გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
კო­მიქ­სე­ბი­სა და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის „პარ­სეკ 1“ ხელ­შეწყო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძ­ლა კო­მიქ­სე­ბი­სა და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ფეს­ტი­ვალს, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თა და რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავ­და — კო­მიქ­სე­ბის გა­მო­ფე­ნა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, კოს­ტუ­მი­რე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა, თე­ატ­რა­ლუ­რი მა­კი­ა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის, მათ შო­რის, ამე­რი­კე­ლი მხატ­ვ­რის, დე­ვიდ კა­მის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ფეს­ტი­ვალ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იმ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­ზე, ვის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­შიც კო­მიქ­სე­ბი, მან­გა, სა­მა­გი­დო თუ ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი და ქოს­ფ­ლეი შე­დის. ერთ სივ­რ­ცე­ში გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი მარ­ვე­ლი­სა და დი­სის გმი­რე­ბი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი პო­ე­ზია, სიტყ­ვი­სა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ბა­ლან­სი, სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მხატ­ვ­რე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კო­მიქ­სე­ბი სა­ო­ცარ სა­ნა­ხა­ო­ბას ქმნი­და.
კო­მიქ­სე­ბი­სა და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი მო­მა­ვალ­შიც ჩა­ტარ­დე­ბა და ბიბ­ლი­ო­თე­კის ერ­თ­გ­ვარ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატა­შემ, და­მი­ან ვამ­პ­ლერ­მა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კო­მიქ­სე­ბის გა­მო­ცე­მე­ბი და ნა­ხა­ტე­ბი გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად.
კო­მიქ­სი ერთ-ერ­თი ყველ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მაა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის ად­გი­ლა­დაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ით­ვ­ლე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში კო­მიქ­სე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ორი წამ­ყ­ვა­ნი კომ­პა­ნიაა — მ და დ, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნეთს სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, სა­სა­ცი­ლო და ტრი­ვი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის გან­ვი­თარ­და და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟან­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. დღეს უკ­ვე მარ­ტი­ვად შეხ­ვ­დე­ბით ინ­გ­ლი­სურ და სხვა უცხო­ე­ნო­ვან კო­მიქ­სებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მოთხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თუ­ლი კო­მიქ­სე­ბის დე­ფი­ცი­ტი ჯერ კი­დევ გვაქვს, თუმ­ცა კო­მიქ­სე­ბი ნელ-ნე­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა.
კო­მიქ­სე­ბი­სა და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კო­მიქ­სე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უწყობს ხელს, რაც სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის მკითხ­ვე­ლი­სა და შე­მოქ­მე­დის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო სტი­მუ­ლიც იქ­ნე­ბა.
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი: „კო­მიქ­სე­ბი ისე­­ვე იყო აკ­რ­ძა­ლუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­გორც ჯინ­სე­ბი, როკ-მუ­სი­კა და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნა, რად­გან ზე­და­პი­რულ ჟან­რად ით­ვ­ლე­ბო­და. კო­მიქ­სებს სე­რი­ო­ზუ­ლი ში­ნა­არ­სი აქვს, თუმ­ცა, სა­ხა­ლი­სო ფორ­მის გა­მო, ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დ­ნენ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, კო­მიქ­სებს სა­კუ­თა­რი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ენა აქვს, რო­მე­ლიც მი­სი მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია. ჩვენს დარ­ბაზ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მკითხეს სტუ­დენ­ტებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა, თუ გვქონ­და კო­მიქ­სე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა. იმ­დე­ნად ხში­რად, რომ მივ­ხ­ვ­დი, მოთხოვ­ნა დი­დია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატა­შეს­თან, ბა­ტონ და­მი­ან ვამ­პ­ლერ­თან სა­უბ­რი­სას გა­ირ­კ­ვა, რომ სა­ელ­ჩო ხელს უწყობს ახალ­გაზ­რ­და ხე­ლო­ვა­ნე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბას და პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბაც დავ­გეგ­მეთ. ფეს­ტი­ვა­ლი არ­ტის­ტ­თა ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის „პარ­სეკ 1“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პირ­ვე­ლი ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბიც, ე.წ. რეტ­რო­თა­მა­შე­ბი, რომ­ლი­თაც კომ­პი­უ­ტე­რი და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გმი­რე­ბი გა­ვი­ცა­ნით. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კო­მიქ­სე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ეს არც ისე ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჟან­რია და ჩვენ­თან მა­თი რუ­სუ­ლი ვა­რი­ან­ტია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­ან. ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლი ხელს შე­უწყობს იმა­საც, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­იქ­მ­ნას. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, პირ­ვე­ლად, მრა­ვალ ახალ­გაზ­რ­და ხე­ლო­ვან­სა და მოყ­ვა­რულს ერ­თად მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, წარ­მო­ედ­გი­ნათ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, კოს­ტუ­მი­რე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა და ამ­დე­ნი გა­ხა­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რი გვყავ­და.“
რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მარ­ვე­ლის კო­მიქ­სე­ბის ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რი­სა და ილუს­ტ­რა­ტო­რის, დე­ვიდ კა­მის ნა­მუ­შევ­რე­ბიც. ავ­ტო­რი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ასე ახა­სი­ა­თებს: „ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რამ ხდე­ბა ამ დროს. ეს ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რო­დე­საც კო­მიქსს ვქმნი, არც კი ვფიქ­რობ, რომ მე ნამ­დ­ვილ ხე­ლოვ­ნე­ბას ვქმნი. ვთვლი, რომ ნამ­დ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა სწო­რედ მკითხ­ვე­ლის ტვინ­ში იწყე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი კო­მიქსს კითხუ­ლო­ბენ და თა­ვი­ანთ გო­ნე­ბა­ში, თა­ვი­ანთ წარ­მო­სახ­ვა­ში ას­რუ­ლე­ბენ იმ ვი­ზუ­ალს, რა­საც ფურ­ც­ლებ­ზე ხე­და­ვენ. ამ პრო­ცეს­ში მა­თი წარ­მო­სახ­ვაა ჩარ­თუ­ლი. სწო­რედ ასე ვქმნი ჩემს ტექ­ს­ტებ­სა და ნა­ხა­ტებს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ერ­თოს მკითხ­ვე­ლის წარ­მო­სახ­ვა. კო­მიქ­სის კითხ­ვას რომ და­ას­რუ­ლე­ბენ, წიგ­ნ­მა მათ გო­ნე­ბა­ში უნ­და გა­აგ­რ­ძე­ლოს ცხოვ­რე­ბა.“
ვაგ­ზომ ჰა­ნო­ფი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის „პარ­სეკ 1“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი: „მე ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ ქარ­თ­ველ არ­ტისტს შევ­ხ­ვ­დი, მა­თი უმე­ტე­სო­ბა აქ არის, ამ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა სწო­რედ ასე­თი ხე­ლო­ვა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­აც­ნონ.“
დე­მი­ენ ვამ­პ­ლე­რი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატა­შე: „კო­მიქ­სე­ბი ამე­რი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი ფორ­მაა. ამი­ტო­მაც, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს­თ­ვის ამ ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. იმე­დი მაქვს, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­მა­ვალ­ში უფ­რო ხში­რად გა­ი­მარ­თე­ბა და ქარ­თ­ველ ხე­ლო­ვა­ნებ­საც მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ე­ცე­მათ.“
და­ჩი სვა­ნი­ძე, კო­მიქ­სე­ბის მხატ­ვა­რი, ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე: „ფეს­ტი­ვალ­ში პირ­ვე­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობ, მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ ხში­რად ტარ­დე­ბა, მეც ბავ­შ­ვო­ბი­დან ოც­ნე­ბად მქონ­და, კო­მიქ­სე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­გორც კო­მიქ­სე­ბის მხატ­ვა­რი წარ­ვ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი. მი­ხა­რია, რომ დღეს აქ ვარ.“
კო­მიქ­სე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავ­და შეხ­ვედ­რებს ად­გი­ლობ­რივ მხატ­ვ­რებ­თან და ავ­ტო­რებ­თან, მო­ნა­წი­ლე­თა პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­სა და ლექ­ცი­ებს, დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის არ­ტის­ტიც გა­იც­ნო. აშშ-ს სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით, კო­მიქ­სე­ბი­სა და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მო­მა­ვალ­ში, უფ­რო მე­ტი ქარ­თუ­ლი ნი­მუ­შე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა.

25-28(942)N