გამოდის 1998 წლიდან
2018-09-20
ვის უნ­და და­ეხ­მა­როს ვენ­დი?

„რა­ტომ უნ­და ამოგ­ვე­ღო ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი?! ჩვენ ხომ არ ვი­ცო­დით რა იქ­ნე­ბო­და მას­ზე?!“ — ქარ­თ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რი

ვენ­დი ვარ­დის­ფე­რი ვეფხ­ვია. ის სხვა ვეფხ­ვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ვენ­დი მთვა­რეს ეკითხე­ბა, რა­ტომ ვარ სხვა­ნა­ი­რიო. მთვა­რე ეუბ­ნე­ბა, ეგ სუ­ლაც არაა ცუ­დი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხა­რო. მეც სხვა­ნა­ი­რი ვარ, ხან ვა­ნა­თებ და ხან არაო. რო­ცა ვა­ნა­თებ, ყვე­ლას ვეხ­მა­რე­ბიო. მე ვის და­ვეხ­მა­როო, და­ფიქ­რ­დე­ბა ვენ­დი.
ვის და­ეხ­მა­როს ვენ­დი? — სვა­მენ შე­კითხ­ვას გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ტრი­ა­სის“ პირ­ვე­ლი კლა­სის ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი. ამ შე­კითხ­ვას ისი­ნი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს უს­ვა­მენ. მე რომ მა­პა­სუ­ხე­ბი­ნოს ვინ­მემ ამ შე­კითხ­ვა­ზე, ორ პა­სუხს გავ­ცემ­დი. ამ პა­სუ­ხებ­სა და მათ გახ­ს­ნას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ქვე­მოთ.
პა­სუ­ხი 1: ვენ­დი უნ­და და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნისტრს, გა­ერ­კ­ვეს რა ხდე­ბო­და და რა ხდე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე არ ვიც­ნობ დე­ტა­ლუ­რად ამ პრო­ცესს, ზე­და­პი­რუ­ლი შეს­წავ­ლი­სას გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე მე­ჩე­ჩი, რო­მელ­ზეც ეს პრო­ცე­სი წა­ფორ­ხილ­და.
I მე­ჩე­ჩი — ვა­დე­ბი. ვა­დე­ბის აღ­რე­ვა ერთ-ერ­თი აქი­ლევ­სის ქუს­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში. ჯერ იყო და გა­მომ­ცემ­ლო­ბებს თა­ვის დრო­ზე არ/ვერ შე­ატყო­ბი­ნეს ის პი­რო­ბე­ბი, რა­საც სა­მი­ნის­ტ­რო/დამ­კ­ვე­თი შეს­თა­ვა­ზებ­და მათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო ისე­დაც მცი­რე დრო გა­ი­წე­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად, დათ­ქ­მუ­ლი ვა­დე­ბით, ჳ-ვჳ კლა­სებ­ში, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ჯერ კი­დევ გა­სულ სას­წავ­ლო წელს უნ­და შე­სუ­ლი­ყო. შემ­დ­გო­მი დათ­ქ­მით, გრი­ფი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის ბო­ლოს. ამ ვა­და­მაც გა­და­ი­წია და აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი.
II მე­ჩე­ჩი — გა­უმ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა. მე არ მიწ­ვ­ლილ­ვია გრი­ფი­რე­ბის დე­ბუ­ლე­ბა და სხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რებ­და ამ პრო­ცესს, არც საქ­მის მსვლე­ლო­ბის­თ­ვის მი­დევ­ნე­ბია ფხიზ­ლად თვალყუ­რი, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ზე­და­პი­რუ­ლა­დაც კი პრო­ცე­სი გარ­კ­ვე­ულ კითხ­ვებს აჩენ­და, რაც პე­რი­ო­დუ­ლად თავს წა­მო­ყოფ­და ხოლ­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რო­გორ აფა­სებ­და კო­მი­სია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს? სა­ჯა­როვ­დე­ბო­და თუ არა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი? ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თუ არა ამ ქუ­ლებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებს/გა­მომ­ცემ­ლო­ბებს? რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თ­ლეს, რომ ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რის­თ­ვის/გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბე­ბი, ხო­ლო სხვე­ბის­თ­ვის —  არა? (ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია სტუ­დია „რე­პორ­ტი­ო­რის“ სი­უ­ჟეტ­ში).
აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც შაშ­კინ-მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პო­ლი­ტი­კა­დაა ცნო­ბი­ლი.
ასე­თი გა­უ­გებ­რო­ბა და უპა­სუ­ხო შე­კითხ­ვე­ბი ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა, რო­დე­საც საქ­მეს, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სის ხელ­ში უნ­და იყოს, სა­ხელ­მ­წი­ფო და­ე­პატ­რო­ნე­ბა. ასე თუ ისე, ძლივს აეწყო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბიზ­ნე­სი და ე.წ. უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პო­ლი­ტი­კამ მოგ­ვიყ­ვა­ნა იმ რე­ა­ლო­ბამ­დე, რაც დღეს გვაქვს. ხო­ლო შე­კითხ­ვა­ზე  — „რა­ტომ უნ­და უხ­დი­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ათა­სო­ბით მი­სი მსგავ­სის შვი­ლებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ფულს“ — პა­სუ­ხი კვლავ არ არის.
III მე­ჩე­ჩი — გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა. ივ­ლი­სის თვე­ში, მა­შინ, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი რუ­დუ­ნე­ბით ის­ვე­ნებ­დ­ნენ კუთ­ვ­ნილ შვე­ბუ­ლე­ბა­ში, შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში მო­ითხო­ვეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვა უც­ნა­უ­რი პრინ­ცი­პით: ირ­ჩე­ვენ რო­მე­ლი­მე საგ­ნის (მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლის) სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, მაგ­რამ კი­დევ ირ­ჩე­ვენ მე­ო­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ამა­ვე საგ­ნის­თ­ვის, შემ­დეგ მე­სა­მეს, შემ­დეგ მე­ოთხეს და ა. შ. მგო­ნი, მეშ­ვი­დემ­დე. „ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, გა­მოჩ­ნ­დეს რე­ცენ­ზი­რე­ბის შე­დე­გე­ბის კო­რე­ლა­ცია სკო­ლე­ბის არ­ჩე­ვან­თან“ — ასე ფიქ­რობს  სა­მი­ნის­ტ­რო.
რომ გა­მოჩ­ნ­დეს, მე­რე რა? ან რომ არ გა­მოჩ­ნ­დეს და არ და­ემ­თხ­ვეს სა­მი­ნის­ტ­როს არ­ჩე­ვანს, მე­რე რა?! ან კი­დევ, შვე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აირ­ჩია, და­ნარ­ჩენ ექვსს (თუ ხუთს) ჩა­ა­ა­ნა­ლი­ზებს სა­თი­თა­ოდ და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით და­ა­ლა­გებს?! შე კაი დედ­მა­მიშ­ვი­ლო, გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი ვერ გი­ა­ნა­ლი­ზებს ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს (ამა­ზე — ქვე­მოთ.) და შვე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­ძა­ხე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს სთხოვ შვიდს ერ­თად?!
მოკ­ლედ, და­ვა­ნე­ბოთ ამას თა­ვი (და­ვუშ­ვათ, ძლი­ერ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო კო­რე­ლა­ცი­ის დად­გე­ნა მას­წავ­ლებ­ლი­სა და გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის არ­ჩე­ვანს შო­რის.). ბო­ლოს აღ­მოჩ­ნ­და, რომ სკო­ლა, რო­მელ­მაც აირ­ჩია გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ვერ მი­ი­ღებს ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გრი­ფი ვერ მი­ი­ღო. აბა, რა­ტომ შეს­თა­ვა­ზეს ასარ­ჩე­ვად შვე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­ძა­ხე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს?!
მმმ…
ანუ გა­მო­დის, რომ გრი­ფი ჯერ არ ჰქო­ნი­ათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ისე აარ­ჩე­ვი­ნეს სკო­ლებს?! იქ­ნებ, ეს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით არ­ჩე­ვა­ნიც (მე მას „სა­ხალ­ხო გრი­ფი­რე­ბა“ და­ვარ­ქ­ვი) იმის­თ­ვის მო­ი­გო­ნეს, რო­მელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­საც მე­ტი სკო­ლა აირ­ჩევ­და, ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და­ე­ბეჭ­დათ და გრი­ფიც იმის­თ­ვის მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ?!
და­ი­ბე­ნით?! ალ­ბათ.
მაშ ასე. სკო­ლებს აარ­ჩე­ვი­ნეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ბრძა­ნე­ბაც გა­მო­ი­ცა, რო­მელ­საც ახა­ლი მი­ნის­ტ­რი კი არა, მი­სი მო­ად­გი­ლე აწერს ხელს, რომ­ლი­თაც დამ­ტ­კიც­და გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სია. ერ­თი სია 25 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნ­და (https://goo.gl/ynSu1ჵ), და­ნარ­ჩე­ნი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა კი — პირ­ველ აგ­ვის­ტოს (https://goo.gl/pDdpuehttps://goo.gl/ynSu1P). ჰო­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ტრი­ა­სის“ მეს­ვე­უ­რე­ბი ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ პირ­ველ აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სი­ა­ში ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იყო და ელ­ფოს­ტა­ზე შეტყო­ბი­ნე­ბაც მოგ­ვი­ვი­და სა­მი­ნის­ტ­რო­დან, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გრი­ფი­რე­ბუ­ლიაო. ხო­ლო მე­ო­რე დღეს შეგ­ვატყო­ბი­ნეს, შეც­დო­მა გა­ი­პა­რა და თქვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არაა გრი­ფი­რე­ბუ­ლიო.
კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი პრო­ცესს. სკო­ლებს ასარ­ჩე­ვად შეს­თა­ვა­ზეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა სია, რო­მელ­შიც იყო „ტრი­ა­სის“ პირ­ვე­ლი კლა­სის ქარ­თუ­ლი. სკო­ლე­ბის გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა (რო­გორც ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბის მეს­ვე­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, საკ­მა­ოდ დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ, ყვე­ლა­ზე მეტ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 25 ათა­სი მოს­წავ­ლის შე­სა­ბა­მის­მა) აირ­ჩია ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრი­ფი ვერ მი­უ­ღია.
რა­ტომ შეს­თა­ვა­ზეს სკო­ლებს ისე­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ასარ­ჩე­ვად, რო­მელ­საც გრი­ფი არ ჰქონ­და? „მო­დი, ვნა­ხოთ, ჩვე­ნი გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნა თუ და­ემ­თხ­ვე­ვა სკო­ლე­ბის არ­ჩე­ვანს, ანუ თუ არა­ვინ აირ­ჩევ­სო?!“ არა­სე­რი­ო­ზუ­ლია? გე­თან­ხ­მე­ბით.
პირ­ველ აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სი­ა­ში რა­ტომ გა­ი­პა­რა და შემ­დეგ რა­ტომ ამო­ი­ღეს? ვი­ღა­ცამ ექ­სე­ლის ფა­ილ­ში შეც­დო­მით გა­და­ა­კო­პი­რა და სე­ი­ვე­ბის დროს მა­უს­ზე ხე­ლი არას­წო­რად და­ე­ჭი­რათ…
 გა­მო­დის, შე­ე­შა­ლათ: I — რო­გორც სკო­ლებ­ში ასარ­ჩე­ვად გა­დაგ­ზავ­ნის დროს; II — პირ­ველ აგ­ვის­ტოს სი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას; III — გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თ­ვის ელ­ფოს­ტით წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნის დრო­საც. შეც­დო­მა ვის არ მოს­ვ­ლია?! თუნ­დაც სა­მი.
რო­გორც ვხე­დავთ, ფრი­ად მრუ­მე (კარ­გად გა­მო­ხა­ტავს ეს სიტყ­ვა) სი­ტუ­ა­ციაა და სწო­რედ ვენ­დის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა ახალ მი­ნისტრს გა­სარ­კ­ვე­ვად.
კი­დევ ვის უნ­და და­ეხ­მა­როს ვენ­დი?!
პა­სუ­ხი 2. ვენ­დი უნ­და და­ეხ­მა­როს გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ას.
სა­ნამ ამ პა­სუ­ხის გაშ­ლას და­ვიწყებ­დე, მინ­და ყუ­რადღე­ბა მი­გაქ­ცე­ვი­ნოთ სა­თა­უ­რის ქვეშ ეპიგ­რა­ფად გა­მო­ტა­ნილ ქარ­თ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რის სიტყ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ვად­გი­ნე გა­ქა­ნე­ბუ­ლი არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და უტიფ­რო­ბის მკა­ფიო ილუს­ტ­რა­ცი­ად.
...მოკ­ლედ, სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბის მეს­ვე­უ­რებს აუხ­ს­ნეს, რომ რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი გაქვთ, მე­ქა­ნი­კურ შეც­დო­მას (გა­გახ­სე­ნებთ, სა­მი შეც­დო­მაა) რა­ტომ აქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას, კო­მი­სი­ას უარ­ყო­ფი­თი დას­კ­ვ­ნა ჰქონ­და თქვენს წიგ­ნ­ზეო. და სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ აძ­ლე­ვენ კო­მი­სი­ის ერ­თი წევ­რის (პი­რო­ბი­თად მო­ვიხ­სე­ნი­ოთ, რო­გორც გ.მ.) მი­ნისტრ მ. ჩხენ­კე­ლის სა­ხელ­ზე ჯერ კი­დევ 9 ივ­ნისს და­წე­რილ უარ­ყო­ფით დას­კ­ვ­ნას „ტრი­ა­სის“ პირ­ვე­ლი კლა­სის ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე  (და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი, რომ თუ კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნა უკ­ვე იყო ცხრა ივ­ნისს, ერ­თი თვის შემ­დეგ სკო­ლებს რა­ტომ­ღა უგ­ზავ­ნი­ან... ვი­კითხოთ: ეს კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნაა თუ მხო­ლოდ ერ­თი წევ­რის? ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რად­გა­ნაც გა­მომ­ცემ­ლო­ბას ეს დას­კ­ვ­ნა მი­ა­წო­დეს, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მი­ა­წო­დეს კო­მი­სი­ის ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი წევ­რის თვალ­საზ­რი­სი. ჩვენც გან­ვი­ხი­ლოთ ეს დას­კ­ვ­ნა და შემ­დეგ კვლავ ვენ­დის ვთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა.)
სა­ნამ დას­კ­ვ­ნის გან­ხილ­ვას შე­ვუდ­გე­ბი, მინ­და ერ­თი შე­კითხ­ვა და­გის­ვათ: წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მოგ­ცეს შე­სა­ფა­სებ­ლად და გთხო­ვენ, წა­რად­გი­ნო წე­რი­ლო­ბი­თი დას­კ­ვ­ნა. თქვენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ მო­გე­წო­ნათ. რო­გორ და­იწყებთ დას­კ­ვ­ნის წე­რას? რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ და ამო­ირ­ჩი­ეთ: ა) ყუ­რადღე­ბით გა­ვე­ცა­ნი რა წარ­მოდ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს... ბ) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გვხვდე­ბა ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი ად­გი­ლი... გ) მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც მე შე­ვა­ფა­სე... დ) საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რი წიგ­ნია.
ცხა­დია, თქვენ „დ“ პა­სუხს არ ამო­ირ­ჩევ­დით. არა­და, სა­მი­ნის­ტ­როს გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წევ­რის, გ.მ-ს დას­კ­ვ­ნა სწო­რედ ასე იწყე­ბა. აქე­დან­ვე ცხა­დია, რომ დას­კ­ვ­ნა უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ და­საწყი­სი ხომ არაა მთა­ვა­რი? ჩვენც აკა­კის იმ მკითხ­ვე­ლე­ბი­ვით ხომ არ უნ­და მოგ­ვი­ვი­დეს, რომ­ლე­ბიც ვა­ჟა­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ლექ­ს­ში მხო­ლოდ ენის და­წუ­ნე­ბას კითხუ­ლო­ბენ და იმა­საც არას­წო­რად?!
აკა­კი ვახ­სე­ნე და არ­ც­თუ შემ­თხ­ვე­ვით. ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში მე ბა­ტონ გ.მ.-ს აკა­კი­სა და გოგ­ლას ჩან­გის მო­ზი­ა­რე ვუ­წო­დე, ვერ და­ვი­ჯე­რე მი­სი მხრი­დან ასე­თი არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩა­რე­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. და ახ­ლაც, რო­დე­საც ჩე­მი თვა­ლით ვკითხუ­ლობ სა­ოც­რად არა­კომ­პე­ტენ­ტურ ტექსტს, — რომ­ლის ჯერ მხო­ლოდ პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა გან­ვი­ხი­ლეთ, — არ მინ­და ბრა­ლე­უ­ლო­ბის მთე­ლი სიმ­ძი­მე სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ჩაგ­დე­ბა­ზე ბა­ტონ გ.მ.-ზე გა­და­ვი­ტა­ნო. ამა­ში ბრა­ლი მი­უძღ­ვის იმ უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს, ვინც გ.მ.-ს იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­ფა­სე­ბა სთხო­ვა და ამა­ში ფუ­ლი გა­და­უ­ხა­და, რომ­ლის შე­ფა­სე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აც მას არ ჰქონ­და. მან შე­ა­ფა­სა ისე, რო­გორც შეძ­ლო (სხვა რამ არ მინ­და ვი­ფიქ­რო. ჭო­რე­ბი მო­ა­შო­რეთ!) თუმ­ცა, აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ უფ­რო მა­ღა­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს ბა­ტო­ნი გ.მ.-ს ლი­ტე­რა­ტუ­რულ გე­მოვ­ნე­ბა­ზეც და კოგ­ნი­ტურ მო­ნა­ცე­მებ­ზეც, ვიდ­რე ამ წე­რილ­შია წარ­მო­სა­ხუ­ლი. წე­რილს კი ვერ გა­ვექ­ცე­ვით და მეც გან­ვაგ­რ­ძობ მის გან­ხილ­ვას. მა­ნამ­დე კი­დევ ერ­თხელ მინ­და და­ვა­ყე­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა ვი­ნა­ო­ბის, მა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის სა­კითხი.
გან­ვაგ­რ­ძოთ დას­კ­ვ­ნის გან­ხილ­ვა.
„წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი ერ­თი შე­ხედ­ვით, ნორ­მა­ლუ­რად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი (სტი­ლი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცია აქ და ყველ­გან და­ცუ­ლია, — გ.ჭ.), თუმ­ცა ნა­ხა­ტებ­ზე მი­წე­რი­ლი სიტყ­ვე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩე­ბა — ჯერ არ იცი­ან კითხ­ვა.“
ამის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ცხა­დი ხდე­ბა, რომ ბა­ტო­ნი გ.მ. არაა პირ­ველ კლას­ში სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი და არა­ფე­რი სმე­ნია კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მიდ­გო­მის შე­სა­ხებ. ამის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას, ცხა­დია, აქ არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა, მხო­ლოდ ერთს შევ­ნიშ­ნავ მი­სი­ვე ლო­გი­კით: სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ყდა­ზე რა­ტომ აწე­რია „ქარ­თუ­ლი ენა“ ?! რო­გორც გ.მ. იტყო­და, „ჯერ არ იცი­ან კითხ­ვა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩე­ბა“...
გა­ვი­ცი­ნეთ, გვე­ყო­ფა! გან­ვაგ­რ­ძოთ.
„სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დის მე­თო­დი­კა გა­და­სა­ხე­დია. მა­გა­ლი­თად, გა­უ­გე­ბა­რია — პირ­ვე­ლი­ვე ასო-ბგე­რა­ზე რა­ნა­ი­რად უნ­და აღიქ­ვან ბავ­შ­ვებ­მა... „ანა და აკა ხა­ტა­ვენ“; ან: „ანამ და­ხა­ტა ზღვა“ — ამ­დე­ნი ახა­ლი ბგე­რის (სიტყ­ვე­ბი, ცნე­ბე­ბი, ტერ­მი­ნე­ბი აქ და ყველ­გან და­ცუ­ლია, — გ. ჭ.) გა­აზ­რე­ბა ბავ­შ­ვებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ.“
ეს ცი­ტა­ტაც ამ­ტ­კი­ცებს, რომ დას­კ­ვ­ნის ავ­ტო­რი არ იც­ნობს კითხ­ვის სწავ­ლე­ბის და­ბა­ლან­სე­ბულ მიდ­გო­მას და „მთე­ლი-ნა­წი­ლე­ბი-მთე­ლის“ პრინ­ციპ­ზე აგე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს. რჩე­ბა გან­ც­და, რომ ბა­ტო­ნი გ.მ. ასო-ბგე­რებ­სა და მათ სწავ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი­სას თა­ვის იმ აღ­მო­ჩე­ნის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „ქარ­თულ ან­ბან­ში 28 „მა­მა­კა­ცი“ და მხო­ლოდ 5 „მან­დი­ლო­სა­ნია“ (კვა­ჭან­ტი­რა­ძე, თ., სა­სიტყ­ვე­თი, 2008, გვ. 430).
ბა­ტო­ნი გ.მ. არც პირ­ვე­ლია და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­კითხავ ტექ­ს­ტებ­ში „უც­ნო­ბი“ ასო­ე­ბის შე­მო­ტა­ნას და ამ რი­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ისე­თი ტექ­ს­ტე­ბი შე­აქვთ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლია აზ­რის­გან და რო­მელ­თა დე­კო­დი­რე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ტან­ჯ­ვა­დაა ხოლ­მე გა­დაქ­ცე­უ­ლი. მოკ­ლედ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით „კითხუ­ლო­ბენ“ (დე­კო­დი­რე­ბით, მთლი­ა­ნი სიტყ­ვე­ბის ამოც­ნო­ბით, კონ­ტექ­ს­ტუ­რი გა­სა­ღე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და სხვა — ნას­წავ­ლი თუ თით­ქ­მის ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) მცი­რე, აზ­რი­ან, სა­ხა­ლი­სო, ილუს­ტ­რი­რე­ბულ ტექ­ს­ტებს და, ამ ტექ­ს­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რე­ბენ, ით­ვი­სე­ბენ სა­მიზ­ნე ასო-ბგე­რას, თუ­კი გაკ­ვე­თი­ლი აგე­ბუ­ლია ასე­თი მიდ­გო­მის დროს გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო მო­დე­ლით „მთე­ლი-ნა­წი­ლე­ბი-მთე­ლი“ (და­საწყის­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ტექ­ს­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც ვხვდე­ბით, სა­მიზ­ნე ასო-ბგე­რაა „ვ“. ეს და „ტრი­ა­სის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა სა­ან­ბა­ნო ტექ­ს­ტე­ბი სწო­რედ ჯიპ­რა­ი­დის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის — თა­თა ჭან­ტუ­რია, მაია ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე, მა­კა მა­ხა­რობ­ლი­ძე, ლე­ლა ქის­ტა­უ­რი, ქე­თი ფიცხე­ლა­უ­რი — მი­ერ).
მეტს ამ მიდ­გო­მის შე­სა­ხებ აღარ ვი­სა­უბ­რებ. აღ­ვ­ნიშ­ნავ მხო­ლოდ იმ ფაქტს, რომ ასეთ მიდ­გო­მას ნერ­გავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც მო­სინ­ჯეს ეს მიდ­გო­მა, აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ქა­ლაქ-ქა­ლაქ და­დი­ოდ­ნენ და მას­წავ­ლებ­ლებს აც­ნობ­დ­ნენ ჯიპ­რა­ი­დის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მიდ­გო­მებს, მე­თო­დებს. სწო­რედ ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ამ მას­წავ­ლე­ბელ­თა არ­ჩე­ვა­ნიც, რო­მე­ლიც გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნამ გა­ა­ბი­აბ­რუა.
იმედს ვი­ტო­ვებ, რომ შეც­დო­მა პირ­ველ აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სი­ა­ში, ან გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თ­ვის პირ­ვე­ლად გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, ან სკო­ლე­ბის­თ­ვის ასარ­ჩე­ვად გა­დაგ­ზავ­ნილ სი­ა­ში კი არ იყო გა­პა­რუ­ლი, არა­მედ ბო­ლოს მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ასე­თი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ყო­ფი­ლა მი­ღე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, 3 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ამ ცვლი­ლე­ბებ­ში თა­ვად ცვლი­ლე­ბე­ბი არაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
...ბა­ტო­ნი გ.მ., თა­ვის დას­კ­ვ­ნა­ში, შემ­დეგ უფ­რო და­კონ­კ­რე­ტე­ბულ შეც­დო­მებს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მოდ­გე­ნა არ ღირს, რად­გა­ნაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი ტერ­მი­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ში გ.მ. ვერ ერ­კ­ვე­ვა და ენობ­რი­ვი შეც­დო­მა ჰგო­ნია. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შე­ნიშ­ვ­ნას აღ­ვ­ნიშ­ნავ კი­დევ. მას, მა­გა­ლი­თად, მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნია, პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ისა­უბ­რონ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ. მარ­თ­ლაც, რა იცი­ან პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­მა პრო­ფე­სი­ე­ბი?! ამის­თ­ვის მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში ხომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­ნი იქ­ნე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ე­ხმა­რე­ბათ მათ კა­რი­ე­რულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში და მა­ნამ­დე ნუ­რას უკაც­რა­ვად! მხო­ლოდ მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში უნ­და ვი­სა­უბ­როთ მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ებ­ზე!
აღარ გე­ცი­ნე­ბათ?! ძა­ლი­ან კარ­გი.
ან კი­დევ, ის რა და­ვა­ლე­ბააო, თუ რას გა­ვა­კე­თებ ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვი­სო?! მარ­თ­ლაც, რა იცის პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა, რა უნ­და გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თ­ვის?! ისი­ნი ხომ ჩე­მი და ბა­ტო­ნი გ.მ.-ს თა­ო­ბის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი არ არი­ან, რომ­ლე­ბიც სხა­პას­ხუ­პით გი­პა­სუ­ხებ­დ­ნენ, თუ რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ პარ­ტი­ის­თ­ვის?! არა. დღე­ვან­დელ­მა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­მა კი იმა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, თუ რა უნ­და გა­ა­კე­თონ ქვეყ­ნის­თ­ვის, ჯერ სკო­ლა უნ­და და­ას­რუ­ლონ, შემ­დეგ უმაღ­ლე­სი, შემ­დეგ ხა­რის­ხიც უნ­და და­იც­ვან, შემ­დეგ სა­მი­ნის­ტ­როს გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ა­ში უნ­და მოხ­ვ­დ­ნენ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მიხ­ვ­დე­ბი­ან, თუ რა უნ­და გა­ა­კე­თონ თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თ­ვის! მაგ­რამ მა­ინც ვე­რა. ზო­გი­ერ­თის­თ­ვის ესეც არ კმა­რა. ზო­გი­ერ­თის­თ­ვის კი არა, მთე­ლი კო­მი­სი­ის­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, თუ რა უნ­და გა­ა­კე­თოს ქვეყ­ნის­თ­ვის. რა და: გზა უნ­და გა­უხ­ს­ნას ისეთ ბრწყინ­ვა­ლე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­გო­რი­ცაა „ტრი­ა­სის“ პირ­ვე­ლი კლა­სის ქარ­თუ­ლი ენა.
აი, კი­დევ რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში უნ­და და­ეხ­მა­როს ვენ­დი გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რებს.

გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე

25-28(942)N