გამოდის 1998 წლიდან
2018-09-20
არ­ჩე­ვა­ნი „ხმის მი­ცე­მით“, ანუ რატომ გადაწონა რა­ო­დე­ნობ­რივ­მა უპი­რა­ტე­სო­ბამ

ლალი ჯელაძე

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის საკითხმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა  გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ მი­იქ­ცია, რაც პრო­ცეს­მა დათ­ქ­მულ ვა­დებს გა­და­ა­ცი­ლა და მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მყოფ­მა ავ­ტო­რებ­მა, გა­მომ­ცემ­ლებ­მა და პე­და­გო­გებ­მა, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა­ში, თით­ქ­მის, მთე­ლი ზაფხუ­ლი გა­ა­ტა­რეს. თა­ვის­თა­ვად გა­მომ­ცემ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი მათ კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე გა­ვი­და, ხო­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან  პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბამ მათ­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შექ­მ­ნა.
ახა­ლი გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვა, უკ­ვე შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ პე­და­გო­გებს, ნა­ბეჭ­დი ვერ­სი­ე­ბის გა­რე­შე მო­უ­წი­ათ — უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ბრმად, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ელექ­ტ­რო­ნულ ვერ­სი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, თა­ნაც ძა­ლი­ან შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში. რა წე­რია მათ მი­ერ არ­ჩე­ულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში და რას მის­ცეს ხმა, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ამას სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის შემ­დეგ შე­იტყობს, რად­გან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, ცო­ტა ხნით ად­რე შე­ვი­და სკო­ლებ­ში . წიგ­ნე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თუ ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლებს კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა თე­მა­ტუ­რი და კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მე­ბის და­წე­რა­მაც შე­უქ­მ­ნა, რად­გან, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც ერთს და­წერ და ვერც მე­ო­რეს, თუ­კი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ხელ­ში არ გი­ჭი­რავს. „ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ზე­ზე­ბი და გა­რე­შე ფაქ­ტო­რე­ბი ჩემ­თ­ვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ბავ­შ­ვე­ბის წი­ნა­შე მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა,“  — აცხა­დებს ერთ-ერ­თი პე­და­გო­გი. მარ­თა­ლია, სკო­ლებს წიგ­ნის შერ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა, მაგ­რამ, რაც შე­არ­ჩი­ეს, ის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ზო­გად ბა­ზა­ში და­ი­კარ­გა და მა­ინც, რას ფიქ­რო­ბენ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ და რო­გორ გა­არ­თ­ვეს თა­ვი ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნას — არ­ჩე­ვა­ნი „არ­ჩევ­ნის გა­რე­შე“ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ — ამის შე­სა­ხებ თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე ორი დღით ად­რე ჩავ­წე­რე.
თი­ნა გი­ორ­გა­ძე  
¹28 სა­ჯა­რო სკო­ლის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის
მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბი­სა და არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი თა­ვი­დან­ვე რო­გორც და­იწყო პრობ­ლე­მუ­რად, ფაქ­ტობ­რი­ვად ისე­ვე გაგ­რ­ძელ­და. ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი რი­სი ბრა­ლია, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის თუ და­უ­ლა­გე­ბე­ლი სის­ტე­მის, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩვენ პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მ­ნა, თუმ­ცა, სა­კითხა­ვია ვის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლია ეს პრობ­ლე­მე­ბი და ვის­თ­ვის არა. რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი შ­ვე­ბუ­ლე­ბა­ში იყ­ვ­ნენ,  სწო­რედ მა­შინ მო­ვი­და მოთხოვ­ნა, რომ სას­წ­რა­ფო წე­სით (2-3 დღე­ში) აგ­ვერ­ჩია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. მის არ­ჩე­ვას კი გო­ნივ­რუ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. ისე­დაც, ვიდ­რე პრაქ­ტი­კა­ში არ გა­მო­იც­დე­ბა წიგ­ნი და არ ნა­ხავ, რო­გორ იმუ­შა­ვებს კლას­ში, რთუ­ლია მი­სი შე­ფა­სე­ბა.  ახ­ლა, თქვენ თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ასე­თი სა­ხით და ტემ­პით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვა, თან იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თვა­ლით არ გვი­ნა­ხავს. მე­ტიც, რო­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა მი­იწ­ვი­ეს პე­და­გო­გე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­საც­ნო­ბად, იქაც კი არ ჰქონ­დათ ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, წიგ­ნებს ხე­ლით არ შევ­ხე­ბი­ვართ, ისე ავირ­ჩი­ეთ.  თუმ­ცა, ტე­ლე­ვი­ზი­ით თქვენც მო­ის­მენ­დით, რომ არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჩვენს არ­ჩე­ვანს, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სხვა იღებ­და (არ ვი­ცი კონ­კ­რე­ტუ­ლად ვინ). მე ქარ­თულს ვას­წავ­ლი და სკო­ლა­ში მოგ­ვი­ვი­და ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რაც ავარ­ჩი­ეთ, მაგ­რამ იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სხვა ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი აირ­ჩი­ეს და სა­ერ­თოდ სხვა მი­ი­ღეს.
წელს მე-5 და მე-12 კლასს ვას­წავ­ლი. მე-5 კლას­ში არ­ჩე­ვა­ნი „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე შე­ვა­ჩე­რე. კა­თედ­რა­ზე სა­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვართ და შევ­თან­ხ­მ­დით, რო­მე­ლი აგ­ვერ­ჩია. შერ­ჩე­ვი­სას ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბის წიგ­ნებ­ზე არ გვქონ­და წვდო­მა, ვი­ნა­ი­დან ზო­გი­ერ­თის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­აც კი არ იხ­ს­ნე­ბო­და. კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც წა­ვაწყ­დი, მას­წავ­ლებ­ლის წიგნს უკავ­შირ­დე­ბა. ად­რე სკო­ლა­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნიც მო­დი­ო­და. წელს სახ­ტად დავ­რ­ჩით, ჯერ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ვი­და გვი­ან და აღ­მოჩ­ნ­და, რომ არც გვი­ან და სა­ერ­თო­დაც არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩვენ­თ­ვის წიგ­ნი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მა­სწავ­ლე­ბელ­თა და­ხუ­რულ ჯგუფ­ში დავ­ს­ვი კითხ­ვა, ვის რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და ამის შე­სა­ხებ. მას­წავ­ლებ­ლებ­მა ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი პა­სუ­ხე­ბი და­წე­რეს — ზო­გი­ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში პე­და­გო­გებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თვი­თონ უნ­და წა­ი­ღონ მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, მას შემ­დეგ, რაც სკო­ლი­დან ცნო­ბას წა­რად­გე­ნენ, ზო­გი­ერ­თი კი ამ­ბობს, რომ სა­ერ­თოდ არ არის და­ბეჭ­დი­ლი, მოკ­ლედ სრუ­ლი ქა­ო­სია. თუმ­ცა, მე პი­რა­დად, ინ­ტერ­ნეტ­თან მაქვს წვდო­მა და რად­გან მე-5 კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის (გაგ­ვი­მარ­თ­ლა) არის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ალ­ბათ, იმას გა­მო­ვი­ყე­ნებ.
ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის გარ­და, სკო­ლა­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეც ვარ და ეს პრობ­ლე­მა ორ­მა­გად შე­მე­ხო. მე­ვა­ლე­ბა პე­და­გო­გებს ვთხო­ვო, მო­მი­ტა­ნონ თე­მა­ტუ­რი გეგ­მე­ბი, ამის­თ­ვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო უნ­და მივ­ცე, გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია და­ბეჭ­დი­ლი. და­ნარ­ჩენს, ალ­ბათ, ისევ ინ­ტერ­ნე­ტით გა­ეც­ნო­ბი­ან. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ ვი­ცი რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხე­ბენ სრუ­ლად და­წე­რონ თე­მა­ტუ­რი გეგ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბით თუ მო­ა­ხერ­ხე­ბენ, თო­რემ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია — ლო­გი­კუ­რი­ცაა, რო­გორ გა­წე­რენ წლის კა­ლენ­და­რულ გეგ­მას, თუ­კი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სრულ ვერ­სი­ას ვერ ნა­ხა­ვენ.
რაც შე­ე­ხე­ბა მე-5 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნილ სი­ახ­ლე­ებს, გეტყ­ვით, რომ ასე მარ­ტი­ვად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ანა­ლი­ზი შე­უძ­ლე­ბე­ლია.  ერ­თი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით, გა­მი­ჭირ­დე­ბა მის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, რაც თვალ­ში მომ­ხ­ვ­და, არის ის, რომ ავ­ტო­რებ­მა, რო­გორც იქ­ნა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რა­საც წლე­ბია ვითხოვთ — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ცალ­კე ნა­წი­ლა­დაა შე­სუ­ლი  გრა­მა­ტი­კა, ანუ ენის სწავ­ლე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ცალ-ცალ­კე მოხ­დე­ბა. და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ იმა­საც, რომ წიგნს ახ­ლავს სა­მუ­შაო რვე­უ­ლი, ასე­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­სუ­ლი ლექ­სი­კო­ნი, სა­დაც ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი ის უცხო სიტყ­ვე­ბი, რაც სწავ­ლე­ბი­სას შეხ­ვ­დე­ბა მოს­წავ­ლეს. ეს მათ ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა. სი­ახ­ლეა ისიც, რომ შე­ტა­ნი­ლია ტექ­ს­ტე­ბი უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, მა­გა­ლი­თად, თვალ­ში მომ­ხ­ვ­და რამ­დე­ნი­მე თა­ვი „ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სავ­ლი­დან“, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბი არ შე­მი­ნიშ­ნავს, თუმ­ცა და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, რად­გან ძა­ლი­ან მცი­რე დრო მქონ­და. სულ ეს არის, რაც მო­ვას­წა­რი სკო­ლა­ში პა­რას­კევს წიგ­ნის მო­ტა­ნის შემ­დეგ. ამი­ტომ დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი გა­მი­ჭირ­დე­ბა.
ანი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი
¹18 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-3 კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი
:
გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ახა­ლი პროგ­რა­მა ძა­ლი­ან მომ­წონს და ნამ­დ­ვი­ლად მომ­ხ­რე ვარ, რომ ყო­ველ 6 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ იც­ვ­ლე­ბო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცესს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით მოგ­ვი­წია არ­ჩე­ვ­ნის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ იყო შემ­თხ­ვე­ვა, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­აც ვერ ვნა­ხეთ, რად­გან რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მხო­ლოდ თავ­ფურ­ცე­ლი და სარ­ჩე­ვი იდო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი არ­ჩე­ვა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ხელ­შე­სა­ხე­ბი ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, შეგ­ვეგ­რ­ძ­ნო წიგ­ნე­ბი რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. ასეთ პი­რო­ბებ­ში კი, რა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც ავირ­ჩი­ეთ, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. მა­გა­ლი­თად, მე-3 კლა­სის ქარ­თულ­ში „ტრი­ა­სის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ავირ­ჩი­ეთ. მი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, ვი­ზუ­ა­ლურ­მა მხა­რე­მაც გა­ნა­პი­რო­ბა — უფ­რო ფე­რა­დია და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კარ­გი გან­წყო­ბის შემ­ქ­მ­­ნე­ლი. წიგ­ნი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ძა­ლი­ან კარ­გა­დაა ტექ­ს­ტე­ბი და­ლა­გე­ბუ­ლი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მიჰ­ყ­ვე­ბა და, მა­ჭა­რაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე­დაა აგე­ბუ­ლი. ბევ­რი ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია შე­სუ­ლი და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რაც მე­ტი სი­ახ­ლეა, მით უკე­თე­სი. თუმ­ცა, მთა­ვა­რი მა­ინც მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­გორ მი­ა­წო­დებს მა­სა­ლას მოს­წავ­ლეს, რად­გან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი და უმ­თავ­რე­სი რე­სურ­სი. ჩვენ არ გვეკ­რ­ძა­ლე­ბა იმის იქით ხედ­ვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ტრი­ა­სის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვა პირ­ვე­ლი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. ვი­ზუ­ა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის გარდა, ტექ­ს­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლია. ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი კი მა­ინც მი­სი გან­ვი­თა­რე­ბაა — ასო­დან სიტყ­ვამ­დე, ნელ-ნე­ლა იშ­ლე­ბა ტექ­ს­ტი და მივ­დი­ვართ ამ­ბამ­დე, რო­მელ­საც იოლად აღიქ­ვამს მოს­წავ­ლე.  თა­ვის­თა­ვად, გო­გე­ბაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ  ის იყო აწყო­ბი­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნე­ზე, ჩვენ კი გვჭირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ზე გა­დარ­თ­ვა, ამი­ტომ, თუნ­დაც ერ­თი ახა­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი ან მოთხ­რო­ბა რომ შეგ­ვ­ხ­ვ­დეს წიგ­ნ­ში, ეს სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­სუ­ლი ორი ღო­რის ამ­ბა­ვი. დე­და და მა­მა ღო­რის ამ­ბავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა —  ცო­ტა ხნით მა­მა ღო­რი იკარ­გე­ბა და მე­რე ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით ბრუნ­დე­ბა, რო­მე­ლიც დე­და ღო­რის­თ­ვის მო­აქვს. გმობ­დ­ნენ, რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ღო­რიო, არ მეს­მის რა­ტომ არა, იყოს ღო­რიც, ძრო­ხაც, რას ვერ­ჩით ამ ცხო­ვე­ლებს. მოკ­ლედ, ამ ლექ­ს­მა სუ­ლაც არ გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, პი­რი­ქით. აუცი­ლე­ბე­ლი არ არის ზე­პი­რად ის­წავ­ლონ ბავ­შ­ვებ­მა ლექ­სი, შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­უ­რი თა­მა­შე­ბით გა­ი­ა­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­სა­ლა. 
რაც შე­ე­ხე­ბა მა­თე­მა­ტი­კას, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ყო­ველ­თ­ვის რუ­ხა­ძის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მომ­წონ­და, ვიდ­რე „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“, რად­გან ვფიქ­რობ, აქ ცო­ტა ზედ­მე­ტად შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი მო­აქვთ მა­თე­მა­ტი­კა დაწყე­ბი­თე­ბის­თ­ვის (ეს არ ეხე­ბა ჳვ - ვ კლა­სებს, მაგ­რამ ჳ - ჳჳჳ კლა­სებ­ში გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია) და, მე­რე ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს გვი­წევს, მო­ვი­ფიქ­როთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­გიჩ­ნ­დე­ბათ კითხ­ვა, მა­შინ რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ სუ­ლა­კა­უ­რის მა­თე­მა­ტი­კა? იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად არ აგ­ვირ­ჩე­ვია, ასე მო­ვი­და სკო­ლა­ში, გვითხ­რეს, რუ­ხა­ძის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ძა­ლი­ან ცო­ტამ აირ­ჩია და ამი­ტომ არ და­ი­ბეჭ­დაო.
ახ­ლა რაც შეე­ხე­ბა „მე და სა­ზო­გა­დოე­ბას“, ამ საგანს წელს მე არ ვას­წავ­ლი. უბ­რა­ლოდ, ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე შე­მიძ­ლია ჩე­მი მო­საზ­რე­ბა გითხ­რათ. ზო­გა­დად, ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის მომ­ხ­რე ვარ, ის ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც მას­წავ­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში ან დამ­რი­გებ­ლის სა­ათ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს (გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის), ერთ სა­გან­შია თავ­მოყ­რი­ლი. აუცი­ლე­ბე­ლია, ბავშვს ვას­წავ­ლოთ არ და­ყა­როს ნა­გა­ვი, არ და­ა­ბინ­ძუ­როს გა­რე­მო, ვას­წავ­ლოთ რა არის მი­სი უფ­ლე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვანს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაგ­ვაფ­რ­თხი­ლეს, რომ ერთ-ერ­თი წარ­დ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო  (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ტრი­ა­სი“) არ და­ი­ბეჭ­დე­ბო­და, რადგან გრი­ფი არ მი­ე­ნი­ჭა, ამი­ტომ სკო­ლა­ში მხო­ლოდ ერ­თი გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ვი­დო­და. ამ­დე­ნად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ჰქო­ნი­ათ. 
ზო­გა­დად კი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­ბეჭ­ვ­დის დაგ­ვი­ა­ნე­ბამ არა­ მარ­ტო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვის მხრივ, არა­მედ თე­მა­ტუ­რი გეგ­მე­ბი­სა და კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მე­ბის და­წე­რა­შიც შეგ­ვიქ­მ­ნა პრობ­ლე­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ არის, ვერც ერთს და­წერ და ვერც მე­ო­რეს. ამი­ტომ, ახ­ლა მოგ­ვი­წევს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით და­ვე­წი­ოთ სის­ტე­მას, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გვქონ­დეს და­წე­რი­ლი კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მა.
წელს ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მოკ­ვე­თი­ლი სი­ახ­ლე მა­ინც ის არის, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით უფ­რო მე­ტად ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ზე, მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან ამოვ­დი­ვართ. ასევე ხაზს  გა­ვუს­ვამ  „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სა­განს, რო­მელ­საც დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი­დან, თით­ქოს ამ საგ­ნის შე­მო­ღე­ბით რა­ღაც სა­ოც­რე­ბებს ას­წავ­ლიდ­ნენ სკო­ლებ­ში. ვფიქ­რობ, რო­ცა მშობ­ლე­ბი თა­ვად გა­ეც­ნო­ბი­ან წიგ­ნებს, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბი­ან, რად­გან სწო­რედ ის უნა­რე­ბია ამ სა­გან­ში თავ­მოყ­რი­ლი, რაც ბავ­შ­ვ­მა სახ­ლ­შიც და სკო­ლა­შიც უნ­და ის­წავ­ლოს.
ნი­ნო ჭი­ჭი­ნა­ძე
მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იელის სა­ბა­ზო
სკო­ლის დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი — „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე და
„მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2018“ ათე­უ­ლის წევ­რი:
მარ­თა­ლია, სკო­ლებს წიგ­ნის შერ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა, მაგ­რამ, რაც შე­ვარ­ჩიე, ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ზო­გად ბა­ზა­ში და­ი­კარ­გა. სკო­ლებ­ში ის წიგ­ნე­ბი გა­მო­იგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც მე­ტი ხმა მი­ე­ნი­ჭა, ეს წიგ­ნი კი, პი­რა­დად მე არ მომ­წონს, რად­გან ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბის იმ პრინ­ცი­პებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც აღ­მა­ტე­ბუ­ლად მი­მამ­ჩ­ნია. სწო­რედ ამი­ტომ გავ­ხ­დი იძუ­ლე­ბუ­ლი, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სხვა წიგ­ნი შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, მშობ­ლებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, შე­მე­ძი­ნა და ჩა­მო­მე­ტა­ნა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.
რე­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვი­სას ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა შე­იქ­მ­ნა. ამ პრო­ცეს­ში გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა კი არ არის მთა­ვა­რი, არა­მედ სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც სა­მი­ნის­ტ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს — რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც მეტ ხმას და­აგ­რო­ვებს,  ის უნ­და გა­აგ­ზავ­ნონ სკო­ლა­ში. მაგ­რამ, საქ­მე ისაა, რომ ვინც ამა თუ იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ხმას აძ­ლევს, სწო­რედ იმას ვა­ყე­ნებ ეჭ­ვ­ქ­ვეშ — ჩემ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, რე­ა­ლუ­რად იც­ნო­ბენ წიგნს და ხმას იმი­ტომ აძ­ლე­ვენ, თუ მათ „ნაც­ნო­ბებ­მა “ და­უ­რე­კეს და უთხ­რეს, რომ ეს კარ­გი წიგ­ნია? ჩე­მი აზ­რით, აქაც კომ­პე­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მაა.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს არ­ჩე­ვანს, ქარ­თულ­ში ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ავირ­ჩიე (სკო­ლა­ში „დი­ო­გე­ნეს“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­მო­ვი­და). რა­ტომ მაღ­ლა­კე­ლი­ძე? იმი­ტომ, რომ მას­ში უფ­რო მე­ტად არის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი ბეჭ­დ­ვის პრობ­ლე­მე­ბი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია წიგ­ნის ხა­რის­ხობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, ფე­რე­ბი, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, ტექ­ს­ტე­ბი უფ­რო მე­ტა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, პე­და­გოგს მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს, თვი­თონ აირ­ჩი­ოს რო­მე­ლი ტექ­ს­ტი შე­ი­ტა­ნოს მოს­წავ­ლე­ებ­თან - ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დია შეც­ვ­ლი­ლი. ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ არის შედ­გე­ნი­ლი სა­ან­ბა­ნოც და ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დიც, ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კი უფ­რო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს ტექ­ს­ტე­ბი.
გარ­და ამი­სა, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე კარ­გად არის ერ­თ­მა­ნეთს მორ­გე­ბუ­ლი კითხ­ვა-წე­რის პრო­ცე­სი — ბავ­შ­ვი იმას წერს, რა­საც კითხუ­ლობს, აანა­ლი­ზებს სიტყ­ვას და ამავ­დ­რო­უ­ლად მი­სი წე­რაც შე­უძ­ლია. უმ­თა­ვ­რე­სი პრინ­ცი­პი მა­ინც კითხ­ვის და წე­რის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბაა, რაც მხო­ლოდ ამ წიგ­ნ­შია და­ცუ­ლი და რა­მაც ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­პი­რო­ბა.
სა­ბო­ლო­ოდ, წლე­ვან­დელ პრო­ცე­სებ­ზე გეტყ­ვით, რომ მას­წავ­ლე­ბელს აზ­რის გა­მოთ­ქ­მის უფ­ლე­ბა მის­ცეს,  მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი შე­უზღუ­დეს. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ის ფაქ­ტიც, რომ შე­იძ­ლე­ბა სხვი­სი არ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი გა­მო­მიგ­ზავ­ნონ და არა ჩე­მი რჩე­უ­ლი. არა­და, მთა­ვა­რი სწო­რედ ესაა — ჩვენ უნ­და გვქონ­დეს ისე­თი არ­ჩევ­ნის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლიზ­დე­ბა. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი აზრს კარ­გავს, რად­გან არ ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, უმე­ტე­სო­ბას იმ პრინ­ცი­პე­ბით ჰქონ­დეს შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რა პრინ­ცი­პე­ბი­თაც უნ­და იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს.
დი­დი პრობ­ლე­მა შექ­მ­ნა იმა­ნაც, რომ და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თვა­ლით არ გვი­ნა­ხავს. რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ირ­ჩევ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნ­და გა­ეც­ნო და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­ა­ფა­სო. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პირ­ვე­ლი გვერ­დი­დან ბო­ლო გვერ­დამ­დე ვიც­ნობ­დე წიგნს, რომ­ლი­თაც უნ­და ვას­წავ­ლო ბავ­შ­ვებს. მე პი­რა­დად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ბრმად არ ვირ­ჩევ, რად­გან ამის კომ­პე­ტენ­ცია უნი­ვერ­სი­ტეტ­მაც მომ­ცა და ჩემ­მა მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც.

 

25-28(942)N