გამოდის 1998 წლიდან
2013-04-25
ისევ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ჩვე­ნი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ - სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე

მო­გე­სალ­მე­ბით, ჩე­მო კო­ლე­გე­ბო!
ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ — მო­მე­ნატ­რეთ!
ელე­მენ­ტა­რულ თავ­მ­დაბ­ლო­ბას თუ და­ვი­ვიწყებ, გეტყ­ვით, რომ იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი იმე­დი, რომ თქვენც ელო­დით ჩემ გა­მო­ჩე­ნას.
ჩვე­ნი პროგ­რა­მის   „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — მა­კო ჭი­ლაშ­ვი­ლი) უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, არა­მედ მა­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ანუ მათ უნ­და გა­ი­თა­ვი­სონ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­ლე­ბი არი­ან, რომ მა­თაც იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი აქვთ ამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, რაც ქარ­თ­ვე­ლებს; რომ ეს პარ­კე­ბი, გზე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რე­ბი და, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რა მა­თაც ელო­დე­ბა, მათ­თ­ვი­საც მუ­შა­ობს. უნ­და იგ­რ­ძ­ნონ და გა­ი­თა­ვი­სონ, რომ ეს სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუ­ნავს მათ­ზე, რო­გორც თა­ვის შვი­ლებ­ზე, თა­ვის მი­წა-წყალ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე და გაზ­რ­დი­ლებ­ზე. მათ სხვე­ბის­გან არ გა­მო­არ­ჩევს და სწო­რედ იმის­თ­ვის, რომ ისი­ნი ამ სა­ხელ­მ­წი­ფოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, სჭირ­დე­ბათ ერ­თი რამ — ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა, რად­გან თუ ენა არ იცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.
ჩვე­ნი საქ­მის მთე­ლი სირ­თუ­ლე იმა­ში კი არ არის, გა­ვა­გე­ბი­ნებთ თუ არა მათ მე­ო­რე კავ­ში­რე­ბითს და პირ­ველ თურ­მე­ო­ბითს, არა­მედ იმა­ში, რომ გა­ვა­გე­ბი­ნოთ და ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ — ისი­ნიც ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი არი­ან და არა კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ სოფ­ლის, სა­დაც და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ;  ძა­ლი­ან საფ­რ­თხი­ლო სირ­თუ­ლე სწო­რედ აქ იწყე­ბა — გა­ა­გე­ბი­ნო, რომ ეს სო­ფე­ლი, სა­დაც ისი­ნი და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ, ქარ­თუ­ლია, უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკუთ­ვ­ნის.
ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვე­დი, რომ ის კი არ უნ­და ვუთხ­რა — ეს მი­წაა ჩვე­ნი და ქარ­თუ­ლი, არა­მედ ის, რომ თა­ვად არი­ან ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი არი­ან, მა­შინ მი­წაც, რო­მელ­ზეც ისი­ნი სახ­ლო­ბენ, ქარ­თუ­ლია და პი­რი­ქი­თაც — ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან იმი­ტომ, რომ ქარ­თულ მი­წა­ზე სახ­ლო­ბენ.
ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, მა­ინც, სამ­შობ­ლოს ცნე­ბაა. ჩემს კო­ლე­გებს, ჩვე­ნი პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლებს გვქონ­და მსჯე­ლო­ბა ამ სა­კითხ­ზე — არის თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო აქ მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ლე­ბი­სა და სომ­ხე­ბის სამ­შობ­ლო; ზო­გი ამ­ბობ­და, რომ არის, რად­გან ისი­ნი ას­წ­ლე­უ­ლე­ბია აქ ცხოვ­რო­ბენ, ზო­გი  ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო მა­თი „საცხოვ­რი­სია“, სამ­შობ­ლო კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თია.
ჩემ­მა ვაჟ­მა აქა­უ­რი სომ­ხე­ბი ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებს შე­ა­და­რა, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი ქარ­თ­ვე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ. ესე­ნიც ასე არი­ა­ნო, ანუ მა­თი სამ­შობ­ლო უფ­რო სომ­ხე­თია, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოო...
მე კი იან­გუ­ლი მახ­სენ­დე­ბა თა­ვი­სი  ჰე­ლა­დო­სით, სამ­შობ­ლო გულ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა არ არის, ის უფ­რო ღრმაა. მაგ­რამ იან­გუ­ლი, ჩე­მი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მა­ინც უფ­რო ქარ­თ­ვე­ლი იყო, ვიდ­რე ბერ­ძე­ნი, ის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, „ვე­ნე­ცი­ის გზატ­კე­ცი­ლის“ სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი იყო და ამ სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას, პირ­ველ რიგ­ში, ენის ცოდ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებ­და.
 ...იან­გუ­ლი — ბა­ტო­ნი ნო­და­რის სა­კუთ­რე­ბაა... მე ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მახ­სენ­და.
მე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბით რუ­სუ­ლის ფი­ლო­ლო­გი გახ­ლა­ვართ. გა­ნათ­ლე­ბა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, მინ­ს­კ­ში მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და ოც წელ­ზე მე­ტი სწო­რედ რუ­სულ სკო­ლა­ში სომ­ხებს, ბერ­ძ­ნებს, რუ­სებს, უკ­რა­ი­ნე­ლებ­სა და ქარ­თ­ვე­ლებს ვას­წავ­ლი­დი რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ენას. მათ ისე­ვე უყ­ვართ ეს ენა და ამ ენა­ზე შექ­მ­ნი­ლი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბი, რო­გორც მე...
მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ცო­ტა სხვა რა­მაა. რუ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჩვენ, რა­ტომ­ღაც, თა­ვის­თა­ვად გა­მოგ­ვ­დი­ო­და ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის გაღ­ვი­ძე­ბა და გაღ­ვი­ვე­ბა. ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ეროვ­ნე­ბით არ არი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი, მა­ინც ამ ქვეყ­ნის, ამ მი­წაწყ­ლის შვი­ლე­ბი არი­ან და მუ­დამ ქარ­თ­ვე­ლე­ბად დარ­ჩე­ბი­ან. და ეს ასეც იყო, რად­გან იან­გუ­ლის არ იყოს, მა­თი სამ­შობ­ლო იყო ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი, ქარ­თ­ვე­ლი მე­ზობ­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. რუ­სეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი ჩე­მი რუ­სი მოს­წავ­ლე ამ­ბობ­და — პირ­ველ წელს და­ვი­ღა­ლე იმის მტკი­ცე­ბით, რომ მე რუ­სი ვარ, შემ­დეგ და­ვა­ნე­ბე თა­ვი და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი: დი­ახ, მე ქარ­თ­ვე­ლი ვარ! ჩემ­მა ბერ­ძენ­მა მოს­წავ­ლემ, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძ­ნეთ­ში იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ (რო­გორც ბე­ვრი ქარ­თ­ვე­ლი), კითხ­ვა­ზე — რას შვრე­ბი, რო­დის მი­დი­ხარ შენს ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში-მეთ­ქი? ასე მი­პა­სუ­ხა — რას ამ­ბობთ, იქ რა მინ­და? ჩე­მი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოა! ჩე­მი სო­მე­ხი მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც პირ­ველ გა­ნახ­ლე­ბულ ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ზე ბევრ ქარ­თ­ველს აჯო­ბა და ქარ­თულ­ში მე­ო­რე საპ­რი­ზო ად­გი­ლი აიღო, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ყვე­ლა სა­გა­ნი ქარ­თუ­ლად აბა­რა და დღეს ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, ბრა­ზობს იმის გა­მო, რომ მი­სი ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯა­ვა­ხეთ­ში ცხოვ­რო­ბენ,  ისე­თი სი­ნა­ნუ­ლით ამ­ბო­ბენ — ჯა­ვაკხ, თით­ქოს ეს მა­თი და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იყო­სო...
ანუ, ფაქ­ტი რჩე­ბა ფაქ­ტად, ნე­ბის­მი­ე­რი არა­ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო არის სამ­შობ­ლო, რო­გორც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და კო­ლე­გამ, ჩვე­ნი პროგ­რა­მის წევ­რ­მა ნა­თია მა­ნი­ამ და­წე­რა თა­ვის ჩა­ნა­ხატ­ში — „არი­ან ქარ­თ­ვე­ლი არა­ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს ურ­ჩევ­ნია…“ ვფიქ­რობ, რომ ქარ­თ­ვე­ლი არა­ქარ­თ­ვე­ლე­ბის ქარ­თ­ვე­ლო­ბას, ისევ და ისევ, ენის ცოდ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს
ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი პროგ­რა­მის პე­და­გო­გებს დახ­მა­რე­ბა, აუცი­ლებ­ლად და უპი­რო­ბოდ უნ­და შეს­რულ­დეს გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლი, სა­დაც უკ­ვე 7 წელ­ზე მე­ტია წე­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლად უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს. სა­ნამ ეს მუხ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის ამოქ­მე­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ას ჩვე­ნი პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვი­თავ­სებთ.
***
ბევრს ახ­სოვს, ალ­ბათ, ცნო­ბი­ლი რუ­სუ­ლი სა­ბავ­შ­ვო სიმ­ღე­რა „სა­ი­დან იწყე­ბა სამ­შობ­ლო“...
ეზო­დან, წიგ­ნე­ბი­დან, ქუ­ჩი­დან, მერ­ხი­დან.
ანუ იქი­დან, რაც შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ახ­ლოა, რაც ბავ­შ­ვო­ბი­დან იცი, რაც ბავ­შ­ვო­ბი­დან გახ­სოვს.
წლე­ბის შემ­დეგ, უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რ­დი იმა­ზე, რა არის სამ­შობ­ლო და მივ­ხ­ვ­დი — ჩე­მი სამ­შობ­ლო არ იწყე­ბა ბა­თუ­მით და არ მთავ­რ­დე­ბა თბი­ლი­სით!
ჩე­მი სამ­შობ­ლოა ყვე­ლა ის გზა, ყვე­ლა ის მთა, ყვე­ლა ის სო­ფე­ლი, სა­დაც ოდეს­მე ყო­ფი­ლა ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი — უცხოვ­რია, უშე­ნე­ბია, ულო­ცავს, სის­ხ­ლი და­უღ­ვ­რია და სამ­შობ­ლო და­უ­ცავს.
რო­ცა პირ­ვე­ლად მოვ­ხ­ვ­დი გზა­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვანე­ლო, გა­და­ი­შა­ლა ჩემ თვალ­წინ — ტა­შის­კა­რი, ას­პინ­ძა, ხერ­თ­ვი­სი — მივ­ხ­ვ­დი, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე! ეს არის სამ­შობ­ლო, რო­ცა, ყო­ვე­ლი ახა­ლი წარ­წე­რის წა­კითხ­ვი­სას, გზა­ზე, ყელ­ში ბურ­თი გაწ­ვე­ბა და გახ­რ­ჩობს, თვა­ლებ­ზე კი მო­ღა­ლა­ტე ცრემლს გრძნობ, რად­გან იცი, რომ ეს მი­წაც წი­ნაპ­რე­ბის სის­ხ­ლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, ყო­ველ მთა­ზე ქარ­თ­ვე­ლე­ბის სის­ხ­ლით იწე­რე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია და ყა­ლიბ­დე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო!
და შენ რწმუნ­დე­ბი, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე!“ და რა­ო­დენ და­მაბ­ნე­ვე­ლია, რო­ცა ამ უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი მი­წის დიდ ნა­წილ­ზე ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი აღარ ცხოვ­რობს, ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა აღარ ის­მის, ქარ­თუ­ლი წირ­ვა აღარ აღევ­ლი­ნე­ბა...
აქ ჩა­მოს­ვ­ლის პირ­ვე­ლი დღი­დან მხო­ლოდ ერ­თი სურ­ვი­ლი მაქვს, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი ჩა­მო­ვი­დეს ამ ჩემს სო­ფელ­ში, არ­წი­ვებ­თან და ღმერ­თებ­თან ახ­ლოს, რომ გრძნო­ბა სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც ამ სო­ფელ­ში სუ­ფევს, გა­ნელ­დეს! უფ­რო მე­ტი იყოს სტუმ­რი­ა­ნო­ბა, უფ­რო ხში­რად ჟღერ­დეს ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა, ქარ­თუ­ლი ლექ­სი, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა...
...იმის გა­მო, რომ მა­ღალ კლა­სებს ვას­წავ­ლი, პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ბავ­შ­ვო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ პა­სუ­ხო­ბენ ჩემს ამ­ბი­ცი­ებს და მოთხოვ­ნებს. ამი­ტომ, პირ­ვე­ლი­ვე სტრო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლე, იყო :

„შენ ჰე ფარ­ნა­ვაზ, ჰქმენ ერ­თ­მ­თავ­რო­ბა,
შენ მი­ეც ქარ­თ­ველს წიგ­ნი პირ­ვე­ლი,
 შენ და­უმ­კ­ვიდ­რე ერ­სა ერ­თო­ბა
და ერ­თო­ბი­სა ნი­ჭი და ძა­ლი.”

ძნე­ლია, რო­ცა ყო­ვე­ლი სიტყ­ვის ახ­ს­ნა და გან­მარ­ტე­ბა გი­წევს, მაგ­რამ ამას­თან მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო. იმი­სათ­ვის,  რომ მოს­წავ­ლემ გა­ი­გოს ერ­თი სტრო­ფის აზ­რი, თით­ქ­მის მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია უნ­და მო­უყ­ვე! თით­ქ­მის ყვე­ლა სიტყ­ვა ფო­ნე­მე­ბის დო­ნე­ზე უნ­და გა­არ­ჩიო და ორ­თო­ე­პი­უ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნო, რა­თა სწო­რად წარ­მოთ­ქ­ვან: „ფშავ-ხევ­სურს ჰშვე­ნის აბ­ჯა­რი“!
ბევ­რ­ჯერ დამ­წყ­და გუ­ლი იმის გა­მო, რომ მე მა­თი ენა არ ვი­ცი, მათ კი­დევ ჯერ იმ დო­ნე­ზე არ იცი­ან ქარ­თუ­ლი, რომ მთე­ლი სიღ­რ­მე და სიმ­დიდ­რე იგ­რ­ძ­ნონ ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­სა, ემო­ცია ამ სიტყ­ვი­სა შე­იგ­რ­ძ­ნონ და გა­ი­თა­ვი­სონ. თუმ­ცა, ემო­ცი­ას, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ად­რე გე­ბუ­ლო­ბენ, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის ემო­ცია გა­დამ­დე­ბია და ემო­ცი­ე­ბის ენა — ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან მულ­ტი­ლინ­გ­ვის­ტუ­რი, რო­გორც დღეს ვამ­ბობთ.
სულ ვფიქ­რობ, ნუ­თუ მი­ვაღ­წევ იმას, რომ ამ ბავ­შ­ვებს ისე ვე­ლა­პა­რა­კო ქარ­თუ­ლად, რო­გორც ჩემს ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, რომ მათ გა­ი­გონ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვე­უბ­ნე­ბი? ძა­ლი­ან მინ­და, მაგ­რამ... ვნა­ხოთ!
***
წი­ნა წე­რილ­ში მო­გახ­სე­ნეთ ჩვე­ნი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ აჭა­რა­ში, ჩაქ­ვის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი — ტა­რი­ელ ქა­თა­მა­ძე) გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში. შემ­დეგ მთე­ლი წე­ლი ბავ­შ­ვე­ბი ელოდ­ნენ თა­ვი­ან­თი ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბის სტუმ­რო­ბას. მთე­ლი წე­ლი ჰქონ­დათ ერ­თ­მა­ნეთ­თან მი­მო­წე­რა ინ­ტერ­ნე­ტით. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი, ქარ­თულ­ში მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას გა­საკ­ვი­რად კარ­გად აკე­თებ­და და, რო­ცა ვე­კითხე­ბო­დი, რო­გორ გა­ა­კე­თე-მეთ­ქი, ეღი­მე­ბო­დათ — ჩე­მი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა ჩაქ­ვი­და­ნო, ანუ ინ­ტერ­ნე­ტით უკ­ვე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებ­საც აკე­თებ­დ­ნენ.
ჩაქ­ვის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფი, 5-6 მა­ისს, გვეწ­ვია სო­ფელ­ში, გი­ორ­გო­ბა დღეს. ჩაქ­ვი­და­ნაც ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, ისი­ნი, ვი­საც ერ­თი წლის წინ ვას­წავ­ლი­დი: „არა ვიქმ, ცოდ­ნა რას მარ­გებს ფი­ლო­სო­ფოს­თა ბრძნო­ბი­სა!“ იმა­თაც ჩა­მო­ი­ტა­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლე­ლა კონ­ცე­ლი­ძე) და ჩვენც და­ვახ­ვედ­რეთ ჩვე­ნი კომ­პო­ზი­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით — „სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე!“.
სტუმ­რად გვყავ­დ­ნენ ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის მეს­ვე­უ­რე­ბი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხელს ახალ­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა დი­დი მო­წი­წე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს — სამ­ველ პეტ­რო­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში საფ­რან­გეთ­ში ის­ვე­ნებ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობ­და თავს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე სა­გან­გა­შო ცნო­ბის გაჟ­ღე­რე­ბის­თა­ნა­ვე, საფ­რან­გე­თის სომ­ხე­ბის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მა­თი­ვე შეკ­რე­ბი­ლი ფუ­ლით, ერევ­ნის გავ­ლით, ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და დად­გა იქ, სა­დაც იდ­გა ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი — სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე. მის­მა მო­ნათხ­რობ­მა და მის­მა და­რი­გე­ბამ, რაც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­სა და იმ მი­წის პა­ტი­ვის­ცე­მას ეხე­ბო­და, რო­მელ­ზეც ცხოვ­რობ, ძლი­ე­რი მუხ­ტი და­ტო­ვა დარ­ბაზ­ში.
ჯა­ვა­ხე­თის მი­წა­ზე, სო­მე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ, ქარ­თუ­ლად წარ­მოთ­ქ­მულ სიტყ­ვებს „სა­ქარ­თ­ვე­ლო არი­ს ესე“, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლა და ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, ამას ჩე­მი ჩაქ­ვე­ლი კო­ლე­გე­ბის ძლივს შე­კა­ვე­ბუ­ლი ცრემ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დ­ნენ.
ყვე­ლა სიტყ­ვა, ყვე­ლა ფრა­ზა, რო­მელ­საც ჩე­მი სო­მე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ამი­ტომ ჟღერ­და მა­თი სიტყ­ვე­ბი ასე და­მა­ჯე­რებ­ლად და გულ­წ­რ­ფე­ლად. სწო­რედ ამი­ტომ თქვეს ჩვენ­მა სტუმ­რებ­მა, ნამ­დ­ვი­ლად გაგ­ვი­ჭირ­და გაგ­ვერ­ჩია, რომ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ქარ­თ­ვე­ლე­ბი და რომ­ლე­ბი — სომ­ხე­ბიო.
ის დღე ქარ­თუ­ლი ცეცხ­ლო­ვა­ნი ცეკ­ვე­ბით დამ­თავ­რ­და, რა­საც აღ­ტა­ცე­ბა­ში მოჰ­ყავ­და ჩე­მი ალას­ტა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი. ეს უკა­ნას­კ­ნელ­ნი კი, ცდი­ლობ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი ძა­ლით გა­ეკ­ვირ­ვე­ბი­ნათ ჩაქ­ვე­ლე­ბი და ამას იოლად მი­აღ­წი­ეს, რად­გან ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბის შვი­ლებს ზღვის­პირ­ზე გაზ­რ­დილ­მა ბი­ჭებ­მა მხო­ლოდ ცეკ­ვა­ში აჯო­ბეს. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მორ­ბოდ­ნენ ჩემ­თან იმის სა­კითხა­ვად, თუ სა­ი­დან აქვთ ასე­თი ძა­ლაო. ეჰ! რაც ამათ შრო­მა და ჯა­ფა აწევთ, ძლი­ე­რე­ბი და და­კუნ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, აბა რა! — იყო ჩე­მი პა­სუ­ხი.
მე­ო­რე დღეს კი, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვეს­ტუმ­რეთ ვარ­ძი­ას. შე­იძ­ლე­ბა სირ­ცხ­ვი­ლია ამის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ მე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ვარ­ძი­ა­ში. და აქ  ისევ ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ შე­მე­კუმ­შა გუ­ლი, რა­ღაც გა­მეჩხი­რა ყელ­ში. ჩემს თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე: ბავ­შ­ვი ხომ არ ხარ, რა ამ­ბა­ვია ამ­დე­ნი სენ­ტი­მენ­ტი-მეთ­ქი. მაგ­რამ, რო­ცა თა­მა­რის ფრეს­კის წინ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი... რის შე­ძა­ხი­ლი, რა შე­ძა­ხი­ლი. რა­ღაც გა­იხ­ს­ნა შიგ­ნით, ყვე­ლა და­კე­ტი­ლი სახ­რახ­ნი­სი მო­ეშ­ვა და მი­უშ­ვა... ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით, და­უ­კითხა­ვად მო­დი­ოდ­ნენ და მო­დი­ოდ­ნენ.
— ალ­ბათ რო­გორ გიყ­ვარ­და ეს კუთხე... გან­სა­კუთ­რე­ბით!
— შე­ნი შვი­ლიც კი ამ მხა­რეს მო­ა­ბა­რე, ნამ­დ­ვილ ვაჟ­კა­ცად რომ გაზ­რ­დი­ლი­ყო.
— შენ და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით იცო­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე!
— ახ­ლა, ალ­ბათ, რო­გორ გტკი­ვა გუ­ლი, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა­გან თით­ქ­მის დაც­ლილს ხე­დავ ჯა­ვა­ხეთს!
— ახ­ლა, ალ­ბათ, რო­გორ ბრა­ზობ, რო­ცა მა­ვან­ნი ეჭ­ვ­ქ­ვეშ აყე­ნე­ბენ იმას, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე!“
***
მე თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ­დი დი­დი თა­მა­რის წი­ნა­შე, დე­და თა­მა­რის წი­ნა­შე, მე­ფე თა­მა­რის წი­ნა­შე იმი­სათ­ვის, რომ აქამ­დე ჩემ­თ­ვის ჯ ა ვ ა ხ ე თ ი   მხო­ლოდ სიტყ­ვა იყო და მე­ტი არა­ფე­რი.
 და არ იფიქ­როთ, რომ მხო­ლოდ ჩემს სო­მეხ მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლი, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე“... მე ჩემს ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­საც ვას­წავ­ლი, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო არის  ესე“; ჩემს მე­გობ­რებს, ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს, შვი­ლებს და... სა­კუ­თარ თავს ვას­წავ­ლი, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ესე“! რომ ეს არის ჩვე­ნი სამ­შობ­ლო.
სწო­რედ ამის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა ჩვენს პროგ­რა­მას — „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“, სწო­რედ ამის­თ­ვის, რომ მე ვი­ცი, სამ­შობ­ლო არ არის მხო­ლოდ ის, რაც გიყ­ვარს და გე­ნატ­რე­ბა, არა­მედ ისიც, რაც ყრუდ და ჩუ­მად გტკი­ვა. 
ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნი

25-28(942)N