გამოდის 1998 წლიდან
2017-12-14
უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ერთ საქ­მე­ზე ìკონ­ცენ­ტ­რა­ცია მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე შეგ­ვიძ­ლია


თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი­დან ორი კვი­რა გა­ვი­და. მომ­ხ­დარ ფაქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა ნელ-ნე­ლა მი­ნელ­და.
ამ ეტაპ­ზე, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხ­დარ ტრა­გი­კულ შემ­თხ­ვე­ვა­ზე და სა­მო­მავ­ლოდ, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ; მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა „უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო“ გა­მოს­ცა, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია სკო­ლა­ში დარ­ღ­ვე­ვა­თა და სხვა­დას­ხ­ვა გა­და­უ­დე­ბელ, კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოქ­მე­დე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ზა­ნია შე­სა­ბა­მი­სი დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა უსა­ფ­რ­თხო სას­კო­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის.
ჩვე­ნი გა­ზე­თი ეხ­მა­უ­რე­ბა ამ მწვა­ვე პრობ­ლე­მას და ვთხოვთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზოს სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის თა­ო­ბა­ზე. ამ­ჯე­რად გვე­სა­უბ­რე­ბა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გია მურ­ღუ­ლია.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი პირ­და­პირ იშ­ვერს ხელს სკო­ლის­კენ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­კენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­კენ. არა მგო­ნია, რომ ეს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მიდ­გო­მა იყოს. მე არ ვიც­ნობ არც ერთ სკო­ლას, სა­დაც ვინ­მე ცდი­ლობ­დეს მკვლე­ლე­ბის გაზ­რ­დას, მე არ ვიც­ნობ ისეთ სკო­ლას, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამო­ცა­ნად ისა­ხა­ვენ, რომ ბავ­შ­ვებს ცუ­დი ქცე­ვა ას­წავ­ლონ. რა თქმა უნ­და, ტრა­გე­დიაა და უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვია, რაც მოხ­და, მაგ­რამ ამის გა­მო ყვე­ლამ რომ ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა და­უწყოს სკო­ლას და ყვე­ლამ მკვლე­ლე­ბის გამ­ზ­რ­დე­ლე­ბი უწო­დოს მას­წავ­ლე­ბელს ან დი­რექ­ტორს, ეს მხო­ლოდ და­ბა­ლი კულ­ტუ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მე ვიც­ნობ პი­რა­დად ორი­ვე სკო­ლის დი­რექ­ტორს. ისი­ნი კარგ ადა­მი­ა­ნე­ბად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად მი­მაჩ­ნია. ვფიქ­რობ, მსგავ­სი ამ­ბის­გან დაზღ­ვე­უ­ლი არა­ვინ  არის და ამი­ტომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო მე­ტად ობი­ექ­ტუ­რი ხედ­ვა უნ­და გვიძღო­დეს წინ, რო­დე­საც სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს ვა­კე­თებთ ან სა­ჯა­როდ ვა­ფა­სებთ ვინ­მეს.
პრობ­ლე­მა კომ­პ­ლექ­სუ­რია და მას­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ფი­გუ­რან­ტია ჩარ­თუ­ლი — სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ოჯა­ხი და, რა თქმა უნ­და, სკო­ლა. სკო­ლას თა­ვი­სი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აქვს. ამი­ტომ სკო­ლით და­ვიწყოთ. არ ვფიქ­რობ იმას, რომ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი უნ­და გა­და­ვი­დეს ფსი­ქო­ლო­გის სამ­სა­ხურ­ზე ან მან­და­ტურ­ზე, კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა თქმა უნ­და, სა­ჭი­როა, მაგ­რამ ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არის გა­დამ­წყ­ვე­ტი წი­ნა­პი­რო­ბა ამ პრობ­ლე­მის აცი­ლე­ბის. მა­შინ რა არის გა­დამ­წყ­ვე­ტი წი­ნა­პი­რო­ბა? ეს არის აღ­ზ­რ­დის  სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უნ­და მუ­შა­ობ­დეს სკო­ლა­შიც და, რა თქმა უნ­და, ოჯახ­შიც. ვე­რა­ვინ და­მარ­წ­მუ­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ლო­მის წი­ლი არ უდევს ოჯახს. სკო­ლა, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, უნ­და იაზ­რებ­დეს აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მას, რო­მელ­შიც უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­და, ადა­მი­ან­ში უნ­და იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მთე­ლი რი­გი უნა­რე­ბი­სა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ის ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­დეს — მა­გა­ლი­თად, ნე­ბის­ყო­ფა, რო­დე­საც რა­ღაც მო­გინ­დე­ბა, ეს აუცი­ლებ­ლად არ უნ­და გა­ა­კე­თო; მა­გა­ლი­თად, სიმ­შ­ვი­დე ან კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის უნა­რი. სამ­წუ­ხა­როა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლებ­ში ამა­ზე აქ­ცენ­ტე­ბი არ კეთ­დე­ბა და აქ მხო­ლოდ 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას ან მხო­ლოდ პირ­ველ ექ­ს­პე­რი­მენ­ტულს არ ვგუ­ლის­ხ­მობ. ეს თა­ნაბ­რად ეხე­ბა ყვე­ლას. ერ­თი, აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბა და მე­ო­რე,  ამ სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რად, კარ­გად, გო­ნივ­რუ­ლად გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ადა­მი­ან­თა ნაკ­ლე­ბო­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში ქმნის ცუდ პი­რო­ბას სა­ი­მი­სოდ, რომ პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად რჩე­ბო­დეს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყუ­რადღე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბენ. არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და იფიქ­როს არც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა, არც სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ, არც მას­წავ­ლე­ბელ­მა, ვინც შე­საძ­ლოა შე­ეს­წ­რო ან შე­ეს­წ­რე­ბა ასეთ პრობ­ლე­მას, რომ კონ­ფ­ლიქ­ტის იმ­წუ­თი­ე­რი დას­რუ­ლე­ბა მის მოგ­ვა­რე­ბას ნიშ­ნავს. აუცი­ლე­ბე­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წ­მუ­ნე­ბა იმა­ში, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და. თუ­კი ასე­თი კონ­ფ­ლიქ­ტი წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­ერ­თოს ყვე­ლა, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა მი­სი მოგ­ვა­რე­ბა და ვი­საც შე­უძ­ლია, ფუნ­ქ­ცი­უ­რად ჩაერ­თოს ამ საქ­მე­ში. პირ­ველ რიგ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვგუ­ლის­ხ­მობ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, დამ­რი­გე­ბელს, სხვა მას­წავ­ლე­ბელს, მან­და­ტუ­რებს. მათ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ა­კე­თონ იმის­თ­ვის, რომ კონ­ფ­ლიქ­ტი ამო­წუ­რონ. აუცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, მან უნ­და იცო­დეს, რომ მი­სი შვი­ლი კონ­ფ­ლიქ­ტ­შია ჩარ­თუ­ლი და, თა­ვის მხრივ, უნ­და ცდი­ლობ­დეს ამ კონ­ფ­ლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან და­რე­გუ­ლი­რე­ბას და არა ისეთ ჩა­რე­ვას, რო­გორც ხან­და­ხან იცი­ან.
რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორს ან მას­წავ­ლე­ბელს უსაყ­ვე­დუ­რო, რა­ტომ არ უვ­ლი­ან ათე­უ­ლო­ბით ბავშვს, თუ­კი შენ ვერ უვ­ლი შენს ერთ შვილს. მე არ მინ­და ის­რე­ბის გა­და­ტა­ნა უსა­მარ­თ­ლოდ, მაგ­რამ ოჯა­ხი მთა­ვა­რი ად­გი­ლია, სა­დაც ბავ­შ­ვი უნ­და აღი­ზარ­დოს. მშობ­ლის უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სწო­რედ ეს არის. გან­ცხა­დე­ბე­ბი: „მე არ მცა­ლია“, „ჩემი შვი­ლი უნ­და გა­მოვ­კ­ვე­ბო“ და ა.შ., ცხა­დია, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მი­სა­ღე­ბი არ არის. რა­გინ­და­რა მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­დეს, უნ­და მო­ძებ­ნოს ადა­მი­ან­მა დრო, რომ შვილ­თან იმუ­შა­ოს. ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ქმნის, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვის თავს, მაგ­რამ მშობ­ლის და ოჯა­ხის ფუნ­ქ­ცია, ისე­ვე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ძა­ლი­ან დი­დია. ამი­ტომ ამ ფუნ­ქ­ცი­ას ვინ­მე თავს თუ არი­დებს და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ იღებს თა­ვის თავ­ზე, ეს, რა თქმა უნ­და, არ ვარ­გა.
შემ­დე­გი მო­მენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. რა მენ­ტა­ლი­ტე­ტიც გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, იმის შე­დე­გებს ვიწ­ვ­ნევთ ხოლ­მე, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, გან­წყო­ბე­ბი, რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­ვე ათ­წ­ლე­უ­ლე­ბია (თუ ორი სა­უ­კუ­ნე და კი­დევ მე­ტი არა) გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია, გა­და­დის ჩვენს შვი­ლებ­ზე. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა იყო უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია ჩვე­ნი დროს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არც ჩვენს დროს ვუფ­რ­თხილ­დე­ბით და არც სხვი­სას. თუნ­დაც, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი რომ არ­სე­ბობს, გვა­ვიწყ­დე­ბა, „მე ვარ და ჩე­მი ნა­ბა­დი“ ქარ­თუ­ლი ნათ­ქ­ვა­მია და ძა­ლი­ან მოგ­ვიმ­ძ­ლავ­რ­და ეს ამ­ბა­ვი, ბო­ლო დრო­საც, თუმ­ცა, მუდ­მი­ვად უნ­და გვახ­სოვ­დეს სხვა მაქ­სი­მაც: შე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მთავ­რ­დე­ბა იქ (და შე­ნი სურ­ვი­ლე­ბიც), სა­დაც იწყე­ბა სხვი­სი ცხვი­რი, ანუ სა­დაც იწყე­ბა სხვა პი­როვ­ნე­ბა და მი­სი უფ­ლე­ბე­ბი. „მე­რე რა მოხ­და“ ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ყვე­ლაფ­რის მი­მართ, სრუ­ლი უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი იგ­ნო­რი­რე­ბა და თუ ის ადა­მი­ა­ნი შე­ეც­დე­ბა, მცი­რე­დად მა­ინც და­იც­ვას თა­ვი­სი უფ­ლე­ბა, ინ­ტე­რე­სი, გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა, ამას გა­სა­ო­ცა­რი აგ­რე­სია მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე, თით­ქოს ის არ­ღ­ვევს რა­ღაც პრინ­ცი­პებს და არა ჩვენ, რომ­ლე­ბიც იგ­ნო­რი­რე­ბას ვუ­წევთ მის ინ­ტე­რე­სებს. სხვი­სი და­ჩაგ­ვ­რა, სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, იგ­ნო­რი­რე­ბა, სხვი­სი ფეხ­ქ­ვეშ გა­თელ­ვა არის რო­გორც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ისე ზო­გა­და­და­მი­ა­ნუ­რი მო­რა­ლის, ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის (რომ­ლის­კენ მის­წ­რა­ფე­ბას ასე ვდეკ­ლა­რი­რებთ) და­სა­მა­რე­ბა. ჩვენ არ გვიყ­ვარს სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ამას სხვა მი­ზე­ზე­ბიც აქვს), არ გვიყ­ვარს  წეს­რი­გი. წეს­რი­გი თით­ქოს ზღუ­დავს ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას — ეს დამ­ღუპ­ვე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ეს სკო­ლა­მაც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ოჯახ­მაც. ოჯახს ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ, რომ მშობ­ლებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ თა­ვი­ან­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და ზუს­ტად იცოდ­ნენ, რა გა­ა­კე­თონ და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, რო­გორ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბონ სა­კუ­თარ შვი­ლებს ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა­ში, რომ რო­გორ­მე დავ­ძ­ლი­ოთ ჩვე­ნი ხა­სი­ა­თის, მენ­ტა­ლო­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი. პირ­და­პირ უნ­და ვთქვათ, ჩვენ, ყვე­ლას, გვაქვს ხა­სი­ა­თის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შვი­ლებ­თან უნ­და ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ მომ­დევ­ნო თა­ო­ბე­ბი მა­ინ­ც­და­მა­ინც იმა­ში არ და­ვიმ­ს­გავ­სოთ, რაც არ მოგ­ვ­წონს სა­კუ­თარ თავ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და იყოს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. პირ­ველ რიგ­ში, შექ­მ­ნას ბავ­შ­ვე­ბის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის პი­რო­ბე­ბი: იყოს მე­ტი სპორ­ტუ­ლი წრე, მე­ტი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე... ეს წრე­ე­ბი უფ­რო მე­ტად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის, აი, ასეთ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ მე­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და სა­ხელ­მ­წი­ფო­საც.
ყვე­ლას უნ­და, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს, პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ასაკ­ში, ყვე­ლას უნ­და, რომ მას აღი­ა­რებ­დ­ნენ, უყ­ვარ­დეთ, მაგ­რამ რით და­იმ­სა­ხუ­რებს ამას, ასე­თი ქცე­ვით? ასე­თი აგ­რე­სი­ით? დი­ახ, ხან­და­ხან ამი­თაც იმ­სა­ხუ­რე­ბენ ხოლ­მე, რაც ნონ­სენ­სია, შე­უძ­ლე­ბე­ლია. სკო­ლამ უნ­და აუხ­ს­ნას კარ­გად, რომ თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის და თვით­გა­მო­ხატ­ვის მსგავ­სი ფორ­მა, სხვე­ბის და­ჩაგ­ვ­რის ფონ­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი ფორ­მა, უღირ­სო­ბაა და შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­მოდ­გეს ნამ­დ­ვი­ლი, რე­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის. სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და შეძ­ლოს, უახ­ლო­ეს წლებ­ში მა­ინც, სა­ნამ აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა ნორ­მა­ლუ­რად ამოქ­მედ­დე­ბა (თუ გვე­ღირ­სა და ამოქ­მედ­და, მარ­ტო კარ­გი გა­აზ­რე­ბა და ქა­ღალ­დ­ზე კარ­გად და­წე­რა კი არ უნ­და, ვი­მე­ო­რებ, კარ­გი შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი და აღ­მ­ს­რუ­ლებ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა), მა­ნამ­დე პატ­რუ­ლი სკო­ლის პე­რი­მეტრს ხან­და­ხან მა­ინც უნ­და სტუმ­რობ­დეს და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უკეთ მომ­ზა­დე­ბა და მა­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის უკეთ გან­საზღ­ვ­რაც შე­იძ­ლე­ბა. თუ­კი შენ სკო­ლა­ში აირი­დებ კონ­ფ­ლიქტს და სა­დი­ნარს მის­ცემ, სკო­ლის გა­რეთ რაც მოხ­დე­ბა ის მოხ­დეს, ეს უარე­სი ამ­ბა­ვია. მეს­მის, რომ ყვე­ლა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რაც მე ჩა­მო­გით­ვა­ლეთ, მა­ინც არ ვიქ­ნე­ბით დაზღ­ვე­უ­ლი, რომ ასე­თი რამ არ მოხ­დე­ბა, იმი­ტომ რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სამ­ყა­რო ასეა მოწყო­ბი­ლი, ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­რა­ვინ გა­მო­რიცხავს, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოდ სა­ი­მი­სოდ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ზღუ­დოთ ასე­თი აგ­რე­სი­ის და მით უმე­ტეს მკვლე­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი.
ბავ­შ­ვებს, მას­წავ­ლებ­ლებს, დი­რექ­ტო­რებს კარ­გად უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ. ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ერთ საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტ­რა­ცია მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე შეგ­ვიძ­ლია, მე­რე გვა­ვიწყ­დე­ბა. სად არის ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თუ სა­მი წლის წინ, თუნ­დაც ათი წლის წინ მი­ვი­ღეთ? ვინ აკონ­ტ­რო­ლებს მათ შეს­რუ­ლე­ბას, რა­ტომ არ მუ­შა­ობს სის­ტე­მა, რო­მელ­ზე­დაც ჩვენ წლე­ბის წი­ნაც ვსა­უბ­რობ­დით, რო­ცა მსგავს ტრა­გე­დი­ებს შე­ვე­ჩე­ხეთ. ვინ არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ამა­ზე? სამ­წუ­ხა­როდ, ორი კვი­რის შემ­დეგ, ეს თე­მა სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა და იქამ­დე ხმის ამომ­ღე­ბი არა­ვინ იქ­ნე­ბა, სა­ნამ მომ­დევ­ნო მსგავ­სი ამ­ბა­ვი არ მოხ­დე­ბა. ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სკო­ლის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე გა­და­ცე­მებს სა­ერ­თოდ ვერ ნა­ხავთ, იმი­ტომ რომ, თურ­მე, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აინ­ტე­რე­სებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც არ აინ­ტერ­სებს სკო­ლა, და­ინ­ტე­რეს­დე­ბა მკვლე­ლო­ბით. ასე­თი უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა უნ­და დამ­თავ­რ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ლა­პა­რა­კობს ომერ­ტა­ზე, დუ­მი­ლის პრინ­ციპ­ზე, რაც მა­ფი­ო­ზე­ბის პრინ­ცი­პია, რა­ზე უნ­და ელა­პა­რა­კო? ასე­თი ადა­მი­ა­ნი კი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ ბევ­რია.
ერ­თხელ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვკითხე: თქვენ გვერ­დით კა­ცი რომ მოკ­ლან და და­ი­ნა­ხოთ, ეს ვინ გა­ა­კე­თა, იტყ­ვით ამის თა­ო­ბა­ზე-მეთ­ქი? აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­პა­სუ­ხა, არ ვიტყ­ვიო.
შე­ნი მე­ზო­ბე­ლი რომ მოკ­ლან-მეთ­ქი, მა­ინც არ ვიტყ­ვი­თო. შე­ნი ძმა რომ მოკ­ლან-მეთ­ქი? ამა­ზე და­ფიქ­რ­დ­ნენ, მაგ­რამ ბევ­რ­მა თქვა, მე თვი­თონ გა­და­ვუხ­დი სა­მა­გი­ე­რო­სო. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ა­ნიშ­ნებს, ჩვე­ნი მენ­ტა­ლო­ბის ვი­თა­რე­ბას მი­ა­ნიშ­ნებს, ადა­მი­ა­ნე­ბი არ ენ­დო­ბი­ან არც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და არც სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს და ამ­ბო­ბენ, ჩვენ თვი­თონ მო­ვაგ­ვა­რებთ ამ პრობ­ლე­მა­სო. მოგ­ვა­რე­ბა­ში რას გუ­ლის­ხ­მო­ბენ? სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას, რო­მე­ლიც არც კა­ნო­ნის, არც ზნე­ო­ბის, არც რე­ლი­გი­ის და არც არა­ნა­ირ ფარ­გ­ლებ­ში არ ჯდე­ბა. მა­შინ უნ­და და­ვე­რი­ოთ ერ­თ­მა­ნეთს, აღ­ვად­გი­ნოთ სა­მა­გი­ე­როს უეჭ­ვე­ლად გა­დახ­დის პრინ­ცი­პი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ამ­კ­ვიდ­რებს სის­ხ­ლის აღე­ბის ტრა­დი­ცი­ას.
იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს არ არის და არც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი. თუმ­ცა მხო­ლოდ ლა­პა­რა­კი სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს — თუ კარ­გი იდეა ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ის აღა­რაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ცუ­დი იდე­ის­გან.

მოამზადა მაკა ყიფიანმა

13(807)N