გამოდის 1998 წლიდან
2017-12-07
იპოვეთ საკუთარი ადგილი არაფორმალურ განათლებაში


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

კო­ა­ლი­ცი­ის „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, 1 დე­კემ­ბერს, ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ა­ში, გა­მო­ფე­ნა-კონ­ფე­რენ­ცია „სკო­ლა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მი­ზა­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სკო­ლებ­თან მო­მუ­შა­ვე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­თა პრაქ­ტი­კის გაც­ნო­ბა იყო.
„დღე­ვენ­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი სკო­ლის ბა­ზა­ზე არა­ფორ­მა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა, — გა­ნაცხა­და ირი­ნა ხან­თა­ძემ, კო­ა­ლი­ცია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“ გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ — ვფიქ­რობთ, რომ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი შე­მავ­სე­ბე­ლი ეფექ­ტი ექ­ნეს და კარ­გად და­შენ­დეს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბაც სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზო­გა­დად, ამ თე­მა­ზე და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც უკ­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო თუ ცალ­კე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის დო­ნე­ზე, უფ­რო მე­ტი უნ­და ვი­სა­უბ­როთ, შე­ვა­ფა­სოთ და ვიზ­რუ­ნოთ მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბაც სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა.“
გა­მო­ფე­ნა-კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 20-მდე ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შემ­წყობ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სპექ­ტ­რი ფარ­თოდ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი — დაწყე­ბუ­ლი სა­ხე­ლო­ბო გა­ნათ­ლე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თე­მა­ტი­კით, მათ შო­რის: მე­წარ­მე­ო­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, პი­როვ­ნულ-კო­მი­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბი და სხვ. „კარ­გია, თუ უფ­რო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმ რე­სურსს, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაგ­როვ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა იმა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­ვაც­ნოთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი.“ — აღ­ნიშ­ნა ირი­ნა ხან­თა­ძემ.
გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის ერთ-ერ­თი გახ­ლ­დათ სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ნუკ­რი­ა­ნი“ და მი­სი­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო — „ნუკ­რი­ა­ნის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი“. ორ­გა­ნი­ზა­ცია 2005 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და 2007 წლი­დან აფარ­თო­ებს საქ­მი­ა­ნო­ბას — აარ­სებს სა­წარ­მოს, რო­მე­ლიც იქ­ვე, ახ­ლომ­დე­ბა­რე, ნუკ­რი­ა­ნის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობს. „2007 წლი­დან, 2010 წლის ჩათ­ვ­ლით, ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა გა­მოშ­ვე­ბას (გო­გო­ნებს) ვას­წავ­ლი­დით ხელ­საქ­მეს. — ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი მაია ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი, — ამ წლებ­ში სკო­ლა­ში­ვე გვქონ­და სა­ხე­ლოს­ნო და მოს­წავ­ლე­ებს ხელ­საქ­მეს ვას­წავ­ლი­დით. შემ­დეგ სკო­ლი­დან ცალ­კე გად­მო­ვე­დით და ახ­ლა, მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მსურ­ვე­ლებ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და და დღეს ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­როთ. ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის — „შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ და­ნერ­გ­ვა და­იწყო. თუმ­ცა, ამ მი­მარ­თ­ულე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ჯერ ვერ და­ვიწყებთ, რად­გა­ნაც აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა არ გვაქვს. ახ­ლა, სწო­რედ, პროგ­რა­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 40-სა­ა­თი­ან კურსს, რო­მე­ლიც, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, გა­ა­ერ­თი­ა­ნებს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას, მე­წარ­მე­ო­ბა­სა და ხელ­საქ­მეს. ძა­ლი­ან კარ­გი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, რად­გა­ნაც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, სო­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე, სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს. შე­იძ­ლე­ბა სოფ­ლი­დან წა­სულ­მა ახალ­გაზ­რ­და­მ უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს, შემ­დეგ დაბ­რუნ­დეს სო­ფელ­ში და აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით — პრო­ფე­სი­ით, ვერ და­საქ­მ­და და მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი გახ­დეს სხვა ხე­ლო­ბის და­უფ­ლე­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით სწო­რედ აქ, ჩვენ­თან იპო­ვის სა­კუ­თარ ად­გილს.“
„ჩა­ერ­თე რაგ­ბ­ში“ — ამ მო­წო­დე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი რაგ­ბის ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას ცდი­ლობს და მათ­თ­ვის არა­კონ­ტაქ­ტუ­რი რაგ­ბის ვარ­ჯი­შებს ატა­რებს. გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა, რაგ­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე პრო­პა­გან­დას გა­უ­წევს სპორტს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­ზარ­დი რომ ჩარ­თოს რაგ­ბ­ში და ამით ხე­ლი შე­უწყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. „ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ თბი­ლი­სის სკო­ლებს მო­ვი­ცავთ, 118 სკო­ლა­ში შევდი­ვართ და ვატა­რებთ ვარ­ჯი­შებს, საკ­მა­ოდ კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან. შარ­შან ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში 53-მა სკო­ლამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იმ­დე­ნად პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან, რომ მო­მა­ვალ­ში რე­გი­ო­ნე­ბის ჩარ­თ­ვა­საც ვგეგ­მავთ. გვინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­ზარ­დი შე­მო­უერ­თ­დეს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს“.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შე­ე­ცა­და „ახალ­გაზ­რ­და პე­და­გოგ­თა კავ­ში­რი“ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სტენ­დით. პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, შო­თა ჯა­ბუ­ამ ჩვენ­თან იმ მრა­ვალ­მ­ხ­რივ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უგ­როვ­და. „დღეს აქ იმი­ტომ შე­ვიკ­რი­ბეთ, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად ინო­ვა­ცი­უ­რი ხერ­ხე­ბი ვე­ძე­ბოთ, — გვითხ­რა პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა — ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ორ­გა­ნი­ზა­ცია გუ­რი­ა­შია. ჩვენს სტენ­დ­ზე გა­მოვ­ფი­ნეთ ნა­მუ­შევ­რე­ბი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებთ და და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, ასე­თი არც თუ ცო­ტა გვაქვს — „ლი­დერ­თა სკო­ლა“, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლი, ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი კა­ფე „8+1“.
არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ აშშ-ს სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად, გა­მო­ვე­ცით წიგ­ნი — „დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის­თ­ვის“, რო­მე­ლიც 16 ანი­მა­ცი­ურ რგოლ­სა და და­გეგ­მილ გაკ­ვე­თილს აერ­თი­ა­ნებს. გა­მო­ცე­მას თან ახ­ლავს დის­კი. ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, ასე­ვე, კა­ფე „8+1“ , რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია. ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია „ლი­დერ­თა სკო­ლა“, რო­მელ­მაც არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ზარ­და, მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლო გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე. გარ­და ამი­სა, გა­მოვ­ცემთ გა­ზეთს „8+1“, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბის წე­რი­ლე­ბი იბეჭ­დე­ბა, ხო­ლო გა­ზეთ „სა­ფე­ხუ­რებ­ში“ — მას­წავ­ლე­ბელ­თა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გვინ­და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ უფ­რო დე­ტა­ლუ­რად შე­იტყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ნებ­მა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა. მე­ტიც, გვინ­და ვი­პო­ვოთ პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი, სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ სი­ახ­ლე­ე­ბი, რა­თა და­ვარ­წ­მუ­ნოთ ყვე­ლა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ვიდ­რე ფორ­მა­ლუ­რი.“
გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 186-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი „დელ­ტა“. მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ნი­ნო ბუთხუ­ზი და ბუ­ბა ხუ­ცუ­რა­უ­ლი გვე­სა­უბ­რნენ. კლუბ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორ­წ­ლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბიც მო­ი­პო­ვეს, მე­რი­ა­ს­თა­ნაც აწარ­მო­ეს ად­ვო­კა­ტი­რე­ბა და სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზებ­რა-გა­და­სას­ვ­ლე­ლი და­ა­ხა­ზი­ნეს. ნი­ნო ამ­ბობს, რომ აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც: „თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვი­უ­რად ვაგ­რო­ვებთ ნივ­თებს და მიგ­ვაქვს მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, ასე­ვე ხში­რად ვაწყობთ და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ებს“. ბუ­ბა ხუ­ცუ­რა­უ­ლი იმ მას­შ­ტა­ბურ პრო­ექ­ტებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­საც კლუ­ბი ახორ­ცი­ე­ლებს. „უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ: „მწვა­ნე გა­რე­მო“, „უსაფ­რ­თხო გზა ქვე­ი­თებს“ და სხვ. მათ­გან რამ­დე­ნი­მე მარ­თ­ლაც მას­შ­ტა­ბუ­რი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. მა­გა­ლი­თად, პრო­ექ­ტი „მო­ი­ქე­ცი ისე, რო­გორც გინ­და, რომ მო­გექ­ცნენ შენ“ — ეს პრო­ექ­ტი სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის თე­მას ეხე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში, გავ­მარ­თეთ პრე­ზენ­ტა­ცია — რა არის ბუ­ლინ­გი, შემ­დეგ კი და­ვიწყეთ კვლე­ვა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის 400-მდე მოს­წავ­ლე გა­მოვ­კითხეთ, რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ. გა­მო­კითხულ რეს­პონ­დენ­ტ­თა პა­სუ­ხე­ბი შე­ვა­ჯა­მეთ და ასე­თი სტა­ტის­ტი­კა მი­ვი­ღეთ — 80-მა პრო­ცენ­ტ­მა არ იცო­და რა იყო ბუ­ლინ­გი, 73-მა პრო­ცენ­ტ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ შეს­წ­რე­ბია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქტს, ხო­ლო 23 პრო­ცენტს სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი. ამის შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­რეთ, ბუ­ლინ­გის თე­მა­ზე, ნა­ხა­ტე­ბი­სა და ბლო­გე­ბის კონ­კურ­სი, მო­ვაწყ­ვეთ ფულ­მის ჩვე­ნე­ბა-გან­ხილ­ვა. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ფსი­ქო­ლო­გებ­მა ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ა­ზე ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. ვფიქ­რობთ დღეს ეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ე­ლ­დე­ბა, პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ მხარ­და­ჭე­რით. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა“.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ას უძღ­ვე­ბო­და „კო­ა­ლი­ცია გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, შეს­თა­ვა­ზა სა­კუ­თა­რი ხედ­ვა, რო­გო­რია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში. „კო­ა­ლი­ცი­ამ მო­აწყო რამ­დე­ნი­მე ფო­კუს ჯგუ­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ პროგ­რა­მა­ში და მათ­გან უკუ­კავ­ში­რი ცალ­სა­ხად და­დე­ბი­თია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლი უჭი­რავს ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მა­თი მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვა­ში“ — აცხა­დე­ბენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია მი­ეძღ­ვ­ნა ე.წ. „შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში­ა­ და ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხით შე­ვა სკო­ლებ­ში, შრო­მი­თი სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით. „შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბი“, ამ ეტაპ­ზე, ამავ­დ­რო­უ­ლად, ტი­პუ­რი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შემ­წყობ პროგ­რა­მა­საც წარ­მო­ად­გენს.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დაწყე­ბულ ახალ პროგ­რა­მა­ზე — სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თაშ­რი­სო პრაქ­ტი­კას. სკო­ლის ასაკ­ში შრო­მი­თი/პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას, ხელს უწყობს მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ეხ­მა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გომ სა­ფე­ხურ­ზე ეფექ­ტურ გა­დას­ვ­ლა­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. კონ­კურ­სი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, გა­ერ­თი­ან­დ­ნენ და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით, მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დონ.
სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, ასე­ვე, მომ­ზა­დე­ბუ­ლია მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მ­ნის შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მიზ­ნე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბის, მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბი­სა და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ.
შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა ხელს შე­უწყობს მო­ზარ­დებ­ში შრო­მი­თი/პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ თვით­გა­მორ­კ­ვე­ვას, პრო­ფე­სი­უ­ლი/უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ზო­გა­დად, გაზ­რ­დის მო­ტი­ვა­ცი­ას შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ კი­დევ ერ­თი პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, რო­მე­ლიც „თა­ვი­სუ­ფა­ლ გაკ­ვე­თი­ლებს“ ეხე­ბო­და. ამ პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც გა­სულ წელს გან­ხორ­ცი­ელ­და, 800-ზე მე­ტი სკო­ლა ჩა­ერ­თო და რო­გორც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, სწო­რედ ტი­პუ­რი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სკო­ლე­ბის ბა­ზა­ზე. „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“, ძი­რი­თა­დად, და­მა­ტე­ბი­თი, თე­მა­ტუ­რი, სხვა­დას­ხ­ვა საწ­რეო თუ სა­სე­მი­ნა­რო სა­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სკო­ლებ­ში და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბიც და­ფიქ­სირ­და.
„ზო­გა­დად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მე­ტად უნ­და იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი და სა­სურ­ვე­ლია, კონ­ცეფ­ცია ცალ­კე შე­მუ­შავ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე“ — აცხა­დებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლა­ლი კა­ლან­და­ძე. — რაც შე­ეხე­ბა სკო­ლის შემ­დ­გომ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლა­რულ აქ­ტი­ვო­ბებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია — ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ფორ­მა­ლურ სივ­რ­ცე­ში და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში და­კავ­დ­ნენ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით. დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია ზუს­ტად ამას ემა­სა­ხუ­რე­ბა. რე­ა­ლუ­რად უნ­და ვნა­ხოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბა­ზარ­ზე რა მოთხოვ­ნე­ბია, რო­მე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია რას აწარ­მო­ებს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვამ­ყა­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სკო­ლებს შო­რის, ასე­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩავ­რ­თოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­ვო­ბებ­ში.
ამ ეტაპ­ზე, 900-მდე სკო­ლა­ში, სა­მი­ნის­ტ­როს და­ფი­ნა­ნ­სე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი წრე­ე­ბია შექ­მ­ნი­ლი და და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად მე­ტი ფარ­თი გას­ცენ იჯა­რით, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, და­კავ­დ­ნენ ხე­ლოვ­ნე­ბით, სპორ­ტით და ა.შ. თბი­ლის­ში, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა სკო­ლის ბა­ზა­ზეა შექ­მ­ნი­ლი და­მა­ტე­ბი­თი წრე­ე­ბი, რე­გი­ო­ნებ­ში კი, სა­მი­ნის­ტ­რო ცდი­ლობს და­ა­ფი­ნან­სოს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის და მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი.“
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყო თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი. მან ისა­უბ­რა იმ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­მელ­საც მე­რია, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, აწარ­მო­ებს, მი­მო­ი­ხი­ლა ასე­ვე ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, შე­მეც­ნე­ბი­თი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პრო­ექ­ტე­ბი. ცალ­კე გა­მო­ყო მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გო­ნივ­რულ გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სკო­ლის­შემ­დ­გომ გა­ნათ­ლე­ბას უწყობს ხელს. „ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ თბი­ლი­სის მე­რია, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს ამ სფე­როს მხარ­და­ჭე­რას და სხვა­დას­ხ­ვა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­შეწყო­ბას, თბი­ლი­სის მას­შ­ტა­ბით. სა­ინ­ტე­რე­სოა მა­თი ხედ­ვა სკო­ლა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.“ — ამ­ბობს ირი­ნა ხან­თა­ძე.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტებ­მა: ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვამ, ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძემ და ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძემ, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს კო­ლე­გებს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით და კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. „დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­როთ გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ ვი­ყე­ნებთ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში“ — გვითხ­რა ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვამ. ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძემ კი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სოფ­ლის სკო­ლე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნია: „ჩე­მი პრე­ზენ­ტა­ცია, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას და მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ეხე­ბა. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „მზე­კო“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს: ქა­ლე­ბის და­საქ­მე­ბას, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­ჩე­ნას და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის შრო­მი­თი და მე­წარ­მე­ო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შევ­ქ­მე­ნით სა­წარ­მო, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დებს შე­ეძ­ლოთ ეს­წავ­ლათ ხელ­საქ­მე, მატყ­ლის და­მუ­შა­ვე­ბა, ქე­ჩა­ზე მუ­შა­ო­ბა. მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი სწავ­ლობ­დ­ნენ და ქმნიდ­ნენ პრო­დუქ­ცი­ას — სამ­კა­უ­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებს და სუ­ვე­ნი­რებს. მა­თი რე­ა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი ბავ­შ­ვებს ანაზღა­უ­რე­ბის სა­ხით მი­ვე­ცით, ნა­წილს კი ისევ მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნას ვახ­მართ. ჩე­მი მი­ზა­ნია, დღეს კი­დევ ერ­თხელ გან­ვაცხა­დო, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სოფ­ლის სკო­ლე­ბის­თ­ვის და ახალ­გაზ­რ­დე­ბისთ­ვის“.

25-28(942)N