გამოდის 1998 წლიდან
2017-10-19
უმაღლესი წოდება თანამედროვე პროფესიულ გამოწვევებთან ჭიდილში

 
წელს პირ­ვე­ლად, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, 9 მას­წავ­ლე­ბელ­მა მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლებს სკო­ლა­ში თა­ვად ეს­ტუმ­როს და გა­დას­ცეს სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი. რამ­დე­ნი­მე მათ­განს უკ­ვე ეწ­ვია, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია.
გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი: „მარ­თ­ლაც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას პირ­ვე­ლად ჰყავს უმაღ­ლე­სი წო­დე­ბის ცხრა პე­და­გო­გი. მარ­თა­ლია, ეს არ არის ბევ­რი, მაგ­რამ პრო­ცე­სი წინ წა­ვა და იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ წლებ­ში, მენ­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ცხრა­ვე პე­და­გოგ­მა შრო­მი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით მი­აღ­წია ამ შე­დეგს — უმაღ­ლე­სი რან­გის სა­ფე­ხურს და ღირ­სე­უ­ლად მი­ი­ღო მენ­ტო­რის წო­დე­ბა. ამას ხაზს იმი­ტომ ვუს­ვამ, რომ სკეპ­ტი­კო­სე­ბი ხში­რად იმე­ო­რებ­დ­ნენ, და­იწყე­ბო­და მენ­ტო­რო­ბის წო­დე­ბის „და­რი­გე­ბა“ და ა.შ. ძა­ლი­ან სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად გა­ვე­ცა­ნით მათ მი­ერ გან­ვ­ლილ გზას, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და სი­ხა­რუ­ლით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მარ­თ­ლა ვერც ერ­თი ნაკ­ლი ვერ ვუ­პო­ვეთ ვერც ერთ პე­და­გოგს — მათ თა­ვი­ან­თი შრო­მით ღირ­სე­უ­ლად და­იმ­სა­ხუ­რეს მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი. აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ის ფაქ­ტიც, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტებ­ში ით­ქ­ვა, თით­ქოს, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან, შვი­დი წლის შემ­დეგ მოხ­და ეს ფაქ­ტი, რაც არას­წო­რია. სქე­მა არა შვი­დი წლის წინ, არა­მედ 2015 წელს და­ი­ნერ­გა და, შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე სა­მი წე­ლია, რაც მუ­შა­ობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი წლის თავ­ზე გვყავს ცხრა მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, სა­მი წე­ლი­წა­დი არც ბევ­რია და არც ცო­ტა ამ შე­დე­გის­თ­ვის. ყვე­ლა­ფე­რი მი­დის და­გეგ­მი­ლად და გან­ვი­თა­რე­ბის გზით, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ მო­მა­ვალ წელს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მენ­ტო­რი გვე­ყო­ლე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის პირ­და­პი­რი გზით მი­ნი­ჭე­ბას, ეს პრო­ცე­სი ჯერ-ჯე­რო­ბით და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, სა­ჭი­როა შე­მუ­შავ­დეს, რო­გორ მოხ­დე­ბა მენ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა კო­მი­სი­უ­რი წე­სით, თუმ­ცა, ეს ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში იქ­ნე­ბა, ასე­ვე ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და, თა­ვის­თა­ვად, არა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში.
მენ­ტო­რებს პი­რა­დად ვხვდე­ბი და სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­დავ­ცემ უმაღ­ლე­სი სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს. უკ­ვე ვი­ყა­ვი და გა­და­ვე­ცი სერ­ტი­ფი­კა­ტი ქუ­თა­ი­სის ¹33 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გოგს, ასე­ვე, ჯვა­რის ¹2 (წა­ლენ­ჯი­ხა), სა­ლი­ბა­უ­რის ¹2 (ხელ­ვა­ჩა­უ­რი) და თბი­ლი­სის ¹128 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის პე­და­გო­გებს. დაგ­ვ­რ­ჩა თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რე­ბენ ამ ფაქტს რო­გორც უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე ის პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვე­ბი, სა­დაც მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლებს უწევთ მოღ­ვა­წე­ო­ბა. ამ სა­ზე­ი­მო ფაქტს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ და ჩვენ, თა­ვის­თა­ვად, მა­თი ღვაწ­ლიც აღ­ვ­ნიშ­ნეთ.
მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ სტა­ტუსს, რად­გა­ნაც ეს პე­და­გო­გე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­სურსს წარ­მო­ად­გე­ნენ. ჩვე­ნი ცენ­ტ­რი, მათ იმ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ველს შე­უქ­მ­ნის, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მენ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას, არა მხო­ლოდ იმ სკო­ლის პე­და­გო­გებს, სა­დაც თა­ვად მუ­შა­ო­ბენ, არა­მედ გახ­დე­ბი­ან პრო­ფე­სი­ა­ში შე­სუ­ლი ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ად­გი­ლებ­ზე ჩვე­ნი ცენ­ტ­რის სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სია. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნიც ხომ ეს არის — სკო­ლე­ბი ისე გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რომ მათ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით ად­გი­ლებ­ზე შეძ­ლონ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ასე რომ, მო­მა­ვალ­ში, მათ­თან ერ­თად, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვგეგ­მავთ.“
„ახალ­მა გა­ნათ­ლე­ბამ“ გა­დაწყ­ვი­ტა ახა­ლი რუბ­რი­კით — „გა­ი­ცა­ნით მენ­ტო­რი“ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლებ­თან. დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გა­გაც­ნობთ ნა­თია დარ­ჩი­ას (თბი­ლი­სის ¹128 სა­ჯა­რო სკო­ლა, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი), ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვილს (შპს ბაქ­ს­ვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა — თბი­ლი­სი, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი) და გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძეს (თბი­ლი­სის ¹128 სა­ჯა­რო სკო­ლის დირექტორი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი). გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­ებს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ რუბ­რი­კის­თ­ვის ჩა­ი­წე­რა.

რა­ტომ აირ­ჩი­ეს პე­და­გო­გო­ბა და
რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია

რა­ტომ აირ­ჩი­ეს პე­და­გო­გო­ბა და
რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
ნა­თია დარ­ჩია:
რა­ო­დენ გა­სა­ოც­რა­დაც უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, არა­სო­დეს მქო­ნია მას­წავ­ლებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი. მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იურის­ტი, ექი­მი, კონ­დი­ტე­რი, მსა­ხი­ო­ბიც კი, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბე­ლი — არა. პრო­ფე­სია მა­მა­ჩე­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნი­თა თუ შე­გო­ნე­ბით ავირ­ჩიე. მას დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის (თსუ-ს პრო­ფე­სო­რი გახ­ლ­დათ, მა­ნამ­დე კი მას­წავ­ლებ­ლა­დაც მუ­შა­ობ­და) და მითხ­რა: გაქვს ყვე­ლა თვი­სე­ბა იმის­თ­ვის, რომ შენ­გან კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­სო. მეც, ამ არ­გუ­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბე­დი ვცა­დე.
ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა თავ­და­პირ­ვე­ლი გან­წყო­ბა და სკო­ლას­თან პირ­ვე­ლი­ვე შე­ხე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ და­ემ­თხ­ვა ერ­თ­მა­ნეთს. მახ­სოვს,  55-ე სკო­ლა­ში (სა­დაც ბა­ტო­ნებ­მა — ალექ­სან­დ­რე წე­რე­თელ­მა და ვა­ლე­რი­ან რა­მიშ­ვილ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნეს) პირ­ვე­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი და პა­ტა­რა პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა თვა­ლე­ბი, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და იმე­დით რომ შე­მოგ­ყუ­რე­ბენ. მათ­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლიც ხარ, დე­დაც, მშვე­ლე­ლიც, მრჩე­ვე­ლიც, მე­გო­ბა­რიც. შენ ას­წავ­ლი, შენ ქმნი სა­ძირ­კ­ველს, რო­მელ­ზე­დაც მა­თი მო­მა­ვა­ლი აშენ­დე­ბა. ეს უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, ძა­ლი­ან სა­პა­ტიო და უდი­დე­სი საქ­მეა. მე მაქვს პა­ტი­ვი, რომ ავი­ღე ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და აგერ უკ­ვე 31 წე­ლია ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი: უზო­მოდ მიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი, მომ­წონს მათ­თან მუ­შა­ო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია, ვიღ­ვი­ძებ და ვი­ძი­ნებ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ზე ფიქ­რით. დღე­ვან­დელ პე­და­გოგს მუდ­მი­ვად უწევს ზრუნ­ვა სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გა­ნაც ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ციაა, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი ეც­ნო­ბი­ან, სვა­მენ შე­კითხ­ვებს, ამი­ტომ, პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად უნ­და იყოს მზად, გა­ეც­ნოს სი­ახ­ლე­ებს და ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ეს კარ­გიც არის, რად­გა­ნაც იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და სწავ­ლი­სად­მი მო­ტი­ვა­ცია.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: თბი­ლი­სის ¹15 სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი და პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს ჩემ­ზე. ამ გზას რომ და­ვა­დე­ქი, სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და, ამავ­დ­რო­უ­ლად,  და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიაა. რო­გორც ღა­რი­ბი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ვაწყ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს. სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს  ხელ­ფა­სიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბის აქვთ. სქე­მით ყვე­ლა­ზე და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა კი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ამის გარ­და, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ. დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე, თა­ვის დრო­ზე ამ­ბობ­და, რომ არ­სე­ბობს აღ­ზ­რ­დის ტრა­გე­დია და სწავ­ლის ტრა­გე­დია. ზო­გა­დად, ბავ­შ­ვი ცდი­ლობს თა­ვი და­აღ­წი­ოს სწავ­ლას, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი უფ­რო მო­მავ­ლის­კენ იხე­დე­ბა, რაც მათ შო­რის ბა­რი­ერს წარ­მო­შობს — სწავ­ლა მა­ინც ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი პრო­ცე­სია. ვფიქ­რობ, ეს პრობ­ლე­მა დღე­საც არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა და ამი­ტო­მაც ვდგა­ვართ ამ დი­ლე­მის წი­ნა­შე. ამას ისიც ერ­თ­ვის, რომ ჩვე­ნი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი უაღ­რე­სად რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე. მას­წავ­ლე­ბელს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უწევს უვარ­გის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და რთულ სტან­დარ­ტებ­თან შეჯა­ხე­ბა, მუდ­მი­ვი ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ გა­უ­ად­ვი­ლოს ბავშვს სწავ­ლის პრო­ცე­სი. პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტ­შიც. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მ­ნი­ლი ვა­კუ­უ­მი გა­ირ­ღ­ვა და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში გაჩ­ნ­და შე­ფა­სე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი — მიმ­დი­ნა­რე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და შე­მა­ჯა­მე­ბელი შე­ფა­სე­ბა. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გია, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და  გა­და­მოწ­მ­დეს შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი. ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ძა­ხე­ბა ზოგ­ჯერ მას­წავ­ლე­ბელს სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს. და­სად­გე­ნია, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მოს­წავ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­კითხ­ვა და ეს მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­ვარ­კ­ვი­ოთ: მოვ­ხ­ს­ნათ რო­მე­ლი­მე კლას­ში შე­ფა­სე­ბის ეს სის­ტე­მა  და შემ­დეგ შე­დე­გე­ბი შე­ვა­და­როთ სხვა კლა­სე­ბის შე­დე­გებს. ჩე­მი აზ­რით, საკ­მა­რი­სია შე­ფა­სე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­ღალ კლა­სებ­ში, რად­გან ხში­რად სწო­რედ ნი­შა­ნია დი­ლე­მა და ის აფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბას მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის.

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის
მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა
ნა­თია დარ­ჩია: მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მარ­თ­ვაა, ისე, რომ
მოს­წავ­ლემ მხო­ლოდ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა კი არ მო­ა­ხერ­ხოს, არა­მედ შეძ­ლოს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
სწავ­ლა, რო­გორც ასე­თი, არ არის იოლი და შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი, ამი­ტომ, მას­წავ­ლე­ბელ­მა სწავ­ლე­ბის ისე­თი მე­თო­დე­ბი უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, ისე უნ­და წარ­მარ­თოს გაკ­ვე­თი­ლი, ისე­თი გა­რე­მო უნ­და შექ­მ­ნას, რომ მოს­წავ­ლემ კმა­ყო­ფი­ლე­ბა არა მხო­ლოდ თა­ვი­სი შრო­მის შე­დე­გით, არა­მედ პრო­ცე­სი­თაც მი­ი­ღოს. თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხე­ბენ, თვი­თონ აღ­მო­ა­ჩე­ნენ ცოდ­ნას, თვი­თონ მო­ძებ­ნი­ან პრობ­ლე­მას და მი­სი გა­დაჭ­რის გზებს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან და ხა­ლი­სი­თა და ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. გაკ­ვე­თი­ლის სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მარ­თ­ვა ხე­ლოვ­ნე­ბაა და მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას ისე­თი სწავ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებს, სა­ჭი­რო­ე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, სწავ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სად აქ­ცი­ოს,  ხო­ლო მოს­წავ­ლეს — სწავ­ლა სა­სი­ა­მოვ­ნოდ. ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, ვი­ზუ­ა­ლუ­რი სქე­მე­ბი­სა და გრა­ფი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ის მო­დე­ლი­რე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი და კი­დევ სხვა უამ­რა­ვი მე­თო­დის ერ­თი­ა­ნო­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რად წარ­მარ­თავს სას­წავ­ლო პრო­ცესს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლის­თ­ვის. სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გეს ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბას.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:  იც­ვ­ლე­ბა დრო და იც­ვ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დაკ­ვე­თაც. დღე­ვან­დელ ახალ­გაზ­რ­დებს უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა აქვთ, ჩვენ  უნ­და შევ­ძ­ლოთ და ცვლი­ლე­ბებს ფე­ხი ავუწყოთ, რა­თა ბავ­შ­ვებს მათ გა­და­ლახ­ვა­ში და­ვეხ­მა­როთ.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: დღე­ვან­დე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, და­სა­ხე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, მა­ინც ბავ­შ­ვია, მას უნ­და გა­ვუ­ჩი­ნოთ მო­ტი­ვა­ცია, რომ კარგ შე­დე­გებ­ზე გა­ვიყ­ვა­ნოთ.

სქე­მის  სირ­თუ­ლე­ე­ბი­ და
რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა
ნა­თია დარ­ჩია:
პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბა და მოთხოვ­ნი­ლე­ბა უნ­და იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე, ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის პი­რო­ბებ­ში, რო­ცა ჩვენს მი­ზანს ისე­თი მოს­წავ­ლის აღ­ზ­რ­და და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ხხჳ სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებს, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე.
პირ­ვე­ლი, რაც მას­წავ­ლე­ბელს  ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ესაა მოს­წავ­ლე­თა ერთ ნა­კად­თან მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მე­ო­რეს­თან გა­მო­ყე­ნე­ბა.
მთა­ვა­რი მა­ინც მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნაა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მიხ­ვ­დე­ბი, თუ რა უნ­და ის­წავ­ლო ახა­ლი ისე­თი, რომ ხე­ლი შე­უწყო მათ გან­ვი­თა­რე­ბას, სწო­რად და­გეგ­მავ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა სა­ჭი­რო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, ანუ გან­საზღ­ვ­რავ იმ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბა. ამ მხრივ, სქე­მა გვთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს უწყობს პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­სი წინ­ს­ვ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა.
ყვე­ლა­ზე მე­ტი სირ­თუ­ლე, ვფიქ­რობ, ფორ­მა­ლუ­რი მხა­რის მოგ­ვა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბაა. სხვა მხრივ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე არ უნ­და იყოს ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი: აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლებ­შიც დღეს კრე­დი­ტებს გვა­კუთ­ვ­ნე­ბენ, სქე­მამ­დეც ვა­კე­თებ­დით და კვლა­ვაც გა­ვა­კე­თებთ. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი მუდ­მი­ვად გვთა­ვა­ზობს სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინ­გებს, სა­დაც ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: რაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა გა­ა­კე­თა, ეს ნამ­დ­ვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა. ოცი წე­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ და მუდ­მი­ვად იყო წუ­ხი­ლი იმა­ზე, რომ მას­წავ­ლებ­ლის შრო­მი­სად­მი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ არ­სე­ბობ­და და ყვე­ლა ერთ ქვაბ­ში ვი­ხარ­შე­ბო­დით. არ გვქონ­და სტი­მუ­ლი­რე­ბის ბერ­კე­ტე­ბი. ახ­ლა ყი­ნუ­ლი გალ­ღ­ვა და პა­ტა­რა იმე­დიც გაჩ­ნ­და, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს უკ­ვე შე­უძ­ლია, სქე­მით და­წე­სე­ბულ კი­ბე­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლოს, ჩვენს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს მარ­თ­ლაც პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა — ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ი­სად­მი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ინერ­გე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ამუ­შავ­და, ვფიქ­რობ, ამას მა­ინც სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან უნ­და შევ­ხე­დოთ. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კო­სია და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას თავს არი­დებს, მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სქე­მა არ უნ­და იყოს ლო­ი­ა­ლუ­რი. მკაც­რად უნ­და და­ის­ვას სა­კითხი: ან ჩა­ა­ბა­როს გა­მოც­და, ან გა­ი­ა­როს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. არ შე­იძ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი გერ­ქ­ვას და თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ახ­ლე­ებს, მიდ­გო­მებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს არ ფლობ­დე. ამი­ტო­მაც არ ივარ­გებს ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (ახ­ლა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან ვსა­უბ­რობ). მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უმე­ტე­სად პრაქ­ტი­კო­სე­ბი არი­ან. მათ შო­რის არი­ან  ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც 6 ქუ­ლა მო­ი­პო­ვეს გა­მოც­დებ­ზე ან სა­ერ­თოდ არ აპი­რე­ბენ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლას. ეს სის­ტე­მის დი­დი პრობ­ლე­მაა.
რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ თი­თო­ე­ულ ინ­ს­ტ­რუ­მენტს, გეტყ­ვით, რომ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ძა­ლი­ან ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლია. მო­ცე­მუ­ლია ჩარ­ჩო­ე­ბი რო­გორ უნ­და ჩა­ა­ტა­რო სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა, და­წე­რო კვლე­ვა, რა აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო — ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლია და არ­სე­ბობს სტან­დარ­ტე­ბი, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მიდ­გო­მე­ბი. რა თქმა უნ­და, კარ­გია, თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას გა­ი­აზ­რებს და ისე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. სქე­მა დატ­ვირ­თუ­ლია არა­სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბით. მა­გა­ლი­თად, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი. ეს რომ სქე­მა­ში არ იყოს გა­წე­რი­ლი, ისე არ შევ­ხ­ვ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეს? რა აუცი­ლე­ბე­ლია ამა­ში 0,5 ქუ­ლა მი­ვი­ღოთ, ან საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა — ესეც თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი სა­კითხია. უნ­და იყოს ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. ფორ­მა­ლუ­რია, სა­დაც „ცხვე­ბა პუ­რი“, სა­დაც ძი­რი­თა­დად წყდე­ბა მოს­წავ­ლის ბე­დი, გაგ­ყავს ის შე­დე­გამ­დე. ასეთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს უნ­და ვუტ­რი­ა­ლებ­დეთ ჩვენ და არა მზა, და­ღე­ჭილ პრო­ცესს, რო­მე­ლიც მე­რე კრე­დიტ­ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა. არა­ფორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბევრ რა­მეს და­ვი­ნა­ხავთ რო­გორც კომ­პე­ტენ­ცი­ის, ისე სო­ცი­ა­ლურ-პი­როვ­ნუ­ლი თუ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ასე უნ­და შე­ვა­ფა­სოთ მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბაც ძა­ლი­ან ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლია. ზო­გა­დად, სა­შიშ­რო­ე­ბაა სრუ­ლად  არ გა­და­ვი­დეთ ფორ­მა­ლიზ­მ­ში.

რო­გო­რი ხელ­შეწყო­ბა აქვს მას­წავ­ლე­ბელს,
თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნის
შე­სა­ბა­მი­სად რომ გან­ვი­თარ­დეს
ნა­თია დარ­ჩია:
ჩვენს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყო­ბენ ხელს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის — სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მათ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურსს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის კუთხით, ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში (ჲSაჳდ-გ-ჵriჶდ). თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ტარ­დე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი.
პე­და­გო­გე­ბი აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ერ­თ­მა­ნეთ­თან, ვაწყობთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, სა­დაც ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ გა­მოც­დი­ლე­ბას, ვსწავ­ლობთ, გან­ვი­ხი­ლავთ სი­ახ­ლე­ებს პრო­ფე­სი­უ­ლი, მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის  კუთხით, ვახ­დენთ რე­სურ­სე­ბის აღ­რიცხ­ვას, ვსა­უბ­რობთ წარ­მა­ტე­ბებ­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის გზებ­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სის პე­და­გო­გე­ბი ერ­თად ვგეგ­მავთ გაკ­ვე­თი­ლებს, გან­ვი­ხი­ლავთ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ებს, ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს, რა­თა ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სოთ ჩვე­ნი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და ისე დავ­გეგ­მოთ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი.  ერ­თად ვმუ­შა­ობთ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. პე­და­გო­გე­ბის გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ჩვე­ნი სკო­ლა დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ყო­ველ­თ­ვის დი­დი მოთხოვ­ნაა მოს­წავ­ლე­თა ჩა­რიცხ­ვა­ზე, რაც პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გი­ცაა.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:  მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, რომ რა­საც ად­რეც ვა­კე­თებ­დით, ახ­ლაც ვა­კე­თებთ, ოღონდ დღეს კრე­დი­ტე­ბით გვი­ფას­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბა და გა­ფორ­მე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც, საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია და დროს მო­ითხოვს.
მას­წავ­ლე­ბ­ლებს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია სჭირ­დე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­შიც სკო­ლის და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის რო­ლი ძა­ლი­ან დი­დია.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე:
აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მას­წავ­ლე­ბელს აქვს ხელ­შეწყო­ბა რო­გორც სკო­ლის, ისე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის­გან, მაგ­რამ  ხში­რად იმ­დე­ნად გა­და­ღე­ჭი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ სა­აზ­როვ­ნოდ მას აღა­რა­ფერს ვუ­ტო­ვებთ. მა­გა­ლი­თად, სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა დად­გ­მულ სპექ­ტაკლს ემ­ს­გავ­სე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა, არ მინ­და ისე გა­მი­გოთ, რომ ეს ცუ­დია. ევ­რო­პა­ში ასე არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას ვიც­ნობ, ჯიპ­რა­ი­დის პრო­ექ­ტ­შიც ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, სა­დაც ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ პრო­ცე­სებს თა­ნა­ბა­რი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა. სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას მას­წავ­ლე­ბელს ფორ­მა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ვუ­ფა­სებ, მაგ­რამ, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორს, აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­მე­ცეს ის ბერ­კე­ტი და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მის გაკ­ვე­თილ­ზე არა­ფორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც შე­ვი­დე. ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა ერ­თ­მა­ნეთს უნ­და ავ­სებ­დ­ნენ. მა­შინ გა­მო­ვა, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის საზ­რუ­ნა­ვი, შე­ა­მოწ­მოს სა­გაკ­ვე­თი­ლო ხა­რის­ხი და ჩა­ა­ტა­როს გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი — მთლი­ა­ნად შე­მო­ვა სქე­მა­ში. ახ­ლა იცით რა გა­მო­დის, ცალ­კე სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ და ცალ­კე უნ­და შე­ვის­წავ­ლო ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი და მივ­ცე უკუ­კავ­ში­რი, ანუ დი­რექ­ტორს სქე­მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევს მუ­შა­ო­ბა, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერს. ამ თვალ­საზ­რი­სით, სქე­მა აუცი­ლებ­ლად და­სახ­ვე­წია, სა­ჭი­როა გას­ც­დეს ფორ­მა­ლურ ჩარ­ჩო­ებს და, ფორ­მა­ლურ სტან­დარ­ტი­ზე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბიც გაჩ­ნ­დეს.

მენ­ტო­რო­ბამ­დე გან­ვ­ლი­ლი გზა —
რჩე­ვა კო­ლე­გებს, რო­გორ გახ­დ­ნენ მენ­ტო­რე­ბი
ნა­თია დარ­ჩია:
პირ­ველ რიგ­ში, ჩა­ვა­ბა­რე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი. ორი წლის წინ მო­მე­ნი­ჭა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, რო­გორც პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი:
ვი­ყა­ვი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გი — შებ­რუ­ნე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხი, ტრე­ნინ­გე­ბი  სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში: პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის და­გეგ­მ­ვა, წარ­მარ­თ­ვა და შე­ფა­სე­ბა, სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა და შე­ფა­სე­ბა, ეფექ­ტუ­რი რე­სურ­სი და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
ჩა­ვა­ტა­რე კვლე­ვა თე­მა­ზე: „ძი­ლის  ზე­გავ­ლე­ნა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­სა და ქცე­ვა­ზე, და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა“. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ჩვე­ნი სკო­ლი­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბულ პე­და­გო­გი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, თე­მა­ზე: „პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი“.
ვამ­ზა­დებ­დი მოს­წავ­ლე­ებს ოლიმ­პი­ა­დებ­სა და კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის. შევ­ქ­მე­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე სტა­ტი­ე­ბი თქვენს გა­ზეთ­ში, რის­თ­ვი­საც გიხ­დით მად­ლო­ბას, რად­გან ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა თქვე­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა. ვა­ტა­რებ­დი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს კო­ლე­გებ­თან. ჩა­ვა­ტა­რე რვა  სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, და­ვაგ­რო­ვე 29,5 კრე­დიტ­ქუ­ლა, სტა­ტუ­სის­თ­ვის საკ­მა­რი­სი 25 კრე­დიტ­ქუ­ლის ნაც­ვ­ლად. ასე რომ, კო­ლე­გებს ვურ­ჩევ იყ­ვ­ნენ აქ­ტი­უ­რე­ბი.
აქ­ვე მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს, ქალ­ბა­ტო­ნებს — თა­მარ ქუ­თა­თე­ლა­ძეს, დი­ა­ნა დე­კა­ნო­ი­ძეს, სკო­ლის დი­რექ­ტორს — ქალ­ბა­ტონ გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძეს, სას­წავ­ლო ნა­წი­ლე­ბის გამ­გე­ებს — მაია ბუხ­რაშ­ვილს, ცი­ცი­ნო მჟა­ვა­ნა­ძეს, ქალ­ბა­ტო­ნებს — ნა­ნა ადა­მაშ­ვილ­სა და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს, კვლე­ვა­ში ჩარ­თულ პე­და­გო­გებს — მა­რი­ამ პა­ტა­რა­ი­ას, თი­ნა­თინ ბურ­კა­ძეს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს — მათ მი­ერ გა­წე­უ­ლი შრო­მი­სა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი: ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი მო­მე­ნი­ჭა (ვარ ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი (დოქ­ტორ­თან გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი), სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი ვარ 2011 წლი­დან. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დ­გომ, ამოქ­მედ­და პე­და­გოგ­თა გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა (ძვე­ლი სქე­მა). ორი წლის წინ, ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და პე­­და­გოგ­თა შე­ფა­სე­ბა. გა­ვაგ­ზავ­ნე შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბი — შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა და რეფ­ლექ­სია, პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის ან­გა­რი­ში, ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და მო­მე­ნი­ჭა 10 კრე­დი­ტი. ახა­ლი სქე­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან ორ წე­ლი­წად­ში, ჩა­ვა­ტა­რე 4 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, შევ­ქ­მე­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სი, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა, გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გე­ბი, ვი­ყა­ვი მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა იმუ­შა­ვეს სას­წავ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­ს­ში (და­ი­კა­ვეს საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი). შე­დე­გად, 25 კრე­დი­ტის მოგ­რო­ვე­ბა შევ­ძე­ლი. აქ მხო­ლოდ იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მო­ვიყ­ვა­ნე, რაც კრე­დი­ტე­ბით შე­მი­ფას­და.
გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ამ­ზა­დეს უამ­რა­ვი პრე­ზენ­ტა­ცია მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე, ჩა­ა­ტა­რეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი, გვქონ­და გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მხო­ლოდ კრე­დი­ტე­ბის მოგ­რო­ვე­ბა არ ყო­ფი­ლა ჩე­მი მი­ზა­ნი. მე ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ვმუ­შა­ობ და მათ­თან ერ­თად ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს ვგეგ­მავ, რომ­ლე­ბიც ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ, გაზ­რ­დის მო­ტი­ვა­ცი­ას და სწავ­ლე­ბის პრო­ცესს უფ­რო სა­ხა­ლი­სოს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის. შე­დე­გად, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბიც გროვ­დე­ბა.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­შიც ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, ახალ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე — სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა და სხვ. ჩე­მი გა­და­სა­ხე­დი­დან სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვას გა­მოვ­ყოფ, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ ხომ ის გვინ­და, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სკო­ლას გა­მო­ად­გეს და სა­ერ­თო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე აისა­ხოს ეფექ­ტუ­რად. ამი­ტომ ძა­ლი­ან მომ­წონს სკო­ლის და მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის კვლე­ვამ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. მშობ­ლე­ბი ჩავ­რ­თეთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­­ში, და­ვას­წა­რით გაკ­ვე­თი­ლებს და აზ­რიც გა­მო­ვათ­ქ­მე­ვი­ნეთ. ვაჩ­ვე­ნეთ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ისე სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, ვაჩ­ვე­ნეთ რა უნ­და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს. ეს იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ, რო­გორც წე­სი, მშო­ბელს უფ­რო მე­ტად აინ­ტე­რე­სებს ნი­შა­ნი, ვიდ­რე შე­დე­გი და ნამ­დ­ვი­ლი მო­ტი­ვა­ცია. ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ კი სულ სხვაგ­ვა­რად მსჯე­ლობ­დ­ნენ. ბევ­რი კარ­გი რამ გა­კეთ­და მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მათ­თან ერ­თად მო­ეწყო გა­მო­ფე­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბები და ა.შ.
ამი­ტომ კვლე­ვა ძა­ლი­ან კარგ ფორ­მად მე­სა­ხე­ბა და ვურ­ჩევ­დი კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც მონ­დო­მე­ბუ­ლი არი­ან პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე, ჩა­ა­ტა­რონ მსგავ­სი კვლე­ვე­ბი, კარ­გად შე­ის­წავ­ლონ ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი და შემ­დეგ სწო­რად და­გეგ­მონ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, კო­ლე­გე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბა და უკუ­კავ­ში­რი იწ­ვევს მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

სტა­ტუ­სით და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი
ნა­თია დარ­ჩია:
ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით, ისევ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა ის გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში, ჩე­მი კომ­პე­ტენ­ცი­ის, გა­მოც­დი­ლე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო და პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შერ­წყ­მის გზით, სა­ჯა­რო სკო­ლის სივ­რ­ცე­ში შევ­ქ­მ­ნა ისე­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ში სწავ­ლი­სა და ცოდ­ნის მი­ღე­ბის სურ­ვილს აღ­ძ­რავს და ამ სურ­ვი­ლის მა­ღალ დო­ნე­ზე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.
მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბა დი­დი მო­ტი­ვა­ციაა არა მხო­ლოდ მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, არა­მედ ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც უჭირთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ამ პრო­ფე­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ. ჩე­მი სურ­ვი­ლია, მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სია ისე­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გახ­დეს, რომ უამ­რა­ვი მსურ­ვე­ლი­დან მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ახერ­ხებ­დ­ნენ სკო­ლა­ში  მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და პა­ტი­ვი, ვი­ყო ამ სტა­ტუ­სის მფლო­ბე­ლი, გა­მი­ჭირ­დე­ბა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნად აისა­ხე­ბა ეს ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რად­გან მე, რა­კი პე­და­გო­გის, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უკ­ვე ავი­ღე, ყო­ველ­თ­ვის ვი­მუ­შა­ვებ ისე­თი­ვე მონ­დო­მე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, რო­გორც ამას  აქამ­დე ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ მენ­ტო­რის  წო­დე­ბა ხელს შე­უწყობს არა მხო­ლოდ ამ სტა­ტუ­სის მფლო­ბე­ლი პე­და­გო­გე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვას, იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ჭი­დილ­ში, არა­მედ ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრო­ფე­სი­ულ მო­ტი­ვა­ცი­ას, რაც სკო­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა, ეს კი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
რაც შე­ე­ხე­ბა უფ­რო კონ­კ­რე­ტულ გეგ­მებს პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით, ვეც­დე­ბი, კი­დევ მე­ტად ავი­მაღ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცია, შე­ვი­ძი­ნო მე­ტი ცოდ­ნა, გა­მო­ვი­ყე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩე­მი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა­ში და­მეხ­მა­რე­ბა.
მე კი მინ­და, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის „ოც­ნე­ბის სკო­ლა“, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი არა მხო­ლოდ საგ­ნის კარ­გი მცოდ­ნე, არა­მედ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და დამ­ხ­მა­რეა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს „გა­მო­ი­ჭი­როს“ მოს­წავ­ლე ცოდ­ნა­ში, მშო­ბელს მი­ა­წო­დოს პო­ზი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მის შვილ­ზე. სკო­ლა, სა­დაც ყვე­ლას აზ­რი აინ­ტე­რე­სებთ და ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, სა­დაც არ დაგ­ს­ჯი­ან შეც­დო­მე­ბის­თ­ვის, არა­მედ გას­წავ­ლი­ან მათ გა­მოს­წო­რე­ბას, სა­დაც გაქვს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­დაც სწავ­ლა მო­საწყე­ნი და უინ­ტე­რე­სო ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა კი არა, კვლე­ვა-ძი­ე­ბის პრო­ცე­სია, სა­დაც ფიქ­რო­ბენ, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს  შე­უძ­ლია ის­წავ­ლოს და მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას, სა­დაც აფა­სე­ბენ თი­თო­ე­ულ შენს მიღ­წე­ვას, სა­დაც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ყვე­ლას უყ­ვარ­ხარ და ზრუ­ნავს შენ­ზე!
ჩე­მი სკო­ლის პე­და­გოგ­თა გუნ­დი ვქმნით ასეთ სკო­ლას და მე ვა­მა­ყობ ამით!
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დია, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, გავ­ხ­დე იმა­ზე უკე­თე­სი პე­და­გო­გი, ვიდ­რე ვი­ყა­ვი  წი­ნა წელს, მუდ­მი­ვად ძი­ე­ბის და სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვარ. ჩე­მი გეგ­მე­ბი, რა თქმა უნ­და, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვგეგ­მავ აქ­ტი­ვო­ბებს. გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ში და იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მათ ცოდ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ტრან­ს­ფე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: ჩვენ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სკო­ლა ვართ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სამ­წ­ლი­ა­ნი მე­მო­რან­დუ­მი გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. გა­სულ წელს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ვა­ტა­რეთ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია — „პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი“, მსგავ­სი კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც ვგეგ­მავ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყობ ხელს  მას­წავ­ლებ­ლე­ბის კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას, მინ­და პე­და­გო­გებ­მა თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­ავ­ლი­ნონ. ასე­ვე, ვა­პი­რებთ სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა­საც, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ჩემ­თან გა­ივ­ლი­ან პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კას. ვი­მუ­შა­ვებ ახალ­ბე­და, დამ­წყებ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­ზი­ა­რებ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა,
რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს
ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­სა­ღებს ხდის
ნა­თია დარ­ჩია: ახალს ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, ნო­დარ დუმ­ბა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სიტყ­ვებს გა­გახ­სე­ნებთ: „რო­გორც მი­ნი­მუმ,
ოთხ სა­ი­დუმ­ლოს მა­ინც უნ­და ფლობ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი: უსაზღ­ვ­როდ უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი; უსაზღ­ვ­როდ უყ­ვარ­დეს სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის; ჰქონ­დეს უნა­რი — ეს სიყ­ვა­რუ­ლი სხვა­საც შეჰ­ყა­როს, რო­გორც სე­ნი უკურ­ნე­ბე­ლი და იყოს უაღ­რე­სად თა­ნა­მედ­რო­ვე, ჰქონ­დეს ცოდ­ვა-მად­ლის ანუ სა­მარ­თ­ლის გა­ჩე­ნი­სა და მოთ­მი­ნე­ბის დი­დი უნა­რი. მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ბავ­შ­ვ­მა სკო­ლა­ში, რო­გორც სა­ლო­ცავ ტა­ძარ­ში, ისე იაროს — სხვა­ნა­ი­რად ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იმი­სა იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფუ­ჭია, ყალ­ბი და უშე­დე­გო“.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი: ბავ­შ­ვე­ბის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა და ობი­ექ­ტუ­რო­ბა.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა ის მთა­ვა­რი თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს და რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­და­ვენ ბავ­შ­ვე­ბი. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბა იმ­დე­ნად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ებს, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გრძნო­ბენ სუ­ბი­ექ­ტურ მიდ­გო­მას. უსა­მარ­თ­ლო­ბა­ზე მძაფრ რე­აქ­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ ხოლ­მე, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა უჩ­ნ­დე­ბათ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბაა ის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველს გხდის, თო­რემ საგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და კომ­პე­ტენ­ცია აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, იყო კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
ნა­თია დარ­ჩია:
ახალ­გაზ­რ­დებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მინ­და ვუთხ­რა, მი­ჭირს ყო­ვე­ლი ოთხი წლის შემ­დეგ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან გან­შო­რე­ბა, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბებ­ზე რომ შენ­თან გა­მორ­ბი­ან, მათ სიყ­ვა­რულს რომ გრძნობ, მე­რე ახა­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი რომ შე­გიყ­ვარ­დე­ბა, შე­ნი შრო­მის შე­დეგს რომ ხე­დავ ყო­ველ­დღი­უ­რად, სულ, სულ რომ რჩე­ბი მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე, ამა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია. იყა­ვით მას­წავ­ლე­ბე­ლი და თქვენ გერ­გე­ბათ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო და უდი­დე­სი ჯილ­დო — მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.
ნა­ტა ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:  მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სოა. ორი დღე არას­დ­როს არ ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს, ყო­ველ­თ­ვის არის სი­ახ­ლე­ე­ბი, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.
გულ­ნაზ ხორ­ბა­ლა­ძე: ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, 22-ე სკო­ლა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბო­და. უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს და­ვუს­ვი კითხ­ვა: ვის სურ­და მას­წავ­ლებ­ლო­ბა და ვინ ჩა­ა­ბა­რებ­და პე­და­გო­გი­უ­რი სპე­ცი­ა­ლო­ბით? მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­პა­სუ­ხეს, რომ 2000 ლა­რა­დაც კი არ წავ­ლენ სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ, ყუ­რადღე­ბას მა­ინც ანაზღა­უ­რე­ბა­ზე აკე­თე­ბენ. მარ­თა­ლია, ეს კვლე­ვა 2013 წელს ჩა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მას შემ­დე­გაც არ შეც­ვ­ლი­ლა. მას­წავ­ლებ­ლო­ბა დაკ­ნი­ნე­ბულ პრო­ფე­სი­ად ესა­ხე­ბათ და ამი­ტო­მაც არ არის ახალ­გაზ­რ­დო­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი. თუმ­ცა, ნამ­დ­ვილ პე­და­გო­გი­კა­ში მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რო­ცა მოს­წავ­ლეს უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი და მე­რე ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან გიბ­რუნ­დე­ბა სი­კე­თედ და სიყ­ვა­რუ­ლად, ამი­ტომ ვურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, ამ კუთხი­თაც შე­ხე­დონ ჩვენს პრო­ფე­სი­ას.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

34(788)N