გამოდის 1998 წლიდან
2018-03-29
ხარისხი — ეს­ტო­ნუ­რი სკო­ლის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი

18-22 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 სკო­ლის 29 პე­და­გო­გი ეს­ტო­ნეთ­ში სას­წავ­ლო ტურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. პე­და­გო­გე­ბი 5 და­მე­გობ­რე­ბულ ეს­ტო­ნურ სკო­ლა­ში ჯგუ­ფე­ბად გა­და­ნა­წილ­დ­ნენ. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ ეს­ტო­ნურ სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, გაკ­ვე­თი­ლებს, სას­კო­ლო გა­რე­მოს,  გაც­ნო­ბოდ­ნენ სკო­ლის მარ­თ­ვის სა­კითხებს და ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დო­ლო­გი­ურ რე­სურ­სებს.
ვი­ზი­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნი დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გე­ბის მი­ერ ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა და მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა იყო, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­ი­გეგ­მა. „მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, გაც­ნო­ბოდ­ნენ იმ წარ­მა­ტე­ბულ პრაქ­ტი­კებს და მო­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს და, შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მი­აღ­წი­ონ ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარ­ტებს, რაც მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა­სა და შე­დე­გებ­ზე აისა­ხე­ბა — ამ­ბობს იუნი­სე­ფის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ყუ­ფა­რა­ძე.
რო­გო­რია ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ეს­ტო­ნუ­რი სკო­ლა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი ეს­ტო­ნუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ამის შე­სა­ხებ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს თბი­ლი­სის მე-18 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ანა ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი. „ასეთს მა­ინც არ ვე­ლო­დი,“ —  ამ­ბობს ანა და დე­ტა­ლუ­რად გვაც­ნობს ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის მე­თო­დებს და იმ წარ­მა­ტე­ბის  გზას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თოა.
დე­ტა­ლე­ბი „ეს­ტო­ნუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან“ 
29 მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვით ტა­ლი­ნის სკო­ლებ­ში ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ეს­ტო­ნურ გაკ­ვე­თი­ლებს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ნა­ნახ­მა მო­ლო­დინს გა­და­აჭ­რა­ბა. სულ სა­უბ­რობ­დ­ნენ იმა­ზე, რომ ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მხრივ, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ, რად­გან მა­ინც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვე­ყა­ნაა, ასეთს მა­ინც არ ვე­ლო­დი. სკო­ლა, სა­დაც სა­მი დღე კო­ლე­გებ­თან ვი­ყა­ვი გამ­წე­სე­ბუ­ლი, ტა­ლი­ნის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლაა, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, ყვე­ლაფ­რით, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ან­მა და­იკ­ვეხ­ნოს. საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში დრო­ნე­ბიც კი დაფ­რი­ნავს, რო­მელ­საც გაკ­ვე­თი­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. გაკ­ვე­თილ­ზე თვალ­ში მომ­ხ­ვ­და  „ფუტ­კა­რი“, რო­მელ­საც 15 სან­ტი­მეტ­რით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია წინ, უკან და მარ­ცხ­ნივ იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც და­აპ­როგ­რა­მებ. ნივთს, თით­ქ­მის ყვე­ლა კლას­ში, ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყე­ნებს, ეს­ტო­ნუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლიც კი. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლემ უნ­და და­აპ­როგ­რა­მოს „ფუტ­კა­რი“ ისე, რომ მი­ვი­დეს „ა“ ასო­დან „ს“ ასომ­დე. მან უნ­და გა­მო­იც­ნოს, რამ­დე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბა მას მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. „ფუტ­კარს“, კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად, გე­ოგ­რა­ფი­ის, ის­ტო­რი­ის და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, მო­ცე­მუ­ლია მა­გა­ლი­თი  პა­სუ­ხე­ბით, მოს­წავ­ლე აპ­როგ­რა­მებს მას ისე, რომ სწორ პა­სუ­ხამ­დე მი­ვი­დეს, თან ამას დი­დი ხა­ლი­სით აკე­თებს.  ეს არის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა თა­მა­შით სწავ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა გვითხრეს, ბავ­შ­ვებს ჰგო­ნი­ათ, რომ თა­მა­შო­ბენ, არა­და, ამ დროს ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს სწავ­ლო­ბენ და ივი­თა­რე­ბენ. ამის გარ­და, აწყო­ბენ რო­ბო­ტებს, თი­თო­ე­უ­ლი ჭან­ჭი­კის და დე­ტა­ლის მორ­გე­ბა­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ფიქ­რო­ბენ, რაც, თა­ვის­თა­ვად ავი­თა­რებს მათ  აზ­როვ­ნე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას და რაც მთა­ვა­რია, ეს ხდე­ბა მუდ­მი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად.
მე­თო­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვერ გეტყ­ვით, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და ჩვენ ამ მე­თო­დე­ბით არ გვი­მუ­შა­ვია, მი­მარ­თუ­ლე­ბა მა­ინც ერ­თი გვაქვს — და­სავ­ლე­თის­კენ —  ჩვენც და ისი­ნიც. მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ში გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ხე­დავ, რომ ეს მე­თო­დი შენც შე­გიძ­ლია  გა­მო­ი­ყე­ნო უფ­რო მარ­ტი­ვად და ეფექ­ტუ­რად, და­გეგ­მო უფ­რო მე­ტად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მე­ტი მო­ტი­ვა­ციაა. მე, რო­გორც დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბელს, უფ­რო მი­მარ­ტივ­დე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან რამ­დე­ნი­მე სა­განს ვას­წავ­ლი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საგ­ნე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას უფ­რო იოლად ვა­ხერ­ხებ. ვას­წავ­ლი ქარ­თულს, მა­თე­მა­ტი­კას, ბუ­ნე­ბას, ხე­ლოვ­ნე­ბას და სპორტს.
ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც — არც ერთ გაკ­ვე­თილ­ზე არ მი­ნა­ხავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე. რო­ცა ამის შე­სა­ხებ ვი­კითხე, მითხ­რეს, რომ მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კლა­სი აქვთ გახ­ს­ნი­ლი, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი ასწავ­ლის და, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ეხ­მა­რე­ბა ლო­გო­პე­დი, ფსი­ქო­ლო­გი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და არა სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი (სპეც­პე­და­გო­გის ცნე­ბაც მათ­თ­ვის უცხოა). სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მთელ სკო­ლა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ კლა­სებ­ზე, სა­დაც სსსმ ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ. 
„დრო­ნე­ბი“ ტა­ლი­ნის ცა­ზე
ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იგ­რ­ძ­ნო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყე­ნებს, ცალ­კე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გაკ­ვე­თი­ლიც უტარ­დე­ბათ. ხუმ­რო­ბით ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლე­ბელ­მა რომ თა­ვი აარი­დოს ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი არ აძ­ლე­ვე­ნო, ისე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ისე­თი ხა­ლი­სით აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერ­სო. ამით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ერ­თო­ბი­ან კი­დე­ვაც და ასე თა­მაშ-თა­მა­შით სწავ­ლო­ბენ. მას­წავ­ლე­ბელს სპე­ცი­ა­ლუ­რად ჰყავს დამ­ხ­მა­რე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც მენ­ტო­რის როლს ას­რუ­ლებს. თუ­კი ის რა­ი­მე სირ­თუ­ლეს წა­აწყ­დე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბა. „დრო­ნის“ ფრე­ნა ქა­ლაქ­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია, რად­გან პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ფიქ­რო­ბენ, რომ ტა­ლი­ნის ცა­ზე მი­სი გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ სკო­ლა­ში მა­ინც იყე­ნე­ბენ და ამის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ექ­ს­კურ­სი­ებ­საც კი აწყო­ბენ ქა­ლაქ­გა­რეთ. გა­დი­ან ბუ­ნე­ბა­ში და იქ ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს. მი­ნი-„დრო­ნე­ბი“ კი საკ­ლა­სო ოთახ­ში დაფ­რი­ნავს.
მა­გა­ლი­თად, გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი მას ხე­დე­ბის გა­და­სა­ღე­ბად იყე­ნებს და მოს­წავ­ლე­ებს მარ­შ­რუ­ტე­ბის დად­გე­ნას აჩ­ვევს, ტქნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი — მას­შ­ტა­ბის დად­გე­ნას, დი­ზა­ი­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი კი „დრო­ნით“ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ფე­რებ­ში აშ­ლე­ვი­ნებს, რად­გან ზე­მო­დან გა­და­ღე­ბუ­ლი სულ სხვაგ­ვა­რად ჩანს.
პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სკო­ლის პი­რო­ბებ­ში
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა, ძი­რი­თა­დად, პრაქ­ტი­კა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა. ტა­ლი­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა კი, ვფიქ­რობ, ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აისა­ხე­ბა.
სკო­ლა თვალ­ში­სა­ცე­მად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია — არა­ვინ არა­ვის არ ეს­წ­რე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე და, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არა­ვინ არა­ვის ამოწ­მებს. ჩვენ­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა წი­ნას­წარ და­ი­გეგ­მოს გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­ზეც და­გეს­წ­რე­ბი­ან და შე­გი­ფა­სე­ბენ. გვითხ­რეს, რომ ასე­თი მიდ­გო­მა მათ 90-იან წლებ­ში გა­ი­ა­რეს და მა­ლე­ვე შეწყ­ვი­ტეს, რად­გან ამით სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გი ვერ მი­ი­ღეს. ამ­ბო­ბენ, რომ დი­დი დრო მიჰ­ქონ­და გა­უ­თა­ვე­ბელ დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას და გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელს ცო­ტა დრო რჩე­ბო­და.  ამი­ტომ დი­რექ­ტო­რი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის  გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა შეწყ­ვი­ტეს, ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ ეს პრო­ცე­სე­ბი აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ შე­დე­გებ­ზეა მინ­დო­ბი­ლი. იმის მი­ხედ­ვით მოწ­მ­დე­ბა, წლის ბო­ლოს რა შე­დეგ­ზე გა­იყ­ვანს კლასს. ამ­ბო­ბენ, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი მა­ინც უნ­და გა­ა­კე­თოს. კარ­გია თუ ცუ­დი პრო­ექ­ტი, ამის ინ­დი­კა­ტო­რად  მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­მოდ­გე­ბა. რაც უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლე აირ­ჩევს მას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად, ეს იმის დას­ტუ­რია, რომ პე­და­გოგ­მა კარ­გად იცის სა­გა­ნი და სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მარ­თავს სწავ­ლე­ბის პრო­ცესს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, მას­წავ­ლებ­ლის შემ­ფა­სე­ბე­ლი წლის ბო­ლოს კლა­სის შე­დე­გე­ბია. კარ­გი შე­დე­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლია.
პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლა ზრუ­ნავს — ცდი­ლობს და­ა­ფი­ნან­სოს ტრე­ნინ­გე­ბი. სკო­ლა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლია და ბი­უ­ჯეტ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით გან­კარ­გავს, არ არის მიბ­მუ­ლი სა­მი­ნის­ტ­რო­ზე, ანუ სის­ტე­მა მთლი­ა­ნად დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლა თა­ვად გეგ­მავს და წარ­მარ­თავს ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა ამის­თ­ვის, ძი­რი­თა­დად, ზაფხულს იყე­ნე­ბენ, და­ნარ­ჩენ დროს კი მთლი­ა­ნად სას­წავ­ლო პრო­ცესს და ბავ­შ­ვებს უთ­მო­ბენ.
ერ­თი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც,  შე­იძ­ლე­ბა, არც თუ ისე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნი­ოთ — ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ეც­ვა აკა­დე­მი­უ­რად (ქვე­და ბო­ლო და ბლუ­ზა), არც ერ­თი არ მი­ნა­ხავს შარ­ვ­ლით. ტა­ლი­ნე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლია, სპე­ცი­ფი­კუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი, ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს ქმნის.
საკ­ლა­სო გა­რე­მო
სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად ეს­ტო­ნეთ­შიც სა­მი სა­ფე­ხუ­რია — დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო, მაგ­რამ, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით,  მე-9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბა იქ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ხო­ლო მე-10 კლას­ში მხო­ლოდ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­და­დი­ან, ვი­საც სწავ­ლა უნ­და. მე-12 კლასს არა­ვინ ამ­თავ­რებს მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ ატეს­ტა­ტი აიღოს. ამი­ტო­მაც მე-9 კლა­სის გა­მოც­დე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლია.
საკ­ლა­სო ოთა­ხი ჩვე­ნი საკ­ლა­სო ოთა­ხის მსგავ­სია, იქაც დგას მას­წავ­ლებ­ლის მა­გი­და და მერ­ხე­ბი. თუმ­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ მა­გი­დას მხო­ლოდ ნივ­თე­ბის და­საწყო­ბად იყე­ნებს, რად­გან აქ­ტი­უ­რია და ჩარ­თუ­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც და ჯგუ­ფუ­რა­დაც, ასე­ვე წყვი­ლებ­ში. გაკ­ვე­თილ­ზე აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ელექ­ტ­რო­ნულ ტეს­ტებ­საც — პრო­ექ­ტორ­ზე გა­მო­დის მა­გა­ლი­თი ან სხვა აქ­ტი­ვო­ბა და მოს­წავ­ლემ პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რით უნ­და უპა­სუ­ხოს ან ამოხ­ს­ნას მა­გა­ლი­თი. ეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად შე­მა­ჯა­მე­ბელ გაკ­ვე­თი­ლად მი­იჩ­ნე­ვა და ხდე­ბა მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა. ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა, თით­ქ­მის, ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე ვნა­ხე, ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლის გარ­და. ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა გვითხ­რა, რომ ბავ­შ­ვე­ბი იმ­დე­ნად ხში­რად მო­იხ­მა­რენ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ მირ­ჩევ­ნია ფან­ქ­რით და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ო­ნო. ასე­თი და­ვა­ლე­ბა მის­ცათ (თუმ­ცა, თა­ვი­დან, ჩვენ ამას ცო­ტა სკეპ­ტი­კუ­რად შევ­ხე­დეთ) — და­ფა­ზე და­ი­ხა­ტა ძაღ­ლი, შემ­დეგ და­იშ­ტ­რი­ხა, თი­თო­ე­უ­ლი შტრი­ხი ისე უნ­და გა­ე­ფე­რა­დე­ბი­ნათ, რომ არ გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ სხვა შტრიხ­ში და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძაღ­ლის გა­სა­ფე­რა­დებ­ლად უნ­და შე­ერ­ჩი­ათ თბი­ლი, ხო­ლო გა­რე­მოს გა­სა­ფე­რა­დებ­ლად — ცი­ვი ფე­რე­ბი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი აქ­ტი­ვო­ბა აღ­მოჩ­ნ­და — ნა­წილს გა­უ­ჭირ­და შტრი­ხებ­ში ჩა­ტე­ვა, ნა­წილ­მა კი კარ­გად შეძ­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, და რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი ამ დროს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ. ზო­გა­დად, ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე, რო­მელ­საც და­ვეს­წა­რით, ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბას, მი­ნი­მუმ, 10 წუ­თი მა­ინც ეთ­მო­ბო­და.
კლას­ში მერ­ხე­ბი ორ ან სამ წყვი­ლა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. თუმ­ცა მე მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მხიბ­ლავს ასე­თი გან­ლა­გე­ბა. ჩემს კლას­ში სულ სხვა სის­ტე­მით მაქვს მერ­ხე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რუ­სუ­ლი ალ­ფა­ვი­ტის „П“ ფორ­მა, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­წ­რეს ქმნის. არ მიყ­ვარს, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის კე­ფას უყუ­რე­ბენ, ჩემ­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღე­ბია, რო­ცა ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს უყუ­რებს და ჩემ­თან პირ­და­პი­რი მზე­რი­თი კავ­ში­რი აქვთ. ასე­თი გან­ლა­გე­ბით თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მის­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს. ამ დროს ისიც გა­მო­რიცხუ­ლია, რომ ვი­ღაც უფ­რო ახ­ლოს ზის მას­წავ­ლე­ბელ­თან ან ვი­ღაც შორს, ვი­ღაც პირ­ველ მერ­ხ­ზე ან ბო­ლო მერ­ხ­ზე.
თა­ვი­სუ­ფა­ლია სკო­ლა, თა­ვი­სუ­ფა­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი
და თა­ვი­სუ­ფა­ლია მოს­წავ­ლე

ზო­გა­დად, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი იყო დავ­ს­წ­რე­ბო­დით გაკ­ვე­თი­ლებს და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­გორ ად­გე­ნენ კუ­რი­კუ­ლუმს. რა თქმა უნ­და, სას­წავ­ლო გეგ­მა აქვთ, მხო­ლოდ, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის წე­რა იქ აუცი­ლე­ბე­ლი არ არის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია გაკ­ვე­თი­ლის მო­ნა­ხა­ზი არ­სე­ბობს, მაგ­რამ, ეს­ტო­ნელ მას­წავ­ლე­ბელს, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს უფ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გეს სწავ­ლე­ბის პრო­ცესს. მა­გა­ლი­თად, გვითხ­რეს, რომ შე­უძ­ლი­ათ წელს გა­სავ­ლე­ლი პროგ­რა­მი­დან ერ­თი თე­მა აიღონ და ამა­ზე იმუ­შა­ონ. ამით ის ძი­რი­თა­დი მიდ­გო­მა და­ვი­ნა­ხე, რაც ეს­ტო­ნურ სკო­ლას აქვს — ერ­თი, მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნი და არა ბევ­რი და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხი. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან ვა­ჟა და გუ­რა­მიშ­ვი­ლი წლის ბო­ლოს ის­წავ­ლე­ბა და ძლივს მივ­დი­ვართ ხოლ­მე იქამ­დე. იქ, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ მარ­ტო „ილი­ა­ზე“ იმუ­შა­ონ — ერ­თი თე­მა აიღოს მას­წავ­ლე­ბელ­მა, ამა­ზე რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გი შე­ჯერ­დეს და იმუ­შა­ოს.  
რა­ტომ არ ირე­კე­ბა გაკ­ვე­თი­ლის დამ­თავ­რე­ბის მა­უწყე­ბე­ლი ზა­რი
კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც თვალ­ში მომ­ხ­ვ­და (თუმ­ცა, რო­ცა უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას კო­ლე­გე­ბი  შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გან­ვი­ხი­ლავ­დით, სხვა სკო­ლებ­ში ასე არ ყო­ფი­ლა), სკო­ლა­ში მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბის მა­უწყე­ბე­ლი „ზა­რი“ ირე­კე­ბო­და, ის­მო­და ნაწყ­ვე­ტი რო­მე­ლი­მე მე­ლო­დი­ი­დან, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ გაკ­ვე­თი­ლი და­იწყო, მაგ­რამ გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბას არც მე­ლო­დია და არც ზა­რი არ ამ­ც­ნობ­დათ, რად­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად გა­დაწყ­ვეტს, რა მო­მენ­ტ­ში და­ას­რუ­ლოს გაკ­ვე­თი­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს უსას­რუ­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს, მათ­თ­ვი­საც ორი­ენ­ტი­რი 45 წუთ­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ში­ნა­გა­ნად ისე­დაც გრძნო­ბენ. ამას არც არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებს და არც არა­ვინ იხე­დე­ბა სა­ა­თის ის­რებ­ზე, ყვე­ლა მშვი­დად ელო­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სად შეწყ­ვეტს აქ­ტი­ვო­ბას ან თე­მას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვერ ჩა­ა­ტია გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ დრო­ში (ჩვენ­თან ეს მო­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ხარ­ვე­ზად — მი­ნუ­სად ჩა­გით­ვა­ლონ, რა­ტომ ვერ მო­ას­წა­რი ზუს­ტად 45 წუთ­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა, ან თე­მის ბო­ლომ­დე ამო­წურ­ვა). ერთ-ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბი­სას მას­წავ­ლე­ბელს 15 წუ­თი დას­ჭირ­და იმის­თ­ვის, რომ 21-ე მოს­წავ­ლის კომ­პი­უ­ტე­რი ჩა­ერ­თო, ჩვენ, რა თქმა უნ­და, ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ღელ­ვეთ. მან კი გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან მშვი­დად გვითხ­რა, რომ ვერ მო­ას­წ­რო კი­დევ ერ­თი და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა პრობ­ლე­მა შე­უქ­მ­ნა — Wi-ფi-ის ვერ და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ არა უშავს, რად­გან ეს მას­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იცის, რომ ეს რის­კია და მზა­დაა ასე­თი რის­კე­ბის­თ­ვის, ამი­ტო­მაც მი­სი გაკ­ვე­თი­ლი ამ ჯერ­ზე, ერ­თი აქ­ტი­ვო­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა,  მთა­ვა­რია, რა­საც გა­ვა­კე­თებთ ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს.
„უს­ტა­ტუ­სო“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი
იქ მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სე­ბი არ აქვთ, მთა­ვა­რია სკო­ლამ მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ერთ-ერ­თი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გვითხ­რა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არა მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე, არა­მედ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოო. შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა მხო­ლოდ 10 სა­ა­თი აიღოს, სა­მა­გი­ე­როდ, იმის გა­კე­თე­ბა­ში და­მეხ­მა­როს, რაც ჩემ­ზე უკე­თე­სად იცის. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე მას მხო­ლოდ 10 სა­ა­თის სა­ფა­სურს კი არ ვუხ­დი, არა­მედ მეტს, ამით ჩვენ ერ­თად ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ სკო­ლის ხა­რისხს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სწო­რედ იმ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის  შე­დე­გია, რო­მე­ლიც ეს­ტო­ნურ სკო­ლებს აქვთ, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა  ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლია — ბი­უ­ჯეტ­საც თა­ვად გან­კარ­გავს და დი­რექ­ტორს შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს და­უ­წე­სოს ხელ­ფა­სი არა მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში, არა­მედ სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც, რო­მელ­საც სკო­ლის სა­სი­კე­თოდ გა­ა­კე­თებს. თუმ­ცა, ხელ­ფა­სით კმა­ყო­ფი­ლი არც ისი­ნი არი­ან,  რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ გვი­კითხავს, მაგ­რამ თუნ­დაც იქი­და­ნაც ჩან­და, რომ ამ­ბობ­დ­ნენ: აი, ფი­ნეთ­ში მას­წავ­ლე­ბელს რა მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი აქ­ვ­სო. ეს­ტო­ნე­ლე­ბი მუდ­მი­ვად ფი­ნეთს ედ­რე­ბი­ან, მა­თი სწო­რე­ბა ფი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზეა.
მე­თო­დი და ინო­ვა­ცია, რო­მე­ლიც უკ­ვე დავ­ნერ­გე
 მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თილს და­ვეს­წა­რი. აქამ­დე მა­თე­მა­ტი­კა მა­ინც უფ­რო ციფ­რებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და — რო­გორც წერ, ისე აღიქ­ვამ. მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა ჩა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც ციფ­რებ­თან ერ­თად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ან­ბან­თან. კლას­ში და­ა­რი­გა ფურ­ც­ლე­ბი, რო­მელ­ზეც გაკ­ვე­თილ­ზე მი­ცე­მუ­ლი მა­გა­ლი­თი და მი­სი პა­სუ­ხე­ბი ეწე­რა, ფურ­ც­ლებს ქვეშ მი­წე­რი­ლი ჰქონ­და რო­მე­ლი­მე ასო. პი­რო­ბი­თად, „გ“ ასო იწყებ­და და ამ­ბობ­და მა­გა­ლითს, რომ­ლის პა­სუ­ხი უნ­და მო­ე­ძებ­ნა და ეპო­ვა, რო­მელ ბავშვს ეჭი­რა. მოს­წავ­ლემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად უნ­და გა­ი­აზ­როს სწო­რი პა­სუ­ხი და თვა­ლი მი­ა­დევ­ნოს, რო­მელ ასოს უჭი­რავს ის. ეს ხდე­ბა ზე­პი­რად, მოს­წავ­ლეს ეს­მის და არ წერს — აქ­ტი­ვო­ბა მთლი­ა­ნად აგე­ბუ­ლია ზე­პირ აზ­როვ­ნე­ბა­ზე. ერ­თი შე­ხედ­ვით მარ­ტი­ვი მე­თო­დი, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­თან, ერ­თ­დ­რო­უ­ლად ბევრ უნარს უვი­თა­რებს მოს­წავ­ლეს. ბავ­შ­ვებს ხში­რად უჭირთ ზე­პი­რად წარ­მო­იდ­გი­ნონ და გი­პა­სუ­ხონ, მა­გა­ლი­თად, რო­გორ იწე­რე­ბა 95. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ვი­გე, რო­მელ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია უკეთ ზე­პი­რად აზ­როვ­ნე­ბა, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, სად გვაქვს ჩა­ვარ­დ­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას.
ცო­ტა და ხა­რის­ხი­ა­ნი
ეს არის ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რაც ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან წა­მო­ვი­ღე. რო­გორც აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, მუდ­მივ ფა­ცი-ფუც­ში ვარ, იქი­დან ჩა­მოს­ვ­ლის მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ სჯობს ვი­ყო მშვი­დი და ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, გა­ვა­კე­თო ერ­თი და ხა­რის­ხი­ა­ნი, თუნ­დაც ერ­თი სიტყ­ვა ვას­წავ­ლო მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავშვს, სა­მა­გი­ე­როდ ისე, რომ არა­სო­დეს და­ა­ვიწყ­დეს, ვიდ­რე ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი და­ა­მახ­სოვ­რ­დეს. ამის გარ­და, მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი, რაც ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან ვის­წავ­ლე, ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა. არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის მო­საწყე­ნი არ უნ­და გახ­დეს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად, მე­ტი ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა, რაც ხში­რად ხმა­ურს იწ­ვევს, მაგ­რამ ეს სა­გაკ­ვე­თი­ლო ხმა­უ­რია და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სო პრო­ცე­სი.
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის  „მო­პა­რუ­ლი“ დრო
ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ჩვე­უ­ლი წუ­წუ­ნი გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ მა­ინც ვიტყ­ვი, რომ სქე­მა ძა­ლი­ან გვირ­თუ­ლებს ცხოვ­რე­ბას და ბევრ დროს გვარ­თ­მევს, უმ­ჯო­ბე­სია ეს დრო ისევ ბავ­შ­ვებს და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს მო­ვახ­მა­როთ. ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბიც ამას ფიქ­რო­ბენ. ასე­თი რამ გვითხ­რეს: ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში, რო­მელ­საც მშო­ბე­ლი ყო­ველ­დღე ხე­დავს (ამას კონ­ტ­როლს სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე უწევს), ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, მოს­წავ­ლის ნიშ­ნის გას­წ­ვ­რივ დავ­წე­როთ კო­მენ­ტა­რი,  სიტყ­ვი­ე­რი გან­მარ­ტე­ბა, რა­ტომ დავ­წე­რეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი ნი­შა­ნი. ჩვენ გვირ­ჩევ­ნია ამა­ზე და­ი­ხარ­ჯოს მას­წავ­ლებ­ლის დრო და გა­ა­გე­ბი­ნოს მშო­ბელს რა­ზე დას­ვა წერ­ტი­ლი, რა შეც­დო­მა ან რა მიღ­წე­ვა ჰქონ­და მის შვილს, სიტყ­ვი­ე­რად გა­ნუ­მარ­ტოს, ვიდ­რე აკე­თოს საქ­მე, რო­მე­ლიც არაფ­რის მომ­ცე­მია.
თა­ვი­დან  რომ ვიწყებ­დე, აუცი­ლებ­ლად დავ­ფიქ­რ­დე­ბო­დი
2009 წლი­დან ვმუ­შა­ობ სკო­ლა­ში, მას­წავ­ლებ­ლო­ბა მა­რი ბრო­სეს ქარ­თულ-ფრან­გულ კო­ლეჯ­ში და­ვიწყე. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე სწავ­ლის დროს გა­დავ­წყ­ვი­ტე, რად­გან ვი­ფიქ­რე, ყვე­ლა­ზე კარ­გად სწავ­ლას სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმს შე­ვუ­თავ­სებ­დი. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდ დროს და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მო­ითხოვს, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სტა­ტუ­სიც კი შე­ვი­ჩე­რე, რად­გან ერ­თ­დ­რო­უ­ლად ამ­დე­ნი რა­მის კე­თე­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. 2012 წელს გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, რა­თა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა,  ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბით ხომ არ ვვნებ ვინ­მეს, ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მო­ითხოვს. 20 წლის ასაკ­ში ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან იოლად მი­ვი­ღე. ახ­ლა თა­ვი­დან რომ ვიწყებ­დე, აუცი­ლებ­ლად დავ­ფიქ­რ­დე­ბო­დი, რა რთულ საქ­მეს ვე­ჭი­დე­ბი.
ჩა­ვა­ბა­რე საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და დაწყე­ბი­თე­ბის სა­მი­ვე სა­გან­ში და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. ჩემს თავს კი­დევ ერ­თხელ და­ვუ­დას­ტუ­რე, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა შე­მიძ­ლია.  დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან მომ­წონს მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც მინ­და ვა­კე­თო. ხში­რად, რო­ცა ხუმ­რო­ბით მე­კითხე­ბი­ან, დი­რექ­ტო­რო­ბა არ გინ­დაო? კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვპა­სუ­ხობ, რომ არა. იმი­ტომ, რომ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა ბავ­შ­ვებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­რე­შე. ვე­რა­სო­დეს ვი­მუ­შა­ვებ­დი მა­გა­ლი­თად ბან­კ­ში ოპე­რა­ტო­რად, რად­გან შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის და იმ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­რე­შე, რა­საც სკო­ლა მაძ­ლევს, სამ­სა­ხუ­რი ინ­ტე­რესს კარ­გავს. მას­წავ­ლებ­ლო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა გა­მაბ­რა­ზონ და გა­მა­ნაწყე­ნონ. ერ­თხელ ჩემ­მა სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­მა ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან გა­ა­ნაწყე­ნა, გავ­ბ­რაზ­დი და ჩავ­შა­ლე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც შო­კო­ლა­დით უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. შო­კო­ლა­დის ფი­ლა ნაგ­ვის ყუთ­ში ჩა­ვაგ­დე და გა­მო­ვაცხა­დე: — დღეს შო­კო­ლადს არ შე­ჭამთ არც თქვენ და არც მე, რად­გან ამას არ ვიმ­სა­ხუ­რებთ! ეს ისე­თი შო­კი იყო, ალ­ბათ, აღა­რა­სო­დეს იტყ­ვი­ან იმ სიტყ­ვას, რომ­ლის გა­მოც მას­წავ­ლე­ბე­ლი ასე გა­ა­ნაწყე­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა და 12-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­სა, ვფიქ­რობ, ამ პრო­ფე­სი­ის­თ­ვის გარ­ჯა ნამ­დ­ვი­ლად ღირს.

ესაუბრა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N