გამოდის 1998 წლიდან
2018-03-15
ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბი — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ელექ­ტ­რო­ნულ რე­ჟიმ­ში შეძ­ლე­ბენ. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბი პე­და­გო­გებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, მათ­თ­ვის სა­სურ­ველ დროს და ად­გი­ლას, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ი­ა­რონ ტრე­ნინ­გე­ბი. „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ­ფონ­დი-სა­ქარ­თ­ვე­ლომ“ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი, „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის“ მმარ­თ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი კა­ტე­რი­ნა ნტე­პი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მათ პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს.
ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, მაგ­და მაღ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, ფონ­დ­მა ონ­ლა­ინ მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და­იწყო. „მო­მა­ვალ წელს და­ვიწყებთ კურ­სე­ბის და­ნერ­გ­ვას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მა­იკ­რო­სოფ­თის მი­ერ ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნილ პლატ­ფორ­მა­ზე შე­ვიდ­ნენ, მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი კურ­სი აირ­ჩი­ონ და აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია. ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი ხელს შე­უწყობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ინ­გ­ლი­სურ­ში“, — ამბობს მაგდა მაღ­რა­ძე.
„ონ­ლა­ინ კურ­სი 9 მო­დუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს რო­გორც ზო­გადპრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მას, ასე­ვე საგ­ნობ­რივ (ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, მა­თე­მა­ტი­კა, გე­ოგ­რა­ფია, ინ­გ­ლი­სუ­რი) მო­დუ­ლებს. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პროგ­რა­მა არის სი­ახ­ლე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. პროგ­რა­მა მოქ­ნი­ლია და მას­წავ­ლე­ბელს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვად და­გეგ­მოს სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, მის­თ­ვის ხელ­საყ­რელ დროს,“ — გა­ნაცხა­და ლია გი­გა­ურ­მა. — ეს არის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ  ტრე­ნინ­გე­ბის ტრა­დი­ცი­ულ­მა ფორ­მამ „ამო­წუ­რა თა­ვი­სი თა­ვი“ და სა­ჭი­როა უფ­რო მე­ტად მოქ­ნი­ლი და მდგრა­დი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან ან საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან ისარ­გებ­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბით.“
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა სქე­მა­ში აისა­ხოს და მას­წავ­ლებ­ლებს ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი მი­ე­ნი­ჭოს.
„ყვე­ლა რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ციაა. ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბიც დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი სა­ხეა, შე­სა­ბა­მი­სად, მას შემ­დეგ რაც ტრე­ნინ­გე­ბი და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში და პე­და­გო­გები ამ კურ­სებს წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლი­ან, შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ე­ნი­ჭოთ კრე­დი­ტე­ბი“, — გა­ნაცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.
პრო­ცე­სი 2019 წლის აპ­რილ­ში დას­რულ­დე­ბა, პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­დეგ იგი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.
ფონ­დი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს.
რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე გა­დას­ვ­ლა და რა მი­ზანს ისა­ხავს პრო­ექ­ტის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნა, ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის და­საწყი­სი­დან­ვე მუ­შა­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის გარ­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ირინა აბულაძე: „ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ზო­გა­დად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, არის ის, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და გრძნობ­დეს თავს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მან უნ­და შე­იგ­რ­ძ­ნოს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხიბ­ლი და ეფექ­ტი. ინი­ცი­ა­ტი­ვა რამ­დე­ნი­მე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რება: ერ­თი არის ის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი თა­ვად  გან­ვი­თარ­დ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლად და და­ახ­ლოვ­დ­ნენ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, რაც გუ­ლის­ხ­მობს მათ­თ­ვის ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. თვი­თონ ნა­ხა­ვენ და გა­მოც­დი­ან, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია პრო­ცე­სი, რომ შემ­დეგ ანა­ლო­გი­უ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი  საკ­ლა­სო დო­ნე­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.
მე­ო­რე მი­ზა­ნი გახ­ლავთ ის, რომ პი­რის­პირ ტრე­ნინ­გის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც უკ­ვე კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია, ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გის შე­თა­ვა­ზე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლებ­ლის უფ­რო მეტ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას — მას შე­ეძ­ლე­ბა, სკო­ლი­დან და სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვად და­გეგ­მოს; გან­საზღ­ვ­როს დრო, მე­ტი კომ­ფორ­ტი შე­იქ­მ­ნას, რად­გან აღარ დას­ჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­ულ დროს გარ­კ­ვე­ულ ლო­კა­ცი­ა­ზე მის­ვ­ლა და ა.შ.
მე­სა­მე და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მას­წავ­ლე­ბელ­მა დრო­ში გა­წე­რი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი საკ­ლა­სო ოთახ­თან მე­ტად და­ა­კავ­ში­როს. პი­რის­პირ ტრე­ნინ­გის დროს ეს რთუ­ლია ლო­ჯის­ტი­კუ­რა­დაც და ტექ­ნი­კუ­რა­დაც. შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლებ­მა ტრე­ნინ­გის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში წინ და უკან იარონ და იქ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია/ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რიც. მა­გა­ლი­თად, პი­რო­ბი­თად, ერ­თი 12-სა­ა­თი­ა­ნი მო­დუ­ლი, რო­მელ­საც შა­ბათ-კვი­რას  გა­დი­ოდ­ნენ მას­წავ­ლე­ბ­ლე­ბი, შე­უძ­ლი­ათ  ხუ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ა­ნა­წი­ლონ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კას არ მოწყ­დეს და ყო­ვე­ლი პა­ტა­რა ეტა­პი — შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი — საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ის ამით რეფ­ლექ­სი­ა­საც აკე­თებს და ყვე­ლა­ფერს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან აკავ­ში­რებს. პრაქ­ტი­კულად, მას­წავ­ლე­ბელს, უფ­რო მე­ტი დრო ეძ­ლე­ვა, რომ კარ­გად გა­ი­აზ­როს მა­სა­ლა და და­უ­კავ­ში­როს პრაქ­ტი­კას.
ონ­ლა­ინ მო­დუ­ლე­ბი არ უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორც ლექ­ცი­ე­ბის სა­ხით ჩა­ნა­წე­რი მა­სა­ლა. ის რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ტე­რაქ­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. მას­წავ­ლე­ბელს  შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­როს რო­გორც კურ­სის ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თან (ტრე­ნერ­თან), ისე მის ჯგუფ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან.  რო­ცა ტრე­ნინგ-კურ­სი გა­იხ­ს­ნე­ბა, და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა სატ­რე­ნინ­გო ჯგუ­ფი, რომ­ლის­თ­ვი­საც კურ­სის და­საწყი­სი და და­სას­რუ­ლი სა­ერ­თო იქ­ნე­ბა.  შე­იქ­მ­ნე­ბა ისე­თი­ვე სატ­რე­ნინ­გო ჯგუ­ფი, რო­გო­რიც ეყო­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ  ჩვე­უ­ლებ­რივ სატ­რე­ნინ­გო კურსს, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ტრე­ნინ­გის პრო­ცეს­ში ან შემ­დ­გომ, საკ­ლა­სო საქ­მი­ა­ნო­ბი­სას, მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბებს, მო­საზ­რე­ბებ­სა და რე­სურ­სებს. ჯგუფს ეყო­ლე­ბა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი-ტრე­ნე­რი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სებს თვალს მი­ა­დევ­ნებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემს, და­ვა­ლე­ბებს შე­ა­ფა­სებს და ა.შ.
რაც შე­ე­ხე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერთად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ  ამ პრო­ცესს აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ასეა და, შე­სა­ბა­მი­სად, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­შიც იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, წი­ნას­წარ იმის თქმა, რამ­დენ კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ვა­ნი­ჭებთ მას­წავ­ლებ­ლებს ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გის გავ­ლის შემ­დეგ, ჯერჯე­რო­ბით შეუძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­დულ­ზე მუ­შა­ო­ბა.
 მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა უფა­სოა, თუმ­ცა და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია დე­ტა­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ ის ვერ და­ას­რუ­ლებს კურსს ან ხელ­მე­ო­რედ მო­უ­წევს იმა­ვე ტრე­ნინ­გის გავ­ლა, ექ­ნე­ბა თუ არა თან­ხა გა­და­სახ­დე­ლი.
ყვე­ლა მო­დუ­ლი გა­ივ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბას და 2019 წლი­დან (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის პრო­ექ­ტი 2019 წლის ივ­ნის­ში სრულ­დე­ბა და ყვე­ლა  რე­სურ­სი, რაც ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა, გა­და­ე­ცე­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს) ტრე­ნინ­გე­ბი გა­მოცხად­დე­ბა ცენ­ტ­რის ფარ­გ­ლებ­ში. კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც გა­დაწყ­და ამ­ხე­ლა რე­სურ­სის ჩა­დე­ბა ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, სწო­რედ ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბაა. ფი­ნან­სუ­რად და ტექ­ნი­კუ­რად პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბი საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია, ხო­ლო ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბის მარ­თ­ვა, ფი­ნან­სურ ჭრილ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვი­საც და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც უფ­რო მე­ტად მომ­გე­ბი­ა­ნი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი იქ­ნე­ბა. ამის გარ­და, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მას­წავ­ლებ­ლის და მე­ტი ჯგუ­ფის მოც­ვა კონ­კ­რე­ტულ პე­რი­ოდ­ში, ვიდ­რე ამას გა­ვა­კე­თებ­დით პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, მდგრა­დო­ბის კუთხით, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის  კურ­სე­ბი რომ არ გა­ჩერ­დეს და  უფ­რო მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­იც­ვას, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობთ,  პრო­ცე­სი მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც.
რაც შეე­ხე­ბა პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, გეტყ­ვით, რომ, რა თქმა უნ­და, ცენ­ტ­რი 2019 წლი­დან შე­ი­მუ­შა­ვებს ხედ­ვას. იგეგ­მე­ბა სხვა ანა­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაც, ამი­ტომ, თა­ვი­დან პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, აირ­ჩი­ოს, რო­მელ ფორ­მატ­ში გა­ივ­ლის ტრე­ნინ­გს. ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმის გა­მოც, რომ ყვე­ლა სკო­ლას და რა­ი­ონს არ აქვს სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ამი­ტომ ცენ­ტ­რი ორი­ვე ფორ­მატ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს ტრე­ნინ­გებს. იმედს გა­მოვ­თ­ქ­ვამთ, რომ სამ­წ­ლი­ან ან ხუთ­წ­ლი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე­ტი ინ­ტეგ­რა­ცია რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სებ­ში, ისე საკ­ლა­სო ოთახ­ში.
9 მო­დუ­ლი­დან, რო­მელ­ზეც ახ­ლა ვმუ­შა­ობთ, სა­მი კურ­სი ზო­გად­პ­რო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კურ­სია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, 2019 წლი­დან, რო­გორც კი რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­დე­ბა, არა მ­ხო­ლოდ პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რო­ს, ვი­საც კი ამის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც 9-ვე მო­დუ­ლი გა­ივ­ლის აპ­რო­ბა­ცი­ას და ამოქ­მედ­დე­ბა, ცენ­ტ­რი სხვა საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გეგ­მავს ანა­ლო­გი­ურ ტრე­ნინ­გებს.“
ელექ­ტ­რო­ნულ კურ­სებს გი­ვი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია შე­ი­მუ­შა­ვებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის მკვლევ­არი სი­მონ ჯა­ნა­შია ამ­ბობს, რომ ზო­გა­დად კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­თი მას­შ­ტა­ბით. ის სა­უბ­რობს ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე და მი­იჩ­ნევს, რომ  მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სხვა და­დე­ბით მხა­რეებ­თან ერ­თად, ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბი ნაკ­ლებ სტრე­სუ­ლია.
სი­მონ ჯა­ნა­შია: „პი­რის­პირ სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მე­ბი ცხა­დია დარ­ჩე­ბა, რად­გან მას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს. პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბის დროს უფ­რო სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­მოწ­მოს მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი, სწრა­ფად და­უ­კავ­შირ­დეს სხვა ადა­მი­ა­ნებს, უფ­რო მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­დე­ლი­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, ტრე­ნინ­გ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ გაკ­ვე­თი­ლი და იქ­ვე გა­ვარ­ჩი­ოთ და ა.შ. ონ­ლა­ინ სატ­რე­ნინ­გო კურ­სებს კი სხვა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­მა ტრე­ნინგს შე­იძ­ლე­ბა და­უთ­მოს ისე­თი დრო, რო­მე­ლიც მას უფ­რო აწყობს და არა ის დრო, რაც სატ­რე­ნინ­გო კურ­სის პრო­ვა­ი­დერ­მა და­ა­წე­სა. ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი, ასე­ვე ამ­ცი­რებს  არა მ­ხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, არა­მედ ტრე­ნინ­გის ჩამ­ტა­რებ­ლე­ბის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯებს. ამის გარ­და, ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გის დროს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა მას­წავ­ლებ­ელს უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვან მა­სა­ლას გა­ეც­ნოს, თან ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რაც მის­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღე­ბია. მა­გა­ლი­თად,  მან შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ერ­თხელ უყუ­როს ფილმს, რო­მელ­საც ტრე­ნინ­გებ­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ, არა­მედ იმ­დენ­ჯერ გა­და­ახ­ვი­ოს და ნა­ხოს, რამ­დენ­ჯე­რაც სჭირ­დე­ბა გა­სა­აზ­რებ­ლად, სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტოს, რამ­დე­ნი დრო და­უთ­მოს მა­სა­ლის შეს­წავ­ლას ან გა­აზ­რე­ბას და ა.შ.
სატ­რე­ნინ­გო კურ­სე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბის­თ­ვის ონ­ლა­ინ­ ტ­რე­ნინ­გე­ბის სის­ტე­მა იმი­ტომ არის კარ­გი, რომ მე­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი გროვ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია თა­ვად კურ­სი. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ვნა­ხოთ, რამ­დენ დროს უთ­მო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის წა­კითხ­ვას, ყუ­რე­ბას, გა­აზ­რე­ბას, გან­ს­ჯას, ასე­ვე, უკეთ შეძ­ლე­ბენ  შე­მოწ­მე­ბის ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. კურ­სე­ბი მას­წავ­ლე­ბელს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მის­ცემს, რომ  ისეთ ხალხს და­უ­კავ­შირ­დეს, რომ­ლებ­საც სხვაგ­ვა­რად ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და. თუ ტრა­დი­ცი­უ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი რა­ი­ო­ნუ­ლად ტარ­დე­ბა, მა­შინ მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ამ რა­ი­ონ­ში მყოფ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას შეძ­ლებს, ხო­ლო, ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბის დროს, მას შე­უძ­ლია სხვა რა­ი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­საც და­უ­კავ­შირ­დეს, ვინც იმა­ვე კურ­ს­ზეა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვებთ, მო­ნა­წი­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ვად მო­ი­ტა­ნოს მა­სა­ლე­ბი, ანუ პი­რის­პირ ტრე­ნინ­გე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ნა­წი­ლე უფ­რო პა­სი­უ­რია და მხო­ლოდ ტრე­ნინ­გის მიმ­წო­დებ­ლე­ბის­გან შექ­მ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს, ხო­ლო ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი თა­ვად ქმნი­ან მა­სა­ლებს, რომ­ლებ­საც  იყე­ნე­ბენ ტრე­ნინ­გის გან­მავ­ლო­ბა­ში.
ყუ­რად­სა­ღე­ბია ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ასე­თი სა­ხით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი იქ­ნე­ბა, რა­დ­გან ონ­ლა­ინ კურ­სი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ადა­მი­ანს, მის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ დროს და უფ­რო უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში გა­ი­ა­როს ტრე­ნინ­გი სხვე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, და­რე­გის­ტ­რირ­დეს მის­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღებ ჯგუფ­ში.
სულ  9 კურ­სი შე­იქ­მ­ნე­ბა — სა­მი ზო­გა­დი და ექ­ვ­სი საგ­ნობ­რი­ვი. მო­ნა­წი­ლეს ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­უძ­ლია გა­ი­ა­როს ზო­გა­დი და საგ­ნობ­რი­ვი კურ­სიც, თუ­კი ის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის გა­და­საწყ­ვე­ტია, რა სიხ­ში­რით იქ­ნე­ბა ხოლ­მე ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი. ონ­ლა­ინ კურ­სი გუ­ლის­ხ­მობს ასე­ვე პი­რის­პირ ფორ­მატ­საც.  მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­მა ზო­გა­დი კურ­სი შე­იძ­ლე­ბა ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ა­როს  ინ­ტერ­ნე­ტის ფორ­მატ­ში, ამის შემ­დეგ კი ერ­თი შეხ­ვედ­რა აუცი­ლებ­ლად პი­რის­პირ ფორ­მატ­ში შედ­გე­ბა.
სა­მო­მავ­ლოდ, თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ნა­ხა­ვენ, რომ მი­სა­ღე­ბი ფორ­მა­ტია, ალ­ბათ, კურ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­იზ­რ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რიცხ­ვიც, რომ­ლე­ბიც ამ კურ­სებს მო­ამ­ზა­დე­ბენ და შეს­თა­ვა­ზე­ბენ მათ. ასე­თი ონ­ლა­ინ­კურ­სე­ბი უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა  უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან პრო­ცეს­ში და მას­წავ­ლებ­ლებ­საც და მოს­წავ­ლე­ებ­საც მი­აწ­ვ­დი­ან ასეთ კურ­სებს. პრინ­ციპ­ში, ეს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა იქ, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ცხა­დია, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში ასე­თი ტი­პის კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც რა­ღაც პრინ­ცი­პი იც­ვ­ლე­ბა სკო­ლა­ში და აუცი­ლე­ბე­ლია, რომ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებს გა­ა­გე­ბი­ნო, თუ რო­გორ და­ნერ­გონ ეს პრინ­ცი­პი. ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სა­ხელ­მ­წი­ფოს, მი­ა­წო­დოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ამა თუ იმ სა­კითხ­ზე ინ­ს­ტ­რუქ­ტა­ჟი.“
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა გა­ზაფხულ­ზე და­იწყე­ბა, პირ­ველ სამ ელექ­ტ­რო­ნულ კურ­ს­ზე მუ­შა­ო­ბა კი პი­ლო­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო შეს­წო­რე­ბე­ბით დას­რულ­დე­ბა.  2018 წელს ზო­გა­დი კურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა იგეგ­მება, ხო­ლო 2019 წელს საგ­ნობ­რი­ვი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა დას­რულ­დე­ბა.
***
2013 წელს აშშ-ს ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის 140 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის (გრან­ტის) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხე­ლი. კომ­პაქ­ტი წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ელიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სტრა­ტე­გი­ულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით.
„ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი-სა­ქარ­თ­ვე­ლო“ STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტორ­თა ტრე­ნინ­გებს 2016 წლი­დან ატა­რებს, რის­თ­ვი­საც გა­მო­ყო­ფი­ლია 14 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.
2017 წლის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 1“-ის ფარ­გ­ლებ­ში გა­დამ­ზად­და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის 166 დი­რექ­ტო­რი. „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია — 2“-ის ფარ­გ­ლებ­ში კი მიმ­დი­ნა­რე­ობს 1776 ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და 1642 სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის გა­დამ­ზა­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გებს, ტრე­ნინ­გე­ბის მო­დუ­ლი „მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი“ გა­ი­ა­რა 15134-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, 6630-მა პე­და­გოგ­მა კი — საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გი.

25-28(942)N