გამოდის 1998 წლიდან
2018-06-28
ოცდათორმეტი წელია სკოლაში ვასწავლი

რუ­სუ­დან ბა­სი­ლაია
მარ­ტ­ვი­ლის პირ­ვე­ლი
სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის
უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი

ჩემ შე­სა­ხებ
მე ვარ რუ­სუ­დან ბა­სი­ლაია — მარ­ტ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რი. და­ვი­ბა­დე მარ­ტ­ვილ­ში. ვსწავ­ლობ­დი მარ­ტ­ვი­ლის პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში. და­ვამ­თავ­რე ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. უკ­ვე ოც­და­თორ­მე­ტი წე­ლია მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი.
პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი
პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა ოჯა­ხურ­მა გა­რე­მომ გა­ნა­პი­რო­ბა. მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ვფიქ­რობ­დი და დღემ­დე ერ­თი წუ­თი­თაც არ მი­ფიქ­რია „ნე­ტავ, სხვა პრო­ფე­სია ამერ­ჩია“, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი იყო და, რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო, პე­და­გო­გე­ბი სკო­ლებს ტო­ვებ­დ­ნენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად უხელ­ფა­სო­ბი­სა, სკო­ლა ჩემ­თ­ვის ის ად­გი­ლი იყო, სა­დაც პრობ­ლე­მე­ბი მა­ვიწყ­დე­ბო­და და თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა, საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა.
იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ად­ვი­ლი არ არის. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, გა­ნურ­ჩევ­ლად პრო­ფე­სი­ი­სა, ავ­ტო­რი­ტეტს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით მო­ი­პო­ვებს. მას­წავ­ლებ­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბა, სუ­ლი­ე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მი­სა­ბა­ძი უნ­და იყოს. მი­სი ქმე­დე­ბა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვა­ზე რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში, ასე­ვე მის გა­რეთ. მას­წავ­ლე­ბე­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნ­და იყოს, უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი, იყოს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას ფე­ხაწყო­ბი­ლი.
სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მი­სია — დაწყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გი
დაწყე­ბით კლა­სებ­ში მას­წავ­ლე­ბელს მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია აკის­რია, რად­გან, გე­თან­ხ­მე­ბით, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის და­საწყი­სი ძალ­ზე სა­თუ­თი და კე­თილ­სა­სურ­ვე­ლი პე­რი­ო­დია იმი­სათ­ვის, რომ ბავშვს სწავ­ლი­სად­მი და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­უ­მუ­შავ­დეს. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ნდო­ბის ფაქ­ტორს. თუ ბავ­შ­ვი შენ­ში მე­გო­ბარს ხე­დავს, სჯე­რა შე­ნი, წარ­მა­ტე­ბა, მცი­რე­დი დო­ზით მა­ინც, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­დამ აქ­ტი­უ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და კრე­ა­ტი­უ­ლი იყოს. ბავ­შ­ვის­თ­ვის სკო­ლა „სი­ხა­რუ­ლის სახ­ლი“ უნ­და იყოს და სკო­ლის­კენ უნ­და მი­უ­ხა­რო­დეს.
თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი
თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­გან ითხო­ვენ, რომ ის იყოს მა­თი მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი. უხა­რი­ათ, რო­დე­საც მათ­თან ერ­თად ცეკ­ვავ, მღე­რი, თა­მა­შობ, გულ­ღია ხარ მათ მი­მართ. რა თქმა უნ­და, მსი­ა­მოვ­ნებს, რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის, დას­ვე­ნე­ბებ­ზეც კი, ჩემ­თან ერ­თად ყოფ­ნა უნ­დათ, სურთ აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, რა­ღაც ახ­ლის მო­ყო­ლა, რჩე­ვის მი­ღე­ბა. მათ მო­ნათხ­რობს ყუ­რადღე­ბის გა­რე­შე არა­სო­დეს ვტო­ვებ. მათ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის აზრს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ვცდი­ლობ, მა­თი მრჩე­ვე­ლი, დამ­ც­ვე­ლი, აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, მე­გო­ბა­რი ვი­ყო. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა იუმო­რი. ბავ­შ­ვებს მოს­წონთ სი­ახ­ლე, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ყო­ველ­თ­ვის მოგ­ყ­ვე­ბი­ან და „შენ­თან ახ­ლოს არი­ან“.
და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ
ზო­გა­დად, დას­ჯა, მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი სი­სუს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. რო­დე­საც მოს­წავ­ლე წე­სებს არ­ღ­ვევს, ან და­ვა­ლე­ბა ხში­რად არ მო­აქვს, ან არ სწავ­ლობს გაკ­ვე­თილს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ მის კონ­კ­რე­ტულ ქცე­ვა­ზე და არა თა­ვად მოს­წავ­ლე­ზე. კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნა და­დე­ბი­თი სიტყ­ვე­ბით უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, პირ­ველ პირ­ში. ნაც­ვ­ლად იმი­სა — „ეს რა ჩა­ი­დი­ნე, რა ცუ­დად მო­ი­ქე­ცი!“, ვუთხ­რათ: „სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, შე­ნი საქ­ცი­ე­ლი არ მო­მე­წო­ნა“. ცხა­დად გა­მოვ­ხა­ტოთ კრი­ტი­კა, თა­ვი ავა­რი­დოთ ბრძა­ნე­ბის ფორ­მას და შე­ვე­ცა­დოთ, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბის გა­რე­შე, გა­მოვ­თ­ქ­ვათ.
თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი — მიდ­გო­მე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი
დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კომ­პი­უ­ტე­რი ჩემს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­შიც გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებს. უკ­ვე შვი­დი წე­ლია, კლას­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ში­და საკ­ლა­სო ქსე­ლით, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვუ­კავ­შირ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლე­ბე­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ტეს­ტებს და სხვა­დას­ხ­ვა სა­ვარ­ჯი­შო­ებს ას­რუ­ლე­ბენ, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს ამ­ზა­დე­ბენ, რის­თ­ვი­საც სა­სურ­ველ სა­ძი­ე­ბო სა­ი­ტებს იყე­ნე­ბენ. ვაჩ­ვე­ნებ ფილ­მებ­სა და მულ­ტ­ფილ­მებს, შემ­დეგ კი თე­მის ირ­გ­ვ­ლივ ვსა­უბ­რობთ, ვმსჯე­ლობთ, ერ­თ­მა­ნეთს აზ­რებს ვუ­ზი­ა­რებთ. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს წინ კი­დევ ბევ­რი სი­ახ­ლე ელით, ისი­ნი ჯერ მხო­ლოდ მე­სა­მე კლას­ში არი­ან.
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტალ­ღა­სა­ვით შე­მო­იჭ­რა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­ვიწყეთ ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ ავუწყოთ სწავ­ლე­ბას ფე­ხი ისე, რომ აღ­ვ­ზარ­დოთ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობ­და: „თუ წუ­თი­სო­ფელს ერ­თი ბე­წო ხანს თვა­ლი მო­უ­ხუ­ჭე, ისე გაგ­თე­ლავს, რო­გორც დი­დო­ე­ლი ლე­კი ნა­ბად­სა“. ჩვენც ავუწყ­ვეთ ფე­ხი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას, რა­შიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მეშ­ვე­ო­ბით, დაგ­ვეხ­მა­რა. აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტრე­ნინ­გებ­ში, სე­მი­ნა­რებ­ში... პი­რა­დად მე, ტრე­ნინ­გებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. წლე­ვან­დე­ლი ზაფხუ­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან სკო­ლა­ში, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და ახა­ლი სას­წავ­ლო საგ­ნის შე­მოს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინ­გე­ბი გვე­ლო­დე­ბა.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი
ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ბევ­რ­ჯერ გა­მოვ­ც­ვა­ლეთ, და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნის, სა­ში­ნაო და საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მის ძველ სტილს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი თან­და­თან უფ­რო „ცოცხალი“ და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც ამ პრინ­ცი­პით იც­ვ­ლე­ბო­და და მას­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი, სა­ხა­ლი­სო ხდე­ბო­და. წელს, სექ­ტემ­ბ­რი­დან, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ვე­ლო­დე­ბით. იმე­დი მაქვს, უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით მოგ­ვი­წევს სწავ­ლე­ბა.
თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი
დღის რე­ჟი­მი იმ­დე­ნად გა­დატ­ვირ­თუ­ლია, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბა. თუმ­ცა, მიყ­ვარს წიგ­ნე­ბის კითხ­ვა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის რო­გორც ყუ­რე­ბა, ისე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კროს­ვორ­დე­ბის შევ­სე­ბა, სა­ხა­ლი­სო თავ­სა­ტე­ხე­ბის გა­მოც­ნო­ბა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­შე­ბი. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან, კო­ლე­გებ­თან ექ­ს­კურ­სი­ებ­სა და ლაშ­ქ­რო­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N