გამოდის 1998 წლიდან
2012-11-26
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი — რას ელიან დირექტორები

ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა სფე­რო­ზე აისა­ხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახა­ლი მთავ­რო­ბის მო­ლო­დინ­შია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს შე­ვე­ხე­ბით. მი­ნის­ტ­რის კან­დი­და­ტუ­რა უკ­ვე და­სა­ხელ­და. მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, ალბათ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რა მო­ლო­დი­ნი აქვთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მუ­შა­კებს.
რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკა­მა­ყო­ფი­ლებ­დეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებს შო­რის — რო­გო­რი უნ­და იყოს სკო­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი, რა ცვლი­ლე­ბე­ბია სა­სურ­ვე­ლი და რი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მი­აჩ­ნი­ათ გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად უკ­ვე გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მი­დან — ამ კითხ­ვე­ბით მივ­მარ­თეთ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს. გთა­ვა­ზობთ მათ მო­საზ­რე­ბებს: 


***
პირ­ველ რიგ­ში, ვიტყო­დი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ არის მხო­ლოდ სკო­ლა, ამი­ტომ პი­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­აზ­რე­ბო­დეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პოს­ტ­ზე, თა­ნაბ­რად უნ­და ფლობ­დეს ორი­ვე მმარ­თ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მას — რო­გორც სას­კო­ლო, ასე­ვე უმაღ­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მებს, რაც არა ნაკ­ლებ რთუ­ლი და არა ნაკ­ლებ მი­სა­ხე­დია, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
მი­მაჩ­ნია, რომ მი­ნის­ტ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცესს სის­ტე­მუ­რად უნ­და ხე­დავ­დეს, ამი­ტომ უნ­და იყოს კარ­გი მე­ნე­ჯე­რი. ეს იმ­დე­ნად დი­დი სის­ტე­მაა, რომ სჭირ­დე­ბა სწო­რედ ამ­გ­ვა­რი ხედ­ვა, აღ­ქ­მა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­საქ­მ­ნე­ლად, ამი­ტომ წი­ნას­წარ უნ­და ჰქონ­დეს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც და­ა­კავ­ში­რებს ამ ორ სის­ტე­მას და თა­ნაბ­რად გა­ნა­ვი­თა­რებს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში არ უნ­და იყოს წყვე­ტა. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ისე უნ­და იყოს აგე­ბუ­ლი, რომ პირ­და­პირ ებ­მო­დეს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას. ამ წუთ­ში ეს პრობ­ლე­მა დგას, ანუ ამ ორ სის­ტე­მას შო­რის პა­ტა­რა წყვე­ტა შე­ი­ნიშ­ნე­ბა და გა­დას­ვ­ლა კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე, უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ არ ხდე­ბა. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა­ცაა. ვი­საც სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე სკო­ლა­ში უმუ­შა­ვია მას­წავ­ლებ­ლად, მით უმე­ტეს დი­რექ­ტო­რად, იცის, რომ ყო­ველ­თ­ვის ძი­რი­თად პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით სწო­რედ ამ დროს, რო­დე­საც მოს­წავ­ლი­სა და მშობ­ლის მიზ­ნე­ბი შორ­ს­მი­მა­ვა­ლია, სკო­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი კი — აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სტან­დარ­ტებს მორ­გე­ბუ­ლი. აი, ეს კონ­ფ­ლიქ­ტი — სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის, ალ­ბათ, აქე­დან მო­დის. ამი­ტომ ვერ აეწყო და ვერ მო­ხერ­ხ­და მოს­წავ­ლე­თა სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ორი­ვე სეგ­მენ­ტ­ში რო­გორც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ასე­ვე უმაღ­ლე­სი, წარ­მა­ტე­ბით უნ­და ფლობ­დეს ყვე­ლა იმ მე­ქა­ნიზმს, რაც ამ ორი სფე­როს და­სა­ახ­ლო­ებ­ლა­დაა სა­ჭი­რო, ასე­ვე უნ­და იც­ნობ­დეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზას, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და ამ გა­მოც­დი­ლე­ბის სწო­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის უნ­და იყოს მზად. ჩვენ ვნა­ხეთ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მა თუ პრო­ექ­ტი, პირ­და­პირ „ამოჭ­რი­ლი“ რო­მე­ლი­ღაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­დან, რო­გო­რი კრა­ხით დამ­თავ­რ­და ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის.
სა­სურ­ვე­ლია, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს ჰქონ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. 

***
პირ­ველ რიგ­ში, უნ­და და­იწყოს დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა, რაც დღეს ნამ­დ­ვი­ლად პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ვერც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერც ერ­თი მი­ნის­ტ­რი ვერ მო­ი­ფიქ­რებს იმ სა­ერ­თო კრი­ტე­რი­უმს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა­ზე იყოს მორ­გე­ბუ­ლი და ყვე­ლას­თ­ვის შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს. დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია გუ­ლის­ხ­მობს სწო­რედ იმ მო­მენტს, რომ თი­თო­ე­ულ­მა სკო­ლამ თა­ვი­სი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მი­სია და მხო­ლოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­დაჭ­რის გზას ითხოვს, მშვი­დად, ში­ნა­გა­ნა­წე­სით ან ში­და ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით, რა თქმა უნ­და, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გა­დაწყ­ვი­ტოს.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, ღი­ა­ო­ბის პრინ­ცი­პის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, ანუ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ სტრუქ­ტუ­რებს შო­რის უნ­და იყოს ძა­ლი­ან ღია, უშუ­ა­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბის და­ყე­ნე­ბი­სა და გა­დაწყ­ვე­ტის პრო­ცეს­ში. დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სტრუქ­ტუ­რებს უნ­და ჰკითხონ აზ­რი ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს. ხში­რად გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა თით­ქოს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ­მა ფორ­მუ­ლამ ვერ იმუ­შა­ვა, მა­გა­ლი­თად, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მოქ­მე­დი მო­დე­ლი.
გარ­კ­ვე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს ბევ­რი რამ მშობ­ლებ­საც უნ­და ვკითხოთ. პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რო­ცა მშობ­ლის­გან მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა, ის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად იწყებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას, ვიდ­რე დი­რექ­ტი­ვად მი­წო­დე­ბუ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა ჩა­ტარ­დეს ღია გა­მო­კითხ­ვე­ბი, კვლე­ვე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ამის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა­ში მოქ­ცე­ვა ისე, რომ მშობ­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა, რო­გორც მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა და არა თავ­ს­მოხ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მშობ­ლე­ბის მი­ერ უარ­ყო­ფილ ნე­ბის­მი­ერ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, წი­ნას­წარ რომ გა­მოგ­ვე­კითხა მა­თი აზ­რი, შე­იძ­ლე­ბა არც მოჰ­ყო­ლო­და უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია.
ჩე­მი აზ­რით, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უფ­რო წა­ად­გე­ბო­და სკო­ლას. ბევ­რი პრობ­ლე­მა თვი­თონ სკო­ლა­ში უფ­რო ად­ვი­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, ვიდ­რე სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, თუნ­დაც რო­მე­ლი­მე კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. 

***
სკო­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა უნ­და დარ­ჩეს, იმი­ტომ რომ გარ­კ­ვე­ულ მო­ტი­ვა­ცი­ას ქმნის, მაგ­რამ უნ­და შე­იც­ვა­ლოს გათ­ვ­ლის ფორ­მუ­ლა. მე­ტი მო­ტი­ვა­ცია უნ­და ჰქონ­დეს სკო­ლას მოს­წავ­ლის მი­სა­ღე­ბად, რად­გან ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბა, რაც მეტ მოს­წავ­ლეს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამის სა­პირ­წო­ნედ დიდ და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს.
ამავ­დ­რო­უ­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი, რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. კონ­კ­რე­ტუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა შე­დე­გი მი­ვი­ღოთ, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყო.
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ნამ­დ­ვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო და უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც გად­მო­ვი­დეს. რად­გან სა­ბა­ზო სა­ფე­ხურს სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მი­ვიჩ­ნევთ, იქ აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­დოს გარ­კ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რი, რო­მელ­საც მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­და­ლა­ხა­ვენ. შემ­დ­გომ­ში, ეს ბევრ პრობ­ლე­მას მოხ­ს­ნის, თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ჩარ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მას, რად­გან ამ სა­ფე­ხურ­ზე ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი მოხ­ვ­დე­ბი­ან, ვი­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა სა­მო­მა­ვა­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის სფე­რო.
რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნ­და იყოს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­დეს მხო­ლოდ სა­ხე­ლო­ბო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბით. შე­იძ­ლე­ბა სა­თა­ნა­დო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ან რა­ი­მე დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც და­ა­ბა­ლან­სებს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ვას. სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მე­ბი ბევ­რის­თ­ვის უინ­ტე­რე­სო და მი­უ­ღე­ბე­ლია, უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მით უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლეა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბევ­რი მოს­წავ­ლე აღარ გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის შემ­დეგ სკო­ლა­ში და აირ­ჩევს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას.
თუ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მი­სი უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გიც უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა.
კარ­გი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­ი­გეგ­მე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დეს, არ­სე­ბულ­თან პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში და არა მყი­სი­ე­რად, რაც მთა­ვა­რია, ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ.
სა­სურ­ვე­ლი ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკითხე­ბი­ან და მსჯე­ლო­ბენ კი­დეც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ზე, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც ბევ­რ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. ინ­ტე­რე­სი გა­სა­გე­ბია. უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, არა მარ­ტო ისი­ნი, ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­დ­ნენ თვალს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ყო­ვე­ლი მი­ნის­ტ­რის შეც­ვ­ლა აუცი­ლებ­ლად გა­ნა­პი­რო­ბებ­და რა­ღაც რა­დი­კა­ლურ, არც თუ ისე გა­აზ­რე­ბულ, ყო­ველ­გ­ვა­რი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის გა­რე­შე, ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას. პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და არა წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მი­ერ დაწყე­ბუ­ლი საქ­მის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა-გა­ფარ­თო­ე­ბა და სიღ­რ­მი­სე­უ­ლი წვდო­მა, არა­მედ რა­ღაც ახა­ლის, გა­სა­პი­ა­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი უზარ­მა­ზა­რი მა­სა ხდე­ბო­და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­გა­ნი. ქმე­დე­ბის მი­ზა­ნი მარ­ტი­ვი იყო... გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რა­ღაც ას­პექ­ტი მი­ვი­და კრი­ტი­კულ ზღვრამ­დე, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და მზა­ო­ბა უკ­ვე გა­მო­ხა­ტუ­ლია, თუნ­დაც დას­მუ­ლი კითხ­ვით: „რო­გო­რი მი­ნის­ტ­რი ნე­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას?“
ვგო­ნებ უმ­ჯო­ბე­სია სა­კითხი დავ­ს­ვათ ასე — „რო­გო­რი არ უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი“, რად­გა­ნაც პი­როვ­ნე­ბა რო­დე­საც ცვლი­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია, მას ამ ცვლი­ლე­ბას და ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის ქმე­დე­ბას აიძუ­ლებს გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რი, ის თუ რი­სი ხილ­ვა აღარ სურს.
უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­სურ­ვე­ლია მი­ნის­ტ­რი არ იყოს ძა­ლო­ვა­ნი ან მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან მო­სუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. რო­გორც წე­სი, ის მარ­ტო არ მო­დის, მოყ­ვე­ბა გუნ­დი წი­ნა გა­რე­მოც­ვი­დან და ჰა­ე­რი იჟ­ღინ­თე­ბა „დენ­თის სუ­ნით“, ხო­ლო ეს გა­რე­მო მი­უ­ღე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­სათ­ვის.
არ მინ­და, მი­ნის­ტ­რი ან მი­სი გუნ­დი სკო­ლის, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე ფორ­მირ­დე­ბო­დეს, რომ ბრძა­ნე­ბის ან რო­მე­ლი­მე ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის გა­მო­ცე­მი­სას, უპირ­ვე­ლე­სად, ამო­დი­ო­დეს მოს­წავ­ლი­დან, მას­წავ­ლებ­ლი­დან, სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან და არა პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის გან­წყო­ბი­ლე­ბი­დან.
არ მინ­და, მი­ნის­ტ­რ­თან აზ­რის გა­მოთ­ქ­მას, დი­ა­ლოგს, სა­უ­ბარს თავს არი­დებ­დ­ნენ, მას­თან სა­უბ­რის თე­მა­ტი­კას ად­გენ­დეს და კონ­ტ­როლს ახორ­ცი­ე­ლებ­დეს მი­სი გა­რე­მოც­ვა.
მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­ში ან სა­მი­ნის­ტ­რო­დან სკო­ლა­ში მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა (მე­ო­რე მხა­რი­სათ­ვის მი­ნის­ტ­რის სა­ხე) უხე­შად, შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლად ესა­უბ­რე­ბოდ­ეს ადა­მი­ა­ნებს.
სკო­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთლი­ა­ნი ნა­წი­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი და საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, სა­დაც აკუ­მუ­ლი­რე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხდე­ბა ყო­ვე­ლი­ვე იმ თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კა სა­ბო­ლოო სა­ხით იქ იხარ­შე­ბა, ხო­ლო იმ ცეცხლს სკო­ლა­ში რომ ან­თია, გა­რე­და­ნაც სუ­ლის ბერ­ვა (თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა) უნ­და. უმე­ტე­სი პრო­ექ­ტი სკო­ლა­ში გან­ხილ­ვის, პი­ლო­ტი­რე­ბი­სა და შემ­დ­გომ­ში სა­ბო­ლოო სა­ხის მი­ცე­მამ­დე კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე, არ უნ­და ხდე­ბო­დეს. აუცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, მე­გაპ­რო­ექ­ტის და­ნერ­გ­ვის წი­ნა­პე­რი­ო­დი სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.
უნ­და და­ინ­გ­რეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი, სკო­ლის გა­რე სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბის ყვე­ლა ბა­რი­ე­რი. სკო­ლა კვლავ უნ­და გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ღია და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ცია. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე.
ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს ისევ დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც სკო­ლებ­მა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო თუ ზემ­დ­გომ­თა სუ­ბი­ექ­ტურ მო­საზ­რე­ბა­თა ძა­ლის­ხ­მე­ვით და­კარ­გეს.
უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი რე­ფორ­მი­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ამ­ჟა­მად სკო­ლის შიგ­ნით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­კე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბული სტრუქ­ტუ­რის ფუნ­ქ­ცი­ის შეც­ვ­ლას.
მი­მაჩ­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე სა­ვალ­დე­ბუ­ლო, უცხო­უ­რი ენის სწავ­ლე­ბა მეშ­ვი­დე კლა­სის ნაც­ვ­ლად უნ­და და­იწყოს მე­ხუ­თე კლა­სი­დან.
მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ში გა­მოკ­ვე­თილ ად­გილს და­ვუთ­მობ­დი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის შე­დე­გად მიღ­წე­ულ შე­დეგს.
მედ­ლის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ფა­სე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­სა და მე­ტი ობი­ექ­ტუ­რო­ბის მიზ­ნით, სა­სურ­ვე­ლია მედ­ლის გა­ცე­მა მოხ­დეს CAT-ის გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.
გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­დან ძი­რი­თა­დი სა­ხით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი მის ყვე­ლა­ზე დიდ მო­ნა­პო­ვარს, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, ასე­ვე დავ­ხ­ვე­წ­დი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მ­სა და მოს­წავ­ლე­თა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს.

***
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას ყვე­ლა ოჯახ­თან აქვს შე­ხე­ბა, რად­გან ყვე­ლა ოჯახ­ში არის ბავ­შ­ვი. ოჯა­ხი­სათ­ვის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი შვი­ლის აღ­ზ­რ­და და მის­თ­ვის სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, წე­სი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას აღი­ა­რებს და და­ი­ცავს. ეს ყვე­ლა ოჯა­ხის­თ­ვის ფა­სე­უ­ლია და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლია. კი­დევ უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ზე­მოთ თქმუ­ლიც საკ­მა­რი­სია და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ბევ­რი მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა.
ვი­სურ­ვებ­დი, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი შე­ირ­ჩეს შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით: იგი უნ­და იყოს სა­შუ­ა­ლო ასა­კის, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, საქ­მის პატ­რი­ო­ტი, პროგ­რე­სუ­ლი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, აუჩ­ქა­რე­ბე­ლი, ჰქონ­დეს კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი, ჰქონ­დეს სკო­ლას­თან (სა­სურ­ვე­ლია უმაღ­ლეს სკო­ლას­თა­ნაც) ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. 

***
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო არის ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თი გან­მ­ახორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი არის კერ­ძო სკო­ლა. კერ­ძო სკო­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა სწო­რედ იმა­შია, რომ მას ჰყავს ორი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო და მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი. ქვე­ყა­ნა გა­მო­ყოფს გარ­კ­ვე­ულ თან­ხებს სკო­ლე­ბის­თ­ვის ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშო­ბე­ლი კი გა­მო­ყოფს ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხებს, რა­თა მის­ცეს შვილს ხა­რის­ხი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა; ამი­ტომ კერ­ძო სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, შე­ას­რუ­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და, ამას­თან, და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მ­ნას თა­ვი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა.
ამი­ტო­მაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, კერ­ძო სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­უ­რევ­ლად, ხე­ლი უნ­და შე­უწყოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნას და კერ­ძო სკო­ლებ­ში და­ნერ­გ­ვას, რად­გან ეს სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც შე­უწყობს ხელს და იმ ოჯა­ხე­ბის შეკ­ვე­თა­საც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რო­მელ­თაც სურთ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბით მის­ცენ შვი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბა.
კერ­ძო სკო­ლე­ბი თუ არ გან­ვი­თარ­დე­ბა, ბევ­რ­მა ოჯახ­მა შე­საძ­ლოა გა­დაწყ­ვი­ტოს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სხვა ქვეყ­ნებ­ში გაგ­ზავ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ეს რომ ძა­ლი­ან ცუ­დი მოვ­ლე­ნაა, ვფიქ­რობ, ამას და­სა­ბუ­თე­ბა არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ერთს მა­ინც აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ქარ­თ­ველ­მა ქარ­თულ ენა­ზე უნ­და ის­წავ­ლოს და ქარ­თულ ენა­ზე იაზ­როვ­ნოს, სხვაგ­ვა­რად და­ი­კარ­გე­ბა ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, რაც ჩვენ­თ­ვი­საც ცუ­დია და მსოფ­ლი­ოს­თ­ვი­საც, რად­გან ხალ­ხ­თა გან­ვი­თა­რე­ბის წყა­რო სწო­რედ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია.
ჩე­მი აზ­რით, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და შექ­მ­ნას ყვე­ლა დარ­გის — ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პი­რო­ბე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ყოს მი­მარ­თუ­ლე­ბა კერ­ძო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის. 

***
ჩე­მი აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში არ არის ბო­ლომ­დე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა.
აუცი­ლე­ბე­ლია, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა­ში და­ი­ნერ­გოს გა­მოც­დე­ბი: პირ­ვე­ლად დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის (VI კლა­სის) დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შემ­დ­გომ ეტაპ­ზე სა­ბა­ზო საფეხურის (IX კლა­სის) დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და ბო­ლოს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის (XII კლა­სის) დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.
გა­მოც­დებზე რო­დე­საც ვსაუ­ბრობთ, ყვე­ლას მიაჩნია, რომ გა­მოც­დებ­მა უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოს, ვინ ვერ სწავ­ლობს ამა თუ იმ სა­განს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ რეპ­რე­სი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კლას­ში და­ტო­ვე­ბა გან­მე­ო­რე­ბი­თი სწავ­ლის­თ­ვის, ან სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვა და სხვა.
მე ასე არ ვფიქ­რობ. გა­მოც­დე­ბი იმის­თ­ვის არის სა­ჭი­რო, რომ სკო­ლამ იცო­დეს, რა ვერ ას­წავ­ლა და რა კო­რექ­ტი­ვე­ბია შე­სა­ტა­ნი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში და ა.შ. ასე­ვე მშო­ბე­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი, ობი­ექ­ტუ­რი, სარ­წ­მუ­ნო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დეს, რო­გორ შე­უწყოს ხე­ლი თა­ვის შვილს, რა­თა მი­ი­ღოს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ბავ­შ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე სა­განს ვერ სწავ­ლობს, არ უნ­და დავ­თ­რ­გუ­ნოთ. მას აქვს უფ­ლე­ბა იყოს ბედ­ნი­ე­რი, ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ მის ინ­ტეგ­რა­ცი­ას და და­ვეხ­მა­როთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­ვი­თა­როს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, ვფიქ­რობ, პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ ის კარ­გია და უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, მხო­ლოდ სა­ჭი­როა X-XII კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ებს მო­ეთხო­ვე­ბო­დეს იმ საგ­ნე­ბის სწავ­ლა, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე უნ­და ჩა­ა­ბა­რონ. ეს რომ უფ­რო გა­სა­გე­ბი იყოს, გან­ვ­მარ­ტავ — ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, უნ­და დამ­თავ­რ­დეს სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ხო­ლო X-XII კლა­სებ­ში სა­ჭი­როა მოს­წავ­ლემ აირ­ჩი­ოს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა (დარ­გი) და იმის მი­ხედ­ვით ის­წავ­ლოს 4-5-6 სა­გა­ნი (მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) და სწო­რედ ამ არ­ჩე­ულ საგ­ნებ­ში ჩა­ტარ­დეს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. რა ფორ­მით და სად ჩა­ტარ­დე­ბა, ეს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რ­მა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს.
აქ­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია აღ­ვ­ნიშ­ნო, გა­მოც­დებ­მა რომ შე­ას­რუ­ლოს ფუნ­ქ­ცია — იქ­ცეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა შე­იქ­მ­ნას სა­გა­მოც­დო სა­კონ­ტ­რო­ლო სა­კითხ­თა ბან­კი (კონ­კ­რე­ტუ­ლი), რა­თა მოს­წავ­ლე ამ სა­კითხე­ბის მი­ხედ­ვით მო­ემ­ზა­დოს გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ვუ­მა­ლავთ მოს­წავ­ლე­ებს სა­გა­მოც­დო სა­კითხებს, რა­ტომ ვბეჭ­დავთ სადღაც და ჩუ­მად. მოს­წავ­ლემ არ უნ­და იცო­დეს, რო­მე­ლი სა­კითხი შეხ­ვ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­მოც­და­ზე, მაგ­რამ რა შე­კითხ­ვე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, უნ­და იცო­დეს. ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩე­მი ოპო­ნენ­ტე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან: რა სა­ჭი­როა, სა­კითხე­ბი ხომ არის თე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი (პროგ­რა­მა). ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბაა, რომ­ლებ­საც აღარ ახ­სოვთ, თვი­თონ რომ იყ­ვ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი. მეტ გან­მარ­ტე­ბას აღარ ვიტყ­ვი, რად­გან სა­გა­მოც­დო სა­კითხ­თა ბან­კი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. თუ არ შე­გაწყი­ნეთ, ერ­თიც მინ­და და­ვა­მა­ტო: ძა­ლი­ან ბევრს სა­უბ­რო­ბენ, რომ მოს­წავ­ლეს უნ­და ჰქონ­დეს აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, ასე­თი უნა­რის და­სად­გე­ნად არ­სე­ბობს ე.წ. უნა­რე­ბის გა­მოც­და და ეს, ვფიქ­რობ, საკ­მა­რი­სია. 

***
კითხ­ვა­ზე — რა უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს უკ­ვე გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­დან? — ჩე­მი პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი. ოღონდ სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია რე­ფორ­მი­სე­უ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბის შემ­დ­გო­მი დახ­ვე­წა და სრულ­ყო­ფა.
მა­გა­ლი­თად: სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია, პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ა.შ. 

***
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კარ­გად უნ­და იც­ნობ­დეს სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, სის­ტე­მა არ უნ­და ჰქონ­დეს და­ხუ­რუ­ლი. კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ჯა­როდ უნ­და გა­მოჰ­ქონ­დეს ყვე­ლა სა­კითხი გან­სა­ხილ­ვე­ლად. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს უნ­და შე­ეძ­ლოს კრი­ტი­კის თა­ვი­სუფ­ლად მი­ღე­ბა და მი­სი გა­აზ­რე­ბა. უნ­და იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და­სავ­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან, თუმ­ცა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მი­ნის­ტ­რი უნ­და ხვდე­ბო­დეს, რომ სწო­რედ სკო­ლა არის სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, თუ რო­გო­რი მეც­ნი­ე­რე­ბი გვე­ყო­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში... ერ­თი წე­ლი მა­ინც უნ­და ჰქონ­დეს ნა­მუ­შე­ვა­რი სკო­ლა­ში ან უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ლექ­ტორ/მას­წავ­ლებ­ლად. 

***
სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რის უნ­და მო­ის­პოს არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი. არ­ჩე­ულ დი­რექ­ტორს უნ­და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თოს სკო­ლა კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით. ამ­ჟა­მად სკო­ლის დი­რექ­ტორს უფ­ლე­ბა არა აქვს სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­უ­თან­ხ­მებ­ლად თუნ­დაც იჯა­რით გას­ცეს სკო­ლის ბუ­ფე­ტი ან რა­ი­მე სპორ­ტუ­ლი სექ­ცი­ი­სათ­ვის სპორ­ტ­დარ­ბა­ზი... სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს ერ­თი­ა­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, რო­მე­ლიც და­ა­რე­გუ­ლი­რებს სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა პრობ­ლე­მას. სა­მი­ნის­ტ­რო არ უნ­და იყოს მხო­ლოდ მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­მაც ორი წლის წინ კი­დევ ერ­თი ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა შექ­მ­ნა სა­კონ­ტ­რო­ლოდ მან­და­ტუ­რის სა­ხით. სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რის შეს­ვ­ლით სა­ერ­თოდ დაკ­ნინ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ფუნ­ქ­ცია, ხო­ლო მას­წავ­ლებ­ლებს შე­ე­ლა­ხათ პა­ტი­ვი, ღირ­სე­ბა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია. 

***
t მან­და­ტუ­რე­ბი უნ­და გა­ვიდ­ნენ სკო­ლი­დან და, მათ ნაც­ვ­ლად, კლა­სის დამ­რი­გებ­ლებს გა­ე­ზარ­დოთ ხელ­ფა­სე­ბი, რა­თა უფ­რო მე­ტი დრო და­უთ­მონ სა­დამ­რი­გებ­ლო კლასს სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის;
t სკო­ლის დამ­წყებ პე­და­გოგს უნ­და მი­ე­ცეს ხელ­ფა­სი არა­ნაკ­ლებ 700 ლა­რი­სა, სა­ხელ­მ­წი­ფო დაზღ­ვე­ვა და სატ­რან­ს­პორ­ტო მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი;
t უნ­და შე­მუ­შავ­დეს სკო­ლე­ბი­სათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა;
t სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ უნ­და შე­მუ­შავ­დეს და დამ­ტ­კიც­დეს ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია/ტექ­პერ­სო­ნალ­თა საშ­ტა­ტო გან­რი­გის, სკო­ლის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბი­სა და სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
t თუ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ აჭა­რა­ში იარ­სე­ბოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, სა­ჭი­როა მას მი­ე­ცეს დე­ლე­გი­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხე­ბის დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­უს­ვ­ლე­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­სა;
t სკო­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, სა­მი­ნის­ტ­რომ სკო­ლე­ბი შერ­ჩე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ოს და ჩა­უ­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა აკა­დე­მი­უ­რი დო­ნის და­სად­გე­ნად (სკო­ლა­ში და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მი­ნის­ტ­რომ მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის დათხოვ­ნის შე­სა­ხებ).
t შე­იქ­მ­ნას სკო­ლე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზია, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა სა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნა;
t და­იხ­ვე­წოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნეს მოქ­მე­დი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რი. 

***
 უკვე გატარებული რეფორმებიდან უნდა შენარჩუნდეს: 
ეროვ­ნუ­ლი და სას­კო­ლო სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი; 
მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა. 

***
ბო­ლო დროს ბევრს სა­უბ­რო­ბენ მი­ნის­ტ­რის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და მის ამო­ცა­ნებ­ზე, რაც ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. პირ­ველ რიგ­ში, მი­ნის­ტ­რ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მმარ­თ­ველ­მა ძა­ლამ უნ­და აიღოს. ამ ადა­მი­ანს აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია, ასე­ვე, ნე­ბა იმი­სა, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა. ერ­თია, რა წე­რია პროგ­რა­მა­ში, მე­ო­რე, თუ რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის. პროგ­რა­მა­ში საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბი და მიზ­ნე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და თან სა­ინ­ტე­რე­სოც. მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, იბა­დე­ბა მთა­ვა­რი კითხ­ვა — რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. იმ პერ­სო­ნი­სა­გან, ვინც მი­ნის­ტ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნ­და ჰქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ის კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე მხრივ, ამ ადა­მი­ანს, ჩე­მი აზ­რით, უნ­და ჰქონ­დეს სის­ტე­მუ­რი ხედ­ვა. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ხან ერთ სფე­როს მი­ად­გე­ბი­ან, ხან მე­ო­რეს ან მე­სა­მეს. შე­იძ­ლე­ბა ამ სფე­როს მას­შ­ტა­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ნორ­მა­ლუ­რიც იყოს, ზოგ­ჯერ კარ­გიც, მაგ­რამ თუ სის­ტე­მუ­რი ხედ­ვა არ არის, ანუ თუ არ ვი­ცით ამა თუ იმ სფე­რო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რო­გორ გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­დე­ბა სხვა სფე­რო­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ძა­ლი­ან ძნე­ლია შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. მე­სა­მე, რა­საც მე პი­რა­დად ვე­ლი მი­ნის­ტ­რი­სა­გან, სხვა­თა შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნის­ტ­რი­სა­გან, ეს არის ოპე­რა­ტი­უ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხია, იმი­ტომ რომ, ერ­თი მხრივ, მი­ღე­ბუ­ლი იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა 8+1-ზე, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ ჯგუ­ფე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იყო მო­ლო­დი­ნი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გაცხად­დე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებ­და, თა­მა­შის რა წე­სე­ბი იქ­ნე­ბო­და. ახ­ლა კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ეს შე­იც­ვ­ლე­ბა. თა­ვი­სი პლუ­სი და მი­ნუ­სი ყვე­ლა­ფერს აქვს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, იცო­დეს რა გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბია მი­ღე­ბუ­ლი და ეს უნ­და იცო­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად. თუ ჩვენ ვბრუნ­დე­ბით ისევ ძველ სის­ტე­მა­ში, ამას გარ­კ­ვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა, რომ გა­ირ­კ­ვეს, რას შეს­თა­ვა­ზებს ძვე­ლი სის­ტე­მა ახალ ვი­თა­რე­ბა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. იმე­დი მაქვს, ეს რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და გა­კეთ­დე­ბა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა დრო­ზე მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ მო­ემ­ზა­დონ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი, მით უმე­ტეს, რო­დე­საც სის­ტე­მა­ში რე­ფორ­მე­ბი ტარ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია. იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ რე­ფორ­მებს, ამის თვალ­სა­ჩი­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს — გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი ლა­მის ყო­ველ­კ­ვი­რა ესა­უბ­რე­ბა მა­ყუ­რე­ბელს — ან გა­ზე­თის ფურ­ც­ლე­ბი­დან მი­მარ­თავს მო­სახ­ლე­ო­ბას, ან რა­დი­ო­თი. მოკ­ლედ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა­ნა­ირ სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს, რა­თა კარ­გად გა­ა­გე­ბი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა მიზ­ნე­ბია, რა ვა­დებ­ში და რა ძა­ლე­ბით აპი­რებს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას ან ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რას. ეს არის ძა­ლი­ან არ­სე­ბი­თი. ამა­ვე კონ­ტექ­ს­ტ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მი­ნისტრს ჰქონ­დეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­თა სა­ჯა­რო და­სა­ბუ­თე­ბის უნა­რი. ის არა მხო­ლოდ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, არა­მედ უნ­და და­ა­სა­ბუ­თოს კი­დეც, რა­ტომ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.
შემ­დე­გი სა­კითხი უკავ­შირ­დე­ბა კად­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის უნარს. შერ­ჩე­ვა­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა და შე­ფა­სე­ბა­საც. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ლმო­ბი­ე­რად ეკი­დე­ბი­ან ხოლ­მე იმათ გა­დაც­დო­მებს, ვი­საც თა­ვად­ვე ნიშ­ნა­ვენ — ირი­ბად გა­მო­დის, რომ შე­მე­შა­ლაო. ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მით უმე­ტეს პო­ლი­ტი­კურ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ამის უნა­რიც უნ­და ჰქონ­დეს და შე­სა­ბა­მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბის უნა­რიც.
ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რის­ხის და ფორ­მა­ტის გა­აზ­რე­ბა, ანუ ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ ამას ყვე­ლა­ფერს მარ­თ­ვის ახა­ლი სტრუქ­ტუ­რის შექ­მ­ნა დას­ჭირ­დე­ბა.
კონ­კ­რე­ტუ­ლად უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ამო­ცა­ნე­ბი და სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უნ­და გვითხ­რან, რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მა­გა­ლი­თად, რა პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­იწყო ეს პრო­ცე­სი, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ უფ­რო სწრა­ფი და მას­შ­ტა­ბუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვია, უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა სკო­ლა, სკო­ლამ­დე­ლი თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის სა­თა­ნა­დო კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნი­ლი. მე ცუ­დი არა­ფე­რი მეთ­ქ­მის, იმი­ტომ რომ ჩვენს სკო­ლა­ში რე­მონ­ტი ჩა­ტარ­და და მეტ-ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბი სა­ხე აქვს სკო­ლას. მოკ­ლედ, უნ­და გაცხად­დეს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რა კეთ­დე­ბა უახ­ლო­ეს ერთ-ორ წე­ლი­წად­ში ან უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პერ­ს­პექ­ტი­ვით.
მე­ო­რე თე­მა, ეს არის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის სა­კითხი — სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გ­მე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კარ­გია, რომ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ისე­ვე რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ლა­მის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა­ზე და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მა­ღალ ხა­რის­ხ­ზე. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მარ­თ­ვის სის­ტე­მა­ში რო­გორ იმუ­შა­ვე­ბენ სა­მი­ნის­ტ­რო და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცენ­ტ­რე­ბი, ერ­თ­მა­ნეთ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის რა ხა­რის­ხი ექ­ნე­ბათ, ეს იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ მი­ნის­ტ­რი­სა და ამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცენ­ტ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის პი­რად ნე­ბა­ზე, თუ კა­ნო­ნით მოხ­დე­ბა მი­სი გან­სა­ზღ­ვ­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­საცხა­დე­ბე­ლია სა­ჯა­როდ.
რა ხდე­ბა კად­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. აქ წე­რია, რომ პე­და­გო­გებ­სა და აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს არა აქვს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია, და­ბა­ლი ხა­რის­ხი­საა და მა­ღა­ლი ფა­სი ადევს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს; ამა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვლა­პა­რა­კობ­დით, თუმ­ცა არ გა­ვა­აბ­სო­ლუ­ტებ­დი ასე, ვერ ვიტყ­ვი იმას, რომ პე­და­გო­გი­ურ პერ­სო­ნალს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს — ზოგს აქვს და ზოგს არა. ასე­თი გა­თა­ნაბ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პე­და­გოგს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს, ჩე­მი აზ­რით, არას­წო­რია. არ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ერთ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია, რომ მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცია შე­ას­რუ­ლოს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ბევრს მარ­თ­ლა არ აქვს. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­მა დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რომ პრო­ცენ­ტუ­ლად არ არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის რიცხ­ვი, ვინც დაძ­ლია წა­ყე­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი, თან არც თუ მა­ღა­ლი მოთხოვ­ნე­ბი. ეს უსა­თუ­ოდ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ მი­ნისტრს უნ­და ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაც და პი­როვ­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­აც იმი­სა, რომ მოვ­ლე­ნებს და ფაქ­ტებს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვას. ძა­ლი­ან ხში­რად ქარ­თ­ვე­ლებს გვა­ხა­სი­ა­თებს ასე­თი რამ, ოღონდ ადა­მი­ანს არ ვაწყე­ნი­ნოთ და შე­იძ­ლე­ბა ვაწყე­ნი­ნოთ საქ­მეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი კა­ცის სა­ხე­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ბევ­რი ცუ­დად იქ­ცე­ვა ხოლ­მე, ანუ საქ­მეს უარ­ყოფს და ბავ­შ­ვე­ბის ხარ­ჯ­ზე შე­იძ­ლე­ბა ლმო­ბი­ე­რი იყოს ვი­ღა­ცის მი­მართ და ა.შ. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ პე­და­გო­გი, ვინც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­თა­ნა­დო მოთხოვ­ნებს, პირ­და­პირ გა­ვუშ­ვათ სკო­ლი­დან, მას უნ­და მივ­ცეთ გო­ნივ­რუ­ლი ვა­და იმის­თ­ვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს.
შემ­დე­გი, რაც მინ­და გითხ­რათ, არის მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ნამ­დ­ვი­ლად არ იყო ური­გო ნა­ბი­ჯი, რად­გან აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია იცო­დეს, ვინ ას­წავ­ლის მათ შვი­ლებს, ახალ თა­ო­ბას. ამას ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მხო­ლოდ ცოდ­ნა­ზე — ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. მე შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად რა­ღაც ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დე, მაგ­რამ ამ ცოდ­ნას კარ­გად ვერ ვი­ყე­ნებ­დე. ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, რო­გორ გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ. მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლით უნ­და შე­ფას­დეს და არა იმით, წი­თე­ლი დიპ­ლო­მი აიღო თუ არა. შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი მცოდ­ნე ვი­ყა­ვი სას­კო­ლო პროგ­რა­მი­სა, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. სხვა­თა შო­რის წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე, სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, ბევ­რიც მა­ქებ­და, ეს ძა­ლი­ან მომ­წონ­და კი­დეც, მაგ­რამ შემ­დეგ, წლე­ბის გა­და­სა­ხე­დი­დან, მივ­ხ­ვ­დი, რომ კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი. აქ­ცენ­ტი იმა­ზე უნ­და გა­ა­კე­თო, მოს­წავ­ლე რას სწავ­ლობს შენ­გან და არა იმა­ზე, შენ რო­გორ მეტყ­ვე­ლებ გაკ­ვე­თილ­ზე. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს მას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა.

25-28(942)N