გამოდის 1998 წლიდან
2017-11-02
ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა დასაქმებისკენ


რა­ჭა­ში, კერ­ძოდ ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში, 1982 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­წო­დე­ბა, ფუნ­ქ­ცია და მდე­ბა­რე­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო, მის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნე­ბულ, იმ დრო­ის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ფლობ­და საკ­მა­ოდ კარგ მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას. 1991 წელს მომ­ხ­დარ­მა მი­წის­ძ­ვ­რამ და იმ დრო­ის პო­ლი­ტი­კურ­მა ვი­თა­რე­ბამ, თით­ქ­მის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ზა. 1991 წლი­დან სას­წავ­ლე­ბელ­მა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნა­ახ­ლა ამ­ბ­რო­ლა­უ­რის ყო­ფი­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 2010-11 სას­წავ­ლო წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მით, შეც­ვ­ლი­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მო­ყა­ლიბ­და სსიპ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი „ერ­ქ­ვა­ნი“, რო­გორც რა­ჭა-ლეჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ 2011 წლის ივ­ლის­ში და­იწყო და 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­და ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სას­წავ­ლო კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩის ¹10-ში.
შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნის და და­საქ­მე­ბის სფე­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლე­ბე­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და სტუ­დენ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბას რო­გორც სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მებ­ში, ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლებ­და მოკ­ლე­ვა­დი­ან გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებს, ჲნდჵ-ის და ჲSაჳდ-ის ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ებ­სა და პრო­ფე­სი­ებ­ში: სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა, ტუ­რიზ­მი, ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვ.
კო­ლე­ჯის „ერ­ქ­ვა­ნი“ მი­სიაა: თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ბაზ­რის გაზ­რ­დი­ლი და სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ამ­ზა­დოს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი; სტუ­დენ­ტებს შეს­თა­ვა­ზოს სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის (პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მი) გა­ცე­მა; ასა­კის შე­უზღუ­და­ვად მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ე­უფ­ლონ ახალ პრო­ფე­სი­ას, შე­იც­ვა­ლონ პრო­ფე­სია ან აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია პრინ­ცი­პით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე და­საქ­მე­ბი­სათ­ვის. პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის და­არ­სე­ბის, სწავ­ლე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ილია ოშ­ხე­რე­ლი გვე­სა­უბ­რა.

— 2013 წელს გა­ვი­ა­რეთ ხე­ლა­ხა­ლი, სრუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც და­ვი­მა­ტეთ ექ­ვ­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა: ტრაქ­ტო­რისტ-მე­მან­ქა­ნე, მეღ­ვი­ნე, ვე­ტე­რი­ნა­რი, მე­მი­ნან­ქ­რე, იუვე­ლი­რი და ბუ­ღალ­ტე­რი. 2015 წელს ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში, ამი­ტომ ხე­ლახ­ლა მოგ­ვი­წია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, და­იწყო მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა. ჩვენ ავ­ტო­რი­ზა­ცია მხო­ლოდ ბუ­ღალ­ტერ-ტექ­ნი­კო­სის პროგ­რა­მა­ზე გა­ვი­ა­რეთ, რად­გან მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვართ. ამან, თა­ვის­თა­ვად, გა­მო­იწ­ვია ბუ­ღალ­ტ­რის ძვე­ლი პროგ­რა­მის გა­უქ­მე­ბა, თუმ­ცა, 2018 წლი­დან ახა­ლი პროგ­რა­მა დამ­ტ­კიც­დე­ბა, რის გა­მოც, არ­სე­ბუ­ლი მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში წა­ვი­და. საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, 2019 წლი­დან, არ­ცერთ კო­ლეჯს აღარ ექ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად, ბო­ლო ჯგუ­ფი გვყავს, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბას და­ას­რუ­ლებს და ბუ­ღალ­ტერ-ტექ­ნი­კო­სის პროგ­რა­მაც ამით დამ­თავ­რ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, ახა­ლი კა­ნო­ნის გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ შევ­ძ­ლებთ, რომ უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რად­გან სა­ფე­ხუ­რე­ბი (ახა­ლი კა­ნო­ნით) გა­უქ­მ­დე­ბა და სწავლება იქ­ნე­ბა დო­ნე­ე­ბის (მე­სა­მე, მე­ოთხე და მე­ხუ­თე) მი­ხედ­ვით. ამი­ტომ ყვე­ლას მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ეს პროგ­რა­მე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, იმის­თ­ვის, რომ მე­ოთხე-მე­ხუ­თე სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლე­ჯად გა­და­კე­თე­ბა, რაც სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პებს მო­ი­ცავს — მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის შეც­ვ­ლა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მარ­თ­ვა-გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე, მხო­ლოდ ეს შე­ნო­ბა გვაქვს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა გვაქვს ძვე­ლი შე­ნო­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუ­მის ბა­ზა­ზე, სა­დაც ასე­ვე დგას ერ­თი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, ერ­თი დამ­ხ­მა­რე ნა­გე­ბო­ბა — სა­დურ­გ­ლო სა­ხე­ლოს­ნო, ასე­ვე სკო­ლის სა­ფუტ­კ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა, მი­ნი-გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი თაფ­ლის სა­წარ­მო და 21 000 მ2 მი­წა არა­სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო. ვე­ლო­დე­ბით ახალ კა­ნონს, რის მი­ხედ­ვი­თაც დავ­გეგ­მავთ გან­ვი­თა­რე­ბას, რა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. ამ ეტა­პის­თ­ვის, ავ­ტო­რი­ზა­ცია 105 სტუ­დენ­ტ­ზე გვაქვს გავ­ლი­ლი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თი შევ­სე­ბით, 105 სტუ­დენ­ტი ვერ მი­ვი­ღეთ.
— ამ­ჟა­მად, სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ რამ­დენ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს კო­ლე­ჯი „ერ­ქ­ვა­ნი“ სტუ­დენ­ტებს?
— 2017 წლის სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბა 5 პროგ­რა­მა­ზე გა­მო­ვაცხა­დეთ (მე­ფუტ­კ­რე, ვე­ტე­რი­ნა­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ტრაქ­ტო­რისტ-მე­მან­ქა­ნე, იუვე­ლი­რი, მე­მი­ნან­ქ­რე). სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თი პროგ­რა­მა — ვე­ტე­რი­ნა­რია ჩა­ვარ­და, ჯგუ­ფი ვერ შედ­გა. კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რომ, მი­ნი­მუმ, 5 სტუ­დენ­ტ­ზე უნ­და გა­იხ­ს­ნას ჯგუ­ფი, თუმ­ცა, ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია თა­ვად მი­ვი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მი­ნი­მუმ, 11 სტუ­დენ­ტი მა­ინც უნ­და იყოს მსურ­ვე­ლი ვე­ტე­რი­ნა­რის პროგ­რა­მა­ზე, რომ ჯგუ­ფი გა­იხ­ს­ნას. სამ­წუ­ხა­როდ, წელს, სამ სტუ­დენ­ტ­ზე მე­ტი არ და­რე­გის­ტ­რირ­და. ყო­ველ წელს (სა­შე­მოდ­გო­მო და სა­გა­ზაფხუ­ლო მი­ღე­ბა­ზე) ვაცხა­დებთ მი­ღე­ბას ვე­ტე­რი­ნა­რის პროგ­რა­მა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პარ­ტ­ნი­ო­რი გვყავს — ქარ­თულ-შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია, მეცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა „ბლა­უნ­შ­ტა­ინ სა­ქარ­თ­ვე­ლო“, სა­დაც ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი (რა თქმა უნ­და, ვინც თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა) უკ­ვე და­საქ­მე­ბუ­ლია. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ბუ­გე­უ­ლის ღვი­ნის ქარ­ხა­ნას­თან, შპს „ალექ­სან­დ­რო­ულ­თან“; ტრაქ­ტო­რისტ-მე­მან­ქა­ნის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ შპს „მექა­ნი­ზა­ტორ­თან“; ბუ­ღალ­ტერ-ტექ­ნი­კო­სის პროგ­რა­მა­ზე — ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან და სხვა­დას­ხ­ვა აიპი-ებ­თან, სა­დაც კი ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე რომ, საკ­მა­ოდ აქ­ტი­ურად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ბევრ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან.
— პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა ერთ-ერ­თი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია. ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუა არა „ერ­ქ­ვან­ში“ დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პით სწავ­ლე­ბა და კერ­ძოდ რო­მელ პროგ­რა­მა­ზე?
— სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი „ერ­ქ­ვა­ნია“ ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი, რო­მელ­მაც და­ი­მა­ტა მე­ფუტ­კ­რის პრო­ფე­სია დუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­ვი­ა­რეთ ავ­ტო­რი­ზა­ცია და უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და აპ­ლი­კან­ტ­თა რე­გის­ტ­რა­ცია პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე „მეფუტ­კ­რე­ო­ბა“ (დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი, სწავ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 14 თვე). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გვყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარ­ტ­ნი­ო­რი — სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი (დუ­ა­ლუ­რი) სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ფორ­მ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სსიპ პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ „ერ­ქ­ვან­სა“ და სა­წარ­მოს „რა­ჭის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი“ შო­რის. ეს კომ­პა­ნია თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო პროგ­რა­მის შედ­გე­ნა­ში, მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პირ­ვე­ლა­დი გა­სა­უბ­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და აპ­ლი­კან­ტებს, რომ­ლებ­მაც უნ­და ის­წავ­ლონ და იმუ­შა­ონ სა­წარ­მო­ში (ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ 7 სტუ­დენ­ტია). მათ მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს პირ­ვე­ლად გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და 29 ოქ­ტომ­ბერს სა­ერ­თო პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რეს და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. სტუ­დენ­ტებს, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, კომ­პა­ნია სტი­პენ­დი­ას გა­და­უხ­დის, ოღონ­დ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი სე­ზო­ნუ­რი იქ­ნე­ბა. ყო­ველ­თ­ვი­უ­რი ანაზღა­უ­რე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 120 ლა­რით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 პრო­ცენტს — პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი­სა და პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რებს, მთლი­ა­ნად, სა­წარ­მო­ში და­ე­უფ­ლე­ბი­ან, ხო­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის (თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი) 40 პრო­ცენ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სას­წავ­ლე­ბელ­ში, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­ს­დე­ბათ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან.
— რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სია?
— ამ ეტაპ­ზე სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ, მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პროგ­რა­მებს: ვე­ტე­რი­ნა­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 7 თვე; მე­მი­ნან­ქ­რე, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 6 თვე; იუვე­ლი­რი — ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 6 თვე; ტრაქ­ტო­რისტ-მე­მან­ქა­ნე, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 6 თვე; მეღ­ვი­ნე, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 10 თვე; ბუ­ღალ­ტერ-ტექ­ნი­კო­სი (მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა), ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — 14 თვე. ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი ყო­ველ­თ­ვის იყო და არის ბუ­ღალ­ტე­რი, ბუ­ღალ­ტერ-ტექ­ნი­კო­სი. დი­დი მოთხოვ­ნა იყო ვე­ტე­რი­ნა­რის პროგ­რა­მა­ზე, თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, წელს, ეს პროგ­რა­მა ჩა­ვარ­და. შემ­დეგ მო­დის მოთხოვ­ნა მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ფუტ­კ­რის პრო­ფე­სი­ას, აქ­ტი­უ­რი მოთხოვ­ნა იყო და დღე­საც ასეა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ამ (რა­ჭა­ში ერ­თა­დერ­თი სრულ­ყო­ფი­ლი კომ­პა­ნიაა „რა­ჭის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი“) თა­ვის თავ­ზე აიღო და­ფი­ნან­სე­ბა, 7 სტუ­დენ­ტ­ზე მე­ტი ვერ ავიყ­ვა­ნეთ. გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სტუ­დენტს სა­წარ­მო­ში ისე­ვე მო­უ­წევს შრო­მა, რო­გორც სხვა და­ქი­რა­ვე­ბულ თა­ნამ­შ­რო­მელს, თუმ­ცა, რო­გორც არას­რულ­წ­ლო­ვანს, ექ­ნე­ბა შეზღუ­დუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი. ის, რა­საც სხვა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი აკე­თებს, სტუ­დენტს არ ევა­ლე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ფუტ­კა­რი მთა­ბა­რო­ბის ფა­ზას გა­დის, მა­თაც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა უწევთ.
— რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბა­ზე, რო­გო­რი იყო აპ­ლი­კან­ტ­თა აქ­ტი­ვო­ბა და, ზო­გა­დად, რას მი­იჩ­ნევთ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა პა­სი­უ­რო­ბის მი­ზე­ზად?
— ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა სკო­ლებ­ში შევ­დი­ვარ და აგი­ტა­ცი­ას ვე­წე­ვი, ხაზ­გას­მით ვე­უბ­ნე­ბი მოს­წავ­ლე­ებს, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, მარ­ტი­ვი გზა და­საქ­მე­ბის­კენ, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, არ­ჩე­ულ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო და თუ თავს გა­მო­ი­ჩენ, იმა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მ­დე, სა­დაც პრაქ­ტი­კას გა­დი­ხარ.
ამ ეტაპ­ზე, კო­ლეჯ­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია 36 აპ­ლი­კან­ტი, ამ­ბ­რო­ლა­უ­რი­სა და ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან. თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, ავ­ტო­რი­ზა­ცია 105 სტუ­დენ­ტ­ზე გვაქვს გავ­ლი­ლი.
პა­სი­უ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს — სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ძვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს არის პრო­ფი, და­ბა­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. მახ­სოვს, გაკ­ვე­თილს თუ არ ვის­წ­ავ­ლი­დი, დე­და­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და — წახ­ვალ პროფ­ში! სტე­რე­ო­ტი­პი ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ არ დან­გ­რე­უ­ლა — აუცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უმაღ­ლეს­ში უნ­და ის­წავ­ლოს. არ და­გი­მა­ლავთ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მეც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის მი­მართ, მაგ­რამ რაც ამ სის­ტე­მა­ში ჩა­ვერ­თე (2012 წლი­დან — დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე), მივ­ხ­ვ­დი, რომ სულ სხვა სის­ტე­მას­თან გვაქვს საქ­მე. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ჩვენ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა პრიო­რი­ტე­ტად გა­მო­აცხა­და, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც ნელ-ნე­ლა, მაგ­რამ უფ­რო მეტად გვიდ­გას მხარ­ში. ვხე­დავთ, რო­გორ აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა ტუ­რიზ­მი რე­გი­ონ­ში, ამი­ტო­მაც შე­მოგ­ვაქვს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ის პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც ტუ­რიზმს უკავ­შირ­დე­ბა.
ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის არარ­სე­ბო­ბაა. მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­წარ­მო­ებთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და იმე­დი მაქვს, რომ მი­ვაღ­წევთ სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის აშე­ნე­ბას. აქ­ტი­უ­რად გვი­ჭერს მხარს გუ­ბერ­ნა­ტო­რი არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ, მა­გა­ლი­თად, ცა­გე­რი­დან და ლენ­ტე­ხი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი შეზღუ­დუ­ლად მოძ­რა­ობს, ამ რა­ი­ო­ნე­ბი­დან ბევრ მსურ­ველს ვკარ­გავთ. მოთხოვ­ნა მარ­თ­ლაც დი­დია. ჩვენ მათ ყვე­ლა პი­რო­ბა უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ, რომ გაც­დე­ნე­ბის გა­რე­შე გა­ი­ა­რონ ჩვენ­თან თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, ხო­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი — ცა­გერ­სა და ლენტეხში, რო­ცა სა­გა­ზაფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვა.
ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი უკ­ვე გვქონ­და — 2015-16 წლებ­ში 16 სტუ­დენ­ტი გვყავ­და ონი­დან. შე­თან­ხ­მე­ბის თა­ნახ­მად, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი გა­მო­ყო, მათ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 50 პრო­ცენტს ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აფი­ნან­სებ­და, დარ­ჩე­ნილ ხარჯს — თა­ვად სტუ­დენ­ტი ფა­რავ­და. რად­გან წელს ონი­დან სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, ამი­ტომ მათ სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით მო­უ­წევთ კო­ლეჯ­ში სი­ა­რუ­ლი. თუ მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, კვლავ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ველ ორ­გა­ნო­ებ­თან ანა­ლო­გი­უ­რი ფორ­მა­ტით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.
— რო­გორ ფიქ­რობთ, თუ ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის ე.წ. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩი­ხი აღარ იქ­ნე­ბა ატეს­ტა­ტის ასა­ღე­ბად დაბ­რ­კო­ლე­ბა, გა­იზ­რ­დე­ბა თუ არა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი?
— ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე უნ­და მი­ი­ღოს პარ­ლა­მენ­ტ­მა, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მოხ­ს­ნის პრობ­ლე­მას. რა­ტომ არ უნ­და ჰქონ­დეს, მა­გა­ლი­თად, მეღ­ვი­ნეს, რო­მელ­მაც მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი და­ამ­თავ­რა, უფ­ლე­ბა, სწავ­ლა მე­ოთხე-მე­ხუ­თე სა­ფე­ხურ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლოს, შემ­დ­გომ — უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, რა­თა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მეღ­ვი­ნე გა­მო­ვი­დეს. რა თქმა უნ­და, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ახა­ლი კა­ნო­ნი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის დიპ­ლო­მი გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტატ­თან. აგ­რეთ­ვე, თუ სტუ­დენ­ტი უმაღ­ლეს­ში იმა­ვე პრო­ფე­სი­ა­ზე გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში დაგ­რო­ვი­ლი ქუ­ლე­ბი ჩა­ბა­რე­ბის დროს და­ეხ­მა­რე­ბა.
ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მელ­შიც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა სა­ჭი­რო და არა უმაღ­ლე­სი. თუ­კი პრო­ფე­სი­ე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე მოხ­დე­ბა — რა არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და რა პრო­ფე­სი­უ­ლის, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ეს შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით, საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ზე მოთხოვ­ნა უდა­ვოდ გა­იზ­რ­დე­ბა.
— რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში და­იწყო ახა­ლი პრო­ექ­ტის — შრო­მი­თი უნა­რე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ­მა კო­ლე­ჯებ­მა, სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, სკო­ლის ბა­ზა­ზე უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. იღებთ თუ არა აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე სკო­ლებს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს მსგავ­სი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი არ ჰქო­ნი­ათ. ეს გახ­ლავთ, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ლო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თე­მა­ტუ­რი მო­დუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, რო­გორც კი გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი — შრო­მითი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლებ­ში, 4 პრო­ექ­ტი წარ­ვად­გი­ნეთ ორ სკო­ლა­ში: ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­სა (ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა) და ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სი­მონ სხირ­ტ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. თი­თო­ე­ულ­ში შე­ვი­ტა­ნეთ მე­მი­ნან­ქ­რი­სა და იუვე­ლი­რის სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი. რად­გან ორი­ვე სა­ხე­ლო­ბო პრო­ფე­სიაა, ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვე­ბი მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ოთხი­ვე პრო­ექ­ტ­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ვი­პო­ვეთ. სკო­ლებ­ში უკ­ვე და­ვიწყეთ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, შედ­გა ჯგუ­ფე­ბი, თი­თო ჯგუ­ფი გათ­ვ­ლი­ლია 10 მოს­წავ­ლე­ზე, ჯამ­ში, შრო­მის გაკ­ვე­თი­ლებს 40 მოს­წავ­ლე გა­ივ­ლის. პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მათ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცე­მათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე სკო­ლა­ში 24 000 ლა­რის ინ­ვენ­ტარს შე­ვი­ტანთ და პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ჩუქ­რად და­ვუ­ტო­ვებთ სკო­ლებს. იმე­დია, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ჩვენ ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი­თა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რე­გი­ო­ნის სხვა სკო­ლებ­საც მო­ვი­ცავთ.
— რამ­დე­ნად ზრუ­ნავს კო­ლე­ჯი „ერ­ქ­ვა­ნი“ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად?
— ჩვენ გვყავ­და შშმ პი­რი გუ­რამ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი სა­ი­უ­ვე­ლი­რო გახ­ს­ნა და თა­ვად და­იწყო სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მის დამ­ზა­დე­ბა. გუ­რამ­თან დღე­საც აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, გა­ვა­ფორ­მეთ მე­მო­რან­დუ­მი — პრაქ­ტი­კულ ნა­წილს, სა­ხე­ლო­ბო პრო­ფე­სი­ებ­ში (მე­მი­ნან­ქ­რე და იუვე­ლი­რი), სტუ­დენ­ტე­ბი მას­თან გა­დი­ან, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და წარ­მა­ტე­ბით ეუფ­ლე­ბი­ან ხე­ლო­ბას. ამ­ჟა­მად გვყავს სსსმ სტუ­დენ­ტე­ბი. მათ­თ­ვის კო­ლეჯ­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი.
— რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს კო­ლე­ჯი თი­თო­ე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებს. არ­სე­ბობს თუ არა ამის­თ­ვის სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა?
— რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ზებს, ამის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რო­მელ­მაც ჩვე­ნი კო­ლე­ჯი სრუ­ლად აღ­ჭურ­ვა (105 სტუ­დენ­ტის­თ­ვის) კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი­თა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზით. მარ­თა­ლია, პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ში, ზო­გი­ერთ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში, არ გვაქვს სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, მაგ­რამ ამის­თ­ვის არი­ან პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი მათ­თან გა­დი­ან პრაქ­ტი­კას. მარ­თა­ლია, უმ­ჯო­ბე­სია, სტუ­დენ­ტებ­მა პრაქ­ტი­კა უშუ­ა­ლოდ სა­წარ­მო­ში გა­ი­ა­რონ, თუმ­ცა არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი, სა­დაც სა­სურ­ვე­ლია, პირ­ვე­ლა­დი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ად­გილ­ზე გა­ი­ა­რონ და შემ­დეგ მი­ვიდ­ნენ სა­წარ­მო­ში. ამი­სათ­ვის, გარ­და სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლი­სა, საჭიროა, აშენ­დეს სას­წავ­ლო სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სა­ლუ­რი იქ­ნე­ბა — თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ერთ სივ­რ­ცე­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, სას­წავ­ლო გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბა. იმი­ტომ რომ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეს არ არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სა­დაც მუდ­მი­ვად მხო­ლოდ ერ­თი პრო­ფე­სია ის­წავ­ლე­ბა. დღეს შე­იძ­ლე­ბა მოთხოვ­ნა იყოს დურ­გალ­ზე, ხვალ კი — მე­ფი­ლე­ზე, ამი­ტომ კო­ლეჯ­მა ძა­ლი­ან სწრა­ფად უნ­და შეძ­ლოს, მო­ერ­გოს იმ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც შრო­მის ბა­ზარ­ზე, დრო­ი­სა და გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მოთხოვ­ნა­დია. კო­ლეჯ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია — ფაბ­ლა­ბი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია: 3დ პრინ­ტე­რით, ჭკვი­ა­ნი პრო­ექ­ტო­რით, ვა­კუ­უმ-ტუმ­ბო­თი, გრა­ვი­რე­ბი­სა და ლა­ზე­რუ­ლი ჭრის აპა­რა­ტე­ბით; გვაქვს ბიბ­ლი­ო­თე­კა, ყვე­ლა სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რით, ასე­ვე, მე­ო­რე ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც ძველ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, 2100 წიგ­ნა­დი ფონ­დით (რო­გორც პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, ასე­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა); აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ­მა კო­ლეჯმა ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა შე­მო­ი­ტა­ნა მი­ნან­ქ­რის და იუვე­ლი­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა. ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნით დამ­ზად­და სა­მუ­შაო მა­გი­დე­ბი, გვაქვს უნი­ფორ­მე­ბი. ძა­ლი­ან დი­დი გა­და­ხარ­ჯ­ვა რომ არ მოგ­ვი­ვი­დეს, სწავ­ლის პრო­ცეს­ში, სტუ­დენ­ტე­ბი იყე­ნე­ბენ თუ­ნუქს. რო­დე­საც გა­ვარ­ჯიშ­დე­ბი­ან, უკ­ვე ვერ­ცხ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბენ. იუვე­ლი­რიც, თავ­და­პირ­ვე­ლად, სპი­ლენ­ძ­ზე მუ­შა­ობს და შემ­დეგ გა­და­დის ვერ­ცხ­ლის ნა­კე­თო­ბებ­ზე. კო­ლე­ჯი ცენ­ტ­რა­ლუ­რად თბე­ბა და გრილ­დე­ბა.
— არის თუ არა კო­ლე­ჯი პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი და რამ­დე­ნად ზრუ­ნავთ პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე?
— ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა, გარ­და ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი­სა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­ჭი­დან ძა­ლი­ან დი­დია მიგ­რა­ცია. თუმ­ცა, ჩვე­ნი კო­ლე­ჯი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბი­თაა და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან პრო­ფე­სი­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრო­ფე­სი­ებს, გვაქვს პრობ­ლე­მა — ბევრ პრო­ფე­სი­ას, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, ვერ ვე­ჭი­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვე­თი ჩვენ­თან უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სხვა­გან (35 პრო­ცენ­ტით მა­ღა­ლია მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი, მოქ­მე­დებს მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სტა­ტუ­სი). რე­ა­ლუ­რად, რე­გი­ონ­ში კად­რი ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა. აქაც ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის არარ­სე­ბო­ბა­ცაა. საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა, ვფიქ­რობ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს.
— რას გვეტყ­ვით მო­მავ­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ?
— და­გეგ­მი­ლი გვაქვს, რომ გა­ზაფხუ­ლი­დან ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი და­ვი­მა­ტოთ, რა­საც, ვფიქ­რობ, შე­მოყ­ვე­ბა ახა­ლი ნა­კა­დი, იმი­ტომ რომ, ეს ექ­ვ­სი პრო­ფე­სია, რო­მელ­ზე სწავ­ლე­ბაც სტა­ბი­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მეტ-ნაკ­ლე­ბად ბი­ჭებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, ამი­ტომ ცო­ტა ნაკ­ლე­ბია გო­გო­ნე­ბის აქ­ტი­ვო­ბა. ამ კუთხით, ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს სკო­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რიზ­მის სფე­როს ვგუ­ლის­ხ­მობ — სას­ტუმ­რო საქ­მე, მთა­ში გამ­ყო­ლი გი­დი, კულ­ტუ­რუ­ლი გი­დი, სა­რეს­ტორ­ნო საქ­მე. ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დის შე­მო­დი­ნე­ბას თა­ვის­თა­ვად ახ­ლავს კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. დი­დი პრობ­ლე­მაა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში. ვფიქ­რობ, შე­მო­ვი­ტა­ნო მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სია, ასე­ვე სა­ჭი­როა აგ­რო­ნო­მე­ბი, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ჩვენს სის­ტე­მას არ აქვს, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი ავირჩიოთ, მა­გა­ლი­თად — ლა­ბო­რან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ნი­ა­და­გის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას ჩა­ა­ტა­რე­ბენ, ანა­ლიზს აიღე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვე­ბის­თ­ვის. ასე რომ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ვი­ფიქ­როთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ რა­ჭა­ში არ არის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, თო­რემ ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N