გამოდის 1998 წლიდან
2018-04-26
ამქვეყ­ნად ჩე­მი კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლი პე­და­გო­გო­ბაა

 რუბ­რი­კის „პრო­ფე­სია პე­და­გო­გი“ სტუ­მა­რია სუ­რა­მის N2 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჯა­ბა ლა­ბა­ძე, რომ­ლის­თ­ვი­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პე­და­გო­გის სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა იოლი გზა არ არის, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ამ გზა­ზე ალ­ბათ უპი­რა­ტე­სო­ბა „შე­ნი, რო­გორც პე­და­გო­გის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს ემ­ყა­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა, სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი და ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სად­მი, პირ­ველ რიგ­ში კი, აუცი­ლე­ბე­ლია სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, მოს­წავ­ლე ისე უნ­და გიყ­ვარ­დეს, რო­გორც სა­კუ­თა­რი შვი­ლი“.
ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, 2008 წლი­დან, ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ვი­კი­პე­დი­ით და­იწყო და ამ­ბობს, რომ იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც ქარ­თუ­ლი ვი­კი­პე­დი­ით „და­ა­ინ­ფი­ცი­რა“. დღემ­დე ის უკ­ვე 12 000-ზე მე­ტი სტა­ტი­ის ავ­ტო­რია, ხო­ლო მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ასე­უ­ლო­ბით სტა­ტი­ა შექ­მ­ნეს ქარ­თულ, ინ­გ­ლი­სურ და აფხა­ზურ ვი­კი­პე­დი­ებ­ში.

— ჯა­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვე­ცა­ნით...
— მე ჯა­ბა ლა­ბა­ძე ვარ — მას­წავ­ლე­ბე­ლი. და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ პა­ტა­რა, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ლა­მაზ სო­ფელ ქემ­ფერ­ში. აქ­ვე და­ვას­რუ­ლე მა­შინ­დე­ლი არას­რუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და სწავ­ლა გან­ვაგ­რ­ძე სუ­რა­მის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც 1994 წელს და­ვამ­თავ­რე. წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, ორი­ვე სკო­ლა­ში მეს­წავ­ლე­ბი­ნა. ამ­ჟა­მა­დაც ჩემს სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ, ვარ ის­ტო­რი­ის უფ­რო­სი პე­და­გო­გი და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. 
— და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კა­ცე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, ნაკ­ლე­ბად ირ­ჩე­ვენ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას. რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა და რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი? 
— სკო­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე, 90-იან წლებ­ში და­ვას­რუ­ლე, ამ პე­რი­ოდ­ში პე­და­გო­გის პრო­ფე­სია არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი კი არა, პრაქ­ტი­კუ­ლად არც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ერ­თი წა­მი­თაც კი არ მი­ფიქ­რია სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე. 1994 წელს ჩა­ვა­ბა­რე ცხინ­ვა­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­ის და­უს­წ­რე­ბელ ფა­კულ­ტეტ­ზე და იმა­ვე წელს ჩემ­თ­ვის სკო­ლის კა­რიც გა­ი­ღო. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც მა­მა­კა­ცე­ბი ტო­ტა­ლუ­რად გარ­ბი­ან სკო­ლე­ბი­დან — არ აქვთ ხელ­ფა­სი, ჰყავთ ოჯა­ხი და ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად სხვა გზას მი­მარ­თა­ვენ. მე სწო­რედ ამ დროს შე­ვე­დი სკო­ლის კედ­ლებ­ში. ჩემ­თ­ვის ჩე­მი პრო­ფე­სია ყვე­ლა­ფე­რია. ეს ის პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც ჩე­მია და ჩემ­შია. მქონ­და პე­რი­ო­დი, რო­დე­საც, და­მა­ტე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ვე­წე­ო­დი, მაგ­რამ მას მა­ლე­ვე და­ვა­ნე­ბე თა­ვი და ისევ იმ საქ­მეს და­ვუბ­რუნ­დი, რა­საც დღემ­დე ვაგ­რ­ძე­ლებ. ვფიქ­რობ, ამქვეყ­ნად ჩე­მი კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლი პე­და­გო­გო­ბაა, ამ მწვერ­ვალ­ზე აგერ უკ­ვე 24-ე წე­ლი­წა­დია ავ­დი­ვარ.
— რა არის იმის­თ­ვის სა­ჭი­რო, რომ გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი,  ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვო და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო?
— წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პე­და­გო­გის სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა იოლი გზა არ არის, მაგ­რამ ამ გზა­ზე ალ­ბათ უპი­რა­ტე­სო­ბა შე­ნი, რო­გორც პე­და­გო­გის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს ემ­ყა­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა, სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი და ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სად­მი, პირ­ველ რიგ­ში კი, აუცი­ლე­ბე­ლია სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, მოს­წავ­ლე ისე უნ­და გიყ­ვარ­დეს, რო­გორც სა­კუ­თა­რი შვი­ლი.
— რას ითხო­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­გან, რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბით მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რო­გორ ახერ­ხებთ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვას...  დის­ციპ­ლი­ნის სა­კითხი ყო­ველ­თ­ვის იყო და არის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რო­გორ ფიქ­რობ — რა­ტომ?
— თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მოთხოვ­ნე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მათ კლას­ში არა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ კარ­გი მე­გო­ბა­რი და ცხოვ­რე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი სჭირ­დე­ბათ. რო­დე­საც ხე­დავ, რომ შენ გარ­შე­მო მოს­წავ­ლე­ე­ბის მუდ­მი­ვი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ად­გი­ლია, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს უხა­რია შენ­თან სა­უ­ბა­რი, რო­გო­რაა  მი­სი ინ­ტე­რე­სით სავ­სე თვა­ლე­ბი შენ­კენ მო­მარ­თუ­ლი, ხვდე­ბი, რომ ეს საქ­მე კარ­გად გა­მოგ­დის და ამით ბედ­ნი­ე­რი ხარ. დის­ციპ­ლი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ში, გაკ­ვე­თილ­ზე, საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, ან შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, არც კი არ­სე­ბობს. ზო­გა­დად, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს სწავ­ლი­სად­მი და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცია, რაც ალ­ბათ, ხში­რად, სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი პე­და­გო­გე­ბის სწავ­ლის პრო­ცე­სი­სად­მი არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. იმი­სათ­ვის, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რაქ­ტი­ულ მე­თო­დებს ვი­ყე­ნებ, გარ­და ამი­სა, გაკ­ვე­თი­ლის მიღ­მა, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად მყავს ჩარ­თუ­ლი არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.
— რამ­დე­ნად ხში­რია სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გი და რო­გორ აგ­ვა­რებთ ამ პრობ­ლე­მას?
— რე­გი­ო­ნის სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ რაც არ­სე­ბობს, მი­სი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა და­ტო­ვე­ბა და­ნა­შა­უ­ლია. ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად სა­სურ­ვე­ლია, ამა­ვე დროს — აუცი­ლე­ბე­ლიც, რომ სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს გვერ­დით და­უდ­გ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი. გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი რო­გორც მშო­ბელ­მა, ასე­ვე სკო­ლამ დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ფსი­ქო­ლოგს უნ­და მი­მარ­თოს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა აუცი­ლებ­ლად არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით უნ­და აღ­მო­იფხ­ვ­რას.
— რა რო­ლი უჭი­რავს თქვენ­თ­ვის, რო­გორც პე­და­გო­გის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს საკ­ლა­სო ოთახ­ში, რა მიდ­გო­მებს და სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებთ?
— თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე სკო­ლა და კლა­სი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ის­ტო­რი­ის კა­ბი­ნეტ­ში მუდ­მი­ვად მქონ­დეს ლეპ­ტო­პი, პრო­ექ­ტო­რი და ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რი, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გან­ვიც­დი. ხში­რად სკო­ლის, ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით (ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით) გაკ­ვე­თილ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გარ­კ­ვე­უ­ლი, წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მიჩ­ვე­ნე­ბია და მე­რე გაგ­ვირ­ჩე­ვია. ზოგ­ჯერ კონ­კ­რე­ტულ ის­ტო­რი­ულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმ­ღე­რაც გაგ­ვიჟ­ღე­რე­ბია გაკ­ვე­თილ­ზე, შე­მა­ჯა­მებ­ლე­ბი საპ­რე­ზენ­ტა­ციო პროგ­რა­მით ჩა­მი­ბა­რე­ბია...
ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს ძა­ლი­ან უყ­ვარს არას­ტან­დარ­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­საც. მეც ამ „სი­სუს­ტეს“ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ვე­ცი და ჯერ საც­დე­ლად, შემ­დეგ კი გა­მიზ­ნუ­ლად, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ვი­კი­პე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბის წე­რა ვთხო­ვე. მე­ა­თე კლა­სის ის­ტო­რი­ის წიგ­ნი, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან უინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, არა­და წინ მთე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი იყო, რა უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა? ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რე: კვი­რის და­საწყის­ში გან­ვი­ხი­ლავ­დით ორი გაკ­ვე­თი­ლის თე­მას, იქი­დან ენ­ციკ­ლო­პე­დი­ი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ თე­მებს ავარ­ჩევ­დით და მოს­წავ­ლე­ე­ბიც ქმნიდ­ნენ ან გა­ნავ­რ­ცობ­დ­ნენ უკ­ვე არ­სე­ბულ სტა­ტი­ას ვი­კი­პე­დი­ა­ში. წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ნიშ­ნებ­საც ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით ვუ­წერ­დი.
რამ­დე­ნად ახერ­ხებთ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მელ სას­წავ­ლო კონ­კურ­სებს, ვორ­კ­შო­პებს, ტრე­ნინ­გებს, სე­მი­ნა­რებს დას­წ­რე­ბი­ხართ?
— 2015 წლი­დან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ვარ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ა­ში, ამას­თა­ნა­ვე ვარ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი. აქ­ტი­უ­რად ვეც­ნო­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით საინტერესო, მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მილ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში და ვცდი­ლობ, კო­ლე­გე­ბი მუდ­მი­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბის ეტაპ­ზე მყავ­დეს. ვმო­ნა­წი­ლე­ობ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, 2016 წელს, მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე; 2013 წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში „ზაფხუ­ლის აკა­დე­მია — დე­მოკ­რა­ტია სკო­ლა­ში“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­ლო­ნეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გავ­დი­ო­დი ტრე­ნინგ-კურსს, სა­კუ­თარ სკო­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა გა­ვი­ა­რეთ. პროექტის „ზაფხუ­ლის აკა­დე­მია — დე­მოკ­რა­ტია სკო­ლა­ში“ მი­ზა­ნი იყო, მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს შო­რის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, მა­თი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გზით; 2016-17 წლებ­ში, წყნეთ­სა და გო­ნი­ო­ში, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სამი­ნის­ტ­როს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბა­ნა­კებ­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, რო­გორც ვი­კი­პე­დი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი.
— და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა, ერთ-ერ­თია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში პე­და­გოგ­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ისი­ნი ნაკ­ლე­ბად იჩე­ნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თვი­თონ­ვე შე­ი­ტა­ნონ ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­ზარ­დონ ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გზით. ამის მი­ზე­ზად, ძა­ლი­ან ხში­რად, პე­და­გო­გე­ბი თან­ხე­ბის არ­ქო­ნას ან და­ბალ ანაზღა­უ­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ამ პრობ­ლე­მის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი?
— დი­ახ, სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ­შიც ბევ­რია, მათ ჩა­მოთ­ვ­ლას აქ არ შე­ვუდ­გე­ბი, მაგ­რამ ერთს თა­მა­მად ვიტყ­ვი: ჭეშ­მა­რიტ პე­და­გოგს მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სა­კითხი წინ ვერ და­უდ­გე­ბა. კარ­გად მახ­სოვს 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, რო­გორ მი­ვი­ტა­ნე სახ­ლი­დან სკო­ლა­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის — გა­ე­რო­სა და ნა­ტოს — შექ­მ­ნის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. მა­ში­ნაც მი­მუ­შა­ვია, რო­ცა ხელ­ფა­სი 3 მლნ. კუ­პო­ნი იყო და ვმუ­შა­ობ ახ­ლა, რო­გორც უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ პედაგოგის გა­აქტიურების საქმეში ფი­ნან­სე­ბია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. 10 ლარს გა­და­უხ­დი­ან თუ 1000 ლარს, ჭეშ­მა­რიტ მას­წავ­ლე­ბელს ევა­ლე­ბა მთა­ვა­რი — მოს­წავ­ლის მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა.
— თავ­და­პირ­ვე­ლად, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ვი­კი­პე­დი­ით თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ძი­რი­თა­დად, რა­ზე წერთ, რა იყო პირ­ვე­ლი სტა­ტია?
— 2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში გუგ­ლით მოვ­ძებ­ნე ინ­ფორ­მა­ცია და ძებ­ნის პირ­ველ შე­დე­გად სის­ტე­მამ ვი­კი­პე­დია ამო­მიგ­დო, გავ­ყე­ვი ბმულს და გა­და­ვე­დი ძა­ლი­ან პა­ტა­რა სტა­ტი­ა­ზე, რომ­ლის ქვე­მო­თაც ეწე­რა, რომ შე­მეძ­ლო მი­სი რე­დაქ­ტი­რე­ბა. მივ­ყე­ვი ბმულს და სხვა სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი — იქ, სა­დაც უამ­რა­ვი კვად­რა­ტუ­ლი ფრჩხი­ლი, სის­ტე­მუ­რი ფრჩხი­ლი და კო­დი იყო. 2008 წლის 11 ივ­ნისს დავ­რე­გის­ტ­რირ­დი ქარ­თულ ვი­კი­პე­დი­ა­ში, მას შემ­დეგ ვწერ ძი­რი­თა­დად ის­ტო­რი­ა­ზე, გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე, იუნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რებ­ზე. ჩე­მი პირ­ვე­ლი სტა­ტია ვი­ეტ­ნა­მის ყო­ფი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თ­ვე­ლის, ხო ში მი­ნის შე­სა­ხებ იყო.
— თქვე­ნი მუ­შა­ო­ბი­დან ჩანს, რო­გორც პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად ცდი­ლობთ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა-მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში გა­ზარ­დოთ მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­ლი. ამის მა­გა­ლი­თია ის, რომ სუ­რა­მის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­კი­პე­დი­ის­თ­ვის წე­რა ას­წავ­ლეთ და  და­ვა­ლე­ბის სა­ხით ვი­კი-სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას აძ­ლევთ. რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ვი­კი­პე­დი­ის­თ­ვის წე­რა გეს­წავ­ლე­ბი­ნათ და ამ ეტაპ­ზე, თქვე­ნი და თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის რამ­დე­ნი სტა­ტიაა ვი­კი­პე­დი­ა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი?
— რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ვა­ლე კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა ინტერნეტით. მა­თი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ვი­კი­პე­დი­ას­თან სწო­რედ ამ დროს შედ­გა. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ გად­მო­წე­რეს მთე­ლი ტექ­ს­ტი და ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ვი­კი­პე­დი­ა­ში ჩე­მი შექ­მ­ნი­ლი იყო, რო­გორ წა­მი­კითხეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად. იგი­ვე რომ არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და მთე­ლი მა­სა­ლა კვლავ რომ არ გად­მო­ე­წე­რათ, ვას­წავ­ლე მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ვა­ლე­ბის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნა. ამ ამ­ბე­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე, შე­ვა­პა­რე, რომ მე თვი­თონ ვწერ­დი სტა­ტი­ებს და რომ ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა იყო. სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი დამ­ხ­ვ­და ვი­კი­პე­დი­ა­ში და მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ჩე­მი მოს­წავ­ლე იყო. ასე მოხ­და მა­თი „ინ­ფი­ცი­რე­ბა“ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­კი­პე­დი­ით. შემ­დეგ სკო­ლა­ში შევ­ქ­მე­ნი ვი­კი-კლუ­ბი და პე­რი­ო­დუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ებს  ვი­კი-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­ვას­წავ­ლე.
ამ­ჟა­მად, 12 000-ზე მე­ტი სტა­ტია მაქვს და­წე­რი­ლი, ხო­ლო ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა (რო­გორც სუ­რა­მის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის, ასე­ვე ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი „ნორჩ ის­ტო­რი­კოს­თა სკო­ლის“ მსმე­ნე­ლებ­მა), მხო­ლოდ 2017 წლის და 2018 წლის იან­ვ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თულ, ინ­გ­ლი­სურ და აფხა­ზურ ვი­კი­პე­დი­ა­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ავ­ტ­ვირ­თეთ სტა­ტი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად — ქარ­თულ (159 სტა­ტია), ინ­გ­ლი­სურ (19 სტა­ტია) და აფხა­ზურ (18 სტა­ტია) ენებ­ზე; 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მარ­ტ­სა და აპ­რილ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვი­კი-ბა­ნა­კე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­კი­პე­დი­ის სივ­რ­ცე­ში გან­ვა­თავ­სეთ ჯა­ვის (152 სტა­ტია), ახალ­გო­რის (334 სტა­ტია), ცხინ­ვა­ლი­სა (209 სტა­ტია) და ზნა­უ­რის (91 სტა­ტია) მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი.
 — რთუ­ლი იყო სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მოს­წავ­ლე­ე­ბი, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი?
— კო­ლე­გე­ბი აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო ენე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე, მა­თი დახ­მა­რე­ბით ითარ­გ­მ­ნე­ბო­და და სა­ენ­ციკ­ლო­პე­დი­ოდ იმარ­თე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი, რომ მათ სი­ახ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ. ჩე­მი სკო­ლის სა­მი, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერ­თი, ხა­შუ­რის სკო­ლის ერ­თი და თბი­ლი­სის 10-მდე ვი­კი­პე­დი­ე­ლი მოს­წავ­ლე, სხვა­დას­ხ­ვა დროს, ვი­კი-ბა­ნა­კის ზაფხუ­ლი­სა და ზამ­თ­რის სე­ზო­ნებ­ზე, წაყ­ვანი­ლი მყავ­და მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში.
— გაგ­ვა­ცა­ნით თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც ვი­კი­პე­დი­ის­თ­ვის წე­რენ, გაგ­ვი­ზი­ა­რონ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.
ლი­კა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, სსიპ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სუ­რა­მის N2 სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლე: „ვი­კი­პე­დია ჯა­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა გვას­წავ­ლა ვი­კი-კლუბ­ში, რო­მე­ლიც მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით სკო­ლა­ში მოქ­მე­დებ­და. მეც­ნი­ე­რე­ბა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი თე­მაა და ამ­ჟა­მად ძი­რი­თა­დად მეც­ნი­ე­რებ­ზე ვწერ. 2016 წელს, ჯა­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, სომ­ხეთ­ში ვი­ყა­ვი ერ­თ­კ­ვი­რი­ან ვი­კი-ბა­ნაკ­ში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, გა­ვი­ცა­ნი იქა­უ­რი ვი­კი-მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი, ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად სომ­ხე­თი­დან და ლი­ბა­ნი­დან იყ­ვ­ნენ. სხვა­თა შო­რის, იქაც იყო კონ­კურ­სი, ვინ მეტ სტა­ტი­ას და­წერ­და და პირ­ვე­ლი დღის ლი­დე­რი ვი­ყა­ვი. ეს კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რ­და. 2017 წელს გა­ვი­მარ­ჯ­ვე პრო­ექტ ვი­კი-გა­ზაფხუ­ლის კონ­კურ­ს­ში და მი­ვი­ღე  Amazon-ის სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თი“.
ზა­ურ ცერ­ც­ვა­ძე, სსიპ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სუ­რა­მის N2 სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლე: „ვი­კი­პე­დია მეც ჯა­ბა მას­წავ­ლებ­ლის­გან ვის­წავ­ლე, მაგ­რამ ჩე­მი მი­ზა­ნი უფ­რო სპორ­ტ­ზე წე­რა იყო. პირ­ვე­ლი სტა­ტია ფა­ტაუ და­უ­და­ზე დავ­წე­რე. შემ­დეგ იყო ვი­კი-პრო­ექ­ტე­ბი, კერ­ძოდ, გა­ვი­მარ­ჯ­ვე ქარ­თულ-ბაშ­კი­რუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ერ­თ­თ­ვი­ან პრო­ექ­ტ­ში, სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე და ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი მი­ვი­ღე ბაშ­კი­რე­თი­დან და ქარ­თუ­ლი ვი­კი­პე­დი­ი­დან. ასე­ვე, ბაშ­კი­რე­ლე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ქარ­თ­ველ მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, ორ­ჯერ და­ვი­კა­ვე საპ­რი­ზო ად­გი­ლი და კვლავ ფა­სი­ა­ნი პრი­ზე­ბი მი­ვი­ღე. 2017 წელს, ჯა­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, წყნე­თის ერ­თ­კ­ვი­რი­ან ბა­ნაკ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი“.
 და­ვით შუ­ბი­თი­ძე, სსიპ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სუ­რა­მის N2 სა­ჯა­რო სკო­ლის VIII კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჯა­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი სულ ერ­თი წე­ლია ის­ტო­რი­ას გვას­წავ­ლის და უკ­ვე მო­ა­ხერ­ხა ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მი­სი დახ­მა­რე­ბით ვის­წავ­ლე ვი­კი­პე­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და ერ­თ­დღი­ან ვი­კი-ბა­ნა­კებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, სტა­ტი­ებს ვწერ ძი­რი­თა­დად აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ზე, მათ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­ზე და ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებ­ზე“.
— ჯა­ბა, რო­გორ იყე­ნებთ თა­ვი­სუ­ფალ  დროს და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?
— დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბააIIVსა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რე­ბა და უფ­რო დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა — იყო ამ სა­უ­კუ­ნე­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი. დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებს, სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს და მის­წ­რა­ფე­ბე­ბიც სხვა­ნა­ი­რი აქვს. თუ­კი გვინ­და, რომ მან ცხოვ­რე­ბას ფე­ხის ხმა აუწყოს და ინ­ტე­რე­სი არ და­კარ­გოს სწავ­ლი­სად­მი, მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ჭი­როა ახა­ლი მე­თო­დე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბა.
რას ვა­პი­რებ მო­მა­ვალ­ში? — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვაა. ხხჳ სა­უ­კუ­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქაა, მოს­წავ­ლე­ე­ბის და პე­და­გო­გე­ბის წი­ნა­შე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბია. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­დად­გ­მუ­ლია და ვა­პი­რებ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გoogle maps-ზე მუ­შა­ო­ბა შე­ვას­წავ­ლო და მათ მი­ერ სა­მა­ჩაბ­ლოს და აფხა­ზე­თის (და შემ­დეგ სხვა რე­გი­ო­ნე­ბის) კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უკ­ვე ატ­ვირ­თუ­ლი სტა­ტი­ე­ბის და­ტა­ნა გoogle-ის რუ­კა­ზე, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მა­თი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ამ კუთხით, უკ­ვე ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ თბი­ლი­სის „ევ­რო­პულ სკო­ლას­თან“. ვა­პი­რებ და აქაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­დად­გ­მუ­ლია (ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის ნა­წი­ლი მოგ­რო­ვე­ბუ­ლი გვაქვს), სკო­ლის სარ­და­ფის ამ­ჟა­მად თა­ვი­სუ­ფალ სივ­რ­ცე­ში მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი მო­ვაწყო, რომ­ლის ერ­თი კუთხე ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ტი­კას და­ეთ­მო­ბა და იქ გა­და­ვი­ტან ამ­ჟა­მად ის­ტო­რი­ის კა­ბი­ნეტ­ში თავ­მოყ­რილ ექ­ს­პო­ნა­ტებს. ერთ კუთხეს ებ­რა­ულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თე­მა­ტი­კას მი­ვუ­ჩენთ, რად­გან სუ­რა­მი ებ­რა­ელ­თა საცხოვ­რი­სი იყო. ვფიქ­რობ, სკო­ლის ბა­ზა­ზე, ვი­კი­პე­დი­ელ­თა კლუ­ბი გავ­ხ­ს­ნა, შე­სა­ბა­მი­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ჩე­მი სკო­ლის, არა­მედ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბავ­შ­ვებ­საც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, ეს ჩე­მი და სკო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა. იმე­დია, ამ კუთხით, მე­ცე­ნა­ტე­ბი გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან და კე­თილ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­მაყ­ვა­ნი­ნე­ბენ.
თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძი­რი­თა­დად, ლაშ­ქ­რო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბას ვუთ­მობ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს მთებ­ში სი­ა­რუ­ლი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

18(812)N