გამოდის 1998 წლიდან
2017-06-22
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წე­სი უფროსი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დაწინაურებისთვის

 


გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ
და­ამ­ტ­კი­ცა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წე­სი, რო­მე­ლიც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ
გაკ­ვე­თი­ლის წარ­მარ­თ­ვის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებს აწეს­რი­გებს. მი­სი გავ­ლა მო­უ­წევს უფ­რო­სი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელს,
რო­მე­ლიც გა­დაწყ­ვეტს, გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში,
მას­წავ­ლე­ბე­ლი 4 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს.
დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, ვის აქვს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის უფ­ლე­ბა,
რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უნ­და გა­ი­ა­როს მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის და
ვინ შე­ა­ფა­სებს გაკ­ვე­თი­ლებს — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი

— ვის აქვს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის უფ­ლე­ბა?
— გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა მო­უ­წევს მხო­ლოდ უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, არა­მედ გა­დაწყ­ვეტს, გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ასე­თი მას­წავ­ლებ­ლების რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რად­გან პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რე­გის­ტ­რა­ცია გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე აქამ­დე არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლა. თუმ­ცა, მა­თი რიცხ­ვი, და­ახ­ლო­ე­ბით, იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რომ­ლებ­საც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბი გა­დი­ან. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბის ცოდ­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვე­რა­ფერს მოგ­ვ­ცემს, რად­გან ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში ორი ქვე­კა­ტე­გო­რიაა, რო­მელ­თაც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის უფ­ლე­ბა აქ­ვ­ს უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა და აკ­მა­ყო­ფი­ლებს ერთ-ერთ მოთხოვ­ნას: უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან იმ დარ­გ­ში/სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ბა­მის სა­გან­საც ას­წავ­ლის. ამ ქვე­კა­ტე­გო­რი­ის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბაა იმის­თ­ვის, რომ და­წი­ნა­ურ­დეს.
მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი­დან, მო­პო­ვე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს, არა­ნაკ­ლებ, 13 კრე­დიტ­ქუ­ლა. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წეს­ში ჩა­დე­ბუ­ლი პი­რო­ბის თა­ნახ­მად, 13 კრე­დი­ტი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბამ­დე უნ­და და­აგ­რო­ვონ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი ვერ და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას გა­ივ­ლი­ან. რო­გორც იცით, მას­წავ­ლებ­ლებს, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად, და­მა­ტე­ბი­თი და ძი­რი­თა­დი/სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევთ, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი 13 კრე­დი­ტი პე­და­გოგ­მა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და მი­ი­ღოს და არა მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად გან­კუთ­ნილ 19 კრე­დიტ­ქუ­ლას უნ­და აკ­ლ­დეს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის 4 კრე­დიტ­ქუ­ლა და 2 კრე­დი­ტი, რო­მე­ლიც სულერ­თია რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ივ­სე­ბა — სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი. თუ­კი 13 კრე­დი­ტი­დან არც ერ­თი არ იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი, პე­და­გოგს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს სა­მო­დე­ლო გაკ­ვეთ­ილი და კვლე­ვა.

— რო­დის გა­მოცხად­დე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია და რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მო­უ­წევთ მას­წავ­ლებ­ლებს?
— გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლი­დან, სექ­ტემ­ბერ­ში, გა­მოცხად­დე­ბა და 2017-2018 სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის­თ­ვის სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში იწარ­მო­ებს. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ ცხად­დე­ბა. რე­გის­ტ­რა­ცია ელექ­ტ­რო­ნუ­ლად წარ­მო­ებს, გა­ნაცხად­ში, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­სებს, მი­თი­თე­ბუ­ლი უნ­და იყოს: სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის დ არო­მელ­შიც სურს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა; კლა­სი, რო­მელ­შიც გეგ­მავს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას; საგ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ცე­სია და მო­ი­აზ­რებს ერთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, თუმ­ცა ის რამ­დე­ნი­მე ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და ამა­ზეც ვი­სა­უბ­რებთ. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას — რუბ­რი­კის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი 32 ქუ­ლი­დან 24 ქუ­ლას აიღებს, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა გავ­ლი­ლად ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა.
პრო­ცე­სი 4 ეტა­პის­გან შედ­გე­ბა: წი­ნა­სა­გაკ­ვე­თი­ლო შეხ­ვედ­რა; გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა; გაკ­ვე­თი­ლის შემ­დ­გო­მი შეხ­ვედ­რა; გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 5 გაკ­ვე­თი­ლი­დან, ერთ-ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ტარ­დე­ბა.
გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლად აფა­სებს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თილს. შე­ფა­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 32, გაკ­ვე­თი­ლი და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბუ­ლად ჩა­ით­ვ­ლე­ბა, თუ პე­და­გო­გი და­აგ­რო­ვებს გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფის ორი­ვე წევ­რის მი­ერ შე­ფა­სე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლის 75%-ს, არა­ნაკ­ლებ 24 ქუ­ლას. სპორ­ტის საგ­ნობ­რივ ჯგუფ­ში შე­მა­ვალ საგ­ნებ­ში ­კი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 28. გაკ­ვე­თი­ლი და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბუ­ლად ჩა­ით­ვ­ლე­ბა, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი და­აგ­რო­ვებს, არა­ნაკ­ლებ, 21 ქუ­ლას. უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პე­და­გოგს ხე­ლა­ხა­ლი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბა მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წელს მი­ე­ცე­მა.
პირ­ვე­ლი ეტა­პი რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა და ჩვენ იმ მას­წავ­ლებ­ლებს მო­ვამ­ზა­დებთ, სა­დაც და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას შეძ­ლე­ბენ, ზაფხულს მთლი­ა­ნად ტექ­ნი­კუ­რად სა­ჭი­რო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ამის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს ხუ­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ერ­თი კვი­რის გეგ­მა ერთ შერ­ჩე­ულ კლას­თან; გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 5 გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორ­კ­ვი­რა­ნა­ხევ­რის გეგ­მე­ბი — ხუ­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი.

— რა­ტომ შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა­ზე?
— იმი­ტომ, რომ ჩვენ გვინ­და ვნა­ხოთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა დი­ნა­მი­კა­ში ბავ­შ­ვი და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა უნა­რე­ბი და რო­გორ მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბე­ლი. იმ ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლი­დან (მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად გა­დაწყ­ვეტს, რო­მე­ლი ატ­ვირ­თოს) დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ერთს აირ­ჩევს და­სას­წ­რე­ბად. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გეგ­მამ უნ­და­ დაგ­ვა­ნა­ხოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლის ხედ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, და­ბა­ლი სტა­ტუ­სის მას­წავ­ლე­ბელ­ზე არ ვსა­უბ­რობთ, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც აპი­რებს, გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის მი­მართ მოთხოვ­ნაც მა­ღა­ლია. რაც მთა­ვა­რია, ეს არ იქ­ნე­ბა დამ­კ­ვირ­ვებ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეს­ვ­ლა გაკ­ვე­თილ­ზე, პე­და­გოგს წი­ნას­წარ ეცო­დი­ნე­ბა, რო­დის და რო­მელ გაკ­ვე­თილ­ზე და­ეს­წ­რე­ბი­ან. თუმ­ცა, მა­ინც ის­მის კრი­ტი­კა, რომ წი­ნას­წარ ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლის თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მის მოთხოვ­ნა არას­წო­რია. ვფიქ­რობ, ეს კრი­ტი­კა უსა­მარ­თ­ლოა, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­და ჰქონ­დეს წი­ნას­წა­რი ხედ­ვა, თუმ­ცა, კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, შეს­წო­რე­ბაც შე­ი­ტა­ნოს, მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლე­ებ­მა წი­ნა გაკ­ვე­თილ­ზე სრუ­ლად ვერ აით­ვი­სეს მა­სა­ლა და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, დაკ­ვირ­ვე­ბამ­დე, მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბიც გვაქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე გვეტყ­ვი­ან, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს სას­წავ­ლო გეგ­მა­ში წი­ნა გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ­კი ასე­თი ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ეს ცვლი­ლე­ბა, აუცი­ლებ­ლად, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს და ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს ხარ­ვე­ზად არ ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა. გაკ­ვე­თი­ლი — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა — დი­ნა­მი­კუ­რი პრო­ცე­სია და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც გვეს­მის, რომ რო­მე­ლი­მე თე­მა შე­იძ­ლე­ბა კლა­სი­კუ­რად თან­მიმ­დევ­რო­ბი­თ არ წა­ვი­დეს, რო­გორც ეს თე­ატ­რ­ში სცე­ნა­ზე ხდე­ბა.
— ვინ იქ­ნე­ბი­ან გა­რე დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რო­ბის და­სა­ცა­ვად?
— გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფი ორი წევ­რის­გან შედ­გე­ბა — ერთ-ერ­თი წევ­რი იმ საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რია, რო­მე­ლი საგ­ნის გაკ­ვე­თილ­ზეც ჩა­ტარ­დე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა. მას­ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი შე­არ­ჩევს ახ­ლომ­დე­ბა­რე რე­გი­ონ­ში მდება­რე სკო­ლი­დან. მე­ო­რე წევ­რი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის შე­სა­ბა­მი­სი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რი უნ­და იყოს და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ერთ-ერთ შემ­დეგ მოთხოვ­ნას: უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის საგ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის, არა­ნაკ­ლებ, სამ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა; პრო­ფე­სი­ულ ან/და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით; წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის/მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი და შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა; წარ­მა­ტე­ბით უნ­და ჰქონ­დეს გავ­ლი­ლი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.

— რამ­დენ­ჯერ შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა და სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა თუ არა შეზღუ­დუ­ლი მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა?
— სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია ერ­თხელ გა­ი­ა­როს, თუ ვერ გა­ი­ა­რა, მა­შინ შე­უძ­ლია მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წელს და­რე­გის­ტ­რირ­დეს და კი­დევ სცა­დოს. პირ­ველ ჯერ­ზე, რე­გის­ტ­რა­ცია უფა­სოა, ხო­ლო ყო­ველ შემ­დეგ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა­ზე 50 ლარს გა­და­იხ­დის.
ჩვენ გვყავს 17 ათას­ზე მე­ტი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მო­ნა­ცე­მე­ბი წელს კი­დევ შე­იც­ვ­ლე­ბა, რამ­დენს ექ­ნე­ბა 13 კრე­დი­ტი, პო­ტენ­ცი­უ­რად, ჯერ არ ვი­ცით, რად­გან შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი  არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი სრუ­ლად ატ­ვირ­თა­ვენ, 25 ივ­ნი­სამ­დე, თა­ვი­ანთ მა­სა­ლებს და, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ, ჩვენ შე­ვიტყობთ, რამ­დენ მას­წავ­ლე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­ა­როს რე­გის­ტ­რა­ცია გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე. კი­დევ ერ­თი და­ზუს­ტე­ბა — წე­სის ბო­ლო­ში წე­რია, რომ პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი არის პი­ლო­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დი, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, ვი­საც ექ­ნე­ბა 13 კრე­დი­ტი, შემ­დე­გი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა, პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა შეზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რედ პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. პრო­ცესს სრუ­ლი ანა­ლი­ზი უნ­და გა­ვუ­კე­თოთ და ამი­ტო­მა­ცაა სა­ჭი­რო სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი, ამის შემ­დეგ კი შევ­ძ­ლებთ სრუ­ლი მას­შ­ტა­ბით ვა­წარ­მო­ოთ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.

— შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბის აპე­ლა­ცია?
— გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში გან­თავ­სე­ბი­დან ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში გა­ა­სა­ჩივ­როს უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა. აპე­ლა­ცი­ას საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს, მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას აწ­ვ­დის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N