გამოდის 1998 წლიდან
2017-12-21
მხო­ლოდ სკო­ლის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბით სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ


სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, თუ რა და რო­გორ შე­იც­ვა­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რომ მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი (ვგუ­ლის­ხ­მობთ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხ­დარ მკვლე­ლო­ბას) აღარ გან­მე­ორ­დეს, რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ძა­ლა­დო­ბის­გან და­სა­ცა­ვად. ამ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.
და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი მწე­რა­ლი

„იმ დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­მო, რო­მე­ლიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით დაგ­ვ­რ­ჩა იმ ქვეყ­ნის­გან, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ არ­სე­ბობს, ძა­ლი­ან ძნე­ლია პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კითხი­სად­მი კომ­პ­ლექ­სუ­რად და სწო­რად მიდ­გო­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი მა­ინც გვექ­ნე­ბა.
თქვენ რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­სა და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ჩარ­თ­ვა; მოს­წავ­ლე­ებ­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა), აშ­კა­რად კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მის მცდე­ლო­ბაა, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მენ­ტა­ლუ­რი სი­ბე­ცეა და ამი­ტომ მთა­ვა­რი გა­მო­სა­ვა­ლიც სწო­რედ იმ აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვ­ლაა, რაც იწ­ვევს ამ­დენ ძა­ლა­დო­ბა­სა და აგ­რე­სი­ას ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი ზიზღით. რო­ცა ამას ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და  ბავ­შ­ვო­ბი­დან ხე­დავს და ეს­მის, თუ რო­გორ სძულთ უფ­რო­სებს ერ­თ­მა­ნე­თი, ძნე­ლია ჰქონ­დეთ ჯან­მ­რ­თე­ლი გო­ნე­ბა და ცნო­ბი­ე­რე­ბა. ამი­ტო­მაც ყვე­ლა ჩა­მოთ­ვ­ლილ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მას და­ვა­მა­ტებ­დი სა­ლექ­ციო კურ­სებ­სა და შეხ­ვედ­რებს სკო­ლებ­ში იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც პა­ტა­რე­ბის­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტია და ვინც სწო­რად და კარ­გად აუხ­ს­ნის მოს­წავ­ლე­ებს, რა­ტომ არის ძა­ლა­დო­ბა და ძველ­ბი­ჭუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი გო­ი­მე­ბი­სა და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი.“

მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლი
არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ალი­ან­სის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე
 
„უმ­ძი­მე­სია ტრა­გე­დი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი. ფაქ­ტი ერ­თია — ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ წა­ქე­ზე­ბუ­ლი და შე­ქე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ფაქ­ტე­ბად, ამ­ბე­ბად და ქცე­ვად, მო­ზარ­დებ­ში იჩენს თავს! ეს ტრა­გე­დია არ არის მხო­ლოდ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტი. ამ ამ­ბავ­მა მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ლუს­ტ­რა­ცია მო­ახ­დი­ნა. გაზ­რ­დი­ლია აგ­რე­სია და, ფაქ­ტია, რომ და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დ­რო­მიც არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფე­რი კი, დი­დი სის­წ­რა­ფით უკან მსვლე­ლო­ბი­სას, ძა­ლი­ან ჰგავს ავ­ბე­დით 90-ანებს.
შე­იძ­ლე­ბა არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს ჩე­მი პო­ზი­ცია, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ქვე­ყა­ნა­ში არსე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და ერ­თი სკო­ლის მი­ერ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია. თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, ეს არ გა­მო­რიცხავს იმას, რომ სა­გან­მა­ნათ­ლე­ბ­ლო სის­ტე­მამ თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არ გა­აც­ნო­ბი­ე­როს. უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, ყვე­ლას გვახ­სოვს, სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის არ­გუ­მენ­ტად ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის პო­ლი­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. რა თქმა უნ­და, ამ ფაქ­ტ­მა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­რი­ტეტ­ზე, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეზღუ­და მან­და­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა სკო­ლა­ში და ფაქ­ტობ­რი­ვად, ფორ­მა­ლურ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ად გა­და­აქ­ცია. დღეს კი, რო­ცა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, გა­მო­სავ­ლად სკო­ლა­ში არა­თუ მხო­ლოდ მან­და­ტუ­რის, არა­მედ პო­ლი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც გა­ნი­ხი­ლე­ბა. თვის­თა­ვად ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია, თუმ­ცა ვერც ეს გა­დაწყ­ვეტს პრობ­ლე­მას.
ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­მიძ­ლია ვთქვა, ვიდ­რე სა­ხელ­მ­წი­ფო არ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დას­ჯი­ლი იყოს დამ­ნა­შა­ვე, არ იყოს წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გი და ყვე­ლას­თ­ვის ერ­თი სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­დეს, ვე­რა­სო­დეს შევ­ძ­ლებთ მო­ზარ­დებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.
აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დეს სკო­ლებ­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის, სას­კო­ლო დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვის, ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მუ­შა­ო­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უნ­და მო­ის­პოს შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თ­ლის მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ამ ბო­ლო დროს სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან გახ­ში­რე­ბუ­ლია.“

გუ­ლი­კო ხორ­ბა­ლა­ძე
 128-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

„არ­სე­ბობს ფრა­ზა — „ცეცხ­ლი უკ­ვა­ლოდ არ ჩნდე­ბა“. ჩე­მი აზ­რით, პრე­ვენ­ცი­ის მი­ზა­ნია ურ­მის გა­დაბ­რუ­ნე­ბამ­დე შე­ვამ­ჩ­ნი­ოთ ის სიმ­პ­ტო­მე­ბი და მთა­ვა­რი ნიშ­ნე­ბი, რაც კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის წი­ნა პე­რი­ოდს ახ­ლავს. პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვკარ­ნა­ხობს, რომ მო­ზარ­დ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წ­ვა­ვე­ბას თან ახ­ლავს: და­ძა­ბუ­ლო­ბა, უთან­ხ­მო­ე­ბა, უხე­ში სა­უბ­რე­ბი, უხამ­სი სა­ტე­ლე­ფო­ნო გზავ­ნი­ლე­ბი და სხვა ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბი.
128-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობთ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყი­სი­ე­რად ჩა­ვე­რი­ოთ, ჩავ­რ­თოთ მშობ­ლე­ბი, შე­ვა­რი­გოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, დრო­უ­ლად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ რის­კე­ბი, რა­თა არ მი­ვი­ღოთ კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­წ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა. ბავ­შ­ვ­ში აგ­რე­სია, თა­ნა­ტო­ლი­სად­მი მტრუ­ლი გან­წყო­ბა არ გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი, თუნ­დაც, დი­რექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რით ან მან­და­ტუ­რის ჩა­რე­ვით. ასეთ ბავ­შ­ვ­თან აუცი­ლე­ბე­ლია დამ­რი­გებ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბას ვცდი­ლობთ, კლა­სებ­ში შევ­ქ­მ­ნათ პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. რო­ცა კლას­ში, მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­როა და კლა­სი ერ­თი ოჯა­ხი­ვი­თაა, ნაკ­ლე­ბია სი­სას­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნის რის­კი. პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შექ­მ­ნას სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვცდი­ლობთ: პირ­ვე­ლი, ეს არის ქცე­ვის წე­სე­ბი — რო­გორ უნ­და იქ­ცე­ოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, კლა­სებ­ში გა­მოკ­რუ­ლია ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი (პა­ტივს ვცემთ ერ­თ­მა­ნე­თის აზრს, თუნ­დაც არ ვე­თან­ხ­მე­ბო­დეთ, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის დროს მი­უ­ღე­ბე­ლია და­ცინ­ვა, გა­კიცხ­ვა და სხვა).
 მე­სა­მე — ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე მო­ნი­ტო­რინგს. გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ ზოგ­ჯერ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს ისევ ძვე­ლი, საბ­ჭო­უ­რი რუ­ტი­ნა გას­დევს: მოს­წავ­ლე­ე­ბი სხე­დან ერ­თ­მა­ნე­თის ზურგს უკან, არ არის კო­მუ­ნი­კა­ცია, გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბაც ნაკ­ლე­ბია, პე­და­გო­გე­ბი მხო­ლოდ ერ­თე­ულ მოს­წავ­ლე­ებ­ზე გა­დი­ან. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვ­ლე­ლად ტრე­ნინ­გებ­ზე, სა­მუ­შაო თათ­ბი­რებ­ზე მას­წავ­ლებ­ლებს ყუ­რადღე­ბას ვუ­მახ­ვი­ლებთ პო­ზი­ტი­უ­რი საკ­ლა­სო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, ვთა­ვა­ზობთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად და­ნერ­გონ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი: წყვი­ლებ­ში, ტრი­ა­დებ­ში, ჯგუ­ფებ­ში. ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სტრა­ტე­გია, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი ატ­მოს­ფე­როს შე­საქ­მ­ნე­ლად, რის­თ­ვი­საც სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის ვნერ­გავთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კულ­ტუ­რას. ხელს ვუწყობთ სას­წავ­ლო თე­მის შექ­მ­ნას და მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თ­გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო, გა­ნი­ხი­ლა­ვენ  საგ­ნე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მურ სა­კითხებს, ამუ­შა­ვე­ბენ სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მებს, შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის გზებს თა­ვი­ან­თი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის შე­საც­ვ­ლე­ლად.
რო­ცა და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა, ხში­რად ვაწყ­დე­ბით ფაქტს — მშო­ბე­ლი იცავს შვილს: „ისე არ და­არ­ტყამ­და, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და ამის წი­ნა­პი­რო­ბა“, „რამ­დენ­ჯე­რაც ცუ­დად მო­ექ­ცე­ვი­ან, იმ­დენ­ჯერ და­არ­ტყამს ჩე­მი შვი­ლი, ამა­ში წინ ვინ და­უდ­გე­ბა“. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვის­მენთ ასეთ ფრა­ზებს მშობ­ლე­ბის­გან. ძა­ლი­ან ძნე­ლია მა­თი მენ­ტა­ლო­ბის შეც­ვ­ლა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, სკო­ლამ უნ­და მო­ა­ხერ­ხოს მშობ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლა, მოს­წავ­ლის აგ­რე­სი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, მშობ­ლის მი­ერ ჩა­ნერ­გი­ლი იდე­ის — „და­გარ­ტყა­მენ და­არ­ტყი“ — ამოშ­ლა მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, ძა­ლი­ან გვი­ჭირს მშობ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, თუნ­დაც იმის გა­მო, რომ რის­კის ქვეშ მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­შო­რე­ბულ­ნი არი­ან, რაც მო­ზარდს მე­ტად დიდ ტრავმ­ას აყე­ნებს და ხში­რად აგ­რე­სი­ულს ხდის. არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლე­ბი უცხო­ეთ­ში არი­ან წა­სუ­ლი, ისი­ნი ხში­რად ნა­თე­სავ­თან ან ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იზ­რ­დე­ბი­ან.
მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იმავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა. ჩე­მი და რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლა­ში, სა­გან­გე­ბო სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი წა­მო­ვიწყეთ. მშობ­ლე­ბი, დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ჩავ­რ­თეთ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. შე­ვაგ­რო­ვეთ მა­კუ­ლა­ტუ­რა, მო­ვაწყ­ვეთ აქ­ცი­ე­ბი და ა.შ. მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მო­სუ­ლი თან­ხით ვა­პი­რებთ ვი­ყი­დოთ წიგ­ნე­ბი და გა­ვამ­დიდ­როთ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა, რად­გან ჩვე­ნი სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა კა­ტას­ტ­რო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.
სკო­ლა­ში არის კი­დევ ერ­თი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დას­ვე­ნე­ბის (ვგუ­ლის­ხ­მობ 20-წუ­თი­ან დას­ვე­ნე­ბას) პრობ­ლე­მა. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი და ჩვენ დას­ვე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ჩვე­ნი სკო­ლა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, არ გვაქვს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, არ გვაქვს სა­თა­ნა­დო სი­დი­დის ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­სა­დი­ლო, დე­რეფ­ნე­ბიც ვიწ­როა. დიდ  დას­ვე­ნე­ბა­ზე ჭირს კონ­ტ­რო­ლი მოს­წავ­ლე­თა მოძ­რა­ო­ბა­ზე, და­ჯა­ხე­ბა, რა თქმა უნ­და, იწ­ვევს გარ­კ­ვე­ულ ტრავმ­ებს. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და ორი 10-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დას­ვე­ნე­ბე­ბის სა­კითხს თა­ვად სკო­ლა და­ა­რე­გუ­ლი­რებს ად­გი­ლობ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად.
მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში დი­დია სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გის რო­ლი. სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გი და სპეც­პე­და­გო­გი გვყავს, მაგ­რამ ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მან­და­ტუ­რის ფსი­ქო­ლო­გის სამ­სა­ხურს,  მათ­თა­ნაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი ძნე­ლად გვთან­ხ­მ­დე­ბი­ან იმა­ზე, რომ შვი­ლე­ბი ამ ცენ­ტ­რ­ში ატა­რონ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქცე­ვის მარ­თ­ვა უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა, არ­სე­ბობს მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი თი­თო სამ­ყა­როა, სადაც შეღ­წე­ვა და ქცე­ვის კო­რექ­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ საქ­მე­ში ჩვენს დამ­რი­გებ­ლებ­საც და ფსი­ქო­ლო­გებ­საც სჭირ­დე­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა, თუნ­დაც ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხით.
და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ხში­რად ვაწყობთ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს მშობ­ლებ­თან, ისი­ნი მი­ე­სალ­მე­ბი­ან სკო­ლის მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან, რე­ი­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ პატ­რუ­ლი გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, რა­თა სა­ეჭ­ვო პი­რე­ბი არ შეგ­როვ­დ­ნენ სკო­ლის მახ­ლობ­ლად. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით.“

მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი
ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის
ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის
მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი,
ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

 „ძა­ლა­დო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ჯგუ­ფუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის რთუ­ლი ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის შე­დე­გია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­აც სხვა­დას­ხ­ვა გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რი­სა­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. პრე­ვენ­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია: სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, და­საქ­მე­ბის, სა­სა­მარ­თ­ლო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ჩარ­თ­ვა. ბავ­შ­ვებ­ში და ბავ­შ­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის აღ­კ­ვე­თა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის საქ­მე უნ­და იყოს. მხო­ლოდ ყვე­ლა სექ­ტო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბის და­საძ­ლე­ვად ქმე­დი­თი და ეფექ­ტი­ა­ნი გზე­ბის გა­მო­ძებ­ნა.
ვფიქ­რობ, მან­და­ტურ­მა უნ­და აკონ­ტ­რო­ლოს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­კ­ვე­თოს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აც­ნო­ბოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას. მხო­ლოდ სკო­ლის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბით სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ. სა­ჭი­როა სკო­ლებ­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბის შტა­ტის დაშ­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ ბავ­შ­ვებ­თან არა ერ­თ­ჯე­რა­დად, არა­მედ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად.
რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ლინგს, რო­მე­ლიც ჩვენს სკო­ლებ­ში საკ­მა­ო­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, მი­სი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თ­ვის სა­ჭი­როა:
1. პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბა — სკო­ლამ უნ­და აღი­ა­როს არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნის არ­სე­ბო­ბა (ხში­რად სკო­ლა ამას არ აღი­ა­რებს). სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს შე­უ­ერ­თ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბიც და მშობ­ლე­ბიც. პირ­ვე­ლად უნ­და დად­გინ­დეს პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის ანო­ნი­მუ­რი გა­მო­კითხ­ვით.
2. პრობ­ლე­მის გან­საზღ­ვ­რა — მი­სი არ­სი, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა, სიხ­ში­რე, ხან­გ­რ­ძ­ლი­ო­ბა.
3. სა­მუ­შაო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია: სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტის მი­უ­ღებ­ლო­ბა; დაკ­ვირ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სკო­ლის დე­რე­ფან­ში, ეზო­ში, ბუ­ფეტ­ში და ა.შ.; მუ­შა­ო­ბა კლას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში; სკო­ლის ეთი­კუ­რი კო­დექ­სის შე­მუ­შა­ვე­ბა; სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გის მუ­შა­ო­ბა ბავ­შ­ვებ­თან.“

მოამზადა მაკა ყიფიანმა

25-28(942)N