გამოდის 1998 წლიდან
2017-07-06
„სავალდებულო მინიმუმი“ თუ „საოცნებო მაქსიმუმი“ — ლიტერატურის სწავლება სკოლებში


მა­კა ყი­ფი­ა­ნი  

30 ივ­ნისს თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ ჩა­ა­ტა­რა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე: „ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა X-XII კლა­სებ­ში“. პე­და­გო­გებ­მა იმ­ს­ჯე­ლეს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოქ­მე­დი სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ, გა­ნი­ხი­ლეს პრობ­ლე­მე­ბი: ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მიზ­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა; საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის სირ­თუ­ლე; სას­წავ­ლო პროგ­რა­მის­თ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა; პროგ­რა­მის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა; ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის არა­საკ­მა­რი­სო­ბა და სხვ. ასო­ცი­ა­ცი­ის პო­ზი­ცია ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტაა. „ჩვე­ნი აზ­რით, დროა, ლი­ტე­რა­ტუ­რა ქარ­თულ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე პა­რა­დიგ­მის მი­ხედ­ვით ვას­წავ­ლოთ. ეს ბევ­რი რა­მის ხე­ლა­ხალ გა­აზ­რე­ბა­სა და ზოგ­ჯერ გა­და­ფა­სე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. იმე­დი გვაქვს, სა­ერ­თო ძა­ლის­ხ­მე­ვით, ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი ამ გა­მოწ­ვე­ვას შე­სატყ­ვი­სად ვუ­პა­სუ­ხებთ ,“ — გა­ნაცხა­და ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გია მურ­ღუ­ლი­ამ, რო­მელ­მაც კონ­ფე­რენ­ცია პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მით გახ­ს­ნა და ისა­უბ­რა სკო­ლის მე-3 სა­ფე­ხურ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­სა და არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე.
პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის შემ­დეგ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სამ სექ­ცი­ა­ში გა­და­ნა­წილ­დ­ნენ და უკ­ვე კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს. სექ­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას მო­დე­რა­ტო­რე­ბი წარ­მარ­თავ­დ­ნენ.
პირ­ველ სექ­ცი­ა­ში (მო­დე­რა­ტო­რე­ბი: ეკა ფხა­ლა­ძე, ელე­ნე ში­ოშ­ვი­ლი და ქე­თე­ვან სა­ბა­უ­რი) პე­და­გო­გებ­მა ისა­უბ­რეს ლი­ტე­რა­ტუ­რის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე, შე­ე­ცად­ნენ გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია ეს მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის;
მე­ო­რე სექ­ცი­ა­ში (მო­დე­რა­ტო­რე­ბი: თა­თია გი­გა­ნი და მა­რი­ამ რუ­რუა) იმ­ს­ჯე­ლეს საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტ­ზე, პროგ­რა­მა­ზე, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მოთხოვ­ნებ­სა და მათ ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ზე;
მე­სა­მე  სექ­ცი­ა­ში (მო­დე­რა­ტო­რე­ბი: ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი და მაია ჯა­ლი­აშ­ვი­ლი) კი გან­ხილ­ვის თე­მა უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი იყო — ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის სას­კო­ლო პროგ­რა­მი­სათ­ვის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.
დას­კ­ვ­ნით სხდო­მა­ზე სექ­ცი­ა­თა მო­დე­რა­ტო­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს პე­და­გო­გე­ბის მი­ერ გა­მოთ­ქ­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შემ­დ­გო­მი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის.
კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ და მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი.
გია მურ­ღუ­ლია: „კონ­ფე­რენ­ცია საკ­მა­ოდ დი­დი ხნის წინ და­ვა­ა­ნონ­სეთ, სა­ი­მი­სოდ, რომ ყვე­ლას გაგ­ვე­აზ­რე­ბი­ნა, თუ რა თე­მებს შე­ვე­ხე­ბო­დით დღეს, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ასო­ცი­ა­ცი­ამ, ჩვენ­მა პე­და­გო­გი­ურ­მა კორ­პუს­მა იმ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ულ სა­კითხებ­ზე, რაც ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს აღელ­ვებს. შე­ვეც­დე­ბი ძა­ლი­ან მოკ­ლედ, ლა­კო­ნი­უ­რად წარ­მო­ვად­გი­ნო ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის ხედ­ვა იმ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც შემ­დ­გომ სექ­ცი­ებ­ში გავ­შ­ლით. სა­მი­ვე თე­მა, რო­მელ­ზეც სექ­ცი­ე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სის­ხ­ლ­ხორ­ცე­უ­ლად უკავ­შირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სას­კო­ლო ბედს, თუ ბე­დის­წე­რას არა.
ჩე­მი მოხ­სე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, იმი­ტომ რომ აქ იმ­დე­ნი სა­კითხია, თი­თო­ე­ულს მოკ­ლედ, დე­ტა­ლუ­რად, და­მარ­წ­მუ­ნებ­ლად რომ შე­ე­ხო, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დი­დი ხა­ნი დაგ­ჭირ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი ხან­და­ხან უბ­რა­ლოდ გა­მოთ­ქ­ვა­მენ ხოლ­მე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც არაფ­რით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. დღეს ასე არ მინ­და, რომ იყოს. ჩვე­ნი (ასო­ცი­ა­ცი­ის) სურ­ვი­ლია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა, რო­მელ­საც გა­გაც­ნობთ, მყა­რად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს.
რა მიზ­ნებს ისა­ხავს ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ქარ­თულ სკო­ლა­ში და რო­გორ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნე­ბი ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზებ­ზე? რო­გორ შე­ირ­ჩე­ვა ტექ­ს­ტე­ბი პროგ­რა­მის­თ­ვის? ვინ აკე­თებს ამას ყვე­ლა­ფერს? — ჩე­მი აზ­რით, დღე­ვან­დელ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ამ ამ კითხ­ვებს პა­სუ­ხი უნ­და გას­ცეს. თუ ამას მო­ვა­ხერ­ხებთ, უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ დღე ტყუ­ი­ლად არ დაგ­ვი­კარ­გავს.
მთა­ვა­რი კითხ­ვე­ბი: რა დროს ითხოვს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში — „მი­ზან­ში“, „ამო­ცა­ნებ­სა“ და „მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში“ — ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა? (ამ კითხ­ვას სა­გან­გე­ბოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ხდის ის, თუ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნით, რა უნ­და შე­ეძ­ლოს მოს­წავ­ლეს მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბი­სას) მარ­ტივ ფრა­ზას ვიტყ­ვი: რა­საც გვა­ვა­ლებს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რა­საც ჩვენ, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, გვთხოვს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რო­გორც მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და აგენ­ტი — ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო, ჩვენ­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გ­ლებ­ში, ეს პრინ­ცი­პუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი რამ არის თუ არა? რა­ტომ ვკითხუ­ლობ ამას, იცით? იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის შრო­მას სწო­რედ ასე შე­ა­ფა­სე­ბენ — რამ­დე­ნად სრუ­ლად ას­რუ­ლებს იმას, რა­საც ავა­ლე­ბენ. მაგ­რამ თუ ეს და­ვა­ლე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნაა, რის­კე­ნაც ჩვენ ვიხ­რე­ბით, მა­შინ ეს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მიც მთლად სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი არ არის.
არის თუ არა საკ­მა­რი­სი გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ა­თე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ:
• ას­წავ­ლო შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ს­ტე­ბის ში­ნა­არ­სი — მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს საკ­მა­ოდ დიდ დროს მო­ითხოვს;
• გა­ნუ­ვი­თა­რო მო­ზარდს ძი­რი­თა­დი სა­მეტყ­ვე­ლო უნა­რე­ბი (წე­რა, კითხ­ვა, მოს­მე­ნა, სა­უ­ბა­რი). გე­კითხე­ბით — ხომ სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ყვე­ლა­ფერს, ყო­ველ­დღი­უ­რად, რა დრო უნ­და და­უთ­მოს პე­და­გოგ­მა, რომ მოს­წავ­ლე­ებს შე­ეძ­ლოთ კარ­გად, გა­მარ­თუ­ლად წე­რაც, კითხ­ვაც, მოს­მე­ნაც და სა­უ­ბა­რიც?
• გა­მო­უ­მუ­შაო წე­რი­თი და ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა. წე­რა რომ ას­წავ­ლო ბავშვს (წე­რის სწავ­ლა არ არის უბ­რა­ლოდ ერ­თი ფრა­ზის გა­მოყ­ვა­ნა სტრი­ქონ­ზე), ეს ნიშ­ნავს წიგ­ნი­ე­რე­ბას მთე­ლი თა­ვი­სი მრა­ვა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბით. მოს­წავ­ლეს უნ­და ას­წავ­ლო, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად გა­ი­აზ­როს ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წე­რის სტრუქ­ტუ­რა. მას უნ­და შე­ეძ­ლოს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესეს და­წე­რა, თა­ვი­სი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა (თან გვე­უბ­ნე­ბი­ან, სხვა­დას­ხ­ვა ჟან­რ­ში და სხვა­დას­ხ­ვა სტილ­შიო). გე­კითხე­ბით — რა დრო სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ფერ ამის სწავ­ლე­ბას?
• გა­ნუ­ვი­თა­რო სა­კუ­თა­რი აზ­რის ლო­გი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­მოთ­ქ­მი­სა და სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი ტექ­ს­ტის შექ­მ­ნის უნა­რი (ეს ყვე­ლა­ფე­რი გვი­წე­რია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში). ვინ­მემ დათ­ვა­ლა, რა დრო სჭირ­დე­ბა ამ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას?
• ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და რეფ­ლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი; შე­აყ­ვა­რო კითხ­ვა, გა­მო­უ­მუ­შაო ლი­ტე­რა­ტუ­რის, რო­გორც სიტყ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ფაქ­ტის, აღ­ქ­მი­სა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის უნა­რი;
• გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნო ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რა, რო­გორც ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი პრო­ცე­სი.
მე არ ვიც­ნობ არც ერთ მას­წავ­ლე­ბელს, სა­კუ­თა­რი თა­ვის ჩათ­ვ­ლით, რო­მე­ლიც ამას სრუ­ლად, 100 პრო­ცენ­ტით ას­წ­რებ­დეს (მო­ხერ­ხე­ბით ნა­წი­ლობ­რივ მო­ა­ხერ­ხებს, ალ­ბათ) იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ჩვენ გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს.
მახ­სოვს, ად­რე მოგ­ვეთხო­ვე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ში­ნა­არ­სის სწავ­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, რაც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ — არა. მა­ში­ნაც კი, მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბი­სას, გუ­რა­მიშ­ვი­ლის სრუ­ლად გავ­ლას ვე­რა­ვინ ას­წ­რებ­და დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე. რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თ­ვა­ლე, ამის შემ­დეგ კი­დევ რა უნ­და გა­ა­კე­თოს მას­წავ­ლე­ბელ­მა? მან, ასე­ვე, უნ­და მო­ა­ხერ­ხოს თურ­მე: კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის შევ­სე­ბა-გამ­დიდ­რე­ბა, აზ­რის ცხა­დად, ლა­კო­ნი­უ­რად, მკა­ფი­ოდ და მწყობ­რად გა­მო­ხატ­ვის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­აზ­როვ­ნო მოქ­მე­დე­ბა­თა (ანა­ლი­ზი, შე­და­რე­ბა, გან­ზო­გა­დე­ბა) გან­ვი­თა­რე­ბა ენობ­რივ (ტექ­ს­ტობ­რივ) მო­ნა­ცემ­თა სა­ფუძ­ველ­ზე; ფუნ­ქ­ცი­უ­რად და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტექ­ს­ტე­ბის შეს­წავ­ლი­სა და გა­აზ­რე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; ტექ­ს­ტებ­თან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (თა­ვი­სუ­ფა­ლი) და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა; დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ა.შ. (პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­კითხე, ვი­ფიქ­რე, თვა­ლე­ბი ხომ არ მატყუ­ებს-მეთ­ქი, მაგ­რამ არა).
მომ­დევ­ნო ბლო­კი ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ასე­თია: შეძ­ლებს თუ არა მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ყო­ფილ დრო­ში (რა თქმა უნ­და, თუ რა­მე მორ­ჩა) ისე წარ­მარ­თოს მუ­შა­ო­ბა, რომ მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გა­მოვ­ლე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა; აზ­რე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის ენობ­რივ სტი­ლის­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­უფ­ლე­ბა; სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად შე­სატყ­ვი­სი სტი­ლის შერ­ჩე­ვა (ალ­ბათ აქ უნ­და გა­ვი­ღი­მო); მარ­თ­ლ­წე­რი­სა და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნორ­მე­ბის დაც­ვა... ამას მოს­დევს ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და კითხ­ვის, ანუ წიგ­ნი­ე­რე­ბის დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა.
არის თუ არა აქ მო­ცე­მუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და ატეს­ტა­ტის გა­ცე­მის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა? მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ხომ არ ის­წავ­ლე­ბა, სხვა საგ­ნებ­შიც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. თუ აქ მო­ცე­მუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და ატეს­ტა­ტის გა­ცე­მის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა, მა­შინ მე უნ­და ვი­კითხო, ასე­თი მოთხოვ­ნე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი შეძ­ლებს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას? უფ­რო მწვა­ვე კითხ­ვა შე­მიძ­ლია დავ­ს­ვა — აქ რაც წე­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ მოთხოვ­ნებს? სხვის­კენ რომ არ გა­ვიშ­ვი­რო ხე­ლი, გეტყ­ვით: მე ამ მოთხოვ­ნას, ალ­ბათ, ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ.
ამ მოთხოვ­ნა­თა წა­ყე­ნე­ბა ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო მას­წავ­ლე­ბელს უპი­რო­ბოდ სთხოვს ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნის აღ­ზ­რ­დას (რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა)? ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ამო­ცა­ნაა კარ­გი მკითხ­ვე­ლის გაზ­რ­და, რო­მელ­საც, ასე­ვე, შე­ეძ­ლე­ბა გა­სა­გე­ბად, მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს წე­რი­ლო­ბით თა­ვი­სი აზ­რი — ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ეს სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. ვინც ამას და­უ­მა­ტებს, მა­გა­ლი­თად, რომ თურ­მე ნე­ბის­მი­ერ­მა მო­წა­ფემ, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტის და­წე­რის დროს, სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლი უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, მე მექ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სია ასეთ ადა­მი­ან­თან და გა­რან­ტი­ას ვაძ­ლევ, დი­დი ან­გა­რი­შით წა­ა­გებს (ერთ-ერ­თი სექ­ცია კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სწო­რედ ამ ამო­ცა­ნას მი­ეძღ­ვ­ნე­ბა). სხვა­თა შო­რის, ეს უკავ­შირ­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­საც. რო­გორც ჩანს, მარ­თ­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნის აღ­ზ­რ­დას გვთხო­ვენ. ნიშ­ნავს თუ არა ეს იმა­საც, რომ ამ მოთხოვ­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, სას­კო­ლო საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მით ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელს სთხოვს ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­კო­სის აღ­ზ­რ­დას (რაც, ასე­ვე, შე­უძ­ლე­ბე­ლი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა)? აბა, რა­ტომ ვას­წავ­ლით ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში? თუ ასეა, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია ეს მოთხოვ­ნა? ამიხ­ს­ნას ვინ­მემ, რა­ტომ ვას­წავ­ლით ხ კლას­ში ძველ მწერ­ლო­ბას ან ხჳ კლას­ში — ე.წ. ახალ მწერ­ლო­ბას? რე­ზი თვა­რა­ძე ამ­ბობ­და: ეს მთლი­ა­ნო­ბაა, რა­ტომ შლით ასეო. რა­ტომ ვა­კე­თებთ ისე, რომ დას­კ­ვ­ნით სა­ფე­ხურ­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ და ვერ შე­მოგ­ვაქვს (ან რა მო­ეს­წ­რე­ბა მხო­ლოდ ერთ სე­მეს­ტ­რ­ში)?
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­მი­ნის­ტ­რო­ში წი­ნას­წა­რი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ახა­ლი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის (ვჳჳ, ვჳჳ და ჳხ კლა­სებ­ში) სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო და გა­მიჩ­ნ­და სე­რი­ო­ზუ­ლი იმე­დი, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რო­ბენ — რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გზა­ზე დად­გ­ნენ, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლე­ბი ვი­ყოთ და ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით მი­ვაღ­წი­ოთ სა­სურ­ველ შე­დე­გებს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე კითხ­ვე­ბი უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო. აქ მოთხოვ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობ, თო­რემ სკო­ლებ­ში რაც ხდე­ბა, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით — და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით თავს არა­ვინ იწუ­ხებს. შე­ვალ ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში, ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელ­თან, და­ვი­ჭერ ამ მოთხოვ­ნებს ხელ­ში და აღ­მო­ვა­ჩენ, რომ იქ ეს არ ხდე­ბა ან ხდე­ბა ნა­წი­ლობ­რივ, არას­რულ­ფა­სოვ­ნად, ან სრუ­ლად — ძა­ლი­ან ცო­ტა ადა­მი­ან­თან. ეს არ ქმნის სა­ერ­თო სუ­რა­თის გან­ც­დას. და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუ არა მას­წავ­ლებ­ლის შრო­მის შე­ფა­სე­ბა ამ მოთხოვ­ნებ­თან და რამ­დე­ნად სა­მარ­თ­ლი­ა­ნია ეს?
ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ახა­ლი სქე­მა, მე ვი­ყა­ვი სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ის წევ­რი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხებს გა­ნი­ხი­ლავ­და. ამ კო­მი­სი­ამ საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვა და სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბიც და­ი­დო, თუმ­ცა ბევ­რი რამ კი­დევ სა­კა­მა­თო დარ­ჩა. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო სა­კითხია, რო­გორ შე­ვა­ფა­სოთ მას­წავ­ლე­ბე­ლი? მა­გა­ლი­თად, ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია მათ შო­რის, ვინც კი მე ცხოვ­რე­ბა­ში მი­ნა­ხავს. რო­გორ შე­ა­ფა­სე­ბენ მას? (აღარ ვლა­პა­რა­კობ ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე). და­იწყე­ბენ იმის ანა­ლიზს, რო­გორ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ლა­ლის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე იმ მოთხოვ­ნას, რაც აქ წე­რია, იმი­ტომ, რომ ამას სტან­დარ­ტი ჰქვია. თუმ­ცა, მე ვფიქ­რობ, რომ ეს სტან­დარ­ტი არ არის! ეს არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მი. „სტან­დარ­ტი“ კი ჰქვია სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუმს. მე რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ, რო­მელ მოს­წავ­ლეს მო­ვუ­წე­რო ხე­ლი ატეს­ტატ­ზე — ვინ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეს „მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნა“? ზე­და ზღვა­რი გან­საზღ­ვ­რუ­ლი არ არის. ზე­მოთ, სა­დაც გინ­და, ინა­ვარ­დე. ეს უნ­და იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი, აუცი­ლე­ბე­ლი დო­ნე. არის ჩვე­ნი სტან­დარ­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მი? კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ, სა­შუ­ა­ლო და კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი არა, არ მე­გუ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნე, რო­მე­ლიც ამას სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ასეთ მოთხოვ­ნებს უნ­და ვუ­წო­დოთ სტან­დარ­ტუ­ლი მი­ნი­მუ­მი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი არა, სკო­ლა­ში? ეს დი­დი გა­უ­გებ­რო­ბაა.
პირ­ვე­ლად უნ­და ვახ­სე­ნო ასე­თი სიტყ­ვა­შე­ხა­მე­ბა, რო­გო­რი­ცაა ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის „თა­ნა­მედ­რო­ვე პა­რა­დიგ­მა“. რო­გორ და რას აკე­თე­ბენ სხვა ქვეყ­ნე­ბი, მარ­ტო ჩვენ ხომ არ ვას­წავ­ლით მშობ­ლი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას? არა მგო­ნია, იქ ასე ურევ­დ­ნენ უმაღ­ლე­სი სკო­ლი­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის მიზ­ნებ­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბებს, რო­გორც ჩვენ.
ის­მის კითხ­ვა: თუ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მე ზე­მოთ ჩა­მოვ­თ­ვა­ლე, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია (ვერ ვხე­დავ მი­ზეზს, რა­ტომ არ უნ­და ვი­ფიქ­როთ ასე), რო­გორ უნ­და შე­იც­ვა­ლოს ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ქარ­თულ სკო­ლა­ში, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლის­ტურ პა­რა­დიგ­მას და­ე­ფუძ­ნოს? არის თუ არა შე­საც­ვ­ლე­ლი ის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია? არ ვი­ცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ალ­ბათ მა­ლე წარ­მოგ­ვიდ­გენს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. თუ­კი იქ ამ კითხ­ვე­ბის მე­სა­მე­დი მა­ინც იქ­ნე­ბა გა­მოხ­ში­რუ­ლი და მოხ­ს­ნი­ლი, პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.
აუცი­ლე­ბე­ლია თუ არა საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის ხე­ლა­ხა­ლი გა­აზ­რე­ბა, რა­თა ის „სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მი“ იყოს და არა „სა­ოც­ნე­ბო მაქ­სი­მუ­მი“? უნ­და და­ვინ­ტე­რეს­დეთ თუ არა, სკო­ლის რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე (ან, თუნ­დაც, მას­წავ­ლე­ბე­ლი) აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ­ჟა­მად დეკ­ლა­რი­რე­ბულ მოთხოვ­ნებს? სულ მიკ­ვირს ერ­თი ამ­ბა­ვი, ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო მუდ­მი­ვად აყე­ნებს მოთხოვ­ნებს და მე­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ სრულ­დე­ბა ეს მოთხოვ­ნე­ბი.
მო­ნი­ტო­რინ­გი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სიტყ­ვაა. ტარ­დე­ბა ამის მო­ნი­ტო­რინ­გი — რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დეკ­ლა­რი­რე­ბულ მიზ­ნებს? მე ვფიქ­რობ, არ ტარ­დე­ბა, ან ტარ­დე­ბა ძა­ლი­ან ფერ­მ­კ­რ­თა­ლად, იმი­ტომ, რომ ე.წ. „კა­ტის“ გა­მოც­და იმის მე­ხუ­თედ­საც არ ამოწ­მებს, ალ­ბათ, რაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნებ­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და — ვერც, მაინ­ც­და­მა­ინც, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი.
ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ორი დო­კუ­მენ­ტი — „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი“ და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. სი­მარ­თ­ლე უნ­და ით­ქ­ვას: სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებს ეს ამ­ბა­ვი! ეს მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის სფე­როს შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს. სის­ტე­მუ­რი ინ­ტე­რე­სი ამ სა­კითხის მი­მართ, თუ რო­გორ ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლი სკო­ლა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ მოთხოვ­ნებს, არა­ვის აქვს (მე ასე­თი გან­ც­და მაქვს, არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი).
რუ­სებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ასე­თი კვლე­ვა (ჩვენ­თან ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა) — რამ­დე­ნი­მე წლის წინ დას­ვეს კითხ­ვა: რაც ჩვენ სტან­დარ­ტუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი გვაქვს, მარ­თ­ლა რომ ის­წავ­ლონ ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, რამ­დე­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბათ? დას­კ­ვ­ნა ასე­თი იყო: მარ­თ­ლა რომ ის­წავ­ლოს ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლემ, კვი­რა­ში 156 სა­ა­თი უნ­და იმე­ცა­დი­ნოს. ეს აბ­სურ­დის აბ­სურ­დია — ზე­აბ­სურ­დია! რა­საც დღეს ქარ­თულ სკო­ლას სთხოვს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, ეს პრინ­ცი­პუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.
და­ბო­ლოს, უნ­და და­ვინ­ტე­რეს­დეთ თუ არა, საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის რა ნა­წილს უნ­და იკა­ვებ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ტექ­ს­ტე­ბი? ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ზრდის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ფიქ­რი. ცხა­დია, უნ­და იყოს კულ­ტუ­რუ­ლი უწყ­ვე­ტო­ბა — ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ჩვე­ნი დრო და­ვუთ­მოთ კულ­ტუ­რუ­ლი უწყ­ვე­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ზე დავ­ტო­ვოთ ის, დღეს რა­ზე ფიქ­რობს ადა­მი­ა­ნი, რა აინ­ტე­რე­სებს, რა თე­მებ­ზე მსჯე­ლობს. ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ ხჳჳ კლას­ში, რაც გინ­და იდე­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა შევ­თა­ვა­ზოთ ბავ­შ­ვებს, მის გავ­ლას და სწავ­ლე­ბას მო­ას­წ­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში — მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი უკ­ვე სა­ა­ბი­ტუ­როა და გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ იქ სრუ­ლი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას კი არ გვაძ­ლე­ვენ, მხო­ლოდ ამის ნა­ხე­ვარს.
და­ვინ­ტე­რეს­დეთ, საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის­თ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის შერ­ჩე­ვის რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს და რამ­დე­ნად კარ­გა­დაა გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს მოთხოვ­ნე­ბი დღეს? ხ, ხჳ, ხჳჳ კლა­სე­ბი — სა­მი წე­ლი, რო­მელ წელს რო­მე­ლი ტექ­ს­ტი უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ, რა უდევს ამას სა­ფუძ­ვ­ლად, ამ სი­ცა­რი­ე­ლის შევ­სე­ბის რა ლო­გი­კა გვაქვს? ხომ არ გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ სკო­ლა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რა მთა­ვა­რი არ არის (ოდ­ნავ უტ­რი­რე­ბით ვსა­უბ­რობ), მთა­ვა­რია ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლით და, ყო­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ტექ­ს­ტის შე­ტა­ნით, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ერ დას­მუ­ლი ესა თუ ის ამო­ცა­ნა უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ (აქ არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ორი „მა­გა­რი“ ტექ­ს­ტი შე­ი­ტა­ნოთ. შე­იძ­ლე­ბა ერ­თი იყოს შე­დევ­რი, მე­ო­რე — ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მაგ­რამ სა­უცხო­ოდ, სა­უ­კე­თე­სოდ და­გეხ­მა­როთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დას­მუ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ში).
უნ­და ვი­ფიქ­როთ იმა­ზეც, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა ჩვენ სკო­ლებ­ში მო­ნო­ეთ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა. რო­დემ­დე უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს ასე­თი პრაქ­ტი­კა ქარ­თულ სკო­ლებ­ში, რომ მხო­ლოდ ცა­ლი თვა­ლით ვხე­დავ­დეთ მოვ­ლე­ნებს, რაც აღ­ბეჭ­დი­ლია ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა „აბოს წა­მე­ბა“ ვას­წავ­ლოთ ისე, რომ მოს­წავ­ლეს არა­ბულ სამ­ყა­რო­ზე არა­ფე­რი ვუთხ­რათ, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“ ვას­წავ­ლოთ ისე, რომ ბი­ზან­ტი­ურ სამ­ყა­რო­ზე არ ვე­სა­უბ­როთ.
კითხ­ვა ძა­ლი­ან ბევ­რია. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის ამო­ცა­ნა ოდ­ნავ მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლია — არის თუ არა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც დღეს მო­გახ­სე­ნეთ, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და სჭირ­დე­ბა თუ არა ამას შეც­ვ­ლა? თუ რო­გორ შევ­ც­ვა­ლოთ, ამას სხვა კონ­ფე­რენ­ცი­ას მი­ვუძღ­ვ­ნით.“
მო­დე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­დე­რა­ტო­რებ­მა გაგ­ვაც­ნეს სა­ბო­ლოო სექ­ცი­უ­რი დას­კ­ვ­ნა, პე­და­გო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი და ხედ­ვა.
ეკა ფხა­ლა­ძე, პირ­ვე­ლი სექ­ცი­ის მო­დე­რა­ტო­რი: „ჩვენს სექ­ცი­ა­ში ვი­სუბ­რეთ სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ, დღე­ვან­დელ მოთხოვ­ნებ­თან მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე.
პე­და­გო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სტან­დარ­ტი და­სახ­ვე­წია, ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში ფორ­მუ­ლი­რე­ბის პრობ­ლე­მაა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მა აღი­ნიშ­ნე­ბა არა მარ­ტო სას­კო­ლო ასა­კის, არა­მედ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც. ეს დას­კ­ვ­ნა კონ­კ­რე­ტულ კვლე­ვა­სა და კონ­კ­რე­ტულ პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებს ეყ­რ­დ­ნო­ბა.
პროგ­რა­მა გა­დატ­ვირ­თუ­ლია, სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი, მშობ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბა და კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თე­მა გა­სა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არის სა­შუ­ა­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბი­სა, რად­გან მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ხელს უშ­ლის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე, რა­ზეც ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ველ და მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. რაც უფ­რო მე­ტი მოთხოვ­ნა იქ­ნე­ბა სტან­დარ­ტ­ში, მით უფ­რო გარ­თულ­დე­ბა შეს­წავ­ლის პრო­ცე­სი, მაგ­რამ მოს­წავ­ლე უფ­რო მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლით წე­რა მოს­წავ­ლემ აუცი­ლებ­ლად უნ­და შეძ­ლოს და სტან­დარ­ტი უნ­და მი­ვი­ღოთ ნორ­მად და არა მი­ნი­მუ­მად ან მაქ­სი­მუ­მად.“
თა­თია გი­გა­ნი, მე­ო­რე სექ­ცი­ის მო­დე­რა­ტო­რი: „ჩვე­ნი სექ­ცი­ის წევ­რებ­მა  ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ა­თე­ბის და, წლის ბო­ლოს, საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის დო­ნის მი­საღ­წევ შე­დე­გებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. უფ­რო ზუს­ტად კი, სტან­დარ­ტით  გან­საზღ­ვ­რულ მიზ­ნებ­ზე და მათ მი­უღ­წე­ვა­დო­ბა­ზე. გან­ვი­ხი­ლეთ ხ-ხჳჳ კლა­სის კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. ჩვე­ნი თან­ხ­ვედ­რა იმ მი­ზან­თან, რა­საც გვი­სა­ხავს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, იმ სა­ა­თობ­რივ ბა­დეს­თან, რა­საც  შემ­დ­გომ გვთა­ვა­ზობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი სას­წავ­ლო დროს­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა­შია, მას­ზე ვერ გა­დის ვერც მოს­წავ­ლე და ვერც მას­წავ­ლე­ბე­ლი. იმ სტან­დარ­ტ­ზე იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით ვერ გა­ვალთ, რად­გან ამი­სათ­ვის არც დრო არის და არც სა­ჭი­რო­ე­ბა. შევ­თან­ხ­მ­დით, რომ უნ­და აღ­ვ­ზარ­დოთ არა ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე, არა­მედ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მკითხ­ვე­ლი, რო­მელ­მაც შემ­დ­გომ­ში უნ­და გა­იკ­ვ­ლი­ოს გზა უკ­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში.“
ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, მე­სა­მე სექ­ცი­ის მო­დე­რა­ტო­რი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ჩვე­ნი სექ­ცია სკო­ლის პროგ­რა­მის­თ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე მუ­შა­ობ­და. გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი მო­საზ­რე­ბე­ბი: სას­წავ­ლო პროგ­რა­მის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი ტექ­ს­ტი უნ­და იყოს ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და ასაკ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თე­ბი უახ­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან უნ­და იყოს; 28 მწე­რა­ლი ძა­ლი­ან ბევ­რია, არ არის სა­ჭი­რო მა­თი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად შეს­წავ­ლა. შევ­თან­ხ­მ­დით იმა­ზეც, რომ სჯობს იყოს ერ­თი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და მას­წავ­ლე­ბელს უცხო­ურ თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან მი­სი და­კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს.
ჩვენ ორი მძი­მე ამო­ცა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ერ­თი მხრივ, უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ბავ­შ­ვებ­ში, რაც გვე­ვა­ლე­ბა სტან­დარ­ტით და მე­ო­რე მხრივ, მა­სა­ლის გავ­ლა, რაც გვე­ვა­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით. მე­სა­მე, ძა­ლი­ან მძი­მე ამო­ცა­ნაა ის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა თვი­თონ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს რო­მე­ლი უნა­რი რო­მე­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით გა­ნუ­ვი­თა­როს მოს­წავ­ლეს და თუ რა დო­ნე­ზე — ეს უკ­ვე ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით. ყვე­ლამ ერ­თად უნ­და მო­ვი­ფიქ­როთ, რამ­დე­ნად გა­მარ­ტივ­დეს სტან­დარ­ტი და რამ­დე­ნად გა­მარ­ტივ­დეს ან შე­იც­ვა­ლოს ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საც ვას­წავ­ლით. ძა­ლი­ან  გვი­ჭირს და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის მოს­წ­რე­ბა. მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ — ან ყაზ­ბე­გი უნ­და გა­მოვ­ტო­ვოთ და გა­და­ვი­ტა­ნოთ მე­თორ­მე­ტე კლას­ში, ან — ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, ან მი­ვა­ფუ­ჩე­ჩოთ ერ­თიც და მე­ო­რეც. საკ­მა­ოდ დი­დი პრობ­ლე­მაა სქელ­ტა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა, ბევ­რი დრო უნ­და, ეს დრო კი არ გვაქვს იმი­ტომ, რომ მე­თორ­მე­ტე კლა­სი, ამავ­დ­რო­უ­ლად, აბი­ტურ­კ­ლა­სია და იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, გან­ვ­ლი­ლი მა­სა­ლაც გა­ი­მე­ო­რო. რო­გორც ხე­დავთ, პრობ­ლე­მე­ბი დაგ­როვ­და და მა­თი დრო­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტა აუცი­ლე­ბე­ლია.“
სო­სო ქუ­თა­თე­ლა­ძე, სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი „თა­მა­რი­ო­ნი“: „დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო  იყო, რად­გან ზუს­ტად ის სა­კითხე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­მე­ლიც აქ იყო გან­ხი­ლუ­ლი — რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სტან­დარ­ტი იმ და­ვა­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც მო­ეთხო­ვე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს? რა თქმა უნ­და, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა გა­დატ­ვირ­თუ­ლია, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, რომ იმ გზა­ზე გახ­ვი­დე, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­თაა მო­ცე­მუ­ლი. სტან­დარ­ტი და­სახ­ვე­წია.“
რუ­სუ­დან ჭუმ­ბუ­რი­ძე, ქარ­თუ­ლი ენის ექ­ს­პერ­ტი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი: „პრო­ფე­სი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და სა­ერ­თოდ ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჯგუ­ფებ­თან ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ეს შეხ­ვედ­რე­ბი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა უფ­რო მე­ტად და­იხ­ვე­წოს, მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელ­ზე უფ­რო მორ­გე­ბუ­ლი იყოს. ჩვენ მზად ვართ შემ­დე­გი შეხ­ვედ­რე­ბის­თ­ვის.“
თი­ნა­თინ ცე­რა­ძე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ექ­ს­პერ­ტი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი: „მინ­და, ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ზე, რად­გან შეხ­ვედ­რა­ზე და­ის­ვა კითხ­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ წერს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას. ამ დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნას ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, შრო­მა­ტე­ვა­დი და სის­ტე­მუ­რი მუ­შა­ო­ბა უძღ­ვის წინ. ასე მა­გა­ლი­თად, 2011-2016 წლე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რე­ბიც იყ­ვ­ნენ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი — უმაღ­ლე­სი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი — ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, ლინ­გ­ვის­ტე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, აგ­რეთ­ვე გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი. მუ­შა­ო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი ვერ­სია გან­სა­ხილ­ვე­ლად და შე­სა­ფა­სებ­ლად გა­და­ე­ცა სპე­ცი­ა­ლურ ფო­კუს-ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც და­კომ­პ­ლექ­ტ­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა­გან, გა­და­ეგ­ზავ­ნა რე­გი­ო­ნუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რებს ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით; და­ბო­ლოს, სა­მუ­შაო ვერ­სია გა­მოქ­ვეყ­ნ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, რა­თა საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც. გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე გა­მოთ­ქ­მუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ზად­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის 2011-2016 წლე­ბის საგ­ნობ­რი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სა­ბო­ლოო ვერ­სია, ამ ვერ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე — საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის.
ყვე­ლას­თ­ვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ ყო­ველ ხუთ-ექვს წე­ლი­წად­ში ტარ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზია, რა­თა აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი პა­სუ­ხობ­დეს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლებ­საც სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო უყე­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას.
ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის 2011-2016 წლე­ბის საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის რე­ვი­ზი­ის პრო­ცე­სი. რე­ვი­ზი­ას წინ უძღო­და მთე­ლი რი­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა ჩა­ა­ტა­რა მო­ნი­ტო­რინ­გი მე-6, მე-9 და მე-12 კლა­სებ­ში იმ მიზ­ნით, რომ დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით: რამ­დე­ნად და რო­გორ რე­ა­ლიზ­დე­ბა კონ­კ­რე­ტულ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბი; რა უშ­ლის ხელს მათ და­ნერ­გ­ვას და რა მი­მარ­თუ­ლე­ბითაა სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამას გარ­და, ჩა­ვა­ტა­რეთ 7 სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის კუ­რი­კუ­ლუ­მის კვლე­ვა იმ მიზ­ნით, რომ გავ­ც­ნო­ბო­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მებს.
ამ­ჟა­მად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის პრო­ექ­ტი. რო­გორც უკ­ვე აღ­ნიშ­ნა ბა­ტონ­მა გი­ამ, მას­ში შე­სუ­ლია ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის, ასე­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნა­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კუთხით. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბია გა­დად­გ­მუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო პროგ­რა­მის გან­ტ­ვირ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით; მომ­ზა­დე­ბუ­ლია ბა­ზა, რა­თა ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დას, მა­თი ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. სტან­დარ­ტის პრო­ექ­ტის გან­სა­ხილ­ვე­ლად უკ­ვე და­ვიწყეთ შეხ­ვედ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლებ­თან. გვსურს კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ამ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც. ვფიქ­რობთ, ეს იყო ძა­ლი­ან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სტან­დარ­ტ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ასა­ხავს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ლო­დინს. ამ­გ­ვარ შეხ­ვედ­რებს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ. ვფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ ამ­გ­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გან­ხილ­ვე­ბის გზით შევ­ძ­ლებთ, მი­ვაღ­წი­ოთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს და შევ­ქ­მ­ნათ ღირ­სე­უ­ლი პრო­დუქ­ტი 21-ე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი სკო­ლის­თ­ვის.
სამ­წუ­ხა­როდ, დრო არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­ვე­ხოთ ყვე­ლა იმ სა­კითხს, რომ­ლებ­ზე­დაც ისა­უბ­რა ბა­ტონ­მა გი­ამ. ზო­გა­დად, უნ­და ით­ქ­ვას, რომ კონ­ტექ­ს­ტის გა­რე­შე მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი ვერ შეგ­ვიქ­მ­ნის სრულ წარ­მოდ­გე­ნას ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და საგ­ნობ­რივ პროგ­რა­მა­ზე. მე­ო­რეც, მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის სრულ­ყო­ფი­ლი გან­ხილ­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე. არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ისიც, რომ არ­სე­ბობს სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნა­თა მიღ­წე­ვის დო­ნე­ე­ბი — თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლე სრუ­ლად ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტის ყვე­ლა მოთხოვ­ნას. ამის მო­ლო­დი­ნი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ უნ­და გვქონ­დეს. ეს ზო­გა­დად, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, გვსურს ცალ­კე შე­ვე­ხოთ ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი სტან­დარ­ტის ერთ-ერთ მოთხოვ­ნას, რო­მელ­ზე­დაც ბა­ტონ­მა გი­ამ ვრცლად ისა­უბ­რა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს მოთხოვ­ნა, რომ მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნი­სას. აქ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რამ იგუ­ლის­ხ­მე­ბა. კერ­ძოდ, მოს­წავ­ლე უნ­და აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას, ვთქვათ, გან­ცხა­დე­ბა­სა და ჩა­ნა­ხატს შო­რის; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, იყე­ნებ­დეს სხვა­დას­ხ­ვა სტილს ამ ტექ­ს­ტე­ბის შედ­გე­ნი­სას. ცხა­დია, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლის­თ­ვის ეს მოთხოვ­ნა სავ­სე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რია, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ უფ­რო მკა­ფიო ფორ­მუ­ლი­რე­ბა­ზეც ვი­ფიქ­როთ.
და­სას­რულ, გვსურს კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მზა­დაა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. იმე­დი გვაქვს, რომ­ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია ამ პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იქ­ნე­ბა.“

25-28(942)N