გამოდის 1998 წლიდან
2017-06-22
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ

2011 წელს ჩა­ტარ­და სას­კო­ლო სის­ტე­მის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს 20-ზე მე­ტი ქვეყ­ნის სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც შე­ი­მუ­შა­ვა.
კო­ა­ლი­ცი­ის „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“ ინი­ცი­ა­ტი­ვით მოწ­ვე­ულ ჟურ­ნა­ლის­ტებს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წა­რუდ­გი­ნა სტრა­ტე­გი­ულ გა­მოკ­ვ­ლე­ვა­თა ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ნა­თე­ლა სა­ხო­კი­ამ. ნაშ­რო­მი მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­გუ­ლის­ხ­მოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მეს­ვე­ურ­თათ­ვის, მით უფ­რო, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა, ბევ­რი პა­რა­მეტ­რით, ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ისევ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს. თუ იმ ოცი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გე­ბით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რომ­ლე­ბიც დღე­საც ინარ­ჩუ­ნე­ბენ მდგრა­დო­ბას, გა­მო­დის, რომ იმ ეტაპ­ზე, რო­ცა რე­ფორ­მა და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არას­წო­რი იყო არ­ჩე­ვი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ამ არ­ჩე­ვა­ნის­თ­ვის ისი­ნი მზად არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ; არ გა­ნი­საზღ­ვ­რა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სას­ტარ­ტო დო­ნე, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც და­ი­გეგ­მე­ბო­და სა­ჭი­რო ჩა­რე­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ. ეს დო­კუ­მენ­ტი ერ­თ­გ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც, კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გად შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, აქ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მი­მარ­თეს ცუ­დი სას­ტარ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე სკო­ლებ­მა (მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა 103-ია), სა­შუ­ა­ლო­დან კარ­გის­კენ — 226 სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ჩა­რე­ვაა, კარ­გი­დან ძა­ლი­ან კარ­გის­კენ — 15 და ა.შ.
 გთა­ვა­ზობთ კვლე­ვის შე­სა­ხებ ნა­თე­ლა სა­ხო­კი­ას მო­საზ­რე­ბას და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, ვფიქ­რობთ, ხელს შე­უწყობს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. იმე­დი გვაქვს, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და სა­კუ­თარ აზ­რ­საც გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ სტა­ტი­ა­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბა, მი­სი ბუ­ნე­ბის და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის და­ცუ­ლო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი და თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის სიძ­ლი­ე­რე, პირ­ველ რიგ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბას­თან. რად­გან სკო­ლა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ძი­რი­თად ინ­ს­ტი­ტუტს წარ­მო­ად­გენს, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სას­კო­ლო სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას.
ბო­ლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს  თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ ჩა­ა­ტა­რა სას­კო­ლო რე­ფორ­მა, მაგ­რამ მათ­გან ცო­ტა იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ამი­ტომ  21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო რე­ფორ­მე­ბი გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ერ­თა და პრაქ­ტი­კოს­თა მი­ერ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი  ყუ­რადღე­ბით, სის­ტე­მუ­რად იქ­ნა გან­ხი­ლუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. შე­დე­გად მსოფ­ლი­ო­ში წარ­მო­იშ­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი ცოდ­ნა და გა­გე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და. რე­ფორ­მე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მე­ბის და­ყო­ფა სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით: არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, კარ­გი, ძა­ლი­ან კარ­გი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი. ამ კვლე­ვე­ბის ძი­რი­თა­დი აღ­მო­ჩე­ნა არის ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­ს­ტი­სა, იდენ­ტურ სას­ტარ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სას­კო­ლო სის­ტე­მე­ბი რე­ფორ­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა იდენ­ტურ  ნაკ­რებს უნ­და იყე­ნებ­დ­ნენ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი სას­კო­ლო სის­ტე­მის მოქ­მე­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის  პირ­და­პირ გად­მო­ტა­ნა უფ­რო და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი სას­კო­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად#1.#  მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ექ­ს­პერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის მარ­თ­ვის სა­კითხებ­ში მა­იკლ ფუ­ლა­ნი აღ­ნიშ­ნავს: „ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი ფას­და­უ­დე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კის მკე­თებ­ლე­ბი­სათ­ვის და სას­კო­ლო სის­ტე­მე­ბის ლი­დე­რე­ბი­სათ­ვის,  რომ­ლე­ბიც  არი­ან ან უნ­და იყ­ვ­ნენ კონ­კ­რე­ტუ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა­ში. ის იძ­ლე­ვა მძლავრ ანა­ლი­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას. ის ას­ტი­მუ­ლი­რებს შემ­დ­გო­მი მთლი­ა­ნი სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბის ტალ­ღას“ 2.#
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სწო­რედ  წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მე­ბის რე­ფორ­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის ბო­ლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი და მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი უდევს სა­ფუძ­ვ­ლად.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი
დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. სა­ხე­ზეა ასე­თი სის­ტე­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა ნი­შა­ნი: მოს­წავ­ლე­თა მოს­წ­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე და გაც­დე­ნა­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა3; სის­ტე­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია არი­ან ნაკ­ლებ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ნაკ­ლებ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი; გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის ყვე­ლა რგოლს, დაწყე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი რგო­ლი­დან,  არა­საკ­მა­რი­სი  პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს; სის­ტე­მის შიგ­ნით სკო­ლე­ბის ხა­რის­ხი  ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია; რე­სურ­სე­ბი რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი შეზღუ­დუ­ლია.
ყვე­ლა ეს მა­ხა­სი­ათე­ბე­ლი გა­აჩ­ნია ჩვენს სას­კო­ლო სის­ტე­მას. თუმ­ცა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, თუ რა ზო­მი­თაა ეს პრობ­ლე­მე­ბი სის­ტე­მა­ში. ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ და­ბა­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია, მაგ­რამ ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც 2015 წლის ზაფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა,  სა­გან­გა­შო და კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლია. რო­გორ უნ­და იფუნქ­ცი­ო­ნი­როს სის­ტე­მამ, სა­დაც გა­მოც­და­ზე გა­სულ დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა 95%-ზე მე­ტი  მი­ნი­მა­ლურ ზღვარს ვერ ლა­ხავს. ეს ბო­ლო მო­ნა­ცე­მი იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის უდი­დე­სი რა­ო­დე­ნო­ბა პირ­ველ კლა­სებ­ში­ვე ვერ აით­ვი­სებს სას­წავ­ლო მა­სა­ლას, ვერ მო­ემ­ზა­დე­ბა სკო­ლის შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, ვერ შე­იქ­მ­ნის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას. მათ გა­უჩ­ნ­დე­ბათ კომ­პ­ლექ­სე­ბი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­მართ. ერ­თი სიტყ­ვით, ბავ­შ­ვი დი­დი ხნით, თუ სა­მუ­და­მოდ არა, ამო­ვარ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან.
გარ­დაქ­მ­ნის დაწყე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ის, რომ ლი­დერ­თა ჯგუფს არ ჰყოფ­ნის ინერ­ცი­ის დაძ­ლე­ვის, უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ხედ­ვის კრი­ტი­კუ­ლი გა­და­ხედ­ვის სი­თა­მა­მე. ლი­დერ­მა უნ­და შეძ­ლოს ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი რე­ფორ­მის დაწყე­ბის  რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, შე­მო­იკ­რი­ბოს თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­უ­წი­ოს საწყი­სი, ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნას და ხე­ლი შე­უწყოს პრო­ცესს, რა­თა ეს დო­კუ­მენ­ტი ექ­ს­პერ­ტებ­მა, სას­კო­ლო სფე­როს მუ­შა­კებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო წრე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლონ და სა­ბო­ლო­ოდ და­ე­თან­ხ­მონ მას. ლი­დერ­თა ჯგუფ­მა უნ­და გან­საზღ­ვ­როს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უეჭ­ვე­ლია და გა­და­ხედ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­სურ­სე­ბი მო­ი­პო­ვოს.
დაწ­ვ­რი­ლე­ბით შევ­ჩერ­დე­ბით პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტის გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე. ზო­გა­დად სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის, მით უმე­ტეს სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­კე­ნაც არის მი­მარ­თუ­ლი ეს პო­ლი­ტი­კა, არ ეს­მით მი­სი არ­სი და/ან არ ეთან­ხ­მე­ბი­ან მას. უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კრი­ტი­კუ­ლი მა­სა იმ პი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო იზი­ა­რე­ბენ რე­ფორ­მის იდე­ებს, არა­მედ ეს­მით მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ეს­მით, რომ  რთუ­ლი გარ­დაქ­მ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს პრობ­ლე­მებს და მზად არი­ან გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ მათ. ამ პრო­ცეს­ში სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ოთხი ტი­პის ინ­ტე­რე­სი და ცოდ­ნა უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი: 1. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თი წევ­რე­ბი, არა მარ­ტო მშობ­ლე­ბი, არა­მედ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი; 2. გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­გორც პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი; 3. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს რე­ფორ­მა, ეს გარ­დაქ­მ­ნე­ბი ქვეყ­ნის სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და გა­ნი­ხი­ლონ და ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში ჩას­ვან. სხვა­დას­ხ­ვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ პო­ლი­ტი­კოს­თა შე­თან­ხ­მე­ბა რე­ფორ­მის სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ ას­პექ­ტებ­ზე, შექ­მ­ნის რე­ფორ­მის პრო­ცე­სის მდგრა­დად წარ­მარ­თ­ვის და უწყ­ვე­ტო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პი­რო­ბებს 4. 4. სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი იქ­ნე­ბი­ან რე­ფორ­მის პრო­ცე­სის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე.
ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ხილ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო გან­ვი­თა­რე­ბის ერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­პექ­ტ­საც ეხე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მო­დერ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­ნა­მედ­რო­ვე  ერი სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი. „ერი არის იმ ადა­მი­ან­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლე­ბიც თავს ერ­თი ბე­დის წი­ნა­შე მდგო­მად აღიქ­ვა­მენ“ (მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი).  რად­გა­ნაც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ის სა­კითხია, რო­მე­ლიც გულ­გ­რილს არ ტო­ვებს ქვეყ­ნის არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს, პი­როვ­ნე­ბის  ჩარ­თ­ვა რე­ფორ­მის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში, იმ გან­ც­დის გა­ჩე­ნა, რომ მი­სი აზ­რი მოს­მე­ნი­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, ხელს უწყობს   მას­ში მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის მი­სი მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რო­ბის და მრა­ვალ­კონ­ფე­სი­უ­რო­ბის გა­მო.

იმ ძი­რი­თა­დი ჩა­რე­ვის არ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში უნ­და მოხ­დეს
რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში  მწვა­ვე  ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, სა­ხელ­მ­წი­ფო, მი­სი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იღებს თა­ვის თავ­ზე არა მარ­ტო ძი­რი­თად პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას, არა­მედ მარ­თ­ვის ძი­რი­თად სა­და­ვე­ებ­საც. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რია ამის მრა­ვალ მა­გა­ლითს იც­ნობს: რუზ­ველ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა დი­დი დეპ­რე­სი­ის დროს, ასე­ვე რუზ­ველ­ტის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა ამე­რი­კის კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის, პრე­ზი­დენტ  ბუ­ში­სა და შემ­დეგ ობა­მას მი­ერ მო­ნე­ტა­რუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ლე­ბა სა­ბან­კო სექ­ტორ­ში. ასე­თი  მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა.
მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა  წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მე­ბის  გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში იმა­ვე მიდ­გო­მის სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას გვიჩ­ვე­ნებს. სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას, მის მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბას საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის თავ­ზე იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად მარ­თ­ვის სა­და­ვე­ებს. კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლო რგო­ლებს, სკო­ლე­ბის ადა­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას და პე­და­გო­გებს მკაც­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი, კარ­გად არ­ტი­კუ­ლი­რე­ბუ­ლი და რე­ა­ლის­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა მი­ე­წო­დე­ბა.  უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქვეყ­ნის (დი­დი რე­გი­ო­ნის)  სას­კო­ლო სის­ტე­მამ, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ეს მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თა­რი სას­კო­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის საწყის ეტაპ­ზე. რაც უფ­რო პრობ­ლე­მუ­რია სის­ტე­მა, რაც ნაკ­ლე­ბია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მის ყვე­ლა დო­ნე­ზე, მით მე­ტი უნ­და იყოს ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უშუ­ა­ლო ფუნ­ქ­ცია.
მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბულ სას­კო­ლო რე­ფორ­მა­თა (ფი­ნე­თი, სინ­გა­პუ­რი, კა­ნა­დის ონ­ტა­რიო, აშშ-ს მა­სა­ჩუ­სე­ტის შტა­ტი და ლონგ ბი­ჩის რე­გი­ო­ნი, ჰონ­კონ­გი, ბრა­ზი­ლი­ის მი­ნას გე­რე­სის რე­გი­ო­ნი, პო­ლო­ნე­თი, სლო­ვე­ნია და ა.შ. )5  მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დი­ნა­მი­კა ასე­თია. ცენ­ტ­რი ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცესს (აფა­სებს მოს­წავ­ლე­თა მოს­წ­რე­ბას) და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­თა მოს­წ­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა რო­გორც ძლი­ერ და სუსტ მოს­წავ­ლე­თა შო­რის, ასე­ვე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სკო­ლებს შო­რის იწყებს შემ­ცი­რე­ბას, იწყე­ბა პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დე­ლე­გი­რე­ბა უფ­რო ქვე­და დო­ნე­ებ­ზე — მარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­სა და პე­და­გო­გებ­ზე. რაც უფ­რო მე­ტად მაღ­ლ­დე­ბა პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სის­ტე­მა მთლი­ა­ნად, ცენ­ტ­რი­დან მარ­თ­ვა, ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­გა­დი მი­თი­თე­ბე­ბის ფორ­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ცენ­ტ­რი გა­და­დის პე­და­გოგ­თა შე­მოქ­მე­დე­ბის და ნო­ვა­ტო­რო­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე, რად­გან ეს გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სას­კო­ლო სის­ტე­მის პროგ­რე­სის ძი­რი­თა­დი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი.
რომ შე­ვა­ჯა­მოთ, დღეს, ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და აიღოს თა­ვის თავ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ნაკ­ლე­ბად გა­და­ა­ნა­წი­ლოს ის ქვე­და რგო­ლებ­ზე და ყვე­ლა დო­ნე­ზე უზ­რუნ­ველ­ყოს სა­კუ­თა­რი დი­რექ­ტი­ვე­ბის და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მი­ი­ღე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის უფ­რო და­ბალ დო­ნე­ზე დე­ლე­გი­რე­ბის შე­სა­ხებ, გა­ნუხ­რე­ლად უნ­და ტარ­დე­ბო­დეს პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.
ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ტე­მა­ში გაჩ­ნ­დეს ცდუ­ნე­ბა, დი­დი ხნით შე­ნარ­ჩუნ­დეს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თ­ვა6. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წი­ნა­ვე ნა­წილ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გარ­კ­ვე­ულ დო­ნეს მი­აღ­წევს (რაც ობი­ექ­ტუ­რად გა­ზომ­ვა­დია), უნ­და და­იწყოს ცენ­ტ­რა­ლუ­რი მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბის თან­და­თა­ნო­ბით შე­სუს­ტე­ბა და მი­სი ქვე­და დო­ნე­ზე გა­და­ტა­ნა.

სას­კო­ლო რე­ფორ­მის საწყი­სი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნე­ბი
მი­ზა­ნი. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბას შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი უნ­და და­ვუ­სა­ხოთ:
• მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის და მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ცოდ­ნის დო­ნის  ამაღ­ლე­ბა.
ეს  მი­ზა­ნია ამ ეტაპ­ზე სას­წ­რა­ფოდ მი­საღ­წე­ვი და გა­ვი­მე­ო­რებთ, რომ მსოფ­ლი­ოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რე­ფორ­მა და­იწყო და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, ის  იყო და­სა­ხუ­ლი სწო­რედ რო­გორც გა­და­უ­დე­ბე­ლი, რო­გორც პი­რო­ბა, რომ თა­ო­ბებს არ მო­უ­წი­ოთ ცხოვ­რე­ბა­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­სი­ცოცხ­ლო უნა­რე­ბის გა­რე­შე შეს­ვ­ლა.# ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის ამო­ცა­ნა უნ­და და­ე­დოს სა­ფუძ­ვ­ლად არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცესს.
ამო­ცა­ნე­ბი. წიგ­ნი­ე­რე­ბის და მა­თე­მა­ტი­კის საწყი­სი სა­ფუძ­ვ­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა შემ­დე­გი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რა:
• და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა;
• ყვე­ლა სკო­ლის მიყ­ვა­ნა ხა­რის­ხის მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტამ­დე;
• სკო­ლის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის.
გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ამო­ცა­ნა.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის
კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნე და კვა­ლი­ფი­კა­ცია არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, სა­ჭი­როა მა­თი რა­დი­კა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. სას­კო­ლო გეგ­მა და პროგ­რა­მა თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის სა­ხით უნ­და და­ნა­წილ­დეს. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და მი­ე­ცეს გაკ­ვე­თი­ლე­ბის სცე­ნა­რი7. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ნიშ­ნავს, გა­ნი­საზღ­ვ­როს თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი, გეგ­მა, მე­თო­დი და სას­წავ­ლო მა­სა­ლა, რაც მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სწო­რად „შე­ას­რუ­ლოს“ გაკ­ვე­თი­ლი. ე.ი. მას მი­ე­წო­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლის წარ­მარ­თ­ვის დად­გე­ნი­ლი, აუცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი,  ფორ­მა. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და გა­უ­ად­ვილ­დეს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი8.  შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სცე­ნა­რე­ბი, შე­საძ­ლოა, არ აღ­მოჩ­ნ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი საწყის ეტაპ­ზე, მაგ­რამ უნ­და მოხ­დეს მა­თი მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა  მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე. ამას­თან, სულ უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი არ არის ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კი, ამ პი­რო­ბებ­შიც მას შე­მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი რჩე­ბა.
არის ხი­ფა­თი, რომ ბევრ მას­წავ­ლე­ბელს მო­ე­წო­ნოს სი­ტუ­ა­ცია, რო­ცა მას არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა და და­ძაბ­ვა და  ინერ­ცი­ით წაყ­ვე­ბა ერ­თხელ დად­გე­ნილ გზას. ამი­ტომ, სის­ტე­მის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოს­ვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და ნო­ვა­ტო­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.
იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც  თა­ვი­დან­ვე არ მო­უნ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლის დად­გე­ნი­ლი სცე­ნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თარ კლას­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის თა­ვი­სი გეგ­მით და მე­თო­დით წარ­მარ­თ­ვის ნე­ბა უნ­და მი­ე­ცეთ. ოღონდ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ უნ­და აიღონ  პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვა­თა დო­ნე­ზე, რაც პე­რი­ო­დუ­ლად უნ­და შე­მოწ­მ­დეს. ამ მიდ­გო­მით თა­ვი­დან ავი­რი­დებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუს­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვის და  უნ­დობ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის გა­ჩე­ნას, რაც რე­ფორ­მი­სად­მი ფა­რულ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის დად­გე­ნი­ლი ფორ­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხით და­ამ­კ­ვიდ­რეს9. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­თი ხის­ტი მიდ­გო­მა არ გა­ა­მარ­თ­ლებს.
ახა­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის და გაკ­ვე­თი­ლე­ბის სცე­ნა­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ უნ­და დად­გინ­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა წვრთნის ფორ­მე­ბი ახალ რე­ა­ლო­ბა­ში. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა წვრთნის ვა­დე­ბის დად­გე­ნა. უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­ხით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­და­საწყ­ვე­ტია სა­ვალ­დე­ბუ­ლო და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი მიდ­გო­მე­ბის სწო­რი შე­ხა­მე­ბა. ამ წვრთნებს არ უნ­და ჰქონ­დეთ მხო­ლოდ სა­სე­მი­ნა­რო ფორ­მა. მწვრთნე­ლებ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­თან საკ­ლა­სო ოთახ­შიც უნ­და იმუ­შა­ონ. სას­კო­ლო სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში დი­დ ეფექტს იძ­ლე­ვა მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის ერთ-ერ­თი ფორ­მაა სა­მა­გა­ლი­თო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა და გავ­რ­ცე­ლე­ბა.
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­გილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით, პრობ­ლე­მე­ბი უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სკო­ლებ­ში ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან და პე­და­გო­გებ­თან ერ­თად. ეს იქ­ნე­ბა სტი­მუ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის და მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად.
სა­ჭი­როა გა­და­ი­ხე­დოს იმ  სას­წავ­ლო დრო­ის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ათ­ვი­სე­ბი­სათ­ვის ეძ­ლე­ვა. დღეს მსოფ­ლი­ო­ში  სულ უფ­რო და უფ­რო მეტ მომ­ხ­რეს იძენს ამ­გ­ვა­რი პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მა: არ არ­სე­ბობს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შ­ვი, უბ­რა­ლოდ ზო­გი ბავ­შ­ვი უფ­რო ნე­ლა სწავ­ლობს10.  დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ამ მიდ­გო­მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბის მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი უნ­და გა­ა­კე­თოს.
ყვე­ლა ამ ცვლი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სათ­ვის ცენ­ტ­რა­ლუ­რია პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის სა­კითხი. მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­და იყ­ვ­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბი, გა­მოც­დი­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი, პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის არ­სე­ბუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, მარ­თ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.
ყვე­ლა სკო­ლის მიყ­ვა­ნა მი­ნი­მა­ლურ ხა­რის­ხის სტან­დარ­ტამ­დე
ამ ამო­ცა­ნის მი­საღ­წე­ვად:
• პირ­ველ რიგ­ში, უნ­და დად­გინ­დეს ის მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნის დო­ნე, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და მი­აღ­წი­ონ ყვე­ლა სკო­ლა­ში;
• რე­გუ­ლა­რუ­ლად (მაგ. ყო­ველ სამ-ოთხ თვე­ში) უნ­და ხდე­ბო­დეს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბა. თა­ნაც ამ შე­ფა­სე­ბას, პირ­ველ ეტაპ­ზე, ახ­დე­ნენ სკო­ლის ან რე­გი­ო­ნის დო­ნე­ზე;
• უნ­და შე­იქ­მ­ნას მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი­სათ­ვის.
სა­მი­ვე ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გა­მოც­დე­ბის და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ხით. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია უკ­ვე მუ­შა­ობს სკო­ლებ­ში უნი­ვერ­სა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­დუ­რა იმ­გ­ვა­რად აიგე­ბა, რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის კო­რექ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს.
სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ უნ­და შე­ა­ფა­სოს სკო­ლა­თა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სიმ­ძ­ლავ­რე­ე­ბი  და რე­სურ­სე­ბი, რა­თა მოხ­დეს მა­თი მიყ­ვა­ნა ადეკ­ვა­ტურ მი­ნი­მა­ლურ ზღვრამ­დე მა­ინც.
ყვე­ლა სკო­ლა უნ­და მო­მა­რაგ­დეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით და სას­წავ­ლო თვალ­სა­ჩი­ნო ნივ­თე­ბით.
უნ­და მოხ­დეს ძა­ლი­ან სუს­ტი სკო­ლე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა.
კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა უნ­და და­ი­გეგ­მოს რე­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა, და­საწყის­ში დახ­მა­რე­ბა მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში მდე­ბა­რე ან ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის სკო­ლებს გა­ე­წი­ოს11.
სკო­ლის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის
სკო­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არა მარ­ტო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, არა­მედ მოს­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა სა­ბა­ზი­სო სო­ცი­ა­ლურ (კვე­ბა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ტან­საც­მე­ლი, ტრან­ს­პორ­ტი, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სკო­ლა­ში და ა.შ.) მოთხოვ­ნა­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. უნ­და გა­ა­ნა­ლიზ­დეს სი­ტუ­ა­ცია და მოხ­დეს ამ სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბა­თა შევ­სე­ბა.

სას­კო­ლო  სის­ტე­მის რე­ფორ­მის  აუცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე
ზე­მოთ უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ იდენ­ტურ საწყის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ სის­ტე­მებს ასე­ვე იდენ­ტურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ნაკ­რე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც  უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სას­კო­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლად იმი­სა, თუ რე­ფორ­მი­რე­ბის რო­მელ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­და­დის სის­ტე­მა, მაგ. არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლი­დან და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ­ზე ან კარ­გი­დან ძა­ლი­ან კარ­გ­ზე და ა.შ. ე.ი. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და ტარ­დე­ბო­დეს მუდ­მი­ვად, გან­ვი­თა­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე მყოფ სას­კო­ლო სის­ტე­მებ­ში. ჩვენ მხო­ლოდ ჩა­მოვ­თ­ვ­ლით მათ: სტან­დარ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის გა­და­ხედ­ვა;  მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სის­ტე­მის შექ­მ­ნა; პე­და­გოგ­თა და სას­კო­ლო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის  ანაზღა­უ­რე­ბის და წა­ხა­ლი­სე­ბის სტრუქ­ტუ­რის გა­და­ხედ­ვა; მას­წავ­ლე­ბელ­თა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის შექ­მ­ნა; პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტე­ბის და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბა; სას­კო­ლო სის­ტე­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა.

მოკ­ლედ ვა­ჯა­მებთ:
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სის­ტე­მა იმ­ყო­ფე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ სა­ფე­ხურ­ზე. მი­სი რე­ფორ­მი­რე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს სწო­რედ ამ სა­ფე­ხუ­რი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა. უნ­და შე­მუ­შავ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო­ში გა­წე­რი­ლი პროგ­რა­მა. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი უნ­და გახ­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის უმაღ­ლე­სი რგო­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეს პრო­ცე­სი, მათ შო­რის მას­მე­დი­ის ჩარ­თ­ვით, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის, არა­მედ უფ­რო ფარ­თო სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი კონ­ტექ­ს­ტის თვალ­საზ­რი­სით.
წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბა და მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა­სამ­ხედ­რო ას­პექ­ტია.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

1. ამ დას­კ­ვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 2000 წელს დაწყე­ბუ­რი  სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მას­შ­ტა­ბუ­ლი რე­ფორ­მა მცდა­რი გზით წა­რი­მარ­თა, რად­გან მა­შინ ორი­ენ­ტა­ცია იქ­ნა აღე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მე­ბის პრაქ­ტი­კის პირ­და­პირ გად­მო­ტა­ნა­ზე ჩვენს სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში, საწყი­სი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე;
 2. ჰow the world’s most improved school systems keep getting better.  მcკinsey & company , 2011;
3. ჵჳSა-ს მი­ხედ­ვით ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მიღ­წე­ვე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს.
4. მა­გა­ლი­თად, ფი­ნე­თის სას­კო­ლო სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად პი­რო­ბად მიჩ­ნე­უ­ლია ის, რომ კონ­სენ­სუ­სი იქ­ნა მიღ­წე­უ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ორი­ენ­ტა­ცი­ის პარ­ტი­ა­თა შო­რის — ზო­მი­ე­რი მე­მარ­ცხე­ნე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი და ლი­ბე­რა­ლე­ბით დამ­თა­ვრე­ბუ­ლი.
5. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი აღე­ბუ­ლია ფუნ­და­მენ­ტურ ნაშ­რო­მი­დან (ჰow the world’s most improved school systems keep getting better.  მcკinsey & company, 2011, სა­დაც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია 20 ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო რე­ფორ­მა.
 6. რაც მოხ­და საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და რა­მაც გა­მო­იწ­ვია სკო­ლებ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბა;
7. Scripted teaching materials (scripted lessons)  — შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დუ­რი მა­სა­ლე­ბი, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დე­ტა­ლუ­რი სცე­ნა­რე­ბი;
8. „ჩვე­ნი სა­ი­დუმ­ლო იარა­ღი გაკ­ვე­თი­ლე­ბის უნი­ფი­ცი­რე­ბა იყო“ — ინ­ტერ­ვიუ  ფი­ნე­თის სას­კო­ლო სის­ტე­მის მა­ღა­ლი რან­გის მო­ხე­ლეს­თან.   „Can the ჲ.S. and other countries learn from ფinland?“.
9. ჰონ­კონ­გი, სინ­გა­პუ­რი, ფი­ნე­თი და ბევ­რი სხვ.;
10. ეს მიდ­გო­მა სა­ხელ­დე­ბა იმ წარ­მა­ტე­ბის ქვა­კუთხე­დად, რო­მელ­საც ფი­ნე­თის სას­კო­ლო სის­ტე­მამ მი­აღ­წია. ფი­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე მცი­რეა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ცოდ­ნის დო­ნის მხრივ. „არ უნ­და გა­და­ვა­ჭარ­ბოთ ბავ­შ­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა კოგ­ნი­ტი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­ლე­ნა სწავ­ლე­ბის რე­ზულ­ტატ­ზე. თუ სას­წავ­ლო მა­სა­ლა ისე აიგე­ბა, რომ ის მი­ე­სა­და­გე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ  რთულ­დე­ბა, თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ დროს, რაც აუცი­ლე­ბე­ლია სწავ­ლი­სათ­ვის, მა­შინ შე­დე­გე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ბავ­შ­ვ­თა ჯგუ­ფებს შო­რის  არ იქ­ნე­ბა დი­დად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. ე.ი. სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნია სა­ბა­ზო სკო­ლა­ში მო­ვახ­დი­ნოთ სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია ისე, რომ სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დრო, სის­ტე­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­დეს“. ფი­ნე­თის სა­ბა­ზო სკო­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა (ჵჴჵS 1970, 136).
11. ფი­ნეთ­ში რე­ფორ­მა და­იწყო ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თის მცი­რედ და­სახ­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლი­დან და ბო­ლოს მი­ვი­და ჰელ­სინ­კამ­დე.

25-28(942)N