გამოდის 1998 წლიდან
2018-04-18
ლა­დო აფხა­ზა­ვას ჩა­ნა­წე­რე­ბი

 

დუ­ბაი — სა­ოც­რე­ბა­თა ქა­ლა­ქი
დღე პირ­ვე­ლი

რამ­დე­ნი­მე თვე ვე­ლო­დი, რო­დის დად­გე­ბო­და მარ­ტი და გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან მი­ვი­ღებ­დი მოწ­ვე­ვას. და აი, რო­გორც იქ­ნა, ჩემს ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტა­ზეც მო­ვი­და წე­რი­ლი — გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და ჩვენც წა­ვე­დით — „კო­ა­ლი­ცია გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა ხან­თა­ძე და თქვე­ნი მო­ნა მორ­ჩი­ლი.
სრულ ბუ­რუს­ში გახ­ვე­უ­ლებ­მა ვერც კი შევ­ნიშ­ნეთ, თუ რო­გორ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით ქა­ლაქ დუ­ბა­ის და ქვე­ვით დაშ­ვე­ბა და­ვიწყეთ. გზა სას­ტუმ­როს­კენ არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა. ცა­თამ­ბ­ჯე­ნებს თვალს ვერ ვაწ­ვ­დენ­დი (ლან­ჩხუთ­ში ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბიც არ არის და წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩე­მი რე­აქ­ცია ამ­ხე­ლა შე­ნო­ბე­ბის და­ნახ­ვი­სას). სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბის შემ­დეგ გა­დავ­ხე­დეთ მე­ო­რე დღის გან­რიგს და გა­თე­ნე­ბას და­ვე­ლო­დეთ. დი­ლის 6 სა­ათ­ზე უკ­ვე გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფო­რუ­მის დარ­ბაზ­ში ვი­ყა­ვით.
ნამ­დ­ვი­ლად არ ვარ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მსგავს ად­გი­ლებ­ში თუნ­დაც ერ­თი სა­ა­თით ყოფ­ნით და აქ ორი ჯა­დოს­ნუ­რი დღე უნ­და გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. რა­ტომ­ღაც არ მე­გო­ნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხად­ში თუ ხდე­ბო­და. ასეთ დროს და­ძა­ბუ­ლი ვარ და ვცდი­ლობ, არა­ფე­რი შე­მე­შა­ლოს. თუმ­ცა, ახ­ლა, თა­ნამ­გ­ზავ­რის იმე­დად, ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი თავს. ფო­რუ­მიც და­იწყო და სავ­სე დარ­ბაზს გა­დავ­ხე­დე. „აი, ქა­ლა­ქი, რო­მელ­მაც დროს გა­უს­წ­რო და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თ­მა საქ­მე­ებ­მა და დრომ გა­მო­არ­ჩია,“ —  გა­მი­ელ­ვა გო­ნე­ბა­ში.
დარ­ბაზ­ში ის­ხ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მათ­გან ბევ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­მოს­ში იყო გა­მოწყო­ბი­ლი. მეც არ და­ვა­ყოვ­ნე და ყვე­ლას­თ­ვის ნაც­ნო­ბი გუ­რუ­ლი ყა­ბა­ლა­ხი მო­ვიხ­ვიე. წლე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი თე­მა იყო — რო­გორ ვამ­ზა­დებთ ბავ­შ­ვებს მო­მა­ვა­ლი სამ­ყა­როს­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში და რო­გორ ვი­ყე­ნებთ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი და რო­გორ ვამ­ზა­დებთ მათ მო­მა­ვა­ლის­თ­ვის. სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და ტუ­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბო­და, ვუს­მენ­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ახ­დი­ნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცეს თა­ვი­ან­თი შრო­მი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით.
ფო­რუმ­ზე ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იმ სა­მი მოს­წავ­ლის გა­მოს­ვ­ლა იყო, რომ­ლებ­მაც ამე­რი­კა­ში ახალ მოძ­რა­ო­ბას „სი­ცოცხ­ლის მარშს“ ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი. ამ ბავ­შ­ვებ­მა თა­ვად გა­მოს­ცა­დეს ფლო­რი­და­ში თავ­დას­ხ­მა სკო­ლა­ზე და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩ­ნენ. მათ­მა ხმამ ვა­შინ­გ­ტო­ნამ­დეც მი­აღ­წია, მათ­თ­ვის მი­უღ­წე­ვე­ლი თით­ქოს აღა­რა­ფე­რია, ამ ბავ­შ­ვებს ფო­რუ­მის პირ­ველ დღეს მსოფ­ლი­ოს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გ­ნენ. დარ­ბაზ­ში ტა­შის გრი­ა­ლი დიდ­ხანს არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა.
„ჩვენ ვა­ი­ძუ­ლებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეც­ვა­ლოს იარა­ღის კა­ნო­ნი და გა­ამ­კაც­როს იგი“ — აცხა­დე­ბენ მტკი­ცედ და შე­უ­პოვ­რად. რთუ­ლია, მათ ფეხ­ზე არ წა­მო­უდ­გე და მხარ­და­ჭე­რა არ გა­მო­უცხა­დო მათ მოთხოვ­ნებს.
პირ­ვე­ლი დღის და­სას­რულს ზღვის პი­რას მიგ­ვიწ­ვი­ეს ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი­თა და სას­მე­ლე­ბით გაგ­ვი­მას­პინ­ძ­ლ­დ­ნენ.
გულ­ში მი­ხა­რო­და, რომ ჩვე­ნი პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი იყო ამ დღეს, ჩვენც იქ ვი­ყა­ვით და მო­მა­ვალ­ში სხვა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან აქ. რა­ტომ­ღაც, უც­ბად მო­მინ­და ჩემს მე­ა­თეკ­ლა­სე­ლებს და­ე­ნა­ხათ ეს სა­ო­ცა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს
ცე­რე­მო­ნია დღე მე­ო­რე
გაგ­ვაფ­რ­თხი­ლეს, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში აშშ-ს ყო­ფი­ლი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი ალ გო­რი გვეს­ტუმ­რე­ბო­და. ისიც შე­მოგ­ვი­ერ­თ­და და კლი­მა­ტის კრი­ზის­ზე და­იწყო სა­უ­ბა­რი. მი­სი და­უ­ვიწყა­რი პრე­ზენ­ტა­ცია სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი­თა და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი მო­წო­დე­ბე­ბი­თა და სიტყ­ვე­ბით სავ­სე. ალ გორ­მა მო­უ­წო­და ქვეყ­ნებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გი­ის წყა­რო­ებ­ზე გა­დას­ვ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ.
და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რო­მო­ნი­ამ­დე სხვა­დას­ხ­ვა პა­ვი­ლი­ონ­ში ვეს­წ­რე­ბო­დით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მა­ტი­კის მი­ნი-კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და შეხ­ვედ­რებს. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ათი ფი­ნა­ლის­ტის ერ­თ­მა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლას და­ვეს­წა­რი. მთა­ვა­რი სას­ტუმ­როს სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში კი ამ დროს დი­დი ალი­ა­ქო­თი იყო ატე­ხი­ლი, რად­გან იქ დე­კო­რა­ცი­ე­ბი და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით იც­ვ­ლე­ბო­და. ცე­რე­მო­ნია, 6 სა­ა­თის ნაც­ვ­ლად, 7 სა­ათ­ზე და­იწყო. ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, თუ ვინ გახ­დე­ბო­და ათი ფი­ნა­ლის­ტი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ი­ღებ­და 1 000 000 დო­ლარს. ჩე­მი რჩე­უ­ლი აფ­რი­კე­ლი ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლ­დათ, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და.
ღო­ნის­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წ­რო, მათ შო­რის, რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, იყ­ვ­ნენ აშშ-ს ყო­ფი­ლი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი ალ გო­რი, ასე­ვე საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი, ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი ჯე­ნი­ფერ ჰად­სო­ნი, ოთხ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი და ექ­ვ­ს­გ­ზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სირ­ბილ­ში მო ფა­რა­ჰი, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ჯუ­ლია ჯი­ლარ­დი, ბო­ლი­ვუ­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი პრი­ან­კა ჩოპ­რა და სხვ.
წელს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი 7000 მოს­წავ­ლის­გან შემ­დ­გარ­მა კო­ჰორ­ტამ გვამ­ც­ნო სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მეშ­ვე­ო­ბით. მაშ ასე, მინ­და გა­გაც­ნოთ იგი — ან­დ­რია ზა­ფი­რო­კუ, ბრი­ტა­ნე­ლი პე­და­გო­გი, რო­მელ­მაც მო­ი­გო მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო. გა­მარ­ჯ­ვე­ბულს ჯილ­დო შე­იხ მო­ჰა­მედ ბენ რა­შიდ ალ მაკ­ტუმ­მა, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა, დუ­ბა­ის მმარ­თ­ველ­მა, გა­დას­ცა.
გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და თუ არა, გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ვი­დე­ო­მი­ლოც­ვა გა­უშ­ვეს. თა­ვის სიტყ­ვა­ში ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, ტე­რე­ზა მე­იმ აღ­ნიშ­ნა: „მას­წავ­ლებ­ლო­ბა გუ­ლის­ხ­მობს ტაქტს, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­სა და დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბას. ეს ის თვი­სე­ბე­ბია, რომ­ლებ­საც თქვენ მოს­წავ­ლე­ებ­თან ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყე­ნებთ, მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, რა­საც აკე­თებთ და ვი­ცი, რომ კვლავ გა­ა­კე­თებთ“. ასე­ვე, ტე­რე­ზა მე­იმ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შე­იხ მო­ჰა­მედ ბენ რა­შიდ ალ მაკ­ტუმს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის მხარ­და­ჭე­რის, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის პატ­რო­ნა­ჟი­სათ­ვის.
ან­დ­რია ზა­ფი­რო­კუ ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში (ბრენ­ტ­ში), ალ­პერ­ტო­ნის სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ხელ­საქ­მეს ას­წავ­ლის. ბრენ­ტი ეთ­ნი­კუ­რად ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ად­გი­ლია ლონ­დონ­ში. იქ სკო­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 130 ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე მოს­წავ­ლე­ე­ბი და­დი­ან. ეს ბავ­შ­ვე­ბი არი­ან უღა­რი­ბე­სი ოჯა­ხე­ბი­დან. ბევ­რი მათ­გა­ნი ბან­დე­ბის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლია. მოს­წავ­ლე­ებს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირთ. ან­დ­რი­ამ მა­თი და მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, რად­გან ფლობს 30-მდე ენის სა­ბა­ზი­სო ლექ­სი­კას და იყე­ნებს ამას მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ. პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ცდი­ლობს და­იც­ვას მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა და შე­უქ­მ­ნას მათ პი­რო­ბე­ბი სწავ­ლი­სათ­ვის. ან­დ­რია მო­ხა­ლი­სეა და და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებს სკო­ლა­ში, რა­თა მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ სივ­რ­ცე სწავ­ლი­სათ­ვის (ბევრ მათ­განს ამის პი­რო­ბე­ბი შინ არ აქვს). ან­დ­რი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით სკო­ლა­ში ბევ­რი კლუ­ბი და წრე შე­იქ­მ­ნა, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.
2019 წელს, ისევ მარ­ტ­ში, კი­დევ ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იმოგ­ზა­უ­რებს ამ სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნა­ში და სწო­რედ ის გაგ­ვი­ზი­ა­რებს იქ ყოფ­ნის გან­ც­დებ­სა და ემო­ცი­ებს. გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დი­დი ნი­ჭია და ამი­ტო­მაც მჯე­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ავ­სებს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს აპ­ლი­კა­ცი­ას. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ 2018 წლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ან­დ­რია ზა­ფი­რო­კუ დაგ­ვ­თან­ხ­მ­დე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვეს­ტუმ­რე­ბა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ გა­და­ცე­მის რი­გით მე­ო­რე ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.
სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლია და ამ სი­ახ­ლო­ვეს ნამ­დ­ვი­ლად შე­უწყ­ვეს ხე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ერ­თად შეკ­რულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა თუ პი­როვ­ნე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ რთულ საქ­მეს და რო­მელ­თა მი­ზა­ნია, რომ მსოფ­ლი­ოს არ ჩა­მოვ­რ­ჩეთ.

25-28(942)N