამ პალ­ტო­შია, რო­გორც ფუტ­ლი­არ­ში და ის მოკ­ვ­და კი­დეც ამ პალ­ტო­ში...
ანუ იცხოვ­რა და მოკ­ვ­და თა­ვის ფუტ­ლი­არ­ში.
„ცხოვ­რე­ბა, გარ­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა, ერ­თ­მა­ნეთ­თან და­უ­კავ­ში­რე­ბე­ლი, უაზ­რო, რი­გი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვი იყო მხო­ლოდ“, ანუ ცხოვ­რე­ბას აზრს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი და ამ სიყ­ვა­რუ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა აძ­ლევს. უსიყ­ვა­რუ­ლო და უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მარ­თ­ლაც რი­გი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვია ცხოვ­რე­ბა.
კაც იმი­ტომ დარ­ჩა თა­ვის პალ­ტო­ში, რომ სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა იყო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კი, რი­გი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვი იყო. მხო­ლოდ ეს პალ­ტო აკავ­ში­რებ­და ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან. ამ მხრივ, ნამ­დ­ვი­ლად ბე­დი­სა­გან და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ფა­მუ­ქი თა­ვის სიტყ­ვებ­ში, აშ­კა­რად, ბე­დით ჩაგ­რუ­ლებს არ გუ­ლის­ხ­მობ­და.
„მარ­ტო ჩაგ­რუ­ლო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, მარ­თა­ლიც უნ­და იყო. ჩაგ­რულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აბ­სურ­დუ­ლამ­დე მტყუ­ა­ნია.“  — მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მო სიტყ­ვე­ბია. ჩაგ­რუ­ლის მან­ტია, რა­ტომ­ღაც, ამ ბო­ლო დროს, წმინ­და­ნის ნიმ­ბის ფუნ­ქ­ცი­ა­საც ითავ­სებს და ნაკ­ლე­ბად ჩანს ვინ­მე, ვინც იკითხავს, რამ­დე­ნად მარ­თა­ლია ეს ჩაგ­რუ­ლი? მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია... ან, იქ­ნებ, სუ­ლაც არ არის რთუ­ლი, უბ­რა­ლოდ ამის­თ­ვის ნე­ბაა სა­ჭი­რო, ნე­ბა მი­სი, ვი­საც ევა­ლე­ბა სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნა.
მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი უმე­ტე­სო­ბა, ვი­საც ევა­ლე­ბა სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნა, აბ­სურ­დუ­ლამ­დე გულ­გ­რი­ლია სი­მარ­თ­ლი­სად­მი.
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აზ­რი ამო­ვი­კითხე „თოვ­ლ­ში“ — „გულ­გ­რი­ლო­ბა ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას ანი­ჭებ­და“ ... ჰმ! არას­დ­როს ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში არ გან­მი­ხი­ლავს თა­ვი­სუფ­ლე­ბა! თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხომ თა­ვის უფ­ლე­ბაა! ანუ ადა­მი­ა­ნი არის სა­კუ­თა­რი თა­ვის უფა­ლი და აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვად გა­ნა­გოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ფა­მუქ­მა და­მა­ფიქ­რა...
გულ­გ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი არის ის, ვი­საც სხვებ­თან არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ აკავ­ში­რებს, ანუ კავ­ში­რე­ბი ან ძა­ლი­ან სუს­ტია, ან არ არის... და თუ ადა­მი­ა­ნი არა­ვის­თან და არა­ფერ­თან არ არის რა­ღაც კავ­ში­რე­ბით მი­მაგ­რე­ბუ­ლი, ის ნამ­დ­ვი­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლია..(?!)
მაგ­რამ მინ­და მე ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა?
კავ­ში­რე­ბის გა­რე­შე?
გულ­გ­რი­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა!
არა, არ მინ­და!
მე მინ­და, ადა­მი­ა­ნის გუ­ლე­ბი გრი­ლი კი არა, თბი­ლი და ცხე­ლი იყოს!
მე მინ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან მე­ტად იყ­ვ­ნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქ თა­ვის­თა­ვად გახ­სენ­დე­ბა ნო­დარ დუმ­ბა­ძი­სე­უ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დ­ში დგო­მა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლე­ბი არ და­ობ­ლ­დ­ნენ, რო­ცა ვი­ღაც გა­მოგ­ვაკ­ლ­დე­ბა ერ­თად დგო­მის ჯაჭ­ვ­ში და მხო­ლოდ ასე გა­და­ვა კა­ცობ­რი­ო­ბა მა­რა­დი­სო­ბა­ში და არა გულ­გ­რი­ლო­ბით სავ­სე თა­ვი­სუფ­ლე­ბით!
სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის ერ­თხა­ზო­ვა­ნი და მას, გულ­გ­რი­ლო­ბის გარ­და, სი­კე­თის კე­თე­ბის დი­დი სურ­ვი­ლიც აქვს, თუმ­ცა ჩვენ, ადა­მი­ა­ნებს, ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭი გვაქვს — ყვე­ლა­ფე­რი პრობ­ლე­მად ვაქ­ცი­ოთ.
სა­ყო­ველ­თაო პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბას და­სა­ბა­მი­დან მოს­დევს და რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად მა­ინც ლევ ტოლ­ს­ტო­იმ თქვა — „Дорога в ад вымощена благими намерениями“, ფა­მუქ­თან პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, პირ­და­პირ კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ან­ზეა მი­მარ­თუ­ლი — „ყვე­ლა კარ­გი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად, ბო­რო­ტე­ბას ისე აკე­თებ, რომ აზ­რ­ზეც არა ხარ!“
რა­ტომ გვე­მარ­თე­ბა ეს ადა­მი­ა­ნებს, რა­ტომ გვგო­ნია, რომ ვა­კე­თებთ სი­კე­თეს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ბო­რო­ტე­ბა გა­მოგ­ვ­დის და კი­დევ ერთ ქვას ვდებთ ჯო­ჯო­ხე­თი­სა­კენ მი­მა­ვალ ქვა­ფე­ნილ­ზე? ნუ­თუ ვერ უნ­და ვის­წავ­ლოთ სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის გარ­ჩე­ვა?
პრინ­ციპ­ში, ეს მარ­თ­ლაც რთუ­ლია; თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ბულ­გა­კო­ვის ვო­ლან­დის სიტყ­ვებს — „ჩრდი­ლი ყვე­ლა სა­განს აქვს — ცოცხალ­საც და არა­ცოცხალ­საც“, ანუ ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა ბო­რო­ტე­ბის გა­რე­შე იგი­ვეა, რაც დე­და­მი­წა ცოცხა­ლი და არა­ცოცხა­ლი საგ­ნე­ბის გა­რე­შე, ანუ — უჩ­რ­დი­ლოდ...
ამი­ტომ, რო­ცა რა­მეს ვა­კე­თებთ, იმა­ზე მა­ინც უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ჩრდი­ლი, ანუ ბო­რო­ტე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე და პა­ტა­რა იყოს.
გუ­ლი დამ­წ­ვა ნა­ხე­ვარ გვერ­დ­ზე აღ­წე­რილ­მა ქარ­თ­ვე­ლი წყვი­ლის ყო­ფამ! რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კითხე ეს ად­გი­ლი. მინ­და, ორ­ჰან ფა­მუ­ქი ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა­ში და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო, ქსე­ნო­ფო­ბია და­ვაბ­რა­ლო, მაგ­რამ იმ­დე­ნად მარ­თა­ლია, რა­საც ის წერს, იმ­დე­ნად უბ­რა­ლოდ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ყო­ველ­გ­ვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე წერს, რომ ვე­რა­ფე­რი და­ვაბ­რა­ლე! უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან და­მეწ­ვა გუ­ლი...
რა ყო­ფით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით აპი­რე­ბენ ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, სახ­ლის ყიდ­ვას და სიკ­ვ­დი­ლამ­დე უმუ­შევ­რად და უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბას!!!
სა­ო­ცა­რია, ქარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი თურ­ქეთ­ში მი­დის და ას­რუ­ლებს იმ სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ გა­ა­კე­თებს! და, რაც მთა­ვა­რია, შემ­დეგ აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე არ აპი­რე­ბს მუ­შა­ო­ბას!
 ამ ნა­ხე­ვა­რი გვერ­დის წა­კითხ­ვის შემ­დეგ დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დი და უცებ ვკითხუ­ლობ — „დეპ­რე­სი­ის შა­ვი ფრინ­ვე­ლი დღი­თი დღე ფრთი­ან­დე­ბა ჩემს სულ­ში“.  ასე მხო­ლოდ აზი­ელს შე­ეძ­ლო ეთ­ქ­ვა და ამ ლა­მაზ­მა ფრა­ზამ ჩემს გო­ნე­ბა­ში დეპ­რე­სი­ის ნა­წი­ლი გა­მო­თი­შა.
ფა­მუ­ქის „თოვ­ლის“ მთა­ვა­რი გმი­რი პო­ე­ტია, ლექ­სის მუ­ზა ყო­ველ­თ­ვის რა­ღაც სა­ოც­რად არა­პო­ე­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში აკითხავს ხოლ­მე და ისიც ეგ­რე­ვე იწყებს წე­რას (მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პას­ტერ­ნა­კის „ექი­მი ჟი­ვა­გოს­გან“ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ამ გმი­რის არც ერ­თი ლექ­სი არ არის რო­მან­ში, ლექ­სე­ბის რვე­უ­ლი უბ­რა­ლოდ და­ი­კარ­გა) და აი, ერთ-ერ­თი მი­სი „ლექ­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად იმ სა­კითხს ეძღ­ვ­ნე­ბა, რამ­დე­ნად შე­ეძ­ლო პო­ეტს გო­ნე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი გა­მო­ე­თი­შა, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ზე ბო­რო­ტე­ბა ზე­ი­მობ­და. მხო­ლოდ ის პო­ე­ტი, რო­მე­ლიც ამას მო­ა­ხერ­ხებ­და, შეძ­ლებ­და აწ­მ­ყოს ჭეშ­მა­რი­ტად გან­ც­დას“.
ამ სიტყ­ვე­ბის წა­კითხ­ვი­სას მი­ვა­წე­რე — ვი­თომ?
რა­ტომ­ღაც არ მო­მე­წო­ნა იმის მტკი­ცე­ბა, თუ პო­ე­ტი გა­მო­ე­თი­შე­ბო­და რე­ა­ლო­ბას, მა­შინ ის შეძ­ლებ­და აწ­მ­ყოს ჭეშ­მა­რიტ გან­ც­დას.
მაგ­რამ, რო­გორ? რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს?
და აქ, რა­ტომ­ღაც, მა­ი­ა­კოვ­ს­კი გა­მახ­სენ­და — რო­ცა მან არ (ვერ) გა­მო­თი­შა გო­ნე­ბა, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ზე ბო­რო­ტე­ბა ზე­ი­მობ­და, ვერ შეძ­ლო აწ­მ­ყოს ჭეშ­მა­რი­ტი გან­ც­და და მა­ი­ა­კოვ­ს­კი, რო­გორც პო­ე­ტი, მოკ­ვ­და... თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე გა­ცი­ლე­ბით ად­რე...
ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­და იმის მტკი­ცე­ბა, რომ „თოვ­ლის“ გმი­რის სიტყ­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, მაგ­რამ რა­ღაც არის მათ­ში...
„ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ვნა­ხე, სიტყ­ვა „ათე­ის­ტი“ ბერ­ძ­ნუ­ლი „ატ­ჰო­სი­დან“ მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც ურ­წ­მუ­ნო კი არა, ღმერ­თის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ეული ყო­ფი­ლა“ — ალ­ბათ ამი­ტომ, ჩე­მი თა­ვის­თ­ვის არას­დ­როს მი­წო­დე­ბია ათე­ის­ტი. მე ხში­რად ვამ­ბობ, რომ ვარ მა­ტე­რი­ა­ლის­ტი და ამი­ტომ ვე­რა­სო­დეს ვი­წა­მებ იმას, რი­სი ახ­ს­ნაც არ შე­მიძ­ლია, ან ვინ­მემ უნ­და ამიხ­ს­ნას და და­მა­ჯე­როს. ბევრ რა­მეს თა­ვად ვხსნი, მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით... მა­ტე­რი­ა­ლის­ტო­ბა და ათე­ის­ტო­ბა ტოლ­ფა­სი არ არის, ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ, არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ვ­ნია თა­ვი ღმერ­თი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლად.
„ათე­ის­ტი რომ იყო, ჯერ ევ­რო­პე­ლი უნ­და გახ­დე“  — ამ­ბობს „თოვ­ლის“ გმი­რი, ახალ­გაზ­რ­და ყმაწ­ვი­ლი. სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბა­შია აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის შე­უ­რი­გებ­ლო­ბა. ახალ­გაზ­რ­და ის­ლა­მის­ტი თვლის, რომ ევ­რო­პე­ლი ადა­მი­ა­ნი ღმერ­თის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლია, უღ­მერ­თოა და მორ­წ­მუ­ნეს­თ­ვის უღ­მერ­თო ევ­რო­პე­ლი ვე­რას­დ­როს იქ­ნე­ბა მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი. სამ­წუ­ხა­როდ, იგი­ვე ხედ­ვა ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებ­შიც წარ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე — ვინც არ არის მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი, ის უღ­მერ­თოა, ურ­წ­მუ­ნო, ღმერ­თი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ჩვენ მათ­თან არა­ფე­რი სა­ერ­თო არ გვაქვს. ეს ხედ­ვა დამ­ღუპ­ვე­ლია, რო­გორც ცალ­კე აღე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დის­თ­ვის, ასე­ვე იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ამ ხედ­ვას იზი­ა­რებს და მის კულ­ტი­ვი­რე­ბას ახ­დენს.
რა­ტომ­ღაც გუ­ლი დამ­წყ­და, რო­ცა რო­მა­ნის კითხ­ვი­სას აღ­მო­ვა­ჩე­ნე, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ათა­თურ­ქის დროს გახ­და სე­კუ­ლა­ტუ­რუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­დაც ქა­ლებ­მა უარი თქვეს ჩად­რ­ზე და თავ­სა­ბურ­ზე, რო­გორც თა­ვი­ან­თი ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ატ­რი­ბუტ­ზე, ქა­ლი აღი­ა­რე­ბულ იქ­ნა მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რად და ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ქ ა ლ ი მარ­თავ­და გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით სა­ხელ­მ­წი­ფოს, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ისევ რე­ლი­გი­ურ-ის­ლა­მის­ტურ დოგ­მებს უბ­რუნ­დე­ბა, გო­გო­ნე­ბი თავ­ზე იფა­რე­ბენ თავ­სა­ბურს და ამას თა­ვი­ან­თი ღირ­სე­ბის აღი­ა­რე­ბად თვლი­ან, რად­გან ამას ითხოვს რე­ლი­გია.
ჩე­მი აზ­რით (მე ხომ ქარ­თ­ვე­ლი ვარ, მა­შა­სა­და­მე ვარ ევ­რო­პე­ლი), ეს აშ­კა­რად არის ნა­ბი­ჯი უკან.
გუ­ლი დამ­წყ­და თურ­ქე­თის გა­მო და ში­ში შე­მე­პა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­მო, რა­მე­თუ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­აც საკ­მა­ოდ მკაც­რად ითხოვს გა­რე­გა­ნი დოგ­მა­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რაც ზოგს ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად მი­აჩ­ნია.
...ვი­ღა­ცას უკ­ვირს ...ვი­ღა­ცას ღირ­სე­ბა აქვს შე­ლა­ხუ­ლი, რომ თურ­მე უს­მე­ნენ!
და­მი­სა­ხე­ლეთ ერ­თი ქვე­ყა­ნა, ერ­თი ნორ­მა­ლუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბა, სა­დაც არ უს­მე­ნენ!
ეს ხომ ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა!
ფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ფლობ მსოფ­ლი­ოს.
უს­მე­ნენ ყვე­ლას, ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის! რა იცი, რა­ში გა­მო­ად­გე­ბა მთავ­რო­ბას, ქვე­ყა­ნას მოს­მე­ნი­ლი, გა­გო­ნი­ლი, ჩა­წე­რი­ლი და შე­ნა­ხუ­ლი?!
სწო­რედ ასეთ­მა მოს­მე­ნილ­მა, ჩა­წე­რილ­მა და შე­ნა­ხულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ (სრუ­ლი­ად არა­პო­ლი­ტი­კურ­მა) მო­ახ­დი­ნა ფა­მუ­ქის „თოვ­ლ­ში“ მოქ­მე­დე­ბის შე­მობ­რუ­ნე­ბა, კონ­ფ­ლიქ­ტის გა­დაჭ­რა და იმ ფი­ნა­ლამ­დე მის­ვ­ლა, რი­თაც მთავ­რ­დე­ბა რო­მა­ნი.
და მე არ მგო­ნია, რომ ეს მოს­მე­ნე­ბის ფაქ­ტი მხო­ლოდ ფა­მუ­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფან­ტა­ზია იყოს.
შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ მკითხოს — თურ­ქეთს რა­ტომ გვა­და­რე­ბო?
და მე კითხ­ვას შე­ვუბ­რუ­ნებ — ვი­თომ რა­ტომ არ უნ­და შე­ვე­და­როთ?
ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ქვე­ყა­ნა არ არის თუ რა?
ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბი ის­ტო­რია აქვს თუ რა? (მხო­ლოდ დროს და ვა­დებს არ ვგუ­ლის­ხ­მობ)
ჩვენ­ზე ნაკ­ლებ ჭკვი­ა­ნე­ბი და ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან თუ რა? (ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მა­ინც ჰყავთ)
ნა­ტო­ში არ არის თუ ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბი ევ­რო­პაა?
ევ­რო­პა­ზე და ევ­რო­პე­ლო­ბა­ზე ამ რო­მან­ში საკ­მა­ოდ მკვეთ­რი და მკაც­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნათ­ლად ჩანს, რომ ეს არც მთა­ვა­რი გმი­რის და არც თა­ვად ავ­ტო­რის პო­ზი­ცია არ არის.
„არც ევ­რო­პე­ლი გავ­ხ­დე­ბი და არც მა­თი მიმ­ბაძ­ვე­ლი. ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­ვივ­ლი და „მე“ ვიქ­ნე­ბი. რად­გან მწამს, რომ ადა­მი­ა­ნი ევ­რო­პე­ლე­ბის მი­ბაძ­ვი­სა და მათ­თ­ვის და­მო­ნე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა იყოს ბედ­ნი­ე­რი.“  — ამ­ბობს ის­ლა­მის­ტი ტე­რო­რის­ტი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ევ­რო­პე­ლო­ბას და ევ­რო­პას თუნ­დაც სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის საფ­რ­თხედ მი­იჩ­ნევს, თვლის, რომ ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვა საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის პი­როვ­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი „მე“-ს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, ე.ი. საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ერს, ქვე­ყა­ნას სა­კუ­თა­რი სა­ხი­სა და მენ­ტა­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.
ევ­რო­პე­ლო­ბა და ზო­გა­დად ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ბევრს ჩვენ­თა­ნაც ქვეყ­ნის დაქ­ცე­ვის, გა­ნად­გუ­რე­ბის, ეროვ­ნუ­ლო­ბის და ტრა­დი­ცი­ე­ბის გაქ­რო­ბის საფ­რ­თხედ მი­აჩ­ნია.
რა უშ­ვე­ლის ამ სი­ტუ­ა­ციას?
პა­სუ­ხი ასე­თი მომ­დის — გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა! ანუ უბ­რა­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა კი არა, ანუ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი უმაღ­ლეს­გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არა...
აი, სწო­რედ ის გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც, თა­ვის დრო­ზე, ევ­რო­პამ მი­ი­ღო ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ის სა­ხე, რი­თაც დღეს თავს იფა­სებს კა­ცობ­რი­ო­ბა.
მე ცო­ტა სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ ამ სა­კითხს.
მე ვამ­ბობ, რომ ჩე­მი სიმ­დიდ­რე (ოჯა­ხის გარ­და) ის ხალ­ხია, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში შევ­ხ­ვედ­რი­ვარ. ზო­გი საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა და ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბაც შე­დის ამა­ში.
მი­მაჩ­ნია, რომ თუ­კი რა­მე ვი­ცი და შე­მიძ­ლია, თუ­კი რა­მე მაქვს, ეს იმ ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბაც მქონ­და (სხვა­თა შო­რის, ვგუ­ლის­ხ­მობ არა მხო­ლოდ კე­თილ­გან­წყო­ბილ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ხალხს).
და ვფიქ­რობ, რომ ხალ­ხე­ბიც, ერე­ბიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბიც სწო­რედ ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.
ძლი­ერ ქვე­ყა­ნას, ძლი­ერ მენ­ტა­ლო­ბას, ძლი­ერ ეკო­ნო­მი­კას, მდი­დარ ის­ტო­რი­ას სხვა ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა ვერ შთან­თ­ქავს და ვერ შე­უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს ვერც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მენ­ტა­ლო­ბას, ვერც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და ვერც ერის ის­ტო­რი­ას.
ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აძ­ლი­ე­რებს და ამ­დიდ­რებს ქვეყ­ნებს, ხო­ლო სხვა­თა მენ­ტა­ლო­ბი­სა და კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა ნდო­ბას ბა­დებს, უმეც­რე­ბა კი — შიშს. სა­ნამ არ იცი, რა აქვს იმ სხვა ქვე­ყა­ნას, რი­სი გა­კე­თე­ბა ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია, გე­ში­ნია მი­სი. მაგ­რამ თუ­კი იც­ნობ მას ახ­ლოს, მა­შინ ენ­დო­ბი კი­დეც, ღე­ბუ­ლობ კი­დეც და გას­ცემ კი­დეც იმ სა­უ­კე­თე­სო­სა და უნი­კა­ლურს, რაც ერ­თ­მა­ნეთ­შია.
„თოვ­ლის“ რამ­დე­ნი­მე თავ­ში აღ­წე­რი­ლია ე.წ. გა­დატ­რი­ა­ლე­ბა.
რა­ტომ ე.წ.?
იმი­ტომ, რომ ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ახ­დენს ხელ­მო­ცა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ღმერ­თი­სა და ქვეყ­ნი­სა­გან და­ვიწყე­ბულ, თოვ­ლით ჩა­კე­ტილ ქა­ლაქ­ში.
ეს გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იმ­თა­ვით­ვე გან­წი­რუ­ლია!
გზე­ბი რომ გა­იხ­ს­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­დე­ბა.
სწო­რედ ეს მო­მენ­ტი კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს და ტრა­გი­კულს ხდის ყო­ვე­ლი­ვეს, რაც ყარ­სის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და დარ­ბაზ­ში ხდე­ბა.
რა ხდე­ბა — ამას მსურ­ვე­ლი წა­ი­კითხავს და ნა­ხავს, მაგ­რამ მე რო­ცა ეს რამ­დე­ნი­მე თა­ვი ჩა­ვი­კითხე, რუ­სუ­ლად მი­ვა­წე­რე — Ужас!. რა­ტომ­ღაც მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს სიტყ­ვა უფ­რო ზუს­ტად, უფ­რო მძაფ­რად და მოკ­ლედ გად­მოს­ცემს ყო­ვე­ლი­ვეს, რაც თე­ატ­რ­ში ხდე­ბა, ვიდ­რე სიტყ­ვა „სა­ში­ნე­ლე­ბა“. ამ ხუთ მარ­ც­ვალ­ში ნამ­დ­ვი­ლად იფან­ტე­ბა ის სიმ­ძაფ­რე, რაც ამო­ფეთ­ქავს სიტყ­ვა­ში „Ужас“!
რა ცუ­დია, რო­ცა მარ­თ­ლ­დე­ბა შექ­ს­პი­რის სიტყ­ვე­ბი — მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თე­ატ­რია, ჩვენ კი მსა­ხი­ო­ბე­ბიო. ცუ­დია იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში სხვი­სი რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს უთუ­ოდ, ით­ვალ­თ­მაქ­ცოს და, რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, სხვი­სი ცხოვ­რე­ბი­თაც ითა­მა­შოს თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. უნ­და, რომ თა­ვად იყოს მთა­ვა­რი გმი­რი, მას არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ ცხოვ­რე­ბა­ში სტა­ტის­ტო­ბა და მზა­დაა, გა­და­ა­ბი­ჯოს ცხედ­რებს და აკე­თებს კი­დეც ამას.
სწო­რედ ასე­თია ფა­მუ­ქის „თოვ­ლის“ გმი­რი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი მსა­ხი­ო­ბი.
ადა­მი­ა­ნი არ ფიქ­რობს იმას, რომ დი­ახ, ცხოვ­რე­ბა თე­ატ­რია და ყო­ველ ჩვენ­განს ჩვე­ნი რო­ლი გვა­კის­რია ამ ცხოვ­რე­ბა­ში — ზო­გი ჰამ­ლე­ტია, ზო­გი — მე­ფე ლი­რი, ზო­გიც კი — უბ­რა­ლოდ სტა­ტის­ტი.
და ამ სპექ­ტაკლს, სა­ხელ­წო­დე­ბით ცხოვ­რე­ბა, მხო­ლოდ მა­შინ აქვს აზ­რი, რო­ცა თა­ვის როლს ყვე­ლა პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს, მსა­ხი­ო­ბი არ პო­ლი­ტი­კო­სობს და პო­ლი­ტი­კო­სი არ მსა­ხი­ო­ბობს.
გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მან­ში, სადღაც ის­ვ­რი­ან, რა­ღა­ცას აფეთ­ქე­ბენ, ვი­ღა­ცებს კლა­ვენ... მაგ­რამ თოვ­ლი ისევ ისე­თია — „ლა­მა­ზად თოვ­და! შე­უ­პოვ­რად, გა­და­უ­ღებ­ლად და უხ­მოდ ბარ­დ­ნი­და“. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია იმან, რომ იმ უბე­დუ­რე­ბე­ბის და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც ყარ­ს­ში ხდე­ბა, ფა­მუ­ქი არ­სად არ გვიჩ­ვე­ნებს სისხლს!
მი­სი თოვ­ლი ყველ­გან თეთ­რია და არ­სად არ შე­ღე­ბი­ლა სის­ხ­ლით.
სიტყ­ვა სის­ხ­ლი მხო­ლოდ ორ თუ სამ ად­გი­ლას გვხვდე­ბა, რო­მა­ნის ბო­ლოს­კენ.
თოვ­ლი კი ისევ ისე უმან­კოდ და უცოდ­ვე­ლად თეთ­რია.
თოვ­ლის ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცია რო­მან­ში არის ის, რომ კას ყარ­ს­ში და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი თოვ­ლის ფიფ­ქის ქი­მებ­ზე აქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.
იცით? ასე­თი ფიფ­ქი შარ­შან­დელ ზამ­თ­რამ­დე არ მი­ნა­ხავს.
ჩვენ­თან, და­სავ­ლეთ­ში, თუ თოვს, თოვს დი­დი, მძი­მე ფან­ტე­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც გაჟ­ღენ­თი­ლია წყლით და მი­წა­ზე წვი­მის დი­დი წვე­თე­ბი­ვით ეცე­მი­ან და იქ­ვე დნე­ბი­ან. დაკ­რის­ტა­ლე­ბუ­ლი თოვ­ლის პა­წა­წი­ნა ფიფ­ქე­ბი მხო­ლოდ აქ, ზღვის დო­ნი­დან 1666 მეტ­რ­ზე, ყარ­სი­დან ალ­ბათ არც ისე შორს, ვნა­ხე. ეს პა­წა­წი­ნა კრის­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­რო ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია, ვიდ­რე სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი, შე­გიძ­ლია ხელ­ში აიღო, გულ­მოდ­გი­ნედ და­ათ­ვა­ლი­ე­რო ეს ექ­ვ­ს­ქი­მი­ა­ნი ფიფ­ქი, ის მა­ინც არ დად­ნე­ბა, გა­რეთ ხომ —15 გრა­დუ­სია.
სწო­რედ ასეთ ფიფ­ქ­ზე აქვს კას გან­ლა­გე­ბუ­ლი თა­ვი­სი ლექ­სე­ბი.
ფა­მუ­ქი თვლის, რომ „ყვე­ლა ადა­მი­ანს უნ­და ჰქო­ნო­და ასე­თი ფიფ­ქი, რო­მე­ლიც მი­სი ცხოვ­რე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი ში­ნა­გა­ნი რუ­კა იქ­ნე­ბო­და“.
ალ­ბათ, იდე­ა­ლუ­რია ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის ში­ნა­გა­ნი რუ­კა ისე­თი სწო­რი, სი­მეტ­რი­უ­ლი, უნაკ­ლო და ნა­ზია, რო­გორც ექ­ვ­ს­კუთხა­ქი­მე­ბი­ა­ნი კრის­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი თოვ­ლის ფიფ­ქი...
მხო­ლოდ ერ­თია ცუ­დი... ეს ში­ნა­გა­ნი რუ­კა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე და დღე­ნაკ­ლუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა... თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბაც ხომ წარ­მა­ვა­ლია...
რა ძნე­ლია მშობ­ლის­თ­ვის, რო­ცა პირ­მ­შოს ხე­დავს პა­ტიმ­რად, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შეზღუ­დულ ადა­მი­ა­ნად...
ერ­თი ჩე­მი უმ­ც­რო­სი მე­გო­ბა­რი ხში­რად ამ­ბობს, მა­მა­კა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ და გა­ცი­ლე­ბით იოლად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მებ­სო...
ხში­რად ვკა­მა­თობთ... მაგ­რამ ზოგ­ჯერ და­თან­ხ­მე­ბა მიხ­დე­ბა...
აი, რა ამო­ვი­კითხე „თოვ­ლ­ში“ — „შვი­ლის პა­ტიმ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­ცხ­ვი­ლი რომ გა­და­ე­ტა­ნა, თურ­გუთ ბეი ცდი­ლობ­და ცი­ხის­თ­ვის ისე შე­ე­ხე­და, რო­გორც სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტის­თ­ვის, რო­მელ­შიც ყვე­ლა ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქეს უს­წავ­ლია“.
ღირ­სე­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლია რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.
...მე კი ვიც­ნობ­დი ქალს, რო­მელ­მაც ვერ შე­ხე­და ცი­ხეს, რო­გორც ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­თა სკო­ლა-ინ­ტერ­ნატს, ვერც შვი­ლის პა­ტიმ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­ცხ­ვი­ლი გა­და­ი­ტა­ნა და... გუ­ლი გა­უს­კ­და, და­ეფ­ლი­თა და გა­უ­ჩერ­და...
მარ­თ­ლაც იოლად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან მა­მა­კა­ცე­ბი პრობ­ლე­მებს.
ფა­მუ­ქის „თოვ­ლი“ იწყე­ბა და მთავ­რ­დე­ბა ჩად­რის, თავ­სა­ბუ­რა­ვის ტა­რე­ბა-არ­ტა­რე­ბის და ქა­ლე­ბის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის პრობ­ლე­მით. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლი ეუბ­ნე­ბა გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­მოქ­მედ ხელ­მო­ცა­რულ მსა­ხი­ობს — „ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უყუ­რებთ ცხოვ­რე­ბას“.
მარ­თ­ლაც, ქა­ლე­ბი იმით ვირ­თუ­ლებთ ცხოვ­რე­ბას, რომ ბევრს ვფიქ­რობთ, მუ­დამ თვი­თა­ნა­ლი­ზით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, მუ­დამ ვცდი­ლობთ ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის თუ უმოქ­მე­დო­ბის, სიტყ­ვი­სა თუ მდუ­მა­რე­ბის პირ­ველ­მი­ზე­ზი ვე­ძე­ბოთ... ნუ­თუ იმი­ტომ, რომ ამა­ყე­ბი ვართ? მაგ­რამ სი­ა­მა­ყე ხომ ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვედ და ცოდ­ვა­თა ცოდ­ვად მო­ი­აზ­რე­ბა. აკი ქა­დი­ფეც კი თვლის, რომ „სუ­ი­ცი­დის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სი­ა­მა­ყეა... ქა­ლე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ამ მი­ზე­ზით იკ­ლა­ვენ თავს... და კი­დევ... ქა­ლე­ბი მო­გე­ბის იმე­დით იკ­ლა­ვენ თავს, კა­ცე­ბი კი მა­შინ, რო­ცა ამის იმე­დი ეკარ­გე­ბათ“  , ანუ დი­დი ფიქ­რის და გან­ს­ჯის შემ­დეგ ქა­ლი მზა­დაა მო­იკ­ლას თა­ვი, ოღონდ კი და­ამ­ტ­კი­ცოს, რომ ის მარ­თა­ლია, ანუ მო­ი­გოს.
რო­ცა ჩა­ვი­კითხე „თოვ­ლის“ ბო­ლო სიტყ­ვე­ბი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი, თით­ქოს რა­ღაც და­მი­მა­ლეს, ის კი არა, მო­მატყუ­ეს. უფ­რო რო­მან­ტი­კულ ფი­ნალს ვე­ლო­დი, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ბა­ნა­ლურ­საც კი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად დას­რულ­და. ალ­ბათ, რა­ღაც გა­მომ­რ­ჩა, რა­ღაც გა­მო­მე­პა­რა, რაც მი­მა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ კა გა­ა­კე­თებ­და იმას, რაც გა­ა­კე­თა. მაგ­რამ, მგო­ნი გულ­დას­მით წა­ვი­კითხე.
მა­შინ ის­მის კითხ­ვა — რა­ტომ?
ეჭ­ვი­ა­ნო­ბა? შუ­რი? პირ­ვე­ლო­ბის სურ­ვი­ლი?
მაგ­რამ კა ხომ ჭკვი­ა­ნი კა­ცი იყო. მან ხომ იცო­და, რომ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და და ნამ­დ­ვი­ლად უნ­და სცოდ­ნო­და, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლით სა­მუ­და­მოდ და­კარ­გავ­და იმ ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს, რო­მელ­მაც იმ უბე­დუ­რე­ბის ჟამს ლექ­სე­ბი აწე­რი­ნა. ხვდე­ბა, ხვდე­ბა ამას კა და სწო­რედ ამი­ტომ ვერ უგ­ზავ­ნის ვერც ერთ წე­რილს მას, ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო... უღა­ლა­ტა.
მე მგო­ნი, ეს ნამ­დ­ვი­ლად ღა­ლა­ტი იყო და გა­მარ­თ­ლე­ბა კას ქმე­დე­ბას არ აქვს. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტო­მაც არ შე­მორ­ჩა არც ერ­თი იმ ლექ­ს­თა­გან, რო­მე­ლიც იმ გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ დღე­ებ­ში იყო და­წე­რი­ლი. ის სიყ­ვა­რუ­ლი, ის თვით­ძი­ე­ბა, ის ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ შე­იბღა­ლა, და­იჩ­რ­დი­ლა, შერ­ცხ­ვე­ნილ იქ­ნა ღა­ლა­ტით და ამ ლექ­სებს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თ­ვა ბე­დის­წე­რამ.
ორ­ჰან ფა­მუ­ქის „თოვ­ლის“ კითხ­ვი­სას მო­ნიშ­ნუ­ლი თით­ქ­მის ყვე­ლა ად­გი­ლი და­ვა­კო­მენ­ტა­რე. ზო­გან მხო­ლოდ ცი­ტა­ტე­ბი ამოვ­წე­რე უც­ვ­ლე­ლად და უკო­მენ­ტა­როდ.
მა­ინც, რა­ტომ მო­მე­წო­ნა ეს რო­მა­ნი?
სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ მო­დას არ მივ­ს­დიო არა­ფერ­ში. რო­გორც ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სუ­ლი ტე­ლე­გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვა­ნი, მო­დის ის­ტო­რი­კო­სი, იმე­ო­რებს ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის დაწყე­ბი­სას „Следовать моде смешно, а не следовать глупо“  — მო­და­ზე მი­დევ­ნე­ბა სა­სა­ცი­ლო რა­მედ მეჩ­ვე­ნე­ბა,  მაგ­რამ სა­ერ­თოდ ჩა­მორ­ჩე­ნაც სი­სუ­ლე­ლეა.
ამი­ტომ, ფა­მუ­ქის ბუმ­მა გვერ­დით ჩა­მი­ა­რა, რად­გან შორს ვარ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად შორს ვარ, აქ­ტი­უ­რი ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი­სა­გან. ფა­მუ­ქის სა­ხე­ლი მა­შინ გა­ვი­გე პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ჩე­მი ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ძმის­შ­ვი­ლი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით სა­უბ­რობ­და „უმან­კო­ე­ბის მუ­ზე­უმ­ზე“, უფ­რო სწო­რად იმა­ზე, თუ რო­გორ და­ა­ა­ნონ­სა ეს რო­მა­ნი მის­მა ლექ­ტორ­მა.
და­მა­ინ­ტე­რე­სა...
მაგ­რამ რო­მა­ნი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და.
ცო­ტა ხნის შემ­დეგ ისევ ძმის­შ­ვილ­თან ვნა­ხე „უმან­კო­ე­ბის მუ­ზე­უ­მი“, იმ ლექ­ტორს მი­ე­ცა წა­სა­კითხად.
და­ვიწყე კითხ­ვა... მაგ­რამ არც დრო და არც სი­ტუ­ა­ცია ხელს არ მიწყობ­და ეს საკ­მა­ოდ დი­დი მო­ცუ­ლო­ბის წიგ­ნი წა­მე­კითხა. მაგ­რამ რა­მ­დე­ნი­მე თა­ვის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ვიგ­რ­ძე­ნი, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და თვით­მ­ყო­ფად მწე­რალ­თან მქონ­და საქ­მე.
მაგ­რამ ეს და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით შე­მიც­ვა­ლა ვი­ღა­ცამ... ვინ — ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი, იმი­ტომ რომ არ მახ­სოვს, ინ­ტერ­ნე­ტის უკი­დე­გა­ნო სივ­რ­ცე­ში სად (ფე­ის­ბუ­კის სტა­ტუ­სად ჰქონ­და ვინ­მეს თუ ბლოგ­ზე, არ მახ­სოვს) წა­ვი­კითხე ფრა­ზა — „სვეტ­ს­კო­ბის­თ­ვის კითხუ­ლო­ბენ ფა­მუქს“, ამ ფრა­ზამ სა­ერ­თოდ გა­მიქ­რო ფა­მუ­ქის წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი.
არ მინ­დო­და, ამ აგ­დე­ბუ­ლი, დამ­ცი­ნა­ვი და შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი ფრა­ზის ად­რე­სა­ტი მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
მაგ­რამ, რო­ცა „სან­ტა ეს­პე­რან­სა­ში“ მოვ­ხ­ვ­დი (გახ­სოვთ, ალ­ბათ, ეს წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და უზ­ნა­ძის და­მა­კავ­ში­რე­ბელ პა­ტა­რა ქუ­ჩა­ზე), ფა­მუქ­მა და­მი­ძა­ხა.
წიგ­ნე­ბის მე­სა­მე რიგ­ში, ქვე­და თა­რო­ზე იდ­გა.
იყო „უმან­კო­ე­ბის მუ­ზე­უ­მი“, „თოვ­ლი“ და კი­დევ ერ­თი მი­სი რო­მა­ნი.
ამ თა­როს წინ ჩა­ვი­მუხ­ლე და წიგ­ნებს თვა­ლი­ე­რე­ბა და­ვუწყე. პირ­ვე­ლი 19 ლა­რი ღირ­და, მე­ო­რე — 16. ფა­სი არ­ჩე­ვან­ზე აშ­კა­რად გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენ­და.
გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­თა­ურ­მა — „თოვ­ლი“, თოვ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.
არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პირ­ველ­მა აბ­ზაც­მა — „უხ­მოა თოვ­ლიო... ეს რომ ლექ­სის და­საწყი­სი ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვის გრძნო­ბას თოვ­ლის სი­ჩუ­მეს და­არ­ქ­მევ­და“.
თოვ­ლის სი­ჩუ­მის გრძნო­ბა იმ­დე­ნად ჩე­მი იყო, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე „თოვ­ლი“ მე­ყი­და. მით უმე­ტეს, რომ ავ­ტო­რი, წიგ­ნის გა­რე­კა­ნი­დად კა­მათს მპირ­დე­ბო­და. მე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს კა­მა­თი, რად­გან მარ­თ­ლა ვთვლი, რომ კა­მათ­ში ნამ­დ­ვი­ლად იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. მით უმე­ტეს, ჭკვი­ან ადა­მი­ან­თან კა­მათ­ში — ფა­მუ­ქის სიჭ­კ­ვი­ა­ნე კი ნო­ბე­ლის პრე­მი­ას აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.
მოკ­ლედ, ასე დავ­რ­ჩით მე და „თოვ­ლი“ ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ გრძელ, თოვ­ლი­ან სა­ღა­მო­ებ­თან ერ­თად.
ეს არ არის სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა აღ­ფ­რ­თო­ვან­დეს ახალ­გაზ­რ­და გო­გო ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ქა­ლი. თუმ­ცა, სიყ­ვა­რულს ამ რო­მან­ში დი­დი ად­გი­ლი და უმ­თავ­რე­სი რო­ლი აქვს (ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ გა­ვარ­კ­ვიე ეს სიყ­ვა­რუ­ლი იყო თუ რა­მე სხვა, რა­საც სა­ხელს ვერ ვუ­ძებ­ნი).
ეს არც პო­ლი­ტი­კუ­რი რო­მა­ნია, თუმ­ცა სის­ხ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც თა­ვად პო­ლი­ტი­კა, ეს გა­დატ­რი­ა­ლე­ბაც ფარ­სი აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო და უმან­კო სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა.
ეს არ არის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი რო­მა­ნი ან თე­ო­ლო­გი­უ­რი ტრაქ­ტა­ტი, თუმ­ცა, ამ რო­მან­ში ბევ­რი რამ არის რე­ლი­გი­ა­ზე, რწმე­ნა­ზე, მის დაც­ვა­ზე და დაც­ვის მე­თო­დებ­ზე, ადა­მი­ა­ნის „მე“-ზე, მის ად­გილ­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე. გმი­რე­ბი ბჭო­ბენ, კა­მა­თო­ბენ — შენც ერ­თ­ვე­ბი ამ კა­მათ­ში და შენც ფიქ­რობ მათ­თან ერ­თად, რა­ღა­ცა­ში ეთან­ხ­მე­ბი, რა­ღა­ცა­ში არა.
ორ­ჰან ფა­მუ­ქი წერს: „ეს რო­მა­ნიც პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტუ­ლია. მე არ გე­უბ­ნე­ბით, აი, სი­მარ­თ­ლე, აი, რე­ა­ლო­ბა-მეთ­ქი. მე ვწერ იმას, რაც სარ­კე­ში ირეკ­ლე­ბა და რო­გორც შე­მიძ­ლია, ვკა­მა­თობ ამა­ზე“.
სწო­რედ სარ­კე­ში არეკ­ლილ რო­მანს და­ვარ­ქ­მევ­დი „თოვლს“, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად იმე­ო­რებს, მხო­ლოდ იმ, ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში; თით­ქოს არის და თით­ქოს არ არის კი­დეც. მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა რომ არ არ­სე­ბობ­დეს, სარ­კე­შიც არა­ფე­რი აირეკ­ლე­ბა.
სწო­რედ ამი­ტომ მო­მე­წო­ნა ეს რო­მა­ნი, რომ მას­ში, რო­გორც სარ­კე­ში, არეკ­ლი­ლია სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლია კი?
მას­ში, რო­გორც სარ­კე­ში, არეკ­ლი­ლია პა­ტა­რა ყარ­სის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კაა ეს ყვე­ლა­ფე­რი?
მას­ში, რო­გორც სარ­კე­ში, არეკ­ლი­ლია ადა­მი­ა­ნის, პი­როვ­ნე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ურ-თე­ო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი, მაგ­რამ სარ­კე­ში არეკ­ლი­ლი ძი­ე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძი­ე­ბად რჩე­ბა და მას არ­სად არ მივ­ყა­ვართ, გზა არ ჩანს სარ­კე­ში, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი თოვ­ლ­მა და­ფა­რა. არა მხო­ლოდ ზე­ცი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ­მა ლა­მაზ­მა ექ­ვ­ს­კუთხა ფან­ტე­ლებ­მა, არა­მედ ადა­მი­ან­თა გულ­გ­რი­ლო­ბამ, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად გმი­რე­ბის ვი­თომ მოქ­მე­დე­ბი­სა, ცეცხ­ლო­ვა­ნი ემო­ცი­უ­რი ტი­რა­დე­ბი­სა, მა­ინც გულ­გ­რი­ლო­ბის ცივ სა­ფარ­ქ­ვეშ არი­ან მოქ­ცე­ულ­ნი და გზას ვერ ხე­და­ვენ, ვერ პო­უ­ლო­ბენ.
ელო­დე­ბი­ან, რომ ვი­ღაც მო­ვა და გა­ა­კე­თებს მათ გა­სა­კე­თე­ბელს.
ეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი დრო­ის უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნია — გულ­გ­რი­ლო­ბა და იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ვი­ღაც მო­ვა და გა­ა­კე­თებს შენს გა­სა­კე­თე­ბელს.
ვამ­ბობთ და ვქა­და­გებთ ერთს და ვა­კე­თებთ მე­ო­რეს, უფ­რო სწო­რად, არა­ფერ­საც არ ვა­კე­თებთ.
მი­ე­დი­ნე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ყარ­სის ერ­თ­ნა­ი­რი თოვ­ლი­ა­ნი დღე­ე­ბი და ამ გულ­გ­რი­ლო­ბის თოვ­ლ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნ­დეს ვი­ღაც, ვინც გულ­გ­რი­ლად გას­წი­რავს თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სათ­ვის, თა­ვი­სი იდე­ე­ბი­სათ­ვის ხალხს, რომ­ლებ­საც არც კი იც­ნობს, არც აინ­ტე­რე­სებს ისი­ნი, ის კი არა და, სა­კუ­თარ თავ­საც კი გას­წი­რავს, რად­გან არც ის აინ­ტერ­სებს ვინ­მეს და მხო­ლოდ სიკ­ვ­დი­ლით შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც დრო­ით გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ტე­რე­სი სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნი­სად­მი.
ასე რომ, ეს რო­მა­ნი მრა­ვალ­წახ­ნა­გა და მრა­ვალ­ქი­მი­ა­ნია, რო­გორც თოვ­ლის კრის­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი ფიფ­ქე­ბი.
ნამ­დ­ვი­ლად ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა, ბევრ რა­მე­ში და­მარ­წ­მუ­ნა და, უბ­რა­ლოდ, იცით, ვი­სი­ა­მოვ­ნე ამ რო­მა­ნის კითხ­ვი­სას.
ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ აშ­კა­რა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას­თან და დახ­ვე­წი­ლო­ბას­თან ერ­თად, მას­ში უხ­ვად არის ის აღ­მო­სავ­ლუ­რი სიტ­კ­ბო და ხიბ­ლი, რო­მე­ლიც თვით რუს­თა­ველ­საც კი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბას სძენს (უდა­ვოდ, ყო­ვე­ლი­ვე ამის ქარ­თ­ველ მკითხ­ველ­თან მო­ტა­ნა მთარ­გ­მ­ნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა).
რო­მა­ნის კითხ­ვი­სას სულ მახ­სენ­დე­ბო­და ფრა­ზა ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა ფილ­მი­დან — „Восток дело тонкое“, ნამ­დ­ვი­ლად სა­თუ­თია აღ­მო­სავ­ლე­თი, ზედ­მი­წევ­ნით დახ­ვე­წი­ლი და მშვე­ნი­ე­რი.
ამა­ზე ჩემ­გან სა­უ­ბა­რი უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, მაგ­რამ...
მხო­ლოდ ერთს ვიტყ­ვი: ფა­მუ­ქის „თოვ­ლ­მა“ ჩემ­ზე ისე­თი­ვე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­გორც ბორ­ჯომ­ში შე­მორ­ჩე­ნილ­მა ფი­რუ­ზას სა­სახ­ლემ.

ინგა ბაგრატიონი

25-28(942)N