გამოდის 1998 წლიდან
2018-03-15
ერ­თი გვერ­დი ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­იდ­გან

 

 

თა­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას, უკ­ვე შე­ფა­სე­ბუ­ლია. მა­შინ ყვე­ლა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი იყ­ვ­ნენ, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და — 29 წლის შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე.
სწო­რედ შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მეც­ნი­ე­რი იყო ჩარ­თუ­ლი იმ ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც კე­რენ­ს­კის­თან შე­ვი­და და ნე­ბარ­თ­ვა აიღო. არც ერთ ინ­ს­ტან­ცი­ას არ ტო­ვებ­დ­ნენ, ოღონდ ეს საქ­მე გა­ე­ტა­ნათ. დი­დი ბრძო­ლით, მაგ­რამ მა­ინც გა­ი­მარ­ჯ­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საქ­მე უკუღ­მა წა­ვი­და, ამ თა­ო­ბის მცდე­ლო­ბამ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. დღეს ჩვენ გვაქვს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
ეს თა­ო­ბა, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, სა­ფუძ­ველს უყ­რი­და იმ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მელ­ზეც ჩვენ ვოც­ნე­ბობთ და რო­მე­ლიც დღეს გვინ­და რომ გვქონ­დეს — მა­გის­ტ­რა­ტუ­რა, დოქ­ტო­რან­ტუ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ღი­რე­ბუ­ლე­ბის დიპ­ლო­მი და ა.შ., ჯერ კი­დევ მა­შინ ყა­ლიბ­დე­ბო­და. კო­მუ­ნის­ტებ­მა და უვიც­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს წლე­ბი და­ა­კარ­გ­ვი­ნეს. იმ თა­ო­ბის მიზ­ნე­ბი რომ ბო­ლომ­დე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, დღეს ჩვე­ნი დიპ­ლო­მი არა­ვის და­სა­წუ­ნი არ იქ­ნე­ბო­და. შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძემ, რო­დე­საც ის ევ­რო­პი­დან დაბ­რუნ­და, ბრძა­ნა: „ჩვენ არ გვაქვს საქ­მე ისე, რომ ქე­დი მო­ვი­ხა­როთ ევ­რო­პის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის წი­ნა­შე. ჩვენ თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია, მათ ვე­სა­უბ­როთ, რო­გორც თა­ნას­წო­რი თა­ნას­წორს“. იგო­ნე­ბენ კი­დეც, რომ სე­მი­ნა­რი, რო­მე­ლიც და­ა­არ­სა შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძემ და რო­მელ­ზეც გა­ი­ზარ­და ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის მთე­ლი თა­ო­ბა, ტოლს არ უდებ­და ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წამ­ყ­ვან მეც­ნი­ერ­თა სე­მი­ნა­რებს. ისი­ნი მუ­შა­ობ­დ­ნენ ევ­რო­პულ დო­ნე­ზე და შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სა­დაც კი.

თა­მარ ნუ­ცუ­ბი­ძე, პრო­ფე­სო­რი

მე არ მინ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი —  ეს ყვე­ლა გო­ნი­ერ ქარ­თ­ველ მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის ცხა­დი და უდა­ვოა; არც მი­სი გახ­ს­ნის იდე­ის ჩა­სახ­ვა­ზე მო­გახ­სე­ნებთ და ამ იდე­ის პირ­ველ მოტ­რ­ფი­ა­ლე­თა მა­ღალ გა­ტა­ცე­ბა­ზე; მე მინ­და დღე­ვან­დელ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ზე­ი­მის დღეს მო­ვა­გო­ნო ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტო­ბას და ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აურ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვია პეტ­როგ­რად­ში ქარ­თ­ველ მო­წი­ნა­ვე ელე­მენ­ტე­ბის გან­ზ­რახ­ვამ.
„კე­რენ­შ­ჩი­ნის“ ეპო­ქა იყო. რუ­სე­თი ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ვერ დაშ­ლი­ლი­ყო და პე­რი­ფე­რი­ებს ცენ­ტ­რი გა­ნა­გებ­და. მარ­თა­ლია, მთავ­რო­ბას სა­თა­ვე­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უდ­გ­ნენ, მაგ­რამ ის ხა­ნა იყო რუ­სე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა, რო­დე­საც პა­ტა­რა და დი­დი ერე­ბის სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი მა­ღალ და სა­კა­ცობ­რიო მიზ­ნე­ბის მიღ­მა თა­ვის სამ­შობ­ლოს ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ. ასეთ დროს მო­ვი­და პეტ­როგ­რად­ში ცნო­ბა, რომ პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ღა­ცა გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლა და ამ პო­ლი­ტი­კუ­რად და კულ­ტუ­რუ­ლად „უსუ­სურ“ ერს უნი­ვერ­სი­ტეტს უხ­ს­ნის. კერ­ძოდ, მეც მი­ვი­ღე ბა­რა­თი პროფ. აკ. შა­ნი­ძის­გან, სა­დაც იგი მა­ვა­ლებ­და თვალ­ყუ­რი მე­დევ­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბე­დის­თ­ვის.
საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნის ნე­ბარ­თ­ვას. „ოზა­კო­მი“ ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ თით­ქოს არ წა­სუ­ლი­ყო აქ ად­გი­ლობ­რივ, მაგ­რამ ცენ­ტ­რი­სათ­ვის მა­ინც შე­უ­ფე­რე­ბელ დას­კ­ვ­ნე­ბით  ამ ამ­ბავ­მა სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შექ­მ­ნა.
რუ­სის პატ­რი­ო­ტე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი პო­ლი­ტი­კუ­რი რწმე­ნი­სა, გა­ფა­ცი­ცე­ბით თვალ­ყურს ადევ­ნებ­დენ კავ­კა­სი­ას სა­ზო­გა­დოდ და კერ­ძოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ყო­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ამა­თი „მე­ო­ბის“ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მოვ­ლე­ნად მი­აჩ­ნ­დათ და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ცნო­ბა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბი­სათ­ვის იქ ყუმ­ბა­რა­სა­ვით გას­კ­და.
— რა სა­ჭი­როა თქვენ­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ისიც გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი? შე­კა­ვე­ბუ­ლი სიბ­რა­ზით მე­უბ­ნე­ბო­დენ უფ­რო თა­ვა­ზი­ა­ნი რუ­სე­ბი, თუ მა­ინც და მა­ინც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ერ­თი ამი­ერ-კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ თქვენ შე­ით­ვი­სებთ ევ­რო­პის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას.
—  ეს მი­უ­ტო­ვე­ბე­ლი სე­პა­რა­ტიზ­მია აკა­დე­მი­ურ ქურ­ქ­ში გახ­ვე­უ­ლი. გიც­ნობთ რაც ბრძან­დე­ბით თქვენ ქარ­თ­ვე­ლე­ბი — აშ­კა­რა მტრო­ბით მე­უბ­ნე­ბო­დენ თავ-შე­უ­კა­ვე­ბე­ლი „მო­ზუბ­რე“ კა­დე­ტე­ბი.
გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი ვი­ნა­ხუ­ლე. მან ნა­ძა­ლა­დე­ვი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით მი­მი­ღო. შეს­ვ­ლი­სას წა­მოდ­გა და არც თვი­თონ დაჯ­და არც მე და­მა­ჯი­ნა. ასე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მი­კითხავ­და ლექ­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნა­ყო­ფო და მო­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­უდ­გამს „ზო­გი­ერთ ქარ­თ­ველ ინ­ტე­ლი­გენ­ტებს“.
— სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სთქვა მი­ნის­ტ­რ­მა, რო­დე­საც ჩე­მი პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნა, თქვენ არც მეც­ნი­ე­რუ­ლი ენა გაქვთ, არც ტერ­მი­ნო­ლო­გია. იფიქ­რეთ რამ­დე­ნი დრო და­ი­კარ­გე­ბა ყვე­ლა ამის შექ­მ­ნა­ში და შექ­მ­ნით კი?! არ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ თქვე­ნი შრო­მა სრუ­ლი­ად ამა­ოდ და უშე­დე­გოთ და­ი­კარ­გე­ბა?!
მე შე­ვე­ცა­დე გა­მეხ­სე­ნე­ბია მი­ნის­ტ­რი­სათ­ვის ჩვე­ნი წარ­სუ­ლი კულ­ტუ­რა, რომ­ლის აღორ­ძი­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში ვართ, თუ შე­სა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი დად­გე­ბო­და. მი­ნისტრს, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლე­თის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს და აკა­დე­მი­კოსს, ამ კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა აღ­მო­აჩ­ნ­და.
არ ვი­ცი ამის გა­მო, თუ ჩე­მი სი­ჯი­უ­ტის მე­ო­ხე­ბით, მი­ნის­ტ­რ­მა ტო­ნი შე­იც­ვა­ლა...
— თქვენ არ იფიქ­როთ, რომ ჩვენ გვე­ში­ნია თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის...
მი­სი სიბ­რა­ზე მხო­ლოდ ამ ში­შით აიხ­ს­ნე­ბო­და.
—  ჩვენ დავ­რ­თავთ ნე­ბას გა­იხ­ს­ნას ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მხო­ლოდ მას­თან ერ­თად ჩვენ გავ­ხ­ს­ნით ჩვენს რუ­სულ უნი­ვერ­სი­ტეტს და ვნა­ხოთ, რამ­დენ დღეს იარ­სე­ბებს თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
მე შევ­ნიშ­ნე, რომ სიცხა­რე, რომ­ლი­თაც მი­ნის­ტ­რი ლა­პა­რა­კობს, არ უნ­და შე­ე­ფე­რე­ბო­დეს თუნ­დაც იმ თა­ვი­სუ­ფალ მეც­ნი­ე­რულ მე­ტო­ქე­ო­ბას, რომ­ლის გა­მარ­თ­ვას გვპირ­დე­ბა ბ. მი­ნის­ტ­რი. ახ­ლად გა­მი­ნის­ტ­რე­ბულ პრო­ფე­სორ­ში აკა­დე­მი­ურ­მა სინ­დის­მა სძლია ად­მი­ნის­ტ­რა­ტი­ულ ინ­და­უ­რო­ბას და იგი კვლავ და­უბ­რუნ­და დი­ა­ლო­გით შეწყ­ვე­ტილ ლექ­ცი­ას. ილა­პა­რა­კა მე­ტო­ქე­ო­ბის ორ­გა­ნი­ულ და სო­ცი­ა­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, შერ­ჩე­ვის კა­ნო­ნებ­ზე ბი­ო­ლო­გი­ა­ში, შე­ე­ხო ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბას და გა­ა­თა­ვა ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით, რო­გო­რიც იყო, მი­სი აზ­რით გერ­მა­ნუ­ლი და ჩე­ხუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მე­ტო­ქე­ო­ბა პრა­გა­ში.
და­სას­რულ მი­ნის­ტ­რ­მა შე­მატყო­ბი­ნა, რომ უკ­ვე არ­ჩე­უ­ლია რა­მო­დე­ნი­მე პრო­ფე­სორ­თა­გან კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს ერ­თის მხრით ამი­ერ-კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კითხს და მე­ო­რე მხრით ეც­ნო­ბა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ბუ­ლე­ბებ­სო. გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბე და წა­ვე­დი ამ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად, „დრო­ე­ბი­თი“ რეს­პუბ­ლი­კის (და არა რეს­პუბ­ლი­კის დრო­ე­ბი­თი საბ­ჭოს —  ასე მუ­დამ ებორ­ძი­კე­ბო­და ენა კე­რენ­ს­კის — და აკი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და მი­სი ბორ­ძი­კი) სხდო­მა იყო. მა­რი­ამ დე­დოფ­ლის აფე­რა­დე­ბულ სა­სახ­ლის დარ­ბა­ზებ­ში დე­პუ­ტა­ტებს თა­ვი მო­ე­ყა­რათ. მათ შო­რის მყის­ვე შევ­ნიშ­ნე მოქ­ნი­უ­ლი სა­ხე პრ. კა­უფ­მა­ნი­სა და მუ­დამ მო­ცი­ნა­რი პრ. ვა­სი­ლი­ე­ვი­სა. ესე­ნი იყ­ვ­ნენ იმ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­მო­ირ­კ­ვა, აჩე­რებ­და ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კითხს მა­ნამ­დე, სა­ნამ არ შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ათ რუ­სუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ბუ­ლე­ბა­ნი ამი­ერ-კავ­კა­სი­ი­სათ­ვის.
მი­ვე­სალ­მე. პრ. ვა­სი­ლი­ევს კარ­გად ვიც­ნობ­დი — ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით. უნ­და გე­ნა­ხათ მი­სი მუ­დამ მო­ცი­ნა­რი სა­ხე რო­გორ შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვახ­სე­ნე. კა­უფ­მანს სა­ხე სულ და­უგ­რ­ძელ­და და მი­სი მუ­დამ წი­თე­ლი ცხვი­რი, რომ­ლის ნორ­მა­ლურ ფერ­ზე მო­საყ­ვა­ნად უხ­ვად ხმა­რობ­და „პუდ­რას“, გაფხე­კილს ჭარ­ხალს და­ემ­ზ­გავ­სა.
შე­იქ­მ­ნა ფიცხე­ლი კა­მა­თი, მის უნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ში მე მა­შინ­ვე დავ­რ­წ­მუნ­დი. გან­ვიზ­რა­ხე ჩვე­ნი ლა­პა­რა­კი სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოთ გა­მო­მე­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ მუ­დამ თა­ვა­ზი­ა­ნი ვა­სი­ლი­ე­ვი კითხ­ვებ­ზე ძუნ­წად მი­პა­სუ­ხებ­და და იერი­შებს გა­ნაგ­რ­ძობ­და.
— ვინ უნ­და ჩა­უდ­გეს თქვენს უნი­ვერ­სი­ტეტს სა­თა­ვე­ში, სა­ზო­გა­დოდ ვი­ნაა ამ საქ­მის ინი­ცი­ა­ტო­რი? მკითხა მან და ვერ დავ­მა­ლავ, მის­მა უკ­მეხ­მა სა­ხემ ჩა­მა­ფიქ­რა. ძვე­ლი რე­ჟი­მის სუ­ნი კი­დევ ას­დი­ო­და რუ­სეთს. გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­ლო­თი მო­ცე­მულ­მა კითხ­ვამ ჩემ­ში ერ­თ­გ­ვა­რი გა­უ­ბე­და­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. იმ კა­ცის და­სა­ხე­ლე­ბა­ში, რო­მელ­მაც თავს იდ­ვა მძი­მე ტვირ­თი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პი­ო­ნე­რო­ბი­სა. მაგ­რამ ეს იყო მხო­ლოდ ერ­თი წუ­თით. ის­ტო­რი­ულ ჩარ­ხის შე­უტ­რი­ა­ლებ­ლო­ბა ნათ­ლად ჩა­მო­ი­სა­ხა ჩემს წინ და მე ვუ­პა­სუ­ხე:
— ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იდეა ეკუთ­ვ­ნის პეტ­როგ­რა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოღ­ვა­წე ქარ­თ­ვე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით კი პროფ. ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვილს, რო­მე­ლიც საქ­მეს სა­თა­ვე­ში უდ­გას. პრო­ფე­სორ­მა არა­წევ­რო­ვა­ნი სიტყ­ვი­ე­რე­ბით მი­პა­სუ­ხა და ცო­ტა ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ და­მიწყო იმი­სი­ვე მტკი­ცე­ბა, რაც მი­ნის­ტ­რი­სა­გან გა­ვი­გო­ნე. ახა­ლი გა­ვი­გე მხო­ლოდ ის, რომ მთავ­რო­ბას გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ქონ­და გა­მო­ეგ­ზავ­ნა კავ­კა­სი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ძა­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად ასა­ხე­ლებ­დენ პროფ. შიმ­კე­ვიჩს და სხვ. და ყვე­ლა ეს მხო­ლოდ იმ მო­საზ­რე­ბით, რომ იმ თა­ვით­ვე ჩა­ეკ­ლათ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­სე­ბო­ბა.
კი­დევ ორი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წვრილ­მა­ნი.
ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს პეტ­როგ­რა­დის მთავ­რო­ბამ დარ­თო ნე­ბა, ხო­ლო ნე­ბარ­თ­ვა ფოს­ტით გა­მოგ­ზავ­ნეს კავ­კა­სი­ა­ში. იმა­ვე დროს დე­პე­შით აც­ნო­ბეს, „ოზა­კომს“ თბი­ლის­ში რუ­სუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნა.
პეტ­როგ­რა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში შე­ვე­დი სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დე­ბის მოწ­მო­ბის გა­მო­სა­ტა­ნად.
— რად დაგ­ჭირ­დათ ეგ მოწ­მო­ბა —  დინ­ჯად მკითხა საბ­ჭოს მდი­ვან­მა არ. ნი­კი­ტინ­მა.
— ხომ ხე­დავთ რა ამ­ბე­ბია, ვუ­პა­სუ­ხე მე, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვი­სათ­ვის მინ­და ხელ­ში მქონ­დეს.
— ვი­ცი, ვი­ცი — შე­მომ­ძა­ხა სა­ხე-შეც­ვ­ლილ­მა მდი­ვან­მა, უეჭ­ვე­ლად ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიბ­რ­ძან­დე­ბით და ღვთის რის­ხ­ვა­სა­ვით შე­მა­ჩე­ჩა მოწ­მო­ბა. კო­მენ­ტა­რე­ბი ზედ­მე­ტია.
დღეს, ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზე­ი­მო დღეს, ზედ­მე­ტი არ იყო ყვე­ლა ამის მო­გო­ნე­ბა. მე მო­უ­წო­დებ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტო­ბას სრუ­ლის სიმ­შ­ვი­დით და შუ­რის გა­რე­შე მო­ი­გო­ნოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ახ­ლო და უკუღ­მარ­თი წარ­სუ­ლი და სრუ­ლის იმე­დით გა­ე­მარ­თოს იმ ბრწყინ­ვა­ლე მო­მავ­ლი­სა­კენ, რო­მელ­საც ათას­წ­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბა ეწო­დე­ბა.
.
შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე
ტფი­ლი­სის სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტ­თა ორ­გა­ნოს
ჟურ­ნალ „ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტის“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, 1920 წე­ლი
რე­დაქ­ცია მად­ლო­ბას უხ­დის ქალ­ბა­ტონ თა­მარ ნუ­ცუ­ბი­ძეს
წე­რი­ლის მო­წო­დე­ბის­თ­ვის.

26(20)N