გამოდის 1998 წლიდან
2017-10-26
იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა — მა­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა


2013 წელს, „დე­და­ე­ნის“ — ქარ­თუ­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, 2014 წელს კი გა­ნე­საზღ­ვ­რა ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის კა­ტე­გო­რია. ქარ­თუ­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მი­სი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და „პროგ­რა­მა დე­და­ე­ნის“ ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი ამ მე­თო­დით შედ­გე­ნი­ლი ჳ კლა­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სის შე­სარ­ჩე­ვად.
სა­კონ­კურ­სე პი­რო­ბებ­ში პირ­ვე­ლი­ვე პუნ­ქ­ტ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ „წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლად აღი­ა­რე­ბულ სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს (სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი სსიპ  სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნის წარ­მოდ­გე­ნა).“
ამ შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სად­გე­ნად შე­ქ­მ­ნილმა კო­მი­სიამ ორი­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს (ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­კონ­კურ­სოდ მა­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძემ წა­რად­გი­ნა, მე­ო­რე — ნი­ნო გორ­დე­ლა­ძემ და გვან­ცა ჩხენ­კელ­მა) გა­უ­წია რე­კო­მენ­და­ცია. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­მაც მი­ი­ღო და, წელს, 20 სკო­ლა­ში, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გა­მო­იც­დე­ბა.
აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა არ­სე­ბობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა და­ე­წე­როს იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დით შექ­მ­ნილ „დე­და­ე­ნას“ გარეკანზე: ავ­ტო­რი — იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი თუ „შედ­გე­ნი­ლია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით“. ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე შე­თან­ხ­მე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და და სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ეს ორი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ავ­ტო­რე­ბის მი­ერ თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხით შე­ვა (მა­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ეწე­რე­ბა — იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ნი­ნო გორ­დე­ლა­ძი­სა და გვან­ცა ჩხენ­კე­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს — შედ­გე­ნი­ლია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით). ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, და­ვად­გი­ნოთ, რო­მე­ლი უფ­რო მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და რა­ტომ. გა­ვე­სა­უბ­რე­ბით ავ­ტო­რებ­საც და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩა­ხე­დუ­ლია ამ სა­კითხ­ში. დღეს ვე­სა­უბ­რე­ბით თა­მარ ჯა­ყელს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერტს.

— იქ­ნე­ბა თუ არა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი „დე­და­ე­ნის“ უც­ვ­ლე­ლი სა­ხით შე­ტა­ნა სკო­ლა­ში?
— გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ე­ნის“ უც­ვ­ლე­ლი სა­ხით შე­ტა­ნა გარ­კ­ვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას რომ გა­მო­იწ­ვევს, ალ­ბათ, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ წი­ნა სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სულ მცი­რე, რე­დაქ­ტი­რე­ბას მო­ითხოვს. გა­სა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბე­ლია არ­ქა­უ­ლი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბი, შე­საც­ვ­ლე­ლია დი­ა­ლექ­ტუ­რი ფორ­მე­ბი (მაგ., კუ­ხე-მკვა­ხე,), ასე­ვე, გა­და­სა­ხე­დია დღე­ვან­დე­ლი კონ­ტექ­ს­ტი­სათ­ვის არა­პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლი ფორ­მე­ბი (მაგ., ათი ოსი, ასი ოსი) და სხვ.
თუმ­ცა, თუ გვსურს ერ­თ­გუ­ლად მივ­დი­ოთ იმ პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­საც ეფუძ­ნე­ბო­და და ნერ­გავ­და იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, მხო­ლოდ რე­დაქ­ტი­რე­ბით არ უნ­და შე­მო­ვი­ფარ­გ­ლოთ.

— რა პრინ­ცი­პე­ბი გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?
— პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა. გო­გე­ბაშ­ვი­ლი, რო­გორც ყვე­ლა დრო­ის დი­დი პე­და­გო­გი, აუცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევ­და სას­კო­ლო-სას­წავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის და­კავ­ში­რე­ბას ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. ამ პრინ­ცი­პით იგი გა­ე­მიჯ­ნა იმ დროს დამ­კ­ვიდ­რე­ბულ სქო­ლას­ტი­კურ სწავ­ლე­ბას და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ­ლის ტექ­ს­ტე­ბიც ხალ­ხურ, ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ნაც­ნობ ენა­ზე იყო შედ­გე­ნი­ლი. ეს იყო ენა, რომ­ლი­თაც იმ დროს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვებს სახ­ლ­ში (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ან­ბა­ნის შე­სას­წავ­ლი მა­შინ­დე­ლი წიგ­ნე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყე­ნებ­და არ­ქა­უ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ენით და­წე­რილ ტექ­ს­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი­თა თუ ტერ­მი­ნე­ბით).
იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­გან­გე­ბო ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და იმას, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის წა­სა­კითხად შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მათ გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი­სა თუ რე­ა­ლი­ე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ურ­ნეო ყო­ფა უმე­ტეს­წი­ლად აგ­რა­რუ­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ან­ბა­ნე ტექ­ს­ტე­ბი იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი (თო­ხი, მა­ხე, ბა­ნი, აკ­ვა­ნი, ჩად­რი, თახ­ჩა, კა­ლო, გუ­თა­ნი, ჯა­რა, ხე­ლე­ჩო, დო, ჭი­ლო­ბი, ლე­ჩა­ქი, ტიკ­ჭო­რა, ყე­ვა­რი ხა­რი, ფუ­ჩე­ჩი და სხვ.). ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ციპ­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­გე­ბაშ­ვი­ლი წერს: „ყმაწ­ვი­ლი მა­შინ­ვე იგ­რ­ძ­ნობს, რომ ბუ­ნე­ბა­სა, ცხოვ­რე­ბა­სა და სწავ­ლას შუა კავ­ში­რი არ­სე­ბობს და რად­გა­ნაც ყო­ველს ყმაწ­ვილს ბუ­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბა უყ­ვარს, სწავ­ლა­ზე­დაც წა­ხა­ლის­დე­ბა“  (იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, სა­ი­უ­ბი­ლეო კრე­ბუ­ლი, თბი­ლი­სი, 1940, გვ.129).
იმის­თ­ვის, რომ პოს­ტინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ეპო­ქის ბავ­შ­ვიც „წა­ხა­ლის­დეს სწავ­ლა­ზე“, სა­ან­ბა­ნე წიგ­ნის ენობ­რი­ვი სამ­ყა­რო თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის უშუ­ა­ლო გა­რე­მოც­ვას უნ­და შე­ე­სატყ­ვი­სე­ბო­დეს. მე-19 სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლი­ე­ბი უცხოა და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი იშ­ვი­ა­თო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას იძენს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ზარ­დის­თ­ვის. ცხა­დია, ჩვენს ბავ­შ­ვებს ეს სიტყ­ვე­ბი უნ­და ვას­წავ­ლოთ, მაგ­რამ არა ამ ფორ­მით და, რაც მთა­ვა­რია, არა წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლი­სას — ეს პრო­ცე­სი მის­თ­ვის ისე­დაც დიდ სიძ­ნე­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისევ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სიტყ­ვებს მო­ვიხ­მობთ: „რო­ცა ბავშვს ერ­თ­სა და იმა­ვე დროს ორს სიძ­ნე­ლეს ახ­ვე­ვენ თავ­ზე, მას სწავ­ლა უხ­დე­ბა ძნე­ლად სა­ზიდ ტვირ­თად, ხა­ლი­სი და იმე­დი ეკარ­გე­ბა“.  ბავშვს სი­ხა­რულს უნ­და ჰგვრი­დეს წა­კითხუ­ლი სიტყ­ვის ამოც­ნო­ბა და გა­ნა რა უნ­და გა­ი­გოს, რო­ცა ამო­ი­კითხავს ლე­ჩაქს, ჩადრს, თახ­ჩას? გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის მო­ნა­პოვ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რუ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­მა მო­ი­ტა­ნა. დაგ­როვ­და წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის უზარ­მა­ზა­რი ბა­ზა, რომ­ლის გვერ­დის ავ­ლა უგუ­ნუ­რე­ბა იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობთ, გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გა­მომ­ცემ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფაც — მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი­სა და მრა­ვალ­გ­ვა­რი სა­ვარ­ჯი­შოს შე­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი­დან დღემ­დე ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­იქ­მ­ნა უამ­რა­ვი ღი­რე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბა თუ ლექ­სი. რა­ტომ არ უნ­და და­იმ­კ­ვიდ­რონ ად­გი­ლი მათ­გან სა­უ­კე­თე­სო­ებ­მა მო­ზარ­დ­თა პირ­ველ სა­კითხავ წიგ­ნ­ში? თა­ვად გო­გე­ბაშ­ვი­ლი ხომ აუცი­ლებ­ლად შე­ი­ტან­და მათ თა­ვის ან­ბა­ნის შემ­დ­გომ სა­კითხავ ტექ­ს­ტებ­ში, დღეს რომ ეცხოვ­რა? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მოზ­არ­დე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი პირ­ვე­ლი სა­კითხა­ვი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს იზო­ლი­რე­ბა ერის კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის­გან. გა­ნა ამას მო­ი­წო­ნებ­და გო­გე­ბაშ­ვი­ლი? სხვა­თა შო­რის, „დე­და­ე­ნა­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­აქვთ იმ პი­რებ­საც კი, რომ­ლე­ბიც იბ­რ­ძ­ვი­ან გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი­კის „ხელ­შე­უ­ხებ­ლად“ და­ნერ­გ­ვის­თ­ვის სკო­ლებ­ში. მათ, კერ­ძოდ, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს რო­გორც „დე­და­ე­ნის“ სა­ან­ბა­ნო ნა­წილ­ში — გა­ამ­დიდ­რეს ისი­ნი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით, ისე ან­ბა­ნის შემ­დ­გომ ნა­წილ­ში.
ჩვენ­თ­ვის ცო­ტა გა­უ­გე­ბა­რიც ხდე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­გ­ვა­რად შეც­ვ­ლილ წიგნს ავ­ტო­რად „გოგე­ბაშ­ვი­ლი“ და­ე­წე­როს და არა „გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით“.

— თქვენ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­გაჩ­ნი­ათ „დედა­ე­ნა­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა?
— დი­ახ, მეტ­საც გეტყ­ვით, ამას მო­ითხოვს გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სად­მი და ქვეყ­ნი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი­ვით მუდ­მივ ქმნა­დო­ბა­ში უნ­და იყოს, რომ პა­სუ­ხობ­დეს ეპო­ქის კულ­ტუ­რულ და პე­და­გო­გი­კურ მოთხოვ­ნებს. გა­ნა რა მა­გა­ლი­თი მოგ­ვ­ცა თა­ვად გო­გე­ბაშ­ვილ­მა? თუ გა­დავ­ხე­დავთ „დე­და­ე­ნის“ შექ­მ­ნის პრო­ცესს, ვნა­ხავთ, რომ ეს წიგ­ნი მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის გზას გა­დი­ო­და. 1912 წლის „დე­და­ე­ნის“ რე­დაქ­ცია, ანუ ბო­ლო რე­დაქ­ცია, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ცი­დან მზამ­ზა­რე­უ­ლად არ ჩა­მო­სუ­ლა. ეს იყო შე­დე­გი ტრან­ს­ფორ­მა­ცია-გან­ვი­თა­რე­ბის, სრულ­ყო­ფა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სი­სა, რო­მე­ლიც და­იწყო 1865 წლი­დან, ანუ გო­გე­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­ბეჭ­დ­ვი­დან („ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კითხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის შედ­გე­ნი­ლი“) და გაგ­რ­ძელ­და 1912 წლამ­დე (რო­გორც ყვე­ბი­ან, გო­გე­ბაშ­ვი­ლი სიკ­ვ­დი­ლის წინ 1912 წლის გა­მო­ცე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც სა­უბ­რობ­და). ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სე­უ­ლი თერ­გი­სა არ იყოს, გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ყვე­ლა ნამ­დ­ვი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის მსგავ­სად, მუდ­მივ მოძ­რა­ო­ბა­ში იყო, მუდ­მი­ვად აახ­ლებ­და პე­და­გო­გი­კურ-მე­თო­დი­კურ ცოდ­ნას, რაც ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მი­ზე­ზი ხდე­ბო­და. იგი ეც­ნო­ბო­და პე­და­გო­გი­კის პროგ­რე­სულ იდე­ებს, სი­ახ­ლე­ებს, მო­ნა­პოვ­რებს, შე­ის­წავ­ლი­და მა­შინ­დელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და უწყ­ვე­ტად, და­უცხ­რო­მე­ლად ფიქ­რობ­და და შრო­მობ­და უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.
რით უფ­რო და­ვა­ფა­სებთ მის თავ­და­უ­ზო­გავ მოღ­ვა­წე­ო­ბას ყმაწ­ვილ­თათ­ვის? იმით, რომ კულ­ტის ობი­ექ­ტად ვაქ­ცევთ „დე­და­ე­ნას“ და „უძ­რა­ო­ბა­ში“ მო­ვაქ­ცევთ, თუ იმით, რომ პე­და­გო­გი­კურ-მე­თო­დი­კუ­რი ცოდ­ნის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბი­თა და თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით ვეც­დე­ბით მი­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის იმ­გ­ვა­რად გა­ნახ­ლე­ბას, რომ „დე­და­ე­ნამ“ ახალ თა­ო­ბებს კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მიჰ­გ­ვა­როს სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი.
ცხა­დია, ძა­ლი­ან დიდ შრო­მას მო­ითხოვს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ისე გა­ნახ­ლე­ბა, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი და მე­თო­დი­კუ­რი მიგ­ნე­ბა. რო­გორც უკ­ვე ით­ქ­ვა, თა­ვად გო­გე­ბაშ­ვი­ლი 12 წე­ლი­წადს ხვეწ­და „დე­და­ე­ნას“. 1876 წლის გა­მო­ცე­მა­ში მას უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს კითხ­ვის სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც აღარც შე­უც­ვ­ლია — ვგუ­ლის­ხ­მობ ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზურ მიდ­გო­მას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი მუდ­მი­ვად აუმ­ჯო­ბე­სებ­და კითხ­ვის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კას უამ­რა­ვი დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სულ უფ­რო მე­ტად იხ­ვე­წე­ბო­და ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც, რომ­ლე­ბი­თაც გო­გე­ბაშ­ვი­ლი გან­საზღ­ვ­რავ­და ასათ­ვი­სე­ბელ ასო­თა რი­გი­თო­ბას, არ­ჩევ­და ანა­ლი­ზის­თ­ვის თუ სინ­თე­ზის­თ­ვის (ანუ ასო­ე­ბის სიტყ­ვე­ბად გამ­თ­ლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის) გან­კუთ­ვ­ნილ სიტყ­ვებს და მათ რი­გი­თო­ბას. გო­გე­ბაშ­ვილს ხში­რად უწევ­და კრი­ტი­კულ წე­რი­ლებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მი­სი პა­სუ­ხე­ბი­დან კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ ღრმად და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად ფიქ­რობ­და თი­თო­ე­უ­ლი ასოს, თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვის შერ­ჩე­ვა­ზე. ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და მა­თი დახ­ვე­წის პრო­ცე­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვად აქვთ გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს, ამი­ტომ მათ­ზე აღარ შე­ვა­ჩე­რებთ ყუ­რადღე­ბას.
აქ, უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და აღ­გ­ვე­ნიშ­ნა, თუ რა დიდ შრო­მას მო­ითხოვს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს დახ­ვე­წა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. უნე­ბუ­რად მახ­სენ­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თ­ვე­ლის პორ­ტ­რე­ტი, რო­მე­ლიც უზ­ნა­ძემ დაგ­ვი­ხა­ტა: „მუდ­მი­ვი, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის უნა­რი, თავ­და­ვიწყე­ბი­თი ჭა­პა­ნის წე­ვა... პა­ტა­რა საქ­მე­ე­ბის ისე­თი­ვე სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით კე­თე­ბა, რო­გორც დი­დი საქ­მე­ე­ბი­სა... ქარ­თ­ველ ხალხს ეს თვი­სე­ბა არ აქვს. იშ­ვი­ა­თია ჩვენ­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ენერ­გი­ის გამ­ძ­ლე­ო­ბის მხრივ საგ­რ­ძ­ნობ­ლად არ კოჭ­ლობ­დეს“. გო­გე­ბაშ­ვი­ლი სწო­რედ ასეთ იშ­ვი­ათ ადა­მი­ა­ნებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, იგი ისე­თი­ვე სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მუ­შა­ობ­და ან­ბა­ნის თი­თო­ე­უ­ლი ასოს შერ­ჩე­ვის სა­კითხ­ზე, რო­გორც ეკი­დე­ბო­და დიდ მა­მუ­ლიშ­ვი­ლურ საქ­მე­ებს. აი, სწო­რედ ესაა, რაც გვი­ან­დერ­ძა ჩვენ­მა სა­ხე­ლო­ვან­მა წი­ნა­პარ­მა. მხო­ლოდ ამ მა­გა­ლი­თის მიმ­ბაძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­სი ერ­თ­გუ­ლი და მი­სი მემ­კ­ვიდ­რე.

— რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პე­ბი. კი­დევ რო­მელ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრინ­ცი­პებს გა­მო­ყოფ­დით?
— სიტყ­ვა ძა­ლი­ან რომ არ გა­მიგ­რ­ძელ­დეს, ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრინ­ციპ­ზე შევ­ჩერ­დე­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს არის პრინ­ცი­პი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვგეგ­მავთ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში.
ვგუ­ლის­ხ­მობ, კერ­ძოდ, ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას, რა­საც გო­გე­ბაშ­ვი­ლი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. მის მიდ­გო­მას შე­იძ­ლე­ბა ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი პე­და­გო­გი­კაც ვუ­წო­დოთ.

— უფ­რო ვრცლად, თუ შე­იძ­ლე­ბა, რას გუ­ლის­ხ­მობს ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დი­კა?
— გო­გე­ბაშ­ვილს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მო­და, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე გა­მარ­თუ­ლად კითხ­ვას ფა­სი არა აქვს, ამი­ტომ თა­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­ზანს უსა­ხავ­და. ის ჯერ კი­დევ 1872 წელს წერ­და მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ „და­რი­გე­ბა­ში“: „ამ წიგ­ნ­მა მოს­წავ­ლეს უნ­და მი­აღ­წე­ვი­ნოს სამ მიზ­ნამ­დის: უნ­და გა­მარ­თოს კითხ­ვა­ში, გო­ნე­ბა გა­უღ­ვი­ძოს და შე­ას­წავ­ლოს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო ენა, ე.ი. მეტყ­ვე­ლი გა­ხა­დოს“. გო­გე­ბაშ­ვი­ლი მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გორც მი­სი მიდ­გო­მე­ბი­დან ცხა­დად ჩანს, სიტყ­ვა-ცნე­ბა­თა გა­აზ­რე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის გზით ხე­დავ­და.
ნე­ბის­მი­ერ სიტყ­ვას, თუ­კი გან­ვი­ხი­ლავთ მას, რო­გორც ცნე­ბას, აქვს მო­ცუ­ლო­ბა და, ასე ვთქვათ, სიღ­რ­მე. თუნ­დაც ისეთ უბ­რა­ლო სიტყ­ვას, რო­გო­რი­ცაა „სკა­მი“, დი­დი მო­ცუ­ლო­ბა აქვს — იგი აერ­თი­ა­ნებს უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან დღემ­დე შექ­მ­ნილ ყვე­ლა­ნა­ირ სკამს — ოთხ­ფე­ხი­ანს, სამ­ფე­ხი­ანს, ერ­თ­ფე­ხი­ანს, მრგვალს, ოთხ­კუთხას, და­სა­კეცს, გა­საშ­ლელს, ხის, ნაჭ­რის, ზურ­გი­ანს, უზურ­გოს, სა­ხე­ლუ­რი­ანს, ჩუ­ქურ­თ­მი­ანს, სა­ბავ­შ­ვო მა­ღალ სკამს, ტრი­ა­ლა სკამ­სა და სხვ. ამას­თა­ნა­ვე, სკამს აქვს ზო­გა­დი, არ­სე­ბი­თი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პი­სა და სა­ხის სკამ­ში უნ­და ამო­იც­ნო­ბო­დეს და გა­ნირ­ჩე­ო­დეს. სიტყ­ვა-ცნე­ბა „სკა­მი“ ზო­გა­დი, არ­სე­ბი­თი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბით გა­ნირ­ჩე­ვა სხვა ახ­ლო მდგო­მი სიტყ­ვა-ცნე­ბე­ბი­სა­გან, მა­გა­ლი­თად, მა­გი­დის­გან ან სა­ქა­ნე­ლას­გან. ეს ზო­გა­დი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი არის სიტყ­ვა „სკა­მის“ ზო­გა­დი არ­სი, რო­მე­ლიც კერ­ძო შემ­თხ­ვე­ვე­ბის, კერ­ძო მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბის მიღ­მა დგას. ამი­ტო­მა­ცაა, რომ სიტყ­ვა-ცნე­ბის არ­სე­ბით ნი­შან-თვი­სე­ბა­თა გა­აზ­რე­ბა ათა­ვი­სუფ­ლებს ცოდ­ნას კერ­ძო მო­ცე­მუ­ლო­ბა­თა „ტყვე­ო­ბის­გან“, რო­გორც ამ­ბობს დ. უზ­ნა­ძე, ხელს უწყობს ამ გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ცოდ­ნის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტებ­ში გა­და­ტა­ნას (ანუ ე.წ. ტრან­ს­ფერს).
ცხა­დია, რაც უფ­რო ზო­გა­დია სიტყ­ვის ში­ნა­არ­სი, მით უფ­რო დი­დია მი­სი მო­ცუ­ლო­ბა და მით უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი ხდე­ბა ცნე­ბებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­მარ­თე­ბე­ბი. შდრ., მა­გი­და — ავე­ჯი — ნივ­თი: ავე­ჯი შე­უ­და­რებ­ლად უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­საა, ვიდ­რე მა­გი­და, ხო­ლო ნივ­თი — შე­უ­და­რებ­ლად უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­სა, ვიდ­რე ავე­ჯი.
ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ სიტყ­ვა­თა არ­სობ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის წვდო­მა და მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­მარ­თე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა გო­ნე­ბა­ში აყა­ლი­ბებს იერარ­ქი­ზე­ბუ­ლი, ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რებს. კოგ­ნი­ტურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში 50-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვა-ძი­ე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რაც უფ­რო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩვენს გო­ნე­ბა­ში, და რაც უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რა­თა ქსე­ლე­ბი, მით უფ­რო მძლავ­რია სა­აზ­როვ­ნო რე­სურ­სე­ბი, უფ­რო მა­ღა­ლია წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნე. ვგუ­ლის­ხ­მობთ მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის, და­ხა­რის­ხე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბა-გა­აზ­რე­ბი­სა და სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნის, ასე­ვე ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის, თვით­გა­მო­ხატ­ვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რებს. ეს სი­კე­თე მო­აქვს ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ურ მე­თოდს, რო­მე­ლიც გო­გე­ბაშ­ვი­ლის ძი­რე­ულ მიდ­გო­მას წარ­მო­ად­გენს, წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი­დან დაწყე­ბუ­ლი ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის ჩათ­ვ­ლით.
ვფიქ­რობ, გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი კითხ­ვის მე­თო­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ, თუ მე­ტად არა, სა­შუ­რი საქ­მეა ამ პრინ­ცი­პის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იაკობისეული მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ამა­საც გუ­ლის­ხ­მობს. სა­ერ­თოდ, ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში უნდა აღ­დ­გეს „ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს — იგი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით აღ­მო­ცენ­და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მის ნი­ა­დაგ­ზე და ინერ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სკო­ლებ­სა თუ სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში.
სქო­ლას­ტი­კურ­მა სწავ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ცნე­ბე­ბის არ­სე­ბით ნი­შან-თვი­სე­ბა­თა გა­აზ­რე­ბის ნაც­ვ­ლად, მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­აზ­რებ­ლად აზე­პი­რე­ბი­ნებ­და ცნე­ბა­თა გან­საზღ­ვ­რე­ბებს და ავ­სებ­და მოს­წავ­ლის თავს, რო­გორც ცა­რი­ელ სა­ბარ­გულს, რთუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, გა­ნა­პი­რო­ბა ცნე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის დის­კ­რე­დი­ტა­ცია. ასე ვთქვათ, „ნა­ბან წყალს ბავ­შ­ვიც გა­და­ა­ყო­ლეს“.
— შეიძლება ითქვას, რომ „ცნებას“ დღეს „კომპეტენცია“ ცვლის?
— ტერმინი „კომპეტენცია“ 90-იანი წლე­ბი­დან გავ­რ­ცელ­და. ამ ტერ­მი­ნის შე­მო­ტა­ნა-დამ­კ­ვიდ­რე­ბა იყო მცდე­ლო­ბა ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბი­სა: ინერ­ტუ­ლი, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ცოდ­ნის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი და ქმე­დი­თი ცოდ­ნით, სწავ­ლე­ბის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­დან გა­დას­ვ­ლა ინ­ტეგ­რა­ცი­ულ და კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლი­ზე­ბულ მიდ­გო­მებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, „კომ­პე­ტენ­ცი­ის“ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ჩარ­ჩო არ აღ­მოჩ­ნ­და იმ მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სატყ­ვი­სი, რო­მე­ლიც ჰქონ­და პე­და­გო­გი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და, მათ შო­რის პი­რა­დად მეც — რე­ფორ­მის და­საწყის­ში მე თა­ვად გახ­ლ­დით კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­კის გულ­მ­ხურ­ვა­ლე ქო­მა­გი, მაგ­რამ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას­თან ერ­თად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ „კომ­პე­ტენ­ცია“, „ცნე­ბი­სა­გან“ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სრუ­ლი­ად მოკ­ლე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რულ სა­ფუძ­ველს. იგი მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი ტერ­მი­ნია და მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი ცდი­სა, რო­გორ­მე მი­ა­კუთ­ვ­ნონ მას მეც­ნი­ე­რუ­ლი სტა­ტუ­სი, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.
ცხა­დია, ტერ­მინ „კომ­პე­ტენ­ცი­ის“ უარ­ყო­ფა­ზე ფიქ­რიც კი ზედ­მე­ტია, იმ­დე­ნა­დაა იგი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი. არც არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა, თუ ეს ტერ­მი­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დის­კურ­ს­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ ად­გილს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ პედაგოგიკაში, ვფიქრობ, ამ ტერმინს უნდა შე­ვე­ლიოთ, თუ­კი გვსურს მო­აზ­როვ­ნე და მცოდ­ნე თა­ო­ბის ფორ­მი­რე­ბა.
ბევრს ჰგო­ნია, რომ „კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა“ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პა­რა­დიგ­მას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას­თან (აგე­ბას­თან). პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ იგი ცოდ­ნის „დე­კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას“ უფ­რო ემ­სა­ხუ­რე­ბა, ვიდ­რე კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას. მარ­თ­ლაც, რო­გორც ერ­თ­გან აღ­ნიშ­ნა ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ერ­თ­მა ბელ­გი­ელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის „პე­და­გო­გი­კა“ კონ­კ­რე­ტულ ცოდ­ნას იყე­ნებს, რო­გორც ინ­ს­ტ­რუ­მენტს რა­ი­მე ზო­გა­დი უნა­რი­სა, მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რის , ან „პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რის“ გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პა­რა­დიგ­მა­ში სულ პი­რი­ქი­თაა საქ­მე — პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ან პრე­ზენ­ტა­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.
რო­გორც ვხე­დავთ, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის პე­და­გო­გი­კა რა­დი­კა­ლუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ კონ­ცეფ­ცი­ას. მის­გან გვრჩე­ბა „პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რი“, „პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რი“ და სრუ­ლი­ად ზე­რე­ლე, ფრაგ­მენ­ტუ­ლი, მა­ლე და­ვიწყე­ბა­დი ცოდ­ნის ნაგ­ლე­ჯე­ბი. ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­კა კი გო­ნე­ბა­ში აყა­ლი­ბებს ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რებს და „სჭედს და ლე­სავს“ მო­ზარ­დის ში­ნა­გან ძა­ლებს, რო­გორც ამას მო­ითხოვ­და დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე.

— რი­თი შე­ა­ჯა­მებ­დით სა­უ­ბარს?
— ბო­ლოს, მინ­და გა­მოვ­თ­ქ­ვა იმე­დი, რომ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და უზ­ნა­ძის მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ოდეს­მე მო­ხერ­ხ­დე­ბა იმ ბერ­კე­ტე­ბის ამუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას მო­ზარ­დ­თა ძა­ლე­ბის ლეს­ვა-გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ, დი­ნა­მი­კუ­რი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბი­სა­კენ, პატ­რი­ო­ტი და მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის­კენ. ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა არც თუ ისე­თი დი­დია, რომ ვერ მო­ვე­რი­ოთ და ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხოთ. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი გვაქვს არას­წო­რი ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში არა­ჯან­საღ გა­რე­მოს ამ­კ­ვიდ­რებს და სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას. მოს­წავ­ლის ძალ­თა ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე საზ­რუნ­ვე­ლად დრო აღა­რა­ვის რჩე­ბა. სულ სხვა ფიქ­რე­ბი­თა და საზ­რუ­ნა­ვით და­ვა­კა­ვეთ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­ნე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვ­ლა. სის­ტე­მა ისე უნ­და ავაწყოთ, რომ სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვი მო­ზარ­დე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა იყოს.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N