გამოდის 1998 წლიდან
2017-06-29
რა პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

22 ივ­ნისს, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის გან­ხილ­ვის მიზ­ნით, კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის (რომ­ლის მი­ღე­ბა სწავ­ლის ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ან მათ მიღ­მა) მი­ზა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტის ან დიპ­ლო­მის მი­ღე­ბა არ არის. თუმ­ცა, ამ ფორ­მატ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა ზრდის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას რო­გორც და­საქ­მე­ბის­თ­ვის, ასე­ვე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის­თ­ვის ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში და მას გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს ანი­ჭებს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის კონ­ტექ­ს­ტ­ში.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში აყე­ნებს არა მხო­ლოდ „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი — კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით არ მოხ­დე­ბა.
არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ექ­ს­პერ­ტ­მა, ანას­ტა­სია ქი­ტი­აშ­ვილ­მა. მან წარ­მო­ად­გი­ნა აღი­ა­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გია და პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ექ­ტ­ში „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ მხრივ, რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ი­სა და მიდ­გო­მე­ბის სა­ერ­თო კონ­ტექ­ს­ტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სტრა­ტე­გი­ა­ში 2013-2020 წწ“.
თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მის მი­ხედ­ვით, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით არ ხდე­ბა. დღე­ი­სათ­ვის, მე­ტი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე (ვნფჳლ)“, რაც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი­სად­მი ფარ­თო მიდ­გო­მას გუ­ლის­ხ­მობს; ეს სცილ­დე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით, მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბას.
e  ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა (formal education) — გუ­ლის­ხ­მობს პროგ­რა­მებ­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლებ­ში, კო­ლე­ჯებ­სა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ზო­გა­დი, სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე.
e  არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა (non-formal learning) — გუ­ლის­ხ­მობს ისეთ და­გეგ­მილ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­რეთ, მათ შო­რი­საა ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა და ტრე­ნინ­გი (სა­მუ­შა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გ­კურ­სე­ბი, ონ­ლა­ინ ან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, ან სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ).
e  თვით­ს­წავ­ლა (informal learning) — გუ­ლის­ხ­მობს ისეთ სწავ­ლას, რო­მე­ლიც არ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ან სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი; პი­რი უნა­რებ­სა და ცოდ­ნას იძენს და­უ­გეგ­მა­ვად ან უნებ­ლი­ედ, ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს მი­ერ იმის და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ პი­რის მი­ერ ფორ­მა­ლურ, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში თუ თვით­ს­წავ­ლის გზით შე­ძე­ნი­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბი (ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი) წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ფას­და და ისი­ნი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ აღი­ა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს. აღი­ა­რე­ბა, რო­გორც წე­სი, დას­ტურ­დე­ბა სერ­ტი­ფი­კა­ტით.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი და პრო­ცე­დუ­რე­ბი მო­ი­ცავს ოთხ ეტაპს: კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის (მაგ., სწავ­ლის შე­დე­გე­ბი) იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც პირს შე­ძე­ნი­ლი აქვს არა­ფორ­მა­ლუ­რი და თვით­ს­წავ­ლე­ბის გზით; პი­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად; პი­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და კონ­კ­რე­ტუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტით და­დას­ტუ­რე­ბა.
„პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მთე­ლი რი­გი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბად გან­ვი­ხი­ლოთ“ — ამ­ბობს ანას­ტა­სია ქი­ტი­აშ­ვი­ლი და ამ პრო­ცე­სებს ასა­ხე­ლებს:
e  პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლია;
e  პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის მო­დუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა;
e  აქ­ცენ­ტი სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ტრე­ნინ­გ­სა და შე­ფა­სე­ბას;
e  პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ჩარ­ჩოს გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბის ში­და და გა­რე­შე­მოწ­მე­ბას (ვე­რი­ფი­კა­ცი­ას) მო­ი­ცავს.
„2013-17 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ზად­და კონ­ცეფ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტი — „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის და­ნერ­გ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მიდ­გო­მებ­სა და ნა­ბი­ჯებს; შე­მუ­შავ­და მე­თო­დო­ლო­გი­ის დო­კუ­მენ­ტი და ჩა­ტარ­და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ებ­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის წე­სის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. არ­სე­ბუ­ლი წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე (ბრძა­ნე­ბა ¹8, 03.02.2011. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო), აღი­ა­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს ზო­გი­ერთ კო­ლეჯ­ში. თუმ­ცა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მო­ითხოვს ინ­ტეგ­რი­რე­ბულ მიდ­გო­მას, შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გა­ზი­ა­რე­ბას, ინ­ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი­სა და ზო­გა­დად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას.“ — ამ­ბობს ანას­ტა­სია ქი­ტი­აშ­ვი­ლი.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­უბ­რი­სას, ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი თეა გუ­ლუა აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­მა გა­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ვე­ღარ პა­სუ­ხობ­და. „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც კონ­ცეფ­ცია, პირ­ვე­ლად, გვი­ან 80-იანებ­ში გაჩ­ნ­და, მა­შინ რო­ცა ცხა­დი გახ­და, რომ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად აღარ შე­ეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ვე­ღარც სწავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს პა­სუ­ხობ­და.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლე­ბია ამ კონ­ცეფ­ცი­ის ბუ­მის პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობთ. ასე­თი ყუ­რადღე­ბის მი­ზე­ზი იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა, რომ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას აღარ შე­უძ­ლია შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზოს ის, რაც პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა — ამ­ბობს თეა გუ­ლუა, — მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ჯერ კი­დევ ფორ­მა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნო­პო­ლი­ის მოწ­მე­ე­ბი ვართ, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო და უფ­რო მეტ ად­გილს იკა­ვებს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლოც, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან არ მომ­ხ­და­რა ამის პირ­და­პი­რი დეკ­ლა­რი­რე­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ახა­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და. ძრა­ვის ფუნ­ქ­ცია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის/დო­ნო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, უპირ­ვე­ლე­სად, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ — სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ითა­ვეს.
უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და მი­სი ელე­მენ­ტე­ბის ფორ­მი­რე­ბის გზა­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, უნ­და ვახ­სე­ნოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის (ლifelong ლearning) პრინ­ცი­პებს და ხელს უწყობს, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლუ­რი, ანუ ინ­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე სა­უბ­რობს.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ მი­სი შე­მავ­სე­ბე­ლი ფუნ­ქ­ციაა, რაც გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ა­სა და შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის, ბუ­ღალ­ტე­რი­ის, მე­წარ­მე­ო­ბი­სა და მცი­რე ბიზ­ნე­სის კურ­სე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის — სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბი და სხვ). ასე­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ან მათ მიღ­მა, შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლას, ვი­საც სწავ­ლა გვსურს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ იყოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტის ან დიპ­ლო­მის მი­ღე­ბა, ამ ფორ­მატ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა ზრდის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას რო­გორც და­საქ­მე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე შემ­დ­გო­მი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სათ­ვის უკ­ვე ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში.“
რო­გო­რია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, რო­გორ თა­ნამ­შ­რომ­ლობს უნი­ვერ­სი­ტე­ტი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დებ­ლებ­თან — ამ სა­კითხებს მო­ი­ცავ­და აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის გი­ორ­გი ღავ­თა­ძის პრე­ზენ­ტა­ცი­ის თე­მა.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­მა, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ირი­ნა ხან­თა­ძემ გა­აც­ნო. მი­სი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მკა­ფიო და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა, აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა გა­ნათ­ლე­ბის ამ სექ­ტო­რის მი­მართ ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. „მე, რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი, და­ვა­მა­ტებ იმა­საც, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ასე­ვე, ხელს შე­უწყობს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას და, ზო­გა­დად, ხა­რის­ხის ზრდას“ — აღ­ნიშ­ნა მან.
არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე, სის­ტე­მის დო­ნე­ზე, ისა­უბ­რა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­როს­მა, ნი­ნო ბე­რე­ლი­ძემ, ხო­ლო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დო­ნე­ზე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე — თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის, ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გო­გი ჩი­ქო­ვან­მა.
კონ­ფე­რენ­ცია დის­კუ­სი­ით დას­რულ­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი.
კონ­ფე­რენ­ცია ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რო­ბიზ­ნე­სის ფორ­მა­ლუ­რი, არა­ფორ­მა­ლუ­რი და ინ­ფორ­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის“ ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტარ­და. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩე­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბა­ში“ — PIN (People in Need) მი­ერ, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რ­თან — CTC პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით.
რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა­ზე კონ­ფე­რენ­ცი­ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მო­ნა­წი­ლე­ებს ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ და შე­ე­ჯე­რე­ბი­ნათ პო­ზი­ცი­ე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნიც სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა იყო.

34(788)N