გამოდის 1998 წლიდან
2018-03-29
რო­ცა მშობ­ლი­ურ ენას რი­გი­თი საგ­ნის სტა­ტუ­სიც აღარ გა­აჩ­ნია

მაკა ყიფიანი

სიტყ­ვე­ბი „გახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი!“, უკ­ვე კარ­გა ხა­ნია, ბა­ნა­ლუ­რად ჟღერს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ თე­მა­ზე ახალს ვე­რა­ფერს დავ­წერ, რად­გან ახა­ლი არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, რაც უფ­რო ახ­ლოს ეც­ნო­ბი აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას, დღე­ვან­დე­ლო­ბას, ის­მენ მათ ის­ტო­რი­ებს, ნა­ამ­ბობ­სა და გა­გო­ნილს, ხვდე­ბი, რომ მათ­გან ძა­ლი­ან შორს ხარ. ფაქ­ტი ერ­თია, დრო არ აშუ­შებს ჭრი­ლო­ბებს, ის უფ­რო მე­ტად გვა­შო­რებს აფხა­ზეთ­თან. ერ­თა­დერ­თი იმე­დი სას­წა­უ­ლია და ამ სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში, ერთ დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზეს მხა­რე­ში — აფხა­ზეთ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი ნელ-ნე­ლა უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. ახალს და სა­ი­მე­დოს ვე­რა­ფერს დავ­წერ... უბ­რა­ლოდ, მინ­და, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი იქ შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას.
აფხა­ზუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, გა­ლის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე,  ქარ­თუ­ლი ენის გან­დევ­ნა­სა და მი­სი რუ­სუ­ლით სრუ­ლად ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. წლე­ბია,  გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში იკ­რ­ძა­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რუ­სულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვას­თან ერ­თად, სწავ­ლე­ბის რუ­სულ ენა­ზე  იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნა უარ­ყო­ფი­თად ისა­ხე­ბა გა­ლის რა­ი­ონ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის სა­კითხ­ზე. იქა­ურ მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის რუ­სუ­ლი ენა უცხოა და მას­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მა­ღალ დო­ნე­ზე წარ­მარ­თ­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სწო­რედ ამას ადას­ტუ­რებს გა­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ნო­ნა შო­ნია: „სამ­წუ­ხა­როდ, აფხა­ზუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თულ ენა­ზე მო­აზ­როვ­ნე ბავ­შ­ვე­ბი პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს რუ­სუ­ლე­ნო­ვან სწავ­ლე­ბა­ზე. აქ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. მათ­თ­ვის (რუ­სე­ბი, აფხა­ზე­ბი) მთა­ვა­რია, ქარ­თ­ვე­ლებ­მა რუ­სუ­ლად იმეტყ­ვე­ლონ.
თუ ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვ­ლე­ბა,  ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის  ომამ­დელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბო­ლო ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მოშ­ვე­ბა 2022 წელს და­ას­რუ­ლებს სწავ­ლას. ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კაა, რომ­ლის შეც­ვ­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. თუმ­ცა აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, აფხა­ზე­თის ა/რ გა­ნათ­ლე­ბი­სა და  კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს შე­რი­გე­ბის­თ­ვის, ქარ­თუ­ლი ენის და, ამა­ვე დროს, აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ჩვენ ვამ­ბობთ სათ­ქ­მელს, ვუწ­ვ­დით შე­რი­გე­ბის ხელს, მთა­ვა­რია მათ სწო­რად გა­ი­გონ.
გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში დო­მი­ნან­ტი რუ­სუ­ლი ენაა. მას­თან შე­და­რე­ბით, მცი­რეა აფხა­ზუ­რის, ასე­ვე, უცხო­უ­რი ენე­ბის სა­ა­თე­ბიც. ნა­წილ­ში ქარ­თუ­ლი ენა სა­ერ­თოდ აღარ ის­წავ­ლე­ბა, ნა­წილ­ში კი თი­თო სა­ა­თამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. აფხა­ზეთ­ში დღეს ხდე­ბა ის, რაც თა­ვის დრო­ზე, მე-19 სა­უ­კუ­ნის  შუ­ა­ხა­ნებ­ში, ვერ მო­ა­ხერ­ხა მე­ფის რუ­სეთ­მა, რო­მელ­საც სა­მურ­ზა­ყა­ნოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გახ­ს­ნილ პირ­ველ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რებ­ში, ერ­თ­კ­ლა­სი­ან და ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ორ­კ­ლა­სი­ან სკო­ლებ­ში, სა­სუ­ლი­ე­რო მოძღ­ვ­რე­ბის, კა­ტე­ხიზ­მოს, არით­მე­ტი­კის თუ  სხვა საგ­ნე­ბის  მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სულ ენა­ზე სწავ­ლე­ბით უნ­დო­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი ენა, კი­ლო-კა­ვე­ბიც კი და­ე­ვიწყე­ბი­ნა. მა­შინ ეს ვერ შეძ­ლო მე­ფის რუ­სეთ­მა. სკო­ლებ­ში და­უშ­ვა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა და იგი გა­მო­ი­ყე­ნა რუ­სუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს, გა­ლის რა­ი­ო­ნის ომამ­დე­ლი საზღ­ვ­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­თუ ქარ­თუ­ლი სკო­ლა, მა­ლე ქარ­თუ­ლი კლა­სიც კი აღარ იარ­სე­ბებს, ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბაა“.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1992-1993 წლებ­ში, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბამ­დე, გა­ლის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 58 ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, 13180-ზე მე­ტი მოს­წავ­ლით, 1800-მდე მას­წავ­ლებ­ლით და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლით. მუ­შა­ობ­და 76 სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუ­მი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სტუ­დი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, ისე­ვე, რო­გორც აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხ­ვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­ლის რა­ი­ონ­შიც მთლი­ა­ნად მო­ი­შა­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა: და­იწ­ვა19 სკო­ლა, და­ინ­გ­რა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, წარ­მო­ე­ბა-და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­ნად­გურ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ეკო­ნო­მი­კა. დაწ­ვას გა­დარ­ჩე­ნი­ლი სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ისე გა­ი­ძარ­ც­ვა, აღ­დ­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სოფ­ლე­ბი დღემ­დე დაც­ლი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, ბევ­რი ად­გი­ლი ტყით არის და­ფა­რუ­ლი.
ომის შემ­დ­გომ, 1994 წლი­დან, სპონ­ტა­ნუ­რად დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ (მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით) 31 სკო­ლა­ში მო­ა­ხერ­ხა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დ­გე­ნა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­ლის რა­ი­ო­ნის ომამ­დელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 58 სკო­ლი­დან, მუ­შა­ობს 30.
2017-18 სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, მე­ცა­დი­ნე­ო­ბას შე­უდ­გა 31 სკო­ლა 4363 მოს­წავ­ლით. სამ­წუ­ხა­როდ, აფხა­ზუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ამ სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ბო­ლოს, მოს­წავ­ლე­თა მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტის მი­ზე­ზით, და­ი­ხუ­რა ერ­თი სა­ბა­ზო სკო­ლა, რომ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ნა­წილ­დ­ნენ ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­ში. ამ­ჯე­რად, 30 სკო­ლა­ში სწავ­ლობს 4286 მოს­წავ­ლე, რაც გა­სულ სას­წავ­ლო წელ­თან შე­და­რე­ბით 70 მოს­წავ­ლით ნაკ­ლე­ბია.   მშობ­ლე­ბი ვერ ეგუ­ე­ბი­ან სკო­ლე­ბის რუ­სუ­ლე­ნო­ვან სწავ­ლე­ბა­ზე მი­ზან­მი­მარ­თულ გა­დას­ვ­ლას, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ ტო­ვე­ბენ მშობ­ლი­ურ კუთხეს, საცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს და შვი­ლებს სწავ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხის ქარ­თულ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში აგ­რ­ძე­ლე­ბი­ნე­ბენ.
ნო­ნა შო­ნია: „აფხა­ზურ­მა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ ხე­ლოვ­ნუ­რად და­ა­ქუც­მა­ცა გა­ლის რა­ი­ო­ნი.  მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ონს გა­და­ე­ცა, ნა­წი­ლი — ოჩამ­ჩი­რეს. თვით გა­ლის რა­ი­ო­ნი „ზე­და და ქვე­და ზო­ნე­ბად“ გა­და­ნა­წილ­და. გა­ლის „ზე­და ზო­ნის“ სკო­ლებ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის შეზღუდ­ვა 1994-1995 წლებ­ში, რუ­სუ­ლი პირ­ვე­ლი კლა­სე­ბის გახ­ს­ნის პრინ­ცი­პით და­იწყო და  ეტა­პობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი კლა­სე­ბის გან­დევ­ნით, ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი რუ­სულ სკო­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ ზო­ნის სკო­ლებ­ში ქარ­თულ ენას რი­გი­თი უცხო  ენის საგ­ნის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და  აფხა­ზუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით თი­თო­ე­ულ კლას­ში თი­თო სა­ა­თი­ღა და­ეთ­მო (1 — ენას, 1 — ლი­ტე­რა­ტუ­რას). ტყვარ­ჩე­ლი­სა და ოჩამ­ჩი­რის „ზო­ნებ­ში“ მოქ­ცე­ულ სკო­ლებ­ში, 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აიკ­რ­ძა­ლა მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლ­და ამ საგ­ნის 26 მას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, გა­ი­ზარ­და რუ­სუ­ლი ენის სა­ა­თე­ბი და სხვა საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბაც რუ­სულ ენა­ზე.
გა­ლის „ქვე­და ზო­ნის“ სკო­ლე­ბი, 2014-2015 სას­წავ­ლო წლამ­დე, ინარ­ჩუ­ნებ­დ­ნენ ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სტა­ტუსს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ლის აფხა­ზუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ბრძა­ნე­ბით, ამ წლის და­საწყი­სი­დან­ვე, რუ­სუ­ლე­ნო­ვან სწავ­ლე­ბა­ზე იქ­ნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი აღ­ნი­შულ „ზო­ნა­ში“ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­დი 11 სკო­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და  ჳ-ჳვ კლა­სე­ბი. ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და მა­თე­მა­ტი­კას თუ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო სა­განს ქარ­თულ ენა­ზე, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი გახ­და რუ­სუ­ლი სიტყ­ვე­ბი და ტერ­მი­ნო­ლო­გია, რა­მაც უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, არა­მედ  მო­ზარ­დე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.
აფხა­ზუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია არ ცნობს ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს. გაკ­ვე­თი­ლე­ბის  რუ­სულ ენა­ზე  ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში, მთე­ლი 2,5 თვე, გა­ლის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კო­ლეჯ­ში, „გა­და­ამ­ზა­დეს“ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. პე­და­გო­გე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, ჯერ თვი­თონ ის­წავ­ლონ გაკ­ვე­თი­ლი რუ­სუ­ლად და შემ­დეგ აუხ­ს­ნან მოს­წავ­ლე­ებს. ვინც ამას არ გა­ა­კე­თებს, გა­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა და მის ად­გილ­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა  სო­ხუმ­ში — „აგუ“-ში ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი პი­რი. გა­ლის რა­ი­ო­ნის ომამ­დელ  საზღ­ვ­რებ­ში აღ­დ­გე­ნი­ლი  ყვე­ლა სკო­ლის  ყვე­ლა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს, გა­ნურ­ჩევ­ლად ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, აფხა­ზურ ატეს­ტატ­ში მშობ­ლი­ურ ენად რუ­სუ­ლი ენა უწე­რია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი (თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ნამ­დ­ვი­ლი გმი­რე­ბი), წლე­ბია, სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად ას­წავ­ლი­ან მშობ­ლი­ურ ენას,  ინარ­ჩუ­ნე­ბენ ქარ­თულ ენას, ქარ­თულ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს უნერ­გა­ვენ თა­ო­ბებს, რა­საც თან  სდევს შე­მოწ­მე­ბა-დას­ჯის მუდ­მი­ვი მო­ლო­დი­ნი და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მშობ­ლი­უ­რი კუთხი­დან გა­ძე­ვე­ბის ში­ში.
 ომამ­დე, გა­ლის რა­ი­ონ­ში 76 სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა — სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ომამ­დელ საზღ­ვ­რებ­ში, აღ­დ­გე­ნი­ლია მხო­ლოდ 8 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, სა­დაც 502 აღ­საზ­რ­დე­ლია; ასე­ვე, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლე­ბი — 4 სა­მუ­სი­კო და ერ­თი სამ­ხატ­ვ­რო, სა­დაც 250-ზე მე­ტი ბავ­შ­ვი მე­ცა­დი­ნე­ობს. მთლი­ა­ნო­ბა­ში 164 პე­და­გო­გია და­საქ­მე­ბუ­ლი. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ მა­თი ხელ­შეწყო­ბის­თ­ვი­საც. დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მოთხოვ­ნა, აღ­ზ­რ­და რუ­სულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, აქაც იგი­ვეა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ეტაპ­ზე, მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას შე­უძ­ლია ქარ­თულ ენა­ზე მეტყ­ვე­ლე­ბა“, — გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს, აფხა­ზეთ­ში, საკ­მა­ოდ ბევ­რია სომ­ხუ­რი სკო­ლა. მათ აქვთ უფ­ლე­ბა, სომ­ხე­თი­დან შე­ი­ტა­ნონ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი სომ­ხუ­რი ენით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა. ქარ­თ­ვე­ლებს კი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ, სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე  ჩა­მორ­თ­მე­უ­ლი აქვთ არა მარ­ტო მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, არა­მედ გა­და­ად­გი­ლე­ბის, ცხოვ­რე­ბის, ად­გი­ლობ­რივ ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ხმის მი­ცე­მის და სხვა უფ­ლე­ბე­ბი. ეუბ­ნე­ბი­ან, რომ არ არი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რე­ბი და აიძუ­ლე­ბენ, აიღონ დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა, რაც საცხოვ­რე­ბელ კარ-მი­და­მო­ზე და ყო­ველ­გ­ვარ სა­კუთ­რე­ბა­ზე აკარ­გ­ვი­ნებს უფ­ლე­ბას. 
ნო­ნა შო­ნია: „ომის შემ­დეგ აღ­დ­გე­ნილ­მა სკო­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყეს ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­ულ პი­რო­ბებ­ში. მათ არ გა­აჩ­ნ­დათ არა­ნა­ი­რი სას­კო­ლო ნივ­თი, ინ­ვენ­ტა­რი, თუმ­ცა სკო­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ, პე­და­გო­გებ­მა,  მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ად­გილ­ზე მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (World ვizzion; და­ნი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის ლტოლ­ვილ­თა საბ­ჭო­ე­ბი, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში) მხარ­და­ჭე­რით, ნელ-ნე­ლა შეძ­ლეს შე­და­რე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა. გა­და­ი­ხუ­რა სას­კო­ლო შე­ნო­ბე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ გა­რე­მონ­ტ­და სარ­თუ­ლე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, სპორ­ტუ­ლი და სა­აქ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, სას­კო­ლო ბუ­ფე­ტე­ბი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­წეს­რიგ­და ღია სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ მო­ხერ­ხ­და ელექ­ტ­რო და წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თ­ვა, შე­ძე­ნილ იქ­ნა დგამ-ავე­ჯი, თუმ­ცა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არა­საკ­მა­რი­სია და ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი სკო­ლი­სათ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე იერ-სა­ხის მი­სა­ცე­მად, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სკო­ლის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რაც დიდ სიფ­რ­თხი­ლეს მო­ითხოვს. აფხა­ზუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია  სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს მო­უ­წო­დებს,  უარი თქვას ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან, „სხვა სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან“ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან“  გა­წე­ულ ყო­ველ­გ­ვარ დახ­მა­რე­ბა­ზე. ურ­ჩებს „ან­ტი­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ“  ქმე­დე­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი და ის­ჯე­ბი­ან.
 ის­ტო­რი­უ­ლი სა­მურ­ზა­ყა­ნოს — გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა აფხა­ზეთ­ში ოდით­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვით, ბავ­შ­ვე­ბი კი ყო­ველ­თ­ვის  ხა­სი­ათ­დე­ბოდ­ნენ გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბი­თა და ნი­ჭი­ე­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად სა­ო­კუ­პა­ციო და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის აკ­რ­ძალ­ვე­ბი­სა და გა­ტა­რე­ბუ­ლი მკაც­რი ზო­მე­ბი­სა,  დღე­საც დი­დია რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ლტოლ­ვა ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცი­სა­კენ. დაწყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­დან, გა­ლის რა­ი­ო­ნის ომამ­დე­ლი საზღ­ვ­რე­ბის სკო­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით აბა­რე­ბენ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და ხდე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი; წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ეროვ­ნულ საგ­ნობ­რივ ოლიმ­პი­ა­დებ­ში, „ევე­რეს­ტის“ მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ში, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ოლიმ­პი­ა­დებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, კონ­კურ­სებ­ში, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. სწავ­ლა­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბი ჯილ­დოვ­დე­ბი­ან ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, სი­გე­ლე­ბი­თა და დიპ­ლო­მე­ბით, ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბით, და­სას­ვე­ნებ­ლად და გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად იგ­ზავ­ნე­ბი­ან სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში.
აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის  49-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას აქვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და მი­სი ფორ­მის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა, ხო­ლო „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ით“ მშობ­ლებს აქვთ პრი­ო­რი­ტე­ტი, აირ­ჩი­ონ რა სა­ხის გა­ნათ­ლე­ბაც სურთ თა­ვი­ან­თი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი­სათ­ვის.“
აფხა­ზეთ­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხრივ, ვი­თა­რე­ბა ასე­თია: გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ნა­წი­ლი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ან არ აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას, ან სო­ხუ­მის აფხა­ზურ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბა­რებს, და­ნარ­ჩე­ნი კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ირ­ჩევს. ერ­თე­უ­ლე­ბი ირიცხე­ბი­ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც. სამ­წუ­ხა­როდ, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, რამ­დე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი აბა­რებს და აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას სო­ხუ­მის აფხა­ზურ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა აფხაზ მოს­წავ­ლე­ებს, მარ­თა­ლია მცი­რე ნა­წილს, მაგ­რამ მა­თაც აქვთ სურ­ვი­ლი, ის­წავ­ლონ თბი­ლის­ში, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან 250 აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დას, აქე­დან  120  სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და. ჩა­რიცხუ­ლებ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, ვრცელ­დე­ბა „ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად აკ­რე­დი­ტე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა (ბა­კა­ლავ­რე­ბი­სათ­ვის)“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი უფი­ნან­ს­დე­ბათ იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ და სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი მი­ი­ღეს გა­ლის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. გა­ლის რა­ი­ო­ნის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან კვლავ, და­ახ­ლო­ე­ბით,  200-250 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა.
გალ­ში არ­სე­ბულ უამ­რავ პრობ­ლე­მას თან ერ­თ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბის სირ­თუ­ლე, ვი­ნა­ი­დან იქ მყოფ ქარ­თ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას არ აქვს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი პას­პორ­ტე­ბი. გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად მათ აძ­ლე­ვენ „მეცხ­რე ფორ­მას“, რო­მელ­საც ვა­და გა­უ­ვი­და; რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებს, არა აქვთ ად­გი­ლობ­რივ ან ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და სხვა ბევ­რი რა­მის უფ­ლე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც აქ უდი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას  შე­ად­გენს, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა აქვს ჩა­მორ­თ­მე­უ­ლი. ბო­ლო წლებ­ში  გა­ლის რა­ი­ო­ნის თით­ქ­მის ყვე­ლა სო­ფელს აფხა­ზუ­რით შე­უც­ვა­ლეს სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ტო­პო­ნი­მი­კა, რაც ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლის­თ­ვის, ის­ტო­რი­უ­ლი სა­მურ­ზა­ყა­ნოს­თ­ვის — გა­ლის რა­ი­ო­ნის­თ­ვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.   
ნო­ნა შო­ნია: „ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ვა­ხერ­ხებთ ურ­თი­ერ­თო­ბას მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­თან და ვცდი­ლობთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ იქ სა­ხელ­მ­წი­ფო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას. თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის ად­ვი­ლი და  ბევრ საფ­რ­თხეს­თა­ნაა  და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მთავ­რი მი­ზა­ნი ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბაა, მშობ­ლი­უ­რი ქარ­თუ­ლი   და აფხა­ზუ­რი ენე­ბის დაც­ვა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ქარ­თ­ველ­თა და აფხაზ­თა შე­რი­გე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვაა, ამი­ტომ  არ ვა­კონ­კ­რე­ტებთ იმ ხშირ, უთ­ვა­ლავ შემ­თხ­ვე­ვას, რო­მე­ლიც გა­დაგ­ვი­ტა­ნია ჩვენ და ჩვენს მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას, მას­წავ­ლებ­ლებს   მუ­შა­ო­ბის  პე­რი­ოდ­ში. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის, აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა შე­რი­გე­ბი­სათ­ვის. ჩვენ აფხა­ზე­ბის­თ­ვის სამ­შ­ვი­დო­ბო ხე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს გაწ­ვ­დი­ლი: აფხა­ზი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა, პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ენის, არა­მედ აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის; მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა, სცე­ნა­ზე იდ­გ­მე­ბა აფხა­ზუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი, ტარ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც იკითხე­ბა აფხა­ზუ­რი ლექ­სე­ბი, აფხა­ზუ­რი ენა ის­წავ­ლე­ბა ენ­გურს აქეთ  ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბად აფხა­ზე­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­ში და მათ მშობ­ლებ­ში აგ­რე­სია, რომ აფხა­ზი ჩე­მი მტე­რია და მის ენას არ ვის­წავ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ არის. მთა­ვა­რია, თა­ვად აფხა­ზე­ბის მხრი­და­ნაც გად­მო­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი ჩვენ­კენ; ყო­ველ­თ­ვის მზად ვართ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის“.
გა­ლის რა­ი­ო­ნის ომამ­დელ საზღ­ვ­რებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბად სკო­ლებ­სა და სკო­ლამ­დელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კულ­ტუ­რულ-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლე­ბის შეზღუდ­ვის და ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის სა­კითხე­ბის  სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა.

25-28(942)N