გამოდის 1998 წლიდან
2017-11-09
კო­რე­უ­ლი „ლი­თო­ნის“ წიგ­ნე­ბი და ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სამ­ხ­რეთ კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ორი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა, სა­დაც კო­რე­უ­ლი „ლი­თო­ნის“ წიგ­ნე­ბი და ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­მო­ფე­ნის მი­ზა­ნი იყო უძ­ვე­ლე­სი და უდი­დე­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის — კო­რე­ი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ნა­ბეჭდ წიგ­ნ­თა და ხელ­ნა­წერ­თა გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის წარ­დ­გე­ნა და გაც­ნო­ბა. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, გაც­ნო­ბო­და კო­რე­უ­ლი ლი­თო­ნის წიგ­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას, გა­მო­ფე­ნის ფარ­გ­ლებ­ში, კო­რე­ი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ტა­ნი­ლი ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით, კო­რე­უ­ლი წიგ­ნის ბეჭ­დ­ვის უძ­ვე­ლეს ხე­ლოვ­ნე­ბას. 
გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კო­რე­ის ჩონ­გ­ჯუს ად­რე­ული ნა­ბეჭდი წიგ­ნ­ების მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი კო­რე­უ­ლი „ლი­თო­ნის“ წიგ­ნე­ბი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი:
• „ჯიკ­ჯი“, დი­დი ბუ­დის­ტუ­რი ბე­რე­ბის მოძღ­ვ­რე­ბა ძე­ნის შე­სა­ხებ, ან­თო­ლო­გია (ას­ლი, მე­ო­რე ტო­მი), 1377 წე­ლი; „ჯიკ­ჯი“ (აღ­დ­გე­ნი­ლი, ლი­თო­ნის მოძ­რა­ვი შრიფ­ტით ნა­ბეჭ­დი); 80 ათა­სი ტრი­პი­ტა­კა („ტრი­პი­ტა­კა კო­რე­ა­ნა“ ას­ლი, ხის და­ფით ნა­ბეჭ­დი) — ბუ­დის­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბის კრე­ბუ­ლი; გუ­ტენ­ბერ­გის 42-სტრი­ქო­ნი­ა­ნი ბიბ­ლია (ას­ლი); სიმ­ღე­რე­ბი ათა­სო­ბით მდი­ნა­რე­ში მთვა­რის შუ­ქის ანა­რეკ­ლ­ზე — ბუ­დას ბი­ოგ­რა­ფია. რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ლი­თო­ნის შრიფ­ტი 1447-1450; გო­რი­ოს დი­ნას­ტი­ის დრო­ინ­დე­ლი ლი­თო­ნის მოძ­რა­ვი შრიფ­ტი;  „აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი რით­მე­ბი“ — სტან­დარ­ტუ­ლი ჩი­ნუ­რი იეროგ­ლი­ფე­ბის კო­რე­უ­ლად წარ­მოთ­ქ­მის ლექ­სი­კო­ნი, რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ვი ხი­სა და ლი­თო­ნის შრიფ­ტე­ბი; ლი­თო­ნის მოძ­რა­ვი შრიფ­ტი (ქვი­შის ყა­ლი­ბებ­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი რკი­ნა); ჩო­სუ­ნის დი­ნას­ტი­ის დრო­ინ­დე­ლი ლი­თო­ნის მოძ­რა­ვი შრიფ­ტი;  „ჯიკ­ჯის“ მსოფ­ლიო მეხ­სი­ე­რე­ბის რე­ეს­ტ­რის სერ­ტი­ფი­კა­ტი.
• თა­მარ მე­ფის კუთ­ვ­ნი­ლი ვა­ნის ოთხ­თა­ვი, ხჳჳ-ხჳჳჳ სს; ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი ტრაქ­ტა­ტი. 1188-1210 წწ.; ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ლოც­ვე­ბი­თურთ, და­ბეჭ­დი­ლი რომ­ში, 1629 წე­ლი; სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში“ ხვჳჳ ს.; ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის „გე­ოგ­რა­ფია“ხვჳჳ ს.; „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა“. 1633-1646 წწ. ბეჭ­დ­ვის უძ­ვე­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის ნი­მუ­შე­ბი, ვჳჳ სა­უ­კუ­ნის, პირ­ვე­ლი, ჩვე­ნამ­დე სრუ­ლად მოღ­წე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი — ხან­მე­ტი ლექ­ცი­ო­ნა­რი, შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერ­ში გა­და­წე­რი­ლი ხ სა­უ­კუ­ნის ჯრუ­ჭის სა­ხა­რე­ბა —  ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი; ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი, და­ბეჭ­დი­ლი რომ­ში, 1629 წელს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა.
„თუ მე­დი­ტა­ცი­ის გზით ადა­მი­ა­ნის გულ­ში ჩა­ი­ხე­დავ, მიხ­ვ­დე­ბი, რომ ის ბუ­დას გუ­ლია“, ასე ითარ­გ­მ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ნა­ბეჭ­დი კო­რე­უ­ლი წიგ­ნის —  „ჯიკ­ჯის“ აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა. კო­რე­უ­ლი „ლი­თო­ნის” წიგ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია სა­თა­ვეს 1377 წლი­დან იღებს, გუ­ტენ­ბერ­გის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს გა­მო­გო­ნე­ბამ­დე 78 წლით ად­რე, გო­რი­ოს დი­ნას­ტი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს და­­ბეჭ­დილი წიგ­ნი, რო­მელ­საც კო­რე­ულ ენა­ზე „ჯიკ­ჯი“ ეწო­და,  ბუ­დის­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტია, მო­ი­ცავს ამო­ნა­რი­დებს ბუ­დის­ტი ბე­რე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­დან. ის ორ ტო­მად და­ი­ბეჭ­და, პირ­ველ ნა­წილს ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლი საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია. „ჯიკ­ჯი“ მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნია, რო­მე­ლიც ლი­თო­ნის ტი­პოგ­რა­ფი­უ­ლი შრიფ­ტით და­ი­ბეჭ­და. 2001 წლის სექ­ტემ­ბერ­ში „ჯიკ­ჯი“ იუნეს­კომ მსოფ­ლიო მეხ­სი­ე­რე­ბის რე­ეს­ტ­რ­ში შე­ი­ტა­ნა, ხო­ლო 2004 წელს იუნეს­კოს მი­ერ­ვე და­წეს­და „ჯიკ­ჯის პრი­ზი“.
ქარ­თულ ხელ­ნა­წერ ტრა­დი­ცი­ას 16-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. ის თა­ვი­დან­ვე მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­შინ­დე­ლი და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კე­რებ­თან, ამ სი­ახ­ლო­ვეს გა­ნა­პი­რო­ბებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია. ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა გახ­და ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის­თ­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ სა­ფუძ­ველს ქმნი­და.
ქარ­თულ­მა დამ­წერ­ლო­ბამ, თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის მან­ძილ­ზე, სა­მი სა­ფე­ხუ­რი გან­ვ­ლო: ასომ­თავ­რუ­ლი (ვ-ჳხ), ნუს­ხუ­რი (ჳხ-ხჳ) და მხედ­რუ­ლი (ხ-ხჳ). ისი­ნი დღე­საც თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ. ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის უძ­ვე­ლე­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი — პა­ლიმ­ფ­სეს­ტე­ბი (ვ-ვჳჳ) სა­სუ­ლი­ე­რო ში­ნა­არ­სი­საა, მათ მო­ნას­ტ­რებ­ში ქმნიდ­ნენ რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ. ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი სა­ე­რო მწერ­ლო­ბაც. 2011-2013 წლებ­ში, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და­ცუ­ლი ორი კო­ლექ­ცია („ბი­ზან­ტი­უ­რი ეპო­ქის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი“ და „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ხელ­ნა­წე­რე­ბი“) შე­ვი­და მსოფ­ლიო მეხ­სი­ე­რე­ბის რე­ეს­ტ­რ­ში.
ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და იონ­გ­ჰო მუ­ნი­სა და ჰვანგ სუნ­მის ლექ­ცია თე­მა­ზე „მსოფ­ლიო მეხ­სი­ე­რე­ბის რე­ეს­ტ­რი და კო­რე­უ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი“. გა­მო­ფე­ნის ფარ­გ­ლებ­ში, ლექ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ბეჭ­დ­ვის უძ­ვე­ლე­სი, კო­რე­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაც.
გა­მო­ფე­ნა გახ­ს­ნეს კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა კიმ ინ ჰა­ნიმ და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა ზა­ზა აბა­ში­ძემ. გა­მო­ფე­ნას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და  სა­მეც­ნი­ე­რო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.
გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი: „ორი კულ­ტუ­რის შეხ­ვედ­რა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სამ­ხ­რეთ კო­რე­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, ამ ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­მო­ფე­ნის წარ­მოდ­გე­ნის­თ­ვის. მე ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა მხო­ლოდ რო­გორც  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, არა­მედ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აინ­ტე­რე­სებს წიგ­ნი, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი, გარ­და იმი­სა, რომ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ,  გა­ო­ცე­ბუ­ლიც გახ­ლა­ვართ. ჩვენ წი­ნა­შე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნე­ბი, ფორ­მე­ბი და ფორ­მა­ტე­ბი, რაც ქარ­თ­ვე­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის, სრუ­ლი­ად უცხოა. გარ­და ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა, ჩვენ წინ გა­და­ი­შ­ა­ლა დი­დი  ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვე­ლი ისე­თი უცხო კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ, რო­გო­რიც კო­რე­უ­ლია. და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, რომ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი, მეც­ნი­ე­რი თუ უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, დღე­ვან­დე­ლი გა­მო­ფე­ნი­დან არა მხო­ლოდ კმა­ყო­ფი­ლი, არა­მედ გა­ო­ცე­ბუ­ლი წა­ვა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სამ­ხ­რეთ კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წიგ­ნის მუ­ზე­უ­მის­თ­ვის, რო­მე­ლიც სულ მა­ლე გა­იხ­ს­ნე­ბა, უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბი გად­მოგ­ვ­ცეს“.
მა­რი­ამ ჯა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, ორი უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ტა­ნი­ლია ხელ­ნა­წე­რებ­სა თუ წიგ­ნებ­ში, მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რია. ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა კო­რე­ის სა­ელ­ჩოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბასთნ, მათ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, ასე­ვე კო­რე­ის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბ­ლე­ის წევ­რებ­თან — ჩვენს კო­ლე­გებთნ. ვი­სა­უბ­რეთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და კულ­ტუ­რის კუთხით შე­იძ­ლე­ბა გა­ი­შა­ლოს და გა­ფარ­თოვ­დეს ორ სა­ხელ­მ­წი­ფოს შო­რის. ვა­მა­ყობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ით და იმ ხელ­ნა­წე­რე­ბით, რო­მე­ლიც ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და სხვა­დას­ხ­ვა მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ახა­ლი ფორ­მა­ტი,  კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიმ­ბო­ლი­კაა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ გა­მო­ფე­ნას ახ­ლ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა“.
თა­მარ ჟღენ­ტი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: „ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში გვეს­ტუმ­რა ბა­ტო­ნი კიმ ინ ჰა­ნი, (დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში), რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რეს­და ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის ხელ­ნა­წე­რი რუ­კით. მა­შინ შევ­თა­ვა­ზეთ, რომ გვე­თა­ნამ­შ­რომ­ლა და გა­მოგ­ვე­ფი­ნა კო­რე­უ­ლი და ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი. მან გვითხ­რა, რომ კო­რე­ა­ში არ აქვთ ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის კულ­ტურა და მათ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბის კულ­ტუ­რაა. ჩვენ, რა თქმა უნ­და, და­ვინ­ტე­რეს­დით და სწო­რედ ასე და­ი­ბა­და გა­მო­ფე­ნის იდეა. გა­მო­ფე­ნა­ზე ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ვად­გი­ნეთ კო­რე­უ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბი და ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი. ამ ტი­პის გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მო­ეწყო, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს კო­რე­ულ ნა­ბეჭდ  წიგ­ნებს და  ქარ­თულ ხელ­ნა­წერ კულ­ტუ­რას, ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რულ არე­ალს და ამ კულ­ტუ­რუ­ლი არე­ა­ლის ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­მოვ­ლი­ნე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ალ­ბათ ბევ­რ­მა არ იცის და  ჩვენ­თ­ვი­საც  სი­ახ­ლე იყო, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ პირ­ვე­ლი წიგ­ნი, გუ­ტენ­ბერ­გის ბიბ­ლი­ამ­დე 78 წლით ად­რე, კო­რე­ა­ში და­ბეჭ­დი­ლა. კო­რე­უ­ლი „ლი­თო­ნის“ წიგ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია სა­თა­ვეს 1377 წ­ლი­დან იღებს. კო­რე­ა­ში, გო­რი­ოს დი­ნას­ტი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს, შე­ი­მუ­შა­ვეს წიგ­ნის ბეჭ­დ­ვის ტექ­ნო­ლო­გია, და­ი­ბეჭ­და წიგ­ნი, რო­მელ­საც კო­რე­ულ ენა­ზე „ჯიკ­ჯი“ ეწო­და. „ჯიკ­ჯი“ მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნია, რო­მე­ლიც ლი­თო­ნის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი შრიფ­ტით და­ი­ბეჭ­და. წიგ­ნი კო­რე­უ­ლი ბუ­დის­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ამო­ნა­რი­დებს ბუ­დის­ტი ბე­რე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­დან“.
თი­ნა­თინ ქა­რო­სა­ნი­ძე, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აზი­ის და აფ­რი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დე­კა­ნი: „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო  და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის მოწყო­ბის­თ­ვის. აზი­ის და აფ­რი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტი ერ­თა­დერ­თი  სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც სტუ­დენ­ტებს კო­რე­უ­ლი ენის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას ვთა­ვა­ზობთ, ასე­ვე კო­რე­უ­ლი ენის კურ­სებს — უკ­ვე  20 წე­ლი­წა­დია. მო­დე­ლი  წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან ოც­წ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სია კო­რე­უ­ლი ენის, კო­რე­ის ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის და პო­ლი­ტი­კის მი­მართ. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უფ­რო მე­ტი სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა კო­რე­ულ ენას და კო­რე­ის­ტი­კას აფ­რი­კის და აზი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, რა­საც ხელს უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს ჩვენს ინ­ს­ტი­ტუტ­თან. გვაქვს ორ­ნა­ი­რი მო­დე­ლი — მა­ი­ნო­რი და მე­ი­ჯო­რი. ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ კო­რე­ულ ენას, შეძ­ლე­ბენ არა ­მარ­ტო და­ათ­ვა­ლი­ე­რონ გა­მო­ფე­ნა, არა­მედ წა­ი­კითხონ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი, ასე­ვე ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ვორქშოპ­ში — ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან შეიტყობენ, რო­გორ მზადდებო­და კო­რე­უ­ლი წიგ­ნე­ბი, რო­გო­რი იყო მა­თი წა­კითხ­ვი­სა და აგე­ბის პრინ­ცი­პი. იმე­დი მაქვს,  კო­რე­უ­ლი ენის ცოდ­ნა და­ეხ­მა­რე­ბა მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ძა­ლი­ან კარ­გი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა ხე­დავ, რომ შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წიგნს ქარ­თ­ვე­ლი კო­რე­ულ ენა­ზე კითხუ­ლობს.
კო­რე­ის­ტი­კის სწავ­ლე­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, ის, რომ წელს, ჩვე­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტი მას­პინ­ძ­ლობ­და მთარ­გ­მ­ნელს, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში  კო­რე­უ­ლად თარ­გ­მ­ნი­და „ვეფხის­ტყა­ო­სანს“, მას დახ­მა­რე­ბას უწევ­და ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­დან ფირ­ცხა­ლა­ვა. ეს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც კო­რე­ულ ენა­ზე ითარ­გ­მ­ნა. ერ­თი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი მახ­სენ­დე­ბა: „ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­საც კითხუ­ლო­ბენ, აქვს აწ­მ­ყო და რო­მელ­საც ხე­ლახ­ლა კითხუ­ლო­ბენ, აქვს მო­მა­ვა­ლი.“ მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღე­ვან­დელ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ უძ­ვე­ლეს წიგ­ნებს მო­მა­ვა­ლი აქვს“.

25-28(942)N