გამოდის 1998 წლიდან
2018-04-19
რო­გორ და­იც­ვა ტი­რა­ნი­ის სამ­ს­ჯავ­რო­ზე აკა­კი შა­ნი­ძემ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­არ­ს­და. ამი­ტომ იგი სტრუქ­ტუ­რით, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­თა და, რაც მთა­ვა­რია, პრო­ფე­სუ­რით ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რას გა­ნათ­ლე­ბა რუ­სე­თი­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. პრო­ფე­სორ­თა ამ შე­მად­გენ­ლო­ბას, დამ­ფუძ­ნებ­ლის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, შე­ეძ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიდ სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რად ექ­ცია. სა­ფუძ­ვ­ლე­ბი ამი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­სე­ბო­ბის წლებ­ში (1918-1921წწ.) მომ­ზად­და. სამ­წუ­ხა­როდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ სა­მი წე­ლი იარ­სე­ბა (1918 წლის იან­ვა­რი-1921 წლის თე­ბერ­ვა­ლი). 1921 წელ­ს­ვე ცხა­დი გახ­და, რომ ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მი­სათ­ვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ამ დრო­ი­სათ­ვის საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ბრძო­ლა ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ტრა­დი­ცი­ებ­ზე და­არ­სე­ბუ­ლი პე­ტერ­ბურ­გის, მოს­კო­ვის და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. საბ­ჭო­თა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა­ში სე­რი­ო­ზულ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას ხე­დავ­და. პრო­ფე­სუ­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა 1917 წელ­ს­ვე და­უ­პი­რის­პირ­და საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბას. და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­და მომ­დევ­ნო ხა­ნებ­ში. ბოლ­შე­ვი­კებს, მი­უ­ხე­და­ვად დი­დი სურ­ვი­ლი­სა, არ შე­ეძ­ლოთ ხე­ლის ერ­თი მოს­მით და­ე­ხუ­რათ ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­მა­გი­ე­როდ, და­იწყო ბრძო­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის საბ­ჭო­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბად გარ­დაქ­მ­ნი­სათ­ვის. სის­ხ­ლი­ან დიქ­ტა­ტუ­რას არ შე­უ­შინ­და და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შე­ე­ცა­და მი­სი პრო­ფე­სუ­რა. ეს იმ­ხა­ნად თავ­გან­წირ­ვის ტოლ­ფა­სი იყო. 1921 წლი­დან თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ისე­თი­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და, რო­გორ­შიც უკ­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რუ­სე­თი­სა და სხვა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი: მოს­კო­ვის, პეტ­როგ­რა­დის, ოდე­სის, კი­ე­ვის, ხარ­კო­ვი­სა და სხვა. თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის საბ­ჭო­თა უნი­ვერ­ს­ტი­ტე­ტად გარ­დაქ­მ­ნას წინ აღუდ­გა მი­სი რექ­ტო­რი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და პრო­ფე­სუ­რა: აკა­კი შა­ნი­ძე, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე, გრი­გოლ წე­რე­თე­ლი, მი­ხე­ილ პო­ლი­ევ­ქ­ტო­ვი, ალექ­სან­დ­რე თვალ­ჭ­რე­ლი­ძე, ალექ­სან­დ­რე ჯა­ნე­ლი­ძე და სხვე­ბი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სუ­რა „ძველ პრო­ფე­სუ­რად“ მო­ი­ნათ­ლა. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი არ ნებ­დე­ბოდ­ნენ, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­დი­კა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თავ­და. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა და და­იწყო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დაშ­ლა და­მო­უ­კი­დე­ბელ სას­წავ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბად. 1930 წლის 7 ივ­ლი­სის დად­გე­ნი­ლე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ოთხ და­მო­უ­კი­დე­ბელ, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სას­წავ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტად გარ­და­იქ­მ­ნა. ერთ-ერ­თი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და ყვე­ლა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა.
ძვე­ლი პრო­ფე­სუ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა 1930 წელს გა­და­ი­ზარ­და დიდ კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მელ­მაც მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მო­იც­ვა. საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის დაკ­ვე­თით, ცნო­ბილ რუს მეც­ნი­ერ-ეკო­ნო­მისტს, ნი­კო­ლაი კონ­დ­რა­ტი­ევს, რო­მე­ლიც არ იზი­ა­რებ­და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებს, ბრა­ლი დას­დეს არა­ლე­გა­ლურ ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, გა­ა­სა­მარ­თ­ლეს და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს (1938 წელს ნ. კონ­დ­რა­ტი­ე­ვი დახ­ვ­რი­ტეს). ნი­კო­ლაი კონ­დ­რა­ტი­ე­ვის გა­სა­მარ­თ­ლე­ბის შემ­დეგ და­იწყო ბრძო­ლა ე.წ. კონ­დ­რა­ტი­ევ­შ­ჩი­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პრო­ფე­სუ­რის დევ­ნას ნიშ­ნავ­და. თით­ქ­მის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სუ­რის გან­დევ­ნა იყო. ასე­თი დის­კუ­სია 1930 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა თბი­ლის­შიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია 1930 წლის 13 დე­კემ­ბერს დის­კუ­სი­ა­ზე ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ვა­შაყ­მა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა. მოხ­სე­ნე­ბის მი­ზა­ნი იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, ძი­რი­თა­დად, თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის უარ­ყო­ფა და მა­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გან­დევ­ნა. შე­იქ­მ­ნა ძალ­ზე მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტი. ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკან და­ხე­ვას არ აპი­რებ­და. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბევ­რი პრო­ფე­სო­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და­ითხო­ვეს, ბევ­რიც ცი­ხე­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უხ­დე­ბო­დათ დამ­ს­წ­რეთ ივა­ნე ვა­შაყ­მა­ძის ცი­ლის­მ­წა­მებ­ლუ­რი მოხ­სე­ნე­ბის მოს­მე­ნა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი დის­კუ­სი­ა­ზე არ გა­მოცხად­და, რი­თაც კი­დევ ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სად­მი, რაც ხდე­ბო­და. პრო­ფე­სორ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პრინ­ცი­პუ­ლად არ ეთან­ხ­მე­ბო­და ივა­ნე ვა­შაყ­მა­ძის დას­კ­ვ­ნებს, მაგ­რამ დუ­მილს არ­ჩევ­და. ვინც სი­მარ­თ­ლის და­სა­ცა­ვად ხმის ამო­ღე­ბა სცა­და, თავს და­ატყ­და „წი­თე­ლი პრო­ფე­სუ­რი­სა“ და დის­კუ­სი­ა­ზე სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­უ­ლი კომ­კავ­ში­რე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რის­ხ­ვა. ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მარ­ტო არ დარ­ჩე­ნი­ლა: — აკა­კი შა­ნი­ძემ ხელ­თათ­მა­ნი ეს­რო­ლა ტი­რა­ნი­ის სამ­ს­ჯავ­როს.
ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პრო­ფე­სუ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ შეთხ­ზულ ბრალ­დე­ბა­თა­გან ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი“ და „შო­ვი­ნიზ­მი“. სწო­რედ ეს ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა ივა­ნე ვა­შაყ­მა­ძემ ჯერ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს, შემ­დეგ — აკა­კი შა­ნი­ძეს. ცხა­დია, აკა­კი შა­ნი­ძე „წი­თელ რექ­ტორს“ ვერ აუხ­ს­ნი­და, რომ რა­საც საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გია ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს უწო­დებ­და, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის გაღ­ვი­ძე­ბას, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ნიშ­ნავ­და; ეს კი სრუ­ლი­ად არ იყო მი­უ­ღე­ბე­ლი და სა­მარ­ცხ­ვი­ნო. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვის გა­მოს­ვ­ლა­ში აკა­კი შა­ნი­ძემ მა­სა და ნი­კო მარს შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი გა­იხ­სე­ნა: „რო­დე­საც მან ერ­თხელ მკითხა, შენ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი ხარ? ვუ­პა­სუ­ხე, რათ გიკ­ვირს, შე­ნი გაზ­რ­დი­ლი ვარ-მეთ­ქი“. აკა­კი შა­ნი­ძის გა­მოს­ვ­ლას დარ­ბაზ­ში დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყ­ვა. საქ­მე ის იყო, რომ 1930 წელს ნი­კო მა­რი სა­კავ­ში­რო კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი გახ­და და მას დრო­ე­ბით ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა მო­უხ­ს­ნეს, რა­საც ად­რე უყე­ნებ­დ­ნენ. დამ­ფ­რ­თხალ­მა სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ აკა­კი შა­ნი­ძეს სიტყ­ვა გა­აწყ­ვე­ტი­ნა და ნი­კო მა­რის და­სა­ცა­ვად ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: „ამ­ხა­ნა­გე­ბო, ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ცი­ლის­წა­მე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც შე­მო­სუ­ლია კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში და ით­ვ­ლე­ბა კომ­პარ­ტი­ის წევ­რად... თუ მას­ში მოხ­და გარ­და­ტე­ხა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თქვენ მას ცი­ლი დას­წა­მოთ. ამას კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია არ მო­ით­მენს და გას­ცემს სას­ტიკ პა­სუხს. მე ამით გა­მოვ­ხა­ტავ, ამ­ხა­ნა­გე­ბო, კრე­ბის სურ­ვილს“. თავ­მ­ჯ­დო­მა­რის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ დარ­ბა­ზი­დან აკა­კი შა­ნი­ძის მი­სა­მარ­თით გა­ის­მა შე­ძა­ხი­ლი: „გმობთ თუ არა თქვენ პო­ზი­ცი­ას?“ აკა­კი შა­ნი­ძემ სა­უ­ბა­რი გა­აგ­რ­ძე­ლა, მას რამ­დენ­ჯერ­მე ისევ გა­აწყ­ვე­ტი­ნეს შე­ძა­ხი­ლე­ბით: „სა­კითხ­ზე ილა­პა­რა­კე“, „გმობ თუ არა ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს?“ ბო­ლოს, რო­დე­საც აუდი­ტო­რი­ის მი­ერ ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი ორა­ტო­რი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის დაც­ვას შე­ე­ცა­და, ისევ არ მო­უს­მი­ნეს, დარ­ბა­ზი­დან გა­ის­მა შე­ძა­ხი­ლი: „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე არ არის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი სა­ჭი­რო!“ აკა­კი შა­ნი­ძეს კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით მოს­თხო­ვეს გა­მო­ეთ­ქ­ვა აზ­რი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კრე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს და იქ შეყ­რილ კომ­კავ­ში­რელ-კო­მუ­ნისტ აქ­ტი­ვის­ტებს ეგო­ნათ, რომ აკა­კი შა­ნი­ძეს მა­თი ხმა­უ­რი და შე­ძა­ხი­ლე­ბი უკან და­ა­ხე­ვი­ნებ­და და მათ­თ­ვის სა­სურ­ველ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბი­ნებ­და. დარ­ბაზ­ში სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აკა­კი შა­ნი­ძემ ივა­ნე ვა­შაყ­მა­ძეს მთე­ლი „ნაღ­ვა­წი“ წყალ­ში ჩა­უ­ყა­რა: „მე არ ვე­კუთ­ვ­ნი იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც სურთ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჩა­წიხ­ლ­ვით გა­ი­კე­თონ თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რა“. ასე­თი გა­ბე­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ კრე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ სიტყ­ვაც ვერ გა­აწყ­ვე­ტი­ნა მის­თ­ვის არა­სა­სურ­ველ პრო­ფე­სორს, არც დარ­ბა­ზი­დან გა­მო­ი­დო ვინ­მემ თა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი იყო: აკა­კი შა­ნი­ძეს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ აუგს ვერ და­აც­დე­ნი­ნებ­დ­ნენ. ეს კი იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო.
ამ ამ­ბე­ბის თვით­მ­ხილ­ვე­ლი, ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია მოგ­ვი­ა­ნე­ბით იტყ­ვის აკა­კი შა­ნი­ძე­ზე: „ვის და­ა­ვიწყ­დე­ბა მი­სი გა­მოს­ვ­ლა ტფი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში, რო­ცა ჩვენს ძვირ­ფასს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს თავს და­ეს­ხ­ნენ უგუ­ნუ­რი ფი­ლის­ტე­რე­ბი“.
1940 წლის 18 ნო­ემ­ბერს ივა­ნე ჯა­ვახ­შ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დრო­ი­სათ­ვის მი­სი დევ­ნა უკ­ვე შეწყ­ვე­ტი­ლი იყო. თუმ­ცა მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის გა­დამ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ში­შობ­დ­ნენ, მარ­თა­ლი სიტყ­ვა ეთ­ქ­ვათ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე. ზო­გი­ერ­თ­მა მათ­გან­მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი აკ­რ­ძალ­ვის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­მა­რეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბაც კი ვერ გა­ბე­და. თბი­ლი­სის უნი­ე­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით მის და­მა­არ­სე­ბელს გა­მო­სათხო­ვა­რი სიტყ­ვა აკა­კი შა­ნი­ძემ უთხ­რა. მან ასე და­იწყო: „ძვირ­ფა­სო მას­წავ­ლე­ბე­ლო, სა­ხე­ლო­ვა­ნო მეც­ნი­ე­რო, დი­დო ივა­ნე!“ ეს ისევ პრო­ტეს­ტი იყო, პრო­ტეს­ტი მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ, ვინც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს დევ­ნი­და. ასე და­ამ­კ­ვიდ­რა აკა­კი შა­ნი­ძემ ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის პატ­რი­არ­ქის ღვაწ­ლის ყვე­ლა­ზე ლა­კო­ნუ­რი და ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა: „დი­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი“.

ვახ­ტანგ გუ­რუ­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს
წმი­და ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის
ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი
***
1936 წლის სტა­ლი­ნუ­რი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ენა იყო სა­ხელ­მ­წი­ფო ენა. ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სუ­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ენა იყო, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო სსრკ-ს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კა გახ­ლ­დათ, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ენის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი არ იყო შებღა­ლუ­ლი. 1978 წელს, რო­ცა ეს სა­კითხი გახ­და სა­კა­მა­თო, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის კა­თედ­რამ, აკა­კი შა­ნი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, უარი გა­ნაცხა­და მხა­რი და­ე­ჭი­რა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის იმ პრო­ექ­ტი­სათ­ვის, რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლი ენა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ცხად­დე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფო ენად. ეს მა­შინ გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. აკა­კი შა­ნი­ძე მა­შინ 90 წელს იქ­ნე­ბო­და მიღ­წე­უ­ლი. სტუ­დენ­ტებ­ში საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი­ყო და კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის აპა­რა­ტი, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც იყ­ვ­ნენ, ცდი­ლობ­დ­ნენ, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ ეს მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ — სტუ­დენ­ტებს ლექ­ტო­რე­ბიც უჭერ­დ­ნენ მხარს და მათ­ში მთა­ვა­რი ფი­გუ­რა ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ბერ­მუ­ხა — აკა­კი შა­ნი­ძე იყო.

პუბლიცისტური ნარკვევების კრებულის „ქართული საქმის კაცი — აკაკი შანიძე“ მიხედვით მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N