გამოდის 1998 წლიდან
2018-05-03
ლტოლ­ვილ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­საწყო­ბად

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად იმა­ტა ლტოლ­ვილ­თა და თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ მოს­წავ­ლე­თა შე­მო­დი­ნე­ბამ, რო­მელ­თა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელს უმ­თავ­რე­სი რო­ლი აკის­რია. სწო­რედ ამი­ტომ, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, ლტოლ­ვილ მოს­წავ­ლე­თა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი შე­იქ­მ­ნა — „სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა ლტოლ­ვილ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“.
პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, 1 მა­ისს გა­ი­მარ­თა და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ცენ­ტ­რი, მო­დუ­ლის მი­ხედ­ვით, ზაფხუ­ლი­დან გეგ­მავს იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, ვინც ლტოლ­ვილ მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლის. ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რიცხ­ვი საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და, რად­გა­ნაც უკ­ვე 24 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბი. ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი კი არა, გამ­ცე­მია და ეს კი­დევ უფ­რო ზრდის ქვეყ­ნის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­დუ­ლი კი დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მას­წავ­ლებ­ლებს ლტოლ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში. „პროგ­რა­მა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის მა­სა­ლე­ბი და მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხს, მათ შო­რის იმ მი­ზე­ზებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ლტოლ­ვი­ლად აქ­ცი­ოს, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნულ სა­მარ­თ­ლებ­რივ დო­კუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს ლტოლ­ვილ­თა სა­კითხებს და იცავს ომის მსხვერ­პ­ლად ქცე­ულ ადა­მი­ა­ნებს. მო­დულ­ში შე­სუ­ლია, ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხე­ბა, თუ რა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს აწყ­დე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლტოლ­ვილ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მო­დულ­ზე მუ­სა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ითა­მა­შა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის და გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ. ის დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მას­წავ­ლებ­ლებს ლტოლ­ვილ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას.“  — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა.
პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის წარმომადგენლობის სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში (სა­ქარ­თ­ვე­ლო, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი) რე­გი­ო­ნუ­ლი მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იოჰა­ნეს ფან დერ კლაუ ეს­წ­რე­ბო­და, რო­მელ­მაც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელს და მო­დუ­ლის ავ­ტო­რებს — ნი­ნო გვა­რა­მა­ძე­სა და მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძეს გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის, ზო­გა­დად, იმ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, რა­საც ცენ­ტ­რი ლტლოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში ახორ­ცი­ე­ლებს. მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა რომ და­იწყო. მი­სი შე­ფა­სე­ბით, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სია, რად­გან უცხო ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, მა­თი შვი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა — ბავ­შ­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად ით­ვი­სე­ბენ ად­გი­ლობ­რივ ენას და ამით მშობ­ლებ­საც უად­ვი­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. „სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბია, რას ნიშ­ნავს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბა და ის მზა­დაა სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ი­ღოს ლტოლ­ვი­ლე­ბი. ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი ფაქ­ტია  — ამ­ბობს იოჰა­ნე­ს ფან დერ კლაუ, — დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2 000-მდე ლტოლ­ვი­ლია (ეს რიცხ­ვი მო­ი­ცავს რო­გორც ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე, ისე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს), რო­მელ­თა წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნე­ბია ერა­ყი, სი­რია, ეგ­ვიპ­ტე და სხვ. მათ­გან უმე­ტე­სო­ბას, აქ რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო ძა­ლი­ან გრძე­ლი და რთუ­ლი გზა აქვს გა­მოვ­ლი­ლი, თა­ვი და­აღ­წი­ეს კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს, სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს და სურთ, ახ­ლა აქ და­იმ­კ­ვიდ­რონ თა­ვი და მშვიდ გა­რე­მო­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ის ტრავ­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ბავ­შ­ვებს აქვთ, გა­რეგ­ნუ­ლად, საკ­ლა­სო ოთახ­ში თვალ­ში­სა­ცე­მი არ იყოს, მაგ­რამ ამ სიმ­შ­ვი­დი­სა და შე­უმ­ჩ­ნევ­ლო­ბის მიღ­მა ის დი­დი ტრა­გე­დია დგას, რო­მე­ლიც მათ გა­მო­ი­ა­რეს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ ტრავ­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო არი­ან ასე „შე­უმ­ჩ­ნევ­ლე­ბი“. შე­იძ­ლე­ბა ისიც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ თა­ვი­ანთ ასაკ­თან შე­და­რე­ბით ზედ­მე­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი არი­ან და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა სწრა­ფად ის­წავ­ლონ. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ მათ კარ­გად იცი­ან, ეს ერთ-ერ­თი გზაა და­ეხ­მა­რონ სა­კუ­თარ ოჯა­ხებს უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში. ამი­ტო­მაა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ასეთ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია გქონ­დეთ ლტოლ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ და იმის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დეთ პრობ­ლე­მას ისე, რომ მა­თი სწო­რი ინ­ტეგ­რა­ცია მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
იმე­დი გვაქვს, ად­გი­ლობ­რი­ვი ბავ­შ­ვე­ბიც თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნად მი­ი­ღე­ბენ თა­ნა­ტო­ლებს და თავს იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბად არ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბენ. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს შე­უწყობს ლტოლ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით ინ­ტეგ­რი­რე­ბას.“
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი მი­იჩ­ნევს, რომ არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებ­მა და თა­ნა­ტო­ლებ­მა, არა­მედ მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს ბავ­შ­ვე­ბის პოს­ტ­ტ­რავ­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად მო­ეპყ­რონ მათ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დულს, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მომ­ზად­და, ამ­ბობს, რომ ცენ­ტ­რ­მა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე გას­წია და იმე­დია, პე­და­გო­გებს მო­ე­წო­ნე­ბათ. რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა მას­წავ­ლებ­ლებს, აუცი­ლებ­ლად გა­ეც­ნონ დო­კუ­მენ­ტ­ში თავ­მოყ­რილ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კითხებს აერ­თი­ა­ნებს, არა­მედ იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტებ­საც მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
„ვა­ფა­სებ თქვენს და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და მონ­დო­მე­ბას, რაც უკ­ვე გა­მო­ხა­ტეთ დღეს აქ მობ­რ­ძა­ნე­ბით. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, გა­ცი­ლე­ბით გა­გი­ი­ოლ­დე­ბათ ლტოლ­ვილ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამის გარ­და, ცნო­ბი­ლია, რომ თქვენ ძა­ლა­დო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის შე­სა­ხე­ბაც გა­დი­ხართ ტრე­ნინ­გებს. ეს თე­მე­ბი საკ­მა­ოდ მჭიდ­რო კავ­შირ­შია ერ­თ­მა­ნეთ­თან და მა­თი ერ­თობ­ლი­ო­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებ­ზე გაგ­ვიყ­ვანს.
სკო­ლებ­ში ად­გი­ლობ­რივ მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რე­ბიც იგეგ­მე­ბა, სურ­ვი­ლი გვაქვს, მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბა გავ­ზარ­დოთ ლტოლ­ვილ­თა სა­კი­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვინ­და, ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხე­ბიც მო­ვიწ­ვი­ოთ სკო­ლებ­ში და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხონ და შე­ა­ფა­სონ, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან მათ შვი­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან რო­გორ ზრუ­ნავს სკო­ლა ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. სა­სურ­ვე­ლია დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თ­ვა არ­სე­ბულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ლტოლ­ვი­ლო­ბა იწ­ვევს. ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, ზრდას­რულ ლტოლ­ვილ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზეც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, ამი­ტომ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ გან­სახ­ლე­ბისა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან. ერ­თობ­ლი­ვად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს. მათ­გან ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შე­სა­წავ­ლა.“
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, მო­დუ­ლის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი ნი­ნო გვა­რა­მა­ძე მო­დუ­ლის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე სა­უბ­რობს და ყუ­რადღე­ბას იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე ამახ­ვი­ლებს, რო­მელ­საც ეს დო­კუ­მენ­ტი აერ­თი­ა­ნებს. პირ­ვე­ლი ვრცე­ლი თე­მა ლტოლ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ციაა, დაწყე­ბუ­ლი დე­ფი­ნი­ცი­ი­დან და წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ლტოლ­ვი­ლად ქცე­ვას სა­ხარ­ბი­ე­ლო მი­ზე­ზე­ბი არ აქვს და მას­წავ­ლებ­ლე­ბი დე­ტა­ლუ­რად უნ­და იც­ნობ­დ­ნენ ამ მი­ზე­ზებ­საც და იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ეროვ­ნულ სა­მარ­თ­ლებ­რივ დო­კუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც მათ იცავს.
ნი­ნო გვა­რა­მა­ძე: „მო­დუ­ლის შექ­მ­ნის მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბაა. ისი­ნი გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს მა­ში­ნაც კი აწყ­დე­ბი­ან, რო­ცა კლას­ში ახა­ლი მოს­წავ­ლე გად­მო­დის სხვა სკო­ლი­დან, მით უფ­რო მე­ტი პრობ­ლე­მა იჩენს თავს, რო­ცა სკო­ლა­ში ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვი მო­დის. ისი­ნი ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელს სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რომ უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო გა­ხა­დოს მა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია.
მო­დულ­ში ცალ­კე თე­მა­დაა გაშ­ლი­ლი ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის სტრე­სი და ტრავ­მა. მას­წავ­ლებ­ლებს, სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­საც ვთა­ვა­ზობთ, რად­გან არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო ვი­თა­რე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით იოლია ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რაქ­ცია. ამი­ტო­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პე­და­გოგს სწო­რად ჰქონ­დეს და­ნა­ხუ­ლი პრობ­ლე­მა და შე­სა­ბა­მი­სად, ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა.
მო­დუ­ლის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელს, რო­მე­ლიც ასე­ვე პოს­ტ­ტ­რავ­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, გა­უჩ­ნ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი პრე­ტენ­ზია ან შე­ნიშ­ვ­ნა. რო­გორ ექ­ცე­ვი­ან მის შვილს. ამი­ტო­მაც მას უნ­და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვად ნა­ხოს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­აკ­ვირ­დეს გა­რე­მოს, სა­დაც მი­სი შვი­ლი სწავ­ლობს.
ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნი­ეთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ამ სა­კითხე­ბის სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა. ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ეს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, თუმ­ცა ეს არას­წო­რია, რად­გან ყვე­ლა სა­გან­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და შე­დეგს მოგ­ვ­ცემს. რაც მთა­ვა­რია, მთე­ლი პრო­ცე­სი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ლტოლ­ვილ და ად­გი­ლობ­რივ ბავ­შ­ვებს შო­რის მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, მაგ­რამ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ მათ სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ. დამ­ხ­ვ­დურ და მო­სულ მოს­წავ­ლე­ებს შო­რის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი უნ­და აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და წინ წა­მოვ­წი­ოთ. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებ­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე ხაზ­გას­მაც, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რულ სხვა­ო­ბას მო­აქვს. მარ­თა­ლია, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში,  ეს პრობ­ლე­მებ­საც წარ­მო­შობს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს, რომ კა­ცი­ობ­რი­ო­ბის­თ­ვის სწო­რედ კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფ­როვ­ნე­ბაა უდი­დე­სი სიმ­დიდ­რე. ასე­თი მიდ­გო­მით კი­დევ უფ­რო გა­ვაღ­რ­მა­ვებთ ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.“
ამ აქ­ტი­ვო­ბას პირ­ველ ნა­ბი­ჯე­ბად აფა­სებს გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე შო­თა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნამ, 2017 წლი­დან, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა პროგ­რე­სის­კენ, შე­იქ­მ­ნა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცენ­ტ­რი, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა ლტოლ­ვილ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტი, უპირ­ვე­ლეს ნა­ბი­ჯად კი, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლას ასა­ხე­ლებს. „ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცენ­ტ­რი არის რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც, გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის მხარ­და­ჭე­რით, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს,  მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუთხი­თაც — ლტოლ­ვილ ადა­მი­ა­ნებს ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბის და თვით­და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით.
რა თქმა უნ­და, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვ­თა ინ­ტეგ­რა­ცია. რაც უფ­რო ად­რე­ულ ასაკ­ში იწყე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, მით უფ­რო ეფექ­ტუ­რია შე­დე­გი. ჩვენ მათ შე­უზღუ­და­ვად უნ­და მი­ვა­წო­დოთ ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი სერ­ვი­სე­ბი, უპირ­ვე­ლე­სი აქაც გა­ნათ­ლე­ბაა. სას­კო­ლო გა­რე­მო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­დან ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან და ამა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლს სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ — სკო­ლა ცდი­ლობს, პირ­ველ რიგ­ში, რომ ბავ­შ­ვებ­მა უცხო ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დი თა­ნაცხოვ­რე­ბა შეძ­ლონ. თი­თო­ე­უ­ლი ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვის უკან, ხში­რად, უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რიაა, ტრავ­მი­რე­ბულ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­ნუ­ზო­მე­ლია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი. მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვოთ, მარ­თ­ლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და იმე­დია, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­სა თუ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი ამ წა­მოწყე­ბა­საც წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებს.“
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, 2018 წლის ზაფხუ­ლი­დან, გეგ­მავს ყვე­ლა იმ მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბას, ვინც ლტოლ­ვილ მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლის. მო­დუ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 2 დღეა, 8 — სა­კონ­ტაქ­ტო და 4,5 — არა­სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თი, რომ­ლის გავ­ლის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ხე­ვარ კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს. ლტოლ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დე­ო­ე­ბა­ში მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა, მო­დუ­ლის გა­რე­შეც, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლის და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის საზ­რუ­ნა­ვია.

25-28(942)N