გამოდის 1998 წლიდან
2018-09-20
რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბს

„ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა აქვთ წვდო­მა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჯან­დაც­ვა­სა და ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე,“ — ნათ­ქ­ვა­მია გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც იუნი­სეფ­მა 24 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
კვლე­ვა­ში სა­ხელ­დე­ბა ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ქუ­ჩის­კენ უბიძ­გებს — სი­ღა­რი­ბე, ოჯახ­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრობ­ლე­მა, ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში და მშო­ბელ­თა მიგ­რა­ცია. 
„ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ“ კვლე­ვა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან, „ვორ­ლ­დ­ვი­ჟენ­თან“, ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან“, „კა­რი­ტას სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა“ და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოფის­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა ნორ­ვე­გი­ულ­მა კვლე­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ფafo.
კვლე­ვის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის ფე­ნო­მე­ნი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბის უკეთ შეს­წავ­ლა,  რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის და­ნერ­გ­ვა.
„ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, უფ­რო­სე­ბი­სა და ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ არი­ან, — ამ­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლა­ი­ლა გა­დი, — გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი მჭიდ­როდ თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და მთავ­რო­ბას­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან და პარ­ტ­ნი­ორ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, შექ­მ­ნი­ლი­ყო სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ქა­ნიზ­მე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია მსგავ­სი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თო­ე­ბა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბის ქუ­ჩა­ში მოხ­ვედ­რის პრე­ვენ­ცია. ეს კი ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ქმე­დი­თი მე­ქან­იზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­თა და სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით უნ­და მოხ­დეს.“ 
ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა ძა­ლა­დო­ბის­გან და ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ზრუნ­ვა ევ­რო­კავ­ში­რის პრი­ო­რი­ტე­ტია და ეს პრი­ო­რი­ტე­ტი  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბა­შიც. „ჩვენ ვხე­დავთ, რომ მთავ­რო­ბას აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რე­სი ამ სფე­რო­ში, თუმ­ცა, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, კვლე­ვის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ხელს შე­უწყობს კი­დევ უფ­რო ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა აჭა­რა­ში თავ­შე­საფ­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შექ­მ­ნის, სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და ამ სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით,“ — ამ­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კა­ტა­ლინ გერ­მა­ნი.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და/ან მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის პო­პუ­ლა­ცია ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მო­ი­ცავს: 
უსახ­ლ­კა­რო ბავ­შ­ვებს და მო­ზარ­დებს (ქუ­ჩის): მო­ზარ­დე­ბი/ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, ქუ­ჩა­ში ყოფ­ნი­სას არ ახ­ლავთ მშო­ბე­ლი და არ არი­ან მშობ­ლის დაც­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ. ამ ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას დრო­დად­რო აქვს კონ­ტაქ­ტი მშობ­ლებ­თან; 
ქუ­ჩა­ში უფ­რო­სის თან­ხ­ლე­ბის გა­რე­შე მყოფ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც და­სა­ძი­ნებ­ლად სახ­ლ­ში მი­დი­ან: ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც დღის უდი­დეს ნა­წილს მუ­შა­ო­ბენ ან სხვა სა­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი ქუ­ჩა­ში, უფ­რო­სის თან­ხ­ლე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მათ საკ­ვე­ბით და/ან რე­სურ­სე­ბით, ბავ­შ­ვებს კი თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­აქვთ ოჯა­ხის შე­მო­სა­ვალ­ში; 
ქუ­ჩის მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვებს: ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე უფ­რო­სის თან­ხ­ლე­ბით არი­ან, ქუ­ჩა­ში მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ იქ არ სძი­ნავთ;
უსახ­ლ­კა­რო ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვებს: უსახ­ლ­კა­რო ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბის სი­ტუ­ა­ცია ქუ­ჩის მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბის მსგავ­სია, მაგ­რამ ისი­ნი ღა­მით სახ­ლ­ში არ ბრუნ­დე­ბი­ან. ქუ­ჩის ბავ­შ­ვ­თა ყვე­ლა ჯგუფ­ში გვხვდე­ბი­ან რო­გორც ბი­ჭე­ბი, ასე­ვე გო­გო­ნე­ბი.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი­სა თუ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის (მათხოვ­რო­ბის აკ­რ­ძალ­ვა და წვრი­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბის მი­მართ სან­ქ­ცი­ე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბის უფ­რო მკაც­რი ზო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა) და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გა­მო, ხდე­ბა ბევ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოჯა­ხის მიგ­რა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც ისი­ნი ქუ­ჩის ცხოვ­რე­ბას ეწე­ვი­ან. ზაფხულ­ში, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დროს, ხში­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სხვა ქუ­ჩის მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის მიგ­რა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტე­ბის­კენ.
კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შ­ვე­ბი ჯგუ­ფე­ბად იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თად მოძ­რა­ო­ბენ იმის­თ­ვის, რომ ერ­თ­მა­ნე­თი და­იც­ვან, ღა­მის გა­სა­თე­ვი ად­გი­ლი იპო­ვონ, დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის სივ­რ­ცე­ე­ბი შე­იქ­მ­ნან, და­ამ­ყა­რონ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ითა­ნამ­შ­რომ­ლონ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, წვრილ­მან ვაჭ­რო­ბა­სა და ქუ­ჩა­ში მათხოვ­რო­ბა­ში, ასე­ვე წვრილ­მან და­ნა­შა­ულ­ში. ბავ­შ­ვ­თა ზო­გი­ერთ ჯგუფს ისე­თი ში­და სტრუქ­ტუ­რა აქვს, რო­მე­ლიც ჯგუ­ფის წევ­რებს  ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი/უპი­რა­ტე­სი სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბად და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ბავ­შ­ვე­ბად ჰყოფს. უფ­რო­სი ბავ­შ­ვე­ბი, ზოგ­ჯერ, უმ­ც­როს ბავ­შ­ვებს (რომ­ლებ­საც ჯერ არ შე­უს­რულ­დათ 14 წე­ლი) ან დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ბავ­შ­ვებს ფა­რად იყე­ნე­ბენ სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას აიძუ­ლე­ბენ და ამ გზით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს არ­თ­მე­ვენ.
რა ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა — კვლე­ვის შე­დე­გად ვი­გებთ, რომ  ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ველ­ნი არი­ან ძა­ლა­დო­ბის­გან რო­გორც მათ­ზე მზრუნ­ვე­ლე­ბის, ასე­ვე ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი/მო­მუ­შა­ვე ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხრი­დან. მათ აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბა არც გა­ნათ­ლე­ბა­ზე და არც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბას. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის ჯგუ­ფე­ბის ში­და დი­ნა­მი­კი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი „და­ჯილ­დო­ე­ბის“ სის­ტე­მა, რაც გო­გო­ნებს ძა­ლა­დო­ბის რის­კის წი­ნა­შე აყე­ნებს. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი ჯგუ­ფის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წი­ათ ბან­დის (ან სექ­ტის) უფ­რო­სი წევ­რე­ბის­თ­ვის. სხვა ჯგუ­ფე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ისი­ნი თა­ვი­ან­თი შე­მო­სავ­ლის ნა­წილს იყე­ნე­ბენ სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­და­სახ­დე­ლად. ეს იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ვ­ნენ. ეს არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნეს კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­კითხულ­მა ფსი­ქო­ლო­გებ­მა. ბავ­შ­ვე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო სხვა სა­ხის, ძა­ლა­დო­ბით და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბიც.
კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა სერ­ვი­სე­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. იმ ბავ­შ­ვე­ბის, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მშობ­ლე­ბის გა­რე­შე არი­ან, მაგ­რამ და­სა­ძი­ნებ­ლად სახ­ლ­ში მი­დი­ან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით,  მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი (რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია) უნ­და ვრცელ­დე­ბო­დეს მშობ­ლებ­ზე ან ამ­ჟა­მინ­დელ მე­ურ­ვე­ებ­ზე. ბევ­რი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მშობ­ლე­ბის გა­რე­შეა, მაგ­რამ და­სა­ძი­ნებ­ლად სახ­ლ­ში მი­დის, თავს მო­რა­ლუ­რად ან სხვაგ­ვა­რად ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, შე­ი­ნა­ხოს თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი თუ მე­ურ­ვე­ე­ბი; ან მშობ­ლე­ბის თუ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მხრი­დან იძუ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა გა­ნა­პი­რო­ბებს ბავ­შ­ვე­ბის შრო­მა­ში ჩაბ­მას. შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა­ში გან­ხი­ლუ­ლი უნ­და იქ­ნეს, რო­გორც შე­მო­სავ­ლის მომ­ტან საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის უნა­რის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის სტრა­ტე­გია. მშობ­ლე­ბი და მე­ურ­ვე­ე­ბი, ასე­ვე, ჩარ­თუ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში მა­თი შვი­ლე­ბის მი­ერ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.
ამას­თან ერ­თად, უნ­და შე­ფას­დეს მე­ურ­ვე­ე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფის­გან ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა და, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­ხი­ლუ­ლი უნ­და იქ­ნეს ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის­გან ჩა­მო­ცი­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის დაც­ვით.
ქუ­ჩის მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­ცავ­დეს ოჯა­ხებს. ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა მიზ­ნად უნ­და ისა­ხავ­დეს ოჯა­ხებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, თუ ძა­ლა­დო­ბის და/ან სხვა შე­უ­რაცხ­ყო­ფის ის­ტო­რი­ე­ბი არ მიგ­ვი­თი­თებს იმა­ზე, რომ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის­გან. ქუ­ჩის მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ ბო­შე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქურ­თე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ამ ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ სტიგ­მას. ამას­თა­ნა­ვე, ბო­შე­ბის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქურ­თე­ბის ოჯა­ხე­ბის წევ­რ­თათ­ვის სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნის მცდე­ლო­ბე­ბის დროს, მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი მათ მი­მართ არ­სე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი დის­კ­რი­მი­ნა­ცია შრო­მის ბა­ზარ­ზე. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სა­ერ­თო მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ოჯა­ხე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა ისე­თი რე­გუ­ლა­რუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა­ში, რო­ცა სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვე­ბის შრო­მა. ქუ­ჩის ოჯა­ხე­ბის სე­ზო­ნუ­რი მიგ­რა­ცია ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში კონ­კ­რე­ტულ სირ­თუ­ლე­ებს წარ­მო­შობს. პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს ისეთ დახ­მა­რე­ბას, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლა­ში და­ტო­ვე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მათ­ზე მზრუნ­ვე­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბა უწევთ. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლად, უნ­და წა­ხა­ლის­დეს ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ, საცხოვ­რებ­ლის შეც­ვ­ლი­სას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. ამ უკა­ნას­კ­ნელ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მ­ნას კონ­კ­რე­ტუ­ლი სე­ზო­ნუ­რი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და უნ­და წა­ხა­ლის­დეს მშობ­ლებ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შ­ვე­ბის დას­წ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ბი­ლურ ოჯა­ხებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის კონ­ტაქ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს ოჯა­ხე­ბის­თ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­წე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა უსახ­ლ­კა­რო ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას, ის ძა­ლი­ან ჰგავს ქუ­ჩის მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­სა­წევ მომ­სა­ხუ­რე­ბებს, თუმ­ცა, მათ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს ამ ოჯა­ხე­ბის­თ­ვის თავ­შე­საფ­რის გა­მო­ნახ­ვას, რაც ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლა­ში ჩა­რიცხ­ვის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დე­ბა.
უსახ­ლ­კა­რო ბავ­შ­ვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბებს სა­ფუძ­ვ­ლად უნ­და და­ე­დოს მა­თი ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი. ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­შიც და ხე­ლი უნ­და შე­ეწყოს, მა­გა­ლი­თად, ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში ბავ­შ­ვებს შე­აძ­ლე­ბი­ნებს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და შე­მო­სავ­ლის მომ­ტან მდგრად საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სხვა ახალ­გაზ­რ­დებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ­გ­ვარ იდე­ებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, მე­ქა­ნი­კის, მან­ქა­ნე­ბის და მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მი­წო­დე­ბა, ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა და მუ­შა­ო­ბა ახალ­გაზ­რ­დებ­თან, სხე­უ­ლის მო­ხატ­ვა და სი­ლა­მა­ზის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი და ა.შ. ბავ­შ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის გეგ­მე­ბი ამ­გ­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, მათ შო­რის ხე­ლო­ბის შე­სას­წავ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, და ამ­გ­ვა­რი ქსე­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უნ­და მო­ი­ცავ­დეს თა­ნა­ტო­ლებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­საც, მა­გა­ლი­თად, რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში პორ­ტა­ლე­ბის შექ­მ­ნის და ა.შ. მეშ­ვე­ო­ბით.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მო­ი­ცავს დღის ცენ­ტ­რებს, 24-სა­ა­თი­ან თავ­შე­საფ­რებ­სა და მო­ბი­ლუ­რი გუნ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ არ­სე­ბობს მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­სა­წე­ვად. ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის­თ­ვის სერ­ვი­სე­ბი შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­საა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ოჯა­ხე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ეს დახ­მა­რე­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­ში. სა­ჭი­როა ამ სა­ხის დახ­მა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასე­ვე, უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს დახ­მა­რე­ბა მშობ­ლე­ბის და­საქ­მე­ბა­ში, რად­გან რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­მუ­შა­ოს უქონ­ლო­ბა და სა­მუ­შა­ოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­კარ­გ­ვაა, სწო­რედ ის ფაქ­ტო­რე­ბი, რაც იწ­ვევს ბავ­შ­ვე­ბის ჩაბ­მას ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის შე­მო­სავ­ლის მო­პო­ვე­ბა­სა და ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბა­ში. უფ­რო მე­ტიც, „მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უნ­და იყოს იმ­გ­ვა­რი სა­ერ­თო მიდ­გო­მის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, რო­მე­ლიც აქ­ცენტს გა­ა­კე­თებს ოჯა­ხებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და არა მშობ­ლე­ბის­თ­ვის სან­ქ­ცი­ე­ბის და­კის­რე­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ბი­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ბი­ლუ­რი გუნ­დე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი ჩა­რე­ვა, ხში­რად, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის და­კარ­გ­ვას­თან. ოჯა­ხე­ბის­გან ბავ­შ­ვე­ბის და­შო­რე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სერ­ვი­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ბუ­ლი იქ­ნეს, რო­გორც მო­ბი­ლურ ოჯა­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტიგ­მის გა­მაღ­რ­მა­ვე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, უნ­და გა­ფარ­თოვ­დეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. სერ­ვი­სე­ბი რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის, ასე­ვე ოჯა­ხე­ბის­თ­ვის მო­ითხოვს და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დას. ბავ­შ­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა დღის ცენ­ტ­რებ­სა და 24-სა­ა­თი­ან თავ­შე­საფ­რებ­ში, მთავ­რო­ბის მი­ერ გა­მო­ყო­ფილ სახ­ს­რებ­თან ერ­თად, ამ­ჟა­მად, სა­ჭი­რო­ებს და­ფი­ნან­სე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­ში უნ­და აისა­ხოს ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, უნ­და აისა­ხოს ის ფაქ­ტიც, რომ სხვა­დას­ხ­ვა ბავშვს სხვა­დას­ხ­ვა მომ­სა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბი­სა თუ მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“  — ნათ­ქ­ვა­მია კვლე­ვა­ში.
კვლე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო, რომ­ლის წევ­რე­ბიც, ძი­რი­თად პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო, შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტი და ორ­გა­ნი­ზა­ცია „გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შ­ვე­ბი“ არი­ან.
კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ მო­ამ­ზა­და კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ხედ­ვის, სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის, რომ ამოქ­მედ­დეს აუცი­ლე­ბე­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი და რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ქუ­ჩის ცხოვ­რე­ბის­გან ბავ­შ­ვე­ბის და­სა­ცა­ვად. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია, ბავ­შ­ვის ქუ­ჩა­ში მოხ­ვედ­რის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ოჯა­ხის მხარ­დამ­ჭე­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შექ­მ­ნაა. ასე­ვე,  აუცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა და ახა­ლი სერ­ვი­სე­ბის შექ­მ­ნა აჭა­რა­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და გა­ტარ­დეს მიგ­რან­ტი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბი­სა და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თ­ვის.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N