გამოდის 1998 წლიდან
2017-06-15
რეკომენდაციები ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში კად­რე­ბის მარ­თ­ვის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად


სა­ხელ­მ­წი­ფო აუდი­ტის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2016 წლის ან­გა­რი­ში „ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში კად­რე­ბის მარ­თ­ვა“, რო­მე­ლიც აფა­სებ­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის/ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას:
• რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს?
• რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვას?
• რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კად­რის დე­ფი­ცი­ტის შემ­ცი­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში?
შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით გა­მო­ი­კითხა 134 ადა­მი­ა­ნი: 34 — მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი პი­რი, რომ­ლებ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ საგ­ნის გა­მოც­და და 100 — მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი. გა­მო­კითხ­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ დღეს­დღე­ო­ბით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად ისევ რჩე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სიმ­ცი­რე­სა და ახა­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ში. სკო­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი სა­პენ­სიო ასაკ­საა მიღ­წე­უ­ლი ან ამ ასაკს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი. 60 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ლი (20%) ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ელ­ზე (6%) საგ­რ­ძ­ნობ­ლად მა­ღა­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვა ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით. 30 წლამ­დე ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ლი 7%-ია, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს — 12%-ს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­უ­თი­თებს იმ რის­კ­ზე, რომ უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბა.
აუდი­ტის დას­კ­ვ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უჭი­რავს „აუდი­ტის მიგ­ნე­ბებს“, რო­მელ­თა შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და „კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი“. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სწრა­ფად გავ­რ­ცელ­და პრე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ის და უფ­რო აქ­ტი­უ­რად — სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.
კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, 2015 წლი­დან, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ შემ­დე­გი მოთხოვ­ნე­ბი­დან, მი­ნი­მუმ, ერთ-ერთს:
• უნ­და ჰქონ­დეთ ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი;
• უნ­და ჰქონ­დეთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის ან გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი;
• გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეთ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ საგ­ნის გა­მოც­და.
რო­გორც ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ჩანს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­მ­საზღ­ვ­რელ ერთ-ერთ წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, რაც ხელს უწყობს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით წარ­მარ­თ­ვას.
აუდი­ტის მიგ­ნე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ალ­ბათ, ეს ჩა­ნა­წე­რია: „ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი 67 000 მას­წავ­ლებ­ლი­დან 2 000-ს, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლი­ან ძი­რი­თად საგ­ნებს, არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა-აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და მი­ღე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ სრუ­ლი ზო­გა­დი (სა­შუ­ა­ლო სკო­ლა) ან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.“

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არა­სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე კად­რე­ბის შე­დი­ნე­ბა ხდე­ბო­და. იმ 2 000 მას­წავ­ლებ­ლი­დან, რო­მელ­საც არ აქვს ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ 4%-ს. აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის არ­სე­ბო­ბის გარ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის ერთ-ერთ მე­ქა­ნიზმს სწო­რედ საგ­ნის გა­მოც­დე­ბი წარ­მო­ად­გენს, რი­სი მი­ზა­ნიც პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­თან მას­წავ­ლებ­ლის ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნაა. ქვე­ყა­ნა­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. მთლი­ა­ნი და­საქ­მე­ბუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი­დან, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 26%-ს, ხო­ლო კერ­ძო სკო­ლებ­ში — 29%-ს შე­ად­გენს.
რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი თბი­ლის­ზე მო­დის. რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სუ­რათს, ქარ­თულ ენა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში შე­და­რე­ბით მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ხო­ლო ქი­მი­ა­ში, ფი­ზი­კა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ა­ში — ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი.
სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რის შეს­ვ­ლის პრო­ცე­სის
ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი

აუდი­ტის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რის აყ­ვა­ნაც პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. კად­რის მი­ღე­ბის არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ვერ ფა­რავს იმ რისკს, რომ  ისევ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი მოხ­ვ­დე­ბი­ან სის­ტე­მა­ში. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზს უკავ­შირ­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის არ­ქო­ნამ და არა­საკ­მა­რის­მა რე­სურ­ს­მა, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა.
ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რე­ბის შე­დი­ნე­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია (7%), ხო­ლო სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — საგ­რ­ძ­ნობ­ლად მა­ღა­ლი (20%). ახა­ლი კად­რე­ბის შე­დი­ნე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ერ­თი მხრივ, უკავ­შირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის არა­პო­პუ­ლა­რო­ბას და და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის ფაქ­ტორს, თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი არ არის.
ან­გა­რიშ­ში წე­რია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი „ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, 2020 წლამ­დე, ყვე­ლა მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი საგ­ნის გა­მოც­და, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს შე­უ­ჩერ­დე­ბა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 2010 წლი­დან, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კი მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ 26%-ია. ბო­ლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ შეძ­ლოს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. მო­ცე­მუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სის­ტე­მა დად­გე­ბა კად­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ფი­ცი­ტის წი­ნა­შე.“
თბი­ლის­ში, სა­დაც არ არის კად­რის დე­ფი­ცი­ტი, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი (მას­წავ­ლებ­ლე­ბის 16%), რო­დე­საც ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა არა­მო­მიჯ­ნა­ვე სა­განს.
ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­კან­სი­ის ში­ნა­არ­სის ფორ­მი­რე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის კონ­ტ­რო­ლი და კად­რის შერ­ჩე­ვა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ცენ­ტ­რის მი­ერ არ ხდე­ბა ვა­კან­სი­ის ში­ნა­არ­სი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, მი­სი ფუნ­ქ­ციაა მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­გ­ვერ­დის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა. სის­ტე­მა­ში კად­რის შეს­ვ­ლის პრო­ცე­სი ორ ეტაპს მო­ი­ცას: ჳ ეტა­პი — ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბა, ჳჳ ეტა­პი — კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა. გთა­ვა­ზობთ თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას.
ვა­კან­სი­ის ში­ნა­არ­სის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი
I. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი
გა­მოვ­ლინ­და, რომ ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში, გან­საზღ­ვ­რუ­ლი აქვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი. აუდი­ტის ჯგუფ­მა, შერ­ჩე­ვით, გა­ა­ა­ნა­ლი­ზა სკო­ლე­ბის მი­ერ, 2015 წელს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი 910 ვა­კან­სია 10 სა­გან­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 12%-ში (107 ვა­კან­სია), არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი აუცი­ლე­ბე­ლი ან/და სა­სურ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი, რაც ბუნ­დო­ვანს და ნაკ­ლე­ბად ტრან­ს­ფა­რენ­ტულს ხდის კად­რის აყ­ვა­ნის პრო­ცესს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ვა­კან­სი­ებს, ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან, სკო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ნა­თე­ლია, რომ არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და ხდე­ბო­დეს ვა­კან­სი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი კა­ნო­ნის ერთ-ერთ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სის­ტე­მა­ში აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მოხ­ვედ­რა, 2015 წელს გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ში მა­ინც გვხვდე­ბა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი  სა­შუ­ა­ლო ან პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ით­ვალ­ის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ზრდის რისკს, რომ სის­ტე­მა­ში კვლავ მოხ­ვ­დე­ბი­ან აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის არ­მ­ქო­ნე პი­რე­ბი, რაც, გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვა­ზე.
II. ვა­კან­სი­ებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბის პრობ­ლე­მა
მას­წავ­ლებ­ლე­ბის შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მას­წავ­ლებ­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და შე­ად­გენ­დეს 385 ლარს, ხო­ლო სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი — 405 ლარს. მას­წავ­ლებ­ლის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის, სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვის, იერარ­ქი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რი­სა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ანაზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა ცვა­ლე­ბა­დია. მა­გა­ლი­თად: ნაკ­ლე­ბი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვი­სა და ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის არარ­სე­ბო­ბი­სას ანაზღა­უ­რე­ბა მცირ­დე­ბა, ხო­ლო სა­პი­რის­პი­რო შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს (აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ას­ვ­ლა, გაზ­რ­დი­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი და ა.შ.) — მა­ტუ­ლობს. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის მი­ერ, 2015 წელს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის ანა­ლი­ზი­დან იკ­ვე­თე­ბა, რომ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღა­უ­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში, ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და მერ­ყე­ო­ბის დი­ა­პა­ზო­ნი მა­ღა­ლია.
მა­გა­ლი­თის­თ­ვის გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა:
• თბი­ლი­სის 2 სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში, 18-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელს, პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სთა­ვა­ზო­ბენ 100 ლარს, ხო­ლო მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში — 450 ლარს. აუცი­ლე­ბე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მსგავ­სია;
• უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს, 10-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორი სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა, ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სთა­ვა­ზობს 150 ლარს, ხო­ლო მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში — 250 ლარს;
• თბი­ლი­სი­სა და აჭა­რის სკო­ლებ­ში ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, ვა­კან­სი­ის მი­ხედ­ვით, მსგავ­სი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, 9-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვი­სას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და თბი­ლი­სის სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ად­გენს 150 ლარს, ხო­ლო აჭა­რა­ში — 250 ლარს;
• დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს, 40-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვის პი­რო­ბებ­ში, ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხით, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ცოდ­ნის მოთხოვ­ნით, კა­ხე­თის ერთ-ერთ სკო­ლა­ში სთა­ვა­ზო­ბენ ანაზღა­უ­რე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხო­ლო თბი­ლი­სის ერთ-ერთ სკო­ლა­ში — 450 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
მო­ცე­მუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­დან ჩანს, რომ ვა­კან­სი­ებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღა­უ­რე­ბა, იდენ­ტუ­რი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვის, აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ამას­თა­ნა­ვე, გვხვდე­ბა ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ დად­გე­ნილ მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლებ ანაზღა­უ­რე­ბას, სრუ­ლი სა­მუ­შაო დატ­ვირ­თ­ვი­სა და შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ბრძა­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სტან­დარტს.
კად­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი
ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლის სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა, სა­მი­ნის­ტ­რო და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი კად­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.
აუდი­ტის ჯგუფ­მა ჩა­ა­ტა­რა დაკ­ვირ­ვე­ბა, კერ­ძოდ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 20 სკო­ლა­ში, მო­ცე­მუ­ლი პე­რი­ო­დის­თ­ვის არ­სე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ზე, გაგ­ზავ­ნი­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი რე­ზი­უ­მე, რო­მე­ლიც სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, და უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, აჭარ­ბებ­და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნით დად­გე­ნილ პი­რო­ბებს. რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა­ში, წარ­დ­გე­ნილ კან­დი­დატს გა­ნათ­ლე­ბა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. გაგ­ზავ­ნი­ლი 20 ვა­კან­სი­ი­დან, კან­დი­და­ტის რე­ზი­უ­მე­თი 10 სკო­ლა და­ინ­ტე­რეს­და და შეს­თა­ვა­ზეს ინ­ტერ­ვიუ. ორ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კან­დი­დატს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით შე­ატყო­ბი­ნეს უარი, მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლი იყო არა­საკ­მა­რი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია, და­ნარ­ჩენ 8 შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა­ში ვა­კან­სი­ის მი­ღე­ბის ბო­ლო ვა­დას და სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბის თა­რიღს შო­რის არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აუცი­ლე­ბე­ლი შუ­ა­ლე­დი — ოპ­ტი­მა­ლუ­რი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, თუ კან­დი­და­ტი ბო­ლო დღეს წა­რად­გენ­და რე­ზი­უ­მეს, გა­ნაცხა­დის გან­სა­ხილ­ვე­ლად არც ერ­თი დღე არ რჩე­ბო­და.
სკო­ლებ­ში წარ­დ­გე­ნი­ლი რე­ზი­უ­მეს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო, იყო მო­ლო­დი­ნი, რომ სკო­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ და, სულ მცი­რე, კან­დი­დატს ინ­ტერ­ვი­უ­ზე მის­ვ­ლას შეს­თა­ვა­ზებ­დ­ნენ, რაც არ და­დას­ტურ­და. გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბის რე­ზი­უ­მე­ე­ბის ანა­ლი­ზი­დან ჩანს, რომ შე­თა­ვა­ზე­ბულ კან­დი­და­ტუ­რას უფ­რო მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ჰქონ­და, ვიდ­რე მათ, ვინც აღ­ნიშ­ნულ სკო­ლებ­ში რე­ა­ლუ­რად და­საქ­მ­და.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ბა­ზა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 1 805 მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი (ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ საგ­ნის გა­მოც­და). აუდი­ტის ჯგუფ­მა გა­მოჰ­კითხა მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი 34 პი­რი, ვი­საც წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი საგ­ნის გა­მოც­და, მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და, მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თ­ვის, არ იყო და­საქ­მე­ბუ­ლი სკო­ლა­ში. გა­მო­კითხუ­ლი 34 პი­რი­დან 18, ამ ეტაპ­ზე, და­საქ­მე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ით, ხო­ლო 16 კვლავ და­უ­საქ­მე­ბე­ლია. 16 უმუ­შე­ვა­რი პი­რი­დან 13-მა გა­აგ­ზავ­ნა რე­ზი­უ­მე რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლებ­ში. სკო­ლე­ბი კან­დი­და­ტით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ 6 შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხო­ლო 7 შემ­თხ­ვე­ვა­ში — პა­სუ­ხი არ მი­უ­ღი­ათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­მო­კითხუ­ლი 34 პი­რი­დან 11 ისურ­ვებ­და მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას, თბი­ლი­სის გარ­და, სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სკო­ლებ­ში.
დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მას­წავ­ლებ­ლად და­საქ­მე­ბის პრო­ცე­სი არა­საკ­მა­რი­სად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა და სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის­თ­ვი­საც კი სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს.  აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ხო­ლო სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი კად­რის მო­ზიდ­ვის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­მა­რი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლე­ბის მი­ერ ვა­კან­სი­ის ფორ­მი­რე­ბი­სა და კად­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას.
დას­კ­ვ­ნის სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მო­სა­ზი­დად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი იყოს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და მოქ­ნი­ლი. სკო­ლე­ბის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი­სა და ანაზღა­უ­რე­ბის გან­საზღ­ვ­რას უკავ­შირ­დე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, კად­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის არა­საკ­მა­რი­სი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა ზრდის სის­ტე­მა­ში და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე კად­რე­ბის შეს­ვ­ლის რისკს, რაც, თა­ვის მხრივ, გავ­ლე­ნას ახ­დენს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე.
კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის მარ­თ­ვის ხარ­ვე­ზე­ბი
რე­გი­ო­ნებ­ში

ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, რე­გი­ო­ნის სკო­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ერთ ან რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად სა­გან­ში, ვერ იღე­ბენ სრულ­ფა­სო­ვან გა­ნათ­ლე­ბას მას­წავ­ლებ­ლის არარ­სე­ბო­ბის გა­მო. მრავ­ლა­დაა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც არა­მო­მიჯ­ნა­ვე სა­განს ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის, რო­მელ­საც კვა­ლი­ფი­კა­ცია მხო­ლოდ ერთ სა­გან­ში აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ პრობ­ლე­მას ვხვდე­ბით თბი­ლის­სა და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­შიც, სა­დაც კად­რის დე­ფი­ცი­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, პრობ­ლე­მაა სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რე­ბის შე­დი­ნე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის კუთხით.
რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი
სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რის შეს­ვ­ლის პრო­ცე­სის
ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს:
იმ მიზ­ნით, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მოხ­ვ­დ­ნენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი და გა­ი­ზარ­დოს გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კუ­რენ­ცია, სა­მი­ნის­ტ­რომ შე­ი­მუ­შა­ოს შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მი/მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, ვა­კან­სი­ის გან­თავ­სე­ბის ეტაპ­ზე, სკო­ლე­ბის მი­ერ სა­თა­ნა­დო საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი­სა და ანაზღა­უ­რე­ბის წე­სის მი­თი­თე­ბას.
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს: იმ მიზ­ნით, რომ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში კად­რის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი იყოს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, სა­მი­ნის­ტ­რომ შე­ი­მუ­შა­ოს შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კა და მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მი­ერ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კან­დი­და­ტის რე­ზი­უ­მეს გან­ხილ­ვას და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას.
კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის მარ­თ­ვის ხარ­ვე­ზე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და სსიპ - მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს: იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი არ დარ­ჩ­ნენ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე, ეტა­პობ­რი­ვად (წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი გეგ­მით) მოხ­დეს იმ სკო­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­დაც არ ის­წავ­ლე­ბა ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბი.
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და სსიპ - მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს: რე­გი­ო­ნებ­ში დე­ფი­ცი­ტის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, მოხ­დეს ისე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა: მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნებ­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მას­წავ­ლებ­ლებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად ას­წავ­ლონ დე­ფი­ცი­ტუ­რი სა­გა­ნი; მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ პი­რებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, სკო­ლებ­ში ვა­კან­სი­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, რაც გაზ­რ­დის სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე კად­რე­ბის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N