გამოდის 1998 წლიდან
2017-12-14
მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ უნ­და დავ­ტო­ვოთ მხო­ლოდ მა­თი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და ინ­ტუ­ი­ცი­ის ამა­რა


ბო­ლო დროს სკო­ლებ­ში მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი შფოთ­ვი­სა და სა­უბ­რის თე­მა გახ­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და სო­ფელ ოფ­შ­კ­ვით­ში მომ­ხ­დარ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­ცა თა­ნა­ტო­ლებ­მა ერ­თ­მა­ნე­თი სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გა­ი­მე­ტეს, ძა­ლა­დო­ბა იმ მწვა­ვე გა­მოწ­ვე­ვად აქ­ცია, რო­მელ­საც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლე­ბი და, ზო­გა­დად, სის­ტე­მა, მი­უ­ხე­და­ვად  პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბი­სა, სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტო­ვებ­და.  რო­გორ აისა­ხე­ბა ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მა ქარ­თულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, რა ხარ­ვე­ზე­ბი იკ­ვე­თე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მიდ­გო­მებ­ში და რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა პე­და­გოგს ჩაგ­ვ­რის პრე­ვენ­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფლე­ბე­ბის­თ­ვის“ ხელმძღვანელი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.
უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი აცახ­დებს,  „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო წლებ­ში აქ­ტი­უ­რად და­იწყო ბუ­ლინ­გის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გა­ნაც კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი­სა და კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ში მიდ­გო­მე­ბის ძი­ე­ბის გა­რე­შე, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.“

— 4 დე­კემ­ბერს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ფსი­ქო­ლო­გებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, რო­მელ­საც თქვენც ეს­წ­რე­ბო­დით. რა იყო ამ შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი და კონ­კ­რე­ტუ­ლად რა სა­კითხებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეთ?
— შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო, გვემ­ს­ჯე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რის წი­ნა­შეც თა­ნაბ­რად დგა­ნან რო­გორც სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პო­ზი­ცი­ით, არ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბისგან ­გან­ცალ­კე­ვე­ბით. ქვეყ­ნის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა სწო­რედ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, ამი­ტომ, რაც არ უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, თუ პა­რა­ლე­ლუ­რად არ გაძ­ლი­ერ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის სა­კითხი, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის რო­ლი, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა და თუ სხვა­დას­ხ­ვა რე­ფორ­მა­ში არ ავ­სა­ხეთ ბავ­შ­ვ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამ პრობ­ლე­მას ვერ აღ­მოფხ­ვ­რის. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ვ­ნიშ­ნე, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ერ­თი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ინი­ცი­რე­ბით უნ­და და­იწყოს მოქ­მე­დე­ბა და უნ­და აიღოს სა­კუ­თარ თავ­ზე ლო­ბი­რე­ბის ფუნ­ქ­ცია, ბავ­შ­ვე­ბის ხმა მი­ი­ტა­ნოს სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბამ­დე, და­არ­წ­მუ­ნოს ისი­ნი, რომ ბავ­შ­ვებს ვერ და­ვი­ცავთ მხო­ლოდ ერ­თი სა­მი­ნის­ტ­როს მუ­შა­ო­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, არ უნ­და გვქონ­დეს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბას ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი მო­აგ­ვა­რებს.
თა­ვის­თა­ვად, შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხ­მე­ბებს ვერ მი­ვაღ­წევ­დით, რად­გა­ნაც ეს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა იყო. თუმ­ცა, აქ წა­მოჭ­რი­ლი იდე­ე­ბი მი­ნის­ტ­რ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭო­ზე უნ­და გა­ი­ტა­ნოს, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. ჩვენ სა­მი­ნის­ტ­როს დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში, სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა — ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­ში, ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად მი­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, სკო­ლე­ბის­თ­ვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა და სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა. რამ­დე­ნად ღია იქ­ნე­ბა ეს პრო­ცე­სი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა ჩვენს რჩე­ვებ­სა და დახ­მა­რე­ბას, ეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს. ძა­ლი­ან ხში­რად, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს გვაბ­რა­ლე­ბენ, რომ მხო­ლოდ ვაკ­რი­ტი­კებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ეს ასე არ არის, ჩვენ ხში­რად დახ­მა­რე­ბა­საც ვთა­ვა­ზობთ.
— ანა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის გა­მო­სა­ვა­ლი? რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი, რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას ურ­ჩევთ სკო­ლებს, სა­ხელ­მ­წი­ფოს, რომ და­ცუ­ლი იქ­ნეს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი და უსაფ­რ­თხო­ე­ბა?
— ბუ­ლინ­გ­ზე რე­ა­გი­რე­ბა სკო­ლე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნ­და იყოს, ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არც ერ­თი ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ უნ­და დარ­ჩეს. ამის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, პირ­ველ რიგ­ში, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში უნ­და გაჩ­ნ­დეს დე­ფი­ნი­ცია, რომ­ლის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნ­და და­ი­წე­როს, რო­მელ უწყე­ბას რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკის­რია ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვა­ში. დღეს­დღე­ო­ბით, თუ­კი რა­ი­მე გან­მარ­ტე­ბა არ­სე­ბობს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბავ­შ­ვის მი­მართ უფ­რო­სე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ კა­ნონ­ში არა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი ბავ­შ­ვებს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე, ჩაგ­ვ­რა­სა და და­ცინ­ვა­ზე, თუნ­დაც არა­სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნის თა­ო­ბა­ზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნ­და, ხარ­ვე­ზია. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, კა­ნონ­ში ბუ­ლინ­გი უნ­და აისა­ხოს, რო­გორც ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმი­თაც არის, რომ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­ა­გი­რე­ბა ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ბავშვს თა­ნაბ­რად ესა­ჭი­რო­ე­ბა — ანუ ბუ­ლინ­გის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლიც და ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტიც დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნეა. არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ შე­იძ­ლე­ბა ცალ­სა­ხად შევ­რაცხოთ აგ­რე­სო­რად ან მო­ძა­ლა­დედ. იმ ბავ­შ­ვ­საც, რო­მე­ლიც ჩაგ­ვ­რის ფორ­მას ახორ­ცი­ე­ლებს, ისე­ვე უნ­და და­ვეხ­მა­როთ, რო­გორც ბუ­ლინ­გის მსხვერპლს. არ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ პრობ­ლე­მა მო­ი­ცი­ლოს იმით, რომ ბავ­შ­ვის სკო­ლი­დან გა­დაყ­ვა­ნა მო­ითხო­ვოს, რად­გან სხვა სკო­ლა­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე პრობ­ლე­მა შე­იქ­მ­ნე­ბა. ბუ­ლინ­გის დროს ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და მოვ­თხო­ვოთ უფ­როსს, რო­მელ­საც უნ­და და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა ქცე­ვა და ემუ­შა­ვა მის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე, უნ­და გა­ერ­კ­ვია, ბავ­შ­ვი, რო­მელ­მაც ჩაგ­ვ­რის ქცე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­ტომ იქ­ცე­ვა ასე. ქცე­ვის მი­ზე­ზებ­ზე უნ­და იმუ­შა­ოს მშო­ბელ­თან და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად. ამი­ტომ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ბუ­ლინ­გი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის დო­ნე­ზე მო­წეს­რიგ­დეს და გა­ნი­საზღ­ვ­როს, იმ უწყე­ბას და­ე­კის­როს უპი­რა­ტე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ვინც უნ­და მარ­თოს ბუ­ლინ­გი.
რე­ა­ლუ­რად, ამით სა­ხელ­მ­წი­ფოს გა­მო­სა­ვალს ვთა­ვა­ზობთ. წლე­ბის წი­ნაც ვაფ­რ­თხი­ლებ­დით სა­მი­ნის­ტ­როს, რომ ეს კრი­ზი­სი დად­გე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ყუ­რადღე­ბა არ გა­ა­მახ­ვი­ლეს ჩვენს რჩე­ვებ­ზე, არ მოგ­ვის­მი­ნეს და ეს კრი­ზი­სი მარ­თ­ლაც დად­გა. ახ­ლაც იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ვართ და ვთა­ვა­ზობთ დახ­მა­რე­ბას, რომ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს ქვე­ყა­ნა­ში.
— ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხ­და­რი ტრა­გე­დი­ის დროს თქვენ გა­ნაცხა­დეთ — „რა უნ­და ექ­ნა მას­წავ­ლე­ბელს, რომც გა­ე­გო ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე? თქვენ რას იზამ­დით კა­ნო­ნის, გა­იდ­ლა­ი­ნის, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის და ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­წეს­რი­გე­ბის გა­რე­შე?“  გა­მო­დის, რომ სკო­ლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო ცუ­დად რე­ა­გი­რებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?
— ცუ­დად კი არა, დღემ­დე მათ არ ჰქონ­დათ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა. გა­ვიხ­სე­ნებ თა­მარ სა­ნი­კი­ძის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უს (თუ არ ვცდე­ბი, 2013 წე­ლი იყო), სა­დაც მან თქვა, რომ სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვაა და არ შე­იძ­ლე­ბა სის­ტე­მურ­ზე ვი­სა­უბ­რო­თო. რო­გორც ჩანს, ის შეც­და და იმე­დია, წუხს ამ შეც­დო­მის გა­მო. დღემ­დე ბუ­ლინ­გი მიჩ­ნე­უ­ლი იყო ისეთ ქცე­ვად, ძა­ლა­დო­ბის ისეთ ფორ­მად, რა­საც არ სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დო­ლო­გია, სპე­ცი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა. ეს არას­წო­რია, რად­გან ბუ­ლინ­გი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, უთა­ნას­წო­რო­ბის, კონ­ტ­რო­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ზრდას­რუ­ლებ­შიც ხში­რად გვხვდე­ბა სამ­სა­ხურ­შიც და სხვა­დას­ხ­ვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დრო­საც. ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა. ჩვენს სკო­ლებ­ში კი, ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, მშო­ბელს იბა­რე­ბენ, ბავ­შ­ვებს შე­იყ­ვა­ნენ დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში და იქ ­მის­ცე­მენ მი­თი­თე­ბებს, ამით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბი­ან. ასე­თი მიდ­გო­მით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრობ­ლე­მას ვერ გა­დავ­ჭ­რით. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად კარ­გად გან­საზღ­ვ­რუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია გვჭირ­დე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ უნ­და დავ­ტო­ვოთ მხო­ლოდ მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და ინ­ტუ­ი­ცი­ის ამა­რა. პე­და­გოგ­მა, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, უნ­და იცო­დეს, რო­გორ იმოქ­მე­დოს ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვა­ში — ვის სთხო­ვოს დახ­მა­რე­ბა, რას და­აკ­ვირ­დეს, რო­გორ შე­ა­ფა­სოს თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვა — რამ­დე­ნად მწვა­ვე ფორ­მაა, რამ­დენ ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობს ბუ­ლინ­გი და ა.შ. მთე­ლი რი­გი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შეს­წავ­ლაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც და­წე­რი­ლი უნ­და იყოს. თი­თო­ე­ულ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიდ­გო­მა უნ­და ჰქონ­დეს. ამის გარ­და, სა­ჭი­როა, მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, ე.წ. „რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი“, რო­მე­ლიც კლასს ეხ­მა­რე­ბა, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხა­დოს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჩაგ­ვ­რის მსხვერპლს. მას­წავ­ლე­ბე­ლმა, რო­გორც კი შე­ამ­ჩ­ნევს ბუ­ლინ­გის ფაქ­ტებს, მა­შინ­ვე უნ­და ჩარ­თოს ეს მე­თო­დო­ლო­გია და და­იწყოს მუ­შა­ო­ბა, რა­ზეც ზე­მოთ ვსა­უბ­რობ­დი. თუმ­ცა, ამის­თ­ვის მას აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო. მა­გა­ლი­თად, პე­და­გოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თილ­ზე ვერ შეძ­ლოს ამის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, მაგ­რამ ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვ­ნილ დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს აქ­ტი­ვო­ბა, მხარ­დამ­ჭერ გუნ­დ­თან ერ­თად. მას­წავ­ლე­ბელს ასე­თი გუნ­დი აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰყავ­დეს სკო­ლა­ში, მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის მხო­ლოდ ფსი­ქო­ლოგს ან მან­და­ტურს არ ვგუ­ლის­ხ­მობ. სკო­ლა­ში ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნონ უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ ამ პრობ­ლე­მის მარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა ან სხვა ბავ­შ­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პის საბ­ჭო­ში არის ასე­თი მო­დე­ლი — „ბავ­შ­ვე­ბის ურ­თი­ერთ მხარ­და­ჭე­რა“. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მო­დე­ლე­ბით უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლე­ბელს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­საც პე­და­გო­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რომ არ გა­მორ­ჩეს უმ­თავ­რე­სი — ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა. ჩე­მი აზ­რით, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ სტა­ტის­ტი­კაც კი არ გაგ­ვაჩ­ნია. თუ­კი აღი­რიცხე­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სკო­ლა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დე­ნი შემ­თხ­ვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად შევ­ძ­ლებთ იმის შე­ფა­სე­ბას, გვაქვს თუ არა შე­დე­გი ამა თუ იმ ჩა­რე­ვის დროს, ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის კლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა თუ მა­ტე­ბა. ამის გარ­და, არ­სე­ბობს გა­რე­მო რის­კე­ბიც — სპე­ცი­ფი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბა ან შექ­მ­ნი­ლი ფო­ნი, რომ­ლის დრო­საც, შე­საძ­ლოა ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის რის­კე­ბის ზრდა. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა, შეს­წავ­ლა, ორ­გა­ნი­ზე­ბა, ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს, შემ­დეგ, ამ ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით — პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა.
თუ მას­წავ­ლე­ბელს არც ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი აქვს, არც ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არც გა­იდ­ლა­ი­ნი და მე­ტიც, არც კა­ნონ­შია დე­ფი­ნი­ცია, რა თქმა უნ­და, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­მიძ­ლია გა­ვი­გო იმ მას­წავ­ლებ­ლის, რო­მე­ლიც ვე­რა­ფერს აკე­თებს ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის. ძა­ლი­ან ბევ­რი გუ­ლის­ხ­მი­ე­რი პე­და­გო­გი ვი­ცი, მაგ­რამ მათ არ აქვთ რე­სურ­სი და მხარ­და­ჭე­რა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან, რომ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ბუ­ლინგს.
— შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ პრობ­ლე­მა სის­ტე­მუ­რია?
— სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მა სის­ტე­მუ­რია და ეს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის კვლე­ვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­მელ­მაც ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი აჩ­ვე­ნა. ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის მა­ღალ პრო­ცენტს აჩ­ვე­ნებს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პრობ­ლე­მა სის­ტე­მუ­რია და წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს სკო­ლებ­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, სა­კითხი ყვე­ლა სკო­ლა­ში მწვა­ვედ დგას, თო­რემ მარ­თ­ვის ფარ­გ­ლებ­ში მოქ­ცე­უ­ლი პრობ­ლე­მა ასეთ შფოთ­ვას არ გა­მო­იწ­ვევ­და. ხში­რად არას­წო­რი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავთ, რომ ბუ­ლინ­გი მთელ მსოფ­ლი­ო­შია და არა მხო­ლოდ ჩვენ­თან. კი ბა­ტო­ნო, ყველ­გან არის, მაგ­რამ ფორ­მებს გა­აჩ­ნია, ზო­გან უფ­რო მწვა­ვედ, ზო­გან უფ­რო იოლად.
ზო­გა­დად, ბუ­ლინ­გი ძა­ლი­ან საფ­რ­თხი­ლოა, მის ფორ­მებ­საც გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვე ფორ­მით გა­მო­ხა­ტულ­მა ბუ­ლინ­გ­მა მო­ზარ­დებ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. მა­გა­ლი­თად, შფოთ­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნ­დეთ და სხვ. ჩვენ სწო­რედ ამა­ზე ვსა­უბ­რობთ, თუ ბუ­ლინ­გის მარ­თ­ვა ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე სწო­რად ჩა­ე­რე­ვა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, პე­და­გო­გი, მშო­ბე­ლი, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე ჩავ­რ­თავთ სპორ­ტუ­ლ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და თვით­დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებს, მერ­წ­მუ­ნეთ, ბუ­ლინ­გის მარ­თ­ვა გა­ცი­ლე­ბით იოლად წა­რი­მარ­თე­ბა და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტიც ნაკ­ლე­ბი ექ­ნე­ბა. წლე­ბის შემ­დეგ კი იმა­საც გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ — სწო­რია თუ არა პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.
— სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა — იმ ქვეყ­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის მო­დე­ლე­ბი, სა­დაც შე­დე­გე­ბი ხელ­შე­სა­ხე­ბია, რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათ­თან ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია?
— გა­ვე­ცა­ნი კა­ნა­დურ და ამე­რი­კულ მო­დე­ლებს, ასე­ვე ევ­რო­პის საბ­ჭოს ქვეყ­ნე­ბის მო­დე­ლებს — ყველ­გან არ­სე­ბობს ბუ­ლინ­გ­თან მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დო­ლო­გია და გა­ზო­მი­ლია მა­თი შე­დე­გე­ბი. ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ მო­დე­ლე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა და ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ. აი, მა­გა­ლი­თად, აშშ-ს მო­დე­ლებ­ში ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი დო­ნეა: უშუ­ა­ლოდ ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა, ოჯახ­თან მუ­შა­ო­ბა და თემ­ში მუ­შა­ო­ბა (თე­მი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა­საც მო­ი­ცავს). მშობ­ლებს ას­წავ­ლი­ან იმ ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა რისკ-ფაქ­ტო­რად გა­და­იქ­ცეს, ასე­ვე, ბავ­შ­ვის რე­სურ­სის ამოც­ნო­ბას, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, პო­ზი­ტი­უ­რი რე­სურ­სია, რომ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა კარ­გად გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა პრობ­ლე­მას. მა­გა­ლი­თად, თუ ბავშვს აქვს ინ­ტე­რე­სი გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხე­ლი უნ­და შე­უწყონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დია იმის­თ­ვის, რომ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი შემ­ცირ­დეს. მშობ­ლებს ას­წავ­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბას — იმის ნაც­ვ­ლად, რომ დას­ჯა­ზე იყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, პი­რი­ქით, და­დე­ბი­თი ქცე­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ.
ასე­ვე თემ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მთე­ლი რი­გი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და მათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, დრო აღარ რჩე­ბათ თუნ­დაც კი­ბერ-ბუ­ლინ­გის­თ­ვის. ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ეკო­ლო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში — გა­რე გა­ნა­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა, მო­ხუ­ცე­ბის მხარ­და­ჭე­რა (მი­დი­ან მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რებ­ში, გა­ზე­თებს უკითხა­ვენ და ა.შ.), ასე­ვე, ჩარ­თუ­ლი არი­ან სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის წრე­ებ­ში. ჩვე­ნი გა­რე­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ისე, რომ ბავ­შ­ვე­ბის მო­ტი­ვა­ტო­რი სხვა ფაქ­ტო­რე­ბი გახ­დეს (აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბა, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა და ა.შ.), ვიდ­რე ბუ­ლინ­გი.
დღეს მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მაა აუცი­ლე­ბე­ლი და არა მხო­ლოდ ბუ­ლინ­გ­ზე სა­უ­ბა­რი, რაც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ეფექ­ტის მომ­ტა­ნია. ალ­ბათ, ყვე­ლას უნა­ხავს, რომ ბავ­შ­ვებს სკო­ლა­ში, დას­ვე­ნე­ბის დროს, არა­ნა­ირ სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბას არ სთა­ვა­ზობს სკო­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, დას­ვე­ნე­ბის დროს ბავ­შ­ვი, უბ­რა­ლოდ, და­ცინ­ვას იყე­ნებს ყვე­ლა­ზე კარ­გი თვით­გარ­თო­ბის ფორ­მად. სის­ტე­მა უნ­და გა­და­ეწყოს ისე, რომ ცენ­ტ­რ­ში ბავ­შ­ვი და მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი იდ­გეს. მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა და მის თვით­შე­ფა­სე­ბას მე­ტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბას უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი. რაც მთა­ვა­რია, ბავშვს გვერ­დით უნ­და ჰყავ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის შრო­მას უფ­რო მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს და თავ­საც უფ­რო ღირ­სე­უ­ლად იგ­რ­ძ­ნობს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დღე­ვან­დელ მას­წავ­ლე­ბელს, იმ სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი­დან თუ თე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ეჭ­ვოა ამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა მოვ­თხო­ვოთ და მან ეს შეძ­ლოს. მით უფ­რო იმ ფონ­ზე, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ში არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი ტეს­ტი ან ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ უჭი­რავს ბუ­ლინ­გის ზუს­ტად ამოც­ნო­ბის და შემ­თხ­ვე­ვის მარ­თ­ვის­თ­ვის.
ამი­ტომ ვითხოვთ მთავ­რო­ბის­გან, რომ მარ­ტო ძა­ლა­დო­ბა­ზე არ კონ­ცენ­ტ­რირ­დეს და გა­და­ხე­დოს ყვე­ლა სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მას, იქ­ნე­ბა ეს ეკო­ნო­მი­კის, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ე­ბი თუ შრო­მი­თი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა. იფიქ­როს არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვებ­ზე, არა­მედ მათ ოჯა­ხებ­ზეც. ამ დღე­ებ­ში ბევრს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რა­ტომ არ აქვთ ოჯა­ხებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე­ტი დრო და­უთ­მონ შვი­ლებს? იმი­ტომ, რომ შრო­მის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ პრობ­ლე­მას კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ, რამ­დე­ნად აუცი­ლე­ბე­ლია მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა, ზო­გა­დად, იმა­საც და­ვი­ნა­ხავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა პრო­ცე­სი და რე­ფორ­მა სწო­რედ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზე უნ­და იქ­ნეს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი.
— იზი­ა­რებთ თუ არა სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გის, მან­და­ტუ­რის და უბ­ნის ინ­ს­პექ­ტო­რის ჩა­რე­ვას ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ა­ში?
— მარ­თა­ლი გითხ­რათ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ სკო­ლა­ში ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი ან ერ­თი მან­და­ტუ­რი გა­უმ­კ­ლავ­დეს ბუ­ლინგს. რო­გორც გითხა­რით, ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­სურ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბით წარ­მო­მიდ­გე­ნია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და გა­დამ­ზად­დ­ნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­წეს­რიგ­დეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, პრობ­ლე­მა­ზე სა­მუ­შა­ოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო გა­მო­ე­ყოთ პე­და­გო­გებს, გაძ­ლი­ერ­დეს მშო­ბელ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და თუ ამის შემ­დეგ, მა­ინც სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, კი ბა­ტო­ნო, ჩაერ­თოს ფსი­ქო­ლო­გი და მან­და­ტუ­რი. პირ­ველ დო­ნე­ზე კი, ვერც ერ­თი და ვერც ხუ­თი მან­და­ტუ­რი ვერ შეძ­ლებს ამ­დენ ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბას. კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ, რომ ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია აკ­რ­ძალ­ვა­სა და ში­შის სის­ტე­მას და­ეყ­რ­დ­ნოს. უფ­რო მე­ტად ბავ­შ­ვის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ და არა მის და­ში­ნე­ბა­ზე, ეს გა­ცი­ლე­ბით კარგ ეფექტს მოგ­ვ­ცემს.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ ვი­ზი­ა­რებ აზრს არც უბ­ნის ინ­ს­პექ­ტო­რის და არც სა­დამ­ს­ჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის შე­სა­ხებ. მას­წავ­ლებ­ლი­სა და მშობ­ლის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით უკეთ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრე­ვენ­ცია სკო­ლა­ში, ვიდ­რე უბ­ნის ინ­ს­პექ­ტო­რის ჩარ­თ­ვით, რად­გან სკო­ლაა სწო­რედ ის სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც უნ­და ვან­დოთ ბავ­შ­ვის სწო­რად აღ­ზ­რ­და. თუ მას­წავ­ლე­ბელს ექ­ნე­ბა რე­სურ­სი, რომ მშო­ბელ­თან უწყ­ვე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს, მო­აწყოს შეხ­ვედ­რე­ბი, ჩა­ა­ტა­როს სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მა­შინ აღარ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო უბ­ნის ინ­ს­პექ­ტო­რის ჩარ­თ­ვა. სკო­ლა, თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი თუ ჰუ­მა­ნუ­რი გა­გე­ბით, მშო­ბელ­თან ერ­თად, არის წამ­ყ­ვა­ნი ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ა­ში.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­მი­ნის­ტ­რომ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ზე ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე იზ­რუ­ნოს. ახ­ლა სწო­რედ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის პროგ­რა­მის სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და ვფიქ­რობ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და შე­ი­ტა­ნონ პროგ­რა­მა­ში არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თუ სხვა მე­თო­დე­ბი.
— სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ როლ­ზე, თე­მის და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის­ როლ­ზე. რო­გო­რია თქვე­ნი ხედ­ვა მა­თი ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ?
— გე­თან­ხ­მე­ბით, თე­მის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის როლ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს — რამ­ხე­ლა რო­ლი აქვს ამ პრო­ცე­სებ­ში თუნ­დაც თბი­ლი­სის მერს. ახ­ლან­დელ მერს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს იმის, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სპორტს ახალ­გაზ­რ­დე­ბის სწო­რად ფორ­მი­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად ამე­რი­კის გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ვი­ტან (ხში­რად ეცი­ნე­ბათ ხოლ­მე ამ მა­გა­ლით­ზე), რო­ცა და­ი­ნა­ხეს, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­ში მა­ღა­ლი იყო და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა, პირ­ველ რიგ­ში, მო­აწყ­ვეს და გა­ა­ნა­თეს სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, რად­გან მი­იჩ­ნი­ეს, რომ სპორ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა იმ­თა­ვით­ვე აწეს­რი­გებს ქცე­ვას და ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას ზრდის. ეს ახ­ლან­დელ­მა თბი­ლი­სის მერ­მა კარ­გად იცის და მშვე­ნი­ე­რი დროა იმის­თ­ვის, რომ გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა­ტომ არ უნ­და და­ეხ­მა­როს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე სხვა უწყე­ბა? ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს მათ შო­რის და თბი­ლი­სის მერ­მა რე­ა­ლუ­რად და­უ­ჭი­როს მხა­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის სპორ­ტი­თა თუ ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას.
და­ბო­ლოს, დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კურ­სის შე­მო­ღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გა­ამ­ყა­რებს ახალ­გაზ­რ­დებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ჯერ კი­დევ სუს­ტია სკო­ლებ­ში და არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა სუს­ტი, მას­წავ­ლებ­ლებ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა აქვთ. ვფიქ­რობ, ახ­ლა კი­დევ უფ­რო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა ამ საგ­ნის სკო­ლებ­ში შე­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა მო­მავ­ლის­თ­ვის გა­და­ი­დო და ამი­ტო­მაც, ერ­თი წლით გა­და­ი­წია „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სკო­ლებ­ში შეს­წავ­ლამ. ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი უნ­და მო­იც­ვას ამ სა­გან­მა, რაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­დეგს აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N