გამოდის 1998 წლიდან
2018-04-19
AIA GESS-ის მოსწავლეები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

12 აპ­რილს, „ფაბ­რი­კა თბი­ლის­ში“, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დ­მა ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სა­მი გუნ­დი გა­მო­ავ­ლი­ნა. პირ­ველ ად­გილ­ზე გიმ­ნა­ზიის აჳა გჶSS, თორ­მეტ ფი­ნა­ლისტ გუნდს შო­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, პრო­ექ­ტი „რო­ბო­ტი ლა­ბო­რან­ტი“ გა­ვი­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი — ანი თეთ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ მი­ქე­ლა­ძე და ნი­ნი ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი აშშ-ში, NASA-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან და NASA-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დის პრო­ექ­ტი „რო­ბო­ტი ლა­ბო­რან­ტი“ სა­მი რო­ბო­ტის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში ცდე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად, დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­რონ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოწყო­ბი­ლო­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის.
გა­მოვ­ლინ­და მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბიც, რომ­ლებ­საც მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ.
მე­ო­რე ად­გი­ლი ვა­ნის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის (დი­რექ­ტო­რი — თე­ო­ნა ადე­იშ­ვი­ლი) მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა და­ი­კა­ვეს. მა­თი გა­მო­გო­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­ხან­ძ­რე­ე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს მე­ხან­ძ­რის ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც არ იწ­ვის და მე­ხან­ძ­რის დაც­ვა ოც წუთ­ზე მე­ტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია. მე­სა­მე ად­გი­ლი კი, გიმ­ნა­ზია AIA GESS-ის ეკო­ლო­გი­ურ­მა პრო­ექ­ტ­მა და­ი­კა­ვა. გა­მო­გო­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჰა­ე­რის და­სუფ­თა­ვე­ბაა.
ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, VIII-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა ბა­თუ­მის, ვა­ნის, ხო­ნის, თე­ლა­ვის, სო­ფელ პა­ტარ­ძე­უ­ლის და თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი­დან, სტუმ­რე­ბი­სა და დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე, სა­კუ­თა­რი ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.
ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რ­დებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მ­ნის წა­ხა­ლი­სე­ბა. კონ­კურ­სი 2014 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს 280 გუნდს და 1000-მდე მოს­წავ­ლეს. კონ­კურსს ახორ­ცი­ე­ლებს ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი, აშშ-ს სა­ელ­ჩოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.
ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ და მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუმ­რებს მი­მარ­თეს: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მაგ­და მაღ­რა­ძემ და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აშშ-ს ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა, ელი­ზა­ბეთ რუ­დიმ.
მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი და გავ­ც­ნო­ბო­დი უაღ­რე­სად ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დებს. თი­თო­ე­ულ წარ­მოდ­გე­ნილ პრო­ექ­ტ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ მა­თი ნი­ჭი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დარ­გებ­ში გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლი­სა და მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“
მაგ­და მაღ­რა­ძე: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გა­მოვ­ლინ­და კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტით, რო­მე­ლიც წელს, ზაფხულ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ნა­სას კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა­ში. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სი, ათას­წ­ლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით და აშშ-ს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.“
ელი­ზა­ბეთ რუ­დი: „ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, უკ­ვე ოთხი წე­ლია, მხარს უჭერს ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურსს. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ წელ­საც მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­ჟი­ნე­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.“
ნი­ნო ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, გიმ­ნა­ზია აჳა გჶSS-ის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტით — „რო­ბო­ტი ლა­ბო­რან­ტი“ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­ს­ში და მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბით ნაSა-ს ჰი­უს­ტო­ნის კოს­მო­სურ ცენ­ტ­რ­ში, ტე­ხას­ში, რა­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში. მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ჩვენს სკო­ლა­სა და მენ­ტორს, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს. რაც შე­ე­ხე­ბა „რო­ბოტ ლა­ბო­რანტს“, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა, ნე­ბის­მი­ერ დროს, სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, შეძ­ლონ რე­ა­ლუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. „რო­ბო­ტი ლა­ბო­რან­ტი“ მსურ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მი­ი­ღოს ცოდ­ნა კვლე­ვის გზით, სრუ­ლად გა­ი­აზ­როს მოვ­ლე­ნის ფი­ზი­კუ­რი ში­ნა­არ­სი და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ტო­რის უნა­რე­ბი. ჩვენ­თ­ვის ამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა დი­დი მიღ­წე­ვაა, ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დით ნაSა-ს კოს­მო­სურ ცენ­ტ­რ­ში მოხ­ვედ­რა­ზე და დღემ­დე გვი­ჭირს გა­ვი­აზ­როთ, რომ მა­ლე ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა.“
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­ს­ში, 2015 და 2016 წლებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა გუნ­დებ­მა — „მულ­ტიკ­ლი­მა­ტი­ზა­ტო­რი“ (ახალ­ცი­ხე) და „სო­ლა­რი“ (თბი­ლი­სი) — მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კონ­რა­დის ფონ­დის ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­მიტ­ში, ნა­სას კე­ნე­დის კოს­მო­სურ ცენ­ტ­რ­ში, აშშ-ში. 2017 წელს, სე­ნა­კის წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას გიმ­ნა­ზი­ის მერ­ვეკ­ლა­სელ­თა გუნ­დ­მა „Smart Kids“, ჰი­უს­ტო­ნის კოს­მო­სურ ცენ­ტ­რ­ში, ნაSა-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა გა­ი­ა­რა.

25-28(942)N