გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
„მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოს“ საუკეთესო ათეული

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

15 ივ­ნისს „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. კონ­კურ­სი, გა­სულ წელს, კო­ა­ლი­ცია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და „მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, პირ­ვე­ლად ჩატ­არდა და ამით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თ­და, რომ­ლის მი­ზა­ნი, პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სა და პრეს­ტი­ჟის ზ­რ­დი­ს გარ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბაა.
„სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ბა­ლან­ს­და რო­გორც საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ისე რე­გი­ო­ნულ ჭრილ­ში. ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს თბი­ლი­სი­დან და და­ნარ­ჩე­ნი 8 — რე­გი­ო­ნი­დან. საგ­ნე­ბიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია — ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, დაწყე­ბი­თე­ბი, ინ­გ­ლი­სუ­რი და ქი­მია, ერთ-ერ­თი კლას­კომ­პ­ლექ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­და, რად­გან ჟი­უ­რი ამას ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს.“ — გვითხ­რა ჯილ­დოს პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ამ.
ხუ­თი კრი­ტე­რი­უ­მი­დან, რო­მელ­საც კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, ხუ­თი­ვე თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სი, რა­საც ჟი­უ­რი ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის დი­ნა­მი­კაა — რამ­დე­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ის სწავ­ლის შე­დე­გებს. „წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გო­რი აქ­ტი­უ­რი ან სა­ინ­ტე­რე­სოც უნ­და იყოს აპ­ლი­კან­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში ან ხუ­თე­ულ­ში ვერ მოხ­ვ­დე­ბა.  ვფიქ­რობთ, მას­წავ­ლებ­ლის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა სწო­რედ მოს­წავ­ლის სწავ­ლის შე­დე­გე­ბის დი­ნა­მი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­საც — რამ­დე­ნად უწყობს ის ხელს არა მხო­ლოდ  საგ­ნის, არა­მედ, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.“ — ამ­ბობს პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.
წ­ლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის­თ­ვის გა­ნაცხა­დი 104-მა აპ­ლი­კან­ტ­მა შე­ავ­სო. მა­თ­გან ათი სა­უ­კე­თე­სო ჟი­უ­რიმ უკ­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა და ახ­ლა კონ­კურ­სის შემ­დე­გი ეტა­პი ფი­ნა­ლის­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა 1 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის და­ა­ა­ნონ­სეს. ფი­ნა­ლის­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, უკ­ვე შერ­ჩე­ულ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტებ­თან, გა­სა­უბ­რე­ბას ჩა­ა­ტა­რე­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ა­ში გვითხ­რეს, მხო­ლოდ გა­სა­უბ­რე­ბით არ შე­მო­იფარგლები­ან, ჟი­უ­რი, მთლი­ა­ნო­ბა­ში, კი­დევ ერ­თხელ გა­ნი­ხი­ლავს თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მო­ნა­ცე­მებს. იგეგ­მე­ბა ად­გილ­ზე „გა­და­მოწ­მე­ბა“ — რე­კო­მენ­და­ტო­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან — დი­რექ­ტო­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან, მშობ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­თან. ამით ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თი შე­იქ­მ­ნე­ბა, რაც ჟი­უ­რის სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
ჯილ­დო სტი­მულს აძ­ლევს მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო მე­ტი აკე­თონ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში, გახ­დ­ნენ უკე­თე­სე­ბი, ვიდ­რე არი­ან და, რაც მთა­ვა­რია, ეს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ რჩე­ბა — ასე ფიქ­რო­ბენ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბი — ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი, ნი­ნო ჭი­ჭი­ნა­ძე და ჯა­ბა ლა­ბა­ძე. ჩვენ­თან ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ ჯილ­დოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და ემო­ცი­ა­ზე, რაც მათ კონ­კურ­სის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რი­სას გა­ნი­ცა­დეს.
ნი­ნო ჭი­ჭი­ნა­ძე, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იელის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის (ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა, ბუ­ნე­ბა) მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ჩე­მი პრაქ­ტი­კა მაძ­ლევ­და გამ­ბე­და­ო­ბას, რომ ასე­თი მაშ­ტა­ბის კონ­კურ­სის არ შემ­ში­ნე­ბო­და. ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­მო­ვირ­ჩე­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, ამი­ტომ ჩავ­თ­ვა­ლე, რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე ვიქ­ნე­ბო­დი და იმე­დიც გა­მი­მარ­თ­ლ­და.
პროგ­რა­მა­ში „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის თვალ­საზ­რი­სით, დი­დი ნა­ბი­ჯი იყო. 2010-2012 წელს გა­ვი­ა­რე მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­შიც ჩა­ვა­ბა­რე, ამ პროგ­რა­მის წყა­ლო­ბით უფა­სოდ ვის­წავ­ლე. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი თბი­ლი­სის ¹99 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ა­ში (აჳა-გჶSS). 2016 წელს, გა­დავ­წყ­ვი­ტე, კვლავ პროგ­რა­მას დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დი. სა­კუ­თარ მო­მა­ვალს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვქმნი­დი, რაც ჩემ­თ­ვის სა­ა­მა­ყოა. ჩე­მი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და კო­ლე­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვაა.
მი­მაჩ­ნია, რომ ეროვ­ნულ ჯილ­დოს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა — პე­და­გო­გებს მის­ცემს სტი­მულს, თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი შე­უ­ერ­თ­დ­ნენ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე ლი­დერ პე­და­გოგ­თა ჯგუფს, უამ­რა­ვი იდეა გაც­ვა­ლონ და გა­ა­ხა­ლი­სონ პრაქ­ტი­კა. რაც დრო გა­ვა და პე­და­გოგ­თა დი­დი წრე შე­იკ­ვ­რე­ბა, ეს გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს შე­დე­გი­ანს გახ­დის; მე­ო­რე — მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი ხდე­ბა და ღირს, სტუ­დენ­ტებ­მა არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ამ პრო­ფე­სი­ა­ზე შე­ა­ჩე­რონ.
ჩემ­თ­ვის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სი, პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის აღი­ა­რე­ბა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბი­სა და რწმე­ნის კი­დევ უფ­რო გან­მ­ტ­კი­ცე­ბაა, რომ სწორ გზა­ზე ვდგა­ვარ. თუ­კი ჟი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩემს მუ­შა­ო­ბას შე­დე­გის მომ­ტა­ნად მი­იჩ­ნე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ  საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო.
15 ივ­ნისს 17 სა­ათ­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სვა­ნე­თის ულა­მა­ზე­სი სოფ­ლის, უშ­გუ­ლის, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბო­დი, ყვე­ლას ტე­ლე­ფო­ნი დამ­ჯ­და­რი იყო, ერთ-ერ­თ­მა წა­მი­ე­რად ჩარ­თო და მითხ­რა: ჭი­ჭი­ნა­ძე ათე­ულ­შიაო, გა­ღი­მე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც მარ­წ­მუ­ნებ­და, რომ ჟი­უ­რიმ შე­მარ­ჩია. რთუ­ლი არაა ვი­სა­უბ­რო ემო­ცი­ებ­ზე, თუ რა ვიგ­რ­ძე­ნი, ცხა­დია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მინ­დო­და მეყ­ვი­რა „გა­მო­მი­ვი­დააააააააა“.
ჯა­ბა ლა­ბა­ძე, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა სუ­რა­მის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­უ­ლის წევ­რებს ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯის წარ­მა­ტე­ბით გა­დად­გ­მა და სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩე­მი თვთმი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს — რო­დე­საც 2018 წლის კონ­კურ­სის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ამ მთხო­ვა, წარ­მედ­გი­ნა კან­დი­და­ტუ­რა, მაგ­რამ მე მტკი­ცე უარი გან­ვაცხა­დე. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, მარ­ტის ბო­ლოს, სუ­რამ­ში ერთ-ერ­თი ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტი ჩა­მო­დის და ჩემ­გან და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან იღებს ინ­ტერ­ვი­უს ვი­კი­პე­დი­ა­ში ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ. ინ­ტერ­ვი­უს არა­ერ­თი სა­მო­ტი­ვა­ციო მე­სი­ჯი მოჰ­ყ­ვა მე­გობ­რე­ბის­გან, მთხოვ­დ­ნენ, აუცი­ლე­ბად წარ­მედ­გი­ნა კან­დი­და­ტუ­რა ეროვ­ნულ ჯილ­დო­ზე.  კვლავ უარს ვაცხა­დებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნათ­ქ­ვამ­მა გა­დაწყ­ვი­ტა — მითხ­რეს, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თუ­კი მა­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ეროვ­ნულ ჯილ­დოს მო­ი­გებს. ამის შემ­დეგ აღარც მი­ფიქ­რია, დავ­წე­რე აპ­ლი­კა­ცია და დავ­რე­გის­ტ­რირ­დი.
ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისევ ჩემს დაწყე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­დად­გ­მუ­ლია და ვა­პი­რებ, მოს­წავ­ლე­ებს გoogle maps-ზე მუ­შა­ო­ბა შე­ვას­წავ­ლო და მათ მი­ერ სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზე­თის (და შემ­დეგ სხვა რე­გი­ო­ნე­ბის) კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უკ­ვე ატ­ვირ­თუ­ლი სტა­ტი­ე­ბის და­ტა­ნას გoogle-ის რუ­კა­ზე, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მა­თი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ამ კუთხით, უკ­ვე ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ თბი­ლი­სის „ევ­რო­პულ სკო­ლას­თან“. ვა­პი­რებ, ჩვენი სკო­ლის სარ­და­ფის ამ­ჟა­მად თა­ვი­სუ­ფალ სივ­რ­ცე­ში სკო­ლის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი მო­ვაწყო, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა გრან­ტე­ბი­თა და პრო­ექ­ტე­ბით შე­ვი­ძი­ნო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და, სკო­ლის ბა­ზა­ზე, გავ­ხ­ს­ნა „ვი­კი­პე­დი­ელ­თა კლუ­ბი“, შე­სა­ბა­მი­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ჩე­მი სკო­ლის, არა­მედ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბავ­შ­ვებ­საც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.“
ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „სულ რომ არ გახ­ვი­დე ათე­ულ­ში ან არ გა­დახ­ვი­დე ფი­ნალ­ში, თა­ვად კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას აფა­სებ შენს პრაქ­ტი­კას, გან­ვ­ლილ გზას — რას აკე­თებ და რა გაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რა გა­მოგ­დის კარ­გად და კი­დევ რა უნ­და გა­ა­კე­თო გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ათე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნა ჩემ­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, იმის დას­ტუ­რი გახ­და, რომ, ალ­ბათ, ჩემს საქ­მეს სწო­რად ვა­კე­თებ. კონ­კურ­სი გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დო შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მე­ტი ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნო, გა­უ­ზი­ა­რო გა­მოც­დი­ლე­ბა და  მა­თ­გან ის­წავ­ლო. ეს ჩემ­თ­ვის დი­დი სტი­მუ­ლია, მე­ტიც, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰა­ე­რი­ვით მჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა სა­მო­ქა­ლა­ქო აღი­ა­რე­ბაც, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა. გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ ეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გარ­კ­ვე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც მა­კის­რებს.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა, 9 წლის წინ, ამ სკო­ლა­ში და­ვიწყე, სა­დაც დღეს ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ერ­თი წე­ლი კლა­სის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად ვმუ­შა­ობ­დი. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ  მა­შინ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ჩე­მი პირ­ვე­ლი შვი­ლი, თეკ­ლა, მარ­ტომ გავ­ზარ­დე. სწო­რედ მა­შინ და­ვიწყე სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის აქ­ტი­უ­რად კითხ­ვა. მე­რე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბის არ­ცოდ­ნის  გა­მო გამ­ჭირ­ვე­ბია. თეკ­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, მას­თან თა­მაშ­მა, მუდ­მი­ვად იმა­ზე ფიქ­რ­მა, რო­გორ გა­მე­ხა­და მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­მიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ გა­აზ­რე­ბუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი პე­და­გო­გი­კით. მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და, რად­გან თბი­ლის­ში სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა იოლი არ აღ­მოჩ­ნ­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე პროგ­რა­მით „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“, რა­ჭის ერთ-ერთ სო­ფელ­ში — უწე­რა­ში წას­ვ­ლა. უწე­რის სკო­ლით ჩე­მი სა­ქი­ა­ნო­ბა კი არ გაგ­რ­ძელ­და, არა­მედ და­იწყო. სა­მი წე­ლი ვი­მუ­შა­ვე ისე, რომ  წა­მოს­ვ­ლის სურ­ვი­ლიც კი არ გამ­ჩე­ნია. სა­მი წლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, რად­გან მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში უნ­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. დავ­ბ­რუნ­დი ისევ იმ სკო­ლა­ში, სა­დაც პირ­ვე­ლად ვე­ზი­ა­რე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას. ეს ერ­თ­გ­ვა­რი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვაც იყო სკო­ლი­სად­მი, რო­მელ­მაც 22 წლის გო­გო მი­მი­ღო და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა.
ხში­რად მო­ი­აზ­რე­ბენ, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო მოწყ­ვე­ტი­ლია ფორ­მა­ლურ სას­წავ­ლო გა­რე­მოს. მუდ­მი­ვად მიწ­ვეს იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა სწო­რედ ფორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს ნას­წავ­ლის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში დას­წავ­ლი­ლი მე­თო­დე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თაა  აკინ­ძუ­ლი. მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვე­ბი არ იყ­ვ­ნენ მოწყე­ნი­ლე­ბი და ამ ფიქ­რებს პა­ტარ-პა­ტა­რა აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე მივ­ყა­ვარ. სა­მი წლის წინ, რა­ჭა­ში, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ფე „მი­რა­მი­სი“. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის მე­რე კი, იგი­ვე აქ­ტი­ვო­ბე­ბი დავ­ნერ­გე ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში და სა­ხე­ლად „ჰემ­ლო­კი“ შე­ვურ­ჩი­ეთ. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ფეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბაა და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მარ­თ­ლაც შე­იგ­რ­ძ­ნეს წიგ­ნის კითხ­ვით ცხოვ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. რაჭ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­თან, დი­ს­ტან­ცი­უ­რი სწავლე­ბის მე­თო­დით, ახ­ლაც ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. გვაქვს პრო­ექ­ტი „წა­ი­კითხე ჩე­მი წიგ­ნი“, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი სტუმ­რე­ბი. კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტი წა­მო­ვიწყე — „მი­მო­წე­რი­ლი მთა და ქა­ლა­ქი“ — რაჭ­ველ ბავ­შ­ვებს წე­რი­ლებს ვწერთ. მათ ჩე­მი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებაც მო­ვუთხ­რობ­დი: უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის, სკო­ლის, ახა­ლი წიგ­ნე­ბის ამ­ბავს ვუ­ზი­ა­რებ­დი. წე­რი­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტით გა­ვაგ­ზავ­ნე. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლი­სის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რა რა­ჭა­ში გაგ­ვეგ­ზავ­ნა და, უკ­ვე სკო­ლის სა­ხე­ლით, რაჭ­ველ თა­ნა­ტო­ლებ­თან 40 წე­რი­ლი გავ­გ­ზავ­ნეთ. მარ­თ­ლა სა­ო­ცა­რი წე­რი­ლე­ბი მის­წე­რეს ბავ­შ­ვებ­მა ორ თა­ნა­ტოლ რაჭ­ველ გო­გო­ნას, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და გა­ვა­ცა­ნი. პრო­ექ­ტი „მი­მო­წე­რი­ლი მთა და ქა­ლა­ქი“ ხელს უწყობს სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ბავ­შ­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას. ეც­ნო­ბი­ან და აფა­სე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის ცხოვ­რე­ბის წესს, ამას­თა­ნა­ვე, უვი­თარ­დე­ბათ წე­რი­თი უნა­რე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ში რწმუნ­დე­ბი­ან.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა მუდ­მი­ვი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის გზაა. ეს პრო­ფე­სია იმით არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ ას­მა­გად გიბ­რუნ­დე­ბა, რა­საც გას­ცემ.“
***
„მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ახალ­გაზ­რ­დებს და­ვა­ნა­ხოთ, ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს და ამ პრო­ფე­სი­ი­თაც შე­იძ­ლე­ბა გახ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი. — ამ­ბობს ჯილ­დოს პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, — შარ­შან­დე­ლი კონ­კურ­სის ათე­ულ­შიც გვყავ­და ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძე. არა მგო­ნია, ვინ­მემ მას­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­მი­სა­ხე­ლოს. ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი წლე­ვან­დელ ათე­ულ­შიც მოხ­ვ­დ­ნენ — ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი­დან) და თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი (ჰე­რე­თი­დან). სა­სურ­ვე­ლია, ამ ჭრილ­შიც  შევ­ხე­დოთ კონ­კურსს. შარ­შან­დელ­მა სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ჯილ­დოს­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თ­ვის, კონ­კურ­სის არ­სე­ბო­ბა თუნ­დაც ამის­თ­ვის ღირს. ამ შე­სა­ნიშ­ნავ ჯგუფს წელს კი­დევ ათი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ე­მა­ტა და, სა­ბო­ლო­ოდ, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი პე­და­გო­გე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.“

25-28(942)N