გამოდის 1998 წლიდან
2017-06-29
გა­ლაკ­ტი­ო­ნი და თბი­ლი­სი


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის სახ­ლის „სა­ბა“ და „არ­ტა­რე­ას“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყო ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც „ქა­ლა­ქი — ბიბ­ლი­ო­თე­კის“ ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს, სსიპ ბავ­შ­ვ­თა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით.
 პირ­ვე­ლი ტუ­რი — „გა­ლაკ­ტი­ო­ნი და თბი­ლი­სი“ — 24 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­ლაკ­ტი­ო­ნის ხიდ­თან შეკ­რე­ბი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, პო­ეტ რა­ტი ამაღ­ლო­ბელს შეხ­ვ­დ­ნენ და მას­თან ერ­თად,  გა­ლაკ­ტი­ო­ნის სახლ-მუ­ზე­უმს ეწ­ვივ­ნენ, სა­დაც ტუ­რის პირ­ვე­ლი მოწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი, იმავდროულად მასპინძელი, პო­ე­ტი ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე ელო­დე­ბო­დათ. ახალ­გაზ­რ­დებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, მის­გან მო­ეს­მი­ნათ: რა როლს ას­რუ­ლებ­და XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში; რო­გო­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­მი წე­ლი და მე-20 სა­უ­კუ­ნის კულ­ტუ­რა. ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გ­მა ისა­უბ­რა გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცხოვ­რე­ბის, მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და  პო­ე­ზი­ის შე­სა­ხებ, გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე და გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე, გა­იხ­სე­ნა გა­ლაკ­ტი­ო­ნის დღემ­დე უც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი.
 პროექტის „ქა­ლა­ქი — ბიბ­ლი­ო­თე­კა“ იდეა ეკუთ­ვ­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის სახლს „სა­ბა“. მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან და პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დ­თან ერ­თად და­იწყო. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლებ­ში უფა­სო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გან­თავ­სე­ბა, თბი­ლი­სე­ლე­ბი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბის­თ­ვის ასო­ბით ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნის სა­ჩუქ­რად გა­და­ცე­მა.
 „ქა­ლა­ქი — ბიბ­ლი­ო­თე­კა“ სო­ცი­ა­ლურ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფა­სოდ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ჩატ­ვირ­თოს „სა­ბას“ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი თა­ვის სმარ­ტ­ფონ­ში, აპ­ლი­კა­ცია Saba Reader-ში და სა­ჩუქ­რად მი­ი­ღოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა. კერ­ძოდ, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, თბი­ლის­ში არ­სე­ბულ მწერ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩებ­ზე, სახლ-მუ­ზე­უ­მებ­თან, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თან, პარ­კებ­ში, მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში, პან­თე­ო­ნებ­თან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ორი­გი­ნა­ლუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი — „სა­ბას“ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რო­მელ­ზეც, ქუ­ჩის/შე­ნო­ბის მა­ნიშ­ნე­ბელ­თან ერ­თად, გან­თავ­სე­ბუ­ლია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი. მათ­ზე და­ბეჭ­დი­ლი ჻R კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით კი, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია წიგ­ნის ჩა­მოტ­ვირ­თ­ვა სა­კუ­თარ ტე­ლე­ფონ­ში Saba Reader აპ­ლი­კა­ცი­ა­ში, მა­თი წა­კითხ­ვა ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლი: „არ­ტა­რე­ას­თან ერ­თად, ელექ­ტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის სახ­ლი „სა­ბა“, პრო­ექტ  „ქა­ლა­ქი — ბიბ­ლი­ო­თე­კის“ ფარ­გ­ლებ­ში, ვიწყებთ ახალ ცოცხალ ტუ­რებს. დღეს ვარ გი­დი და პრო­ექტს ვიწყებთ, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ლაკ­ტი­ო­ნით — „გა­ლაკ­ტი­ო­ნი და თბი­ლი­სი“, რად­გან გა­ლაკ­ტი­ო­ნი არის ის გა­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც მთელ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას აღებს, მას  უპყ­რია ხელთ ეს გა­სა­ღე­ბი. პოეტის სახლ-მუ­ზე­უმ­ში გვე­ლო­დე­ბა ცოცხა­ლი ლე­გენ­და, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იც­ნობ­და გა­ლაკ­ტი­ონს, მას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, პო­ე­ტი ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მი­უძღ­ვ­ნა გა­ლაკ­ტი­ონს. მან და­წე­რა წიგ­ნი გა­ლაკ­ტი­ონ­ზე — „უც­ნო­ბი“,  რო­მე­ლიც არ ის­წავ­ლე­ბო­და სკო­ლებ­ში. თუ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ეპი­ზო­დებს გვიყ­ვე­ბოდ­ნენ მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ვახ­ტანგს მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის, გა­ლაკ­ტი­ო­ნის უბად­ლო მკვლე­ვარს, ამ­დენ­წ­ლი­ა­ნი შრო­მის­თ­ვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მას პოეტ­თან აკავ­ში­რებ­და. მად­ლო­ბა იმის­თ­ვის, რა­საც ჰქვია მეხ­სი­ე­რე­ბა — გა­ლაკ­ტი­ო­ნი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი რამ, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო  იყ­რის თავს. ამ მეხ­სი­ე­რე­ბას იცავს ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი, რო­გორც რა­ინ­დი, ამ­დიდ­რებს და მო­აქვს ჩვე­ნამ­დე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა­ტო­რი პო­ე­ტია ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში, თა­ვის პო­ე­ზი­ას აკ­ლებს დროს სხვი­სი პო­ე­ზი­ის ხარ­ჯ­ზე, ეს ას­მა­გად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. 
XIX სა­უ­კუ­ნე ვერ იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რომ არა თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია, სწო­რედ მის კედ­ლებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლო­ბა პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას­თან, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის, სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლის, ტა­ტო ბა­რა­თაშ­ვი­ლის, შემ­დ­გომ 60-იანე­ლე­ბის — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და სხვა მრა­ვა­ლის სა­ხით.  ხო­ლო ხხ  სა­უ­კუ­ნის ახა­ლი ტალ­ღა, ახა­ლი ძა­ლა, ეს არის  ქუ­თა­ი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია. რო­დე­საც წა­ი­კითხავთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, ვინც აქ სწავ­ლობ­და, და­ი­ნა­ხავთ მთელ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნეს, მის კულ­ტუ­რას. გა­ლაკ­ტი­ო­ნიც ამ კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წი­ნა კულ­ტუ­რე­ბი­სა და ახა­ლი XX სა­უ­კუ­ნის კულ­ტუ­რის, ახა­ლი ენის. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის გა­ლაკ­ტი­ო­ნი არა მხო­ლოდ, რო­გორც ლი­რი­კუ­ლი პო­ე­ტი, ლი­რი­კუ­ლი გმი­რი, რო­მე­ლიც ხხ სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რობ­და, არა­მედ პო­ე­ტი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს ენა­ში, ენი­დან ცვლის მენ­ტა­ლო­ბას, გრძნო­ბებს და გან­ც­დებს. თუ რო­გო­რი იყო პოეტის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში — თბი­ლის­ში, ამა­ზე სა­სა­უბ­როდ მო­ვიწ­ვი­ეთ ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე, იქ, სა­დაც გა­ლაკ­ტი­ო­ნი ცხოვ­რობ­და და წერ­და, თუნ­დაც:
„თქვენ გე­ნატ­რე­ბათ ლო­ჟა, პარ­ტე­რი.
თქვენ გინ­დათ გახ­დეთ მი­ლი­არ­დ­ელი.
მე კი ვარ­ჩევ­დი გზას უნა­პი­როს,
ცო­ტა სიყ­ვა­რულს და ღერ პა­პი­როსს“ .   
სო­ფო  ხუნ­წა­რია, ტე­ლე­კომ­პა­ნია „არ­ტა­რე­ას“ დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი ინ­ს­პი­რა­ცია იყო „ქა­ლა­ქი — ბიბ­ლი­ო­თე­კა“ და სა­ბას პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უკ­ვე ერ­თი წე­ლია და­იწყო. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია, მთელ ქა­ლაქს მო­ი­ცავს და უფა­სოდ ჩუქ­ნის წიგ­ნებს ყვე­ლა მსურ­ველს. ვი­საც აქვს მო­ბი­ლუ­რი, ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­უძ­ლია წა­ი­კითხოს წიგ­ნი. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვი­ფიქ­რეთ, რომ ერ­თობ­ლი­ვად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტუ­რე­ბი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა ბავ­შ­ვ­თა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის ფონ­დი. დღეს პირ­ვე­ლი ტუ­რია. სულ 12 ტუ­რი გვექ­ნე­ბა, ამ ტუ­რებ­ში ჩავ­რ­თავთ მუ­ზე­უ­მებს, სხვა­დას­ხ­ვა ქუ­ჩა­ზე, ფა­სა­დებ­თან გა­ი­მარ­თე­ბა სა­უბ­რე­ბი ამა თუ იმ მწერ­ლის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ, „არ­ტა­რე­ას“ და „სა­ბას“ მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, რე­ა­ლუ­რად შე­ე­ხონ ის­ტო­რი­ას, ლი­ტე­რა­ტუ­რას და ახ­ლე­ბუ­რად გა­ი­აზ­რონ ის, რაც ჩვენ გარ­შე­მო სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ინა­ხე­ბა“.
ირი­ნა ჯა­ვა­ხა­ძე, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის სახ­ლის „სა­ბა“ დი­რექ­ტო­რი: „ქა­ლა­ქი — ბიბ­ლი­ო­თე­კა“ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მე­რი­ი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ქა­ლა­ქის 300 წერ­ტილ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სტენ­დე­ბი, სა­დაც, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჻R კო­დის მეშ­ვე­ო­ბით, ნე­ბის­მი­ერ მომ­ხ­მა­რე­ბელს შე­უძ­ლია თა­ვის სმარ­ტ­ფონ­ში ჩა­მოტ­ვირ­თოს რო­გორც ხმო­ვა­ნი, ისე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი და ატა­როს თან. წიგ­ნე­ბი თე­მა­ტუ­რა­დაა შერ­ჩე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, გა­ლაკ­ტი­ო­ნის ტექ­ს­ტე­ბი მო­ცე­მუ­ლია რო­გორც გა­ლაკ­ტი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, სა­დაც მან თა­ვი მო­იკ­ლა. ქუ­ჩე­ბის გარ­და, სტენ­დე­ბი ჻R კო­დე­ბით მო­ცე­მუ­ლია ცენ­ტ­რა­ლურ სკვე­რებ­სა და ბა­ღებ­ში,  შემ­დე­გი ეტა­პი ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­ტა­ნაა, იგეგ­მე­ბა იგი­ვეს  გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში“.  
ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე: „მე ვიც­ნობ­დი გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს! ის იმ­დე­ნად მარ­ტო­სუ­ლი გახ­ლ­დათ, იმ­დე­ნად თა­ვი­სე­ბუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რომ მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა და გა­ში­ნა­უ­რე­ბა, მი­სი გაც­ნო­ბა და ბო­ლომ­დე შეც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მას­ზე სა­უ­ბა­რი უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა... გა­ლაკ­ტი­ო­ნი თბი­ლის­ში 1918 წელს ჩა­მო­ვი­და და ჩა­მო­ი­ტა­ნა თა­ვი­სი წიგ­ნი „არ­ტის­ტუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი“, რო­მე­ლიც 1919 წელს გა­მოს­ცა. თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი ბი­ნა არ ჰქონ­და. 1939 წლამ­დე ცხოვ­რობ­და სხვა­დას­ხ­ვა პი­როვ­ნე­ბებ­თან, მწე­რალ­თა კავ­ში­რის სახ­ლ­ში, ჩუ­დეც­კის­თან, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ოჯახ­ში, ოკუ­ჯა­ვებ­თან... 6 წე­ლი­წა­დი ცხოვ­რობ­და, ოლ­ღას­თან ერ­თად, კრი­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე, 12 კვად­რა­ტულ მეტ­რ ოთახ­ში. შემ­დეგ გად­მო­ვი­და ამ ბი­ნა­ში. შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით, აშენ­და 1935 წელს, ააშე­ნა ბან­კ­მა მწერ­ლე­ბის­თ­ვის და ამი­ტომ  ბან­კის სახლს უწო­დებ­დ­ნენ. პირ­ველ სარ­თულ­ზე ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ზე­და სარ­თუ­ლებ­ზე კი 10 მწე­რა­ლი შე­მო­ა­სახ­ლეს. ამ სახ­ლ­ში გა­ლაკ­ტი­ონ­მა 24 წე­ლი­წა­დი იცხოვ­რა. ბევ­რი მწე­რა­ლი მა­ლე გა­და­ვი­და და უკე­თე­სი ბი­ნე­ბი მი­ი­ღეს, მაგ­რამ გა­ლაკ­ტი­ო­ნი ბო­ლომ­დე დარ­ჩა აქ, უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აშენ­და დი­დი სახ­ლი  მწერ­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ რო­ცა ბი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის დრო მო­ვი­და, გა­ლაკ­ტი­ო­ნი არა­ვის გახ­სე­ნე­ბია. ამ სახ­ლ­ში გა­ლაკ­ტი­ო­ნის მე­უღ­ლემ, ოლია ოკუ­ჯა­ვამ, მხო­ლოდ ერ­თი წე­ლი იცხოვ­რა, ის აქე­დან წა­იყ­ვა­ნეს და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.
გა­ლაკ­ტი­ონს სამ­სა­ხუ­რი იშ­ვი­ა­თად ჰქონ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხე­ტი­ალ­ში გა­ა­ტა­რა. დი­ლით, რო­გორც სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე ემ­ზა­დე­ბო­და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­ხე­ტი­ა­ლოდ. ბევ­რი თბი­ლი­სე­ლი შეხ­ვედ­რია მას. მეც ბევ­რ­ჯერ ავ­დევ­ნე­ბი­ვარ. რო­გორც ჩა­ნა­წე­რებ­ში წერს, ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და, რომ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ. გა­ლაკ­ტი­ო­ნი ინ­ტე­ლი­გენ­ტებს თვალს არი­დებ­და, უბ­რა­ლო ხალ­ხ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­თან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა უყ­ვარ­და. ოლია ოკუ­ჯა­ვა იგო­ნებს, რო­დე­საც გა­ლაკ­ტი­ო­ნი ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, ყო­ველ­თ­ვის მი­დი­ო­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახ­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად.
ამ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და გი­ორ­გი ქუ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და. ერ­თხელ გა­ლაკ­ტი­ონს უთ­ქ­ვამს ოლ­გა და­რი­უ­სის დის­შ­ვი­ლის­თ­ვის: მა­გას არ გა­ე­კა­როთ, ეგ ლო­თიაო. კი მაგ­რამ, თქვენ ლო­თი არ ხარ­თო? არაო, გაკ­ვირ­ვე­ბით უთ­ქ­ვამს. სხვა­თა შო­რის, გა­ლაკ­ტი­ო­ნი ალაგ-ალაგ იყო ლო­თი. ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბია აღ­წე­რი­ლი, რო­ცა  სუფ­რა­ზე არ სვამ­და, მაგ­რამ თუ რა­მე ეწყი­ნე­ბო­და და გულს ატ­კენ­დ­ნენ, აი, მა­შინ იწყებ­და სმას და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის შემ­დეგ გა­მო­დი­ო­და. გა­ლაკ­ტი­ონს მე­გო­ბა­რი არ ჰყავ­და, არც სტუ­მა­რი ჰყო­ლია და არც სტუმ­რად წას­ვ­ლა უყ­ვარ­და. ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ტე­რენ­ტი გრა­ნელ­თან, იმი­ტომ, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობ­და და ტე­რენ­ტიც, ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მე­ი­ნა­ხე­ე­ბი იყ­ვ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის. ტე­რენ­ტიმ კარ­გად იცო­და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ფა­სი. ერ­თხელ, გაბ­რა­ზე­ბულ­მა, გა­უ­ბე­და და უთხ­რა, ხომ ვარ შენ­ზე დი­დი პო­ე­ტიო, — კი ძა­მი­კო, ხარ ჩემ­ზე დი­დი პო­ე­ტიო — უპა­სუ­ხია, ამას სხვას არა­ვის ეტყო­და გა­ლაკ­ტი­ო­ნი.
ამ­ჟა­მად გა­ლაკ­ტი­ო­ნის სა­მი ძეგ­ლი დგას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — ქუ­თა­ის­ში, ჭყვიშ­ში და თბი­ლის­ში, ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლია მთაწ­მინ­და, მი­ქა­ტა­ძის ძეგ­ლი. გა­ლაკ­ტი­ო­ნის აღი­ა­რე­ბა მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­იწყო, რა­საც ოც­ნე­ბობ­და, თით­ქ­მის, ყვე­ლა­ფე­რი აუს­რულ­და. ის იყო თვით­შეც­ნო­ბი­ლი გე­ნია. უც­ნა­უ­რი იყო  რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბით, ასე­ვე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით. ამის დას­ტუ­რია ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა — 1937 წელს, სო­ფელ ჭყვიშ­ში, თა­ვის სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჩა­სულ­მა, ფან­ჯა­რა­ზე არი­ლი და­ი­ნა­ხა — მზის სხი­ვე­ბი, მი­ვი­და და კოც­ნა და­უწყო. ამის და­ნახ­ვა­ზე დე­და­მისს გუ­ლი წას­ვ­ლია. 
გა­ლაკ­ტი­ო­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი 1959 წლის 17 მარტს. 
თენ­გიზ მირ­ზაშ­ვი­ლის (ჩუბ­ჩი­კას) სახ­ლ­ში გაჩ­ნ­და იდეა, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ად­გი­ლას, სა­დაც პო­ე­ტი და­ე­ცა, დაგ­ვე­დო  ქვა და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა წარ­წე­რა... 2010 წლის 17 მარტს, ამ ად­გი­ლას, გავ­ხ­სე­ნით გა­ლაკ­ტი­ო­ნის ობე­ლის­კი. ასე­თი პო­ე­ტი სა­უ­კუ­ნე­ში მხო­ლოდ ერ­თხელ იბა­დე­ბა. გა­ლაკ­ტი­ონ­მა უმ­დიდ­რეს ცხრაკ­ლი­ტუ­ლებს მო­არ­გო გა­სა­ღე­ბი და პო­ე­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უმაღ­ლეს ნე­ტა­რე­ბას გვა­ზი­ა­რა. ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ამოგ­ვიხ­ს­ნა და კითხ­ვის ნიშ­ნე­ბიც ბლო­მად დაგ­ვი­ტო­ვა“.

25-28(942)N