გამოდის 1998 წლიდან
2018-09-13
მას­შ­ტა­ბუ­რი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში


ახალი სას­წავ­ლო წე­ლი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ფონ­ზე და­იწყო. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვ­ნი­დან ორი თვის შემ­დეგ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა მას­შ­ტა­ბუ­რი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 10 სექ­ტემ­ბერს, სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ ბრიფინგზე მან გა­ნაცხა­და, რომ შვი­დის ნაც­ვ­ლად, ხუ­თი მო­ად­გი­ლე ეყო­ლე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ორი მო­ად­გი­ლე — თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია და ლია გი­გა­უ­რი, ასე­ვე უწყე­ბის კი­დევ ოთხი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი — გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძე და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი.
მი­ნის­ტ­რ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მათ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის და ხა­რის­ხის არ­სე­ბი­თი ზრდა ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბა, რის­თ­ვი­საც იგეგ­მე­ბა არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რე­ფორ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცესს ახა­ლი ენერ­გია და ხედ­ვე­ბი, ახა­ლი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.
მი­ნის­ტ­რ­მა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ახალ, თა­მამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბის გაც­ნო­ბას დაჰ­პირ­და, რო­მელ­თა და­ნიშ­ვ­ნაც შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლით მოხ­დე­ბა.
„ჩემი მოს­ვ­ლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს შე­ე­ხე­ბო­და რო­გორც გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს, ასე­ვე სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ნი­კურ დარ­ღ­ვე­ვებს და ა.შ. ისიც გან­ვაცხა­დეთ, რე­ფორ­მე­ბის სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რომ და­ვიწყოთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა იმის­თ­ვის, რომ სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით და­ვიწყოთ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, და­იწყე­ბა იმ ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ხელს შე­უწყობს სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბას და, რო­გორც ვთქვით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ახალ გუნ­დ­თან ერ­თად.“
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, მა­რი­ამ ჯაშ­მა, გა­ნაცხა­და, რომ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტ­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა, იმავ­დ­რო­უ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მოცხად­დე­ბა, იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და­დე­ბი­თი რო­გორც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე პე­და­გო­გი­უ­რი კორ­პუ­სის­თ­ვის.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი თა­მარ ჯა­ყე­ლი ამბობს, რომ მი­ნის­ტ­რ­მა გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რად­გან ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბო­და.
„ჩემი აზ­რით, ეს იყო ძა­ლი­ან დრო­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც, იმის გა­მო, რომ უკ­ვე კარ­გა ხა­ნია ჩვე­ნი სის­ტე­მა სტაგ­ნა­ცი­ა­შია. იმ სტრუქ­ტუ­რით და მო­ცე­მუ­ლო­ბით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც სის­ტე­მა იყო, რე­ა­ლუ­რად, ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მკვეთ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თი­თო­ე­ულ ამ ადა­მი­ანს, ვინც გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სი­სტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ყვე­ლას პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვიხ­სე­ნი­ებ, უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­როა სის­ტე­მის მთლი­ა­ნი გა­ნახ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში — კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით.
ყვე­ლა ის სტრა­ტე­გია, ის ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც აქამ­დე ჩვენს სის­ტე­მა­ში მოქ­მე­დებ­და, ვერ აუმ­ჯო­ბე­სებ­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს. ვერ ხდე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი, არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა საკ­ლა­სო ოთახ­ში. ამ თვალ­საზ­რი­სით, იმე­დი მაქვს ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თ­ვის, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.
სრუ­ლად ვე­თან­ხ­მე­ბი მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. დი­დი პრობ­ლე­მა იყო იმ მხრივ, რომ სის­ტე­მა­ში არ იყო კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ ძა­ლის­ხ­მე­ვა სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ მი­დი­ო­დეს, სკო­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად „იხლიჩებოდა“. ამ მხრივ, იმე­დი მაქვს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა. უკ­ვე იმ­დე­ნად „გამკვრივებული“ იყო ვი­თა­რე­ბა, რომ ამის „გალღობას“ და „გადადნობას“ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ, გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან ამას, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, ყვე­ლა გრძნობ­და, მაგ­რამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და.”
სკო­ლა „ჰამილტონის“ დი­რექ­ტო­რის, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ში ექ­ს­პერ­ტის, გია მურ­ღუ­ლიას აზრით, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვინ შეც­ვ­ლის ამ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­თი შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ზო­გა­დი კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში რა სა­მუ­შაო გეგ­მას, რა ვა­დე­ბით და რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბით წარ­მო­ად­გე­ნენ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. „სხვათა შო­რის, ეს ზო­გა­დი სათ­ქ­მე­ლია, რომ ჩვენ­ში არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი კულ­ტუ­რა გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ზო­მა კარ­გად უნ­და იგ­რ­ძ­ნოს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ისე მმარ­თ­ველ­მა გუნ­დ­მა. მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ახალ კონ­ცეფ­ცი­ას მა­ლე წარ­მო­ად­გენს. ახ­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი ხედ­ვა, რო­გო­რი გუნ­დი წარ­დ­გე­ბა ამ ხედ­ვის და ამ კონ­ცეფ­ცი­ის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რა ვა­დე­ბი იქ­ნე­ბა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.“
გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი იმა­ზეც სა­უბ­რობს, რომ თუ­კი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გვინ­და, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­აზ­რე­ბის მიზ­ნე­ბის ერ­თი­ა­ნი ვე­ლი უნ­და შე­იქ­მ­ნას, მი­სი მიღ­წე­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ა.შ. თუ არ არის ასე­თი ერ­თი­ა­ნი ვე­ლი, ცალ-ცალ­კე თუნ­დაც გო­ნივ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უბან­ზე სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­დე­გის მომ­ტა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. „ამიტომ, პირ­ვე­ლი, რა­საც ვი­სურ­ვებ­დი ეს არის, შე­იქ­მ­ნას ერ­თი­ა­ნი სივ­რ­ცე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის, სა­დაც ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი სინ­ქ­რო­ნუ­ლად იმოქ­მე­დებს ერ­თი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უმ­ჩ­ნე­ვია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტი მთლად შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლად არ მუ­შა­ობს.“
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მას და სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს ზო­გა­დად და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სხვა ექ­ს­პერ­ტე­ბიც და თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ ახ­ლა მთა­ვა­რია სა­ერ­თო კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც სის­ტე­მას არ­სე­ბუ­ლი ჩი­ხი­დან გა­მო­იყ­ვანს.
რე­ზო აფხა­ზა­ვა, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი: „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა და პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობ­და, ის კურ­სი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ იქ­ნეს და ის სი­ახ­ლე­ე­ბიც, რომ­ლებ­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვპირ­დე­ბი­ან, იყოს მარ­თ­ლაც რე­ა­ლუ­რად სკო­ლისა და ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.“
გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერტ თა­მარ მო­სი­აშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ ჩი­ხია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით — გა­მოც­დე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ხა­რის­ხის მარ­თ­ვის და სხვ. ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა, რა­საც, მი­სი აზ­რით, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დ­გა­რი გუნ­დი ნამ­დ­ვი­ლად წა­ად­გე­ბო­და.
მინისტრის ბრიფინგზე განათლების სისტემის მაღალი თა­ნამ­დებობის პირების განთავისუფლება მოულოდნელი აღ­მოჩ­ნდა საზოგადოებისთვისაც და, როგორც ჩანს, თავად განთავისუფლებულთათვის.
 თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2016, ლია გი­გა­უ­რი — 2013 წლი­დან იკა­ვე­ბენ. მა­თი შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, რაც ახა­ლი მი­ნის­ტ­რის პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის შეს­წავ­ლა და­იწყო. უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ეს სა­კითხი მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ამა­ზე მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილს არ უსა­უბ­რია. თა­ვად მურ­ღუ­ლია ამ კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხავს და მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას პრინ­ცი­პულ სა­კითხებ­ზე შე­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბით ხსნის. „თუ ვინ­მე შე­ეც­დე­ბა ჩირ­ქი მოს­ცხოს გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს, მზად ვარ პა­სუ­ხი გავ­ცე. თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვინ­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს, ჯერ ამის შეს­წავ­ლა და გან­ხილ­ვა უნ­და მოხ­დეს. რო­დე­საც გან­ხილ­ვა არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.
იცით, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვარ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კომ­პ­ლექ­სის და ჯერ­ჯე­რო­ბით იქ კი­დევ არის საქ­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­სა­ხე­დია. ამი­ტომ მო­მი­წევს ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. მე­რე ვნა­ხოთ!“
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დე­ბის ირ­გ­ვ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. ცენ­ტ­რ­მა სა­კუ­თარ სა­იტ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის სწო­რი პა­სუ­ხე­ბი წი­ნას­წარ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუმ­ცა ცენ­ტ­რ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­ლე­ვე უარ­ყო. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სას კონ­დი­ცი­რე­ბის მო­უ­წეს­რი­გე­ბელ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა პრე­მი­ე­რის­გან სა­ჯა­რო კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უკ­ვე ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში არა­ბუ­ნებ­რი­ვი არა­ფე­რია და ამ­ბობს, რომ ეს მი­ნის­ტ­რი­სა და მი­სი ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან იგეგ­მე­ბა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ახა­ლი ტალ­ღა. სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც მი­ზანს ვერ მი­აღ­წია ან ვი­ღა­ცამ ცუ­დად იმუ­შა­ვა. ამა თუ იმ ეტაპ­ზე არის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ამ ეტაპ­ზე ასე ჩა­ით­ვა­ლა სა­ჭი­როდ.
ცვლი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­საც შე­ე­ხო, რომ­ლის სა­ხელს, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­მი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა: გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მა ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე შა­ჰი­ნის სკო­ლას, იმა­ვე საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, აგ­ვის­ტო­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა შეწყ­ვი­ტა დე­მი­რე­ლის კო­ლეჯ­მა. შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს კი, 2018-19 სას­წავ­ლო წელს, პირ­ველ­კურ­სელ­თა მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თ­ვა. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა აქ­ცია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან 10 სექ­ტემ­ბერ­საც გა­მარ­თეს. უკავ­შირ­დე­ბა თუ არა თა­მარ სა­ნი­კი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ებს? ალ­ბათ, ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს მა­ლე შე­ვიტყობთ ისე­ვე, რო­გორც სხვა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხე­ბაც.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე კო­ლე­გებს ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით და­ემ­შ­ვი­დო­ბა: „მინ­და მივ­მარ­თო ჩემს კო­ლე­გებს და თა­ნამ­შ­რომ­ლებს, რად­გან ყვე­ლას­თან პერ­სო­ნა­ლუ­რად დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რომ არა თქვე­ნი საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ რე­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა მომ­ხ­და­რი­ყო იმ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­საც ჩვენ ყვე­ლა­ნი ვემ­სა­ხუ­რე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და იმ პრო­ცე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და იმ შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა, რა­საც ბო­ლო ორი წლის მან­ძილ­ზე მი­ვაღ­წი­ეთ.“
მიმ­დი­ნა­რე კვი­რას მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ახალ რე­ფორ­მას წა­რად­გენს, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლოს კი, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტ­როს ში­და აუდი­ტის დას­კ­ვ­ნა გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა. მი­ნის­ტ­რის გან­მარ­ტე­ბით, კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­კითხი სწო­რედ ამის შემ­დ­გომ დად­გე­ბა.
ცვლი­ლე­ბე­ბი კი გაგ­რ­ძელ­დე­ბა და რო­გორც მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ახალ, თა­მამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კად­რებს გა­იც­ნობს, რო­მელ­თა და­ნიშ­ვ­ნაც შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლით მოხ­დე­ბა. „დღევანდელი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი არის მხო­ლოდ ნა­წი­ლი და ვფიქ­რობთ, რომ რე­ფორ­მის­თ­ვის უნ­და მო­ვემ­ზა­დოთ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად და გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით  მოგ­ვი­წევს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ახალ­მა გუნ­დ­მა ახა­ლი ხედ­ვით და მე­ტი ენერ­გი­ით უნ­და შეძ­ლოს ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.“ — აცხა­დებს მი­ნის­ტ­რი.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N