გამოდის 1998 წლიდან
2013-04-18
სა­მი­ნის­ტ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ხუ­თი თვე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი პრო­ექ­ტის  — „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა ღია მმარ­თ­ვე­ლო­ბის­თ­ვის“ — ფარ­გ­ლებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტ­თა კორ­პუსს შეხ­ვ­და და მათ  შე­კითხ­ვებს უპა­სუ­ხა.
შეხ­ვედ­რის და­საწყის­ში მი­ნის­ტ­რ­მა 2013 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა და და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა მოკ­ლედ შე­ა­ჯა­მა სა­მი­ნის­ტ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ხუ­თი თვე.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა
v 2013-2014 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 2084 სა­ჯა­რო სკო­ლის 650 000 მოს­წავ­ლე სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს უფა­სოდ მი­ი­ღებს;
v 2013 წლის იან­ვ­რი­დან პრო­ექ­ტი „სკო­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა“ ამოქ­მედ­და. დღე­ი­სათ­ვის 330 სა­ჯა­რო სკო­ლის 16000-მდე მოს­წავ­ლე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სას­კო­ლო ტრან­ს­პორ­ტით. სა­მი­ნის­ტ­რომ პრო­ექ­ტის გა­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 2,6 მლნ. ლა­რი გა­მო­ყო.
v 2013 წლი­დან მას­წავ­ლებ­ლის შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა 26%-60%-ით, ანუ 60-205 ლა­რით გა­ი­ზარ­და და, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, 554 ლა­რით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, ხო­ლო თუ პე­და­გო­გი, ამავ­დ­რო­უ­ლად, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლია, მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა 626 ლარს შე­ად­გენს და ა.შ. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნულ ხელ­ფასს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გის და­ნა­მა­ტი — 75 ან 125 ლა­რი — ემა­ტე­ბა. გაზ­რ­დილ ხელ­ფასს იღებს სა­ჯა­რო სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ მიზ­ნით, 50 მლნ. ლა­რით გა­ი­ზარ­და სა­მი­ნის­ტ­როს 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი.

სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია MCC-ის (5-წლი­ა­­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი) პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში:
v დას­რულ­და პირ­ვე­ლი ფა­ზა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვას წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით (სკო­ლის ფარ­თი, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი, გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სი და ა.შ.). შე­ირ­ჩა 150 სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პირ­ვე­ლი ტრან­ში მო­ი­ცავს 41 სკო­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2014 წლის გა­ზაფხულ­ზე. ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 2013 წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა საპ­რო­ექ­ტო და ყვე­ლა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა
v სა­ხელ­მ­წი­ფო, წელს პირ­ვე­ლად, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის 17 სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლას და­ა­ფი­ნან­სებს;
v 2013 წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­სა­ცე­მი სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის წლი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბა, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ორ­მაგ­და და შე­ად­გი­ნა  22 800 000 ლა­რი.
v აღ­დ­გა სრუ­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლებ­ზეც წი­ნა წლებ­ში მხო­ლოდ 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და. აბი­ტუ­რი­ენტს, ნე­ბის­მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვი­სას, ექ­ნე­ბა შან­სი მი­ი­ღოს რო­გორც სრუ­ლი, ისე 70%-იანი და 50%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა;
v სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და;
v პროგ­რა­მის „სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დი­ე­ბი სტუ­დენ­ტებს“ ბი­უ­ჯე­ტი გა­ორ­მაგ­და და შე­ად­გი­ნა 3 500 000 (სა­მი მი­ლი­ონ ხუ­თა­სი ათა­სი) ლა­რი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა გა­ორ­მაგ­დეს სტი­პენ­დი­ან­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ათი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.
v 2012 წლის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ 2423 სტუ­დენტს 2012-2013 სას­წავ­ლო წლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და­უ­ფი­ნან­ს­და. სა­ერ­თო თან­ხა შე­ად­გენს 4 465 310 ლარს.

***
სკო­ლის ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი ყო­ველ­თ­ვის იყო და არის, თუმ­ცა იგი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გ­რი­ლია და არ გრძნობს თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში.
ჩემ­თ­ვის, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სათ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ ახა­ლი სტრუქ­ტუ­რის შექ­მ­ნით ხე­ლი შე­ეწყო­ბა თე­მის, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სხვა სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას და ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სკო­ლის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.
თუ სას­კო­ლო ოლ­ქე­ბი მო­ა­ხერ­ხე­ბენ იყ­ვ­ნენ ობი­ექ­ტურ­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, მა­შინ ამ სტრუქ­ტუ­რის ამოქ­მე­დე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, ისე თე­მი­სათ­ვის. სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი გა­რან­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, რომ სკო­ლე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ სახ­ს­რე­ბის გა­მო­ყო­ფი­სას გა­მო­ი­რიცხე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა და პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი და გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­ს­რე­ბის ხარ­ჯ­ვაც მიზ­ნობ­რი­ვად და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ მოხ­დე­ბა.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩნდე­ბა არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის შე­კითხ­ვე­ბიც:
n რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩე­ვა სას­კო­ლო ოლ­ქის 6 არ­ჩე­ვი­თი წევ­რი.
n რო­გორ მოხ­დე­ბა მა­თი გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა ფუნ­ქ­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რულ სპე­ცი­ფი­კურ სა­კითხებ­ში: სას­წავ­ლო გეგ­მა, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, ოლ­ქის სას­კო­ლო პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რა, შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ცოდ­ნა.
n რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით და კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოხ­დე­ბა სკო­ლის ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვა.
n სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნა­დაა სას­კო­ლო ოლ­ქის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მის ხარ­ჯ­ზე.
n კარ­გად ვიც­ნობ რა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მწირ სა­კად­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­დე­ბა ოლ­ქის წევ­რად ამ ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლის შერ­ჩე­ვა, თა­ნაც საბ­ჭოს მდივ­ნის სტა­ტუ­სით, რაც, ჩე­მი აზ­რით, შრო­მა­ტე­ვა­დი ფუნ­ქ­ციაა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა მო­უ­წო­და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს მარ­თ­ვის ამ ახა­ლი მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.
ვფიქ­რობ, ამ­გ­ვარ­მა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­გე­ბუ­ლი დავ­რ­ჩე­ბით ყვე­ლა­ნი.
მე­დეა სამ­სო­ნია
სსიპ თბი­ლი­სის ¹55 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

***
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა — სას­კო­ლო ოლ­ქი, მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სკო­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ ოლ­ქად და­ყოფს. დღემ­დე კი იყო სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო. მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო სამ­გ­ზის იყო არ­ჩე­უ­ლი. ერ­თა­დერ­თი, რაც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ შეძ­ლო, ეს იყო: დი­რექ­ტო­რე­ბის არ­ჩე­ვა, ბი­უ­ჯე­ტის, ში­ნა­გა­ნა­წე­სი­სა და სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დის შე­თან­ხ­მე­ბა. ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ მშობ­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვა, უმე­ტეს­წი­ლად, და­უძ­ლე­ველ პრობ­ლე­მად იქ­ცა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამას გა­ნა­პი­რო­ბებს რთუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ზამ­თა­რი, ხან­მოკ­ლე დრო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის. თუ სას­კო­ლო ოლ­ქის საბ­ჭო, თა­ვი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, იმუ­შა­ვებს ამ სა­კითხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად — სკო­ლის დი­რექ­ცი­ას მი­ა­წო­დებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, შე­ის­წავ­ლის და სა­მარ­თ­ლი­ა­ნად წა­რუდ­გენს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­სა და სექ­ტო­რე­ბის და­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს, შეძ­ლებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას დო­ნო­რებ­თან სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, მო­ა­ხერ­ხებს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას — ვფიქ­რობთ, გა­იზ­რ­დე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის მო­ტი­ვა­ცია. უმ­თავ­რე­სი, რაც სას­კო­ლო ოლ­ქის არ­სე­ბო­ბის შექ­მ­ნის გა­მარ­თ­ლე­ბად მიგ­ვაჩ­ნია, გახ­ლავთ ზე­მო სვა­ნე­თის ხე­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის თა­ო­ბა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სათ­ვის.
ნა­ტო სუ­ბე­ლი­ა­ნი
ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

***
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, იქ­მ­ნე­ბა ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა — სას­კო­ლო ოლ­ქი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სკო­ლას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ახა­ლი მო­დე­ლი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. საკ­მა­ოდ დი­დი პე­რი­ო­დი ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­წე­ვაა, ამი­ტო­მაც სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის საყ­რ­დე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია უნ­და იყოს.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ სკო­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის დე­მოკ­რა­ტი­ი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია. ვერ ვიტყ­ვი, რომ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ებ­მა მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლეს, მაგ­რამ სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რაც ამ პე­რი­ო­დამ­დე ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და.
ამ ეტაპ­ზე, ახა­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, სკო­ლის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ მარ­თ­ვა­ში ახა­ლი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლი რგო­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა. ჩე­მი აზ­რით, მო­დე­ლი კარ­გია, მით უმე­ტეს, რომ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი სკო­ლა შე­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის­თ­ვის ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას სკო­ლა და და­ი­სა­ხე­ბა მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ათი სკო­ლის ერ­თი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლი რგო­ლი უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. რგოლ­ში მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის პრობ­ლე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თობ­ლი­ვად გა­და­იჭ­რას. სას­კო­ლო ოლ­ქის საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რომ­ლებ­შიც წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ რო­გორც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­სა და სა­მი­ნის­ტ­როს, ასე­ვე თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას, თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხა­ვენ სკო­ლის პრობ­ლე­მებს და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­ში მი­ი­ტა­ნენ თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის „გა­სა­ჭირს”. მი­მაჩ­ნია, რომ სას­კო­ლო ოლ­ქის საბ­ჭოს წევ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა  უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.
დო­დო დო­ლი­ძე
აბა­შის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი
***
გა­ვე­ცა­ნი სას­კო­ლო მარ­თ­ვის ახალ მო­დელს.  ჩემ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ უნ­და იყოს ყვე­ლა ოლ­ქ­ში  ფიქ­სი­რე­ბუ­ლი  9 წევ­რი,  რად­გან სას­კო­ლო   ოლ­ქ­ში   შე­საძ­ლე­ბე­ლია    სკო­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა რა­ო­დე­ნო­ბა იყოს.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა  ოლ­ქ­ში 6  არ­ჩე­ვი­თი წევ­რის არ­ჩე­ვა.
სას­კო­ლო   ოლ­ქის  ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა ხელს შე­უწყობს სკო­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და ინ­ტეგ­რი­რე­ბას, ამ თვალ­თა­ხედ­ვით, სას­კო­ლო ოლ­ქის არ­სე­ბო­ბა პო­ზი­ტი­ურ მოვ­ლე­ნად მიგ­ვაჩ­ნია.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო ოლ­ქის წევ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია და კომ­პე­ტენ­ცია, რად­გან ისი­ნი   გან­საზღ­ვ­რა­ვენ სკო­ლის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას —  ბი­უ­ჯეტს და  სას­წავ­ლო  გეგ­მას.
სას­კო­ლო ოლ­ქის წევ­რ­თა შერ­ჩე­ვა არ უნ­და  მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის წი­ნას­წარ უნ­და გახ­დეს ცნო­ბი­ლი,   რა პრინ­ცი­პე­ბით და კრი­ტე­რი­უ­მე­ბით  მოხ­დე­ბა სას­კო­ლო ოლ­ქის წევ­რ­თა არ­ჩე­ვა.
მიგ­ვაჩ­ნია, რომ  სას­კო­ლო ოლ­ქის   წევ­რ­თა  საქ­მი­ა­ნო­ბა   ანაზღა­უ­რე­ბა­დი უნ­და იყოს, რად­გან  მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე  და­ფუძ­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია.

ტა­რი­ელ კა­ლან­და­ძე
ოზურ­გე­თის ¹4 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

***
რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორს, მი­მაჩ­ნია, რომ  სკო­ლის მარ­თ­ვის ახალ მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლა გაზ­რ­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­რისხს მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებსა და დი­რექ­ტო­რებს  შო­რის. ამავ­დ­რო­უ­ლად, ამაღ­ლ­დე­ბა სკო­ლი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა.
მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სას­კო­ლო ოლ­ქის მუ­შა­ო­ბა­ში, შე­ეძ­ლე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვებ­სა და კა­ნო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სკო­ლა­სა და მათ შვი­ლებ­ზე.
სას­კო­ლო ოლ­ქის საბ­ჭოს უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ად­ვი­ლად მოგ­ვა­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა (მაგ. კლას­ში მოს­წავ­ლე­თა მაქ­სი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას­თან და სკო­ლის ქო­ნე­ბის იჯა­რით გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი).
სას­კო­ლო ოლ­ქი, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ იქ­ნე­ბა ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე ერ­თი სკო­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად იმუ­შა­ვებს. მაგ­რამ,  ვფიქ­რობ, უნ­და შე­მუ­შავ­დეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პი­როვ­ნე­ბა, რომ და­რე­გის­ტ­რირ­დეს სას­კო­ლო  ოლ­ქის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებ­ში.
თუ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­კეთ­და, პრო­ექ­ტი, ალ­ბათ, არ გა­ა­მარ­თ­ლებს.

ლე­ი­ლა ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი
ყვარ­ლის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის და­გეგ­მი­ლია 15 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­ხელ­მ­წი­ფო და კერ­ძო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს (უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, კო­ლე­ჯე­ბი, სკო­ლე­ბი), რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს.

სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია
v ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით 600-მდე სა­ჯა­რო სკო­ლა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ივ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ ხა­რის­ხ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი;
v 2013 წელს, რე­გი­ო­ნებ­ში, 20-მდე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ზი­ფი­კა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, იგეგ­მე­ბა 42 სა­ჯა­რო სკო­ლის გა­ზი­ფი­კა­ცია;
v რე­გი­ო­ნებ­ში 20-მდე სა­ჯა­რო სკო­ლის გათ­ბო­ბის სის­ტე­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და;
v და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე სკო­ლის შე­ნე­ბა (რა­ო­დე­ნო­ბა შე­სა­თან­ხ­მე­ბე­ლია);
v ამ ეტაპ­ზე სკო­ლა შენ­დე­ბა კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხოვ­ლე­ში და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში;
v წელს ყვე­ლა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მი­ი­ღებს კომ­პი­უ­ტერს;
v სკო­ლე­ბი აღი­ჭურ­ვე­ბა ახა­ლი სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რით.
***
შეხ­ვედ­რა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ მი­ნის­ტ­რის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე და­ეს­ვათ შე­კითხ­ვე­ბი.  უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბაა. ბევ­რი კმა­ყო­ფი­ლია ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მათ შო­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავტორთა ნაწილი. თუმ­ცა, გა­მომ­ცემ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას არ­თ­მევს, სარ­ჩელ­საც ამ­ზა­დე­ბენ და აპი­რე­ბენ სა­სა­მარ­თ­ლო­ში შე­ტა­ნას, ასე­ვე, აპი­რე­ბენ მი­მარ­თონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­საც. იმავ­დ­რო­უ­ლად  აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან დი­ა­ლო­გის­თ­ვის მზად არი­ან. ბრი­ფინ­გ­ზე გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა ვრცლად ისა­უბ­რა, თუ რო­გო­რია მი­სი პო­ზი­ცია ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. 

— გუ­შინ შევ­ხ­ვ­დი ავ­ტო­რებს და შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ გრო­შე­ბით, რო­მელ­საც, თურ­მე, ავ­ტო­რე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იღებ­დ­ნენ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან. ეს პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვ­ლე­ბა და ის სა­მუ­შაო, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო შე­უკ­ვე­თავს ავ­ტო­რებს, ბევ­რად უფ­რო ღირ­სე­უ­ლად ანაზღა­ურ­დე­ბა. ეს იმ პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­მომ­ცემ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ასე­თი ვი­თა­რე­ბაა: არი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იაზ­რე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას, იაზ­რე­ბენ იმას, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის მუდ­მი­ვად გა­ღა­ტა­კე­ბის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დამ­თავ­რ­და და გა­დავ­დი­ვართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის რე­ჟიმ­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გა­მომ­ცემ­ლებ­თან დი­ა­ლო­გი კი არ და­იწყე­ბა, არა­მედ გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რად­გა­ნაც ის ბო­ლო ხუ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩვე­ნი მოს­ვ­ლის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე გან­ვაცხა­დე, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ფა­სი უნ­და შემ­ცირ­დეს. ეს არ  არის და­მა­ლუ­ლი პო­ლი­ტი­კა, შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ პირ­ვე­ლი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­დაც ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რომ სექ­ტემ­ბე­რი მშობ­ლე­ბის­თ­ვის ეკო­ნო­მი­კუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფის თვე გახ­და, ხო­ლო აგვის­ტო — წა­მე­ბის თვე, რი­გებ­ში დგო­მით. ეს უნ­და  დას­რულ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, რო­გორც წი­ნა წლის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით (მათ პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ნაშ­თებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში), ასე­ვე მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა უკ­ვე და­იწყო. მა­თი დახ­ვე­წა ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა, რაშიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მიიღებენ ავ­ტო­რე­ბი, დამ­კა­ბა­დო­ნებ­ლე­ბი, რე­დაქ­ტო­რე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი და ა.შ. ყვე­ლა ამ ადა­მი­ა­ნის შრო­მა ადეკ­ვა­ტუ­რად და­ფას­დე­ბა, მაგ­რამ ეს არ მოხ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ღა­ტა­კე­ბის ფონ­ზე.
ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თ­ლებ­რივ მხა­რეს — გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მოქ­მე­დებს მთლი­ა­ნად იმ კონ­ტ­რაქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რაც დაგ­ვ­ხ­ვ­და, ვი­ნა­ი­დან ჩვენ სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ვცხოვ­რობთ და სა­მარ­თა­ლი ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლია, თუნ­დაც ასე­თი მტკივ­ნე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი მხა­რე, რო­მელ­შიც ბო­ლომ­დე ვი­ცავთ კონ­ტ­რაქ­ტის პუნ­ქ­ტებს და, სხვა­თა შო­რის, იმე­დი მაქვს, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ან­გა­რი­შებ­ზე და­უჯ­დე­ბათ ახ­ლა მი­ლი­ო­ნი, ისე არ მო­ექ­ცე­ვი­ან ავ­ტო­რებს, რო­გორც აქამ­დე. მათ ისე­ვე პირ­ნათ­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ავ­ტო­რებ­თან, რო­გორც ჩვენ ვას­რუ­ლებთ იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რაც კონ­ტ­რაქ­ტით დაგ­ვ­ხ­ვ­და. კი­დევ ერ­თხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვას­რუ­ლებთ იმ კონ­ტ­რაქ­ტის პი­რო­ბებს, რა­საც მათ მო­ა­წე­რეს ხე­ლი. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ნაშ­თის შე­ძე­ნის თა­ო­ბა­ზე.
ამ წუ­თას ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბით სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, მაგ­რამ, ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­ზა­რი 50-დან 80 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ადი­ო­და. ეს არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბი­დან ამო­დი­ო­და. იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­ცა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 133 ლა­რია, ხო­ლო სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი —141 ლა­რი. ამ ორ მო­ნა­ცემს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ 8 ლა­რია, ამ­დე­ნი თან­ხა ამო­დი­ო­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბი­დან. თა­ნაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ არის სა­ბაზ­რო პრო­დუქ­ტი, ეს არის პრო­დუქ­ტი, რომ­ლის ყიდ­ვის არ­ჩე­ვა­ნიც ადა­მი­ანს არ აქვს — ან უარი უნ­და თქვას შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ან არა­და, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დეს, რო­გორ­შიც გუ­შინ რუს­თა­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ვნა­ხე, რომ­ლებ­საც უხ­დე­ბო­დათ ცალ­კე ქა­ღალ­დის შოვ­ნა, შემ­დეგ ქსე­როქ­სის გა­და­ღე­ბა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ამ­გ­ვა­რად სწავ­ლა. ასე­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლობ­და, 19 ათა­სი რუს­თა­ვე­ლი მოს­წავ­ლი­დან, 3 ათა­სი. ეს რე­ა­ლო­ბაა. სქე­მის ანა­ლი­ზი არ შე­დის ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, მაგ­რამ კითხ­ვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა — რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფოს ეს ყვე­ლა­ფე­რი 12 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­უჯ­და, რაც ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის ერ­თი შე­სას­ვ­ლე­ლის ან  „ან­ბა­ნის“ კოშ­კის ერ­თი ფლი­გე­ლის ან პრე­ზი­დენ­ტის ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბის ერ­თი სა­ლო­ნის ფა­სია ან, თუნ­დაც  —  7 ვი­ლი­დან ერთ-ერ­თის მო­პირ­კე­თე­ბის ფა­სი. ვფიქ­რობ, დღეს ამ სის­ტე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. ამის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, იმ თან­ხით, რაც შარ­შან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის­თ­ვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. 
რაც  შე­ე­ხე­ბა გა­მომ­ცემ­ლებს, ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ანაზღა­ურ­და ის დი­დი ღვაწ­ლი, რაც გა­მომ­ცემ­ლებ­მა გას­წი­ეს. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­­შუა­ლოდ,  50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბა­ზა­რი იყო, გა­და­ამ­რავ­ლეთ ეს ცხრა წელ­ზე — ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლა­რი, რო­მე­ლიც ამო­ღე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ჯი­ბი­დან, რო­მელ­თაც რე­ა­ლუ­რად უკი­დუ­რე­სად უჭირ­დათ. ეს ბა­ზა­რი ცხრა წე­ლი მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო. რო­მელ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? გე­გო­ნე­ბა, წი­ლებს ვი­ყოფთ. მათ ან­გა­რიშ­ზე მი­ლი­ო­ნი ჯდე­ბა, კე­თი­ლი ინე­ბონ და იმ ავ­ტო­რებს, რომ­ლებ­საც  მარ­თ­ლა კა­ბა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით ამუ­შა­ვებ­დ­ნენ, ახ­ლა მის­ცენ ფუ­ლი. „ვის რამ­დე­ნი შეხ­ვ­დე­ბა“ — ეს მო­რა­ლუ­რი დი­ლე­მა არ მქო­ნია, მქონ­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და იური­დი­უ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც მარ­თა­ლი ვარ და მქონ­და მო­რა­ლუ­რი პრო­ცე­სი — ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი არ ჰქონ­დათ, მშობ­ლებს ფუ­ლი არ მო­ეკ­ლოთ.
კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით ვმოქ­მე­დებ, იმ კონ­ტ­რაქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც მათ შაშ­კინ­თან გა­ა­ფორ­მეს. ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ შაშ­კინ­თან კარ­გად იყ­ვ­ნენ და ჩე­მით კი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გა­აგ­რ­ძე­ლონ კო­ა­ბი­ტა­ცია  შაშ­კინ­თან. კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, ვმოქ­მე­დებ კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით — რა­ზეც ხე­ლი მო­ა­წე­რეს, იმ დო­კუ­მენ­ტით. მე არ ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რა ჩა­დო მან კონ­ტ­რაქ­ტ­ში, ვფიქ­რობ სხვა თე­მებ­ზე — ბავ­შ­ვებ­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე...
შე­სა­ბა­მი­სად, სქე­მე­ბის ანა­ლი­ზი ჩე­მი კომ­პე­ტენ­ცია არ არის. ჩე­მი კომ­პე­ტენ­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მაა და იმის თქმა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვის და მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბი არ უნ­და და­ირ­ღ­ვეს და ამას ვა­კე­თებ. მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უფ­რო კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი ხართ, შე­გიძ­ლი­ათ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­როთ და შე­იტყოთ, რა თან­ხე­ბი იყო და­ხარ­ჯუ­ლი ან რა კონ­ტ­რაქ­ტე­ბი აქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი გა­მომ­ცემ­ლებს ავ­ტო­რებ­თან.
დღეს კი­დევ ერ­თხელ გა­ვახ­მო­ვა­ნებ ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რას, გზავ­ნილს, რო­მე­ლიც მათ მითხ­რეს: „ნუ ამ­ბობთ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ჩუქ­ნის ბავ­შ­ვებს წიგ­ნებს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ვჩუქ­ნით ჩვენ, რად­გა­ნაც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს ვი­ღებ­დით“. ეს მითხ­რა რამ­დე­ნი­მე ავ­ტორ­მა გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე — „ჩვენ ამ პრო­ცეს­ში არ ვი­ყა­ვით ის ხალ­ხი, ვინც მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ­და, ჩვენ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით“. მინ­და ხაზ­გას­მით გითხ­რათ, რომ დღეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი ამ აქ­ცი­ის — უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის — მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან.
შეხ­ვედ­რა­ზე იმა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, რომ ვაგ­რ­ძე­ლებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ავ­ტო­რებ­თან, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დახ­ვე­წა­ზე. ავ­ტორს სპე­ცი­ფი­კუ­რად უნ­და მის­ცე ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, რო­გო­რი მიდ­გო­მაა არას­წო­რი და ა.შ. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ავ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახ­ლა­ვე სურთ რა­ღა­ცის ჩას­წო­რე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში. გარ­და ამი­სა, სკო­ლე­ბი­დან ის­მის კრი­ტი­კა ამა თუ იმ დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც აუცი­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.  ავ­ტო­რებს ავუ­ნაზღა­უ­რებთ პირ­და­პირ და არა უც­ნა­უ­რი სქე­მე­ბით. ჩემ­თ­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ასე­ვე, ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმის გა­გე­ბა, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან 5-წლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი ჰქონ­დათ  და­დე­ბუ­ლი და ავ­ტო­რებ­თან კი — ერ­თ­წ­ლი­ა­ნი იმ ნაშ­რომ­ზე, რაც მათ შე­უკ­ვე­თეს. ეს კონ­ტ­რაქ­ტე­ბი იყო ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი შე­თან­ხ­მე­ბა, მაგ­რამ  ბო­ლომ­დე არა­ვინ იცავ­და ავ­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბებს. ჩვენ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ კონ­ტ­რაქ­ტებს და მათ­თან შე­სა­ბა­მი­სად ვი­მუ­შა­ვებთ. რაც შე­ე­ხე­ბა მაკ­მი­ლა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ასე­თი კონ­ტ­რაქ­ტი არ არის, რაც მისი გაწყ­ვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მაკ­მი­ლა­ნის­გან ვყი­დუ­ლობთ წიგ­ნებს.
„სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა“ — რო­ცა ამ ფრა­ზას ვამ­ბობთ, უნ­და გვეს­მო­დეს, რომ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი იური­დი­უ­ლი შე­თან­ხ­მე­ბაა, კონ­კ­რე­ტუ­ლი კონ­ტ­რაქ­ტის ნა­წი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ის დარ­ღ­ვე­უ­ლი იყოს, თუ­კი მე კონ­ტ­რაქტს ვი­ცავ.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რისხს, ბეჭ­დ­ვის ხა­რის­ხი ამაღ­ლ­დე­ბა, რად­გან სტან­დარ­ტის დაც­ვა და გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა მოხ­დე­ბა, თუნ­დაც უვ­ნებ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ასე­ვე, ვმუ­შა­ობთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წო­ნი­სა და ზო­მის შემ­ცი­რე­ბა­ზე. სტამ­ბებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ მო­ხერ­ხ­დეს წიგ­ნე­ბის უფ­რო მცი­რე ერ­თე­უ­ლე­ბად დაშ­ლა და, შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვე­ბი სქო­ლი­ო­ზის­თ­ვის გან­წი­რუ­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ. ასე­ვე იგეგ­მე­ბა წიგ­ნე­ბი­სა და სა­მუ­შაო რვე­უ­ლე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბაც, რა­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ბეჭ­დ­ვა  ყო­ველ­წ­ლი­უ­რად არ იყოს აუცი­ლე­ბე­ლი.
სტამ­ბე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მია ფას­თა მოკ­ვ­ლე­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სტამ­ბა, რო­მე­ლიც მზა­დაა ამ მას­შ­ტა­ბის შეკ­ვე­თა მი­ი­ღოს, შეკ­ვე­თას მი­ი­ღებს. ამ ეტაპ­ზე, 4 სტამ­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს. არა მგო­ნია, თი­თო-ორო­ლა სტამ­ბამ შეძ­ლოს ამ­ხე­ლა დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა. უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დი­დი შეკ­ვე­თაა ქარ­თუ­ლი სტამ­ბე­ბის­თ­ვის და, იმე­დია, შე­სა­ბა­მი­სად, სიმ­ძ­ლავ­რე­ებ­სა და ხა­რისხს გაზ­რ­დი­ან. ეს სტამ­ბებ­ში ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და ასე­ვე — დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის.
წიგ­ნე­ბი გა­და­ე­ცე­მა სკო­ლას და არა მოს­წავ­ლე­ებს, მოს­წავ­ლე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, წლის ბო­ლოს და­უბ­რუ­ნოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სკო­ლას, ხო­ლო ვინც არ და­აბ­რუ­ნებს წიგნს, მი­სი შეს­ყიდ­ვა მო­უ­წევს.
ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სკო­ლებს, რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მაა მათ რომ ვერ  ვაძ­ლევთ უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. პირ­ველ ეტაპ­ზე გვინ­დო­და, დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და ლო­გი­კუ­რი­ცაა, რომ კერ­ძო სკო­ლა ფა­სი­ა­ნია და იქ უფ­რო შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის სეგ­მენ­ტია. თუმ­ცა, კერ­ძო სკო­ლებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბიც არ­სე­ბობს, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს უფა­სოდ და­ვუ­რი­გებთ.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N