გამოდის 1998 წლიდან
2018-03-22
სქე­მის მოქ­ნი­ლო­ბის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი

მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფ­სი­უ­ლი გა­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქემა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით მას­წავ­ლებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უმ­ცირ­დე­ბათ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი. ერთ-ერ­თი ცვლი­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი­დან ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რს შე­ეხება — უფ­როს/წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას აღარ გეგ­მავს, სტა­ტუ­სი შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა.
რამ გა­ნა­პი­რო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მელ კომ­პო­ნენ­ტებს შე­ე­ხე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.

— რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, სქე­მა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა
— სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც უფ­რო და უფ­რო იხ­ვე­წე­ბა და მოქ­ნი­ლი ხდე­ბა. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სებს, ვა­ტა­რებთ მო­ნი­ტო­რინგს, შე­დე­გე­ბის ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვამ­ზა­დებთ წი­ნა­და­დე­ბებს სა­მი­ნის­ტ­რო­ში წარ­სად­გე­ნად. სა­მი­ნის­ტ­რო გა­ნი­ხი­ლავს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვა­დაც შე­აქვს ცვლი­ლე­ბე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, შე­ჯე­რე­ბულ ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს წარ­ვუდ­გენთ მთავ­რო­ბას და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სქე­მა კომ­პ­ლექ­სუ­რია და ძა­ლი­ან ბევრ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს, მათ შო­რის, ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ს­აც, რომ­ელიც ჩვენს ცენტრს არ ეხე­ბა. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სფე­როა, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რა, რაც მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტ­როს პრე­რო­გა­ტი­ვაა, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა და პრო­ფე­სი­ი­დან გას­ვ­ლა, რო­მე­ლიც, ასე­ვე, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის პო­ლი­ტი­კის მიღ­მაა. ასე რომ, ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ვი­მოქ­მე­დოთ. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა სწო­რედ ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის­კენ — მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. სქე­მა­ში ამ კომ­პო­ნენტს დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა და ამი­ტო­მაც ჩვე­ნი უშუ­ა­ლო ფუნ­ქ­ციაა, სწო­რედ ეს კომ­პო­ნენ­ტი იხვ­ეწე­ბო­დეს თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს ძა­ლი­ან ცოცხა­ლი, კომ­პ­ლექ­სუ­რი და ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ცე­სია. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რომ მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ად­ვილ­დეთ სქე­მა­ში ოპე­რი­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­დეთ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მივ­დი­ვართ პრო­ცე­სის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვამ­ზა­დებთ ისეთ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, მთლი­ა­ნად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი იყოს პრო­ცე­სი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მოთხოვ­ნა და სა­ჭი­რო­ე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ფიქ­სირ­დე­ბა სის­ტე­მა­ში. მა­გა­ლი­თად, გა­ივ­ლის ტრე­ნინგს — ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად აისა­ხე­ბა პროგ­რა­მა­ში და ა.შ., რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს იმ ტვირთს, რა­საც ჰქვია პრო­ფე­სი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის  და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის მომ­ზა­დე­ბა/დას­კა­ნე­რე­ბა, ატვირ­თ­ვა და ა.შ.

— უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ გვითხ­რათ, რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბა­ში?
— მარ­ტივ­დე­ბა პე­და­გო­გის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, მო­ცუ­ლო­ბით უფ­რო მოქ­ნი­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი ხდე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა პე­და­გო­გის­თ­ვის ამა თუ იმ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სის გავ­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. თა­ვის­თა­ვად, დო­კუ­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მცირ­დე­ბა, 32 აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო 68 დო­კუ­მენ­ტი 40-მდე შემ­ცირ­დე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, ში­ნა­არ­სიც უფ­რო დახ­ვე­წი­ლი გახ­დე­ბა. სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ისიც, რომ თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ტრე­ნინგს გა­ივ­ლის, მას აღარ მო­უ­წევს მი­სი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ატ­ვირ­თ­ვა, რად­გან ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვად ცენ­ტ­რი ატ­ვირ­თავს. აქამ­დე, ცენ­ტ­რი აძ­ლევ­და მას­წავ­ლე­ბელს ტრე­ნინ­გის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს, რო­მელ­საც შემ­დეგ ის ას­კა­ნე­რებ­და და ტვირ­თავ­და. ახ­ლა გვაქვს იმის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ცენ­ტ­რ­მა თვი­თონ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სერ­ტი­ფი­კა­ტის ატ­ვირ­თ­ვა eSchool-ის სის­ტე­მა­ში. მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო თა­მამ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დ­გამთ და ყო­ველ წელს შევ­თა­ვა­ზებთ სი­ახ­ლე­ებს. ამ სის­ტე­მის აწყო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევრ ტექ­ნი­კურ სიძ­ნე­ლეს­თან, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მინ­და და­ვარ­წ­მუ­ნო ყვე­ლა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა. პრინ­ციპ­ში, ეს იყო ის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც პე­და­გო­გებს არ მოს­წონ­დათ, რად­გან  საქ­მეს ურ­თუ­ლებ­დათ.
რო­ცა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გან­ვი­თარ­დე­ბა და შე­მოვ­ლენ გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბი, რა თქმა უნ­და, მათ­თან გავ­ლი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სე­ბიც ჩა­ეთ­ვ­ლე­ბათ პე­და­გო­გებს, რაც, ასე­ვე, ავ­ტო­მა­ტუ­რად აიტ­ვირ­თე­ბა სის­ტე­მა­ში.

— რად­გან დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას შე­ვე­ხეთ, აქ­ვე გკითხავთ, რა ეტაპზეა?
— ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცეს­ში ვართ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წი­ნა წე­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის წე­ლი იყო და ამ რე­ჟიმ­ში გა­ვე­ცით რამ­დე­ნი­მე გრან­ტი სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის იყო, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ასე­ვე, იყ­ვ­ნენ ასო­ცი­ა­ცი­ე­ბიც, რად­გან აქ­ტი­უ­რად ვუ­ჭერთ მხარს საგ­ნობ­რივ ასო­ცი­ა­ცი­ებს და გვინ­და, ჩავ­რ­თოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.  გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ, შე­ვა­ჯა­მეთ და ანა­ლი­ზი წარ­ვუდ­გი­ნეთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, პი­რა­დად მი­ნის­ტ­რ­თან გვქონ­და ამ თე­მის გან­ხილ­ვა. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი და­დე­ბი­თად შე­ფას­და, თუმ­ცა გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის დახ­ვე­წაც გვინ­და. მა­გა­ლი­თად, სა­მი­ნის­ტ­რომ გვთხო­ვა, უფ­რო მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მა შევ­თა­ვა­ზოთ ხა­რის­ხის კუთხით — რო­გორ გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს ცენ­ტ­რი გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. თა­ვის­თა­ვად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ცენ­ტ­რია პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხა­რის­ხ­ზე — რად­გან ჩვენ ვა­ნი­ჭებთ პრო­ვა­ი­დერს ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბი­სა და კრე­დი­ტის მი­ნი­ჭე­ბის უფ­ლე­ბას, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ჩვენ ვა­გებთ პა­სუხს მათ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სის ხა­რის­ხ­ზეც. სწო­რედ ახ­ლა ვმუ­შა­ობთ იმაზე, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­გორ შე­ა­მოწ­მებს ცენ­ტ­რი გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბის საქ­მიანობას. სა­ბო­ლო­ოდ შე­ჯე­რე­ბულ ვა­რი­ანტს სა­მი­ნის­ტ­როს წარ­ვუდ­გენთ და ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყ­ვეტთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის  პრო­ცე­სი. სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ეს წე­ლიც პი­ლო­ტი­რე­ბის წე­ლია. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ერ­თი წე­ლი ცო­ტაა ასეთ სე­რი­ო­ზულ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიმ­დი­ნა­რე წელ­საც პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას. ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ წლე­ბის წინ დაწყე­ბუ­ლი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. ამი­ტომ არ გვინ­და, ჩვენც იგი­ვე შეც­დო­მა გა­ვი­მე­ო­როთ. 

— ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს ცვლი­ლე­ბა?
— სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ვი­ღეთ, რომ სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნი­ეთ, უფ­რო­სი და წამ­ყ­ვანი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მოგ­ვეხ­ს­ნა ის წნე­ხი, რო­მელ­საც სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა უქ­მ­ნი­დათ. მა­გა­ლი­თად, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად 13 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, ხო­ლო წამ­ყ­ვანს — 19. ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, უკ­ვე აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამით პე­და­გო­გებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, კი­დევ მე­ტად იფიქ­რონ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი იყ­ვ­ნენ ამ არ­ჩე­ვან­ში.

— რა­კი სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აღარ მო­უ­წევთ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, ხომ არ და­ე­კის­რე­ბათ  რა­ი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა? 
— თა­ვის­თა­ვად, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არა­ფერს აღარ გა­ა­კე­თე­ბენ. არის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია ამ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ჩვენ ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად მი­ვა­დევ­ნებთ თვალს თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, რა აქ­ტი­ვო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.
  სი­ახ­ლე შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­საც. გვინ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი იმ პე­და­გო­გებს, ვინც ზრუ­ნა­ვენ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე, რომ რაც შეიძლება მოკ­ლე დრო­ში გა­და­ვიდ­ნენ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე და უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვონ. ამი­ტომ, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს არ შე­ეძ­ლო წე­ლი­წად­ში 5 კრე­დიტ­ქუ­ლა­ზე მე­ტის დაგ­რო­ვე­ბა, მო­იხ­ს­ნა, ახ­ლა მას შე­უძ­ლია მე­ტი კრე­დიტ­ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა, რაც სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლას და­აჩ­ქა­რებს. 
ამის გარ­და, სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ისიც, რომ და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე წარ­დ­გე­ნილ კან­დი­დატს — პე­და­გოგს, რო­მე­ლიც და­აგ­რო­ვებს შე­სა­ბა­მის კრე­დიტ­ქუ­ლას იმის­თ­ვის, რომ გა­და­ი­ნაც­ვ­ლოს შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე, დას­ჭირ­დე­ბა სკო­ლის (დი­რექ­ტო­რის) და­ხა­სი­ა­თე­ბა. ეს არის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი იმის­თ­ვის, რომ  მი­სი არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი მზა­ო­ბა გან­ვ­საზღ­ვ­როთ, არა­მედ ის თვი­სე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის­თ­ვის არანაკლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

— შე­ე­ხო თუ არა ცვლი­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს?  
— ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სკო­ლებს კი­დევ უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს მთლი­ა­ნად სკო­ლე­ბი და­ა­კომ­პ­ლექ­ტე­ბენ. კას­კა­დუ­რი ტრე­ნინ­გე­ბის რე­ჟი­მი­დან, რო­მელ­საც ვა­ტა­რებ­დით შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის,  კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დავ­დი­ვართ და ამა­ში აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თავთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­საც. მათ­თან ერ­თად გან­ვ­საზღ­ვ­რავთ სა­ჭი­რო­ე­ბებს — რო­მელ სკო­ლას, რო­მელ მას­წავ­ლე­ბელს რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს და სწო­რედ ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გათვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ვახ­დენთ წერ­ტი­ლო­ვან ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს, და გა­ვუ­წევთ კონ­სულ­ტი­რე­ბას. პრო­ცეს­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ იქ, სა­დაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა კარ­გია, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ირ­ჩე­ვენ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ კარ­გად მუ­შა­ო­ბენ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს სკო­ლე­ბი, სა­დაც უჭირთ ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში და შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­შიც ნაკ­ლე­ბად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხალ­ხი ჰყავთ შერ­ჩე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, ზო­გი ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა ამ კომ­პო­ნენტს და არ­ჩევს იმის მი­ხედ­ვით, ვი­საც მე­ტი დრო აქვს. მათ მე­ტად და­ვეხ­მა­რე­ბით და გა­ვუ­წევთ შე­სა­ბა­მის კონ­სულ­ტი­რე­ბას. ასე­ვე, ხელს შე­ვუწყობთ იმ სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც კარ­გად არ­თ­მე­ვენ თავს ამ კომ­პო­ნენტს და გარ­კ­ვე­უ­ლი წინ­ს­ვ­ლაც აქვთ, გა­მოც­დი­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე სკო­ლებს გა­უ­ზი­ა­რონ.  

— სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ სკო­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი გა­იზ­რ­დე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად ზრდის ნდო­ბას. რას გვეტყ­ვ­ვით ამის შე­სა­ხებ?
— ზო­გა­დად, თვი­თონ სქე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სკო­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდას­თან ერ­თად, პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მაც მთლი­ა­ნად სკო­ლებ­ში გა­და­ვი­დეს და იქ ბა­ზი­რე­ბულ სის­ტე­მე­ბად იქ­ცეს. შე­იძ­ლე­ბა სკო­ლას პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სის­ტე­მა ჰქონ­დეს. ასე მო­ვი­აზ­რებთ მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და უცხო­ე­თის გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სწო­რედ სკო­ლის ბა­ზა­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბია. რა თქმა უნ­და, ცენ­ტ­რი მო­მა­ვალ­ში ხელს შე­უწყობს სკო­ლებს, რომ სის­ტე­მებ­მა გა­მარ­თუ­ლად იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რონ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, ერ­თი და ორი წე­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ ეყო­ფა, ამი­ტო­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გეგ­მა­ზო­მი­ე­რი და უწყ­ვე­ტი უნ­და იყოს.

— აისა­ხე­ბა თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი სქე­მა­ში?
— არ­სე­ბუ­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, ამ ეტაპ­ზე, არ მო­ი­აზ­რებს სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს. მათ­თ­ვის შე­იქ­მ­ნე­ბა ბევ­რად უფ­რო გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი/გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სქე­მა, რო­მელ­ზეც ამ­ჟა­მად მი­დის მუ­შა­ო­ბა. კონ­კ­რე­ტი­კის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ბევ­რი რამ შე­სა­თან­ხ­მე­ბე­ლია, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ვი­ტანთ სამ­ს­ჯავ­რო­ზე. აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვა, პე­და­გო­გებს შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს მო­ნა­ხაზს, შე­სა­ბა­მი­სად, გვინ­და მათ­გან მი­ვი­ღოთ უკუ­კავ­ში­რი.
 
— ცო­ტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბის და­ნერ­გ­ვის შე­სა­ხებ. რო­გორ აისა­ხე­ბა სქე­მა­ში  და დად­გინ­და თუ არა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის ოდე­ნო­ბა?
— დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა „ათასწლეულის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია. ამ­ჟა­მად უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბის ონ­ლა­ინ კურ­სე­ბად გარ­დაქ­მ­ნა­ზე ვმუ­შა­ობთ. სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ცენ­ტ­რი რაც შეიძლება მოკ­ლე ვა­დებ­ში შე­ეც­დე­ბა ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბას. ცენ­ტ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს ამ კომ­პო­ნენტს და გაზ­რ­დის მის როლ­საც, მას­შ­ტაბ­საც და მო­ცუ­ლო­ბა­საც, და­ვიწყებთ STჶმ  მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნე­ბით და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ საგ­ნებ­ზეც გა­და­ვალთ. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი გა­აგ­რ­ძე­ლებს ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გებს, რად­გან მდგრა­დო­ბის კომ­პო­ნენ­ტი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გვაქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი და აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნილ რო­გორც ტექ­ნი­კურ, ისე ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გროვ­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გა­მოგ­ვად­გე­ბა.  
რაც შეე­ხე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის ონ­ლა­ინ მო­დულს, მო­ი­პო­ვებს კრე­დიტ­ქუ­ლას.
ჩვენ ვა­პი­რებთ, ეს პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­შიც, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სი­დან, ფი­ზი­კის კარ­გ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­როს უშ­გულ­ში ორ მოს­წავ­ლეს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­რო და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა დე­ფი­ცი­ტურ სკო­ლებ­ში, სწო­რედ მათ­გან და­ვიწყებთ და შემ­დეგ ნელ-ნე­ლა გა­ვა­ფარ­თო­ებთ.

— ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და გკითხავთ იმ სი­ახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბას ეხე­ბა?
— მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა წლე­ბის წინ და­ი­გეგ­მა, მაგ­რამ პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. ახ­ლა ჩა­ით­ვა­ლა, რომ ეს აუცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­როა რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ასე­თი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა ახალ­ცი­ხე­ში, ზუგ­დიდ­ში,  ოზურ­გეთ­სა და თე­ლავ­ში. ვიწყებთ ახალ­ცი­ხით, უკ­ვე მზა­დაა პრო­ექ­ტი, მო­ძებ­ნი­ლია ად­გი­ლიც და მა­ლე ტენ­დე­რი გა­მოცხად­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სახ­ლე­ბი, სივ­რ­ცე, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღებს მას­წავ­ლე­ბე­ლი (მა­გა­ლი­თად, ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხით, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­რე პრო­ვა­ი­დე­რებ­მაც ისარ­გებ­ლონ), ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­ს­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ სკო­ლე­ბი, ჩა­ა­ტა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს. რაც მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბის სახ­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი და ექ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ბიბ­ლი­ო­თე­კა რო­გორც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი, ისე წიგ­ნა­დი ფონ­დი. თა­ვის­თა­ვად, ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სივ­რ­ცე გა­მო­ა­ცოცხ­ლებს რე­გი­ონს და მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ა­საც გაზ­რ­დის.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N