გამოდის 1998 წლიდან
2018-02-22
სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი შეც­ვ­ლი­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა

 


გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი აგ­რ­ძე­ლე­ბენ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის მო­დელ­ში შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბას. დღე­ი­სათ­ვის, და­ზუს­ტე­ბუ­ლია 2017-2018 წლის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017-2018 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი შეც­ვ­ლი­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა —ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე ეკ­რან­ზე და­ი­ნა­ხავს არა ქუ­ლას, არა­მედ შეტყო­ბი­ნე­ბას იმის შე­სა­ხებ, გა­და­ლა­ხა თუ არა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი — მი­ნი­მა­ლურ 5,5 ქუ­ლა­ზე მე­ტი მი­ი­ღო  თუ ნაკ­ლე­ბი.
ამ სი­ახ­ლეს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი მი­უძღ­ვ­ნა და ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე და­იწყებ­და სა­უ­ბარს, ის მი­ზე­ზე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას უძღო­და წინ — 2010 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ სკო­ლებ­ში სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ტეს­ტი­რე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი თუ ტექ­ნი­კუ­რი (პროგ­რა­მუ­ლი) მხა­რის მომ­ზა­დე­ბა, შემ­დეგ კი — გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს და­ე­ვა­ლა. ცენ­ტ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გა — რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა­ში, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი (სა­ა­ტეს­ტა­ტო) გა­მოც­დე­ბი 8 სა­გან­ში — ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა, მა­თე­მა­ტი­კა, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია.
„გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, შე­მოგ­ვე­ღო გა­მარ­თუ­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტი­პის სა­გა­მოც­დო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა და, იმ­თა­ვით­ვე, ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც უნ­და გა­და­ე­ლა­ხა მოს­წავ­ლეს, რომ და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა კომ­პე­ტენ­ცია კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში, ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო — მხო­ლოდ და მხო­ლოდ 5,5 ქუ­ლა (ან მე­ტი) უნ­და მი­ე­ღო მოს­წავ­ლეს იმი­სათ­ვის, რომ გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩათ­ვ­ლო­და.
რად­გან ეს სის­ტე­მა ე.წ. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტი­პი­საა, იმ­თა­ვით­ვე ვამ­ბობ­დით, რომ  მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს და არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მის შე­ფა­სე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი ქუ­ლით. მა­შინ ეს ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ არ მი­ი­ღო და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხ­დით, შკა­ლა, რო­მელ­ზეც მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით იზო­მე­ბა მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ­თ­ვის ნაც­ნობ — 5-დან 10-ბა­ლი­ან შკა­ლა­ზე — გა­დაგ­ვე­ტა­ნა. თუმ­ცა, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, ნამ­დ­ვი­ლად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და პრინ­ცი­პი — გა­და­ლა­ხა-ვერ­გა­და­ლა­ხა, ე.წ. ჵass/ფail სის­ტე­მა და არა კონ­კ­რე­ტუ­ლი ქუ­ლით მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა.
ეს  სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით ზო­მავს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და თუ მან ვერ მო­ა­ხერ­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა (რა­შიც იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას მა­ინც ფლობს), ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე უბ­რა­ლოდ არ არის ატეს­ტა­ტის მი­ღე­ბის ღირ­სი.“
იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხოს, და­ახ­ლო­ე­ბით 15 მარ­ტივ კითხ­ვას უნ­და გას­ცეს სწო­რი პა­სუ­ხი. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რი, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის­თ­ვის, გა­მო­აქ­ვეყ­ნებს ნი­მუ­შებს, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მ­ნათ სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბებ­ზე. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ისევ ქარ­თუ­ლი მო­დე­ლით — geCat-ით ჩა­ტარ­დე­ბა. მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ქარ­თუ­ლი ვერ­სია — ალ­გო­რით­მი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში შე­იქ­მ­ნა.
სი­ახ­ლეა ისიც, რომ კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა ყვე­ლა სა­გან­ში ნი­მუ­შე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, გა­მოც­დე­ბამ­დე, ტეს­ტე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტებ­ზე ივარ­ჯი­შონ და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლონ.
და­მა­ტე­ბი­თი ნი­მუ­შე­ბი  თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნი­სათ­ვის უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.naec.gov.ge.
„ხში­რად ის­მის კითხ­ვა — რას ამოწ­მებს კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა? ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ეს არის ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით ზო­მავს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას — ამ­ბობს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლემ 8-ვე სა­გან­ში მო­ა­ხერ­ხოს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე.“
შე­კითხ­ვა­ზე, ხომ არ იგეგ­მე­ბა გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: „ერთ-ერ­თი გა­მოც­დის ამო­ღე­ბით ხელს შე­ვუწყობთ იმას, რომ მოს­წავ­ლე­ებს ამ საგ­ნის შეს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია და­ე­კარ­გე­ბათ და დღეს, რო­დე­საც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე­დაც ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კი­დევ ერ­თი მტკივ­ნე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და სკო­ლე­ბის­თ­ვის.“ გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იგი­ვე რჩე­ბა, მე-11 კლა­სის ბო­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­ა­ბა­რე­ბენ ოთხ სა­განს — ფი­ზი­კას, ქი­მი­ას, ბი­ო­ლო­გი­ას და გე­ოგ­რა­ფი­ას, ხო­ლო ქარ­თულს, მა­თე­მა­ტი­კას, უცხო ენა­სა და ის­ტო­რი­ას — მე-12 კლა­სის ბო­ლოს.
ზო­გა­დად, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტი­პის გა­მოც­დის სპე­ცი­ფი­კა­ზეც სა­უბ­რი­სას, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა გან­მარ­ტა, რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ამ ტი­პის ტეს­ტი­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­სე­ლექ­ციო ტი­პის გა­მოც­დის­გან, სა­დაც ქუ­ლას მარ­თ­ლაც გარ­კ­ვე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმი­ტომ, რომ იქ აპ­ლი­კან­ტე­ბი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. „სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტი­პის გა­მოც­დას ვი­ყე­ნებთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი ბა­რი­ე­რია და­წე­სე­ბუ­ლი და არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნი სა­ფე­ხუ­რით გა­და­ა­ბი­ჯებს ამ ბა­რი­ერს კონ­კ­რე­ტუ­ლი აპ­ლი­კან­ტი. დატ­ვირ­თ­ვა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დი­სა სწო­რედ ეს არის — გა­და­ლა­ხავს თუ არა კონ­კურ­სან­ტი დად­გე­ნილ ბა­რი­ერს.
ძა­ლი­ან მინ­და, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ღირ­სია თუ არა კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე მი­ი­ღოს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი, სკო­ლებ­თან ერ­თად გა­ვი­ზი­ა­როთ  და ქვე­ყა­ნა­ში არ იყოს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, იმ­სა­ხუ­რებს თუ არა მოს­წავ­ლე ატეს­ტატს.“
მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა შარ­შან­დე­ლი აჟი­ო­ტა­ჟიც გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით 11 ათას­მა მოს­წავ­ლემ ვერც ერთ სა­გან­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გარ­კ­ვე­ულ სტრეს­თან და ემო­ცი­ებ­თან. „კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ ამ მღელ­ვა­რე­ბას მო­ვუხ­ს­ნით მოს­წავ­ლე­ებს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბე­ლიც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც ელო­დე­ბა შე­დეგს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კ­რე­ტულ ქუ­ლას, რო­მე­ლიც ეწე­რე­ბა მოს­წავ­ლეს, არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ აქვს მე­დალ­ზე, წლი­ურ ნი­შან­სა თუ სხვა ნე­ბის­მი­ერ შე­ფა­სე­ბა­ზე. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ეს სის­ტე­მა კი­დევ უფ­რო მე­ტად ას­წევს სკო­ლის ავ­ტო­რი­ტეტს. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რაც უნ­და დახ­ვე­წი­ლი იყოს სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა, თუ სკო­ლა ობი­ექ­ტუ­რად აფა­სებს მოს­წავ­ლეს, ეს ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ნამ­დ­ვი­ლად, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბი­სა. ამი­ტომ, ამ ახა­ლი სის­ტე­მით, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სკო­ლებ­თან ერ­თად, იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკუთ­ვ­ნის თუ არა კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს ატეს­ტა­ტი.“
მოს­წავ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას ჯერ სკო­ლა შე­ა­ფა­სებს და მხო­ლოდ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში შეძ­ლებს ის სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას. „რო­დე­საც მოს­წავ­ლე თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობს სკო­ლა­ში, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად, რა თქმა უნ­და, სკო­ლა შე­ა­ფა­სებს და ბუ­ნებ­რი­ვია, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას შე­უძ­ლია, კი­დევ ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­როს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში,“ — აცხა­დებს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი.
ამ­რი­გად, სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი წელ­საც ორ ეტა­პად — მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში — ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ შეც­ვ­ლი­ლი ფორ­მა­ტით — ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას, მოს­წავ­ლე ეკ­რან­ზე და­ი­ნა­ხავს არა მის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბულ სა­გა­მოც­დო ქუ­ლას, არა­მედ შეტყო­ბი­ნე­ბას, ჩა­ა­ბა­რა თუ არა სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი. შე­ფა­სე­ბისა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც წელს და­ი­ნერ­გე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მო­ხა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ მო­ხერ­ხ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მო­საზ­რე­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბა.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N