გამოდის 1998 წლიდან
2017-10-19
შე­მოდ­გო­მა რა­ჭა­ში — მწიგ­ნო­ბა­რი 2017


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

6-8 ოქ­ტომ­ბერს, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის მთა­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „შე­მოდ­გო­მა რა­ჭა­ში — მწიგ­ნო­ბა­რი 2017“ ჩა­ტარ­და. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის იდე­ის ავ­ტო­რი და პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, პო­ე­ტი გუ­რამ გორ­დე­ზი­ა­ნი იყო. „მწგნო­ბა­რი 2017“ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და, პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი — ქა­ლა­ქის მე­რია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა იყ­ვ­ნენ. კონ­კურ­ს­ში 11-დან 21 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბი და ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ამა­ვე დღეს, „მწიგ­ნო­ბა­რი 2017“-ის ფარ­გ­ლებ­ში, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში „ლი­ტე­რა­ტუ­რის კლუ­ბი“ გა­იხ­ს­ნა.
ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „შე­მოდ­გო­მა რა­ჭა­ში — მწიგ­ნო­ბა­რი 2017“ მო­ი­ცავ­და 9 ნო­მი­ნა­ცი­ას: ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი, კლა­სი­კო­სე­ბი, პო­ე­ზია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მე-20 სა­უ­კუ­ნის მოთხ­რო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბა, პუბ­ლი­ცის­ტი­კა, სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბა (11-დან 15- წლამ­დე), თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა (წე­რი­თი) და ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძე და მი­სი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბა.
კონ­კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად შერ­ჩე­უ­ლი კო­მი­სი­ის მი­ერ და­სა­ხელ­და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი, რო­მელ­საც თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობ­და სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ენუ­ქი­ძე, წევ­რე­ბი: ფი­ლო­ლო­გი სო­ფო ლობ­ჯა­ნი­ძე, ლი­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა; ფი­ლო­ლო­გი ხა­თუ­ნა ბე­ში­ძე, ხო­ტე­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი; გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი სა­კითხე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე; ქე­თი გზი­რიშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მა­თა და­მუ­შა­ვე­ბის პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი; მა­რი­ნა კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, გამ­გე­ო­ბის კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი; ენ­დი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, ის­ტო­რი­კო­სი, მწე­რა­ლი, ქუ­თა­ი­სის ¹7 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.
კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს სი­გე­ლე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცათ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­ულ კონ­კურ­სანტს სა­კუ­თა­რი პრი­ზი გა­დას­ცა. ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის შვილ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ანამ 9 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი სუ­ვე­ნი­რე­ბით (ჭი­ქე­ბი ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის ხელ­ნა­წე­რით) და­ა­სა­ჩუქ­რა. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს ფუ­ლა­დი პრე­მია და მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­და­ე­ცათ. ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­სა­ბა­მი­სი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ:
ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი — პირ­ვე­ლი ად­გი­ლი თა­მარ ჭი­ჭი­ნა­ძემ და ანა­ნო კე­რე­სე­ლი­ძემ გა­იყ­ვეს, შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი ად­გი­ლის­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი ჯილ­დოც — 500 ლა­რი ორად გა­ი­ყო; ჳჳჳ ად­გი­ლი ნი­ნო რა­ტი­ან­მა და­ი­კა­ვა;
კლა­სი­კო­სე­ბი — I ად­გი­ლი და 500 ლა­რი მა­რი­ამ ჭი­ჭი­ნა­ძემ მი­ი­ღო, II ად­გი­ლი ლი­ლე დოხ­ნა­ძეს ხვდა წი­ლად, III — ანა ჩაჩხუ­ნაშ­ვილს;
პო­ე­ზია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა — I ად­გი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი პრი­ზი კე­სო ში­ში­ნაშ­ვილ­მა მი­ი­ღო, II ად­გი­ლი ქე­თი აბუ­თი­ძემ და­ი­კა­ვა, III თე­ო­ნა ქე­მოკ­ლი­ძეს ხვდა წი­ლად;
მე-20 სა­უ­კუ­ნის მოთხ­რო­ბა — I ად­გი­ლი ლექ­სო მეტ­რე­ველს ერ­გო, II — გვან­ცა ტო­რო­შე­ლი­ძეს, III ად­გი­ლი კი — სა­ლო­მე რა­ტი­ანს;
თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბა — I ად­გი­ლი — ნა­ნა კე­რე­სე­ლი­ძე, II — ქრის­ტი­ნე ბა­კუ­რა­ძე, III — ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე;
პუბ­ლი­ცის­ტი­კა — I ად­გი­ლი — სა­ბა გა­გო­ში­ძე, II — მა­რი­ამ პა­პუ­აშ­ვი­ლი, III — ელ­გუ­ჯა თვა­რა­ძე;
სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბა — I ად­გი­ლი — ოთარ სუ­თი­ძე, II — მა­რი­ამ მა­ჩა­ი­ძე, III — ლა­ნა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი;
თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა: I ად­გი­ლი — ნი­კო­ლოზ მე­ლაშ­ვი­ლი, II — მა­თე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ჳII— ნი­ნი მა­ი­საშ­ვი­ლი;
ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძე და მი­სი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბა — I ად­­გი­ლი და­ი­კა­ვა მა­რი­ამ მე­ტო­ნი­ძემ, რო­მე­ლიც და­ჯილ­დოვ­და 500-ლა­რი­ა­ნი ფუ­ლა­დი ჯილ­დო­თი და პრი­ზი-სტი­პენ­დი­ით (ყო­ველ­თ­ვი­უ­რი) კონ­კურ­სი­დან კონ­კურ­სამ­დე, 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის თა­ნა­სოფ­ლელ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა სულ­ხან გო­ნა­ძემ და­ა­წე­სა. ამა­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, II ად­გი­ლი — ნი­ცა გვენ­ცა­ძემ და ჳჳჳ ად­გი­ლი — ანი მი­ქი­აშ­ვილ­მა და­ი­კა­ვეს.
არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე, რა­ჭა-ლეჩხუ­მ-სვა­ნე­თის სახელმწიფო რწმუ­­ნებული, გუ­ბერ­ნა­ტო­რი: „ფუ­ძე­ო­ბა რა­ჭა­ში, პირ­ვე­ლად, 1988 წელს ჩა­ტარ­და და სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სი იყო. ეს ტრა­დი­ცია შარ­შან, 27 წლის შემ­დეგ, აღ­ვად­გი­ნეთ, ქა­ლა­ქის მე­რი­ის და სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით.
რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურსს — „მწიგ­ნო­ბა­რი 2017“, მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­კურ­სი ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სხვა­ვა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზ­რ­დი­ლი, მსოფ­ლიო დო­ნის მოღ­ვა­წის, ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხელს ატა­რებს. ყვე­ლა რაჭ­ვე­ლის­თ­ვის სა­ა­მა­ყო კა­ცის — ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის ცხოვ­რე­ბის წე­სი და მოღ­ვა­წე­ო­ბა ყვე­ლას­თ­ვის უნ­და იყოს ცნო­ბი­ლი. მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბე­ბი ჩვენს თა­ო­ბებ­ში, სწო­რედ ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.
დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც სჭირ­დე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეს წიგ­ნი­ე­რი თა­ო­ბაა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა და არ­ქო­ნაა. თუ გვინ­და, რომ ჩვენ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ დიდ ევ­რო­პულ ოჯახ­ში თა­ვი და­იმ­კ­ვიდ­როს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სწო­რედ წიგ­ნი­ე­რე­ბას და წიგ­ნის სიყ­ვა­რულს უნ­და მი­ექ­ცეს. და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, რომ წიგ­ნ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქტს და მის­გან მი­ღე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს წიგ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას. ამ კუთხით, რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და სვა­ნეთს ამო­უ­წუ­რა­ვი რე­სურ­სი აქვს. ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რ­დე­ბი სწავ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რა­ზეც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბიც მეტყ­ვე­ლებს. პრო­ექ­ტ­ში 200-მდე ახალ­გაზ­რ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ რა­ჭა­ში კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და უფ­რო და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. იმე­დია, მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ დას­ჭირ­დე­ბა ძა­ლის­ხ­მე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ყვე­ლა­ნი ერ­თად, ჩა­ვერ­თ­ვე­ბით ამ პრო­ცე­სებ­ში, რომ ხე­ლი შე­ვუწყოთ წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას ჩვენს მხა­რე­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად და­უ­ჭერს მხარს მსგავს აქ­ტი­ვო­ბებს. წინ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა.“
გუ­რამ ოდი­შა­რია, მწე­რა­ლი: „ფუ­ძე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია რაჭ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. რაც უფ­რო მე­ტი დღე­სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში, მით უკე­თე­სია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო ხში­რად და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ სახლს, ფუ­ძეს და ეს იქ­ნე­ბა დაბ­რუ­ნე­ბა ის­ტო­რი­ას­თან, წარ­სულ­თან, წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვებ­თან... ქარ­თ­ვე­ლე­ბი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი ვართ, უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბის შემ­დეგ, სწო­რედ ჩვენ ვთარ­გ­მ­ნეთ. მსოფ­ლიო გვიც­ნობს ჩვე­ნი კულ­ტუ­რით, იმ წიგ­ნით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფილ­მი გა­და­ი­ღეს, სპექ­ტაკ­ლით, რო­მე­ლიც დად­გეს, მუ­სი­კით, მხატ­ვ­რო­ბით და ა.შ. კულ­ტუ­რას სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, ხელ­შეწყო­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჩე­მი მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ამო­ვე­დი რა­ჭა­ში, მთის რე­გი­ო­ნებ­ში და, რაც შე­მეძ­ლო, და­ვეხ­მა­რე. პირ­ვე­ლად  კონ­კურ­სი „მწიგ­ნო­ბა­რი“ სწო­რედ მა­შინ ჩა­ტარ­და. ყო­ველ­თ­ვის მახ­სოვს ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის სიტყ­ვე­ბი: „შე­იძ­ლე­ბა, სადღაც, რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში დარ­ბის ბავ­შ­ვი და ის ბავ­შ­ვი არის მო­ცარ­ტი, მაგ­რამ მი­სი ცხოვ­რე­ბა ისე გა­ვა, რომ ის ვე­რა­სო­დეს ვერ ნა­ხავს მუ­სი­კა­ლურ ინ­ს­ტ­რუ­მენტს“. სწო­რედ ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი კონ­კურ­სია „მწიგ­ნო­ბა­რი“. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ასე ლა­მა­ზად დაგ­ვირ­გ­ვინ­და.“
გო­ჩა ენუ­ქი­ძე, რა­ჭა-ლეჩხუ­მ-სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი: „ფუ­ძე­ო­ბის დღე­სას­წა­ულს წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. თი­თო­ე­უ­ლი რაჭ­ვე­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ფუ­ძე­ო­ბა თა­ვი­დან მხო­ლოდ რა­ჭის დღე­სას­წა­უ­ლი იყო, მაგ­რამ დღეს უკ­ვე რე­გი­ო­ნი მო­იც­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს „შე­მოდ­გო­მა რა­ჭა­ში — მწიგ­ნო­ბა­რი 2017“, რო­მე­ლიც ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხელს ატა­რებს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი მხრი­დან კი­დევ უფ­რო დი­დი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა, რა­თა ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რ­დეს და მას­შ­ტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნოს.“
ანა ბრეგ­ვა­ძე, ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის შვი­ლი: „ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი აქე­დან სულ ახ­ლო­საა, შვი­დი­ო­დე კი­ლო­მეტ­რ­ში. დღეს, ჩვენს სო­ფელს — სხვა­ვას, რა­ჭის სხვა სოფ­ლებ­თან ერ­თად, დი­დი სატ­კი­ვა­რი აქვს, ეს მიგ­რა­ციაა — დაც­ლის პი­რა­საა მი­სუ­ლი სოფ­ლე­ბი. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა.
კონ­კურ­სის­თ­ვის მა­მას სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბი­სათ­ვის, ოჯა­ხის სა­ხე­ლით, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „მწიგ­ნო­ბა­რი“ იდე­ის ავ­ტორ­სა და სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მელს, და­უ­ღა­ლავ, ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე პი­როვ­ნე­ბას, შე­სა­ნიშ­ნავ პო­ეტს,  გუ­რამ გორ­დე­ზი­ანს, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბას, მხარის გუ­ბერ­ნა­ტორს — არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძეს. კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და მკითხ­ველ­თა ინ­ტე­ლექ­ტის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. ინ­ტე­ლექ­ტ­სა და ადა­მი­ა­ნო­ბას შო­რის ზღვა­რი არ იმიჯ­ნე­ბა! „გა­მო­რიცხეთ ის­ტო­რი­ი­დან კულ­ტუ­რა და მი­ი­ღებთ ზო­ო­ლო­გი­ას“!!! — ვკითხუ­ლობთ ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის „ბო­ლო წლე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში“. ეს კონ­კურ­სიც ჩა­ტარ­და იმის­თ­ვის, რომ ზო­ო­ლო­გი­უ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლის ნაც­ვ­ლად ადა­მი­ა­ნუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლე და­ვი­ბე­ვოთ მო­მა­ვალ­ში. კონ­კურ­სი „მწიგ­ნო­ბა­რი 2017“ ან­თე­ბუ­ლი ჩი­რაღ­და­ნია, რო­მე­ლიც მო­მა­ვალს გა­ა­ნა­თებს, რად­გან სწო­რად და კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და კითხ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა ადა­მი­ა­ნის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბაა, გა­ნათ­ლე­ბა კი სი­ნათ­ლეა მო­მა­ვალ­ში. ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა მკითხ­ველ­მა ბავ­შ­ვებ­მა დი­დი მხარ­და­ჭე­რა და სტი­მუ­ლი მი­ი­ღეს სუ­ლის გა­ნათ­ლე­ბის­კენ სა­ვალ გზა­ზე. მინ­და, ვუ­სურ­ვო მათ ძა­ლა და მხნე­ო­ბა, ჩვე­ნი კუთხის სი­სავ­სე და წინ­ს­ვ­ლა, დაე, ეშე­ნე­ბი­ნოთ რა­ჭის დი­დი და ლა­მა­ზი მო­მა­ვა­ლი და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბით და­ემ­შ­ვე­ნე­ბი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თუ მსოფ­ლიო ას­პა­რე­ზი!
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში ამ შე­სა­ნიშ­ნავ ბავ­შ­ვებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს­ტუმ­რონ ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის მშობ­ლი­ურ სახლს, და­ის­ვე­ნონ, წა­ი­კითხონ წიგ­ნე­ბი, ეს სახ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი და ჩვე­უ­ლი ად­გი­ლი თავ­შეყ­რის­თ­ვის. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ჩემს სო­ფელს, იმის­თ­ვის, რომ და­ა­წე­სა პრი­ზი-სტი­პენ­დია კონ­კურ­სი­დან-კონ­კურ­სამ­დე, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის­თ­ვის (მო­ი­პო­ვა მა­რი­ამ მე­ტო­ნი­ძემ), დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი სოფ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს, ბა­ტონ სულ­ხან გო­ნა­ძეს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის.“
თე­მო ჭახ­ნა­კია, პო­ე­ტი: „ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ზე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გუ­რამ გორ­დე­ზი­ან­მა მი­მიწ­ვია. მი­სი თხოვ­ნით, ერთ-ერ­თი ნო­მი­ნა­ცი­ის­თ­ვის — „თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა“ — და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის „სწავ­ლა მოს­წავ­ლე­თა ავარ­ჩიე“ („სწავ­ლის ძი­რი მწა­რე არის, კენ­წე­რო­ში გატ­კ­ბილ­დე­ბის“). ბა­ტო­ნი გუ­რა­მი პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. იმე­დი მაქვს, ეს პრო­ექ­ტი მა­ლე გავ­რ­ცელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, რაც ხელს შე­უწყობს წიგ­ნი­ე­რი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სიმ­რავ­ლეს.
კონ­კურ­ს­ზე ბევ­რი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი იყო მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის ჩე­მი მე­გო­ბა­რი პო­ე­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი ენ­დი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე (ჟი­უ­რის წევ­რი), მთარ­გ­მ­ნე­ლი გი­ორ­გი ხუ­ლორ­და­ვა და მო­მა­ვა­ლი ფი­ლო­ლო­გი და­თა ბე­სე­ლია.
შე­ღა­მე­ბი­სას, „ფუ­ძე­ო­ბის“ ზე­ი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბილ სცე­ნა­ზე, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ვინც იქ იყო, ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბა, რო­გო­რი ომა­ხი­ა­ნი ხმით მი­მარ­თა დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ეტ­მა ენ­დი ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ, რო­მელ­საც მსმე­ნე­ლე­ბი მქუ­ხა­რე ტა­შით შეხ­ვ­დ­ნენ. შემ­დეგ მეც დავ­ძ­ლიე მო­რი­დე­ბის გრძნო­ბა და, გა­მო­ძა­ხე­ბის­თა­ნა­ვე, ავე­დი სცე­ნა­ზე ნო­მი­ნა­ცია „თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მის“ სა­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის­თ­ვის დიპ­ლო­მე­ბის გა­და­სა­ცე­მად.“
ენ­დი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, პო­ე­ტი: „რა­ჭა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზე­სი მხა­რეა, მი­სი სი­ლა­მა­ზე ყვე­ლა­ზე უფ­რო 90-იანი წლე­ბის და­საწყის­ში აღ­ვიქ­ვი, რო­ცა მი­წის­ძ­ვ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე დღე­ე­ბი იდ­გა და ქუ­თა­ი­სი­დან არა­ერ­თხელ მო­მი­წია, სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნით ვწვე­ო­დი. თით­ქოს უზარ­მა­ზა­რი ნა­ხა­ტი იდო ჩემ წინ, არა­მი­წი­ე­რი მხატ­ვ­რის ხე­ლით და­ხა­ტუ­ლი. გა­მა­ო­ცეს რაჭ­ვე­ლებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­საც­დე­ლი ედ­გათ, ისე გვმას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ თით­ქოს და­სახ­მა­რებ­ლად და სა­ნუ­გე­შოდ ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს კი არა, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს ელოდ­ნენ. ცალ­კე ფე­ნო­მე­ნია რა­ჭის ინ­ტე­ლი­გენ­ცია, ფა­ქი­ზი სუ­ლით და ღრმა ინ­ტე­ლექ­ტით. ყვე­ლა რაჭ­ვე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია უფ­ლის­გან ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭი­თა და იუმო­რის დი­დი გრძნო­ბით.
გზა რა­ჭის პა­ტა­რა სო­ფელ სხვა­ვა­დან მთაწ­მინ­დამ­დე... შეგ­ნე­ბუ­ლად არ ჩა­მოვ­თ­ვ­ლი სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით რა­ჭის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის კო­რი­ფე­ებს, თით­ქ­მის არ არ­სე­ბობს სფე­რო, ერ­თი ცნო­ბი­ლი რაჭ­ვე­ლი მა­ინც არ შე­ხი­დე­ბო­დეს ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს. მაგ­რამ ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც თით­ქოს ფე­ხაკ­რე­ფით და­დი­ო­და ამ მად­ლი­ან მი­წა­ზე და დაჰ­ქონ­და აუწო­ნე­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი სიმ­ძი­მე. მე ამა­ყი ვარ ჩე­მი ერის ში­ნა­გა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ს­ტინქ­ტით, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ბა­ჩა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი მუხ­ტით აღ­მოხ­და, მი­სი სა­მა­რა­დი­სო სა­რე­ცე­ლი მთაწ­მინ­და ყო­ფი­ლი­ყო. ხმა ღვთი­სა და ხმა ერი­სა.
ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „მწიგ­ნო­ბა­რი“ იდეა რაჭ­ველ პო­ეტს, გუ­რამ გორ­დე­ზი­ანს ეკუთ­ვ­ნის, გუ­რა­მი მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო კა­ცია, არ­ც­თუ დალ­ხი­ნე­ბუ­ლი წარ­სუ­ლით, მაგ­რამ მა­რად გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბით. ის მშვე­ნი­ე­რი პო­ე­ტია, არა მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბით, არა­მედ წი­ნამ­ძღო­ლი­სა და ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბით. მხიბ­ლავს მხა­რი­სა და რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა ერ­თი­ა­ნო­ბა ამ იდე­ი­სა და, ზო­გა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კითხებ­ში. ან არ­სად, ან იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს მოს­წავ­ლე­ებ­ზე და გა­ნათ­ლე­ბა­ზე ასე მზრუნ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა. მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რი არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის გამ­გე­ბე­ლი მალ­ხაზ ლომ­თა­ძე, პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ენუ­ქი­ძე, სამ­ხა­რეო სამ­სა­ხუ­რი­სა და გამ­გე­ო­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, რა­ი­ო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა — ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით ზრუ­ნა­ვენ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის. „მწიგ­ნო­ბა­რიც“ ამის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოვ­ლე­ნაა. 200-მდე მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­ს­ში, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ჯილ­დო­ე­ბიც მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი იყო. სა­კონ­კურ­სო ტეს­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ შე­ი­მუ­შა­ვა. ჟი­უ­რი­შიც ჰყავ­და თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. კონ­კურ­სი სრუ­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბით ჩა­ტარ­და და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბიც გა­მოვ­ლინ­და. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რო­ბი­თია, რად­გან ამ სა­ხის კონ­კურ­ს­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა. ყვე­ლა იქ მყო­ფი სტუ­მა­რი: პო­ე­ტე­ბი, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი (ბად­რი სუ­ლა­ძე, თე­მო ჭახ­ნა­კია, და­თა ბე­სე­ლია, გი­ორ­გი ხუ­ლორ­და­ვა, გუ­რამ ოდი­შა­რია, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე და სხვ.) ერ­თხ­მად აღი­ა­რებ­დ­ნენ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­სა­ო­ცა­რი ცოდ­ნა გა­მო­ავ­ლი­ნეს, გა­ეც­ნენ არა მხო­ლოდ ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას, არა­მედ პო­ე­ზი­ის, პრო­ზის უამ­რავ შე­დევრს, და­ა­მუ­შა­ვეს მხატ­ვ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, წიგ­ნი არ დარ­ჩე­ნი­ლა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის თა­რო­ებ­ზე. ენით ვერ აღ­ვ­წერ კმა­ყო­ფი­ლე­ბას. მად­ლო­ბა ამ კონ­კურ­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს და გან­სა­კუთ­რე­ბით იდე­ის ავ­ტორ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მსგავ­სი კონ­კურ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ჩა­ტარ­დე­ბა, ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი გზაა, ახალ­გაზ­რ­დო­ბა ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცი­დან წიგნს და­უბ­რუნ­დეს, ხო­ლო წიგ­ნი­ე­რე­ბა ერ­თა­დერ­თია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხსნა რომ შე­უძ­ლია.
თა­ვი­დან­ვე ვთქვი, მაგ­რამ ალ­ბათ მე­ტად ხაზ­გა­სას­მე­ლია რაჭ­ველ­თა გუ­ლან­თე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სტუმ­რე­ბი­სად­მი. კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ფუ­ძე­ო­ბის დღე­სას­წა­ულს და­ემ­თხ­ვა და უამ­რა­ვი სტუ­მა­რი იყო ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში. ჩვენც ვი­სი­ა­მოვ­ნეთ სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის, ლექ­სო თო­რა­ძი­სა  და ნი­ნო ქა­თა­მა­ძის მი­ერ ნა­ჩუ­ქა­რი უბედ­ნი­ე­რე­სი წუ­თე­ბით, რო­გორც სა­ხელ­და­ხე­ლოდ მოწყო­ბი­ლი სცე­ნი­დან, ასე­ვე ბა­რა­ქი­ა­ნი რა­ჭუ­ლი სუფ­რი­და­ნაც, ბევ­რი სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბი­თა და ურ­თი­ერ­თო­ბით. მად­ლო­ბა რა­ჭას, გა­უ­მარ­ჯოს რაჭ­ვე­ლებს, მრა­ვალ­ჟა­მი­ერ!“
გუ­რამ გორ­დე­ზი­ა­ნი, პო­ე­ტი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი: „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „შე­მოდ­გო­მა რა­ჭა­ში — მწიგ­ნო­ბა­რი 2017“ წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. ის მო­მავ­ლის პრო­ექ­ტია! სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სუ­ლაც არ ვა­პი­რებ­დი ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, რად­გა­ნაც ჩე­მი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან საკ­მა­რი­სად ით­ქ­ვა, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლი­სა და შე­უ­ლევ­ლო­ბის გან­ც­და იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩე­მი სათ­ქ­მე­ლი ვთქვა...
სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ყვე­ლა ერ­თხ­მად აღი­ა­რებს,  ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „შე­მოდ­გო­მა რა­ჭა­ში — მწიგ­ნო­ბა­რი 2017“ წარ­მა­ტე­ბით შედ­გა და ის მო­მავ­ლის პრო­ექ­ტია, რაც უდა­ვოდ დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მუ­შაკ­თა თა­ვა­უ­ღე­ბე­ლი შრო­მის, რა­საც თან სდევ­და ამ­ბ­რო­ლა­უ­რის გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის, სა­ბავ­შ­ვო ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და ამ­ბ­რო­ლა­უ­რის თე­მის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სფე­როს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის უზო­მო შრო­მა და სა­კუ­თა­რი საქ­მი­სად­მი უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს კი ნდო­ბა გა­მო­უცხა­და ამ­ბ­რო­ლა­უ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ცენ­ტ­რი­სა და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტორ­თა და პე­და­გოგ­თა, პრო­ექ­ტის მი­მართ, მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რის ხა­რის­ხ­მა. პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გა­ხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­ერ გა­ღე­ბულ­მა წვლილ­მა, რაც ამ­ბ­რო­ლა­უ­რის გამ­გე­ო­ბას­თან და­დე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მით კი­დევ უფ­რო გამ­ყარ­და, ასახ­ვა კი ჰპო­ვა შედ­გე­ნი­ლი ტეს­ტე­ბის უნაკ­ლო ხა­რის­ხ­ში, რა­მაც მთა­ვა­რი რო­ლი ითა­მა­შა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში. თუმ­ცა, ამ პრო­ექტს და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არ ჰყავს!
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ხა­რუ­ლოა ის, რომ პრო­ექტს ცნო­ბი­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლის, მწერ­ლი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის — ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. სწო­რედ ეს სა­ხე­ლი და გვა­რი იქ­ნე­ბა მი­სი მეგ­ზუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით... პრო­ექ­ტის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­მო­ხა­ტა მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა რა­ჭა-ლეჩხუ­მ-სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ბა­ტონ­მა გო­ჩა ენუ­ქი­ძემ. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტორს არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძეს მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის.
ვუ­ლო­ცავ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბას! მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს შე­სა­ბა­მი­სი პრი­ზე­ბი გა­დას­ცა. ჟი­უ­რის სიმ­პა­ტი­ის 4 პრი­ზი ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ და­ა­წე­სა. გა­ზეთ­მა „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ ნო­მი­ნან­ტებს სა­ჩუქ­რად წიგ­ნე­ბი გა­დას­ცა, „მწიგ­ნო­ბარს“ სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხა­დეს „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს რა­დი­ომ“.
გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი „ფუ­ძე­ო­ბას“ და­ემ­თხ­ვა, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზე­ბა ქრის­ტი­ნა კო­ბა­ხი­ძემ გა­უ­წია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ კი­დევ ერ­თხელ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­მეს­მი­ნა ლექ­სო თო­რა­ძის, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი­სა და ნი­ნო ქა­თა­მა­ძი­სათ­ვის, ამ ფონ­ზე კი, გავ­ც­ნო­ბო­დი სა­პა­ტიო ამ­ბ­რო­ლა­უ­რელ­თა ვი­ნა­ო­ბას.
კი­დევ ერ­თხელ დიდ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, ვინც ბა­ჩა­ნა ბრეგ­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს მო­მავ­ლის პრო­ექ­ტად მი­იჩ­ნევს!“

25-28(942)N