გამოდის 1998 წლიდან
2017-10-12
მინ­და შევ­ქ­მ­ნა გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის


რუბრიკის სტუმარია არ­ჩილ ჭე­იშ­ვი­ლი
ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი,
ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის „Palatine Analytics“ დი­რექ­ტო­რი

— გზა ოც­ნე­ბი­დან ჰარ­ვარ­დამ­დე
— დაწყე­ბით კლა­სებ­ში ზოგს უნ­და, კოს­მო­ნავ­ტი გახ­დეს, ზოგს — მე­ხან­ძ­რე, ზოგს — ექი­მი, ზოგ­საც — პო­ლი­ცი­ე­ლი. მე მხო­ლოდ ერ­თი რამ მა­ინ­ტე­რე­სებ­და: ბიზ­ნე­სი, ბიზ­ნე­სი, ბიზ­ნე­სი! ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ვოც­ნე­ბობ­დი, შე­მექ­მ­ნა მას­შ­ტა­ბუ­რი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლი­და ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას. ბავ­შ­ვო­ბი­დან ვხე­დავ­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში დი­დი პრობ­ლე­მე­ბი იყო, რო­მელ­თა გა­დაჭ­რაც ჩემს მიზ­ნად და პი­რად გა­მოწ­ვე­ვად მი­მაჩ­ნ­და. ვი­ცო­დი, ამის­თ­ვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა დამ­ჭირ­დე­ბო­და. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას, „ჰარ­ვარ­დი“ მხო­ლოდ კი­ნო­ში მქონ­და გა­გო­ნი­ლი. იმ დროს, ერ­თა­დერ­თი, რაც მას­თან მა­კავ­ში­რებ­და, იყო დი­დი ოც­ნე­ბა.
ჰარ­ვარ­დ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­მეხ­მა­რა ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ე­ბი და კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბი. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი კლა­სის პრე­ზი­დენ­ტი და რამ­დე­ნი­მე სპორ­ტუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. ვცდი­ლობ­დი ყვე­ლაფ­რის ეფექ­ტუ­რად კე­თე­ბას, ანუ გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა უნარ-ჩვე­ვე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­მე­ღო, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ დრო­ში. ასე­ვე, ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და ამე­რი­კის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლა მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მეხ­მა­რა, რომ ჰარ­ვარ­დ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა — მო­ვი­პო­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 000-დო­ლა­რი­ა­ნი სტი­პენ­დია. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ჰარ­ვარ­დის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე, ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი.
პირ­ვე­ლად, ჰარ­ვარ­დ­ში კა­რიბ­ჭი­დან შე­ვე­დი, სა­დაც ეწე­რა: „შე­დი, რომ სიბ­რ­ძ­ნე­ში გა­ი­ზარ­დო“. ამ დღი­დან არ გამ­ნე­ლე­ბია სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, მი­მე­ღო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რა­თა მემ­სა­ხუ­რა ხალ­ხის­თ­ვის და ჩე­მი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის. ჰარ­ვარ­დ­ში, თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს სწავ­ლობს: რა სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი აქვს და რა აინ­ტე­რე­სებს. ჰარ­ვა­დი არის ად­გი­ლი, სა­დაც ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბებს ავი­თა­რებ შე­ნი თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან, ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან — დაწყე­ბუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო დო­ნის ფი­ზი­კო­სე­ბით. ჰარ­ვარ­დი გაძ­ლევს ყვე­ლა იმ რე­სურსს, რაც გჭირ­დე­ბა შე­ნი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის­თ­ვის.
— რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ
— იმის­თ­ვის რომ ჰარ­ვარ­დ­ში ჩა­ა­ბა­რო, სა­ჭი­როა, ან რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში იყო მსოფ­ლიო დო­ნის ექ­ს­პერ­ტი, ან ბევრ სფე­რო­ში იყო ნი­ჭი­ე­რი. ჩა­ბა­რე­ბის დროს მთა­ვა­რია, ნათ­ლად, ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში წარ­მო­ა­ჩი­ნო, რა­ტომ უნ­და მი­გი­ღოს ჰარ­ვარ­დ­მა. მა­გა­ლი­თად, მე უნ­და მი­მი­ღოს ჰარ­ვარ­დ­მა იმი­ტომ, რომ ვარ მსოფ­ლიო დო­ნის მა­თე­მა­ტი­კო­სი. ამის შემ­დ­გომ, აპ­ლი­კა­ცი­ის ყვე­ლა ნა­წი­ლი (პერ­სო­ნა­ლუ­რი ესე, ინ­ტერ­ვიუ, რე­ზი­უ­მე, სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლე­ბი) უნ­და ამ­ყა­რებ­დეს ამ მთა­ვარ მი­ზეზს.
სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ვეხ­მა­რე­ბი, რომ ჩა­ა­ბა­რონ თა­ვი­ანთ სა­ოც­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ვუ­ზი­ა­რებ იმ ში­და და და­ხუ­რულ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­ზეც რთუ­ლია გქონ­დეს წვდო­მა, თუ ჰარ­ვარ­დ­ში არ გის­წავ­ლია.
— არ­ჩილ, ჰარ­ვარ­დ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყა­ვი, მათ შო­რის ერთ-ერ­თის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ასე­ვე იყა­ვი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და დი­დი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „Harvard College Entrep­reneurship Forum წევ­რი. კერ­ძოდ, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჰარ­ვარ­დის სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დით?
— ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა პირ­ვე­ლი კურ­სი­დან მინ­დო­და. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი კურ­სე­ლე­ბი ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ის გარ­შე­მო შე­მეკ­რი­ბა და და­მე­არ­სე­ბი­ნა სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. გუნ­დი შევ­ქ­მე­ნი და და­ვა­ფუძ­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც „ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს ჯგუ­ფი“ ჰქვია. ამ­ჟა­მად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ჯგუ­ფია ჰარ­ვარ­დ­ში. მი­სი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბის ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ასე­ვე, ვი­ყა­ვი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი და ძვე­ლი — „ჰარ­ვარ­დის მე­წარ­მე­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და პრე­ზი­დენ­ტი.
— რო­გორც ვი­ცი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­იწყე რამ­დე­ნი­მე მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. რა იყო შე­ნი პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სი და რო­გორ გან­ვი­თარ­და?
— ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო პო­კე­მო­ნე­ბით თა­მა­ში, რომ­ლის შე­ძე­ნაც, ჩვენს მე­ზობ­ლად, მა­ღა­ზი­ა­ში შეგ­ვეძ­ლო. ერთ დღე­საც, მა­ღა­ზია და­იწ­ვა და და­ი­კე­ტა. ჩე­მი მე­გობ­რის ცნო­ბით, მო­შო­რე­ბით, სხვა უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბო­და ჩვე­ნი გა­სარ­თო­ბი. მახ­სოვს, მა­ღა­ზი­ა­ში რამ­დე­ნი პო­კე­მო­ნიც იყო, ყვე­ლა ვი­ყი­დე და შემ­დეგ ერთ კვი­რა­ში გავ­ყი­დე ორ­მაგ ფა­სად, რა თქმა უნ­და, ჩემს სა­მე­ზობ­ლო­ში. ამ დროს 8 წლის ვი­ყა­ვი, სწო­რედ ამ ასაკ­ში ვის­წავ­ლე ეკო­ნო­მი­კის და ფი­ნან­სე­ბის ორი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი: მოთხოვ­ნა-მი­წო­დე­ბა და არ­ბიტ­რა­ჟი.
— სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ინ­ვეს­ტი­რე­ბა 14 წლი­დან და­იწყე და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წიე?
— დი­ახ, სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბა 14 წლის ასაკ­ში და­ვიწყე. ეს იყო 2007 წელს, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა იყო. ამ წელს, ჩემ­მა ფი­ნან­სურ­მა პორ­ტ­ფელ­მა ძა­ლი­ან დი­დი მო­გე­ბა ნა­ხა, თუმ­ცა 2008 წელს, მო­გე­ბე­ბი ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა დაჩ­რ­დი­ლა. ვის­წავ­ლე, რომ არას­დ­როს უნ­და იყო ზედ­მე­ტად თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, უნ­და აკონ­ტ­რო­ლო ემო­ცი­ე­ბი და აუცი­ლე­ბე­ლია, იცო­დე, რა არ იცი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ფონ­დო ბირ­ჟის შე­სა­ხებ სხვე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გქონ­დეს და ეს მო­საზ­რე­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის, რაც შე­იძ­ლე­ბა ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან გა­მოს­ცა­დო.
— მე­სა­მე კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­იწყე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ ჰეჯ-ფონ­დ­ში „Palatine Analytics“, სა­დაც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყა­ვი და სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დი. რო­გორ აკე­თებს ფულს ჰეჯ-ფონ­დი, რა­ტომ არის ის დღეს ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ძი­რი­თა­დად, ვის ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ ტი­პის ფონ­დე­ბი, არის თუ არა ტი­პი­ურ ჰეჯ-ფონ­დებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა ხალ­ხის ფარ­თო მა­სე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი თუ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნალ ინ­ვეს­ტო­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან?
— ინ­ვეს­ტი­რე­ბამ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა იმი­ტომ, რომ ბა­ზა­რი სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ლი­მი­ტი არ აქვს. ამი­ტომ, ჰარ­ვარ­დის მე­სა­მე კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ და ბევ­რი რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ჰეჯ-ფონ­დ­ში „Palatine Analytics“. კომ­პა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. ბridgewater ცნო­ბი­ლია არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით, არა­მედ მუ­შა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რი­თაც. პირ­ველ რიგ­ში, ეს გუ­ლის­ხ­მობს უკი­დუ­რეს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას და სურ­ვილს, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად.
— მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბოს­ტონ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია „Palatine Analytics“ და­ა­ფუძ­ნე. შენ ამ­ბობ, რომ კომ­პა­ნია მო­მავ­ლის თა­ო­ბის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს ავი­თა­რებს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ და რო­მელ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობთ, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბე ამ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ?
— ამ ეტაპ­ზე, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია „პა­ლა­ტა­ი­ნის“ გან­ვი­თა­რე­ბი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ბოს­ტონ­ში, ჩემს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც გoogle-სა და ფacebook-ში მუ­შა­ობ­დ­ნენ, და­ვა­არ­სე და ამ­ჟა­მად ვუძღ­ვე­ბი, რო­გორც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი. დი­ახ, ჩვე­ნი კომ­პა­ნია მო­მავ­ლის თა­ო­ბის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს ავი­თა­რებს.  პროგ­რა­მის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­მა­ნეთს აფა­სე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა უნა­რის მი­ხედ­ვით. ვი­ყე­ნებთ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს, რომ და­ვეხ­მა­როთ ჩვენს მომ­ხ­მა­რებ­ლებს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­გე­ბა­ში. პლატ­ფორ­მა ეხ­მა­რე­ბა არა მარ­ტო თა­ნამ­შ­რომ­ლებს, თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, არა­მედ დამ­საქ­მებ­ლებ­საც, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის შე­დე­გად, მე­ტად ობი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ.
— არ­ჩილ, რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი?
— მინ­და შევ­ქ­მ­ნა გლო­ბა­ლუ­რი, მას­შ­ტა­ბუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

34(788)N