გამოდის 1998 წლიდან
2018-01-24
სა­პი­ლო­ტე მო­დე­ლის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და რის­კე­ბი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე  

პრო­ექ­ტის „სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, პირ­ვე­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტის „სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის მო­დე­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. პრო­ექ­ტ­ში 15 სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი და სამ ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პი მო­ი­ცავ­და მოწ­ვე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­სა და სას­წავ­ლო ტუ­რებს და­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ჰო­ლან­დი­ა­ში. მე­ო­რე ეტა­პი — სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და პი­ლო­ტი­რე­ბას. ბო­ლო ეტა­პი კი კვლე­ვას, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
„გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სკო­ლის რო­გორც ში­და, ასე­ვე გა­რე შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის აწყო­ბას. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აფა­სებს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ვი­თარ­დე­ბო­და სკო­ლის ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბი. ამ ეტაპ­ზე, უფ­რო მწყობრ სის­ტე­მა­ზე გა­დავ­დი­ვართ. ჩვენ­მა სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნეს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, და­აკ­ვირ­დ­ნენ არ­სე­ბულ მო­დე­ლებს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი გად­მო­ტა­ნა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში და ქარ­თუ­ლი სკო­ლის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, შე­ი­მუ­შა­ვეს სა­კუ­თარ სკო­ლებ­ში, სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბი, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის“, — გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­ურ­მა.
„სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ სამ­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა“ და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ახორ­ცი­ე­ლებს.
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის­თ­ვის, მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის­თ­ვის პრო­ექ­ტი იმ თვალ­საზ­რი­სი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ: „ის არ გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მა­გა­ლი­თად, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ან რო­მე­ლი­მე ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის მომ­ზა­დე­ბას იმის­თ­ვის, რომ სკო­ლე­ბის­თ­ვის შე­ი­მუ­შა­ონ ეფექ­ტუ­რი მო­დე­ლი. ეს პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხ­მობს მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას იმის­თ­ვის, რომ თვი­თონ მო­არ­გონ კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის მო­დე­ლი სა­კუ­თარ სკო­ლას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს, სპე­ცი­ფი­კას.“
შეხ­ვედ­რა ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა: დი­რექ­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ეც­ნენ (გერ­მა­ნი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­სა და და­ნი­ა­ში), ისა­უბ­რეს სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მებ­ზე, დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.
სსიპ გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხა­შუ­რის N6 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ხა­დუ­რი იმ 15 დი­რექ­ტო­რი­დან ერთ-ერ­თია, ვინც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ „სკო­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ორე­ტა­პი­ა­ნი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, გახ­და „სკო­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის“ საბ­ჭოს წევ­რი (საბ­ჭოს წევ­რე­ბი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და სა­მი­ნის­ტ­როს სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან). „საბ­ჭოს ამო­ცა­ნაა, შე­ვი­მუ­შა­ოთ ში­და შე­ფა­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლე­ბი, გა­მოვ­ცა­დოთ სა­კუ­თარ სკო­ლებ­ში, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ პრო­ცე­სი და შე­დე­გე­ბი, მო­ვამ­ზა­დოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სხვა სკო­ლე­ბის­თ­ვის და პო­ლი­ტი­კის მიმ­ღებ­თათ­ვის. პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტა­პი სწო­რედ სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და პი­ლო­ტი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. — ამ­ბობს თა­მარ ხა­დუ­რი, — პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სას­წავ­ლო ტუ­რით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ორ­ჰუს­ში. ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა და­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბის აღ­ზ­რ­დის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. და­ნია, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გე­ბის ათე­ულ­შია შე­სუ­ლი. თვალ­ში­სა­ცე­მია სკო­ლე­ბის გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, რე­სურ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და სიმ­რავ­ლე. კე­თილ­მოწყო­ბი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი სკო­ლებ­ში. იქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბა. და­ნი­ას სკო­ლე­ბის ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და მარ­ტი­ვი მო­დე­ლე­ბი აქვს. ექ­ს­პერ­ტე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უწე­ვენ სკო­ლებს დახ­მა­რე­ბას და აძ­ლე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.“
ამ­ჟა­მად კი პრო­ექ­ტის ფარ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის ქარ­თუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მელ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სოფ­ლის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი, ქა­ლა­ქის დი­დი და ურ­ბა­ნუ­ლი ტი­პის სკო­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კა, მა­თი მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი. თუმ­ცა, რად­გან ჯერ არ არის დამ­თავ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი რის­კე­ბი არ­სე­ბობს, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბის არ­ქო­ნის, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­ცი­რი­სა თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო. მაგ­რამ მი­იჩ­ნევს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დაძ­ლე­ვა­დია უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით: „ჰოლან­დი­ელ­მა და გერ­მა­ნელ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა ვორ­ქ­შო­პებ­ზე გაგ­ვი­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი მო­დე­ლე­ბის ასა­გე­ბად ვი­ყე­ნებთ“ — გვითხ­რა თა­მარ ხა­დურ­მა.
თბი­ლი­სის 175-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თი­ნა­თინ ალა­ვი­ძე ამ­ბობს, რომ სკო­ლე­ბი გან­ს­ხა­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ ჰქონ­დეთ ისე­თი მოქ­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და მო­დე­ლე­ბი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს მო­არ­გებენ და შეძ­ლებენ თვით­შე­ფა­სე­ბას. მი­სი აზ­რით, სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და ამ პრო­ცე­სებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამაღ­ლებს სკო­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და უფ­რო ეფექ­ტურს  ხ­დის პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ კი უფ­რო მე­ტად და­ა­ფიქ­რა ქარ­თ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რაც ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წი­ნა­შე დგას.
„ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა ძი­რი­თა­დად კვლე­ვა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. საკ­ვ­ლევ სა­კითხად ავი­ღეთ stem საგ­ნებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გან­მავ­ითა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მოს­წავ­ლის­თ­ვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. დრო­უ­ლი და კარ­გი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით, მოს­წავ­ლე გეგ­მავს მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზებს, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი — სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზებს.
სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან შე­იქ­მ­ნა ხა­რის­ხის და ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჯგუ­ფე­ბი, შე­მუ­შავ­და კვლე­ვის გეგ­მა, საკ­ვ­ლე­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, გა­ნი­საზღ­ვ­რა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი.
და­ვად­გენთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან  გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ებ­სა და მე­თო­დებს. პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის შე­მუ­შავ­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სა­მუ­შაო პრო­ცესს და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას უფ­რო ეფექ­ტურს გახ­დის“  — ამ­ბობს თი­ნა­თინ ალა­ვი­ძე.
ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ვა­ლეს N2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გვან­ცა გო­გო­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას და­ეგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, პრო­ექ­ტის „სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით. „გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ მოვ­ხ­ვ­დი პრო­ექ­ტის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. ეს იყო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის გა­სა­უბ­რე­ბა, რაც კი ოდეს­მე გა­მივ­ლია, 3-ეტა­პი­ა­ნი და რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე ჯგუ­ფუ­რი გა­სა­უბ­რე­ბის ელე­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვას (დე­და­ქა­ლა­ქის, ქა­ლა­ქის, სოფ­ლის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლის და ა.შ.), რა­თა ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლის გან­ზო­გა­დე­ბა სკო­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო სპექ­ტ­რ­ზე მომ­ხ­და­რი­ყო“ — გვი­ამ­ბობს გვან­ცა გო­გო­ლა­ძე.
სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტ­ში ქა­ლა­ქის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სა­ჯა­რო სკო­ლის სტა­ტუ­სით ჩა­ერ­თო, ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­ა­რეს: ტრე­ნინ­გე­ბი, კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, სას­წავ­ლო ტუ­რე­ბი ევ­რო­პის წამ­ყ­ვან ქვეყ­ნებ­ში და სწო­რედ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და, რა თქმა უნ­და, კო­ლექ­ტივ­თან შე­თან­ხ­მე­ბით შე­არ­ჩი­ეს საკ­ვ­ლე­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა — საწყის ეტაპ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა STჶმ საგ­ნებ­ზე. „ამ­ჟა­მად კვლე­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და, სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს­თ­ვის, ვგეგ­მავთ ე.წ. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის სა­პი­ლო­ტე მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ საგ­ნებ­ში (მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ინ­გ­ლი­სუ­რი) და კონ­კ­რე­ტულ კლა­სებ­ში (ვჳჳ, ვჳჳჳ, ჳხ, ხ, ხჳ), „გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ში­და და გა­რე თავ­სე­ბა­დო­ბა­ზე“ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. საწყის ეტაპ­ზე, სკო­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ, თვალ­სა­ჩი­ნო და პრობ­ლე­მურ სა­კითხ­ზე შევ­ჯერ­დით, თუმ­ცა, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ვფიქ­რობთ, მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა გვექ­ნე­ბა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უფ­რო ფარ­თო სპექ­ტ­რ­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის მო­დელ­ზე სა­მუ­შა­ოდ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­დე­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში პრო­ექ­ტის საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­სას, გან­ვი­ხი­ლავთ მათ, ვა­ფა­სებთ და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეგ­ვაქვს ცვლი­ლე­ბე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტ­ში ვე­ლო­დე­ბით უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის ვი­ზი­ტებს სკო­ლებ­ში, ად­გილ­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვე­ბი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად,“ — ამ­ბობს გვან­ცა გო­გო­ლა­ძე.
რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო ტურს, რო­მე­ლიც და­ნი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის გაც­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ვა­ლეს ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის დიდ  მად­ლო­ბას უხ­დის შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ და ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ას. ამ­ბობს, რომ: „მარ­ტივ­მა და ამავ­დ­რო­უ­ლად ეფექ­ტურ­მა გა­რე და ში­და შე­ფა­სე­ბის სას­კო­ლო სის­ტე­მამ ტუ­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე მოგ­ვ­ხიბ­ლა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მით, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ულ აღ­ზ­რ­და­ზე. სკო­ლე­ბი, სა­დაც, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან და ინ­ტე­რე­სე­ბი­დან/სურ­ვი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მერ­ვე კლა­სამ­დე მიმ­დი­ნა­რე შე­ფა­სე­ბა არ არ­სე­ბობს. ხოლო სკოლები, სადაც მეცხ­რე კლა­სის შე­დე­გე­ბი გან­საზღ­ვ­რავს მოს­წავ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი თუ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მთლი­ა­ნად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მით ფას­დე­ბა. სკო­ლით კმა­ყო­ფი­ლე­ბაც კი მას­წავ­ლებ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებ­ში ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გზით მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­წო­დე­ბუ­ლი კითხ­ვა­რე­ბით იზო­მე­ბა. ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მუდ­მი­ვად ფლობს ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც (პრობ­ლე­მის გა­მოვ­ლე­ნა), ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე, გა­რე კონ­სულ­ტან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, გეგ­მავს და ახორ­ცი­ლებს ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს.“
10 იან­ვ­რის შე­მა­ჯა­მე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­მი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სას­კო­ლო ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გერ­მა­ნი­ის, ჰო­ლან­დი­ი­სა და და­ნი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის გა­რე და ში­და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­რეს ერ­თ­მა­ნეთს და იმ სტრუქ­ტუ­რებს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში არი­ან ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში სკო­ლე­ბის გა­მარ­თულ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას­თან. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ში, სა­კუ­თარ სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე თვით­შე­ფა­სე­ბის სა­პი­ლო­ტე ვერ­სი­ე­ბის შე­სა­ხებ, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მო­იკ­ვე­თა ის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და რის­კე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლე­ბი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში ხვდე­ბი­ან. „სკო­ლებს გვჭირ­დე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლად გა­მარ­თუ­ლი და ვა­ლი­დუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი კვლე­ვებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად (სა­სურ­ვე­ლია ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გზით მომ­ზა­დე­ბულ/მო­წო­დე­ბუ­ლი), კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი, საწყის ეტაპ­ზე მა­ინც, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­სა­გეგ­მად და, რაც მთა­ვა­რია, სას­კო­ლო კულ­ტუ­რა და მზა­ო­ბა ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, კომ­პე­ტენ­ცია და ში­და და გა­რე მო­ტი­ვა­ცია ამ ყვე­ლაფ­რის გა­სა­კე­თებ­ლად.“ — ამ­ბობს გვან­ცა გო­გო­ლა­ძე.

25-28(942)N