გამოდის 1998 წლიდან
2017-11-30
ეროვნული ბიბლიოთეკის სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტი


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

17 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პირ­ველ კორ­პუს­ში, თით­ქ­მის ორ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, კავ­კა­სი­ა­ში უდი­დე­სი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი გა­იხ­ს­ნა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ისე თვი­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ცავ­ში და­ცულ 19 ათას­ზე მეტ რა­რი­ტე­ტულ წიგნს აერ­თი­ა­ნებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა ფონ­დის მე­სა­კუთ­რეა, რო­მე­ლიც ბეჭ­დუ­რი წიგ­ნის და მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ნა­ბეჭ­დი გა­მო­ცე­მე­ბის ის­ტო­რი­ას ქმნის. მუ­ზე­უმ­ში ყვე­ლა ის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა გა­მო­ი­ფი­ნე­ბა, რო­მე­ლიც იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა ფონ­დ­შია და­ცუ­ლი. წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ში  წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მუდ­მი­ვი ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბი, ასე­ვე თე­მა­ტუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი, კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ლი თუ ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ცავ­ში შე­ნა­ხუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბი. ასე­ვე, დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ყვე­ლა უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნი ციფ­რულ ფორ­მატ­ში, სენ­სო­რულ ეკ­რა­ნებ­ზე იხი­ლოს. წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი, ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის, ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია ამ სფე­რო­ში. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“ სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტია, აქ გან­თავ­ს­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გან­ძუ­რი, რო­მე­ლიც ათე­უ­ლი წლე­ბია, და­ხუ­რულ ფონ­დ­ში ინა­ხე­ბა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ ყო­ფი­ლა.
იშ­ვი­ა­თი გა­მო­ფე­ნე­ბის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცა­ვი­სა და მუ­ზე­უ­მის მოწყო­ბა „და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის“ მხარ­და­ჭე­რით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.
წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ში შე­სას­ვ­ლე­ლი სივ­რ­ცე, თა­ვის დრო­ზე, პო­ლო­ნე­ლი მხატ­ვ­რის, ჰენ­რიხ ჰრი­ნევ­ს­კის მი­ე­რაა მო­ხა­ტუ­ლი, რომ­ლის  რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე და მას­ზე პო­ლო­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­დ­გე­ნილ ძველ და რა­რი­ტე­ტულ კარს შე­ა­ღებ თუ არა, პირ­ვე­ლად „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მუ­ზე­უმ­ში ხვდე­ბი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია 1884 წელს, გი­ორ­გი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით, შექ­მ­ნი­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და ყვე­ლა ის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში გა­მო­სუ­ლა  ქარ­თულ ენა­ზე, ასე­ვე უცხო­უ­რი თარ­გ­მა­ნე­ბი; ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დარ­ბა­ზი — ექ­ს­პო­ზი­ცია, სა­დაც  სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბის გვერ­დით, ის წიგ­ნე­ბი და ნივ­თე­ბია, რომ­ლე­ბიც მის­მა ოჯახ­მა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას და­უ­ტო­ვა. მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია და­ვით კა­კა­ბა­ძის ავან­გარ­დუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­ხელ­წო­დე­ბით — „ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი“, რო­მე­ლიც ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის თხოვ­ნით შექ­მ­ნი­ლა.
მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია  ფორ­მით, ში­ნა­არ­სი­თა და სიძ­ვე­ლით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი. მა­თი უმე­ტე­სო­ბა უკი­დუ­რე­სად ფა­სე­უ­ლია ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის­თ­ვის. სა­ინ­ტე­რე­სოა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია და უნი­კა­ლუ­რი, უძ­ვე­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბი: იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რის, არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტის „სა­მეგ­რე­ლოს აღ­წე­რა“, 1629 წელს რომ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი, ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი; მა­ჯიო ფრან­ცის­კო-მა­რი­ას მი­ერ, 1670 წელს, გა­მო­ცე­მუ­ლი „ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა“; არ­ჩილ მე­ფის მი­ერ, 1705 წელს, მოს­კოვ­ში, სი­ნო­დის სტამ­ბა­ში და­არ­სე­ბულ ქარ­თულ წიგ­ნ­სა­ბეჭ­დ­ში და­ბეჭ­დი­ლი „და­ვით­ნი“, რომ­ლის ტი­რა­ჟი­დან 3-4 ეგ­ზემ­პ­ლა­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი; პირ­ველ­ნა­ბეჭ­დი ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა სა­ხელ­მ­წი­ფოს, სამ­თავ­რო­სა და ოჯა­ხის მარ­თ­ვის შე­სა­ხებ — ბა­სი­ლი­ოს მა­კე­დო­ნე­ლი. ტეს­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც 1739 წელს, მოს­კოვ­ში და­ი­ბეჭ­და; თბი­ლის­ში, ვახ­ტანგ ვჳ-ის სტამ­ბა­ში, 1709 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი „სა­ხა­რე­ბა“, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბეჭ­დი­ლი, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი წიგ­ნი; ასე­ვე, 1710 წელს ვახ­ტან­გის სტამ­ბა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი „კონ­და­კი“; ვახ­ტანგ ვჳ-ის სტამ­ბის წიგ­ნე­ბი — 1712 წლის, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ერეკ­ლეს სტამ­ბის წიგ­ნე­ბი; იმე­რეთ­ში, საჩხე­რის სო­ფელ წეს­ში გა­მო­ცე­მუ­ლი, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი წიგ­ნი „ღვთის­მ­შობ­ლის სა­ვედ­რე­ბე­ლი“; რუ­სეთ­ში, ათა­ნა­სე ამი­ლახ­ვ­რის სტამ­ბის გა­მო­ცე­მე­ბი და მრა­ვა­ლი სხვ. „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“ მარ­თ­ლაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ჩუ­ქა­რია ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“ მუ­შა­ობს ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვ­ლით, დი­ლის 10:00 სა­ა­თი­დან 18:00 სა­ა­თამ­დე. მუ­ზე­უმ­ში შეს­ვ­ლა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მკითხ­ვე­ლის ბი­ლე­თი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნა, გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის და­ბა­დე­ბის დღეს, მის ერთ ოც­ნე­ბას და­ემ­თხ­ვა.
„რა დი­დე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნაა, რა ძვირ­ფა­სი, რა საყ­ვა­რე­ლი, იშ­ვი­ათ­ზე-იშ­ვი­ა­თი. უკ­ვ­დავ­ზე-უკ­ვ­და­ვი მა­სა­ლე­ბით სავ­სე, სა­სა­ხე­ლო დი­დათ სა­სა­ხე­ლო!
უფ­რო შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა — თუ ამ გა­მო­ფე­ნით სა­ძირ­კ­ვე­ლი ჩა­ეყ­რე­ბა დიდ საქ­მეს „მუდ­მივ გა­მო­ფე­ნას“ — თბი­ლის­ში­ვე, რა თქმა უნ­და.
გი­სურ­ვებთ, ძვირ­ფა­სო ამ­ხა­ნა­გე­ბო, გა­მარ­ჯ­ვე­ბას. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რებთ ყვე­ლას, თუ ეს წა­მოწყე­ბა შე­სა­ფე­რი­სად დაგ­ვირ­გ­ვინ­დე­ბა. გა­უ­მარ­ჯოს „მუდ­მი­ვი გა­მო­ფე­ნის იდე­ას!“  — 1952 წე­ლი, 31 მარ­ტი. გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე,  სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო პო­ე­ტი.
ეს სიტყ­ვე­ბი, თა­ვის დრო­ზე, გა­ლაკ­ტი­ონ­მა ერ­თ­ჯე­რად გა­მო­ფე­ნა­ზე და­წე­რა  და ეს ერ­თ­გ­ვა­რი სურ­ვი­ლი, ოც­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ  ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ჰქონ­და, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მის“ და­არ­სე­ბით.
გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „წლე­ბის წინ, რო­ცა ხე­ლი მოვ­კი­დეთ ამ საქ­მეს, ძნე­ლად თუ ვინ­მე და­ი­ჯე­რებ­და და აი, ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს! გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის და­ბა­დე­ბის დღეს მი­სი წლე­ბის წინ ნა­ოც­ნე­ბა­რი ახ­და! წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია ამ სფე­რო­ში. მუ­ზე­უ­მი კავ­კა­სი­ა­ში უდი­დე­სი და ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ისე თვი­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. ეს არის ქვე­ყა­ნა­ში და­ცუ­ლი ძვირ­ფა­სი წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი მუდ­მივ­მოქ­მე­დი გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ოთხ ნა­წი­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: 1) სა­კუთ­რივ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბის მუ­ზე­უ­მი, სა­დაც სიძ­ვე­ლით და ფორ­მით გა­მორ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი —  მა­გა­ლი­თად; ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი (1629), ვახ­ტან­გის სტამ­ბის გა­მო­ცე­მე­ბი, ინ­კუ­ნა­ბუ­ლა (აკვანი) და სხვ; 2) ვეფხის­ტყა­ოს­ნის მუ­ზე­უ­მი — წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა გა­მო­ცე­მა ქარ­თულ და უცხო­ურ ენებ­ზე; 3) ილი­ას დარ­ბა­ზი — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბი­ნე­ტის ექ­ს­პო­ზი­ცია, მი­სი პი­რა­დი ნივ­თე­ბი­თა და ბიბ­ლი­ო­თე­კით; 4) ბრო­სეს სა­ცა­ვი — ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე, შე­სა­ბა­მი­სი კლი­მატ-კონ­ტ­რო­ლის აპა­რა­ტუ­რით. მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია  წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფორ­მით, ში­ნა­არ­სით, კონ­ტექ­ს­ტით გა­მორ­ჩე­უ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ამ წიგ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მათ ვერ შე­ე­ხე­ბა. ამი­ტომ, ეს იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ფე­ნო მუდ­მივ­მოქ­მე­დი სივ­რ­ცე. ყო­ველ­გ­ვა­რი პა­თე­ტი­კის გა­რე­შე, ეს მარ­თ­ლაც ის­ტო­რი­უ­ლი დღეა, იმი­ტომ რომ,  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა რე­ა­ლუ­რად ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს, მათ შო­რის ის წიგ­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლი იყო და ინა­ხე­ბო­და სპე­ცი­ა­ლურ სა­ცავ­ში, ახალ და გა­მორ­ჩე­ულ ცხოვ­რე­ბას იწყე­ბენ.
ჩვენ  ლე­გენ­და­რულ და ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით და, ამავ­დ­რო­უ­ლად, გვაქვს ამ­ბი­ცია და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ვიწყებთ ასე­ვე ის­ტო­რი­ულ და ლე­გენ­და­რულ საქ­მეს. საქ­მეს, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლუ­რად და­ერ­ქ­ვა „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“ და რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მეხ­სი­ე­რე­ბის ერ­თ­გ­ვარ თავ­მოყ­რას იმ სივ­რ­ცე­ში, რო­მელ­საც წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ში წარ­მო­გიდ­გენთ. ეს სივ­რ­ცე  თით­ქ­მის ყვე­ლა ქარ­თულ ბეჭ­დურ წიგნს ინა­ხავს და ჩვენ სწო­რედ ამ წიგ­ნე­ბის „ტექ­ს­ტე­ბის ჯა­მი“ ვართ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ შე­ვიკ­რი­ბეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხვალ, ზეგ და მა­ზეგ და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ამ სივ­რ­ცეს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ამ წიგ­ნებ­თან ორ­გა­ნუ­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი (ვგუ­ლის­ხ­მობ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს), ძა­ლი­ან იოლად შე­იტყო­ბენ, რა მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი სა­გან­ძუ­რი აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას, რას გუ­ლის­ხ­მობს ჩვე­ნი მწერ­ლო­ბა და არა მხო­ლოდ  მწერ­ლო­ბა, რამ მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე.
მეს­მის, რომ ჩე­მი სიტყ­ვე­ბი ახ­ლა ცო­ტა პა­ტე­თი­კუ­რად ჟღერს, მაგ­რამ მსგავ­სი სა­ღა­მო­ე­ბი პა­თე­ტი­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვფიქ­რობ, ეს დღე, რო­მე­ლიც  ბევრ სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თ­ვას გუ­ლის­ხ­მობს, ნამ­დ­ვი­ლად შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას. პირ­ვე­ლი, ვინც წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ზე ისა­უბ­რა, ეს იყო გა­ლაკ­ტი­ო­ნი. გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძემ გა­ა­კე­თა ჩა­ნა­წე­რი, 1958 წლის 31 მარტს, ერთ-ერთ ერ­თ­ჯე­რად გა­მო­ფე­ნა­ზე. ჩა­ნა­წე­რი­დან ჩანს, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნი ოც­ნე­ბობ­და, ოდეს­მე გახ­ს­ნი­ლი­ყო მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც თავს მო­უყ­რი­და მთელ იმ სა­გან­ძურს, რო­მე­ლიც დღეს წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ში წარ­მო­ვად­გი­ნეთ. მი­სი ეს ოც­ნე­ბა დღეს, 17 ნო­ემ­ბერს, მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ახ­და.
 დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, წიგ­ნ­მ­ცოდ­ნეს, იშ­ვი­ათ­გა­მო­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, დი­ზა­ი­ნე­რებს, მუ­შებს, რომ­ლე­ბიც ქმნიდ­ნენ ამ სივ­რ­ცეს. ეს არ იყო ად­ვი­ლი პრო­ცე­სი,   წე­ლი­წად­ზე მე­ტი ხნის თა­ვა­უ­ღე­ბელ მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და, რო­მელ­მაც ასე­თი შე­დე­გი მოგ­ვი­ტა­ნა; მინ­და დი­დი მად­ლო­ბა ვუთხ­რა, და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის, და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის ფონდს, მი­სი მო­ნა­გე­ბი იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა და ვფიქ­რობ, ამა­ზე უკე­თე­სი ინ­ვეს­ტი­ცია არ არ­სე­ბობს; დი­დი მად­ლო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებს, კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე­სა და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, მა­რი­ამ ჯაშს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბი­ან; დი­დი მად­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ების წარ­მო­მად­გენ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ს, იტა­ლი­ი­სა და პო­ლო­ნე­თის ელ­ჩებს; დი­დი მად­ლო­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა იმ დი­რექ­ტორს, ვინც ჩე­მამ­დე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ამ სივ­რ­ცეს და შექ­მ­ნა დღე­ვან­დე­ლი დღის წი­ნა­პი­რო­ბა; დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლა ჩემს თა­ნამ­შ­რო­მელს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ბი­თაც, ერ­თი მხრივ, შე­იქ­მ­ნა ეს სივ­რ­ცე და მე­ო­რე მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მა­ვალ­შიც გან­ვი­თარ­დე­ბა.
„წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“  ჩვე­ნი წარ­სუ­ლის გა­სახ­სე­ნებ­ლად შევ­ქ­მე­ნით იმის­თ­ვის, რომ ეს წარ­სუ­ლი კარ­გი მა­გა­ლი­თი იყოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის. ეს არ არის მუ­ზე­უ­მი მუ­ზე­უ­მის­თ­ვის, „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“ „გან­წი­რუ­ლია“ სი­ცოცხ­ლის­თ­ვის და მე ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს, რომ მი­სი სი­ცოცხ­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა იქ­ნე­ბით თქვენ — მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა“.
მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რი: „დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ,  ამ მუ­ზე­უმს არა მხო­ლოდ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი არ მო­აკ­ლ­დე­ბა, არა­მედ ის გახ­დე­ბა შეკ­რე­ბის ად­გი­ლი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, მკვლევ­რე­ბის­თ­ვის, ჩვე­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის.
ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ დღე­ვან­დელ დღეს. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ას­რულ­და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ოც­ნე­ბა და ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 19 000-ზე მე­ტი უიშ­ვი­ა­თე­სი, უძ­ვირ­ფა­სე­სი გა­მო­ცე­მა დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს.
ასე­თი დო­ნის, მას­შ­ტა­ბის, ხა­რის­ხის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სწო­რი მო­დე­ლი მო­ი­ძებ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ და­ვითს და მის ფონდს, ასე­ვე ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერს — აშშ-ს, იტა­ლი­ი­სა და პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ებს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“.
და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი, „და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის“დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ჩვენს ფონდს ერ­გო ძა­ლი­ან დი­დი პა­ტი­ვი, ეთა­ნამ­შ­რომ­ლა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან, რის­თ­ვი­საც დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს. იმა­ს, რაც ჩვენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ტექ­ნი­კუ­რად გა­ვა­კე­თეთ, გი­ორ­გიმ და მის­მა გუნ­დ­მა ძა­ლი­ან დი­დი ში­ნა­არ­სი მი­ა­ნი­ჭა, რაც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. დი­დი მად­ლო­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა თა­ნამ­ეშ­რომლს იმის­თ­ვის, რომ დღემ­დე მოგ­ვი­ტა­ნეს ის უძ­ვირ­ფა­სე­სი გან­ძი, რო­მე­ლიც წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ში და­ი­დებს ბი­ნას“.
მა­რი­ამ ჯა­ში, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „დღეს მარ­თ­ლაც ის­ტო­რი­უ­ლი დღეა, ყო­ველ­გ­ვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე. პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე დღემ­დე შე­მოგ­ვი­ნა­ხეს ის­ტო­რია, ჩვე­ნი უდი­დე­სი ეროვ­ნუ­ლი გან­ძი. მათ არა­ნაკ­ლე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უძღ­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა­ში, ბევრ მათ­განს ხმლით უწევ­და  ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა. ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის მცვე­ლე­ბი, დღეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი გვყავს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. უახ­ლე­სი წარ­სუ­ლი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­დე­საც თბი­ლის­ში, სამ­წუ­ხა­როდ, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, იმ პე­რი­ოდ­შიც კი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა სა­თუ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით და თავ­და­დე­ბით შე­მო­ი­ნა­ხეს ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი. დი­დი მად­ლო­ბა ამ ურ­თუ­ლე­სი გზის გა­მოვ­ლის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ორ­გის და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, ამ უდი­დე­სი საქ­მის ინი­ცი­რე­ბის­თ­ვის და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის­თ­ვის; ასე­ვე დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტონ და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვილს, ეს საქ­მე ნამ­დ­ვი­ლად  დარ­ჩე­ბა თა­ო­ბებს მი­სი სა­ხე­ლით.
ძა­ლი­ან დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ უფ­რო მე­ტი და­ფა­სე­ბა ჰქონ­დეთ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ ეროვ­ნულ სა­გან­ძურს. სურ­ვი­ლი მაქვს, კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დეს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი და კა­ნო­ნის დო­ნე­ზე, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო საქ­მის მარ­თ­ვის მთა­ვა­რი მე­თო­დუ­რი ოფი­სის სტა­ტუ­სი მი­ვა­ნი­ჭოთ, რად­გან ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ამ შე­ნო­ბა­შია დაგ­რო­ვი­ლი (გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის დროს), უნი­კა­ლუ­რია და ჩვენ ეს უნ­და გა­დავ­ცეთ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კებს“.
ლა­შა ბაქ­რა­ძე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი: „ვფიქ­რობ, წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვი­საც უყ­ვარს წიგ­ნი და სა­ერ­თოდ კულ­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დი­გი­ტა­ლურ ეპო­ქა­ში, რო­მელ­შიც ჩვენ გა­დავ­დი­ვართ. ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რომ არის ასე­თი ად­გი­ლი, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხა­რის­ხობ­რი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი გახ­დე­ბა. ის, რომ მუ­ზე­უმ­მა ადა­მი­ა­ნებს წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­უღ­ვი­ძოს, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და, ამ მხრივ, თა­ვის როლს ეს მუ­ზე­უ­მი უდა­ვოდ ითა­მა­შებს. აქე­დან გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩე­მი აზ­რით, წიგ­ნ­საც უფ­რო სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­კი­დებს ხელს, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­დეს, ვიდ­რე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში კითხ­ვი­სას“.
ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი, პო­ლი­ტი­კო­სი: „ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ყო­ველ­თ­ვის იყო და არის რა­რი­ტე­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობდა ფე­რი­დე კვა­ჭან­ტი­რა­ძე. წიგ­ნის მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბა, მი­სი იდეა იყო წლე­ბის წინ, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. იმი­ტომ, რომ წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი გუ­ლის­ხ­მობს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს, სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას. მა­შინ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფო ერთ წიგ­ნ­საც ვერ ყი­დუ­ლობ­და, ხელ­ფა­სი პრობ­ლე­მა იყო და სხვ. ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩვენს დრო­ში, ეს იდეა გან­ხორ­ცი­ელ­და და ეს მარ­თ­ლაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვი­ლის ფონ­დი და­ეხ­მა­რა. ვინც „წიგ­ნის მუ­ზე­უმ­ში“ მო­ვა, ნა­ხავს, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი წიგ­ნი, რა სიძ­ვე­ლეა, რა პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი წინ გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გზა­ზე“.
ლე­ვან ბრე­გა­ძე, კრი­ტი­კო­სი, ჟურ­ნა­ლის­ტი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი გა­იხ­ს­ნა. ადა­მი­ანს ად­ვი­ლად უნ­და მი­ეს­ვ­ლე­ბო­დეს ძველ წიგ­ნებ­თან. წიგ­ნი ადა­მი­ანს აბედ­ნი­ე­რებს. მუ­ზე­უ­მი ნე­ბის­მი­ე­რი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის ღია იქ­ნე­ბა, აქ ვნა­ხავთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბულ ძველ ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებს, პო­ლიგ­რა­ფი­ის შე­დევ­რებს, ყვე­ლა იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნი დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს ბეჭ­დურ წიგ­ნებს, და­მერ­წ­მუ­ნეთ, რაც დრო გა­ვა, მე­ტი ფა­სი და­ე­დე­ბა ნა­ბეჭდ და ხელ­ნა­წერ წიგნს. ტრა­დი­ცი­უ­ლი წიგ­ნის ფა­სი დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რ­თა მუ­ზე­უ­მებს და ამ რან­გის კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს უტოლ­დე­ბა. დღეს მარ­თ­ლაც ის­ტო­რი­უ­ლი დღეა“.

25-28(942)N