გამოდის 1998 წლიდან
2018-02-22
ავტორიზაციას შეწირული უნივერსიტეტების შეუსრულებელი მისია

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნახ­ლ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. 2018 წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან (ESG — 2015) თავ­სე­ბა­დი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით მო­უ­წევთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 72 უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2010 წლი­დან და­იწყო. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­მი სტან­და­რის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბოდ­ნენ, ეს სტან­დარ­ტე­ბი იყო: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი; მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი; ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. 2017 წელს გა­დაწყ­და, რომ შეც­ვ­ლი­ლი­ყო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი, ჩა­ტარ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა და დღე­ის­თ­ვის, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, 7 სტან­დარ­ტი გვაქვს: ა) უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­ მი­სია და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; ბ) უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­ს ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა­და მარ­თ­ვა; გ) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი; დ) უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პერ­სო­ნა­ლი; ე) სტუ­დენ­ტე­ბი და მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი; ვ) კვლე­ვა, გან­ვი­თა­რე­ბა ან/და  სხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა; ზ) მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი.  ეს არის ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ. „რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, ძვე­ლი სტან­დარ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლად, კომ­პ­ლექ­სუ­რად და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად აფა­სე­ბენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სი­ა­ზე და სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი, მოწ­ვე­უ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლის მარ­თ­ვის პო­ლი­ტი­კა­ზე, მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ასა და დატ­ვირ­თ­ვის სქე­მებ­ზე, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით სრულ­ყო­ფი­ლად შე­ფას­დე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა და მარ­თ­ვა. მმარ­თ­ვე­ლი რგო­ლი, რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს ის, რომ უმაღ­ლეს­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მი­აღ­წი­ოს და­სა­ხულ მიზ­ნებს, შე­ას­რუ­ლოს სა­კუ­თა­რი მი­სია, ასე­ვე სა­მოქ­მე­დო და სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. დღეს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი უფ­რო  სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ჩა­ი­ხე­დავს სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მა­ში, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რამ­დე­ნად ეფუძ­ნე­ბა ორი­ვე დო­კუ­მენ­ტი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­სურ­სებს და რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.“ — აცხა­დებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლა­შა მარ­გიშ­ვი­ლი.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი იმ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც 2018 წელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით უწევთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა.
***
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ „ჰი­პოკ­რა­ტეს“ და თბი­ლი­სის სას­წავ­ლო აკა­დე­მი­ას ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მ­დათ. ამ ორ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის კუთხით. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გ­ლებ­ში გა­და­მოწ­მ­დ­ნენ ძვე­ლი, მი­ნი­მა­ლუ­რი, სა­მი სტან­დარ­ტის — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი — მი­ხედ­ვით.
ამ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწო­რედ ეს მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი იყო უხე­შად დარ­ღ­ვე­უ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 15 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და შპს თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ „ჰი­პოკ­რა­ტე­სა“ და შპს „თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ა­ში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი. ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის დას­კ­ვ­ნის თა­ნახ­მად, ამ სას­წავ­ლებ­ლებ­ში დარ­ღ­ვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის, ისე სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კერ­ძოდ, ექ­ს­პერ­ტ­თა დას­კ­ვ­ნის მი­ხედ­ვით, დარ­ღ­ვე­უ­ლია სტან­დარ­ტის თით­ქ­მის ყვე­ლა მოთხოვ­ნა: „და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და ხა­რის­ხ­თან. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ხარ­ვე­ზე­ბი ეხე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცესს, რო­მე­ლიც თით­ქ­მის არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბი დასაწყო­ბე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სად არ ფიქ­სირ­დე­ბა. არ ფიქ­სირ­დე­ბა პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის სა­თა­ნა­დო ბა­ზე­ბი. კლი­ნი­კუ­რი­ უ­ნარ-ჩვე­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზე სწავ­ლო­ბენ. გარ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ნა­წი­ლი­სა, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, ფი­ნან­სე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მოწყო­ბის ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად შე­უ­სა­ბა­მოა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბის­თ­ვის.“ —  ნათ­ქ­ვა­მია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.
სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს რიგ­გა­რე­შე მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას მხო­ლოდ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მ­დათ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ „ჰი­პოკ­რა­ტეს“ და „თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის“ სტუ­დენ­ტე­ბი, მო­ბი­ლო­ბის წე­სით, სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუცხა­და. „სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სწავ­ლა ავ­ტო­რი­ზე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ. კონ­კ­რე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხა­რის­ხის ცენ­ტ­რის ვებგვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფომ სი­მარ­თ­ლე უნ­და უთხ­რას ყვე­ლა ოჯახს, ყვე­ლა სტუ­დენტს და ეს სი­მარ­თ­ლე სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვი­საც აქვს მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი,“ — აცხა­დებს მი­ნის­ტ­რი.
თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტ „ჰი­პოკ­რა­ტეს“ რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით კი­ტე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს,  რომ რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და, მათ აუხ­ს­ნეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა — სას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლოს უწევ­დათ გავ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად, ამი­სა, მა­თი თხოვ­ნა არა­ვინ  გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ავ­ტო­რი­ზა­ცია ჩა­მო­ერ­თ­ვათ. რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ბა­ტო­ნი და­ვი­თი  იმ ხარ­ვე­ზებ­ზეც სა­უბ­რობს, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შეძ­ლებ­და და 15-წლი­ა­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ასე ერ­თი ხე­ლის მოს­მით არ­სე­ბობას არ შეწყ­ვეტ­და:
 „ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 15 წლის წინ და­არ­ს­და და, დღე­ი­სათ­ვის, აქ 437 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვი­ყა­ვით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის რე­ჟიმ­ში და ვემ­ზა­დე­ბო­დით, თან­და­თა­ნო­ბი­თი მე­თო­დით, დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა სტან­დარ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი პუნ­ქ­ტი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და­ად­გი­ნა.  რო­ცა ჩვენ­თან მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი შე­მო­ვი­და (მა­თი პრე­რო­გა­ტი­ვაა რო­დის შე­მოვ­ლენ), გარ­კ­ვე­უ­ლი პუნ­ქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი დავ­ხ­ვ­დით. ის, რაც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს ნამ­დ­ვი­ლად ჰქონ­და და აქვს, არის სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აუდი­ტო­რია, კლი­ნი­კუ­რი ბა­ზე­ბი და სხვ.
სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის ერ­თ­სა­ფე­ხუ­რი­ან პროგ­რა­მას; დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გის ერ­თ­სა­ფე­ხუ­რი­ან, ჯან­დაც­ვი­სა და ფარ­მა­ცი­ის  ბა­კა­ლავ­რი­ატს და მა­გის­ტ­რა­ტუ­რას. გვაქვს კავ­ში­რე­ბი უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, ვილ­ნი­უ­სი­სა და ლვო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, ასე­ვე, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის — მოს­კო­ვის სე­ჩე­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის პირ­ველ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ვა­პი­რებ­დით, ვცდი­ლობ­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას, ამის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით. 
ჩვე­ნი პრობ­ლე­მა უდა­ვო­დ ი­ყო, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს მოწყო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის 80-90% ამ მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს პრობ­ლე­მა ბევ­რ­გან მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. რა თქმა უნ­და, დაწყე­ბუ­ლი გვქონ­და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და დავ­სა­ხეთ გეგ­მე­ბი სა­მო­მავ­ლოდ, ამ პრობ­ლე­მის ­გა­და­საჭ­რ­ელად.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წელს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ზე­ი­მობს 100 წლის­თავს. რო­გორ მი­აღ­წევ­და ის ამ ასაკს, თუ­კი მას 14-15 წლის ასაკ­ში ჩა­ქო­ლავ­დ­ნენ და წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­დ­ნენ. ეს ხომ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სია, ჩვენ­თ­ვის ამის დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად უნ­და მო­ე­ცათ.
რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ვე­ზებს, მარ­თა­ლია, გვქონ­და, მაგ­რამ ისე­თი, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა, საბ­ჭოს მი­ერ გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის მო­ცე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო — არა გვგო­ნია. პრე­ტენ­ზი­ე­ბი მა­თი მხრი­დან, ძი­რი­თა­დად, მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურსს ეხე­ბო­და, პროგ­რა­მულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი იყო; სი­ლა­ბუ­სებ­ში ხარ­ვე­ზი არ გვქო­ნია;  კლი­ნი­კურ უნარ-ჩვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იყო შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, ახ­ლა­ხან შე­ვი­ძი­ნეთ პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­თა­ნა­დო სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ბა­ზა (რო­ცა მო­ნი­ტო­რინ­გი შე­მო­ვი­და, ევ­რო­პი­დან ორი კვი­რის ჩა­მო­ტა­ნი­ლი გვქონ­და), რომელიც არ იყო გაწყო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­მოც­დის  სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვე­ცა.
მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ არის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი. ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გო­ნივ­რუ­ლი ვა­და უნ­და მო­ე­ცათ, თუ ამ ვა­დის შემ­დეგ ვერ გა­მო­ვას­წო­რებ­დით, რა თქმა უნ­და, შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­მარ­თავ­დ­ნენ. მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ნა­ად­რე­ვია. ვა­პი­რებთ აპე­ლა­ცი­ას, მაგ­რამ ის­მის კითხ­ვა — აპე­ლა­ცი­ას ხომ  დრო სჭირ­დე­ბა, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი რომ  სხვა­გან წავ­ლენ, მე­რე რა გა­ვა­კე­თოთ?
 გვინ­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს ვთხო­ვოთ, თუ მა­ინც და მა­ინც გა­სა­ტა­რე­ბე­ლი იყო მკაც­რი ზო­მე­ბი, გა­და­ი­ხე­დოს არ­სე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის თხოვ­ნა, რად­გან არ არის იოლი რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შეც­ვ­ლა, ასე­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა. მოკ­ლედ რომ გითხ­რათ, და­ზა­რალ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი“.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას სტუ­დენ­ტე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ამით მა­თი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა, რად­გან მო­ბი­ლო­ბით სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა გარ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს წარ­მო­შობს. სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მას ხე­დავს, ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ ამ­დენ სტუ­დენტს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვერ მი­ი­ღებს და კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წა­ვ­ლე­ბელ­ში გა­დას­ვ­ლა, გარ­კ­ვე­ულ წი­ლად, ისევ რის­კის ქვეშ აყე­ნებს მათ მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტო­ბას. ფიქ­რო­ბენ, რომ არ არ­სე­ბობს იმის გა­რან­ტია, რომ სხვა უნი­ვერ­სი­ტეტს არ შექ­მ­ნე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა.  
ალექ­სან­დ­რე ბე­რუ­აშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის „ჰი­პოკ­რა­ტე“ სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტის ჳჳჳ კურ­სის სტუ­დენ­ტი: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს  ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მ­და, ვფიქ­რობ, ეს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ იყო. სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არა­ფერ­ზე არ გვაქვს, მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცით, მო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შევ­ძ­ლებთ სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, თუმ­ცა, საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვა­დაა. სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას სურ­ვი­ლი აღარ აქვს კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ ვი­ცით ხვალ და ზეგ კი­დევ რო­მე­ლი კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცია დად­გე­ბა კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია, ვიდ­რე „ჰი­პოკ­რა­ტე­ში“. ამი­ტომ, სტუ­დენ­ტე­ბი ვითხოვთ გა­დას­ვ­ლას თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თუმ­ცა, ვი­ცით, რომ მი­ღე­ბის ისე­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ე.ი. სტუ­დენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი უნი­ვერ­სი­ტეტს მიღ­მა დარ­ჩე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის სტუ­დენ­ტებს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბათ. არის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა — კრე­დი­ტე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­დე­ბა კრე­დი­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის გა­მო, შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნი კურ­სის ან სე­მეს­ტ­რის და­კარ­გ­ვა მა­ინც მოგ­ვი­წი­ოს და ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ირ­ღ­ვე­ვა  სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი თხოვ­ნაა, რაც შე­ი­ძე­ბა მა­ლე გაგ­ვარ­კ­ვი­ონ, რას გვთა­ვა­ზო­ბენ და რა პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ამავ­დ­რო­უ­ლად, ვითხოვთ, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი.“
შო­თა გა­წე­რე­ლია, თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის „ჰი­პოკ­რა­ტე“ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ჳვ კურ­სის სტუ­დენ­ტი: „ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რ­ცელ­და ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, აბ­სურ­დუ­ლია. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, თით­ქოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბი და­საწყო­ბე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და სხვა, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
მე რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ავ­ტო­რი­ზა­ცია  ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს იმი­ტომ ჩა­მო­ერ­თ­ვა, რომ  თით­ქოს არც ერთ კრი­ტე­რი­უმს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მა­გა­ლი­თად, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო პან­დუ­სე­ბის არარ­სე­ბო­ბა. რო­გორც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პან­დუ­სე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა. ამ ეტაპ­ზე, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი სას­წავ­ლე­ბელ­ში არ სწავ­ლო­ბენ.
ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ჩა­მორ­თ­მე­ვის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში უნ­და გა­და­ვი­დეს. თუ ჩვენ სას­წავ­ლებ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვალთ, შე­იძ­ლე­ბა  კრე­დი­ტე­ბი არ აღი­ა­რონ და მოგ­ვი­წევს კრე­დი­ტე­ბის თა­ვი­დან გავ­ლა, რაც გა­მო­იწ­ვევს სე­მეს­ტ­რი­სა და თან­ხე­ბის და­მა­ტე­ბას. ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ რუ­სი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ სწავ­ლის გაზ­რ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ. ამით სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი­სა და მი­სი მო­ად­გი­ლის თქმით, სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ უნ­და და­ირ­ღ­ვეს. გვა­ინ­ტე­რე­სებს, იქ­ნე­ბა თუ არა ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი და რა მო­ი­აზ­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად უფ­ლე­ბე­ბის არ­დარ­ღ­ვე­ვა­ში.
ჩვენ არ გვინ­და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ან სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნონ, ან ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოგ­ვ­ცენ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. თუ პეტ­რე შო­თა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან „გე­ო­მედ­ში“ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნენ, მა­შინ  სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და მოგ­ვ­ცეს იმის გა­რან­ტია, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ უმაღ­ლე­სე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა არ მოხ­დე­ბა.“
მიმ­დი­ნა­რე წლის 19 თე­ბერ­ვალს, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ „ჰი­პოკ­რა­ტეს“ სტუ­დენ­ტებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან გა­­მარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რ­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა სტუ­დენტს უჩერ­დე­ბა სტა­ტუ­სი 5 წლის ვა­დით და, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი არი­ან, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ბი­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, მხო­ლოდ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გახ­ს­ნის მო­ბი­ლო­ბის რიგ­გა­რე­შე ფან­ჯა­რას, რი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც   სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, სწავ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლონ სხვა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. სტუ­დენ­ტებ­სა და მშობ­ლებს ასე­ვე გა­ნე­მარ­ტათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მო­ბი­ლო­ბის სა­ფა­სუ­რის­გან. მო­ბი­ლო­ბის ვა­დე­ბი და მო­ბი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე.
ამ სა­კითხებ­ზე შეხ­ვედ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

25-28(942)N